Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ოქტომბერში შანსი გვაქვს გადავდგად უდიდესი ნაბიჯი


Posted by: Georgian_90 6 Sep 2012, 19:08
ანდერს ფოგ რასმუსენი: მომავალი თქვენს ხელშია, თქვენ გყავთ მეგობარი ნატო-ს სახით

საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზე დაკვირვებას და მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისათვის.

რასმუსენის თქმით, ნატო-ს კარი ღიაა ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა რეფორმების და ინტეგრირების კუთხით.

„საქართველო დგას რეფორმების გზაზე და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს მძიმე და სერიოზული პროცესია. ამან ნატო-სთან დაგაახლოვათ და ეს გზა მიგიყვანთ ნატო-ს წევრობამდე. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების პროცესებისადმი. ვუყურებთ საქართველოს და ვადევნებთ თვალ-ყურს. ოქტომბრის საპარლამენტო და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბრწყინვალე ტესტი საქართველოს დემოკრატიისათვის. იმედია, ყველა პოლიტიკური მოთამაშე პასუხისმგებლობას იგრძნობს ამ პროცესებში. მომავალი თქვენს ხელშია. თქვენ გყავთ მეგობარი ნატო-ს სახით“, - განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, საქართველოში კიდევ ერთხელ ვიზიტი მისთვის სასიამოვნო იყო.
http://www.for.ge/view_from.php?from_id=5534&from_cat=1&n_title=`anders+fog+rasmuseni:+momavali+Tqvens+xelSia,+Tqven+gyavT+megobari+nato-s+saxiT

სწორს ამბობს ადრესი, მომავალი ჩვენს ხელშია. ამიტომ ვალდებულები ვართ, ოქტომბერში ჩავატაროთ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, ის პოლიტიკოსი რომელიც საქართველოს ამ ისტორიულ შანსს მოუსპობს და პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენებს, ყველაზე დიდი მოღალატე და ქვეყნის გამყიდველი იქნება.

ამიტომ მოუხმეთ გონებას და ხელი არ წაგიცდეთ არჩევნების გაყალბებისკენ.

Posted by: SPLIYVI 6 Sep 2012, 19:11
არჩევნები ხო მაგრამ...

რა შეგვიყვეს ამ ტესტებით

სულ დედის მდღვნელად რომ ჩატარდეს არჩევნები,დარღვევების გარეშე

აი აიმიხსენით ვინმემ
სადაო ტერიტორიის პირობებსი როგორ მიგVიღებენ ნატოში?


Posted by: gio-owl 6 Sep 2012, 19:14
QUOTE
სწორს ამბობს ადრესი, მომავალი ჩვენს ხელშია. ამიტომ ვალდებულები ვართ, ოქტომბერში ჩავატაროთ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, ის პოლიტიკოსი რომელიც საქართველოს ამ ისტორიულ შანსს მოუსპობს და პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენებს, ყველაზე დიდი მოღალატე და ქვეყნის გამყიდველი იქნება.

ჯერ ეს და მერე ყველაფერი დანარჩენი
up.gif

Posted by: Georgian_90 6 Sep 2012, 19:15
SPLIYVI
QUOTE
აი აიმიხსენით ვინმემ
სადაო ტერიტორიის პირობებსი როგორ მიგVიღებენ ნატოში?


საბერძნეთს და თურქერთსაც აქვთ ერთმანეთთან ტერიტორიული პრობლემები, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მათ იყვნენ ნატოს წევრები

Posted by: SPLIYVI 6 Sep 2012, 19:18
Georgian_90
QUOTE
საბერძნეთს და თურქერთსაც აქვთ ერთმანეთთან ტერიტორიული პრობლემები, მაგრამ ეს არ უშლით მათ იყვნენ ნატოს წევრები

ხო მაგრამ მემგონი იქ არ არის ასეთი სიტუაცია

თუ არ ვცდები ნატოს წესდებაში(თუ რაღაც ასეთი) წერია რომ სადაო ტერიტორიებით არ მიიღებიანო

ია ვიცი



ერთი ნაცნობი მყავს(ახლო)
სულ პრესა გეს და აიტივის ეცნობა
გუსინ მებაზრებოდა რომ მინიმუმ სამ და მაქს 5 წელიწადში ნატოში შევალთო
მერე ნატოს ჯარი დედას მოუდღნავს რუსებს აფხაზეთში და ოსეტშიო

ხო მეთქი
დავაიმედე
მასაც გაუხარდა
მეც სიხარული გამოვხატე და ერთ დოლარზე დავნიძლავდით
smile.gif


Posted by: Jodo 6 Sep 2012, 19:20
თუ სურვილია, წესდებასაც მოევლება...

Posted by: gio-owl 6 Sep 2012, 19:24
QUOTE
5 წელიწადში ნატოში შევალთო

ნუ ვადებში იოანე ოქროპირი ცდებოდა მეორედ მოსვლაზე და ახლა ნაცმოს მხარდამჭერი თუ შეცდა რა უჭირს ნატოზე

wink.gif

Posted by: Georgian_90 6 Sep 2012, 19:26
SPLIYVI
QUOTE
თუ არ ვცდები ნატოს წესდებაში(თუ რაღაც ასეთი) წერია რომ სადაო ტერიტორიებით არ მიიღებიანო


ფორმულირების მოფიქრება, რომ ნატოში მიგვიღონ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში შესაძლებელია.

მთავარია ამის პოლიტიკური ნება იყოს smile.gif

პოლიტიკუტი ნება, რომ გაჩნდეს, საჭიროა როგორც მინიმუმ ვაკმაყოფილებდეთ იმ კრიტერიუმებს, რასაც ნატო ჩვენგან ითხოვს, მათ შორისაა დემოკრატიის მაღალი ხარისხი.

შესაბამისად, როგორც რასმუსენმა თქვა, ყველაფერი ჩვენს ხელშია smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)