Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ახალციხე ახალქალაქი


Posted by: axalirevolucia 25 May 2012, 11:48
ახალციხე.



რაბათი ახალციხეში. რაბათი სუფთასისხლის თურქული ძეგლი არაა, მას საძირკველში ბევრი ქართული ურევია, მაგრამ შენობა ძირითადად თურქულია. დიდი ტერიტორია დიდი გალავნით და შიგნით დიდი მეჩეთი ნახევარსფეროსებრი გჯმბათით, მიუხედავი და მიმალული. ასეთი მახსოვს მე რაბათი, შარშან ვნახე სულ რაღაც. ამხელა მასშტაბის ისტორიული ძეგლის მიჩქმალვას ერთი მიზეზი აქვს. აღარავის აწყობს დღეს ახალხალაქში თურქული დომინირების პერიოდის აფიშირება. სააკაშვილი მოულოდნელ გზას პოულობს - აღადგინოს რაბათი, ოღონდ იმდენად გადატვირთოს ახალი ნაგებობებით ( კოშკები, გალავნები, შიდა ტერიტორიაზე ძვირიანი სასტუმროები, ელიტარული მაღაზიები, რესტორნები) რომ ამ ძეგლს ისტორიული მნიშვნელობა შეებღალება, სამაგიეროდ გაჩნდება გიგანტური ტურისტული კომპლექსი აშკარა თურქული ესთეტიკით.

საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვა, ალადინის სამეფო, ოღონდ ქართველების აშენებული.

ახალციხეში დღეს მუსულმანები თითქმის აღარ არიან. აი, ასეთია სააკაშვილი. ერთ მხრივ მიაფრურთხა და გააბანძა თურქული არქიტექტურის ნიმუში, მეორე მხრივ ქალაქში ქრისტიანული მოსახლეობით ( ქართველდბი და სომხები) მთავარ მიმზიდველ მარგალიტად თურქული კომპლექსი აქცია. მე ვერ გავბედავდი. ვერ გავუბედავდი ვერც თურქეთს და ვერც საქართველოს.


ჩვენი სასტუმრო "პრესტიჟის" პატრონი სამველა 2008–ში მერის მოადგილე იყო, 2008–ში მე გავაგზავნე აქედან ( ახალციხიდან) ტრაქტორები, რომ გოდერძის უღელტეხილი გაგვეხსნაო, ამ გზიდან გადმოვიდა მერე ძალიან ბევრი ბათუმიდან თბილისში მომავალიო.
სამველამ მოახერხა ის, რაც ვერ მოვახერხეთ ჩვენ ქართველებმა 1992ის სექტემბერში, ჭუბერი ვერ გავხსენით. ორი ტრაქტორი ვერ გავაგზავნეთ კოდორში.








ახალქალაქი



ახალქალაქი უუშნოესი ქალაქი იყო, რომელზეც ედიკას დროს პერიოდულად სომხურ დროშას კიდებდნენ, ქართულ წარწერას პრინციპულად არ აჭაჭანებდნენ და ქართულად პრინციპულად ან სულაც ქართულის უცოდინრობის გამო არ გიპასუხებდნენ.
უუშნოესი იყო იმით, რომ იყო სოფელი + 6 ხრუშჩოვკა+ ერთი მუნიციპალური დიდი შენობა ამ ხრუშოვკების პერპენდიკულარულად. ასფალტს ეკავა ქალაქისთვის კუთვნილის 20%, ხოლო რასაც მოასფალტებული ერქვა, მხოლოდ 70% - ით იყო მოასფალტებული.
ხალხი იყო გაბრაზებულ- დაბღვერილი, ერთი კვირის გაუპარსავი.

ახალი ახალქალაქი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, შინაარსითაა შეცვლილი. გასუფთავებული ცენტრი, ახალი ასფალტი, წამლად ერთი ციფრული შუქნიშანიც დგას, გაბრდღვიალებული საერთოქართული ვისოლი, რომპეტროლი და ავერსი, ქართული წარწერა თითქმის ყველა მაღაზიაზე ( სომხურის და რუსულის გვერდით, რა თქმა უნდა) ლუდი "ზედაზენის" რეკლამა ხელით დახატული, სახლები ( ის ხრუშოვკები) შეღებილი, ხალხი მოწესრიგებული, გაპარსული, იგრძნობა, რომ სტუმრებს ხვდებიან ( ველომრბოლელებს) ,

მომღიმარე და ბედნიერი სახეების მიღწევამდე ბევრი გვიკლია ქართველებსაც და სომხებსაც, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა. პეიბოქსი ვკითხე, არ დამზარდნენ გაარკვიეს და მიპასუხეს, ნუ რუსულად მაგრამ კეთილგანწყობით. ჩინურ მაღაზიაში პა უსტავუ ერთი ადგილობრივი იყო და ერთი ჩინელი, რომელიც მეორე ეტაპზე შემოდის საქმეში - ჯერ სომეხმა გაიგო რა მაინტერესებდა და შემდეგ ჩინელი ჩაერთო საქონლის შეთავაზებებში. მშვენივრად ჭუკჭუკებდნენ ერთმანეთში სომხურად, ისევე როგორც ხაშურის ჩინურ მაღაზიაში ქართულად.

დავუბრუნდეთ ქალაქს, ახალქალაქს. პერიფერიას ( ანუ ქალაქის 80%) ცვლილებები არ შეხებია, ისევ გრუნტის გზები, ახალმშენებლობები ფაქტიურად არ არის. ალბათ დენი მიეწოდებათ კარგად ძველი დროისგან განსხვავებით. გზა ახალქალაქამდე 6 საათიანი იყო თბილისიდან. ახლა თბილისიდან ნინოწმინდამდე ( ბოგდანოვკა) კარგი ახალი გზაა, ნინოწმინდიდან ახალქალაქამდე ისევ ძველია, მაგრამ საბოლოოდ ახალქალაქიდან თბილისამდე გზას ნახევარი დრო სჭირდება, ვიდრე ჭირდებოდა.



ახალქალაქის სასიკეთო ცვლილების აპოფეოზი იყო რაჭული ცეკვა, " მიდი ბიჭო გიორგუნა ", რომლითაც დახვდნენ სტუმრებს ( ველომრბოლელებს) ბავშვების ფოლკლორუკი ჯგუფი იყო სომხური ტანსაცმლით და მართალია ფონოგრამით, მაგრამ იცეკვეს კარგად, რთული ცეკვაა რომ იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სალაღობოა შინაარსით. მაგრამ როგორ იცეკვეს მეორეხარისხოვანია, მთავარია რომ იცეკვეს ქართული. და არ დავუკარგავ – კარგად იცეკვეს.

7 წლის წინ ამავე მოედანზე, იმ ქალაქში, რომელიც აღგიწერეთ პრეზიდენტს ვახლდი მის პირველ ვიზიტზე ახალქალაქში. მაშინ ბავშვები სომხური ცეკვით დაგვხვდნენ, მიშა შუაში ჩაუდგა, მწკრივში და მათთან ერთად იცეკვა ერთი წუთი. მე მოედნის უკან ვიდექი, ზუსტად იმ ერთი კვირის გაუპარსავ დაბღვერილ ხალხში. ამ ქალაქის ახალი ცხოვრება მაშინ იმ წამს დაიწყო, როცა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს, გაიღიმეს და მუჟლუგუნები მისცხრს - " ფრეზიდენტ აა ( ნუ, რაღაცა, სომხურად)", იშვერდნენ ხელს მიშასკენ. მიშამ იმ დღეს ტალახიანი ახალქალაქი ფეხით შემოიარა, ორ თუ სამ ოჯახში შევიდა, მთელი ქალაქი აეკიდა.

დღეს ეს ქალაქი სხვაა. რჩება ძნელ ქალაქად, საქართველოს სახელმწიფოს გამოწვევა ქალაქად. სომხებმა მიიღეს აღიარება, რომ სომხური ქალაქია, ოღონდ მიიღეს რომ ეს ქალაქი საქართველოშია. ყველა კუთხეში სომეხი მოღვაწის ძეგლი დგას, ოღონდ ყველა მაღაზიაზე ქართული წარწერაცაა.

Posted by: ქაფქიანა 25 May 2012, 11:53
კარგია, კარგი.......................

აუ ნეტავ წელს თუ წავალ ჯავახეთში...

სურათები არ გაქვს?

Posted by: Otto Skorzeny 25 May 2012, 11:57
საინტერესოდ წერ



up.gif up.gif

Posted by: axalirevolucia 25 May 2012, 11:58
ქაფქიანა
QUOTE
სურათები არ გაქვს?

ეჰ, ეგ არ გეკითხა რაა. დამრჩა სახლში აპარატი.

ისე უამრავი სურათი იქნა გადაღებული იმ "ტურ დე ჯორჯიაზე" ვიპოვი ალბათ ლინკებს თანდათან.

Posted by: ქაფქიანა 25 May 2012, 12:00
axalirevolucia

სამსახურში ხარ?

დადე საღამოს მაშინ, როცა სახლში მიხვალ...

Posted by: dega 25 May 2012, 12:03
QUOTE
ოღონდ ყველა მაღაზიაზე ქართული წარწერაცაა.

ეს უკვე დიდი პროგრესია
და დიდი გამარჯვება

Posted by: ქაფქიანა 25 May 2012, 12:06
dega

QUOTE
ეს უკვე დიდი პროგრესია
და დიდი გამარჯვება


ნამდვილად.

masha

ახალციხის არ ვიცი, მაგრამ ხელოვნების მუზეუმში, პუშკინის სკვერის წინ ეგვიპტის განყოფილებაში მართლა არის.

Posted by: masha 25 May 2012, 12:06
ერთი ის გამგებინეთ, ახლაციხის ისტორიულ მუზეუმში მუმია მართლა არის (ექსპონატი? )

Posted by: ლიბერალი 25 May 2012, 12:09
QUOTE
წამლად ერთი ციფრული შუქნიშანიც დგას


თერჯოლაში დადგეს კიდევ 1 შუქნიშანი.. რაჭაში რამდენჯერ წავალ იმდენჯერ გაწითლებული მხვდება facepalm.gif

კაციშვილი არ მოდის ან მიდის დგას მარტო 1 პატრულის მანქანა და გყარაულობს..

მაგრამ ნურას უკაცრავად.. ჩვენ რაჭველები გაწონასწორებული ხალხი ვართ და მოთმენის უნარი გაგვაჩნია.. და თქვენი მიშშუქნიშანით ვერაფერს გახდებით..

axalirevolucia
კარგი სტატიაა up.gif

QUOTE
ახალქალაქის სასიკეთო ცვლილების აპოფეოზი იყო რაჭული ცეკვა, " მიდი ბიჭო გიორგუნა ", რომლითაც დახვდნენ სტუმრებს ( ველომრბოლელებს) ბავშვების ფოლკლორუკი ჯგუფი იყო სომხური ტანსაცმლით და მართალია ფონოგრამით, მაგრამ იცეკვეს კარგად, რთული ცეკვაა რომ იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სალაღობოა შინაარსით. მაგრამ როგორ იცეკვეს მეორეხარისხოვანია, მთავარია რომ იცეკვეს ქართული. და არ დავუკარგავ – კარგად იცეკვეს.


არ გვჯერა.. ვიდეო დადე..

Posted by: Lilith 25 May 2012, 12:16
axalirevolucia
კარგია, როდესაც ადამიანი ყველაფერში კარგს ეძებს და რა თქმა უნდა პოულობს კიდეც! up.gif გაიხარე!

Posted by: axalirevolucia 25 May 2012, 12:17
masha
QUOTE
ერთი ის გამგებინეთ, ახლაციხის ისტორიულ მუზეუმში მუმია მართლა არის (ექსპონატი? )

ზარზმის მონასტერშია ერთი "უხრწნადი გვამი" შუა საუკუნეების დროინდელი.

და საძვლე თავისქალებით და ძვლებით სასულიერო პირების.

ქაფქიანა
QUOTE
ხელოვნების მუზეუმში, პუშკინის სკვერის წინ ეგვიპტის განყოფილებაში მართლა არის.

რა გამახსენე, მეშინოდა მაგის , ალბათ 10 წლისა ვიყავი რომ ვნახე.
მერე ამიხსნეს - მკვდარზე უვნებელი არავინაა, კენჭსაც ვერ გესვრის, მკვდარი თვითონაა ცოდოო, და გადამიარა, მანამდე ღამე მოსაფსამად ადგომა მეშინოდა, სანამ გამ ო ვტ ყდი.


ლიბერალი
QUOTE
არ გვჯერა.. ვიდეო დადე..


იმდანად მინდოდა ამის გადაღება, რომ სხვისი ( ჯუმბერ ლეჟავას) ფოტოაპარატით ბევრი სურათი გადავუღე ( გაუკვირდება ალბათ რომ ნახავს)
ფოტოები მას აქვს. დარწმუნებული ვარ ვიდეოებიც არსებობს, უცხოელებიც იღებდნენ და ევალებოდა კიდევაც კაცს.
არ ვიცი როგორ ვიპოვო.

Posted by: chombe 25 May 2012, 12:20
axalirevolucia
ბრავო, ბრავო !
თქვენ შესძელით ის, რისთვისაც აქ ბევრი თანახმაა სულიც კი გაყიდოს...
თქვენ გამპრავებლობის მწვერვალი დაიპყარით.
თქვენს წინაშე ფერმკრთალდება ყველა ჩისტიტელ-ასენიზატორი !
თქვენ ჯიბეში არა თუ კარდუ და ლევან მუ-დიდგორ-ლარსები ჩაისვით, არამედ თვით მინისტრ ხაჩიძის გარშემო შემოკრებილი და ფორუმზე დამაშვრალი მოდერატორ-ხუნტისტებიც, რომლებშიც საოცრად იყო შერწყმული პრადვინუტი მედასავლეთე-ევროინტეგრატორი და ყველაზე მურტალი ჩაცუცქულ-პურჭყია ძველი ბიჭი (სამწუხაროდ, რეტირება მოახდინეს ფორუმიდან და ეხლა მხოლოდ მათი რაღაც შესუსტებული ნაშთების არსებობაღა შეინიშნება აქ).

მიუხედავა\დ იმისა, რომ მე თქვენი ნიჭით და ნაც-ჩისტიტელობით მოხიბლულ-აღფრთოვანებული ვარ, გავკადნიერდები და ერთ რჩევას შემოგბედავთ:

უფრო გასაგები რომ გახდეთ ხალხის ფართო მასებისათვის ხშირად და თამამად გამოიყენეთ ისეთი გამოთქმები, როგორებიცაა:

"პინგვინ, გამოიღე!"


"აეეე, ჟოპოს დედა აღარ ეყოლება"


"ერთი გაბედეთ რამე 27-ში (29-ში, 5-ში, 18-ში და ა,შ.)... "


"ქვეყანას ისევ სიბლელეში, სკვარამში და უბედურებაში არ დაგაბრუნებინეთ, თქვენი ... .... "


"წაეთრიეთ იმ თქვენს მოსკოვში"


"ვერ ეღირსებით"


და სხ...



ნუ მთლად დიდგორ-ვასილიც ნუ გახდებით ეხლა, მაგრამ ზომიერად შეიძლება კი არადა - საჭიროცაა, ნამეტანი რო არ გაბლატავდნენ არც პინგვინისტები და არც სხვა ათასი ჯურის მარკოზაშვილ-ყორღანაშვილები !

Posted by: dega 25 May 2012, 12:25
lol.gif lol.gif lol.gif
chombe
up.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 25 May 2012, 12:25
რაბათი 1 თვის წინ
http://pix.ge/

Posted by: masha 25 May 2012, 12:33
ქაფქიანა
QUOTE
ახალციხის არ ვიცი, მაგრამ ხელოვნების მუზეუმში, პუშკინის სკვერის წინ ეგვიპტის განყოფილებაში მართლა არის.

axalirevolucia
QUOTE
ერთი ის გამგებინეთ, ახლაციხის ისტორიულ მუზეუმში მუმია მართლა არის (ექსპონატი? )

ზარზმის მონასტერშია ერთი "უხრწნადი გვამი" შუა საუკუნეების დროინდელი.

და საძვლე თავისქალებით და ძვლებით სასულიერო პირების.

მადლობა, მაგრამ მიწევდა ახალციხეში სიარული და მეგობარი იმით მაწყნარებდა, რომ მუმიას ვნახავდი.
მოუცლელობის გამო ვერ შევიარე და ახლა გული მეთანაღრება, რომ საბოლოოდ დღესაც არ ვიცი, არის
თუ არა ახალციხის მუზეუმში ეს ერთობ იშვიათი ექსპონატი

Posted by: Le Roi 25 May 2012, 12:34
პერიფერიების გამოცოცხლება და რეაბილიტაცია ერთერთი ყველაზე კარგი წამოწყებაა.

Posted by: markes 25 May 2012, 12:42
axalirevolucia
QUOTE
რაბათი ახალციხეში. რაბათი სუფთასისხლის თურქული ძეგლი არაა, მას საძირკველში ბევრი ქართული ურევია, მაგრამ შენობა ძირითადად თურქულია. დიდი ტერიტორია დიდი გალავნით და შიგნით დიდი მეჩეთი ნახევარსფეროსებრი გჯმბათით, მიუხედავი და მიმალული. ასეთი მახსოვს მე რაბათი, შარშან ვნახე სულ რაღაც. ამხელა მასშტაბის ისტორიული ძეგლის მიჩქმალვას ერთი მიზეზი აქვს. აღარავის აწყობს დღეს ახალხალაქში თურქული დომინირების პერიოდის აფიშირება. სააკაშვილი მოულოდნელ გზას პოულობს - აღადგინოს რაბათი, ოღონდ იმდენად გადატვირთოს ახალი ნაგებობებით ( კოშკები, გალავნები, შიდა ტერიტორიაზე ძვირიანი სასტუმროები, ელიტარული მაღაზიები, რესტორნები) რომ ამ ძეგლს ისტორიული მნიშვნელობა შეებღალება, სამაგიეროდ გაჩნდება გიგანტური ტურისტული კომპლექსი აშკარა თურქული ესთეტიკით.

საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვა, ალადინის სამეფო, ოღონდ ქართველების აშენებული.

ახალციხეში დღეს მუსულმანები თითქმის აღარ არიან. აი, ასეთია სააკაშვილი. ერთ მხრივ მიაფრურთხა და გააბანძა თურქული არქიტექტურის ნიმუში, მეორე მხრივ ქალაქში ქრისტიანული მოსახლეობით ( ქართველდბი და სომხები) მთავარ მიმზიდველ მარგალიტად თურქული კომპლექსი აქცია. მე ვერ გავბედავდი. ვერ გავუბედავდი ვერც თურქეთს და ვერც საქართველოს.


ჩვენი სასტუმრო "პრესტიჟის" პატრონი სამველა 2008–ში მერის მოადგილე იყო, 2008–ში მე გავაგზავნე აქედან ( ახალციხიდან) ტრაქტორები, რომ გოდერძის უღელტეხილი გაგვეხსნაო, ამ გზიდან გადმოვიდა მერე ძალიან ბევრი ბათუმიდან თბილისში მომავალიო.
სამველამ მოახერხა ის, რაც ვერ მოვახერხეთ ჩვენ ქართველებმა 1992ის სექტემბერში, ჭუბერი ვერ გავხსენით. ორი ტრაქტორი ვერ გავაგზავნეთ კოდორში.


ხატოვანი ნაწერია - დიდი მადლობა

ვერ გავიგე ოღონს - ეს "რაბატი" რა მდგომარეობაში იყო "აღდგენამდე"?

რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს თავიდან აშენებენ.
ანუ მორიგი დეკორაცია იქნება ( უძვირესი სასტუმრო-ბუწიკებით)?
შარშან ჩემმა ძმამ წაიყვანა ცოლ-შვილი ( ფრანგი რძალი მყავს) ვარძიის სანახავად. სასტუმრო აქედან ვერ ვიპოვეთ და მოუწიათ ბორჯომში "დაბანაკება" ( ორი დღით გავიდნენ)
მინდა გითხრა, რომ უძვირეს სასტუმროში საქართველოში არც ერთი ჭკუადმყოფელი უცხოელი არ ცხოვრობს, თუ მას სამსახური არ უხდის ფულს.

აი ეს გადაეცი შენ საყვარელ მიშას.
ბრენდი სასტუმრო არის სისულელე და ნუვორიშობა. თუ გინდათ ბევრი ტურისტი და სტუმარი ჩამოვიდეს სასტუმრო უნდა იყოს მისაწვდომი ფასის კარგი სერვისით.

Posted by: ხორხე 25 May 2012, 12:47
რაბათს ძალიან კარგად აკეთებენო მეც გავიგე



markes
QUOTE
ვერ გავიგე ოღონს - ეს "რაბატი" რა მდგომარეობაში იყო "აღდგენამდე"?

რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს თავიდან აშენებენ.

ახლოს არ ვყოფილვარ და შორიდან რაც ჩანდა იყო მხოლოდ ნანგრევები, მიგდებული, ეხლა გამოცოცხლდება გახალისდება

up.gif

Posted by: amigo 25 May 2012, 12:48
ვიყავი დაახლოებით 1 წლის წინ და უმეტესად სომხური წარწერები იყო. რუსული იყო იშვიათად და საერთოდ არ იყო ქართული.
თან ყოველ მეორე მაღაზიას ჯავახკ ერქვა sad.gif

QUOTE
ოღონდ ყველა მაღაზიაზე ქართული წარწერაცაა
კარგია, ახლა თუ მასეა.

Posted by: ხარონი 25 May 2012, 12:48
QUOTE (DON PEDRO SANGRE @ 25 May 2012, 12:25 )
რაბათი 1 თვის წინ
http://pix.ge/

chombe
dega
მაინც ვერ შეაჩერებთ ჩვენ დაწყებულ აღმშნებლობას mad.gif


Posted by: Sophist 25 May 2012, 12:50
ქართულ ტელევიზიებს იჭერს სამცხე-ჯავახეთის ყველა რაიონში?

Posted by: Chxikvia 25 May 2012, 12:50
მალადეც ახალციხე jump.gif ექსკურსიას ხო არ გეგმავთ 27-ში?

Posted by: chombe 25 May 2012, 12:51
ხარონი
QUOTE
მაინც ვერ შეაჩერებთ ჩვენ დაწყებულ აღმშნებლობას 

ფხუკ.. თქვენი აღმშენებლობა კი არა გუდერიანის და მანშტეინის არმიები შევაჩერეთ, საქმე საქმეზე რო მიდგა...

Posted by: ხარონი 25 May 2012, 12:54
chombe
QUOTE
გუდერიანის და მანშტეინის არმიები შევაჩერეთ, საქმე საქმეზე რო მიდგა...

აგე თქვენი გამარჯვებული ჯარისკაცი

Posted by: Judas Iscariot 25 May 2012, 12:56
ქაფქიანა
QUOTE
ახალციხის არ ვიცი, მაგრამ ხელოვნების მუზეუმში, პუშკინის სკვერის წინ ეგვიპტის განყოფილებაში მართლა არის.

კაცო.
გუშინ ვიყავი მაქ და ვნახე ზედ მუზეუმის წინ იმ ბერი გაბრიელის ბანერი რო არი გამოკიდებული (ადრე არ წამიკითხავს)..

და წავიკითხე სასწაული:
სანამ ერი ანჩისხატს არ დაიბრუნებს ეკლესიაში
სანამ აწყურის ღვთIშობლის ხატი არ გამოჩდება (ეს რა ხატი იყო)?
და სანამ იბერიის ღშ ხატი არ ჩამობრძანდება (რასიიდან. ამაზე არ წერია, დავიბრუნებთო. ანჩისხატი უნდა დავიბრუნოთო)
იქამდე საქართველო არ გაბრწყინდება!

და ეს წერია ზედ ხელოვნების მუზეუმის შესასვლელზე!

საპატრიარხომ ჩამოუკიდა მუზეუმს?
და იქვე პარმაღის ერთI ნაწილი გადაქცეული აქვთ საეკლესიო მაღAზიას.

აფსუს ნოდარა ლომოურო?!

Posted by: anichqa 25 May 2012, 12:56
chombe
წამო ჩომბე ახალციხეში, ბავშვები წავიყვანოთ.
მარტო მე და შენ.
ან შენ გამაგიჟებ საბოლოოდ, ან მე.biggrin.gif
შვილები ერთი ჭკუსანი იქნებიან, რატომღაც მჯერა smile.gif))

Posted by: DON PEDRO SANGRE 25 May 2012, 12:57
QUOTE (amigo @ 25 May 2012, 12:48 )
ვიყავი დაახლოებით 1 წლის წინ და უმეტესად სომხური წარწერები იყო. რუსული იყო იშვიათად და საერთოდ არ იყო ქართული.
თან ყოველ მეორე მაღაზიას ჯავახკ ერქვა sad.gif

QUOTE
ოღონდ ყველა მაღაზიაზე ქართული წარწერაცაა
კარგია, ახლა თუ მასეა.

1 თვის წინ ვიყავი. ყველა მაღაზიაზე არა, მაგრამ 75%-ზე მაინც არის ქართული წარწერები.

Posted by: rezo77_77 25 May 2012, 12:57
წინა კვირას ვიყავი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ახალქალაქის გამოსასვლელში, კაი რესტორიანია ,,ფარელ" იქ ვისადილეთ. :

ნაირი ირიციანსაც შევხვდი და საქმეებზეც ველაპარაკე.

ჯავახეთში სომხური საფრთხე თითქმის მოხსნილია დღევანდელი გადასახედიდან.


სამაგიეროდ კრამეშნი პიზდეცია ქვემო ქართლშ.

ხო, პატივცემულო ავტორი, დამიჯერეთ ახალქალაქელ დაშნაკებს მიშას კუნტრუში ვერ აუჩუყებდათ გულს, სხვა პროცესები მოხდა მანდ, რამაც სიტუაცია დააწყნარა, ერთ ერთი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო.

სხვათაშორის პირველად რომ ვეწვია მაგ მხარეს 2009 წელს, ახალციხემ უფრო მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე ახალქალაქმა.

Posted by: markes 25 May 2012, 13:00
ჯავახეთში ყოველ ნაბიჯზე არის ისტორიული ძეგლები - ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ბევრი ინგრევა კიდეც.

ასპინძის რაიონში არის სოფელი ოთა, ამ სოფლიც მაღლა კი მდებარეობს ულამაზესი "შორეთის მონასტერი".
80 წლებში იყო აღმოჩენილი და მის აღდგენა-კონსერვაციაზე სტუდენტები მუშაობდნენ არქეოლოგებთან ერთად.
სტუდენტები გაიზარდნენ, გადნენ დიდი კაცები და ქალები მაინც დადიან იქ ყოველ წელს. არის ერთი საქართველოზე შეყვარებული ადამიანი რომელიც საკუთარი ხარჯებით ცდილობს ამ მონასტრის შენარჩუნებას.
როგორც მე ვიცი "საუფლისწულო მონასტერი" იყო. ულამაზესი და უიშვიათესი ბიზანტიური მოზაიკით მოპირკეთებული შიგნით.
მიწაში იყო ჩასული, მხოლოდ ზედა სართული ჩანდა, ამოთხარეს ხელით, ჩამოცვენილი მოზაიკა ამოკრიფეს და გუმბათი გაუმაგრეს.
იქ ისეთი ბუნებაა, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე!
სოფლიდან ერთი მინჯღეული "გზა" ადის, ნაწვიმარი თუა მანქანით ვერ ახვალ- ფეხით უნდა იარო.

კიდე სამშვილდე მიყვარს - საოცარი ადგილია, უძველესი ნაქალაქარით.
ისიც მისახედია.

ოღონდ ერთი რამ არ მომწონს ამ "აღმშენებლობის", კონსევაციის მაგივრად სრულიად ანადგურებენ ძეგლებს, ძეგლის მაგივრად რაღაც უმსგავსობა გვრჩება ხელში.

Posted by: didou nana 25 May 2012, 13:01
მე ვიყავი რამდენიმე თვის წინ კუმურდოში
ფორუმელები ვიყავით მოკლედ
ივლისში
ხოდა,
სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი მეც

მართალია, ჯერ კიდევ სტუმრებად გვთვლიან ქართველებს ამ ქალაქში
მარა იმასაც ხვდებიან, რომ ბევრი გატრაკების თავი არ აქვთ
და მიჰყვებიან ასე ვთქვათ დინებას
ქართულსაც სწავლობენ ნელ-ნელა

აი მანდ რკინიგზა რომ გაივლის
მაშინ დაენძრევა ახალქალაქის დაშნაკურ ოცნებას

Posted by: anichqa 25 May 2012, 13:05
markes
QUOTE
ასპინძის რაიონში არის სოფელი ოთა, ამ სოფლიც მაღლა კი მდებარეობს ულამაზესი "შორეთის მონასტერი".
80 წლებში იყო აღმოჩენილი და მის აღდგენა-კონსერვაციაზე სტუდენტები მუშაობდნენ არქეოლოგებთან ერთად.
სტუდენტები გაიზარდნენ, გადნენ დიდი კაცები და ქალები მაინც დადიან იქ ყოველ წელს. არის ერთი საქართველოზე შეყვარებული ადამიანი რომელიც საკუთარი ხარჯებით ცდილობს ამ მონასტრის შენარჩუნებას.
როგორც მე ვიცი "საუფლისწულო მონასტერი" იყო. ულამაზესი და უიშვიათესი ბიზანტიური მოზაიკით მოპირკეთებული შიგნით.
მიწაში იყო ჩასული, მხოლოდ ზედა სართული ჩანდა, ამოთხარეს ხელით, ჩამოცვენილი მოზაიკა ამოკრიფეს და გუმბათი გაუმაგრეს.
იქ ისეთი ბუნებაა, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე!
სოფლიდან ერთი მინჯღეული "გზა" ადის, ნაწვიმარი თუა მანქანით ვერ ახვალ- ფეხით უნდა იარო.

კიდე სამშვილდე მიყვარს - საოცარი ადგილია, უძველესი ნაქალაქარით.
ისიც მისახედია.

ოღონდ ერთი რამ არ მომწონს ამ "აღმშენებლობის", კონსევაციის მაგივრად სრულიად ანადგურებენ ძეგლებს, ძეგლის მაგივრად რაღაც უმსგავსობა გვრჩება ხელში.

უი მარკეს კისერზე წითელი ხალი ხო არა გაქვს. biggrin.gif
სრულიად სავარაუდოა, ვიცნობდეთ ერთმანეთს 2kiss.gif

Posted by: markes 25 May 2012, 13:10
anichqa
QUOTE
უი მარკეს კისერზე წითელი ხალი ხო არა გაქვს. biggrin.gif

biggrin.gif
არ მაქ ხალი კისერზე
QUOTE
სრულიად სავარაუდოა, ვიცნობდეთ ერთმანეთს 2kiss.gif


შორეთში ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა, წლების განმავლობაში
ახლაც დადიან და შვილებიც დაყავთ
შენ რომელი ხარ , გოგო?


ups.gif

Posted by: axalirevolucia 25 May 2012, 13:17
Judas Iscariot
QUOTE
სანამ ერი ანჩისხატს არ დაიბრუნებს ეკლესიაში

ანჩისხატი საღადაა?

markes
QUOTE
ოღონდ ერთი რამ არ მომწონს ამ "აღმშენებლობის", კონსევაციის მაგივრად სრულიად ანადგურებენ ძეგლებს, ძეგლის მაგივრად რაღაც უმსგავსობა გვრჩება ხელში.

მეც.

chombe
QUOTE
ფხუკ.. თქვენი აღმშენებლობა კი არა გუდერიანის და მანშტეინის არმიები შევაჩერეთ, საქმე საქმეზე რო მიდგა...

ჩვენ რუსებმა ისინი გერმანელები ხო?
გიფასებ ხუმრობას.

ასენიზატორობა კი არ მეთაკილება

ბინძური სამუშაო
http://cartveli.blogspot.com/2008/09/dirty-jobs.html

chombe
QUOTE
თქვენ გამპრავებლობის მწვერვალი დაიპყარით.

პირველად? ა ეს თემაც ცოცხალია.
http://forum.ge/?f=29&showtopic=34337049&st=0

Posted by: Laegel 25 May 2012, 13:24
QUOTE
მაგრამ შენობა ძირითადად თურქულია


რა ვიცი, რაც აღადგინეს, უფრო ბიზანტიურს ჰგავს.


Posted by: kardinali100 25 May 2012, 13:25
QUOTE
ვიყავი დაახლოებით 1 წლის წინ და უმეტესად სომხური წარწერები იყო. რუსული იყო იშვიათად და საერთოდ არ იყო ქართული.
თან ყოველ მეორე მაღაზიას ჯავახკ ერქვა
QUOTE
ოღონდ ყველა მაღაზიაზე ქართული წარწერაცაა

კარგია, ახლა თუ მასეა.


1 თვის წინ ვიყავი. ყველა მაღაზიაზე არა, მაგრამ 75%-ზე მაინც არის ქართული წარწერები.

რა ცოტა სჭირდება ქართველს გამარჯვება რომ დაინახოს wink.gif facepalm.gif ბედნიერი ერი yes.gif
QUOTE
სომხებმა მიიღეს აღიარება, რომ სომხური ქალაქია, ოღონდ მიიღეს რომ ეს ქალაქი საქართველოშია. ყველა კუთხეში სომეხი მოღვაწის ძეგლი დგას,

ცალყურა გენერლის ...ქართველთ მხოცავის ანდრანიკას ძეგლი ისევ არის"? ნელა ნელა ბაგრამიანელებისაც ხო არ ჩამოამწკრივეს?ტრაპიზონიანები და რამე....... wink.gif

Posted by: gvaska 25 May 2012, 13:31
QUOTE (Judas Iscariot @ 25 May 2012, 11:56 )
ქაფქიანა
QUOTE
ახალციხის არ ვიცი, მაგრამ ხელოვნების მუზეუმში, პუშკინის სკვერის წინ ეგვიპტის განყოფილებაში მართლა არის.

კაცო.
გუშინ ვიყავი მაქ და ვნახე ზედ მუზეუმის წინ იმ ბერი გაბრიელის ბანერი რო არი გამოკიდებული (ადრე არ წამიკითხავს)..

და წავიკითხე სასწაული:
სანამ ერი ანჩისხატს არ დაიბრუნებს ეკლესიაში
სანამ აწყურის ღვთIშობლის ხატი არ გამოჩდება (ეს რა ხატი იყო)?
და სანამ იბერიის ღშ ხატი არ ჩამობრძანდება (რასიიდან. ამაზე არ წერია, დავიბრუნებთო. ანჩისხატი უნდა დავიბრუნოთო)
იქამდე საქართველო არ გაბრწყინდება!

და ეს წერია ზედ ხელოვნების მუზეუმის შესასვლელზე!

საპატრიარხომ ჩამოუკიდა მუზეუმს?
და იქვე პარმაღის ერთI ნაწილი გადაქცეული აქვთ საეკლესიო მაღAზიას.

აფსუს ნოდარა ლომოურო?!

უკვე რამდენი წელია ყოველდღე მიწევს ხელოვნების მუზეუმის წინ გავლა და მაგ სასწაულს ვხედავ - ან მუზეუმის პატრონი სად ჯანდაბაში იყურება, ან საპატრიარქო!
როდემდე უნდა გაგრძელდეს ზომბების რიტუალები 24 საათიან რეჟიმში და რაც მთავარია, მუზეუმის წინ იმპროვიზებულ "ეკლესია-ბაზრობაზე"?

Posted by: dega 25 May 2012, 13:33
gvaska
QUOTE
უკვე რამდენი წელია ყოველდღე მიწევს ხელოვნბის მუზეუმის გწინ გავლა

მარტო წინ??
შიგნით არ შეგიხედავთ?smile.gif

Posted by: axalirevolucia 25 May 2012, 13:35
kardinali100
QUOTE
რა ცოტა სჭირდება ქართველს გამარჯვება რომ დაინახოს    ბედნიერი ერი

გამარჯვებამდე კიდევ შორია, მაგრამ აგრესიის შემცირება და კონსტრუქციულობის მცდელობა ცოტა არ არის.
არასდროს ყოფილა ეგ მხარე ჩვენთან ინტეგრირებული ახლანდელი მოსახლეობისთვის. ჯერ სსრკ-ს დროს ვიზა უნდა აგეღო ოქ რომ ჩასულიყავი, მერე გადარეული ტაბუნების რბოლის 20 წლედი, ახლა იწყებენ აქეთ გამოხედვას.
ცოტა არ არის.

ასეთივე კონსტრუქციულობისთვის აფხაზებისგან დღესვე თავს გავწირავ, მაგრამ... არ ეყოფა სამწუხარიდ.

Posted by: mrpitkina 25 May 2012, 13:38
ეს რა თემაა ვერ მივხვდი ან რაზეა? არც არვინ არავის არ აგინებს რა პონტია სემონ?

ოფი რო არ გამომივიდეს დავამატებ

გაუმარჯოს გაბრწყინებულ ახალქალაქს საქართველოს ფარგლებში
* * *
axalirevolucia
QUOTE
ასეთივე კონსტრუქციულობისთვის აფხაზებისგან დღესვე თავს გავწირავ, მაგრამ... არ ეყოფა სამწუხარიდ.



რო ჩავიდეთ და გზები დავუგოთ იქნება გამოიხედონ?

კაია თუ მაგის გჯერა რომ ჯავახეთში აგარანაირი პრობლემა აგარ არსებობს

Posted by: Judas Iscariot 25 May 2012, 13:49
axalirevolucia
QUOTE
ანჩისხატი საღადაა?

ზუსტად მაგ მუზეუმში

gvaska
QUOTE
უკვე რამდენი წელია ყოველდღე მიწევს ხელოვნების მუზეუმის წინ გავლა და მაგ სასწაულს ვხედავ - ან მუზეუმის პატრონი სად ჯანდაბაში იყურება, ან საპატრიარქო! როდემდე უნდა გაგრძელდეს ზომბების რიტუალები 24 საათიან რეჟიმში და რაც მთავარია, მუზეუმის წინ იმპროვიზებულ "ეკლესია-ბაზრობაზე"?

ამხ. ლომოური გარდაიცვალა?
თუ ციცხალია - დააბრუნონ დირექტორად.
დედას უტირებს

Posted by: t-90 25 May 2012, 13:55
axalirevolucia
მოკვდა ეგ ტურიზმო მოკვდა.
მაშინ მოკვდა როცა 2008 წლს ომი დაიწყო.
იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ნაომარ და საომარ ქვეყანაში ხალხს არ უნდა.
მაგიტომ ჩამოგვდის ტურისტებად ირანელები, თურქები სომხები აზერბაიჯანლები და ძალიან მცირე ხალხი ნომრლაური ანაზღაურების მქონე ქვეყნებიდან.
თან თურქეთის ტურისტულ პოტენციალთან დაჯიბრება სასაცილოც კია.

Posted by: axalirevolucia 25 May 2012, 13:55
Judas Iscariot
ბჯო, რაც მაწკაპუნებიებ მაგ "ვებგვერდზე" მესამედ ტყუილად.
გახსენი ერთი ბლოგი, ნუ გეზარება.
https://accounts.google.com/SignUp?service=blogger&continue=http%3A%2F%2Fwww.blogger.com%2Fcreate-blog.g&hl=en



QUOTE
ზუსტად მაგ მუზეუმში

იყოს მერე, კარგ ადგილას ყოფილა.

mrpitkina
QUOTE
გაუმარჯოს გაბრწყინებულ ახალქალაქს საქართველოს ფარგლებში

გაუმარჯოს


t-90
QUOTE
მაგიტომ ჩამოგვდის ტურისტებად ირანელები, თურქები სომხები აზერბაიჯანლები

ხოდა მაგათ მოეწონებათ ალადინის ლამპარი ახალციხეში..

Posted by: Judas Iscariot 25 May 2012, 14:09
axalirevolucia
QUOTE
ბჯო, რაც მაწკაპუნებიებ მაგ "ვებგვერდზე" მესამედ ტყუილად. გახსენი ერთი ბლოგი, ნუ გეზარება.

შე მიიზიდე რეკლამა უკვე?

აკლია სამშობლოს გრაფომანები თუ რა?
შენი ბლოგი დინოზავრიდან დიზაინამდე მეგონა.

QUOTE
იყოს მერე, კარგ ადგილას ყოფილა.

არა უნდა გამოვიტანოთ და მრევლებს დავალოშნინოთო.
ინფექციური დაავადებების გადასვლა გამორიცხული ხო მაგ შემთხვევაში?

Posted by: gvaska 25 May 2012, 14:13
dega
QUOTE
მარტო წინ??
შიგნით არ შეგიხედავთ?


მიზეზი მითხარი, რამაც დაგაეჭვა, რომ შემიხედავს, გინდა მანდ და გინდა სხვა მუზეუმში...

Judas Iscariot
QUOTE
ამხ. ლომოური გარდაიცვალა?
თუ ციცხალია - დააბრუნონ დირექტორად.
დედას უტირებს


დაგავიწყდა, რომ ახლა მხოლოდ 1 დირექტორი გვყავს საქართველოში?
ყველაფრის დირექტორი!

ეგეც არ იყოს, მიდი და დაუდექი წინ ამისთანებს და ამ ვებგვერდის შემქმნელებს http://www.oldorthodox.ge/sxv_putinis_xats_mironi_sdis.html
ღირდა საარჩევნო ხმები და მხარდაჭერა ამად????

Posted by: chombe 25 May 2012, 15:27
anichqa

QUOTE
ან შენ გამაგიჟებ საბოლოოდ, ან მე.

რავა გეკადრებათ მაგი, მე აქ ვჯღანაობ რაცხას, თორე მასე შორსმიმავალი და ბოროტი ზრახვები მოიდღემჩი არ მქონია... biggrin.gif




axalirevolucia
QUOTE
ასენიზატორობა კი არ მეთაკილება

არა, ნამდვილი ასენიზატორობა არცაა სათაკილო, მე ცოტა სხვა რამ ვიგულისხმე, ხო მიხვდით, აი, გადატანით მნიშვნელობით რაღა... ვსმისლე პალიწიჩესკომ.
რაც შეეხება გამპრავებლობას, კიდევ ერთხელ გაღიარებთ...
ჩემი აღიარებაც რომ არა, ა, თავად ნახეთ Judas Iscariot-ი რა უცებ გამოჩნდა თქვენს თემაში და თან რა აქტიურად...

იგრძნო... იგრძნო მძლავრი კონკურენტის ავანსცენაზე გამოჩენა ძველმა ოღრაშმა.

არადა, იუდა ეტა ვამ ნი შუშერა კაკაია ნიბუძ, ის ცალკე დარგის შემქმნელად მიიჩნევა გამპრავებლობაში, სწორედ იგია დამაარსებელი და მამამთავარი ცნობილი ქართული "კ(ც)ინიკო-მიზანთროპული გაპრავების სკოლისა".


ეს მართლაც აღიარებაა, ვარდებისრევოლუციავ კი არა და - ახალორევოლუციავ !

Posted by: ხარონი 25 May 2012, 15:29
QUOTE
სწორედ იგია დამაარსებელი და მამამთავარი ქართული "კ(ც)ინიკო-მიზანთროპული გაპრავების სკოლისა".

საპასუხოდ ოპოებმა რა შექმნეს?


Posted by: REIDI 25 May 2012, 15:35
t-90
ესეიგი მე მეჩვენება ეს ქერა და ცისფერთვალება ტურისტები?biggrin.gif

კაი რა გახედე მთაში თბილისში მცხეთაში სიღნაღში და სხვაგან სადაური ტურისტები დადიან

აჭარაში რომ ნაკლებად ჩავა ევროპელი და ამერიკელი ტურისტი ეგ გასაგებია,რადგან მაგ ქვეყნებიდან ტურისტს ბათუმით ვერ მოხიბლავ და გააკვირვებ

Posted by: chombe 25 May 2012, 15:37
ხარონი
QUOTE
საპასუხოდ ოპოებმა რა შექმნეს?

ბრანწი, ვერაფერიც ვერ შექმნეს...

ბევრი ვუტრიალეთ, ბევრი ვიჩირთი-ფირთეთ, მარა მშობლიურ სოც-რეალისტურ შკოლას მაინც ვერა და ვერ გავცდით.

იუდა ეტა გალავა !

კუდა უშ ნამ !

Posted by: ხარონი 25 May 2012, 16:06
chombe
QUOTE
ბრანწი, ვერაფერიც ვერ შექმნეს...

ბრანწი არა და წამებულის მანტია კი შექმენით, უფრო სწორად გაიზიარეთ ოპოზიციისგან smile.gif
შედეგია უზარმაზარიიიიიიიიიი





Posted by: t-90 25 May 2012, 16:06
QUOTE (REIDI @ 25 May 2012, 15:35 )
t-90
ესეიგი მე მეჩვენება ეს ქერა და ცისფერთვალება ტურისტები?biggrin.gif

კაი რა გახედე მთაში თბილისში მცხეთაში სიღნაღში და სხვაგან სადაური ტურისტები დადიან

აჭარაში რომ ნაკლებად ჩავა ევროპელი და ამერიკელი ტურისტი ეგ გასაგებია,რადგან მაგ ქვეყნებიდან ტურისტს ბათუმით ვერ მოხიბლავ და გააკვირვებ

ხო მარა დიდი უმეტესობა ე.წ. "ღარიბი" ქვეყნდებდან არიან. ჯოგად ჩამოდიან


axalirevolucia
ეგენი ფულს არ ტოვებენ ძმაო. ჯოგად მოდიან, და მერე სახლდებიან კიდეც.
აი დასავლეთ ევროპელები კი ტოვებენ

მთავარი მუღამი ეგ არის რომ იმან დიდი ფული დატოვოს და ეს ფული ქვყენააში დარჩეს. აი ბათუმში თურქები რო ჩამოდიან იმათი დატოვილი ფული აქ არ რჩება. არც სომხების.

Posted by: kactus 25 May 2012, 16:35
QUOTE
პერიფერიების გამოცოცხლება და რეაბილიტაცია ერთერთი ყველაზე კარგი წამოწყებაა.

yes.gif

Posted by: REIDI 25 May 2012, 16:37
t-90
იმიტომ ჩამოდიან ნაკლებ მდიდარი ხალხი რომ ჯერ ვერ ვაკმაყოფილებთ ევროპელი ტურისტების მოთხოვნებს მასობრივად


Posted by: t-90 25 May 2012, 16:44
REIDI
QUOTE
იმიტომ ჩამოდიან ნაკლებ მდიდარი ხალხი რომ ჯერ ვერ ვაკმაყოფილებთ ევროპელი ტურისტების მოთხოვნებს მასობრივად

მაგას არ ვამბობ მე.
მე იმას ვამბობ რომ ისეთი ქვეყნებიდან უნდა ჩამოვიდნენ რომელსაც ფული აქვთ. ამის გაკეთება კიდე სწორი პროპაგანდით იქნებოდა.

Posted by: REIDI 25 May 2012, 16:47
t-90
პროპაგანდა კი არ უნდა მაგას უნდა ინფრასტრუქტურის გამართვა,თორე მაგ პროპაგანდის შედაგად ჩამოსულს ცუდი პირობები რომ დახვდება მერე შემოგვაგინებს გემრიელადbiggrin.gif

სასტუმროს სიძვირე,გაუმართავი სერვისი,ჯერ კიდე სრულად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა,ეგაა გასაკეთებელი და მერე დიდი რეკლამა

Posted by: t-90 25 May 2012, 17:04
REIDI
არასწორია ეგ.
სწორი პრიორიტეტი იქნებოდა ექსტრემტურიზმი და ისტორიული ტურიზმისგანვითარება. ამდენი რამეა და რამე სერიოზული ინფრასტრუქტურა არ სჭირდება.
აბა ეს ბათუმი რო მარტო თურქებს და სომხებს და აზერებს დააკმაყოფილებს ეგ ხო იასნი ბაზარია

Posted by: anamch 25 May 2012, 17:13
ამ ყველაფერს, ერთი მოკლე - საკუთარი სახელი ქვია, აბა თუ გამოიცნობთ?!!

Posted by: REIDI 25 May 2012, 17:23
t-90
ყველაფერს სჭირდება ინფრასტრუქტურა,თუ სასტუმრო არ იქნება,საკვები ობიექტი,საპირფარეშო,უამრავი რამ ვერანაირი ისტორიული ტურიზმი და ექსტრიმ ტურიზმი ვერ განვითარდება დიდი მაშტაბებით,ამიტომ ჯერ უნდა მოაწყო და მერე აკეთო რეკლამა თორე ეგ ტურისტი მეროედ აღარ ჩამოვა

ბათუმს კი აქვს თავისი ნიშა,აჟარით ვერ გააოცებ ევროპელებს რომლებსაც საფრანგეთი იტალია ესპანეთი საბეძნეთი აქვთ ყურის ძირას..ბათუმზე თავიდანვე გათვლა იყო სომხეთი აზერბაიჯანი,თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციები,ირანი,პოსაბჭოთა ქვეყნები....თუ ძალიან მაგრა განვითარდება მერე შეიძლბეა მასობრივად ევროპელების მოვიზიდოთ

Posted by: t-90 25 May 2012, 17:24
anamch
სამცხე გინდოდათ გეთქვათ ალბათ ხომ?
REIDI

QUOTE
ყველაფერს სჭირდება ინფრასტრუქტურა,თუ სასტუმრო არ იქნება,საკვები ობიექტი,საპირფარეშო,უამრავი რამ ვერანაირი ისტორიული ტურიზმი და ექსტრიმ ტურიზმი ვერ განვითარდება დიდი მაშტაბებით,ამიტომ ჯერ უნდა მოაწყო და მერე აკეთო რეკლამა თორე ეგ ტურისტი მეროედ აღარ ჩამოვა

ექსტრემ ტურისტებს რატ უნდათ სასტუმრო ტო? აი განსაკუთრებით იმათ ვინც კარავით და ა.შ. მოდის. არადა ეგეთი უფრო ჩამოვა ვიდრე ფეშენ სასტუმროს კლიენტი.
QUOTE
ბათუმს კი აქვს თავისი ნიშა,აჟარით ვერ გააოცებ ევროპელებს რომლებსაც საფრანგეთი იტალია ესპანეთი საბეძნეთი აქვთ ყურის ძირას..ბათუმზე თავიდანვე გათვლა იყო სომხეთი აზერბაიჯანი,თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციები,ირანი,პოსაბჭოთა ქვეყნები....თუ ძალიან მაგრა განვითარდება მერე შეიძლბეა მასობრივად ევროპელების მოვიზიდოთ

აი ბათუმი ვერასდროს აჯობებს თურქეთს და რატომ გეტყვი. თურქეთს აქვს უიაფესი მომსახურება იმის ხარჯზე რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები აქვს ბევრი, მრავალფეროვანი და რაც მთავარია იაფად.

Posted by: Pshaveli 25 May 2012, 17:34
QUOTE
აი ბათუმი ვერასდროს აჯობებს თურქეთს და რატომ გეტყვი. თურქეთს აქვს უიაფესი მომსახურება იმის ხარჯზე რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები აქვს ბევრი, მრავალფეროვანი და რაც მთავარია იაფად.

ეგ მართალია, და კიდევ ისეთი ზღვა აქვს თურქეთს(ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ვგულისხმობ), რომელთანაც შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ახლოს ვერ მოვა.

Posted by: anichqa 25 May 2012, 17:55
t-90
Pshaveli
QUOTE
აი ბათუმი ვერასდროს აჯობებს თურქეთს და რატომ გეტყვი. თურქეთს აქვს უიაფესი მომსახურება იმის ხარჯზე რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები აქვს ბევრი, მრავალფეროვანი და რაც მთავარია იაფად.


ეგ მართალია, და კიდევ ისეთი ზღვა აქვს თურქეთს(ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ვგულისხმობ), რომელთანაც შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ახლოს ვერ მოვა.

კარქით რაა
გარეთაც წვიმს, ფორუმზეც მოწვიმეთ sad.gif(

რა მინდა იცი გითხრათ?
ტურისტს გარდა სასტუმროსი, ზღვის ფერის და ქვიშის ზომისა, ხალხი ხიბლავს ძაან.
მასპინძელი ხალხი.
მოგზაურობისას ხალხი გასიამოვნებს და ხალხით რჩები კმაყოფილი და უკმაყოფილო პა ბალშომუ.
შენობა- მუზეუმებს, ზღვას და ქვიშას კი "აბრალებ", როგორც წესი.
არადა მხოლოდ მიღებული ემოცია განსაზღვრავს დამოკიდებულებას, დანარჩენი მეორეხარისხოვანია
ხოდა ეგ ჩვენი ხალხი ისეთი "რესურსი' და 'ბაჯაღლო ოქროა", ვისაც გინდათ და რასაც გინდათ, იმას გაუწევს კონკურენციას. (თუმცა რაღაცეები გამახსენდა ახლა და წამიხდა ხასიათი)
მოკლედ ჩვენზეა დამოკიდებული, ადამიანებზე.
როგორ დავაბრუნებთ დაკარგულ საფულეს,
ხელს არ დავტაცებთ უმეთვალყურეოდ დატოვებულ ფოტოაპარატს,
ყველა ვისწავლით ნაპოვნი ნივთების ჩაბარებას,
არ ავეტორღიალებით ლამაზ ტურიტ ქალს,
ტაქსისტი არ გამოართმევს ათ დოლარს ნაცვლად ხუთი ლარისა..
მოკლედ ცოტა მეტი კეთილშობილება, ყურადღება, წესიერება.. და ჩვენი ხასიათის ხალხს ამ ქვეყანაზე შეყვარებული ტურისტი არ დაელევა. smile.gif))

Posted by: Chxikvia 25 May 2012, 18:00
anichqa
QUOTE
ხოდა ეგ ჩვენი ხალხი ისეთი "რესურსია", ვისაც გინდათ და რასაც გინდათ, იმას გაუწევს კონკურენციას.

ხოდა ეგ ხალხია ზუსტად 24 საათი რომ დაცინით.ტრადიციების გამო. smile.gif

Posted by: HEPHAESTUS 25 May 2012, 18:03
QUOTE
( კოშკები, გალავნები, შიდა ტერიტორიაზე  ძვირიანი სასტუმროები, ელიტარული მაღაზიები, რესტორნები) რომ ამ ძეგლს ისტორიული მნიშვნელობა შეებღალება, სამაგიეროდ გაჩნდება გიგანტური ტურისტული კომპლექსი აშკარა თურქული ესთეტიკით.


ჩემი ღლე მოვდღან რა.... ამან ხო მოდღნა ტვინი თითიდან გამოწოვილი რესტვრაცია-აღდგენებით რა...

Posted by: REIDI 25 May 2012, 18:04
anichqa
ეგ ხალხის ხასიათი ყველაზე ნაკლებად ზღვის ტურიზმზე მოქმედებს,მანდ მთავარი სანაპირო,სასტუმრო,გართობის სასვალებებია

აჟარას თავისი სეგმენტი აქვს და არ უნდა გაიქაჩოს სხვაზე თორემ იმასაც დაკარგავს რაც აქვს...აი აფხაზეთში მართლა შეიძლებოდა ექსტრა კლასის კურორტის გაკეთება მაგრამ.....

Posted by: t-90 25 May 2012, 18:13
anichqa
QUOTE
რა მინდა იცი გითხრათ?
ტურისტს გარდა სასტუმროსი, ზღვის ფერის და ქვიშის ზომისა, ხალხი ხიბლავს ძაან.
მასპინძელი ხალხი.
მოგზაურობისას ხალხი გასიამოვნებს და ხალხით რჩები კმაყოფილი და უკმაყოფილო პა ბალშომუ.
შენობა- მუზეუმებს, ზღვას და ქვიშას კი "აბრალებ", როგორც წესი.
არადა მხოლოდ მიღებული ემოცია განსაზღვრავს დამოკიდებულებას, დანარჩენი მეორეხარისხოვანია
ხოდა ეგ ჩვენი ხალხი ისეთი "რესურსია", ვისაც გინდათ და რასაც გინდათ, იმას გაუწევს კონკურენციას.

აუ შედით რა ბათუმში რომელიმე სასტუმროში და შეადარეთ მერე თურქულ მომსახურებას. ხალხი არა ის კიდე სისულელეა ეგ ყველაფერი.
გაღიმებული ოფიციანტი ვერ ვნახე მე მანდ.

Posted by: Carver 25 May 2012, 18:24
QUOTE
ჩემი ღლე მოვდღან რა.

არ დაინდო..

Posted by: HEPHAESTUS 25 May 2012, 18:28
axalirevolucia
QUOTE
საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვა, ალადინის სამეფო, ოღონდ ქართველების აშენებული.  


ბატონო ჩემო მართალია მეც მიშისტი ვარ მაგრამ... რაღა დაგიმალო და საქართველოს "ეგზოტიკიზაციას" ასეთ ხერხებს არ ვმხრობი... უფრო მეტიც სრუალდ არ ვმხრობი ასეთ მომავლს!!!
ალადინი არა ისა კიდე... ატას ერთი ღამე და ქალწული ჰაიმე კიდე biggrin.gif

ისე ჯავახეთს როცა წახავლ მითხარი ხოლმე, იქ ბიძაშვილები მყავს და წერილს გაგატან... პატივს გცემენ.... ოღონ შეიძლება პირად საუბარში თავისუფალი ჯავაჰკი ახსენონ და გულთან ნუ მიიტან...

Posted by: re_vera 25 May 2012, 18:33
QUOTE
axalirevolucia
ბრავო, ბრავო !
თქვენ შესძელით ის, რისთვისაც აქ ბევრი თანახმაა სულიც კი გაყიდოს...
თქვენ გამპრავებლობის მწვერვალი დაიპყარით.
თქვენს წინაშე ფერმკრთალდება ყველა ჩისტიტელ-ასენიზატორი !
თქვენ ჯიბეში არა თუ კარდუ და ლევან მუ-დიდგორ-ლარსები ჩაისვით, არამედ თვით მინისტრ ხაჩიძის გარშემო შემოკრებილი და ფორუმზე დამაშვრალი მოდერატორ-ხუნტისტებიც, რომლებშიც საოცრად იყო შერწყმული პრადვინუტი მედასავლეთე-ევროინტეგრატორი და ყველაზე მურტალი ჩაცუცქულ-პურჭყია ძველი ბიჭი (სამწუხაროდ, რეტირება მოახდინეს ფორუმიდან და ეხლა მხოლოდ მათი რაღაც შესუსტებული ნაშთების არსებობაღა შეინიშნება აქ).

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif up.gif

Posted by: Solveig 25 May 2012, 18:49
markes
QUOTE
ეს "რაბატი" რა მდგომარეობაში იყო "აღდგენამდე"?

ძალიან ცუდში.

რაბათის ქვემოთ კი ისეთი ძველი სახლები იდგა, გასაკვირი იყო, როგორ არ ინგრეოდა...არადა, ხალხი ცხოვრობდა შიგ...


კარგია, რომ აკეთებენ და იმედია, ისტორიულ იერ-სახეს შეუნარჩუნებენ მაგ ადგილს....არ გადააქცევენ ძველის და ახლის უგემოვნო ნაზავად.


ძალიან მიყვარს ახალციხე და სულ გული მწყდებოდა, უპატრონოდ რომ იყო მიგდებული. ჯერ კიდევ კომუნისტების დროშიც.

Posted by: anichqa 25 May 2012, 18:53
Solveig
QUOTE
ძალიან მიყვარს ახალციხე და სულ გული მწყდებოდა, უპატრონოდ რომ იყო მიგდებული. ჯერ კიდევ კომუნისტების დროშიც.

მეც.
80-იან წლებში ვნახე პირველად ის მხარე, საშვი რო იყო საჭირო მაშინ.
იმ დროიდან მოყოლებული ყველა კუთხეზე მეტად ვგულშემატკივრობ

Posted by: არწივი9 25 May 2012, 18:54
chombe
QUOTE
თქვენი აღმშენებლობა კი არა გუდერიანის და მანშტეინის არმიები შევაჩერეთ

ერთი-ერთზე ყოფილიყავით და ვნახავდით ვინ ვის შეაჩერებდა givi.gif

Posted by: markes 25 May 2012, 19:01
Solveig
QUOTE
ძალიან ცუდში.

რაბათის ქვემოთ კი ისეთი ძველი სახლები იდგა, გასაკვირი იყო, როგორ არ ინგრეოდა...არადა, ხალხი ცხოვრობდა შიგ...


კარგია, რომ აკეთებენ და იმედია, ისტორიულ იერ-სახეს შეუნარჩუნებენ მაგ ადგილს....არ გადააქცევენ ძველის და ახლის უგემოვნო ნაზავად.


ძალიან მიყვარს ახალციხე და სულ გული მწყდებოდა, უპატრონოდ რომ იყო მიგდებული. ჯერ კიდევ კომუნისტების დროშიც.

მეც ძალიან მიყვარს ჯავახეთი, საოცარი სივრცეებია და განსხვავებული ბუნება.
რაბათი ნამდვილად არ ვიცოდი ( ისე ვიცი არაპროფესიონალი–მოხეტიალის დონეზე)
კარგია თუ გაუმჯობესდება იქ მაცხოვლებლების ცხოვრების დონე.
უბრალოდ ერთი რამ მაწუხებს, ფოტოზე რაც ჩანს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს თავიდან ააშენეს ახალი მასალებით ( ძველი საიდან უდა მიეტანათ)
ხომ არ ჯობდა გაეწმინდათ იქაურობა, კონსერვაცია გაეკეთებინათ ძველის და ისე დაეტოვებინათ?

რარაც არამგინია რომ ეს "ალადინის სასახლეები" მოსწონდეს ვინმეს
sad.gif
ტურისტებს რასაც ვხედავ 100 წელი არ აინტერესებთ "დეკორაცია", აინტერესებთ ავთენტური ძეგლები.
რაღაც სიცრუის და სიყალბის სუნი უდის ამ ყველაფერს.
ვერაფერ ყალბს ვერ ვიტან. მირჩევნია დაკონსერვებულ ნანგრევებში ვიარო და ისე ვნახო ძველი დიდიება.
ადამიანია და გუნება, მე ესეთი ვარ.

Posted by: Solveig 25 May 2012, 19:06
markes
QUOTE
უბრალოდ ერთი რამ მაწუხებს, ფოტოზე რაც ჩანს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს თავიდან ააშენეს ახალი მასალებით ( ძველი საიდან უდა მიეტანათ)
ხომ არ ჯობდა გაეწმინდათ იქაურობა, კონსერვაცია გაეკეთებინათ ძველის და ისე დაეტოვებინათ?

sad.gif რა ვიცი, ვნახოთ...ჯერ ძნელია რაიმეს თქმა.
იმედია, რომ არ იქნება ეგრე. ალადინის სასახლეებით მართლა ვინ უნდა გააკვირვო, დუბაის მერე.
მით უმეტეს, ეგ არ არის ქართული გარემო. ახალციხე და საერთოდ, სამცხე, მიუხედავად ოსმალეთის ბატონობისა, არასოდეს ყოფილა აღმოსავლური კულტურის ნაწილი.
ხოლო, იმ სახლებს, ზემოთ რომ ვახსენე, არაფერი ეცხო ოსმალურისა. ჩვეულებრივი, ქართული სტილის სახლები იყო. ძალიან ძველი. საინტერესოა, ახლა რა დღეშია. იმედია, არ დაუნგრევიათ....

QUOTE
ტურისტებს რასაც ვხედავ 100 წელი არ აინტერესებთ "დეკორაცია", აინტერესებთ ავთენტური ძეგლები.

სრულად გეთანხმები.

anichqa
QUOTE
80-იან წლებში ვნახე პირველად ის მხარე, საშვი რო იყო საჭირო მაშინ.

ჩვენ იქიდან ვართ, ახალციხის რაიონში მაქვს სოფელი და მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა იქ მაქვს გატარებული-არდადეგებზე სულ მანდ დავდიოდით. საშვების დროც კარგად მახსოვს. მთელი ჩემი სანათესაო მანდ ცხოვრობს.

ძალიან მიუხედავი იყო ყოველთვის. არადა, ულამაზესი ბუნებაა, ახალციხეც ძალიან კოპწია ქალაქია, უბრალოდ, პატრონი არასოდეს ჰყავდა. გზები მუდმივად დანგრეული იყო, ქუჩები-საშინლად სილიანი და ბინძური, წყალგაყვანილობა და კანალიზაცია-უძველესი და ამის გამო A ჰეპატიტის ეპიდემია ჩვეულებრივი ამბავი იყო ხოლმე ზაფხულობით facepalm.gif

Posted by: hirondelle 25 May 2012, 19:12
markes
QUOTE
უბრალოდ ერთი რამ მაწუხებს, ფოტოზე რაც ჩანს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს თავიდან ააშენეს ახალი მასალებით ( ძველი საიდან უდა მიეტანათ)ხომ არ ჯობდა გაეწმინდათ იქაურობა, კონსერვაცია გაეკეთებინათ ძველის და ისე დაეტოვებინათ?რარაც არამგინია რომ ეს "ალადინის სასახლეები" მოსწონდეს ვინმესტურისტებს რასაც ვხედავ 100 წელი არ აინტერესებთ "დეკორაცია", აინტერესებთ ავთენტური ძეგლები.რაღაც სიცრუის და სიყალბის სუნი უდის ამ ყველაფერს.ვერაფერ ყალბს ვერ ვიტან. მირჩევნია დაკონსერვებულ ნანგრევებში ვიარო და ისე ვნახო ძველი დიდიება.ადამიანია და გუნება, მე ესეთი ვარ.

ააშენონ თავიდან კაცო და კარუსელებიც ჩადგან შიგ თუ საჭიროა
თურქული ძეგლია ქართული ხოარა
ეგერ თურქები ჩვენსაზე საერთოდ არ ზრუნავენ და ვაჭრობის საგნად აქციეს
მადლობა თქვან რომ არ ვანგრევთ yes.gif

Posted by: anichqa 25 May 2012, 19:20
Solveig
QUOTE
ხოლო, იმ სახლებს, ზემოთ რომ ვახსენე, არაფერი ეცხო ოსმალურისა. ჩვეულებრივი, ქართული სტილის სახლები იყო. ძალიან ძველი. საინტერესოა, ახლა რა დღეშია. იმედია, არ დაუნგრევიათ....

მე რაც ვიცი, საერთო დამოკიდებულება იყო ასეთი- რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, ის სახლები უნდა შეენარჩუნებინათ.

Posted by: Angel Rolan 25 May 2012, 19:34
QUOTE
ჩვენზეა დამოკიდებული, ადამიანებზე. როგორ დავაბრუნებთ დაკარგულ საფულეს,ხელს არ დავტაცებთ უმეთვალყურეოდ დატოვებულ ფოტოაპარატს,ყველა ვისწავლით ნაპოვნი ნივთების ჩაბარებას,არ ავეტორღიალებით ლამაზ ტურიტ ქალს,ტაქსისტი არ გამოართმევს ათ დოლარს ნაცვლად ხუთი ლარისა..მოკლედ ცოტა მეტი კეთილშობილება, ყურადღება, წესიერება.. და ჩვენი ხასიათის ხალხს  ამ ქვეყანაზე შეყვარებული ტურისტი არ დაელევა. ))

2kiss.gif

Posted by: axalirevolucia 25 May 2012, 19:41
Solveig
QUOTE
რაბათის ქვემოთ კი ისეთი ძველი სახლები იდგა, გასაკვირი იყო, როგორ არ ინგრეოდა...არადა, ხალხი ცხოვრობდა შიგ...

ის სახლებიც "რემონტდება" ანუ თავიდან შენდება, სიღნაღის და მცხეთის პონტში, ძაან მაგარი სახლები გამოდის.
ქალაქში მოარულ ამბად დადის ამბავი კაცისა, რომელმაც ტავისი სახლი იქ 2 ათასად გაყიდა და ახლა ის სახლი 60 ათასი ღირს.

Posted by: forumeli64 25 May 2012, 19:49
axalirevolucia


გავიგე, მ ომეწონა, აღვფრთოვანდი, აღვტკინდი, ემოციებში დადავვარდი, სული შემიგუბდა, გულიც ამიჩქარდა, სოხარულის ცრემლი მომადგა და ახლა მიშას გავიძახი (გულში).
მაგრამ უცებ გამახსენდა რომ ორი ვადა უკვე გაუდის, და რომ უნდა წავიდეს... და...ამან ყველაფერმა გამიარა... mo.gif

Posted by: axalirevolucia 25 May 2012, 20:32
forumeli64
ემოციები დაზოგე, 27-ში გამოგადგება, რა ჯობია იმედიან მეოცნებე ხალხში ტრიალს.
კარგი ემოციაა.

Posted by: rastafari 25 May 2012, 20:42
რა კარქია ესეთი პრეზიდენტი რომ გვყავ, ქვეყანას აშენებს და ხალხს გულებს უხარებს.

Posted by: t-90 25 May 2012, 23:45
axalirevolucia
შენა და ახალგორში დაკარგულ სახლებზე რას მეტყვი? ხო ლიახვის ხეობაში კიდე და კოდორის ხეობაში.

Posted by: axalirevolucia 27 May 2012, 21:16
t-90
QUOTE
შენა და ახალგორში დაკარგულ სახლებზე რას მეტყვი? ხო ლიახვის ხეობაში კიდე და კოდორის ხეობაში.



ნეტა რა გგონია, რას გეტყვი.


ახალგორში ქართველების აშენებული ყველაზე დიდი სასახლეა ისტორიული. იცოდი?

Posted by: Dardiani Didgula 27 May 2012, 21:45
QUOTE
საინტერესოდ წერ



 


და სიმართელესაც წერ. smile.gif
up.gif up.gif up.gif

Posted by: t-90 27 May 2012, 22:05
axalirevolucia
QUOTE
ნეტა რა გგონია, რას გეტყვი.

ჯასთ მაინტერესებს ეგ როგორ გაპრავდება.
QUOTE
ახალგორში ქართველების აშენებული ყველაზე დიდი სასახლეა ისტორიული. იცოდი?

ერისთავების სასახლე? ნანახი არ მაქვს რო?

Posted by: axalirevolucia 28 May 2012, 19:55
სასახლე გავიხსენეთ, ახლა ციხესიმაგრე,
რომელია ყველაზე დიდი?
სამთავისის ზემოთ მთაზე როა ის ციხე, რა ქვია?
ჩვენ ვაკონტროლებთ გგონია?

რენეს რომ გავუვლით სოფელს ტრასაზე, იმის ბოსტნები ჩვენი გგონია?

საქართველოს მტერი 40 კმ-ში კი არ არის, არამედ საქართველოს ხერხემალშია, საქართველო დაპყრომილია ყველანაირი სამხედრო პარამეტრით.


მერე რა გინდა რომ გაიოგო ჩემგან.


გგონია რომ მე გავამტყუნებ მიშას?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)