Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > "ელიტელეკტრონიკსი"-ს ფასების პოლიტიკა. |
Posted by: goodrich 2 Mar 2009, 18:58 |
ეხლა რაშია საქმე:დღეს ელიტელექტრონიკსის,რუსთავის ფილიალში შევიძინე გაზქურა BOSCH HSV 74D050 რომელსაც გარკვევით ეწერა ფასი 1120 ლარი,გაფორმდა ყველანაირი საბუთი ,თანხა სრულიად 1120 ლარი გადავიხადე.გავიდა 1 საათი და ტელეფონზე მირეკავს მაღაზიის მენეჯერი ვინმე კარლო პაპუაშვილი და მეუბნევა რომ მოხდა რაღაც გაუგებრობა და გადახდილ თანხას 1120 ლარს უნდა დავამატო კიდევ 105 ლარი.თურმე ჩემს მიერ შეძენილი გაზქურა ღირს 1225 ლარი. მაღაზიაში მისვლის მერე რიგითმა მენეჯერებმა და კოორდინატორმა ამიხსნეს რომ დაუშვეს შეცდომა,ვერ მოასწრეს ფასების შეცვლა და იყო მათი ბრალი. ასევე ვესაუბრე თუ არ ვცდები ფილიალის მთავარ მენეჯერია კარლო პაპუაშვილი და ამიხსნა მართალი კაცის სახით და საუბრის მანერით რომ ან თანხა უნდა დამემატებინა ან კიდევ სახლში მომიტანდნენ ჩემს მიერ ნაყიდ გაზს კი არა არამედ სხვა,განსხვავებულ მოდელს,იმას რომელიც ეღირებოდა 1120 ლარი. სამწუხაროდ არჩევანი არ დამიტოვეს და დამამატებინეს აღნიშნული 105 ლარი. ეხლა კი შეკითხვა ელიტელექტრონიკსის ხელმძღვანელობასთან ,ან იმ ხალხთან ვისაც აკისრია აღნიშნულ სიტუაციებზე კონტროლი :იყო თუ არა ჩემი მხრიდან დასამატებელი ის თანხა (მე ვფიქრობ ის 105 ლარი უნდა დაემატებინა იმ ვაი პროფესიონალს რომელმაც არ შეასწორა საქონლის ფასი.) შემთხვევით ეს კლიენტის მიზიდვის ხერხი ხომ არ იყო ?(დაადო ნაკლები ფასი,და ნახევარ საათში თუ არ დაამატა კლიენტმა ის უცებ გაჩენილი თანხაში სხვაობა მერე დააშანტაჟო რომ გადახდილ თანხის სანაცვლოდ სახლში მიუტანენ რაღაც სხვა მოდელს,რომელიც შესაძლოა ან სულ არ მომეწონოს ან კიდევ არ შეესაბამებოდეს ჩემს მოთხოვნებს?) დიდი სურვილი მაქვს რომ აღნიშნული ინციდენტი აღმოჩნდეს მხოლოდ ერთეული მომსახურე პერსონალის არაპროფესიონალიზმის და საქმისადმი არასერიოზული მიდგომის ბრალი და არა საერთო მარკეტინგული პოლიტიკა. აქვე მინდა ავღნიშნო რომ მე დაარსების დღიდან ვარ ელიტელეკტრონიკსის სტაბილური კლიენტი და დღემდე ძალიან კმაყოფილი ვიყავი ,მაგრამ დღევანდელმა ინციდენტმა საერთოდ გადაუსვა ხაზი ყველაფერს. იმედია აღნიშნულ თემას წაიკითხავენ კომპეტენტური პირები ელიტელეკტრონიკსიდან და გამცემენ ამომწურავ პასუხს. |
Posted by: sexi-bicola 2 Mar 2009, 20:21 |
goodrich ვაბშე ვაბშე სათაოში რომ მისულიყავი და იქ აგეტეხა ერთი ამბავი მაგათ ტრაკსი აზევა დაეზარათ რომ სანამ გაიხსნებოდა ფასები შეეცვალატ შენი რა ბრალია |
Posted by: goodrich 2 Mar 2009, 20:31 |
sexi-bicola საქმე რაშია იცი დღეს აღმოაჩინეს თურმე რომ ფასი იყო აწეული.და კონკრეტული დრო არ იციან როდის გაძვირდა ხომ მაგარია ? ისე უნდა გამეგო ან გამეკითხა შემთხვევით ხომ არ გაძვირებულაო და ისე მეყიდა ცენნიკს ჩემი მტერი ენდოს რა იცი რა ხდება თან ერთი ბოდიშიც არ მოუხდიათ,კაცურად დაგირეკეთ და გითხარით რომ დასამატებელი გაქვსო.ისე გამოვიდა რომ მე უნდა მეზრუნა მათი პროდუქტის გასაყიდი ფასის სისწორეზე ეტყობა თვითმომსახურებაზე გადადიან ელიტელეკტრონიკსიიიიი, ფულის დამატებაზე უარი რომ მეთქვა და არ მივბრუნებულიყავი მაღაზიაში რას იზავდით მაინტერესებს,როგორ გადაწყვეტდით პრობლემას?გაგვეცით პასუხი თუ შეიძლებააააააა |
Posted by: sexi-bicola 2 Mar 2009, 20:54 |
goodrich შენ ეხლაც შეგიძLია დარეკო მაგათთან სათაოში და უსაყვედურო |
Posted by: PsycheDroid 2 Mar 2009, 21:07 |
goodrich არასწორად მოქცეულხარ, უნდა მიგებრუნებინა აღნიშნული გაზქურა უბრალოდ... |
Posted by: Did_Giorgi 2 Mar 2009, 21:15 | ||
goodrich უცნაური შემთხვევა მოგსვლია, თუმცა შენ ადგილას მართლა აღარ დავამატებდი იმ ფულს, არც სხვა მოდელს წავიღებდი. ბოლო-ბოლო თანხას გამოვართმევდი უკან
არადა ვიცნობ კარლოს კაი ბიჭია, თუმცა უნდა ვაღიარო რომ უპატიებელი შეცდომაა |
Posted by: T_b_i_l_i_s_o 2 Mar 2009, 22:09 |
შემოსულა მანდაც კაპიტალისტური ხერხები |
Posted by: goodrich 2 Mar 2009, 22:25 |
PsycheDroid ეგ ვარიანტიც ვუთხარი ვაუქმებ შენაძენს მეთქი და ისეც ვუთხარი რომ თანხის ნაწილი 620 ლარი ერთ-ერთი ბანკის საგანვადებო ბარათიდან არის მოხსნილი(ანუ თვითონ მაღაზიაში,კოორდინატორმა მოხსნა ჩემი ბარათიდან ტერმინალით) და ავტომატურად 10 თვის საპროცენტო განაკვეთი თანხის 16% დამემატა და ისიც უნდა დაფაროთ თქო.აი მანდ მივქარე მგონი რა ფულის დაბრუნებაზე მელაპარაკებიო,თუ გინდა 1120 ლარის სხვა პროდუქცია აირჩიე ანდა ამ თანხის სხვა საერთოდ განსხვავებული გაზი მოგივა სახლშიოოო. |
Posted by: oraguli73 2 Mar 2009, 23:07 |
რა საინტერესო მარკეტინგული ხერხისთვის მიუგნიათ. მომხმარებლების 90% არ დაიწყებს ნერვების შლას და დათანხმდება თანხის დამატებას. კრიზისი ახალი ტიპის ინოვაციებს შობს ხო იცი |
Posted by: goodrich 2 Mar 2009, 23:18 | ||
oraguli73
მაგრამ კრიზისს ასეთი ინოვაციებით რომ ვერ გაუმკლავდებიან ესეც გასათვალისწინებელია |
Posted by: LEKS86 2 Mar 2009, 23:30 |
საქმე იმაშია რომ ალბათ დაგვიანებით ნახეს მეილი სადაც მომატებული ფასები იქნებოდა გამოგზავნილი არანაერი მარკეტინგული ხერხი აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ თუ არ გადაიხდიდი შესაძლოა მაღაზიის პერსონალის გადასახდელი გამხდარიყო მათი შეცდომის გამო ან უკან მიიბრუნებდნენ, რადგანაც შენი ბრალი არ იყო ვერანაირად ვერ დაგავალდებულებდნენ რომ სხვა მოდელი წაგეღო. ისე ეგ მოდელი ყველაზე მოთხოვნადია და მაღალი ხარისხის ბრენდათ ითვლება მის ღუმელში შეგიძლია 3 სხვა და სხვა კერძის მომზადება ერთდროულად |
Posted by: izabel 3 Mar 2009, 00:06 |
მომსახურე პერსონალის უყურადღებობა იყო და იმათ უნდა დაემატებინათ თავიანთი ჯიბიდან. მერე ჭკუას ისწავლიდნენ. |
Posted by: goodrich 3 Mar 2009, 00:11 |
LEKS86 ისე შემთხვევით თქვენც აღნიშნულ ფილიალში ხომ არ მუშაობთ?და ინციდენტის დროს იქ ხომ არ იყავით?თუ ვცდები ბოდიშს გიხდით. იმიტომ რომ ზუსტად ეს ტექსტი მითხრეს რიგითმა მენეჯერებმა და შეცდომა აღიარეს ამას ვერ დავუკარგავ . შეიძლება აღნიშნული ტექსტი ერთგვარი შაბლონია .შეცდომების გამოსწორების პონტში? P.S არანაირი შანსი არ დამიტოვეს რომ ჩემი ვარიანტი გამეტანა,ჭიდაობას ვერ დავუწყებდი.მთავარი მენეჯერის ერტადერთი შემოთავაზებული ვარიანტი იყო ან დამემატებინა თანხა ან კიდევ 1120 ლარის სხვა პროდუქცია ამეღო(გაზი იქნებოდა თუ თმის ფენი მაგას მნიშვნელოვბა არ ქ)ონდა) და თუ დავტოვებდი სტატუს კვოს,ანუ თანხას არ დავამატებდი და დავიკიდებდი საღამოს სახლში 1120 ლარიან სხვა გაზქურას მომიტანდნენ,და ამჟამად როგორიც მე მინდოდა ფერი და დიზაინი არ ქონდათ |
Posted by: LEKS86 3 Mar 2009, 00:20 |
არა მე თბილისში ვმუშაობ და საერთოდ მე ბანკის წარმომადგენელი ვარ განვადებებს გავცემ. უბრალოდ მივხვდი რაც მოხდა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში |
Posted by: goodrich 3 Mar 2009, 00:33 | ||||
LEKS86
შევცდი ბოდიში
სამწუხაროდ |
Posted by: Olaizola 3 Mar 2009, 00:46 |
LEKS86 |
Posted by: bubukino 3 Mar 2009, 00:48 | ||
ნამდვილად. ჩემი და მუშაობს ერთ ერთ ფილიალში და მასეთი შემტხვევა მოხდა,მაგრამ კლიენტისტვის არ დაურეკიათ,დანაკლისი ყველამ თანაბრად გაინაწილა და ისე დაფარეს |
Posted by: Neo777 3 Mar 2009, 00:54 | ||
LEKS86
და მერე კლიენტის ბრალია ეს??? |
Posted by: LEKS86 3 Mar 2009, 01:08 |
შეცდომებისაგან არვინ არის დაზღვეული, ნუ ამშემთხვევაში უნდა გადაემოწმებინათ ფასი. მაგრამ ელიტ ელექტრონიქსიში თქვენ ყოველთვის მიიღებთ მომსახურების მეტ სერვის ვიდრე სხვაგან და ნუ იტყვით 1 ინციდენტის გამო მის მომსახურებაზე უარს. "ელიტ ელექტრონიქსში" სისტემატიურად გადიან ტრეინინგებს თანამშრომლები და გამომდინარე აქედან უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ შესაძენი ნივთის შესახებ და არჩევანის გაკეთებაც უფრო გაგიადვილდებათ |
Posted by: sexi-bicola 3 Mar 2009, 01:15 |
იცი რაა ამ ამ ფაქტით და გარდა მაგისა სხვვა უმარავით რაც აქ ადრე გახსნილ თემებში ეწერა როგრო ტრეინიგებსაც გადიან და რეინიგის შედეგები როგრც აისახება კლიენტზე ჩანს ეს არაა პირველი ასეთი ინციდენტი და ამს ინციდენტს კი არა სამსახურეობრივ გულგრილობას უფრო დავარქმევდი |
Posted by: goodrich 3 Mar 2009, 01:24 |
LEKS86 გასაგებია რომ შეცდომა ყველას მოსდის.მაგრამ ბოლოს და ბოლოს ღირსეულად შეცდომის აღიარებას კომპეტენტური პირისგან არაფერი ედგა წინ,და გატრენინგებულ პერსონალს პრობლემის გადაწყვეტის მეტად ცივილიზებული და მოქნილი ვარიანტი უნდა მოეძებნათ და არა ხისტი და ცალმხრივი, თავის სასრგებლოდ. რომ ვიცი კვალიფიციურ რჩევას მივიღებ და არჩევანშიც დამეხმარებიან იმიტომ ვყიდულობდი ელიტელექტრონიკსში .წელიწადში საშუალოდ2000-3000 ლარს ვხარჯავდით მე და ჩემი საახლობლო ელიტ-ში.(შეიძლება დიდი ასტრონომიული თანხა არ არის მაგრამ უკვე ამის სურვილი დავკარგე)მითუმეტეს ამ წელიწადსაც მქონდა გათვლილი რაღაც შენაძენებისთვის თანხა თან საკმაოდ მსუყე თანხა ალბათ გადავხედავ ჩემს გეგმებს და სერიოზულ კორექტირებას შევიტან. |
Posted by: LEKS86 3 Mar 2009, 01:28 |
დიახ უნდა ეღიარებინათ და ბოდიშიც უნდა მოეხადათ, გეთანხმებით |
Posted by: sexi-bicola 3 Mar 2009, 01:31 |
goodrich ალალდ გეტყვი და მაგრა ცუდათ მოიქეცი იმიტომ რო ამგათი კლიენტი ყოფილხარ და როგრც კლიენტს განსაკუტრებით ამ დროს რო ორმაგადაზ ზვირფასია ყველა კლიენტი ათი ათასი ბოდიში უნდა მოეხადათ და ყველანაირად შენი მოთხოვილება უნდა დაკმაყოფილებინდათ უი უი მე რო ვყოფილიყავი რა ამბავს ავტეხავდი ეგრევე წავიდოდი სათავოში და განვცუხადებდი ან მოეცათ ის გაზქურა ან ჩემი ფეხი არარ იქნებოდა ელიტ ელექტრონოკში და გარდა მაგისა ყველას მოვუყვებოდი ამ ამბავს |
Posted by: goodrich 3 Mar 2009, 01:43 | ||||||
sexi-bicola
ვერ ჩავუსწრებდი უკვე გვიანი იყო ,ხვალ ვმუშაობ და ზეგ ჩავალ რა პრობლემაა?
აბა ეხლა რას ვაკეთებ?გინდა ფორუმს ცოდნია ,გინდა მთელს ქვეყანას
მართალი ხარ,ამიტომაც გადავწყვიტე ამ წლის ოჯახის ბიუჯეტიდან თანხები სხვაგან დავხარჯო. |
Posted by: sexi-bicola 3 Mar 2009, 01:46 |
goodrich იცი რაა სულ არაა გვიან შეგიძLია მაგათ გაყიდვების ან სერვისი მენეჯრ დაურეკო სათაოში და უთხრა აი ამდენს დავდიოდი ამდენს ვხარჯავდითქო ეხლააი ამის გამოთქო ვაბშე კაგათ იყავითქო და ეხლა მე გადავერთვები ტქვენს კონკურენტებზეთქო ფორუმს დიდი ძალა აქვს ეგ უკვე პოლის ამგალითზე ვიგრXენით იმდენი ლინკები ვუგზავნეთ პოპულს მაგ თემის რომ კივზე ფასი დასწია |
Posted by: goodrich 3 Mar 2009, 01:53 | ||
უი ეგ არ ვიცოდი |
Posted by: lynx 3 Mar 2009, 22:07 |
goodrich გასაგებია შენი პოზიცია ,დავიწყოთ რომ რუსთავის მენეჯერი არის ჩემი მეგობარი და მას კარლო პაპუაშვილი ნამდვილად არ ქვია.ის თანამშრომელი (ან რამოდენიმე თანამშრომელი) რომელიც არ მოგემსახურა სათანადოდ (ანუ არ დარჩი კმაყოფილი) არ გამოხატავს კომპანიის პოლიტიკას, კომპანიის პოლიტიკა არის კლიენტებზე ორიენტირებული(როგორც თავად აღნიშნე აქამდე კმაყოფილი იყავი) და 2009 წელი გამოცხადებულია როგორც ხარისხის წელი, ამ კონკრეტული მაგალითიდან ჩანს რომ ეს პროცესი ნამდვილად შრომას მოითხოვს, მე როგორც ამ კომპანიის თანამშრომელი ვწუხვარ ასეთ ფაქტზე, თქვენ უნდა მიგემართათ ნამდვილად მაღაზიის მენეჯერისთვის და არა კარლო პაპუაშვილისთვის ან სათაო ოფისისთვის და იქ მიიღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებას რომელსაც თქვენ მოელოდით ელიტ ელექტრონიქსისგან. ამ დროისთვის უკვე გვიანია რადგან ნივთი გატარებულია ბუღალტრულად და ფინანსურად. ამ დროისთვის სათაო ოფისში თქვენი მიმართვა დასრულდება მხოლოდ იმ თანამშრომლის განთავისუფლებით ან საყვედურის გამოცხადებით. |
Posted by: goodrich 4 Mar 2009, 00:04 | ||||
lynx მე იმ მომენტში იქ მყოფ პერსონალს მოვთხოვე სეეხვედრებინათ ჩემთვის მენეჯერი,ანუ ვინც განაგებდა აღნიშნულ ფილიალს,ჯერ კოორდინატორი ვინმე ბაჩომ (ყიდვის მომენტში და ინციდენტის დროს ის იქ იყო,ყიდვის მომენტში ძალიან აქტიურობდა და ინციდენტის დროს მდუმარე მოწმის პოზიცია ეკავა) ზუსთად მან დაურეკა ჩემი მოთხოვნის მერე და გამომეცხადა ვინმე კარლო.მე რუსთავის ფილიალის საშტატო განრიგს არ ვარ გაცნობილი და ამიტომ ვინც მომაჩეჩეს იმას ვესაუბრე ,მე ვითხოვდი მენეჯერს,მმართველს ,უფროსს და დაუძახეს კარლოს. იმ მომენტში სათაო ოფისისთვის იმიტომ არ მომიმაღტავს რომ იყო გვიანი საღამოს 6 საათი იყო დაწყებული და სანამ თბილიში ჩამოვიდოდი და თქვენამდე მოვიდოდი ვერ მოგისწრებდით,დღეს კი სამსახურში ვარ და ზუსტად თქვენი არაპროფესიონალი და როგორც უკვე ეხლა გაირკვა თვითმარქვია თანამშრომლის უტიფარი საქციელის გულისთვის კიდევ პრობლემას არ შევიქმნი.მე არ მგონია ხვალ რომ ჩამოვიდე სათაო ოფისში და სათანადო წერილი იქნება თუ სიტყვიერი პროტესტით მივმართო სათაო ოფისში კომპეტენტურ პირებს ამან ხელი შეუშალოს გამოასწორებინონ ან კიდევ აუხსნან თვითმარქვია თანამშრომელს როგორ უნდა მოქცეულიყო მსგავს სიტუაციაში. ან კიდევ თქვენს მეგობარს ფილიალის ნამდვილ მთავარ მენეჯერს აკმაყოფილებს კარლოს ნაირი ვაიკომპეტენტური და თვითმარქვია მენეჯერი?და საერთოდ რას წარმოადგენს ის კარლო პაპუაშვილი ფილიალში მსგავსი ინციდენტების "მომგვარებელია"? lynx მე აუცილებლად მოვალ სათაო ოფისში და გავესაუბრები თქვენს ხელმძღვანელობას (უმალვე როგორც კი ჩემი სამსახურის გრაფიკი ამის საშუალებას მომცემს,მაგრამ მე რას ვფიქრობ იცით არ უნდა მჭირდებოდეს მე სათაო ოფისში სიარული და ჩემი რჩეული ბრენდ მაღაზიის,თქვენი ფირმის ელიტ ელექტრონიკსის პოზიციების ხელახლა გამყარება საკუთარ თავთან.მე შემიძლია წარმოგიდგინოტ ასევე 3 ჩეკი 620ლარიანი 500 ლარიანი და ასევე 1-1,5 საათის მერე ამობეჭდილი 105 ლარიანი ჩეკი. თუ სიმართლე გაინტერესებთ ელიტელექტრონიკსმა უნდა დამიბრუნოს ის 105 ლარი (სჭორად გამიგეთ მე ამ თანხის გულისთვის არ ამიტეხია ეს ამბავი ,თუმცა სამართლიანად ვთვლი რომ მე ეს 105 ლარი უხეშად რომ ვთქვათ "ამახიეს გოიმივით")და თან უნდა დაურთოს კარგი დიდი ბოდიშის წერილი იმ ბოდიშის რომელიც რატომღაც დაავიწყდათ ეთქვათ გატრენინგებულ თანამშრომლებს. ისე ძალიან გამეხარდება და ალბათ დამეთანხმება ფორუმელების დიდი ნაწილიც რომ აწი თუ როდესმე კიდევ მოვინდომე თქვენს მაღაზიათა ქსელში თანხის დახარჯვა, ცრუ მენეჯერი კარლო და მისი რაზმი არ მომემსახურება არც მე და არც სხვა მომხმარებელს მილიონის დასახარჯათ იქნება ელიტ-ში მისული თუ ათი ლარის.მე ასეთ თანამშრომელს დაუყოვნებლივ დავითხოვდი სამსახურიდან და უკან მსუყე დახასიათებასაც მივაყოლებდი.ეს ჩემი აზრია და სავსებით შესაძლოა არც გაითვალისწინოთ და სტაბილური კლიენტების დაკარგვა გერჩივნოთ კრიზისის პერიოდში ვიდრე შეცდომების "კარგი" გამომსწორებლის. ისე რაც შეეხება იმ მომსახურე პერსონალს რომლებიც გაზქურის ყიდვის მომენტში მემსახურებოდნენ (ორი გოგონა იყო სამწუხაროდ სახელები არ ვიცი) მინდა მიუხედავად იმისა რომ ძალიან ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ ინციდენტის გამო, ძალიან დიდი მადლობა მოვუხადო ამომწურავი და კვალიფიციური კონსულტაციისთვის.და მართლაც რომ საუკეთესოს არჩევანში დამეხმარნენ.მათზე მართლა შედეგიანია ტრენინგი ,მაგრამ ზოგ თანამშრომელს სამწუხაროდ მარტო ტრენინგი არ შველის ცოტა მონიტორინგიც საჭირო ყოფილა როგორც ამ სამწუხარო ინციდენტმა გვაჩვენა,მითუმეტეს რომ ,
მე ძალიან კარგად ვიცი რომ,
მაგრამ ჯერ ჯერობით მხოლოდ აღშფოთებას და სიტყვიერ გმობას აქვს ადგილი მომხდარი ინციდენტის გამო. P.S. სათაო ოფისის კოორდინატებს,და ვის მივმართო ამ საკითხის მოსაგვარებლად თუ დამიწერ დიდი მადლობელი ვიქნები |
Posted by: sexi-bicola 4 Mar 2009, 00:54 |
ეეეეეეეეე მოიცა კარლო ვარ და მენეჯერიო ეგეთი არავინ არ ყოფილა???????? დარწუმებული ხართ ორივე????? თუ შენ ეგრე გიტხრა კარლო ვარო მაშინ აუცილებლი ვ უნდა გაარკვიო კარლოა მართლა თუ არა მენეჯერი და თუ ეგრე არ აღმოჩნდა მაშინ სათაოს მართლ აუნდა ესტუმრო |
Posted by: lynx 4 Mar 2009, 03:53 |
goodrich მე გითხარი სათაო ოფისში მისვლა შესაძლოა დამთავრდეს იმით რომ ადამიანი დარჩეს უმუშევარი 105 ლარის გამო, ეხლა შენი გადასაწყვეტია ღირს თუ არა, ადამიანი დატოვო სამსახურის გარეშე ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე არაკვალიფიციური მომსახურების და 105 ლარის გამო, რაც შეეხება ესეთი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას კომპანია მუდმივად მუშაობს ამ საკითხზე. და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ეს თანამშრომელი როგორც მენეჯერი არ გაგეცნობოდა უბრალოდ მას დაუძახეს როცა შენ მენეჯერი მოითხოვე, რადგან მენეჯერი ან ისვენებდა იმ დღეს ან შესვენებაზე იყო გასული. უბრალოდ ყველა უნდა დავფიკრდეთ რა შედეგი მოყვბეა ჩვენს ამა თუ იმ საქციელს, ყველანი ადამიანები ვართ და ყველა უშვებს შეცდომას. რა მაინტერესებს?! შეცდომით 105 ლარით იაფი რო ყოფილიყო ნივთი და 1 საათის მერე კარლოს ან პავლეს დაერეკა ფასებზე შეცდომაა გთხოვთ მობრძანდეთ თანხის ასაღებად ან თუ გნებავთ 105 ლარის ღირებულების ნივთი შეგიძლიათ აირჩიოთ (ესეთი შემთხვევები ყოფილა! ), მაინც მიხვიდოდი სათაო ოფისში თქვენი თანამშრომელი შეცდომებს უშვებს და არაკვალიფიციურიაო??? ასე რომ დაფიქრდი მეგობარო შენ ნივთი შეიძინე იმ ფასად რაც სინამდვილეში ღირდა და არა 105 ლარით მეტი გადაგახდევინეს( ეს შეგიძლია სხვა ფილიალში გადაამოწმო თუ რა ღირს კონკრეტული მოდელი). შეძენილი ნივთით კი დარწმუნდები რომ არ ღირს ელიტ ელექტრონიქსთან პარტნიორობის გაწყვეტა. |
Posted by: T_b_i_l_i_s_o 4 Mar 2009, 07:22 |
იმ უმუშევარ ადმიანს შეცვლის სხვა და დარწმუნებული ვარ ეცოდინება მიზეზიც აქედან გამომდინარე იქნება მეტი პასუხისმგებლობა მთელ კოლექტივში ასე რო ცდოვააა უმუშევარი დარჩება და მსგავსი აზრები მე არ მიმაჩნია მართებულად |
Posted by: akoustik 4 Mar 2009, 09:00 | ||
T_b_i_l_i_s_o
რა კაპიტალისტური ხერხები, ნორმალურ ქვეყნებში ცენნიკი არასწორად თუ ადევს და შენ მიიტანე სალაროსთან, იმ ფასად მოგცემენ რაც აწერია, რომც იცოდნენ რომ შეცდომა დაუშვეს |
Posted by: merabk 4 Mar 2009, 10:37 | ||
დააააა ამ პოსტის შემდეგ ამ ფირმაში ნაღდად აღარ შევალ. საქმე იმაში კი არ რის რომ რომელიღაც ფილიალში ერთი ან ორი არაკომპეტენტური ადამიანი მუშაობს (არაკომპეტენტური დავწერე, რეალურად ...), საქმე იმაშია რომ სხვები, ამ არაკომპეტენტური თანამშრომლების გათეთრებას ცდილობენ, თან კლიენტის ხარჯზე. ამას რიგითი კლიენტის პოზიციიდან არ ვწერ, ოთხი წელი ვიმუშავე ვაჭრობის სფეროში და შიგნიდან ვიცნობ სისტემას. |
Posted by: ^keto^ 4 Mar 2009, 11:07 | ||
სათაო ოფისში მისვლით საქართველოში უმუშევრობის დონე არც აიწევს და არც დაიწევს, უბრალოდ თვითმარქვია და არაკვალიფიციური კარლო დაკარგავს სამსახურს და მას იმედია უკეთესი კადრი შეცვლის. ჩემი აზრით, ზუსტადაც რომ აუცილებელია ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენება. კლიენტმა უნდა იზრუნოს იმაზე რომ 105 ლარის გამო კარლო უმუშევარი არ დარჩეს? იქნებ უფრო სწორი მიდგომა ყოფილიყო კარლოს ეზრუნა ზუსტად იმ 105 ლარის გამო არც თავისი საქმე გაეფუჭებინა და არც კომპანიის სახელი?! და მენეჯერი თუ არაა იმ დღეს ან შესვენებაზეა (შესვენებაზე რომელის 6-ის წუთებზე აქვს რატომღაც), კადრმა უნდა უპასუხოს კლიენტს, რომ მენეჯერი გასულია და არა ვიღაც სხვა შეაჩეჩოს. |
Posted by: VoK 4 Mar 2009, 12:04 |
goodrich უნდა გაგეზქურა და მიდეგდო გაზქურა.. მილიონი მაღაზიაა თბილისში, უფრო იაფიც და კარგი სერვისით.. მაგალითად არრაი და ლჯ... |
Posted by: goodrich 4 Mar 2009, 12:10 | ||||||||||
lynx
ექვსის რაღაც წუთებზე მენეჯერი არ ისვენებს და მე გარკვევით მოვთხოვე მენეჯერთან შეხვედრა,პასუხი მივიღე გასული არისო.აი როცა მოვითხოვე დაერეკათ და მოსულიყო ,დარეკეს და 15-20 წუთში მოვიდა კარლოც გისმენთ რა პრობლემა არისო?და გამეცნო კომპეტენტურ პირად რომელსაც მე ვითხოვდი შესახვედრად.
ფასის არასწორი დადება შეცდომაც არის და გარკვეულ წილად დანაშაულიც.რაც შეეხება თანხის დაბრუნება ზედმეტის გადახდის შემთხვევაში ,ნუთუ დავიჯერო lynx ვერ ხედავ განსხვავებას ჩემს ინციდენტსა და კლიენტის მიერ გადახდილი ზედმეტი თანხის დაბრუნებას შორის ? ბატონო ჩემო რომელია საზიანო ფირმისთვის და რომელი სიტუაციით უფრო კმაყოფილი რჩება კლიენტი მე ამის ახსნას არ დაგიწყებთ ,თქვენ ეს ჩემზე კარგარდ იცით.
მე კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ 105 ლარის გულისთვის არ დამიწყია ეს ამბავი. კ ი დ ე ვ ე რ თ ხ ე ლ ვ ი მ ე ო რ ე ბ : მე ,ელიტელექტრონიკსის სტაბილურ კლიენტს,რუსთავის ფილიალში მომექცნენ არასამართლიანად,ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო წარმოიშვა პრობლემა რომელიც ტვიტმარქვია მენეჯერმა მართალი კაცის სახელიტ უტიფრად გადაწყვიტა ,გამოიყენა ყველანაირი ხერხი მათ შორის დაამთავრა შანტაჟით(ტუ არ დავამატებდი ფულს სხვა ნივთს მომიტანდნენ სახლში ,ანუ გაზქურას რომელიც დარწმუნებული ვარ იქნებოდა სხვა ფერის,იმიტომ რომ უჟანგავი ლითონის ფერი იყო ბოშის ორი მოდელი მხოლოდ 1120 ლარიანი და 18?? ლარიანი) ბატონო ჩემო ასეთ საქციელს 90 -იან წლებში "რეკეტის" სახელით იცნობდა ხალხი.ისტორიას ვიმეორებთ????
ანუ მე სანამ გადავწყვეტდი რაიმე ნივთის ყიდვას თქვენთან უნდა მომეჭყო თურმე მთელს საქართველოს მაშტაბით სადაც სადმე ელიტის ფილიალია ,ვნახო კონკრეტული ნივთის ფასი გადავამოწმო მათში სხვაობა,გამოვიყვანო საშუალო არითმეტიკული და ისე განვსაზღვრო პროდუქტის ფასი? მე რომ ვნახე იზ გაზქურა ,ვნახე მისი ფასი 1120 ლარი,გადავხედე ჩემს შესაძლებლობას(მატერიალურს) გავუკეთე საჭირო თანხას მობილიზაცია ,რათა რამოდენიმე საათში დავმტკბარიყავი იმ ნივთით რომელიც თქვენთან შევიძინე,მივიღე რა?ნერვების შლა,ჩემი როგორც მომხმარებლის უფლებების შელახვა,90 -იანი წლების ხერხებით და ტ ყ უ ი ლ ი თ,გადაჭრილი პრობლემა(ისევ ფირმის თანამშრომლების წარმოქმნილი) .მე 1225 ლარად ა რ შ ე ვ ი ძ ე ნ დ ი იმ გაზს.უბრალო მიზეზის გამო,იმ მომენტში იმ 105 ლარს სხვა დანიშნულება ქონდა.სხვა რამეში მჭირდებოდა. და დამერჭმუნებით ცოტა სატყუარას და ხაფანგს უფრო გავს ორი ცენნიკის 1120 ლარიანის და 1225 ლარიანის არსებობა.ვყიდულობთ 1120ლარად ვიხდით 1225 ლარს,მარტივი ფოკუსია და უნდა მივმხვდარიყავი,რას ვერჩი იმ საბრალო ხალხს,მათ ხომ ოჯახი ყავთ და რჩენა უნდათ? თუ საიდუმლო არ არის იქნებ მოგვაწოდოთ ერთი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის ,დაახლოვებით მაინც,რომელ თვეში და რიცხვში გაძვირდა გაზქურა BOSCH HSV 74D050 და მისი ფასი 1120 ლარიდან 1225 ლარამდე გაიზარდა?მეც და ალბათ, პატივცემულ ფორუმელებს ძალიან აინტერესებთ რომელი მეილ სერვისით სარგებლობთ და რამდენი ხანი ჭირდება ფილიალს რომ შეატყობინოთ ფასების ცვლილების შესახებ?(მეილის დაგვიანება არის ფასების უზუსტობის მიზეზი ,ყოველ შემთხვევაში მე კარლოსთან ერთად ეს მიზეზი მომაჩეჩეს)
სხვაგანაც იყიდებააააა აწი ამინდები გამოკეთდა და გავივლი ,შევათვალიერებ სად რა ფასად იყიდება იმ ნივთებიდან რის ყიდვასაც ელიტ-ში ვაპირებდი და აუცილებლად მივაგნებ მაგრამ ჯერ 2 მარტს ,რუსთავის ფილიალში კლიენტის მომტყუებლები უნდა დაისაჯონ ფირმის წესდების მიხედვით |
Posted by: sexi-bicola 4 Mar 2009, 15:31 |
ისე ნახეთ რა ხდება ერთ მხარესაა მოტყუებლი კლიენტი და მეორე მხარესაა მსიი ადამინური ფაქტორების გაღვივება რომ ვინმე არ დარჩეს უმUშევარი მსი გამო მოდით ამ საკითხს შევდედოთ ასე თუ მუდმივად ზრუნავსს ელიტ ელქტრონიქსი თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მას გააჩნი ახარისხის ნიშნაი მაშIნ ასეთი ფაქტები რატომ ხდება უფრო სწორედ შეიძლებ ამოხდეს მაგრამ უნდა გადაწყდეს კლიენტის სასარგებლოდ და ეხლა ამ ადამინს ნუ აგდებთ ნამუსზე რომ იმსი გამო კლიენტმა უკვმაყოფილება გმაოთქვას არასწპორედ გამწეული მომსახურების გმაო რის შედეგაც იგი დაზარალდა შეიძლება ვინმე გაანტავისუფლონ და ზუსტად ვინმეს განტავისუფლება იქნება ელიტის ბრალი ამ ადამინსი კი არა იმიტომ რო ელიტი წყვიტავს ვინემ გაანტავისუფლოს ხელფასი დაუქვითოს თუ საბოლოო გაფრთხილება მისცეს ამიტომა ამ ადამიანს რომელცი მართლა არ ვიცი ვინაა ნუ აგდებთ რა ნამუსზე გთხოვთ |
Posted by: lynx 4 Mar 2009, 16:09 |
აქ უკვე ზედმეტია რაიმე კომენტარის გაკეთება! |
Posted by: LEKS86 4 Mar 2009, 16:28 |
goodrich თქვენი განცხადებიდან ჩანს რომ მუშაობთ, თქვენ არასოდეს დაგიშვიათ რაიმე შეცდომა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ? გასაგებია რომ ამ შემთხვევაში მათი ბრალია, მაგრამ აქ უბრალოდ ადამიანურ ფაქტორზეა საუბარი და არავინ არავის არ აგდებს ნამუსზე ეგ თქვენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევით ისე ეგ გაზქურა ნამდვილად 1225 ლ. ღირს თქვენთვის ზედმეტი ნამდვილად არავის გამოურთმევია თორემ მაგ შემთხვევაში ნამდვილად გასაშვები იქნებოიდა სამსახურიდან( ზედმეტი თანხა რომ გამოერთმიათ) კიდევ გიმეორერბთ მესმის თქვენი, თქვენ მართალი ხართ, თქვენი ბრალი ნამდვილად არ არის რომ ფასთა ცვლილება არ იცოდნენ მაღაზიაშ |
Posted by: goodrich 4 Mar 2009, 16:29 | ||||||
lynx გეთანხმები,კომენტარები ზედმეტია უკვე დროა კონკრეტული ქმედებების როგორც ჩემი მხრიდან ასევე ელიტის მხრიდან. და თუ საიდუმლო არ არის თქვენ რა თანამდებობა გიკავიათ ელიტ ელექტრონიკსში? * * * LEKS86
შემთხვევით ხომ არ ფლობთ ამის თაობაზე რაიმე ინფოს?
გუშინ და დღეს მოვიძიე ინფო და ვიცი მისი ფასი 1225 ლარია .მაგრამ მე იმას კი არ ვიძახი რომ მე ზედმეტი გამომართვეს, მე გადამახდევინეს მისი ღირებულება ყოვლად მიუღებელი და შეუფერებელი ხერხით, შელახეს ჩემი როგორც მომხმარებლის უფლებები,და იმის მუქარით რომ მე ნანატრი და მოწონებული გაზქურის მაგიერ მივიღებდი X-გაზქურას , მაიძულეს დამემატებინა თანხა,(თუმცა არ ვიყავი ვალდებული) და ამ ყველაფერს დაემატა ისეც რომ მომატყუეს და ნაცვლად იმისა რომ შევეხვედრებინე ფილიალის მთავარ მენეჯერს, საკითხი "მოაყომარა" პიროვნაბამ რომელიც არ არის ფილიალის მთავარი მენეჯერი.
შეცდომაც დამიშვია და ამისთვის პასუხიც მიგია.სინანულის და დამნასავეობის გრძნობაც გამომიხატავს და ჩემი შეცდომით შეწუხებულ პიროვნებისთვის უტიფრად არ მომითხოვია ჩემი შეცდომის გამოსწორება. |
Posted by: sexi-bicola 4 Mar 2009, 16:45 |
ისე კარგი რამე გამახსენეტ ეხლ აერთ სტატიას ვთარგმნი სახელწოდებით- არ დგას დირექტორი კლიენტზე მაღლა ასე ფიქრობს ერთი ამურკელი ბესტსელერი ავტორი რომ კლიენტი დირექტორზე მეტია და ჩვენ კიდე კლიენტს ვეუბნებით რომ კი ამრთალიხარ მაგრამ................... |
Posted by: ziriro 4 Mar 2009, 17:02 |
კომპანიები უამრავ ფულს ხარჯავენ რეკლამაზე, იმისთვის, რომ კომპანიას კარგი სახელი ჰქონდეს, კლიენტი მიიზიდოს და ასე შემდეგ. და ჰოი, საოცრებავ, 105 ლარის გულისთვის თავს იჭრიან. ჩემის აზრით, ასეთი თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა კლიენტს კი არა, თავად კომპანიას სჭირდება. დიახ, დამნაშავე ის კი არ არის, ვინც შეცდომით სხვა ფასში გაყიდა ნივთი(შეცდომები ხდება), არამედ ის, ვინც უტიფრად მოსთხოვა კლიენტს უკვე გაყიდულ ნივთში ფულის დამატება. |
Posted by: bocmani 5 Mar 2009, 00:33 |
კარგით რა! სერვისში რომ გვიჭირს ქართველებს რად უდნა ამას ზედმეტი საუბარი! LEKS86 ებიჯო შენ კიდე ერთხელ მაინც თქვი რომ მტყვანია ეს სავაჭრო ცენტრი თქო! მისი დედაც გავთელე თუ შეეშალა, მე ნუ მომაყენებს შეურაცხყოფას! მეც მომსვლია ეგრე! ისე გიყურებენ, თითქო რუსი სალდათი ვიყო!.... გავარტყი გარდი-გარდმო ყველას, ვინც კლიენტს წესიერად არ ემსახურება! ერთხელ შევედი მაღაზიაში, გოგონა წამოდგა, ახალგაზრდა, ღიმილი გადაიკრა სახეზე და დაიძრა ჩემკენ!მეორე აჩერებე, და ეუბნება, მაგი ხალასტოია დაანებეო! არადა მართლა მინდოდა რაღაც შარვლის ყიდვა! აუუუუუუუუუ! აღარ ვიტყვი იქ რა ვქენი! ასე რომ!..... |
Posted by: Neo777 5 Mar 2009, 01:29 | ||
lynx
საოცარი მაგალითია პირდაპირ. მოდი ასე ვთქვათ: ყიდი ნივთს 97 ლარად. მოგეცი 100 ლარიანი და მარტო 5 ლარიანები გაქვს ხურდად. 100 ლარს აიღებ თუ 95 ლარს? ელიტის ლოგიკიდან 100 ალბათ. ბიზნეს ლოგიკიდან კი 95 ლარს. ნებისმიერი შეცდომა უნდა გადაწყდეს კლიენტის სასარგებლოდ. ეს კი ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ეხება, ზოგადია. ელიტს უნდა ესწავლებინა მისი კონსულტანტებისთვის უმთავრესი პრინციპი, რომ: კლიენტი ყოველთვის მართლია (მაშინაც კი როდესაც მტყუანია). ხოდა როგორც ჩანს ეს არ ასწავლეს ან ასწავლეს და მათ ვერ ისწავლეს. |
Posted by: sexi-bicola 5 Mar 2009, 02:28 |
bocmani ვაიმეეეეეეეეეეე რა მაგალითიაააააააააა მაგარი კაიფია |
Posted by: merabk 5 Mar 2009, 10:46 | ||||
მოკლედ, როგორც ჩანს, ელიტში სერიოზული პრობლემებია, საკადრო. ისე ეგ პრობლემა საქართველოში სერიოზულად დგას. რაც მთავარია, კაცი ჯერ მოატყუეს (შეიძლება შემთხვევით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება), შემდეგ დააშანტაჟეს, შემდეგ ფული აახიეს, და ამის შემდეგ კიდევ ნამუსზე აგდებენ, კარგი ბიჭები ვართ და რას გვერჩიო. მოკლედ, ძალიან მაგრები ხართ. ასეთი კადრებით ელიტი შორს წავა, ძალიან შორს. ისე უმაღლესმა მენეჯმენტმა იცის? პრემიები მოითხოვეთ!!! რატომ არა ვარ მეფე გიორგი სხვათა შორის, ართ მსხვილ ფირმაში ვმუშაობდი (არ დავასახელებ), რომელიც ასე თუ ისე მსგავს საქმიანობას ეწევა (კლიენტებთან ყოველწუთიერი შეხება აქვს). და რამოდენიმეჯერ, როდესაც ფორუმზე გაიხსნა თემა ამ ფირმის შესახებ, რა თქმა უნდა კრიტიკული, ეს თემები უმაღლეს მენეჯმენტს ვაჩვენეთ. და შემდეგ მათ გადაწყვიტეს, სად იყო კრიტიკა სწორი და სად არა. თქვენ თუ აჩვენეთ ეს თემა თქვენს ხელმძღვანელებს? |
Posted by: LEKS86 5 Mar 2009, 11:39 | ||
კონკურენტი ფირმის წარმომადგენლებიც გამოჩდენ
მე არ გახლავართ ელიტის თანამშრომელი რატომ აღარ მუშაობთ თუ საიდუმლო არ არის? |
Posted by: merabk 5 Mar 2009, 12:49 | ||||||
არა, ცდები გენაცვალე. მაგ სფეროში არასოდეს მიმუშავია. მომავალში რა იქნება არ ვიცი. კლიენტებს მარტო ელექტროტექნიკის მაღაზიებში ემსახურებიან?
პოსტიდან სხვა შთაბეჭდილება დამრჩა. ე.ი. შევცდი
და ვინ თქვა რომ აღარ ვმუშაობ? ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ ახლა სხვა სფეროში ვარ. პრინციპში კლიენტებს აქაც ვემსახურებით, უბრალოდ მე არ მიწევს მათთან კონტაქტი. |
Posted by: Miaferro 5 Mar 2009, 20:50 |
ელიტში ამ ბოლო დროს მისვლაც აღარ ღირს ისეთი საშინელი customer service აქვთ...ადრე კიდე ამოსუნთქვის საშუელაბას არ გაძლევდნენ, ასი ერთად შეგესეოდა აბა რა გნებავთო და უაზრო ღიმილით შუალედი არ გააჩნიათ თუ რა ხდება ? |
Posted by: APEROL SOUR 5 Mar 2009, 20:51 | ||||||
LEKS86
დე მე ეს როგოც მყიდველ დძააააააან მაგრად არ უნდა მეკიდოს * * * goodrich და რა ქენი ბოლო-ბოლო იყიდე თუ მოგიტანეს სხვა გაზი * * * Did_Giorgi
უბანში? სუპრაზე არ მოიწყენს კაცი მაგასთან? ეს მაგარი იცით ხოლმე რა. საქმეს ვერ აკეთებს ფაქტია * * * LEKS86
ეს რა არის კაცო რითი ამართლებ სასტავს. მერე ნახონ უფრო ადრე ,დააყენონ 7 საათზე მაღვიძარა და ნახონ მეილი. ეგ არ ამართლებს. დავიფრენდი ეგეთებს გარეთ. პოტენციურ მყიდველს კარგავს მაღაზია უაზრო შეცდომის გამო. მერე ეგ მყიდველი აქ ხხსნის თემას და სხვასაც გულს უცრუებს. ცოცხის ტარით არიან ეგენი გარეთ გასაყრელი. თუ არადა დაამატონ თვითონ ფული და დატოვონ მყიდველი კმაყოფილი. თავიანთ შეცდომაზე არც მყიდველმა და არც ფირმამ არ უნდა აგოს პასუხი. გახსნას მაგ მაღაზიამ ინტერნეტ-ფორუმი როგორც ევროპაში აქვთ ფირმებს და მაღაზიებს და იქ წერენ მომხმარებლები რითი არიან კმაყოფილი ან უკმაყოფილი. ეს ადამიანიც დაუწერდა ეხლა იქ მაგათ რაც შეემთხვა ფორუმი რომ ქონდეთ, გაეცნობოდა ფირმის ხელმძღვანებლობა ამ შემთხვევას და პასუხს აგებნებდა მაგ სასტავს.გადაახდევინებ ესეთ მომეტში საკუთარი ჯიბიდან ფულს პერსონალს და მერე ნახავ თუ არ ნახავენ მეილს თავის დროზე. ს |
Posted by: goodrich 5 Mar 2009, 21:44 |
APEROL SOUR მაგას არ ვჩივი რომ შანტაჟზე წავიდნენ თქო?სულ ორი ცალი იყო ნერჟავეიკის ბოში ერტი ის რომელიც მე მინდოდა და მეორე ვაფშე მაგარი იყო და 18?? ლარი ღირდა.რომ არ დამემატებია ფული იასნია თეთრს მომიტანდნენ და თეთრი ისედაც მედგა სახლში,მაგრამ ინტერიერის ფერებში ვერ ჯდებოდა. დავამატე ის ფული ,უფრო სწორად დიდი "ბრძოლა" წავაგე.ვერ ვამატებ,სხვა გაზი არ მინდა და მაშინ ფული დამიბრუნე მეთქი ამაზე ვაბშე გამაგიჯეს 1120 ლარის სხვა პროდუქცია წაიღეო(ფენი,ეპილატორი ,ტოსტერი ,MSI ვიდეოკარტა და ასე შემდეგ ალბათ.რას გულისხმობდნენ სხვა პროდუქციაში არ ვიცი) მე რომ არ მქონდა იმ 105 ლარის დამატების ერთი ადგილი იმიტომ ვ|თხოვდი ფულს უკან და მაგაზეც უარი მივიღე.იმის მაგიერ რომ ფული მაინც დაებრუნებინათ პირიქით დამაშანტაჟეს და დამარეკეტეს დაჯე ბოდიშიც არ მოიხადეს ჩვენ კაცურად დაგირეკეთ და გითხარიტ ფული დაამატეო ოოოოოოოეეეეეეეეეეე "ელიტელექტრონიქსიიიიიიიი" ჩავიცუცქოთ და ვიბაზროოოოოთ??? რით ვერ მოვიდა თქვენამდე ეს ამბავი??? თუ ესეც ფასების ცვლის მეილია? APEROL SOUR არადა ცვეტში დავადგინე რომ ის გაზი თურმე კაი ხნის გაძვირებული ყოფილა,და არა იმ დღის როდესაც მე ვიყიდე |
Posted by: PING 5 Mar 2009, 21:52 |
გაგიკვირდა რა, საქართველოა . |
Posted by: APEROL SOUR 5 Mar 2009, 21:54 | ||||
goodrich
მარტლა ეს გიტხრეს???? კაცურად გაგვიგეო არა? გურჯისტან!!! მოგიდღანთ სერვისის სტანდარტები. * * * LEKS86
ეს ამიხსნეი რა მე ღატაკს სიტყვათა მარაგისა.სერვისი ხომ მომსახურებაა? ესეიგი შენ ამბობ "მიიღებთ მომსახურების მეტ მომსახურებას? |
Posted by: goodrich 5 Mar 2009, 22:04 | ||
არა.პირიქით,ჩვენ ვიქცევით კაცურადო. ჩვენ კაცურად გეუბნევით ფული უნდა დაამატოვო თორე მოგივიდოდა სახლში იმ ღირებულების სხვა გაზის ქურა რა თანხაც გადაიხადეო. |
Posted by: APEROL SOUR 5 Mar 2009, 22:21 | ||||||
lynx ბატონო ლყნქს თუ როგორ არის ქართულად შენი ნიკი:
ეს რამ დაგაწერინა. ესეთი აზროვნების გულისთვის ხარ მარტო მანდედან გასაშვები. თუ არ იცის ეს საქმე უნდა აახვიოს.
ეს მე როგორც მყიდველ არ მკიდია? ესეიგი შენ აღიარებ შეცდომას მაგრამ მეუბნევი რომ გატარებული სადღაც და აღარფერი ეშველებაო.გამოსავალს მე გეტყვი დაამატოს იმ პიროვნებაბ ან დაუქვითეთ ხელფასიდან თუ არადა ხომ ითხოვდა ეს ადამიანი უკან ფულს არც ეგ არ მიეცით. კაოჩე მაგარი გაწმენდითი სამუშაო უნდა ჩატარდეს თქვენთან და შენ მაგ აზროვნებით უნდა მოყვე აუცილებლად მაგ წმენდაში. * * * goodrich
რას არ გაიგებ კაცი ბოშყო |
Posted by: goodrich 5 Mar 2009, 22:32 |
აი ის სამი "ჩეკიც" 1) 620 ლარის ქვითარი.ჯერ ეს თანხა მოიხსნა საგანვადებო ბარათიდან,ტერმინალით. 02.03.2009წ. 15 სთ 43 წთ 30 წმ http://www.radikal.ru 2) 500 ლარის ქვითარი.შემდგომ ეს თანხა გადავიხადე სალაროში.ნაღდი ფულით. 02.03.2009 წ 16 სთ 14 წთ. P.S. პირველსა და მეორე ქვითარს შორის დროში სხვაობა გამოწვეულია იმით რომ ერთ სალარო იყო და რიგი იყო. http://www.radikal.ru 3) იმ 105 ლარის კვლავ იგივე საგანვადებო ბარათიდან მოიხსნა,იგივე ტერმინალით. 02.03. 2009წ 17 სთ. 07 წთ. 50 წმ. თითქმის ერთი საათის სხვაობაა წინა ქვითარს და ამას შორის. http://www.radikal.ru პირველ ორ ქვითარში აღნიშნული თანხები ჯამში 1120 გადავიხადე და კმაყოფილი და დაიმედებული რომ საღამოს 6 საათის მერე სახლში მომიტანდნენ გაზქურას და დამიმონტაჯებდნენ,წავედი "შტუცერის" და "გაზის "შლანგის"საყიდლად ია სულ მალევე დამირეკა ელიტმაააც და ფული დადე ძმაოვოოოო.მეც დავბრუნდი ისევ ელიტში.დანარჩენი კი იცით რაც მოხდა ეს ისე ცნობისთვის |
Posted by: APEROL SOUR 5 Mar 2009, 22:42 |
goodrich ეხლა დაგიწერს ვინმე lynx ნაირი,გაგვიგე ხალხს ოჯახი ყავს სარჩენიო. |
Posted by: Olaizola 5 Mar 2009, 22:43 |
goodrich ეს მაგარი იცით რა ფორუმზე პოსტაობა და პანიკა. ამის ნახევარი "ამბავი" იქ აგეტეხა და შენსას გაიტანდი. გეთქვა იქვე ფილიალების მმართველს ან ზემდგომს (თუ რაც ქვიათ) დამაკავშირეთო. მარა ადვილია იასნა ფორუმზე ბუინი პ.ს მთლიანობაში რა თქმა უნდა დასაძრახი ფაქტია. თუმცა არაა გასაკვირი, იმის ფონზე რა დონის ქვეყანაც ვართ |
Posted by: APEROL SOUR 5 Mar 2009, 22:56 | ||
sexi-bicola
სტატია კი არადა გერმანიაში ეს ნებისმიერმა იცის. ესეთი გამოთქმა აქვთ გერმანელებს კლიენტი არის როგორც ღმერთი ის ყოველთვის მართალია. |
Posted by: goodrich 5 Mar 2009, 22:56 | ||||||
Olaizola
მოვითხოვე მაგრამ ვიღაც ცრუ და თვითმარქვია,ვითომ ფილიალის მმართველი გაჩითეს(ზედა პოსტებში მიწერია ამის შესახებ)
მეტი რა მექნა?მეცემა? ხელი დამერტყა?
,განყოფილება ,ბიზნესი და ეკონომიკა იმისტვის არის რომ გაირჩეს ქართული ბიზნესის თავისებურება. |
Posted by: Olaizola 5 Mar 2009, 23:01 |
goodrich რა შუაშია ხელის დარტყმა ? რასაც აქ წერ იგივე გელაპარაკა იქ. საერთოდ არ წამოგეღო ნივთი იქიდან და გეთქვა ამას გავარკვევ სათაოშიო. |
Posted by: goodrich 5 Mar 2009, 23:18 |
იმ დღეს ვერ ჩავუსწრებდი სათაოს,იმიტომ რომ უკვე გვიანი იყო. ფულს არ მიბრუნებდნენ,და რაღაც შაბლა იობლა ბაზარს და პონტებს უშვებდნენ,და სათაოც ძაან მაგრად ეკიდა რა იმ კარლოს ,რომელსაც ვუთხარი რომ როგორც კი ამის საშუალება (დროს გამოვნახავდი სათაოში წავიდოდი,იცი რა მოშნად ეკიდა სათაოც და საბოლოოც?ბაზარი არ არის სადაც გინდა იქ წადიო. ხო და ამის მერე იმაშიც უკვე ეჭვი მეპარებოდა საღამოს თუ მომიტანდნენ საერთოდ გაზს."დასტავკის"სამსახურისთვის ხელი არ მომეწერა? არ მიმეღო ნივთი რომ მომიტანეს?"დაზიანებული არ იყო ნივთი და ის მომიტანეს რაც ვიყიდე,რა მიზეზით არ მიმეღო? |
Posted by: Did_Giorgi 5 Mar 2009, 23:34 | ||
ოე APEROL SOUR მთავარი ის კი არ არის რომ დაწერო! ცოტა აზრიც უნდა დაატანო! სულ ცოტა!
ეს რო დავწერე მაგის მერე სხვა რაღაცაც მივაყოლე, ანუ 100 %-ით გავამტყუნე კარლო, მიუხედავად იმისა რომ ვიცნობ. ხოდა ნუ იცით ხოლმე ამოგლეჯვა ციტატების და მერე მაგაზე კოშკების აგება. წაიკითხეთ რა ბოლომდე რაც წერია და აზრი ისე გამოიტანეთ! ბლიად! პოსტების მოგროვება თუ გინდა სადმე სხვაგან დაწერე! |
Posted by: APEROL SOUR 5 Mar 2009, 23:49 |
Did_Giorgi რა ოე რა ბლიად და რა დღეში ხარ საერთოდ მიცნობ გიცნობ რანაირად მელაპარაკები. ან ვაფშე შენ როგორ მიწყვიტავ მე პოსტებს სად მოვაგროვებ. ვინ ხარ საერთოდ დაგვენახე ერთი შენ ბიძია . ზრდილობიანად ცოტა. |
Posted by: Did_Giorgi 6 Mar 2009, 00:41 |
APEROL SOUR შენც არ გაამოგივიდა კარგად როცა ჩემი პოსტის აზრი დაამახინჯე, შეიძლება მეც გადავამეტე... |
Posted by: LEKS86 6 Mar 2009, 01:02 | ||
აუფფ მეც არ ვიფიქრე მეთქი დღეს ელიტში რა ხდება ოლიმპზე ხო არ ვართქოოო თან ზევსი იყო შემოსული 2000 ლ, LCD იყიდაა |
Posted by: Neo777 6 Mar 2009, 01:04 | ||
APEROL SOUR
და მარტო გერმანელებს, ყველგან ასეა. http://forum.ge/?showtopic=33939258&view=findpost&p=12833392 |
Posted by: APEROL SOUR 6 Mar 2009, 01:40 | ||
Did_Giorgi მერე მიმითითე ნორმალურად და საკმარისი იქნება გავიგო რომ რაგაცა შენ პოსტში გამომრჩა. LEKS86
ხო აქილევსმა ურჩია დაბალი ფასები და მაღალი ხარისხი აქვთო და მაგანაც გამოიარა ალბათ |
Posted by: Olaizola 6 Mar 2009, 08:59 |
goodrich არ უნდა მიგეღო ნივთი. მეორე დღეს მისულიყავი სათაოში და გაგერკვია ნორმალურად/ცივილიზებულად. აი აქ რეებიც დაწერე ეგენი რომ რეალურად გეჩალიჩა შენსას მიიღებდი მე უბრალოდ ეს სტილი არ მესმის (ბევრჯერ მინახავს აქ ასე) რეალობაში არაფერს აკეთებენ და აქ მაგარს ბუინობენ თორემ მართალი რომ ხარ და საქართველო რომ საქართველოა მაგაზე ორი აზრი არაა |
Posted by: CDMA 6 Mar 2009, 09:12 |
კაცო, მაგათ შემოგთავაზეს ოფერტა ხო? დაეთანხმე გადაიხადე. რამეს მოაწერე ხელი, სადაც ეგ თანხა ეწერა? თუ მოაწერე, მაშინ არ უნდა მოეთხოვათ ფულის დამატება, ის კი არა , შეგეძლო გეჩივლა მაგათთვის, მ,ორალური ზარალისთვის. პ.ს. მე ბეკოში ვიყიდე გაზქურა, ხოდა მეთქი სახლში რო მომიტანთ, ფულს მერე გადაგიხდით ადგილზე, რო ჩამირთავთ და ვნახავ რო უპრობლემოა თქო. ჩვენო მასე არ ვმუშაობთო, ხოდა მეთქი მეც მასე არ ვყიდულობ ხოდა იკადრეს ჯერ მოტანა, გასინჯვა და მერე გადავუხადე ფული ელიტ ელექტრონიკსში რა გინდათ ხალხო, ეგ ძვირი ფასების ტერიტორიაა დაეძალეთ არაის, რამის ნახევარი ფასებია |
Posted by: goodrich 6 Mar 2009, 11:46 | ||||
Olaizola
მე მგონი დავწერე მე რა "ვიჩალიჩე " ჩემი სიმართლის გატანისთვის.მე რა გარანტია მქონდა რომ საერთოდ მერე იმის მტკიცება არ დამჭირდებოდა,რომ ფული გადავიხადე და გაზი არ ავიღე? და ერთი კიდევ თუ ეს თემა რაიმე დისკომფორტს გიქმნის.აუარე გვერდი ოკ? მე როგორც კლიენტი მართალი ვარ და და მე რას მოვიმოქმედებ ეგ უკვე ჩემი საქმეა,არც ამ პრობლემას და არც ამ თემა ძალით თავს არავის ვახვევ. CDMA დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და ობიექტური შეფასებისთვის.მაგრამ,
მოდი ეს ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს სად და როგორ.ჩვენ აქ ერთი კონკრეტული ფირმის თანამშრომლების არაპროფესიონალიზმზე და უტიფრობაზე ვისაუბროთ,ოკ? |
Posted by: LEKS86 6 Mar 2009, 13:27 | ||
და აქ კი გამოაკარი მაგ ჩეკის პლაკატები და იქ რა ვერ წარმოუდგენდი მაგ ჩეკებს (ოფისში)? |
Posted by: Miaferro 6 Mar 2009, 14:02 |
ისე მე ამ მყიდველი ადგილას, ჯერ ადგილზე მაგარს მივაკაჩავებდი იმ კარლოა თუ ვინცაა და მერე ქოქოლაძესს დავადგებოდი თავზე სათაოში და მერე კაი დედმამიშვილები ყოფილიყვნენ 1120 ;არად არ მოეცათ გაზქურა ავწევდი ჰაერში....ისიც კამარა გაბერილი ფასები რო აქვთ... მოკლედ, უნდა გეჩალიჩა რა ... ასეთი რამ საზღვარგარეთ რო მოხდეს ლამის უფასოდაც გამოგატანენ |
Posted by: merabk 6 Mar 2009, 14:31 | ||
კაცმა თქვა, მაშინვე უკვე გვიან იყო, ახლა არ მცალია და შაბათს სათაოში მივალო. დაველოდოთ ისე, რამდენი კლიენტი დაკარგეს რომ იცოდნენ . . . |
Posted by: goodrich 6 Mar 2009, 15:51 | ||||
არ ვიტხოვ მაგათგან არც უფასოდ არაფერს და არც ჩუქება მინდა არაფრის. არ მომექცნენ სწორად და ეგ არის. LEKS86
მე სად რას გამოვაკრავ ეგ ჩემი საქმეა,მითუმეტეს ჩემს გახსნილ თემაში.და მითუმეტეს რომ თემასთან პირდაპირ კავშირშია. ისე მასეთი მიდგომა ცოტა მათი გამართლების პოლიტიკას გავს.იმედია ეს პოზიცია თქვენი როგორც კოლეგის პოზიციაა და არა მთელი ფირმის ხელმძღვანელობის აზრი და ფირმის წესდება -- მსგავს სიტუაციებში ისევ კლიენტის გამტყუნება რომ მან რაღაც არ მოიმოქმედა ან მოიმოქმედა. LEKS86 იქნებ იცოდე და დაწერო ვის უნდა მივმართო სათაო ოფისში ,?ვინ არის კომპეტენტური პირი მსგავს სიტუაციაში,ანუ ვის მივმართო? |
Posted by: Olaizola 6 Mar 2009, 20:54 |
goodrich გამომდინარე იმ პოსტიდან რაც მომწერე 100% ით ღირსი ყოფილხარ რაც დაგემართა. შენნაირი მიდგომით ფუჭდება საქმე გვერდის ავლას რაც შეეხება ეს ფორუმია , შესაბამისად საჯაროა ასე რომ .. |
Posted by: goodrich 6 Mar 2009, 21:34 | ||
Olaizola
ჯერ ერთი რა მიდგომაზეა აქ საუბარი?მოვითხოვე ჩემი ფული არ ვაბრუნებთო,ფულს არ დაამატებ სხვა ნივთს მოგიტანენ ,რაც გადაიხადე იმ თანხისო. და საერთოდ რა საჭიროა აგრესიული კალაპოტი მივცეთ საუბარს და თემას?თუ გაღიზიანებს თემის არსებობა საჯარო რომ არის სავალდებულო ხომ არ არის,ყველა თემის წაკითხვა და პოსტვა? |
Posted by: BUBBA 6 Mar 2009, 21:35 | ||||
lynx
არასწორად მსჯელობ მეგობარო, კიდე იქით ანამუსებ? დაშვებული იქნა შეცდომა და ამას არ უარყოფენ როგორც ვხედავ, ხოდა ვის ევალება დაშვებული შეცდომის გამოსწორება? ალბათ იმას ვინაც დაუშვა არა? ჰოდა როგორ გამოიხატება შეცდომის გამოსწორება-ულტიმატუმით? ან სხვა ნივთს მოგიტანენ სახლში და ან დაამატეო, ფულის დაბრუნებაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი. ერთი კითხე კლიენტს, იქნებ ზუსტად იმდენი ფული ქონდა განსაზღვრული იმ ნივთისთვის რაც ეწერა და არააქვს ან სურვილი ან საშუალება რომ დაამატოს, მაშინ რა გამოდის? ან რომ ცოდნოდა გაზრდილი ფასი იქნებოდა მისი ღირებულება საერთოდ გადაწყვეტდა თუ არა შეძენას. შენ კიდე აქეთ ანამუსებ კეთილსინდისიერ კლიენტს, თან როგორც ამბობს თქვენს კლიენტს. მე მაგ მენეჯერის ადგილზე ჩემს რეპუტაციას გავუფრთხილდებოდი და მე თვითონ დავფარავდი სხვაობას, როგორც ჩემი დაშვებული შეცდომის საფასურს, ან თუ გადავახდევინებდი მე თვითონ ჩემი ინიციატვით ვაჩუქებდი რაიმე ნივთს, ამით ნამდვილად გაიზრდებოდა როგორც იმ მენეჯერის ავტორიტეტი ასევე ფირმის. ამის შემდეგ იქნებ კლიენტსაც კეთილად გაეღიმა და ეთქვა, არაა საჭირო, შეცდომა ვის არ მოსვლიაო და ორივე მხარე კმაკოფილი დარჩებოდა, მაგრამ როცა შეცდომა Uშვებ და მერე ულტიმატუმებს აყენებ, აღარ უნდა გაგიკვირდეს რომ მინიმუმ კლიენტი გულისწყრომას გამოთქვამს.
|
Posted by: getamaan 6 Mar 2009, 21:47 |
ელიტელექტრონიკსში არაფერს არ ვკიდულობ...ყველაზე მაღალი ფასებია თბილისში ამ ბრენდის მაღაზიებში.მაგალითად მუსიკალური ცენტრი 120 ლარით მეტი გირდა ,ვიდრე სამსუნგის ცენტრში |
Posted by: T_b_i_l_i_s_o 6 Mar 2009, 22:15 | ||
100% |
Posted by: goodrich 6 Mar 2009, 22:24 | ||
პირიქით გაუკვირდა რომ დავარეკინე მის კოლეგებს და მაღაზიაში შემოვიდა,-მე ხომ დაგირეკეთ და გითხარით რომ ფულია დასამატებელი და რა არის აქ გაურკვეველიო,თან ძალიან მართალი კაცის სახის გამომეტყველებით. და ბოდიშის მოხდაზე,აქ ოცნებაც მიუღებელი იყო, |
Posted by: Did_Giorgi 6 Mar 2009, 22:33 | ||
ამ თემას არ ეხება მაგრამ ვინმემ ხომ არ იცით რატომ დახურეს თითქმის ყველა მაღაზია?? სამსუნგებმა! |
Posted by: BUBBA 7 Mar 2009, 01:05 | ||
goodrich
ისე რა გინდა, გადაგყოლია კაცი ზედ და ვერ გაგიგია) დაგირეკა და აგიხსნა, დრო დაკარგა, მერე მიხვედი და კიდე დროს აკარგინებ და მეორედ ახსნა უწევს, კარგი რა, სად აქვთ მენეჯერებს მაგდენი დრო, გაქანებული კრიზისია, ყოველ 5 წუთში ფასები იწევს მერე გამოვლენ კიდე ვიღაცეები და არაა თურმე ადამიანური საქციელი შენიშვნის მიცემა, ფორუმზე გაბაზრება ხომ საერთოდ და ღმერთო დაგვიფარე და ხელმძღვანელობის საქმის კურში ჩაყენებასაც აპირებ |
Posted by: rules 9 Mar 2009, 18:01 | ||
არასწორი ფასის დადების შემთხვევაში კლიენტი ვალდებული არ არის განსხვავება გადაიხადოს და იხდის იმ ფასს, რაც აწერია ეს ესეა ნორმალურ ქვეყანაში, რითაც ზალიან ხშირად ვსარგებლობ მაგ ალითად ვიყიდე $215იანი 'დუბლიონკა' $15ად. შეცდომით ეწერა ფასი ჟორჟიაში ჟერ კიდევ გამყიდველია ყოველთვის მართალი და ამიტომ გახდევინებენ განსხვავებას. მახსოვს რაღაც ვიყიდე მაღაზიაში და მეორე დღეს გაზვირებული დამხვდა. გამიკვირდა გუშინ ნაკლები ღირდა მეთქი და გამყიდველმა ჩხუბი დამიწყო გინდა თუ არა განსხვავება გადამიხადე გუშინ შეცდომით ნაკლებად მომიციაო |
Posted by: svanski 11 Mar 2009, 12:54 |
goodrich ძალიან კარგი ქენი რომ დაწერე. ლინკებიც რომ გადაუგზავნო ქსელის ხელმძღვანელობას კარგი იქნება. ჩაუჯდენ და წაიკითხონ, არა ძალიან ბევრი. |
Posted by: emzarnadze 2 Jul 2011, 13:54 | ||
დალოცვილო, მერე არ შეგეძლო დაგებრუნებინა ის გაზქურა? ღირსები იყვნენ გაზქურის დაბრუნების, ეს მათთვის არასასიამოვნო ფაქტი იქნებოდა. მე შენს ადგილას არანაირად არ დავამატებდი, ხელშეკრულების თანახმად შენ უნდა გადაგეხადა ის ტანხა არაც გადაიხადე, ამიტომ მე დავაბრუნებდი და არა თანხას დავამატებდი. |
Posted by: Mama_Basili 2 Jul 2011, 14:05 |
ორი წლის წინანდელი თემა რამ გაგახსენათ |
Posted by: rommma 2 Jul 2011, 14:25 | ||||
დიდი ამბავი, მშვენივრად გაყიდიდნენ ხელმეორედ ახალ ფასში |
Posted by: zgvaidae 7 May 2012, 00:38 |
თემის გახსნის უფლება არა მაქვს, წინა ნიკიც გამიუქმდა, დაპოსტვის უფლებაც არ მქონია და ამიტომ OFF -ით დავაფიქსირებ აზრს თუ დაფიქრებულლხართ, რომ ნაციონალებისა და ოცნების დაპირისპირება ფიზიკურად გამორიცხავს სხვა პოლიტიკური ძალის არსებობას (საარჩევნოდ). მომხრე-წინააღმდეგის ფორმით ეს ყველაფერი გაუგებარ კონგლომერატებს ჩამოაყალიბებს. ხომ არ იქნებოდა უპრიანი სამოქალაქო აქტივობა, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის და საარჩევნო ბარიერის გაუქმების მიზნით. ელემენტალურად არსებობის უფლება მიეცემოდა სხვა ძალებს და ეგებ ცოტა შეერბილებინათ, წინასაარჩევნო თუ პოსტსაარჩევნო ვითარება? მგონი ფიქრად ღირს ვისაც უფლება გაქვთ ეგებ გახსნათ თემა |