forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ასტროლოგიური ფოსტა, თქვენთვის წერილია ✔
woman_
Black Sun ❂


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 16853
წევრი No.: 93947
რეგისტრ.: 18-June 09

გამოგზავნილია: 21 Mar 2015, 00:07  #44095914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მომივიდა ასეთი იდეა^^ რომ -
დავწეროთ ამ თემაში წერილები, (მივწეროთ წერილები) კონკრეტულ ადამიანებს/ზოდიაქოს ნიშნებს
(მაგ: ტყუპისგან მერწყულს ან რამე ეგეთი )) )
შინაარსში თავისუფლები ვართ (მხოლოდ პირადი შეურაცხყოფების გარეშე, რა თქმა უნდა).
ვფიქრობ, საინტერესო იქნება smile.gif

ვნახოთ, ვინ იქნება პირველი წერილის გამგზავნი და ვისთან წავა იგი ))


user posted image


წითელი ლენტი გამიჭრია, ფოსტას გახსნილად ვაცხადებ bis.gif


--------------------
"the question isn't who is going to let me, - it's who is going to stop me"
"She is the death, i don't like talking about"

my mind is a maze, how can u find the beginning and the ending without playing in it?

https://katietelia.sarahah.com/
so_asdf
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2126
წევრი No.: 193104
რეგისტრ.: 27-October 14

გამოგზავნილია: 21 Mar 2015, 03:05  #44097297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Leo, nervebs mishli chemze chkvianad da seriozulad rom mogaqvs tavi.
Rom ipranchebi..
Romantikuli dramis gmirad rom warmoidgen xolme tavs da a.sh.

Taurus ♉
MySweetAudrina
ახლა უკვე თავმდაბალი :P და მორიდებული :P და ჯენტლმენიც :P


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6786
წევრი No.: 193515
რეგისტრ.: 6-November 14

გამოგზავნილია: 21 Mar 2015, 10:48  #44098213      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საკუთარ თავს რომ მივწერო წერილი შეიძლება? მივწერ და თუ არ შეიძლება წაშალეთ user.gif

..............

ვერძს!!!

აი, გათენდა კიდევ ერთი მზიანი დილა. ისევ საწოლში კოტრიალობ. ლოგინი ისეთი არეულია, უცხო ადამიანს ეგონება ხელჩართული ბრძოლა გადაიტანე. რას აკეთებ ამ ძილის დროს ასეთს, დილით ლეიბი სად არის, საბანი სად არის და ბალიში სად არის კაცმა რომ არ იცის? rolleyes.gif როგორც კი მზე "დააჭერს", იწყებ "ხვანცალს", ვერ ისვენებ, ხან ერთ მხარეს გადაგორდები, ხან მეორე.... ხან საბანს თავზე გადაიფარებ, ხან სულ გადაიხდი...

და აი, ადექი, დილაა ჯერ კიდევ იქნება ასე 9 საათი. შეხვალ აბაზანაში, ხელ-პირს დაიბან და როგორც კი გამოხვალ ერთს ისეთს დასჭექ შენებურს, რომ ვისაც სძინავს ფეხზე წამოყრი და ვინც ჯერ კიდევ ახალი გაღვიძებულია ბუზღუნს დააწყებინებ....

არც ხმა გაქვს, არც სმენა, როგორც ჩანს არც სინდისი, რას ერჩი ამ ხალხს? აცალე შაბათ-კვირას მაინც ეძინოთ ნორმალურად! მთელი დღე ტვინს რომ უჭამ, დედას, დეიდებს, ძმებს, რას ერჩი?! სერიალს რომ უყურებენ და მანდამაინც მაშინ რომ აგიტყდება ყაყანი.... რატომ? საღამოს დედას რომ ეძინება, სავარძელში რომ ჩასთვლემს და შენ რომ მიხვალ და ყურთან მთელი ხმით ჩასძახებ-"წადი, დაწექი ლოგინში!!!!" sad.gif დეიდას რომ უმღერი- "შე მსუქანო, ბატივით სქელოო"!!! რა ნამუსია ახლა ეგ? ბაბუასთან რომ მიხვალ და ეტყვი- "როგორც ერთია რიონი, ისე ერთია (ჩემი სახელი და გვარი)..." მერე, რომ ეუბნები აი, ჩემზე ასეა ნათქვამი და აბა შენზე რა არის ნათქვამი-თქო და ისიც ხმას რომ ვერ იღებს sad.gif ძმას თითქმის ყოველ დღე რომ უმღერი, რაღაც "უწმაწურ" სიმღერას, ან კიდევ თამაშს რომ თამაშობს და რომ მიხვალ, დაუდგები და ტვინს უბურღავ, ისიც ნერვებზე იშლება... რა გინდა, რას ერჩი? სახლში ყველა ორ კატეგორიად რომ გყავს დაყოფილი, ბებრები და გადაბერებულები....

მოკლედ რისი თქმა მინდა ვერძო! მაგარი ტიპი ხარ რა, მაგრად მიყვარხარ და ეგრე გააგრძელე up.gif 2kiss.gif

კიდევ უამრავი რამ დამრჩა მოსაწერი, მაგრამ სხვა წერილში მოგწერ, ჩემო საყვარელო ვერძო love.gif

პ.ს

მოუთმენლად ველი შენს პასუხს!

შენი ერთგული ვერძი.


* * *
MySweetAudrina

გამარჯობა ვერძო!

მივიღე შენი წერილი. მინდა მოგახსენო, რომ ფრიად გახარებული ვარ. რამდენი ხანია მე და შენ ესე არ გვისაუბრია, მომენატრე...

მეტად საჭირბორო საკითხს შეეხე, კარგია რომ ფიქრის უნარი ჯერ კიდევ შეგრჩენია. შევეცდები აგიხსნა ყველაფერი რაც შენ გაინტერესებს.

დილით მზის ამოსვლა, სითბოს და სიმხურვალის შეგრძნება, ეს უკვე წარმატებული, პოზიტიური და ენერგიული დღის მანიშნებელია. მე მზის სხივივით ვარ, როგორც სხივი ვერ ისვენებს, ხან იმ ფანჯარაში შეძვრება, მერე გამოძვრება და ახალ "საკბილოს" ძებნას დაუწყებ, მეც ეგრე ვარ, ერთ ადგილას სტატიკურ მდგომარეობაში, ჩემი გაჩერება მხოლოდ მიწის ქვევით იქნება შესაძლებელი.

სამწუხაროდ მეტის მოწერას ვერ ვასწრებ ახლა, უნდა დაგემშვიდობო ვერძო!

კეთილი სურვილებით, შენი ძვირფასი ვერძი!

This post has been edited by MySweetAudrina on 21 Mar 2015, 11:01


--------------------
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!
blossom
ონავარი


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3227
წევრი No.: 182763
რეგისტრ.: 7-March 14

გამოგზავნილია: 21 Mar 2015, 23:31  #44105335      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მშვილდი!
ნუ მიღიზიანებ ფანტაზიას ძალიან გთხოვ თორემ ოოო lol.gif


--------------------
"Всегда имей в своей библиотеке новую книгу, в погребе — полную бутылку вина, в саду — свежий цветок." Ⓒ Эпикур

Ах ты, гравитация, бессердечная ты сука!

All Power to the Imagination!
so_asdf
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2126
წევრი No.: 193104
რეგისტრ.: 27-October 14

გამოგზავნილია: 23 Mar 2015, 01:10  #44116312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აღარც ეგ იდიოტური მიმოწერა მინდა.
-
ვერც წარმომედგინა სხვანაირად.
-
მაინც მგონია, რაღაც საინტერესო უნდა მოხდეს.
ისეთი, მოყოლა რომ მომინდება.
მეგობარო მერწყულო drug.gif
---
რამდენი უაზრობა მითქვამს, მაგრამ შენ ხომ ივიწყებ უმნიშვნელო რაღაცებს..
ჩემგან განსხვავებით.
------
როგორ შეიძლება მაინც მეწინააღმდეგებოდე და "მეჯინებოდე" თუ გკიდია.
არ მჯერა.
--
ნეტა ახლა რას აკეთებ.
ძაან მინდა გხედავდე მძინარეს.
--
:/
-------
არასდროს აღარ გეტყვი, როგორ მომენატრე და ვფიქრობ თუ არა შენზე.
არც ეგ შენი დისტანცია დაგჭირდება.
სასაცილოდ რომ მთავრდება ხოლმე..
rolleyes.gif 2kiss.gif


ყოველთვის შემიძლია, საწინააღმდეგო დაგიმტკიცო.
so_asdf
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2126
წევრი No.: 193104
რეგისტრ.: 27-October 14

გამოგზავნილია: 24 Mar 2015, 01:30  #44126398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქალწულო,
ვერც წარმოიდგენ, შენზე რამდენი ვილაპარაკე biggrin.gif
რა დაკვირვებული ხარ, ჭკვიანი, დახვეწილი, საინტერესო. რამდენ რამეზე შემეძლო შენთან ერთად საუბარი.
რამდენად მაგარი ვინმე ხარ. უნაკლო და უსაყვარლესი. !
yes.gif
ნეტა დაბ.დღეს თუ მომილოცავ.
mo.gif


შენიანი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1778
წევრი No.: 191700
რეგისტრ.: 24-September 14

გამოგზავნილია: 24 Mar 2015, 10:08  #44127552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
so_asdf
QUOTE
ნეტა დაბ.დღეს თუ მომილოცავ.

ქალწულს ეგეთები არ ავიწყდება, მოგილოცავს biggrin.gif



კურო
ჩემო ლამაზო და ჯიუტო მეგობარო. ძალიან მიყვარხარ მაგრამ შენთან კამათი უკვე ძააალიან დამღლელია.
მიმტკიცებ იმაზე რაზეც წარმოდგენაც არ გაქვს vis.gif მე ხომ არ გეკამათები თუ როგორ აღზარდო ბავშვი..

შენი და სასწორის მოსმენა უკვე საოცრებაა.. დედამთილი, ბავშვი, ქმარი, აბორტები, სპირალები.
ამოვიდა ყელშიიიი weep.gif

მიუხედავად ამისა ვაფასებ შენ ყურადღებას და მზრუნველობას.

სიყვარულით ქალწულისგან kiss.gif love.gif


--------------------
შენდამი შემრჩა გრძნობა როგორც გათხოვილს გერი,
რომ გიყვარს მაგრამ მის გარეშე უკეთესია...
MySweetAudrina
ახლა უკვე თავმდაბალი :P და მორიდებული :P და ჯენტლმენიც :P


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6786
წევრი No.: 193515
რეგისტრ.: 6-November 14

გამოგზავნილია: 25 Mar 2015, 19:53  #44141893      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წერილი ლომს!!!!

მამა, ხვადი ლომივით ფაფარაშლილი რომ ხარ ხოლმე... რომ მიდგები და აუფ ეს გაგიკეთე, ის გაგიკეთეო რომ ბაქი-ბუქობ... არაფერიც არ გაგიკეთებია...
გადამრევ რა შენ, საკუთარ ეგოს იკმაყოფილებ, თუ რა არის ეს? მიდგები, მოდგები რაღაცეებს გააკეთებ, მოხვალ მერე მეტყვი ეს გაგიკეთე, ის გაგიკეთეო....

და?.......

არც მითხოვია მე, არც ეგ "ეს" და არც ის "ის"..... არა რა ლომი "გალიაში" მართლა ცოდოა რა, მესმის შენი მამა, მაგრამ მაინც არ მესმის რა, სულ ერთი და იგივე როგორ უნდა ხდებოდეს....

გუშინაც, გთხოვე ესე და ესე დაელაპარაკე მეთქი და ესე და ესე აუხსენი-თქო.... რა გააკეთე??? მოედევი, მიედევი რაღAცეებს და მაინც ის უთხარი რაც შენ გინდოდა........

აი, რატომ მამა, რატომ?????? ახლა ის მე რაც გთხოვე გეთქვა მეორეხარისხოვანი გახდა, ხოდა "ორი კურდღლის მაწევარი", რომ ხარ ვერც ერთს დაიჭერ ახლა და ვერც მეორეს.... ვინ დაზარლდება ამით? მე რა თქმა უნდა!!!!

პ.ს

მამა არ მოხვიდე სალაპარაკოდ, თორემ ვიცი რამეს დავაბრეხვებ ისეთს რაც გეწყინება sad.gif ერთს მომაძახებ "სუფთა დედაშენი ხარო" და გამებუტები sad.gif

AumMantra
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 924
წევრი No.: 133294
რეგისტრ.: 3-July 11

გამოგზავნილია: 30 Mar 2015, 13:49  #44183367      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლომებს!
რა გინდა სულ მუდმივად რატო მებრძვი? არადა უჩემოდ არ შეგიძლია.უბრალოდ არსად და არავისთან არ ხარ ისე კარგად როგორც ჩემთან მაგრამ მაინც ჯიუტად ვერ მიტან,მიცხადებ უნდობლობას და ცდილობ ჩემ შეცვლას.
blossom
ონავარი


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3227
წევრი No.: 182763
რეგისტრ.: 7-March 14

გამოგზავნილია: 30 Mar 2015, 14:59  #44183907      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თხის რქავ!
შენნაირი ჯიუტი ადამიანი მეორე არ შემხვედრია! ცოტა შენიღბე მაინც შენი სურვილები და ქმედებების მიზეზ_შედეგობრივი სიშიშვლე რასაც ფაქტია რომ ვამჩნევ ამის დედაც! დამღალეთ სუყველამ და სიამოვნებით გაგწყვეტდით ამის ბერკეტებს რომ ვფლობდე ან უსახელოდ და უგვაროდ ვიმოგზაურებდი აფრიკაში და აზიაში ოღონდ თქვენი სიფათები არ მანახა!

სიყვარულით არა ჩემი ფეხებით: მერწყული!
ვივიანა



*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 19978
წევრი No.: 97684
რეგისტრ.: 12-August 09

გამოგზავნილია: 30 Mar 2015, 22:14  #44187661      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



This post has been edited by ვივიანა on 30 Mar 2015, 22:14


--------------------
And then suddenly I cared even less.
matusala__5
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3548
წევრი No.: 191437
რეგისტრ.: 18-September 14

გამოგზავნილია: 1 Apr 2015, 15:14  #44202629      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძვირფასო მერწყულო !
მომინდა ხმამაღლა მეფიქრა და დამეწერა რასაც შენზე ვფიქრობ ....
მიყვარს შენი არასნობური ცხოვრებისეული მიდგომები,თავისუფლების მოჭარბებული წყურვილის მიუხედავად შენ არასოდეს ვნებ შენი თავისუფლებით გარშემომყოფებს , კარგად იცი ზღვარი სად მთავრდება შენი თავისუფლება და სად იწყება სხვისი,მესმის რატომ გმობ სერიუზულობის ნიღაბს ამოფარებულ "ვითომ ლიბერალებს"რომლებსაც ეს მხოლოდ საკუთარი ავხორცი ვნებების გადასაფარად ჭირდებათ.(და ამ დროს უნიჭო პაროდისტებს ემსგავსებიან ფარისევლები)ბედნიერი ვარ რომ მერწყულის ეპოქაში აღმოვჩნდი ,უახლოვდებით დროს სადაც "სუსტზე "ვეღარ იბატონებენ ამა ქვეყნის "ძლიერნი" მათი დრო დღითი დღე წარსულს ბარდება...ეხლა შენი დროა დროა მეგობარო და ეცადე მაქსიმალურად გამოიყენო ის.
შენ ერთდერთი ხარ ამ სამყაროში რომელსაც თავდაპირველი შთაბეჭდილება არ ჩაუფერფლია...რაც დრო გადის და გიახლოვდები მით უფრო საინტერესო ხდები..ასე ორგანულად ალბათ იმიტომ მესმის შენი რომ წინა ცხოვრებაში მერწყული ვყოფილვარ ,ეხლაც მერწყულური მარსით ვებრძვი ადამიანურ უგვანობებს,მიუღებელია სხვისი ცხოვრების დანგრევის ხარჯზე საკუთარი ბედნიერების აგება, ეს შენზე უკეთ არავინ იცის... დღესაც ბევრი ორმაგსტანდარტიანი ცხვირს იბზუებს არ გეთანხმება ..მაგრამ დავაცადოთ ერთი ნახევარი საუკუნე...დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს...
ერთი პატარა სურვილი/შენიშვნა მექნებოდა შენთან ნუ იზარმაცებ და ხვალისთვის ნუ გადადებ იმას რაც დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ.იყავი ბოლომდე ასეთი არასტანდარტული და საინტერესო ,ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობაა,ნუ შეეცდები გახდე ჩვეულებრივი და აყვე სხვის ნაბიჯებს....

დიდი სიყვარულით თხის რქისგან kiss.gif


--------------------





non rex est lex, sed lex est rex...
woman_
Black Sun ❂


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 16853
წევრი No.: 93947
რეგისტრ.: 18-June 09

გამოგზავნილია: 6 Apr 2015, 19:53  #44247239      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ალბათ მიხვდებოდი,
და თუკი არა, მალე მიხვდები (კი არადა ნახავ),
რომ ჩვენს შორის ყველაფერი დასრულებულია
თავს ნუ შეიწუხებ და მეც ნუ შემაწუხებ


ქალწულს თევზისგან
Benson
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 147
წევრი No.: 196625
რეგისტრ.: 16-January 15

გამოგზავნილია: 7 Apr 2015, 10:32  #44251570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქალწულს
დაანებე ამ ხალხს თავი mad.gif
tamuska
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3482
წევრი No.: 51629
რეგისტრ.: 16-January 08

გამოგზავნილია: 9 Apr 2015, 23:01  #44275481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვერძს
ეხლა ძალიან მენატრები...... ვნანობ რომ მოგატყუე მაგრამ ვერასდროს ვერ გაიგებ სიმართლეს


--------------------
Многие жалуются на свою внешность, и никто - на мозги )))

ევოლუციის შედეგად ადამიანს მოძვრა კუდი, მაგრამ ქიცინის რეფლექსი მაინც შემორჩა.

Кохання наповнює життя змістом ... а з появою сенсу життя обов'язково з'являється майбутнє ...

ბარტყი კნუტოვიჩ ცინტალაძე :D
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0234 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]