forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სიდრი, ვაშლის ღვინო. გავაცოცხლოთ.
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4227
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 00:51  #52099478      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Positano
QUOTE
მაგრამ მაგას აყენებენ იქ სადაც ყურძენი არ მწიფდება

რატო? საფრანგეთში და ესპანეთშია გავრცელებული.


--------------------
არა არს დაფარულ...
Positano
si


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 323
წევრი No.: 240001
რეგისტრ.: 24-January 18

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 01:15  #52099666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Perfecto_77
QUOTE
რატო? საფრანგეთში და ესპანეთშია გავრცელებული.

ზუსტად, იგივე საფრანგეთის ან ესპანეთის რეგიონებში, სადაც მევენახეობა შეუძლებელია - ნორმანდია, ბრეტანი, გალისია ან ჩრდილოეთ ბასკეთი...


--------------------
Amapola, lindisima amapola
No seas tan ingrata
Mirame
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4227
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 11:41  #52100852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Positano
QUOTE
ზუსტად, იგივე საფრანგეთის ან ესპანეთის რეგიონებში, სადაც მევენახეობა შეუძლებელია - ნორმანდია, ბრეტანი, გალისია ან ჩრდილოეთ ბასკეთი...


ახლა გასაგებია.

საქართველოშიც ბევრი ადგილია სადაც ყურძენი არ მწიფდება, ან, ყოველ შემთხვევაში ხარისხიანი ღვინო ვერ იწარმოება. მაგალითად ზღვის დონიდან 900-1000 მეტრიდან ხარისხიანი ყურძენი ვეღარ ხარობს, მაგრამ საუკეთესო ხეხილის ბაღები შეიძლება გაშენდეს. სიდრი მანდ მისწრება იქნება, სამწუხაროა რომ სიდრის კულტურა ჩვენში თითქმის არ არსებობს. ასევე პერიც (მსხლის ღვინო) და იგივე ეს კალვადოსი ძალიან გაამდიდრებდა ქართული სასმელების სორტიმენტს, ქართულ კულინარიას და რაც მთავარია მეურნეობას და აგროწარმოებას smile.gif
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4227
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 26 Oct 2019, 11:23  #55408958      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავამზადე სიდრი როგორც იქნა


დავწერ როგორ დავამზადე
ჯერ გავრეცხე ვაშლი
user posted image

მოვამზადე ემალირებული ქვაბი (ლითონის ქვაბები არ შეიძლება როგორც ვიცი, მჟავასთან რეაქციაში შედის, ამიტომ ემალი ბევრად სუფთა და უსაფრთხოა)
user posted image

დავიწყე წვენსაწურში გატარება
user posted image

user posted image

ორნაირი ვაშლი მქონდა, ერთი წითელი, მეორე - ცოტა მომწვანო-მოყვითალო. ორივეს წვენი სხვადასხვა ქვაბში მოვათავსე და თითო ჭიქა ახალი ღვინო ჩავასხი, რომ დუღილში მიხმარებოდა
user posted image

დუღილი მეორე დღესვე დაიწყო, რამდენიმე დღეში უკვე ასე გამოიყურებოდა
user posted image

წითელი ვაშლის წვენი აგრესიულად დუღდა და ერთ კვირაში უკვე შეწყვიტა დუღილი, სიტკბო აღარ ჰქონდა და გადავწყვიტე გადმოღება. სასიამოვნო გემო და არომატი აქვს, ფერიც კარგი აქვს. დაახლოებით 4 ლიტრი წვენი ღვინო გამომივიდა. ქვაბის ძირში ჩვეულებრივ, ასეთი ლექი დატოვა
user posted image

საბოლოო პროდუქტი
user posted image

user posted image

user posted image

თუმცა, მთლად საბოლოო არც ესაა, რადგან ახლა ეს უნდა დაიწმინდოს. მერე ერთხელ გადავიღებ, ლექიდან მოვხსნი და იქნება კამკამა სითხე (იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში biggrin.gif )

მეორე ნაწილი (მოყვითალო ვაშლის წვენი) ჯერ კიდევ აგრძელებს ფერმენტირებას.

Bryan
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 214
წევრი No.: 253171
რეგისტრ.: 12-October 19

გამოგზავნილია: 26 Oct 2019, 11:30  #55408982      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Perfecto_77
up.gif

გაზი ბუნებრივად აქვს თუ მრე გაზავენ?
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4227
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 26 Oct 2019, 11:43  #55409018      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bryan
QUOTE
გაზი ბუნებრივად აქვს თუ მრე გაზავენ?

არ აქვს გაზი. არსებობს შამპანურის მსგავსი სიდრიც (უფრო სწორად სადღაც ლუდსა და შამპანურს შორისაა გემოთი), მაგრამ მე ასე დავაყენე, ქართულ გემოზე რა biggrin.gif

Bryan
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 214
წევრი No.: 253171
რეგისტრ.: 12-October 19

გამოგზავნილია: 26 Oct 2019, 11:50  #55409045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Perfecto_77
ჰოო, მე გაზიანები მაქვს დალეული და smile.gif
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4227
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 26 Oct 2019, 12:29  #55409152      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bryan
QUOTE
მე გაზიანები მაქვს დალეული და

ალბათ ვაშლის ჯიშებზე და დამზადების მეთოდებზეა დამოკიდებული. საქართველოში პრობლემა ისაა, რომ ქართულ ენაზე, ქართულ ინტერნეტ სივრცეში შესაბამისი მასალა ფაქტიურად არ არსებობს სიდრის შესახებ. ამიტომ ძალიან შეზღუდული ვიყავი და გადავწყვიტე პირდაპირ, მარტივი წესით დამემზადებინა, ისე, როგორც ყურძნის ღვინოს ვამზადებთ ხოლმე.

მაგრამ მემგონი მაინც ნორმალური შედეგი მივიღე. გააჩნია ახლა როგორ დაიწმინდება და რა გემოს მიიღებს. იმედია არ აიმღვრევა და არ გამიფუჭდება.

max-14
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3399
წევრი No.: 104227
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 29 Oct 2019, 19:31  #55421524      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მემგონი მაინც ნორმალური შედეგი მივიღე

up.gif
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4227
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 16 Nov 2019, 14:42  #55487329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Perfecto_77 @ 26 Oct 2019, 11:23 )


user posted image


ეს დაიწმინდა და ახლა ასეთი სახე აქვს bis.gif

user posted image

ასეთი ძალიან მაგარიგემო თუ ექნებოდა ამ სასმელს, არ მეგონა. bis.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0225 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]