ისე პირველი პრობლემა რაც თბილისში დგას კერატინებთან დაკავშირებით ეს არის ის რომ ახალი თაობის ქიმიურ გასწორებას არქმევენ კერატინით გასწორებას (მაგ. Schwarzkopf-ის Glatt ან KEUNE-ს ქიმიური დახვევა-გასწორების სერია).
არადა ისევ ის მასალაა უბრალოდ კერატინის შემცველობით, ისევე როგორც ბევრ შამპუნში და ა.შ. თავდაპირველად თმისთვის მიყენებული ზიანი ამ კერატინის დანამატის ხარჯზე ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა დროთა განმავლობაში იგივე შედეგამდე მიგიყვანთ, როგორც ძველებური ქიმიური გასწორება.
იმის გარკვევა თუ რომელი პროდუქტით გისწორებენ თმას მარტივია - პროცედურის პრინციპი კერატინის შემთხვევაში არის მარტივი
-გბანენ თმას სპეციალური გამწმენდი შამპუნით
-შემდეგ ან პირდაპირ, ან ნაწილობრივ გამშრალ თმაზე ხდება კერატინის წასმა
-აჩერებენ კერატინს თმაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში
-შემდეგ თმას აშრობენ და ასწორებენ 220 გრადუსამდე გაცხელებული უთოთი.
ეს არის და ეს. შემდეგ ან იმ დღესვე გბანენ თავს (მე სადაც ვიკეთებ ასე მიწევს) ან გიწევთ სამი დღის მოცდა დაბანამდე.
რაც შეეხება ქიმიურ გასწორებას - აქ პროცედურის დროს სხვადასხვა პროდუქცია გამოიყენება, განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება რომ ბოთლებზე არ ეწეროს შემდეგი სიტყვები "NEUTRALIZER" "LOTION" "PERM"
ესენი აუცილებლად ქიმიური პროცედურის კომპონენტებია.
კიევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ნამდვილ კერატინს, ქიმიისგან განსხვავებით, გააჩნია ერთი ტიპის პროდუქტი როგორც ბუნებრივი ასევე შეღებილი და გაღიავებული თმისთვის და არ აზიანებს მას. ერთადერთი შემთხვევაა ის როცა თმა ისეთ დონეზეა დაზიანებული რომ ის უთოთი გასწორებისას შესაძლოა დაიკლაკნოს - ამ შემთხვევაში სტილისტი წესით პროცედურას არ ჩაატარებს.
ვიცი ხანგრძლივი პოსტი გამომივიდა მაგრამ გირჩევთ ყველამ წაიკითხოთ სანამ ამ პროცედურას ჩაიტარებთკიდევ ერთ პოსტს დავწერ შემდეგ, რადგან ბუნებრივ კერატინებშიც არის ჯანმრთელობისთვის საზიანო დაბალხარისხიანი პროდუქცია და მაგაზეც დაგაკვალიანებ
ColD პმ-ში მოგწერთ