Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ფანტასტიკა


Posted by: 4L3X 7 Dec 2017, 16:41
user posted image

დიდი ხანია კაცობრიობას აწუხებს კითხვები რა იქნება შორეულ მომავალში, რა იქნებოდა რომ რაღაცა მომხდარიყო ან არ მომხდარიყო წარსულში, როგორი იქნებოდა პარალელური რეალობები. ამ კითხვების ფუნდამენტზე შეიქმნა ლიტერატურაში, კინომატოგრაფიაში, თეატრში, ფერწერაში და სხვა ხელოვნების ფორმებში სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი, მისტიკა, ჰორორი და ა.შ რომლებიც თავისმხრივ კიდევ მრავალ განშტოებათ იტოტება.

ზოგი ფიქრობს რომ ეს ჟანრები მხოლოდ XVII-XIX საუკუნეში წარმოიშვა თუმცა შეუძლებელია ამ ჟანრების პრეკურსორების უგულვებელყოფა. ყველაზე პირველ ფანტასტიკურ ნაწარმოებათ ითვლება ყველაზე პირველი დაწერილი ეპოსი, "გილგამეშიანი" (ჩვ. წ. აღრ-მდე 2150-2000 წელი). ძველი ინდური ეპოსებში "რიგვედა" (1700-1100 წ ჩვ. წ. აღრ-მდე) და "რამაინა" (V-IV სს ჩვ. წ. აღრ-მდე) მოთხრობილია ცაში მფრინავ აპარატებზე, წყალქვეშა ნავებზე, და კოსმოსური ხომალდებზეც კი. ნახსენებია იარაღები რომლებიც მიწასთან ასწორებდა ქალაქებს. ხოლო "მაჰაბჰარატა"-ში (ჩვ.წ. აღრ-მდე) პერსონაჟი მიფრინავს ზეცაში ბრაჰმასთან სასაუბროთ და როდესაც უკან დაბრუნდება აღმოაჩენს რომ მრავალ საუკუნეს ჩაუვლია უკვე. ამ წიგნის ავტორი სულ მცირე ინტუიციურად მაინც გრძნობდა სინათლის სიჩქარით ფრენის შედეგებს.

user posted image

ძველ ბერძენ ავტორს არისტოფანეს ორი ნაწარმოები აქვს რომლებშიც ის მოგვითხრობს თუ როგორ იმგზავრა მფრინავი ხომალდით "ღრუბლები" (423 ჩვ. წ. აღრ-მდე) და "ფრინველები" (414 ჩვ.წ.აღრ-მდე). ანტიკური ხანის ნაწარმოებებიდან არ შეიძლება გამოვტოვოთ პლატონის ნაწარმოებებში "ტიმეუსში" და "კრიტიასში" ნახსენები ატლანტიდაც, ატლანდტიდელები უგანათელებულესი და ძალიან დაწინაურებულები იყვნენ. ატლანტიდას დაღუპვაც ეპიკური დასასრულია. ოვიდიუსის "მეტამორფოზა" (ჩვ. წ. აღრ-ით 8 წელი). ძალიან საინერესოა II საუკუნის ავტორის ლუციანე სამოსატასელის ნაწარმოები "ნამდვილი ისტორია" Vera Historia სადაც გმირები ჯერ ჰიბრალტარის სრუტეს ცდებიან და ატლანტიკის ოკეანეში ხვდებიან კუნძულზე ხოლო შემდეგ ქარიშხალი მათ მთვარეზე ატყორცნის და აქ იწყება უკვე თითქმის თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკა: პირველი კონტაქტი, მთვარის და მზის ხალხების კოსმოსური ბრძოლა ვენერას ხელში ჩასაგდებად და ა.შ.

ყველასათვის ცნობილი "ათასს და ერთ ღამეში" გვხვდებიან რობოტები, აუტომატონები, უცხო სამყაროებში მოუგზაურობა, უტოპიური საზოგადოებები, წყალქვეშ გონიერი არსებების ყოფნა და ა.შ. შუა საუკუნეების ევროპულ ლიტერატურაშიც არის ნახსენები აუტომატონები და რობოტები. სანამ შუა საუკუნეებს გავცდებოდე და ადრეულ თანამდეროვე ერას მივადგებოდე მინდა 1-2 სიტყვით დავწერო ფანტასტიკის ქვეჟანრზე ალტერნატიულ ისტორიაზე. ჩვ. წ. აღრ-მდე I საუკუნეში გამოჩენილმა რომაელმა ისტორიკოსმა ტიტუს ლივიუსმა დაწერა Ab Urbe Condita Libri სადაც ერთ ნაწილში აღწერილია ალექსანდრე მაკედონელის ალტერნატიული ლაშქრობა. ალექსანდრე აღმოსავლეთში კი არა არამედ დასავლეთში ლაშქრობს და აღწევს იტალიამდე სადაც რომაელები მას რათქმაუნდა დაამარცხებენ. მეორე ნაწარმოები დაწერილია 1490 წელს Tirant lo Blanch სადაც ბრიტანელი რაინდი ჩადის ბიზანტიაში, ხდება დიდი თავადი და ამარცხებს თურქებს და ამით გადაარჩენს კონსტანტინოპოლს და ბიზანტიის იმპერიას. ჰომეროსის "ოდისეა" და "სინდბად ზღვაოსანი" შეგვიძლია მივიჩნიოთ "დაბალი ფენტეზის" წინამორბედებათ.

გადავინაცვლოთ XVI-XVIII საუკუნეებში. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ტომას მორის "უტოპია" (1516) სადაც აღწერილია ერთ კუნძულზე მცხოვრები იდილიური საზოგადოება, ჟანრი უტოპია და მისი ანტიპოდი დისტოპია სწორედ მორის ნაწარმოებიდან მოდის. XVII საუკუნის შუა ხანებში ბევრი ნაწარმოები დაიწერა მთვარეზე მოგზაურობის შესახებ ყველა მნიშვნელოვანები არიან იოჰან კეპლერის Somnium (1634) რომელიც კარლ საგანის და აიზეკ აზიმოვის აზრით სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის პირველი წიგნი იყო. სულ მალე მას მოყვა ფრენცის გოწინის "კაცი მთვარეზე" (1638) და სირანო დე ბერჟერაკის "მთვარის სამეფოთა და იმპერიათა კომიკური ისტორია" (1656) რომელიც ნასაზრდოებია ლივიუსის "ნამდვილი ისტორიის" მიერ. ამავე დროშია დაწერილი ვილიამ შექსპირის "ქარიშხალი" (1610) ჯონათან სვიფტის "გულივერის მოგზაურობები" (1726) და ვოლტერის Micromégas (1752)
თუ XVII საუკუნეში პოპულარული იყო თემა მთვარეზე მოგზაურობის შესახებ XVIII საუკუნეში უკვე დედამიწის ცენტრში მგზავრობა იპყრობს ხალხის წარმოსახვას. სიმონ ტისო დე პატოტის La Vie, Les Aventures et Le Voyage de Groenland du Révérend Père Cordelier Pierre de Mésange (1720), ლუდვიგ დე ჰოლბერტის "ნილს კლიმის მიწისქვეშა მოგზაურობები" (1741) და ჯაკომო კაზანოვას Icosameron (1788) ამ თემას ეხება.

user posted image

1818 წელს, მერი შელის მიერ შექმნილ ფრანკენშტეინს შეგვიძლია თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის საფუძველი ვუწოდოთ. "ფრანკენშტეინი, ანუ თანამედროვე პრომეთე" შეიცავს როგორც წმინდა საი-ფაი, აგრეთვე საშინელებათა და გოთიკურ ელემენტებს. მერი შელის ქმნილება დღემდე ჟანრის კლასიკად რჩება და მრავალ სხვა ავტორზე ახდენს გავლენას.
მე-19 საუკუნის შუა პერიოდში კი, უკვე ჩნდება სტივენ კინგის ლიტერატურული მამა, ჰორორის ფუძემდებელი და ჟანრის ამერიკური ლიტერატურის კალაპოტში ჩამყენებელი - მისი უდიდებულესობა ედგარ ალან პო, რომლის ნაშრომებიც ძირითადად მაინც ჰორორის ტიპისაა.

user posted image

რაც შეეხება, კონკრეტულად სამეცნიერო ფანტასტიკას, რომელიც ამ პერიოდში უფრო და უფრო იმატებდა მკითხველებს, უდავო მოთავე და დღემდე ერთ-ერთი საუკეთესი "ფანტასტი" გახლდათ ფრანგი „ჯადოქარი“ - მუსიე ჟიულ ვერნი, რომელზეც, მართალია პომ დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა ვერნმა თავისი მწერლობა უფრო სხვა კუთხით წაიყვანა, ვიდრე ეს ბნელი მისტიკურ-გოთიკური სიუჟეტები იყო. ერთი მხრივ, ჟიულ ვერნი ითვლებოდა და დღემდე ითვლება საბავშვო ლიტერატურის მწერლად, თუმცა მის მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევები ტექნიკურ დარგში, და ამავე ტექნიკის სამომავლო განვითარების წინასწარმეტყველებები, რომლებიც ერთიანად შერწყმული იყო უმარტივესად გადმოცემულ მხატვრულ სიუჟეტებთან, ნამდვილად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის, როგორც კერძო ჟანრის (გამოცალკევებული სათავგადასავლო ლიტერატურიდან) დამაარსებელი, სწორედ ჟიულ ვერნი გახლავთ. აღნიშვნის ღირსია მისი პირველი რომანი - Paris au XX ième siècle (პარიზი მეოცე საუკუნეში), რომელიც 1863 წელს დაიწერა, თუმცა 1994 წლამდე გამოცემა არ "ეღირსა". ნაწარმოები მოგვითხრობს შორეული 1960 წლის მოვლენებს, რომლებშიც უდიდესი როლი აქვს ავტომობილებს, ელექტრონულ პლატფორმებს, კომპიუტერის-მსგავს საბანკო დანადგარებს და ა.შ.

user posted image

ფრანგების დარად, არც ინგლისელები უჩიოდნენ ფანტაზიას. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთი მოიცვა "ფანტასტიკური ლიტერატურის ბუმმა". ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია დღევანდელი ჰალკის წინამორბედი - რობერტ ლუი სტივენსონის "დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი", აქვეა დიდი ჰერბერტ უელსი, რომელმაც ჟიულ ვერნის კვალს გაყოლა არჩია და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაიბუდა. უელსის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებიეა - "დროის მანქანა", "სამყაროთა ომები", "უჩნარი კაცი" და "პირველი ადამიანები მთვარეზე". სათაურებიდანაც კი ჩანს, რომ უელსი დიდ მწერალთან ერთად დიდი ფუტურისტიც იყო და მისი იდეების ნაწილი დღეს უკვე განხორციელებულია. ნაწილი კი, თავის დროს ელოდება. (მაგალითად გამაუჩინარებელი ხსნარი).

შეუძლებელია ვილაპარაკოთ XX საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურაზე და არაფერი არ ვთქვათ ჩეხ მწერალზე კარელ ჩაპეკზე რომელმაც მოიფიქრა სიტყვა "რობოტი" მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია R.U.R. (Rossumovi Univerzální Roboti) (1920) ხოლო მეორე "ომი სალამანდრებთან" (1936) ორივე ნაწარმოები მოგვითხორბს იმაზე თუ როგორ იმონებს ადამიანი ერთ შემთხვევაში არა ადამიანებს და რა შედეგები მოსდევს შემდეგ ამას.

XX საუკუნის დასაწყისმა, ევროპული იმპერიების ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოშლამ, I მოსფლიო ომის სისატიკემ, შაუბრალებელი ტოტალიტაული რეჟიმების (ფაშიზმის და კომუნიზმის) აღმოცენებამ, ახალი დიდი ომის მოლოდინმა კაცობრიობაში მომავლისადმი შიში და უნდობლობა გააჩინა. ამ დროს მხრები გაშალა ახალმა ქვეჟანრმაც "დისტოპია". თუ უტოპია ხვალინდელ დღეს იმედიანად უყურებს დისტოპია უიმედოთ და შიშით არის მისდამი განწყობილი. ამ ჟანრის უდავო მამამთავრად ითვლება ევგენი ზამიატინის "ჩვენ" (1920) მაგრამ ჟანრს ნამდვილი წარმატება მოუტანა ოლდოს ჰაქსლის "მამაცი ახალი მსოფლიო" (1932) დაჯორჯ ორველის "1984"-მა (1949).

1945 წელს ხიროსიმას და ნაგასაკის სრული განადგურება 2 ატომური ბომბით და შემდეგ ორი ზესახელმწიფოს აშშ-ს და სსრკ-ს ბირთვული დაპირისპირება ცივ ომში შესანიშნავი ნიადაგი აღმოჩნდა პოსტ-აპოკალიფსის ჟანრისათვის. როგორი იქნება ცხოვრება მას შემდეგ როდესაც ატომური ბომბები წვიმასავით წამოვა? მოკლე პასუხია საშინელი თუ საერთოდ შესაძლებელი იქნება. გრძლათ ამ კითხვაზე პასუხს ხელოვნების ყველა ჟანრმა სცადა პასუხი გაცემა. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადრინდელი ნაწარმოები ამ ჟანრის არის ამერიკელი ლეი ბრაკეტის "გრძელი ხვალინდელი დღე" (1955) ხოლო ყველაზე უფრი ახალი რაც მახსენდება არის ანდრეი გლუხოვსკის მეტროს ტრილოგია.

1950-იანებში ასპარეზზე გამოდის დიდი ავტორი აიზეკ აზიმოვი. თუ ჩაპეკის გავლენით ათწლეულების განმავლობაში როტოტები რკინის ურჩხულებად გამოყავდათ რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანებს აზიმოვმა კარგათ შეგვახედა რობოტების აზროვნებაში და გვანახა რომ რაც რობოტების ბოროტებად აღვიქვმადით იყო მხოლოდ მათი ცივი ანგარიშიანი გონების არასწორი აღქმა. რობოტების თემის გარდა აზიმოვმა თავი კოსმოსური იმპერიებითაც გაითქვა თავის ნაწარმოებთა სერიაში "Foundation" და "Galactic Empire"
სწორედ ამავე დროს ჯორჯ ტოლკინი სრულიად ცვლის ფენტეზის ჟანრს და გამოსცემს მის "ბეჭდების მბრძანებელს" ფენტეზი იყო ტოლკინმანდე და მის შემდეგ. თუ ტილკინამდე ფენტეზი იყო უბრალოდ ზღაპართა კრებული. ჯორჯმა შექმნა უზარმაზარის თვითმყოფადი სამყარო თავისი ისტორიით, ენებით, რელიგიებით და ა.შ ელფები, გნომები, დვარფები, ორკები და ა.შ ჯადოსნური არსებები რომლესაც ჩვენ ვხედავთ იგივე წიგნებში, ფილმებში, თამაშებში და ა.შ არიან "ბეჭდების მბრძანებლიდან" აღებული არქეტიპების გადმომღერბები. კლაივ ლიუის არ გაუმართლა რომ იგივე დროში მოუწია მოღვაწეობა. მისი "ნარნია" ასევე ითვლება საკულტო ფენტეზით მაგრამ ის ყოველთვის მეორე იქნება.

1960-1980 წლები იყო ჩემი აზრით სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ოქროს ხანა ამ წლებში დაიწყეს წერა რობერტ ჰაინლაინმა, არტურ კლარკმა, ურსულა ლე გუინმა, როჯერ ზელაზნიმ, ფრენკ ჰერბერტმა, ფილიპ დიკმა, ლარი ნივენმა, ფრედერიკ პოლმა, ჯერ ჩვენთან დაუფასებელმა კლიფორდ სიმაკმა და სამუელ დელანიმ. მათ აღწერეს კოსმის უკიდეგანობა, ხელოვნურად შექმნილი მსოფლიოები, გამოიკვლიეს საზოგადოების და ინდივიდის ადგილი შორეულ მომავალში. ამ დროში ფანტასტიკა სრულიად არაფრით არ იყო შეზღუდული არც ფანტაზიით და არც ძველი იდეების გადაღეჭვით. ყველა მხარეზე გაბედულად ფართოვდებოდა და დეტალურად იკვლევდა უმცირესსაც კი. ყველაფერი ახალი იყო მაშინ, ყველა მხარეს გამოუკვლევი ჰორიზონტები მოჩანდა.

1980 წლიდან იწყება კიბერპანკის ერა. ყოველდღიურ ცხოვრებაში კომპიტერების უფრო და უფრო გამოჩენამ ბიძგი მისცა ამ ჟანრის აღმასვლას. ამ ჟანრის opus magna-თ ითვლება ვილიამ გიბსონის Neuromancer რომელიც სულ მალე ქართულადაც ითარგმნება. მე პირადათ ვერ ვიტან ამ წიგნს, და მის გამო სრულიად ხელი ჩავიქნიე გიბსონზეც და მთლიანად კიბერპანკის ჟანრზე.

user posted image

1990-ანებიდან მოყოლებული სამეცნიერო ფანტასტიკაში პატარა კრიზისია. არის გამონათებები აქა იქ მაგრამ მთლიანობაში ეპოქის შემქმნელი ავტორები და ნაწარმოებები არ ჩანს. სულ სხვანაირად არის საქმე ფენტეზიში აქ ეჯიბრებიან კიდევ ერთმანეთს. დავიწყოთ ჯორჯ მარტინით. ტოკინის შემდეგ ჟანრში მეორე რევოლუცია "ურცხვმა ბერიკაცმა" მოახდინა თავისი "ყინულისა და ცეცხლის სიმღერით" მას მხარის აუბა პატრიკ როტფუსმა "მეფის მკველელის ქრონიკებით", ბრანდონ სნდერსონის "ნისლშობილი", ჯო აბერკომბის "პირველი კანონი", ანჯეი საპკოვსკის "მხედვარი" როულინგის "ჰარი პოტერი" (სასიამოვნოა რომ ყველა ზემოთ ჩამოთვილი ითარგმნა ან ითარგმნება ქართულად).

არის 3 ლიტერატურული ჯილდო რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სპეკულაციური ფიქციისათვის. ესენი არიან ჰუგოს ჯილდო, ნებულას ჯილდო, ლოკუსის ჯილდო, BSFA და ა,შ.

user posted image

სასარგებლო ბმულები:
http://digitalculture.ge/ და http://celsius-233.blogspot.com/

ფან-კლუბები:
https://www.facebook.com/groups/221482871270356/?fref=ts
https://www.facebook.com/groups/1390797121228669/?fref=ts

წინა თემები
https://forum.ge/?f=18&showtopic=34733637
https://forum.ge/?f=18&showtopic=34818254&st=0

Posted by: fork 7 Dec 2017, 16:57
დავფიქსირდეთ ერთი...
QUOTE
გნომები, დვარფები

ეს ერთი ჩორტი არაა?
ცუდია მხედვარი და ჯადოქრის კანონები რომ შეჩერებულია....
უახლოეს თვეებში არაფერი შეიძლება ეშველოს მაგას?

Posted by: senpai 7 Dec 2017, 17:08
შემოგიერთდებით, რაც დრო გადის უფრო ვაფასებ ამ ჟანრს და ვეცნობი პერიოდულად.



Posted by: Joiner 7 Dec 2017, 19:10
კარგია ახალი თემა up.gif

პატრიცია მაკკილიპის The Riddle-Master of Hed წავიკითხე. ცოტა არ იყოს და უცნაური ფენტეზია.
საკმაოდ განსხვავდება ჟანრის სხვა წარმომადგენლებისგან
QUOTE
ელფები, გნომები, დვარფები, ორკები და ა.შ ჯადოსნური არსებები

არ ფიგურირებენ. წიგნის ბოლოს ბევრი კითხვა დარჩა და იმედია შემდეგ წიგნებში პასუხი გაეცემა.
არ ვიცი რამდენად სპოლიერია მაგრამ მაინც
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ფორსტმანი 7 Dec 2017, 19:12
გიერთდებით

ძალიან მაგარი ჟანრია. წინა თემებში პოსტების კითხვისას, ბევრი საინტერესო მწერალი და ნაწარმოები აღმოვაჩინე

Posted by: senpai 7 Dec 2017, 19:42
ჰიპერიონის დაწყება მინდა და როგორია ვისაც წაკითხული აქვს ? რომელიმე სხვა ნაწარმოებს გავს ?

Posted by: _GHOST_ 7 Dec 2017, 20:19
senpai
დეკამერონს. biggrin.gif


.........

Posted by: OHOI_IKA 7 Dec 2017, 20:37
ეგ ყველაფერი კაი, მაგარი თემაა და რომელიმე "მეფეთა გზას" კითხულობთ?
შეფასება მაინტერესებს

Posted by: Henyd0r1 7 Dec 2017, 21:05
QUOTE (OHOI_IKA @ 7 Dec 2017, 20:37 )
ეგ ყველაფერი კაი, მაგარი თემაა და რომელიმე "მეფეთა გზას" კითხულობთ?
შეფასება მაინტერესებს

კაი გამარჯობა შენი
პირველი წიგნი წავიკითხე (პატარა მიმოხილვა აქ - https://www.goodreads.com/book/show/7235533-the-way-of-kings) და ძალიან ძალიან მომეწონა.

შემდეგი ორისთვის დროს ვინახავ user.gif

აქაურები კითხულობენ კიდევ 1-2 კაცი სთრომლაითს
გამოჩნდებიან




ფიქს
გილოცავთ ახალ თემას
ბლომად აგვეთვისებინოს ახალი წლიდან ჟანრი და გემრიელ შენაძენებს გისურვებთ popcorn.gif

Posted by: MasterJC 7 Dec 2017, 21:23
ვფიქსირდები
ახალ თემას გილოცავთ და დიდი მადლობა თემის ავტორს

Posted by: Magicman 7 Dec 2017, 21:39
ფიქსსსსს boli.gif

მხედვარის მადლი შეგეწიოთ love.gif

Posted by: OHOI_IKA 7 Dec 2017, 22:01
Henyd0r1
QUOTE
კაი გამარჯობა შენი
პირველი წიგნი წავიკითხე (პატარა მიმოხილვა აქ - https://www.goodreads.com/book/show/7235533...e-way-of-kings) და ძალიან ძალიან მომეწონა.

საახალწლოდ ვაპირებ ჩავუჯდე და მაინტერესებდა აზრები. შენი რევიუ წავიკითხე smile.gif
თრობის სტილი ნისლქმნილის სტილში აქვს?

პმ გახსენი ბიჯო

Posted by: Coach 7 Dec 2017, 23:02
წინა თემაში ნახსენები ვარსკვლავებიდან დაბრუნება წავიკითხე ლემის.
გაასწორა up.gif

Posted by: ქაფქიანა 7 Dec 2017, 23:25
გილოცავთ და ჩემს თავსაც ვულოცავ ახალ თემას.

სულ ჰიუგოები, ნებულები, კლარკები და ა. შ. bis.gif bis.gif bis.gif

4L3X

როგორ მოახერხე და სტანისლავ ლემი არსად ახსენე, გული დამწყდა ძალიან. sad.gif

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ,,სოლარისის" ავტორი არხსენებას იმსახურებს?

Posted by: Henyd0r1 8 Dec 2017, 09:18
QUOTE (OHOI_IKA @ 7 Dec 2017, 22:01 )
Henyd0r1
QUOTE
კაი გამარჯობა შენი
პირველი წიგნი წავიკითხე (პატარა მიმოხილვა აქ - https://www.goodreads.com/book/show/7235533...e-way-of-kings) და ძალიან ძალიან მომეწონა.

საახალწლოდ ვაპირებ ჩავუჯდე და მაინტერესებდა აზრები. შენი რევიუ წავიკითხე smile.gif
თრობის სტილი ნისლქმნილის სტილში აქვს?

პმ გახსენი ბიჯო

კი, მისთბორნს ჰგავს, თუმცა უფრი ელანტრისს - მის პირველ რომანს. და აქვს აი იმენა ჯორდანისეული ეპიკურობა, რა. და, რათქმაუნდა, ღირსეული ფლოთთვისთებით და რამე

Posted by: Lamorac 8 Dec 2017, 09:50
ფიქს

.......................................................

Posted by: Henyd0r1 10 Dec 2017, 01:07
https://www.scifinow.co.uk/news/kurt-vonneguts-slaughterhouse-five-is-getting-a-tv-series/

Posted by: Ras_al_Ghul 10 Dec 2017, 14:20
ახალი თემა <3

love.gif

Posted by: Henyd0r1 10 Dec 2017, 19:44
აუ, დღეს ყურსასმენები სახლში დამრჩა, წიგნიც არაფერი მქონდა ტელეფონში მთვარის ბაღების გარდა ( მალაზანის 1ელი წიგნი ) ჰოდა წინასიტყვაობა და პროლოგი წავიკითხე და აი, ძაალიან მომინდა რა. მთელი დღEა მაგაზე ვფიქრობ :დ

Posted by: elodin 10 Dec 2017, 19:46
ფენტეზი 30 ფენტეზი.
ფიქსირ 30 ფიქსირ.

Posted by: Krusty_the_Clown 10 Dec 2017, 21:41
ახლა დავიწყე დავითაშვილის ამბავი ლილე იროელისა. ძალიან მომწონს, ქართულ მითოსს ასეთი გაპიარება ნამდვილად ჭირდება, არც ტროლებზე ნაკლები გვყავს და არც გობლინებზე, თან ძალიან კარგად წერს, მოკლედ respect.
ჟანრს რაც შეეხება, რა თქმა უნდა მომწონს, ჩემთვის ეს ჟანრი ზღაპრების გაგრძელებაა smile.gif

Posted by: Joiner 10 Dec 2017, 21:45
Krusty_the_Clown
როცა მორჩები აუცილებლად მიაყოლე დავითაშვილის ნისლებში და ნისლებს მიღმა.
ლილემდე ხდება მოქმედება.

Posted by: Krusty_the_Clown 10 Dec 2017, 21:46
Joiner
ახალი დაწყებული მაქვს, ხომ არ გადავდო და ეგ დავიწყო?

Posted by: Joiner 10 Dec 2017, 21:48
Krusty_the_Clown
QUOTE
ახალი დაწყებული მაქვს, ხომ არ გადავდო და ეგ დავიწყო?

no.gif

ავტორმა ეგ წიგნი ლილეს მერე დაწერა. თავისუფლად შეგიძლია ჯერ ლილეს მორჩე და ნისლებში და ნისლებს მიღმა მერე დაიწყო.

Posted by: Krusty_the_Clown 10 Dec 2017, 21:49
Joiner
ოკ, გასაგებია, მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: elodin 10 Dec 2017, 22:34
Krusty_the_Clown
რა ჟანრია ? ფენტეზი?
იქნებ შეფასებაც დაწერო როცა წაიკითხავ მოგეწონა თუ არა და ღირს თუ არა.

Posted by: Henyd0r1 10 Dec 2017, 22:51
ასწორებსს ნატოს წიგნები, მიყვარს მე smile.gif

Posted by: Krusty_the_Clown 10 Dec 2017, 22:59
elodin
ქართული მითოსი ალბათ, თავისი ჭინკებით და დევებით smile.gif
აუცილებლად დავწერ ჩემს აზრს, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მომწონს.
Henyd0r1
პრემია ეკუთვნის ქართული მითოლოგიის წამოწევისთვის.

Posted by: Coach 10 Dec 2017, 23:45
https://www.youtube.com/playlist?list=PLQsrLXNro-5kjjPCZ_oxchO0dCNjGNIrs&disable_polymer=true
სამეცნიერო ფანტასტიკაზე რამდენიმე სიმღერა შევკრიბე, თუ გაინტერესებთ ვინმეს

Posted by: medium 11 Dec 2017, 12:54
ძმების ორშაბათი იწყება შაბათს მაქვს წაკითხული და ვერ დავამუღამე მაგრამ საინტერესო ჟანრია
ფილმები მომწონს და რეავიცი

Posted by: elodin 11 Dec 2017, 13:32
medium
რუსულ საი-ფაი ზე ამბობ? რუსი პროგრამისტები რო სადღაც მიდიან მანქანით?
მაგარი ბანძია, ბოლომდე არც წავიკითხე ისე არ გამისწორდა.

Posted by: 4L3X 11 Dec 2017, 13:35
QUOTE (elodin @ 11 Dec 2017, 13:32 )
მაგარი ბანძია, ბოლომდე არც წავიკითხე ისე არ გამისწორდა.

არადა სწორედ ბოლოში ხდება საინტერესო ამბავი. user.gif
მოლაპარაკე კატაც მაგარი კაცი იყო. დანარჩენში მაწილობრივ გეთანხმები. ნამეტანი გაწელილია.

Posted by: medium 11 Dec 2017, 13:57
QUOTE (elodin @ 11 Dec 2017, 13:32 )
medium
რუსულ საი-ფაი ზე ამბობ? რუსი პროგრამისტები რო სადღაც მიდიან მანქანით?
მაგარი ბანძია, ბოლომდე არც წავიკითხე ისე არ გამისწორდა.

კი ეგაა სტრუგაცკების წიგნია მეგობარმა მირჩია, მას ძაან მოწონდა მოკლედ მეც დამაინტერესა და წავიკითხე დიდი არაფერი იყო
* * *
QUOTE (4L3X @ 11 Dec 2017, 13:35 )
QUOTE (elodin @ 11 Dec 2017, 13:32 )
მაგარი ბანძია, ბოლომდე არც წავიკითხე ისე არ გამისწორდა.

არადა სწორედ ბოლოში ხდება საინტერესო ამბავი. user.gif
მოლაპარაკე კატაც მაგარი კაცი იყო. დანარჩენში მაწილობრივ გეთანხმები. ნამეტანი გაწელილია.

კი დასაწყისი და ბოლოში აკრიბა საკაიფობდ მაგრამ ბევრი ტექსტი იყო რომელსაც კითხულობ ძაან ტყუილად

Posted by: elodin 11 Dec 2017, 14:19
QUOTE
არადა სწორედ ბოლოში ხდება საინტერესო ამბავი.

დავასრულებ, მაგრამ არამგონია შთამბეჭდავმა ფინალმა ზოგადი აზრი შემიცვალოს.
უინტერესო და თითიდან გამოწოვილ ნაწარმოებად მეჩვენება. user.gif

Posted by: Joiner 12 Dec 2017, 20:19



Posted by: Eeescadaaa 12 Dec 2017, 21:11

ფიქსსსს

............................

Posted by: Henyd0r1 12 Dec 2017, 22:08
ნეტფლიქსმა რამე კარგი ფენტეზი როდის უნდა მოარტყას ნეტა

Posted by: 4L3X 15 Dec 2017, 16:53
https://www.goodreads.com/book/show/20646678-annihilation?ac=1&from_search=true-ზე ფილმი გამოდის!




Posted by: Eeescadaaa 15 Dec 2017, 18:48
QUOTE (4L3X @ 15 Dec 2017, 16:53 )
https://www.goodreads.com/book/show/20646678-annihilation?ac=1&from_search=true-ზე ფილმი გამოდის!



როგორც თქვეს, პროდიუსერმა მოსთხოვა რეჟისორს დასასრულის შეცვლა spy.gif spy.gif
ნატალი პორტმანის პერსონაჟთან დაკავშირებით

Posted by: Joiner 15 Dec 2017, 19:32
Eeescadaaa
QUOTE
როგორც თქვეს, პროდიუსერმა მოსთხოვა რეჟისორს დასასრულის შეცვლა   

მეორე პროდიუსერმა რეჟისორს დაუჭირა მხარი. თავდაპირველი ვერსია დატოვეს.
წყარო: ზეპელნიკა.

Posted by: Eeescadaaa 15 Dec 2017, 20:36
QUOTE (Joiner @ 15 Dec 2017, 19:32 )
Eeescadaaa
QUOTE
როგორც თქვეს, პროდიუსერმა მოსთხოვა რეჟისორს დასასრულის შეცვლა   

მეორე პროდიუსერმა რეჟისორს დაუჭირა მხარი. თავდაპირველი ვერსია დატოვეს.
წყარო: ზეპელნიკა.


შავამოწმე და yes.gif

მაგრამ შტატების, კანადის და ჩინეთის გარდა კინოში არ გაუშვებს
Ultimate middle finger!
gigi.gif gigi.gif

Posted by: RiVAi 18 Dec 2017, 20:18
წიგნების სერიას ვარჩევ და ვერ ამოვარჩიე
კოსმოსი პლანეტები რასები
რამე ვარიანტები გამოუშვით
user.gif

Posted by: ქაფქიანა 20 Dec 2017, 20:00
RiVAi

რუსული, ან ინგლისური თუ იცი, ეს: https://www.goodreads.com/series/56399-the-expanse

აჭარანეტზე ორი სეზონიც დევს ქართულად გახმოვანებული. მაგრამ ისევ სჯობია რუსულად ან ინგლისურად ნახო. ქართულად არასწორად აქვთ ნათარგმნი:

http://net.adjara.com/Movie/main?id=1001839&serie=1

Posted by: RiVAi 20 Dec 2017, 20:45
ქაფქიანა
კარგი ჩანს მომწონს ზოგადი სიუჟეტი
დავიწყებ თავიდან და ვნახავ როგორია

სტარშიფ ტრუპერსის პონტშიც ხომ არ იცი რამე ნაწარმოებების სერია?

Posted by: ქაფქიანა 20 Dec 2017, 21:00
RiVAi

სამხედრო საი-ფაის გულისხმობ? აბა ეს ნახე, უახლესია:

https://www.facebook.com/portal.bookseries/photos/a.244878716031271.1073741828.241920979660378/294083391110803/?type=3&theater

ქართული (ქართულენოვანი კი არა, ,,იმენნო" ქართული) ფენტეზი გაინტერესებს?

Posted by: RiVAi 20 Dec 2017, 21:51
ქაფქიანა
წინა დალინკული ჯობია მგონი
იმ იქსპენსის სერიებისთვის მადლობა გადავხედავ მაგათ

ზოგადად ფენტეზი ნაკლებად მიყვარს აი უფრო სამეცნიერო ფანტასტიკა მირჩევნია და ქართულ ფენტეზიში ჯემალ ქირიას გარდა სხვასაც თუ აქ დაწერილი რამე არც ვიცი biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 20 Dec 2017, 21:58
RiVAi

მეც სამეცნიერო-ფანტასტიკის მოყვარული ვარ. ფენტეზი ნაკლებად მიტაცებს. მაგრამ არსებობს ასეთი მწერალი, ნატო დავითაშვილი და მერწმუნე, გულგრილს არ დაგტოვებს.

ამით დაიწყე ჯერ და მერე მიჰყევი და მიჰყევი:

http://celsius-233.blogspot.com/2014/12/lile-Iroeli.html

Posted by: RiVAi 20 Dec 2017, 23:38
ქაფქიანა
ისეთი რეცენზიაა რომ გულგრილს ვერანაირად ვერ დამტოვებდა

ელექტრონულად არ ყოფილა თორემ წავიკითხავდი sad.gif

Posted by: ქაფქიანა 21 Dec 2017, 00:02
RiVAi

დამიჯერე, იყიდე წიგნი.

არ დაგენანება ფულის გადახდა. გადაყრილად არ ჩათვლი.

Posted by: 4L3X 25 Dec 2017, 20:41
ჩამოვიდნენ ჯიგრები საახალწლოდ jump.gif jump.gif jump.gif

user posted image

Posted by: Eeescadaaa 25 Dec 2017, 22:06

კარგი იყო old.gif up.gif
წაიკითხეთ ჰაი Fენტეზის მოყვარულებო biggrin.gif

user posted image

Posted by: elodin 25 Dec 2017, 22:13
MistBorn-ს ვკითხულობ, სანდერსონის და დიდად არ მისწორდება. popcorn.gif

Posted by: Eeescadaaa 25 Dec 2017, 22:16
QUOTE (elodin @ 25 Dec 2017, 22:13 )
MistBorn-ს ვკითხულობ, სანდერსონის და დიდად არ მისწორდება. popcorn.gif

user posted image
............

Posted by: elodin 25 Dec 2017, 22:23
Eeescadaaa
really really. უფრო საინტერესო ფენტეზიც წამიკითხავს

Posted by: Joiner 25 Dec 2017, 22:24
rocannon's world წავიკითხე და ურსულა კიდევ ერთხელ დავაფასე. old.gif
ნაწარმოების ძირითადი თემა ტექნოლოგიურად განვითარებული რასის, ბრინჯაოს ხანაში მყოფ ჰუმანოიდებთან კონტაქტია.
ნაწარმოებში ნაჩვენებია თუ როგორ ხდება მოცემული პერიოდის გამო ამ ტექნოლოგიების არასწორად აღთქმა და მაგიად მიჩნევა.
ურსულას მიერ შექმნილი გარემოს და თხრობის გამო, ნაწარმოებს ფენტეზის ელფერი დაჰკრავს და კარგად იკითხება.
თანდათან ვხვდები ჰაინის ციკლის სიდიადეს.

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 26 Dec 2017, 17:47
სანდერსონის mistborn-ი (პირველი ტომი) წავიკითხე და:

1. სანამ ბოლომდე არ წავიკითხე ვერ მოვწყდი, მაგრამ
2. მაგრამ მეორე ტომს აღარ წავიკითხავ, იმიტომ, რომ
3. პროზა სამწუხაროდ დაბალი ხარისხისაა, აი იმდენად დაბალი ხარისხის, რომ ხანდახან მეგონა, რედაქტირების ეტაპი ხომ არ გამორჩათ თქო.

ბანალური სასიყვარულო ეპიზოდები, ერთი ორჯერ ფიზიკური ფეისპალმი გავაკეთე.

პერსონაჟები ძირითადად ერთგანზომილებიანი, სტერეოტიპული.

დაბალი ხარისხის დიალოგები. რამაც წიგნის ბოლოს ძალიან გამაღიზიანა - თითქმის ყველა დიალოგში "ვიღაცა თვალებს ატრიალებს"

ესაა YA-ს ერთერთი საუკეთესო ნიმუში? ამითი ერთობა პიკასო?

საბოლოო ჯამში ცოტა უცნაური გრძნობა დამიტოვა - სასპენსი კარგად არის გაკეთებული, შემითრია (მაგრამ მეორე მხრივ, ზუსტად ვიცი ტექნიკა, რითაც მკითხველს ითრევს ნაწარმოები, ახალი არაფერია პრინციპში) და მეორეს მხრივ, თვითონ ტექსტმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. guilty pleasure - ის ჟანრში გავიყვანე მოკლედ biggrin.gif

Posted by: elodin 26 Dec 2017, 18:07
watch_out_someone_is_in_the_room
Rotfus -ის ქარის სახელი წაიკითხე

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 26 Dec 2017, 20:32
elodin
QUOTE
Rotfus -ის ქარის სახელი წაიკითხე


ეგეც მაინტერესებს და ვაპირებ წაკითხვას, მაგრამ მოლოდინი მაინცდამაინც დიდი არ მაქვს არც მაგისგან


Posted by: Coach 26 Dec 2017, 21:17
watch_out_someone_is_in_the_room
არ შეწუხდე, არაფერს დაკარგავ თუ არ წაიკითხავ.


Posted by: senpai 26 Dec 2017, 21:25
საახალწლო განწყობის შესაბამისი ფანტასტიკები ჩამოწერეთ აბა. rolleyes.gif

Posted by: elodin 27 Dec 2017, 09:37
watch_out_someone_is_in_the_room
მე გამორჩეულად მევასება ეგ

Posted by: lobja 27 Dec 2017, 13:30
АСТ ის გამოცემული ილუსტრირებული ვიტჩერი გააქვთ ვინმეს? ან აქ ჩვენთან თუ იყიდება?

მე ძველი გამოცემული ვიტჩერი მაქვს 1996 წლის თან ყველა ნაწილი არ მაქვს ხო და ვფიქრობ საახალწლოდ გამოვიწერო თქო მარა ვერ ჩამოვყალიბდი რომელი გამომცემლობს ვიყიდო...



Posted by: Joiner 2 Jan 2018, 13:21
lobja
პარნასში აქვთ. რამოდენიმე დღის წინ ვიყავი და მანდ გადავაწყდი.

Posted by: lobja 3 Jan 2018, 00:20
Joiner
ვახ რა საინტერესოა smile.gif ერთი კვირის წინ დავრეკე და არ გვაქვსო. გავივლი აბა ამ დღეებში და ვნახავ.

გაიხარე


Posted by: Henyd0r1 4 Jan 2018, 16:56
user posted image

რუსთაველზე რუმზის ასახვევთან, სპართან რომ მიწისქვეშაა მის თავზე იყიდება კაპიკებშიმ ტრილოგიაა smile.gif

Posted by: galaqtikosi 4 Jan 2018, 20:02
Henyd0r1
რა ღირს? და მარტო ეს ნაწილია თუ სამივე აქვს?

Posted by: Henyd0r1 5 Jan 2018, 00:17
QUOTE (galaqtikosi @ 4 Jan 2018, 20:02 )
Henyd0r1
რა ღირს? და მარტო ეს ნაწილია თუ სამივე აქვს?

ამ ერთ წიგნშია სამივე
არ ვიცი რა ღირს მაგრამ აქ სულ კაპიკებია ხოლმე, ალბათ მაქს 5 ლარი

Posted by: Henyd0r1 6 Jan 2018, 19:31
ჩემი ეპიკ ფენტეზის მთავარი თარო

user posted image

Posted by: fork 6 Jan 2018, 19:41
Henyd0r1
ნისლქმნილი რა ობლადაა...ქართულენოვანი.

Posted by: Henyd0r1 6 Jan 2018, 20:11
QUOTE (fork @ 6 Jan 2018, 19:41 )
Henyd0r1
ნისლქმნილი რა ობლადაა...ქართულენოვანი.

ტრილოგია რომ დასრულდება, აღარ იქნება ობლად :დ
სთორმლაითის ფეიფერბექის გამოსვლას ველოდები და ერთხელ სიმთვრალეში გადაკეტვას, ტყავის ყდიანი საიუბილეო ელანტრისი რომ გამოვიწერო :დ დანარჩენი არ მინდა

Posted by: senpai 6 Jan 2018, 21:55
user posted image

როგორ შეაფასებდით ამ ნაწარმოებს ?

Posted by: Henyd0r1 7 Jan 2018, 00:24
QUOTE (senpai @ 6 Jan 2018, 21:55 )
user posted image

როგორ შეაფასებდით ამ ნაწარმოებს ?

ძალიან მიყვარს love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: ქაფქიანა 7 Jan 2018, 19:46
senpai

ეს და "უძლეველი" ლემის საქართველოში შედარებით ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებებია. როგორც ლემის სხვა ყველაფერი, ესეც ნატიფი ნამუშევარია.

Posted by: Coach 8 Jan 2018, 00:02
მე ვარ ლეგენდაში მთელი ძაღლის ნაწილი

user posted image

Posted by: 4L3X 8 Jan 2018, 00:32
Henyd0r1
QUOTE (Henyd0r1 @ 6 Jan 2018, 19:31 )
ჩემი ეპიკ ფენტეზის მთავარი თარო

user posted image

სეროზული თაროა up.gif

Posted by: 4L3X 9 Jan 2018, 20:53
გუშინწინ ურსულას https://www.goodreads.com/book/show/756970.The_Dispossessed წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ურუსლა სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დედად რატომ ითვლება. ისევე როგორც "Left Hand of Darkness"-ში აქაც ისე დაწვრილებით და ფართოდ აღწერს ჩვენთვის სრულიად უჩვეულო სოციუმს გეგონება რომ იქ ეკუმენის ელჩად იყო მიწვეული. სოციუმების გარდა პლანეტებიც ძალიან დამაჯერებლად და საინტერესოდ იყო აღწერილი. ურასი სუფთა 1974 წლის დედამიწაა თავისი კაპიტალისტუთი და საჯილდაო ქვად ქცეული ბენბილით. თუ "წყვდიადის მარცხენა ხელი" მოგეწონათ ეს სცადეთ ჩემი აზრით ეს გაცილებით უკეთესია.

Posted by: 4L3X 10 Jan 2018, 21:29
ხალხო გლენ კუკის https://www.pastemagazine.com/articles/2016/02/the-30-best-fantasy-book-series-of-all-time.html?a=1 ვარგა? მაგისი რეიდი და წაკითხული მაქვს და არაუშავს ფანტასტიკებია.

Posted by: მერკუციო 10 Jan 2018, 21:44
4L3X
QUOTE
ხალხო გლენ კუკის The Chronicles of the Black Company ვარგა? მაგისი რეიდი და წაკითხული მაქვს და არაუშავს ფანტასტიკებია.

თავიდან რამდენიმე ტომი კარგია. თან საკმაოდ კარგი.
მაგრამ მაგ მწერლის პრობლემა ისაა, რომ გრძლად წერა უყვარს, მაგრამ ტემპს, ინტრიგას და ა.შ. ვერ ინარჩუნებს.
და ბოლოში მოსაწყენი ხდება.

Posted by: 4L3X 10 Jan 2018, 21:55
მერკუციო
მადლობა შევეშვები მაშინ. იმდენი სერია მიდევს წინ ამას თუ გავმაზავ არაუშავს.

Posted by: Mandangus 12 Jan 2018, 20:49
პირველი კანონის მეორე წიგნს მოვრჩი და გალოთებას ვაპირებ user.gif უდიდესი იყო love.gif
აბერკრომბმა არ დაიმსახურა ფორუმზე ერთი თემა?

Posted by: 4L3X 12 Jan 2018, 21:01
Mandangus
QUOTE (Mandangus @ 12 Jan 2018, 20:49 )
აბერკრომბმა არ დაიმსახურა ფორუმზე ერთი თემა?

გაუხსენი up.gif

Posted by: dionise12 12 Jan 2018, 23:37
QUOTE (Mandangus @ 12 Jan 2018, 20:49 )
პირველი კანონის მეორე წიგნს მოვრჩი და გალოთებას ვაპირებ  user.gif უდიდესი იყო  love.gif
აბერკრომბმა არ დაიმსახურა ფორუმზე ერთი თემა?

მესამე მეოთხე და მეხუთე უნდა ნახო ჯერ შენ

Posted by: Joiner 13 Jan 2018, 23:07



Posted by: Henyd0r1 14 Jan 2018, 00:03
QUOTE (Joiner @ 13 Jan 2018, 23:07 )


                     

აუ მიყვარს ეს კაცი

Posted by: Greenwizard 18 Jan 2018, 11:58
Annihilation-ზე რა აზრის ხართ? ფილმი გამოდის თებერვალში.

სალამი ^^ წარმატებები ახალ თემას smile.gif)

Posted by: _GHOST_ 18 Jan 2018, 12:07
ნუ, ადრეც დავწერე, რომ Finch არის ძალიან კარგი, მაგ მწერლის. ზოგადად ეგ ტრილოგია, უბრალოდ სთენდ ელოუნია და ცალ-ცალკეც შეიძლება წაკითხვა, მაგრამ ალბათ ერთიანად ჯობია მაინც და Finch(მესამე წიგნი) არის საუკეთესო. Venis Underground -იც მომეწონა. Annihilation არ მაქვს წაკითხული, რატომღაც არ დავინტერესდი თავის დროზე. :დ

Posted by: Greenwizard 18 Jan 2018, 18:36
Finch არ ვიცოდი. მოვინიშნავ ^_^

Posted by: _GHOST_ 18 Jan 2018, 19:11
Greenwizard
ვაფშე, პირველი წიგნიდან დაიწყე და გაითვალისწინე, რომ შემდეგ უკეთესი ხდება. :დ
City of saints and madmen არის პირველი და Shriek: an afterword მეორე.

Posted by: 4L3X 19 Jan 2018, 19:45
ეს მართლა საინტერესოა
user posted image

Posted by: OHOI_IKA 19 Jan 2018, 20:45
საიბერპანკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წიგნს გიმზადებთ მაისისთვის <3

Posted by: Joiner 19 Jan 2018, 20:50
OHOI_IKA
snow crash? altered carbon?

Posted by: OHOI_IKA 19 Jan 2018, 21:41
Joiner
QUOTE
OHOI_IKA
snow crash? altered carbon?

wink.gif

Posted by: 4L3X 19 Jan 2018, 22:04
OHOI_IKA
ნეურომანსერს სულაკაური უშვებს და თქვენ? კრიპტონომიკონი? rolleyes.gif

Posted by: OHOI_IKA 19 Jan 2018, 22:11
4L3X
ძალიან მალე დავაანონსებთ smile.gif კაი რამეს smile.gif

იმდენჯერ მითხარით აქ, რაღაც ფანტასტიკებზე შენელდითო, რომ წელს დაზუსტებული 28 წიგნიდან 16 ფენტეზი ან საი-ფაია smile.gif

Posted by: 4L3X 19 Jan 2018, 22:19
QUOTE (OHOI_IKA @ 19 Jan 2018, 22:11 )
რომ წელს დაზუსტებული 28 წიგნიდან 16 ფენტეზი ან საი-ფაია smile.gif

user posted image

Posted by: senpai 19 Jan 2018, 22:30
OHOI_IKA
ნილ სტივენსონს გეგმავ ხო ? biggrin.gif



ჩაახველე მაინც მინიშნების მიზნით biggrin.gif

Posted by: galaqtikosi 20 Jan 2018, 00:44
OHOI_IKA
მშვენიერი , ეგრე გაააგრძელეეეთ.. bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: 4L3X 22 Jan 2018, 11:16
The Year's Most Anticipated Science Fiction & Fantasy

https://www.goodreads.com/blog/show/1146-the-year-s-most-anticipated-science-fiction-fantasy


Posted by: _GHOST_ 22 Jan 2018, 11:23
მე პირადად, Grey Sister-ს ველოდები მოუთმენლად. :დ


Posted by: Mrs_Zum 23 Jan 2018, 01:30
საოცარი ნაწარმოები, ჩემთვის განსაკუთრებული love.gif დარწმუნებული ვარ ვისაც უყვარს ისტორიული ფენტეზი გულგრილს არ დატოვებს.

user posted image

В лето Господне 1420 конец света... не наступил. Не был освобожден из заточения Сатана. Не сгорел и не погиб мир. Ну, во всяком случае - не весь. Но все равно - было весело. smile.gif))

Posted by: Lamorac 23 Jan 2018, 09:23
baptisme of fire გაგრძელება თუ გაქვთ ჩამიგდეთ რა ძმურად

ისეთ ადგილას ვარ ვერ ვიწერ

The Tower of Swallows არის მგონი შემდეგი

Posted by: Joiner 23 Jan 2018, 10:37
Lamorac
QUOTE
The Tower of Swallows


Posted by: Henyd0r1 23 Jan 2018, 22:46
QUOTE (Mrs_Zum @ 23 Jan 2018, 01:30 )
საოცარი ნაწარმოები, ჩემთვის განსაკუთრებული love.gif დარწმუნებული ვარ ვისაც უყვარს ისტორიული ფენტეზი გულგრილს არ დატოვებს.

user posted image

В лето Господне 1420 конец света... не наступил. Не был освобожден из заточения Сатана. Не сгорел и не погиб мир. Ну, во всяком случае - не весь. Но все равно - было весело. smile.gif))

ტრილოგიაა?

აუ, ძალიან მომწონს საპკოვსკი, პროსტა დამავიწყდა რაც წავიკითხე ყველაფერი :დ არ უნდა მიაგდო სერია შუაში რა

Posted by: Joiner 24 Jan 2018, 08:39
https://www.tor.com/2018/01/23/ursula-k-le-guin-1929-2018/

sad.gif

Posted by: 4L3X 24 Jan 2018, 09:00
QUOTE (Joiner @ 24 Jan 2018, 08:39 )
https://www.tor.com/2018/01/23/ursula-k-le-guin-1929-2018/

sad.gif

აუ რა სამწუხაროა. ამ იანვარს წავიკითხე მაგისი Dispossessed.

Posted by: Lamorac 24 Jan 2018, 09:16
Joiner

დაზიანებულია არქივი sad.gif

Posted by: Mrs_Zum 24 Jan 2018, 09:39
Henyd0r1
ტრილოგიაა. მხედვარისგან ძალიან განსხვავებული და შედარებით ნაკლებად ცნობილი. მე რუსული თარგმანი წავიკითხე, არაჩვეულებრივია. ნამდვილი ისტორიული პერსონაჟები და ისტორიული ფაქტები ფიგურირებს. ჩემს მოკრძალებულ რეკომენდაციას ვუწევ

Posted by: ქაფქიანა 24 Jan 2018, 09:55
ლე გუინი გარდაიცვალა.

მორიგი დიდი ავტორი წავიდა...

sad.gif

ჰო, ვნახე წინა პოსტები.

Posted by: kako_kkks 24 Jan 2018, 10:28
ისე საქართველოში ფენტეზი უფრო პოპულარულია თუ ფანტასტიკა?

Posted by: Joiner 24 Jan 2018, 10:34
ახალი მცდელობა.
Lamorac

Posted by: Lamorac 24 Jan 2018, 16:56
Joiner
მუშაა

მადლობა

..............

Posted by: Greenwizard 24 Jan 2018, 21:36
QUOTE (kako_kkks @ 24 Jan 2018, 10:28 )
ისე საქართველოში ფენტეზი უფრო პოპულარულია თუ ფანტასტიკა?

რთული სათქმელია. ვფიქრობ, ფენტეზი

Posted by: Henyd0r1 24 Jan 2018, 23:32
QUOTE (Greenwizard @ 24 Jan 2018, 21:36 )
QUOTE (kako_kkks @ 24 Jan 2018, 10:28 )
ისე საქართველოში ფენტეზი უფრო პოპულარულია თუ ფანტასტიკა?

რთული სათქმელია. ვფიქრობ, ფენტეზი

უდავოდ ფენტეზი
რუსებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვქონია მასიური მისწრაფება ტექნოლოგიური განვითარების, კოსმოსის ათვისების და ა.შ. ამბებისკენ.

ფენტეზი კიედვ ჰარიპოტერმა, ლოტრმა და შემდეგ უკვე აგერ როტფუს-სანდერსონ-ჯიგრებმა ბევრად მოხოდეს

Posted by: kako_kkks 25 Jan 2018, 01:01
Henyd0r1
Greenwizard
სამწუხარო დასკვნაა. მოსალოდნელი.
ძალიან დიდი ხნის წინ კინოთეატრ რუსთაველში წამიყვანა მამამ. ახალი გამოსული იყო რუსული ფანტასტიკა Через тернии к звёздам. სალაროსთან ტიპიური “ბაბულიკა” ტიპი იდგა, მამას ურჩია არ შეიყვანო მაგ ფილმზე მაინც ვერაფერს გაიგებსო. მამამ არ დაუჯერა - ძალიანაც კარგი. დღემდე მახსოვს ის ფილმი.
საერთოდ კი ფენტეზის პოპულარობა გარკვეული ინდიკატორია საზოგადოების განვითარების და მომავლის ტენდენციების. არ ვართ მზად პროგრესისათვის

Posted by: 4L3X 25 Jan 2018, 10:51
kako_kkks
მე პირადათ სამეცნიერო ფანტასტიკა გაცილებით უფრო მეტად მიყვარს.

Posted by: Greenwizard 25 Jan 2018, 11:09
სამეცნიერო ფანტასტიკა უფრო საინტერესოა, რადგან ისეთ თემებს ეხება, რაც პროგრესულთან ერთად რეალობა ხდება. სხვა მასშტაბები აქვს საერთოდ. მაგრამ ფენტეზი მაინც უფრო კარგად იკითხება და უფრო მეტისათვის არის ადვილად გასაგები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ზოგადად უფრო პოპულარულია

Posted by: ქაფქიანა 25 Jan 2018, 22:06
მეც სამეცნიერო-ფანტასტიკის მოყვარული ვარ. ფენტეზის პოპულარულობა კი გასაგები მიზეზებით აიხსნება, რომლებზეც საუბარი არ მსურს.

Posted by: Joiner 26 Jan 2018, 19:34
მეფეთა გზა ვისაც გაქვთ წაკითხული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ეს კიდე ბონუსად.
user posted image

Posted by: _GHOST_ 26 Jan 2018, 22:01
Joiner
მუშტი სახეში, მეტი არაფერი, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში მეტი არც იყო საჭირო. :დ

Posted by: Joiner 26 Jan 2018, 22:09
_GHOST_
ეგეც კარგია.

Posted by: kako_kkks 27 Jan 2018, 00:38
მომავალი ჯერ წარმოსახვაში იბადება, მწიფდება და რეალობაში გადმოდის. ის წარმოსახვა, რომელშიც წარსულია მხოლოდ, მომავალს ვერ შექმნის.
აზიმოვის “ფონდი”-ს პირველი სამი წიგნი წავიკითხე 1992 წელს. შოკი იყო თუ რამდენად შეესაბამებოდა ფანტასტიკაში აღწერილი ტრენდი მაშინდელს. ნუთუ ჰერი სელდონიც იყო სადმე

Posted by: kaatinga 28 Jan 2018, 14:18
მხედვარის კითხვა დავიწყე და სულ რამდენი ნაწილია? და აქედან ქართულად ნათარგმნი რამდენია ?

Posted by: 4L3X 28 Jan 2018, 14:20
kaatinga
https://forum.ge/?showtopic=34886734&hl=%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98

Posted by: kaatinga 28 Jan 2018, 14:26
4L3X
მადლობა.

7-დან 3 sad.gif მაგარი ლოკოკინა გამომცემლები გვყავს :/

Posted by: 4L3X 28 Jan 2018, 14:30
kaatinga
"ბათუმელებს" პრობლემა აქვთ პოლონელებთან, ძალიან დიდ თანხას თხოვენ შემდეგი წიგნების გამოცემის უფლებისათვის.

Posted by: kaatinga 28 Jan 2018, 14:31
4L3X
თუ შეგიძლია რუსულის ელ. ვერსიის ლინკი მომეცი რა. ესეც ბნელი კოშკივით უნდა წავიკითხო smile.gif))

Posted by: 4L3X 28 Jan 2018, 14:35
kaatinga
ელ ვერსიებს არ კვითხულობ, ასე რომ არ ვიცი სად არის და ვერ დაგეხმარები sad.gif

Posted by: Joiner 28 Jan 2018, 15:18
kaatinga
http://ruwapa.net/book/826/
http://ruwapa.net/book/827/
http://ruwapa.net/book/835/
http://ruwapa.net/book/836/

Posted by: 4L3X 28 Jan 2018, 15:23
QUOTE (kako_kkks @ 27 Jan 2018, 00:38 )
“ფონდი”

"იავნანასი" თუ "განვითარების"? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: kaatinga 28 Jan 2018, 15:38
Joiner
მადლობა.

4L3X
Joiner
უკანასკნელი სურვილი წავიკითხე და ახლა ელფების სისხლი დავიწყე, ანუ 1 წიგნს გადავახტი გამოდის ?
ბედისწერის მახვილია შუაში ?
ახლა რომელიმე წიგნის მაღაზია გეგულებათ ღია?

Posted by: dionise12 28 Jan 2018, 15:44
kaatinga
კი ბედისწერის მახვილია , მაგას თუ გადაახტები ვეღარაფერს გაიგებ ნორმალურად, ბედისწერის მახვილს ვეღარ იყიდი მაღაზიაში, ამოწურულია ტირაჟი, lit.ge ზე შეგიძლია იყიდო ელექტრონული ვერსია ან იქირაო,

Posted by: Joiner 28 Jan 2018, 15:44
kaatinga
უკანსაკნელი სურვილი და ბედისწერის მახვილი მოთხრობების კრებულია, პირველი ორი წიგნი.

ელფების სისხლი კი საგის პირველი ნაწილია.
წესით ლატერნა, პარნასი და ბიბლუსი ღია უნდა იყოს.

პ.ს ზედმეტად სიგიჟე იყო მეფეთა გზა sa.gif

Posted by: kaatinga 28 Jan 2018, 15:54
QUOTE
ლატერნა, პარნასი და ბიბლუსი

სამივეგან დავრეკე, არ აქვთ sad.gif

წავედი ბუკინისტებში


* * *
dionise12
QUOTE
კი ბედისწერის მახვილია , მაგას თუ გადაახტები ვეღარაფერს გაიგებ ნორმალურად

შენს რჩევას მივდიე და ბუკინისტებში უაზრო ხეტიალის შემდეგ ლიტ. ჯიდან გადმოვწერე. ახლა დავასრულე მეორე.
ამ ნაწილში ვერ დაგეთანხმები, საშინლად გაწელილია მეორე წიგნი და ძალიან ბევრი უსარგებლო ქვე ისტორიებია...

Posted by: kaatinga 29 Jan 2018, 19:46
QUOTE (Joiner @ 28 Jan 2018, 15:18 )
kaatinga
http://ruwapa.net/book/826/
http://ruwapa.net/book/827/
http://ruwapa.net/book/835/
http://ruwapa.net/book/836/

ესენი სრული ვერსიებია ?
59 გვერდიანი პდფ ფაილი მგონი ცოტაა sad.gif

Posted by: Joiner 29 Jan 2018, 19:51
kaatinga
QUOTE
59 გვერდიანი პდფ ფაილი მგონი ცოტაა

მართალი ხარ
http://vedmakbook.ru/4-chas-prezreniya.html
http://vedmakbook.ru/5-kreshcheniye-ognem.html
http://vedmakbook.ru/6-bashnya-lastochki.html
http://vedmakbook.ru/7-vladychitsa-ozera.html

Posted by: kaatinga 29 Jan 2018, 19:54
Joiner
ოქრო ხარ. ახლა დავგუგლე და როდის მე ამას მოვძებნიდი biggrin.gif

Posted by: Henyd0r1 31 Jan 2018, 18:24
QUOTE (Joiner @ 28 Jan 2018, 15:44 )
kaatinga
უკანსაკნელი სურვილი და ბედისწერის მახვილი მოთხრობების კრებულია, პირველი ორი წიგნი.

ელფების სისხლი კი საგის პირველი ნაწილია.
წესით ლატერნა, პარნასი და ბიბლუსი ღია უნდა იყოს.

პ.ს ზედმეტად სიგიჟე იყო მეფეთა გზა sa.gif

bis.gif bis.gif bis.gif bis.gif


ჰო არის ეპიკურობა დიდი "ე" თი biggrin.gif

Posted by: Joiner 31 Jan 2018, 19:10
QUOTE
ჰო არის ეპიკურობა დიდი "ე" თი

ბოლო თავებს ასეთი სახით ვკითხულობდი biggrin.gif
user posted image

Posted by: Henyd0r1 1 Feb 2018, 09:42
QUOTE (Joiner @ 31 Jan 2018, 19:10 )
QUOTE
ჰო არის ეპიკურობა დიდი "ე" თი

ბოლო თავებს ასეთი სახით ვკითხულობდი biggrin.gif
user posted image

gigi.gif

აი, ძალიან ვწელავ დროს მეორე და მესამე წიგნებამდე, არადა თაროზე მიდევს და არ ვეხები givi.gif

Posted by: Joiner 1 Feb 2018, 12:01
Henyd0r1
მე კიდევ გამოწერა მინდა და ისე წაკითხვა. მთლიანი სერიის აგროვების მუღამი მაქვს biggrin.gif

Posted by: 4L3X 1 Feb 2018, 12:09
Henyd0r1
Joiner
"First Law"-ს ჯობია?

Posted by: ქაფქიანა 1 Feb 2018, 14:43
პალიტრამ ,,ჩემი მსოფლიო რჩეული"-ს სერიაში მომდევნო ხუთშაბათიდან ალექსანდრ ბელიაევი დაანონსა.

4 ტომად. პროფესორ დოუელის თავი, ადამიანი-ამფიბია, მსოფლიოს მბრძანებელი, უკანასკნელი ატლანტიდელი, ოქროს მთა და თეთრი ველური.

Posted by: Joiner 1 Feb 2018, 18:48
4L3X
გააჩნია საიდან შეხედავ.
first law-ს უკეთესი პერსონაჟები ჰყავს, თუნდაც გლოკტა. როგორც ბნელი ფენტეზისთვისაა დამახასიათებელი საინტერესო პერსონაჟია, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. (უფრო უარყოფითი biggrin.gif). მეორეს მხრივ პერსონაჟების გაშლა, თავისი ფიქრებით, კომპლექსებით სანდერსონს უფრო გამოსდის, თუმცა პერსონაჟები ისე ვერ ბრწყინავენ როგორც first lawში. მეორეს მხრივ აბერკრომბი storytellingში მოიკოჭლებს. მაგალითად პირველი წიგნის პირველ ნახევარში გაურკვეველია რა ხდება. მერე თანდათან სიუჟეტი ირკვევა. პირადად მე პირველმა წიგნმა ცოტა იმედგაცრუებული დამტოვა ისტორიის მხრივ. ძირითადად პერსონაჟების გამო გავაგრძელე კითხვა. სანდერსონს რაც შეეხება ერთ წიგნში შეუძლია მთლიანი ეპოქა/სამყარო შექმნას, პლუს განსხვავებული მაგიის სისტემა თავისი შეზღუდვებით.
ჩემი სუბიექტური აზრით მეფეთა გზა, პირველ კანონს ბევრად სჯობს.

Posted by: Henyd0r1 2 Feb 2018, 00:58
QUOTE (Joiner @ 1 Feb 2018, 18:48 )
4L3X
გააჩნია საიდან შეხედავ.
first law-ს უკეთესი პერსონაჟები ჰყავს, თუნდაც გლოკტა. როგორც ბნელი ფენტეზისთვისაა დამახასიათებელი საინტერესო პერსონაჟია, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. (უფრო უარყოფითი biggrin.gif). მეორეს მხრივ პერსონაჟების გაშლა, თავისი ფიქრებით, კომპლექსებით სანდერსონს უფრო გამოსდის, თუმცა პერსონაჟები ისე ვერ ბრწყინავენ როგორც first lawში. მეორეს მხრივ აბერკრომბი storytellingში მოიკოჭლებს. მაგალითად პირველი წიგნის პირველ ნახევარში გაურკვეველია რა ხდება. მერე თანდათან სიუჟეტი ირკვევა. პირადად მე პირველმა წიგნმა ცოტა იმედგაცრუებული დამტოვა ისტორიის მხრივ. ძირითადად პერსონაჟების გამო გავაგრძელე კითხვა. სანდერსონს რაც შეეხება ერთ წიგნში შეუძლია მთლიანი ეპოქა/სამყარო შექმნას, პლუს განსხვავებული მაგიის სისტემა თავისი შეზღუდვებით.
ჩემი სუბიექტური აზრით მეფეთა გზა, პირველ კანონს ბევრად სჯობს.

+1
აბერკრომბი კარგად შემწვარი ტყემლიანი კარტოფილია,
სანდერსონი - ზუთხის მწვადი popcorn.gif

Posted by: 4L3X 2 Feb 2018, 01:12
Henyd0r1
QUOTE (Henyd0r1 @ 2 Feb 2018, 00:58 )
სანდერსონი - ზუთხის მწვადი  popcorn.gif

Mistborn-საც ეხება ეგ? rolleyes.gif

Posted by: jurnalistka 2 Feb 2018, 02:03
QUOTE
აბერკრომბი კარგად შემწვარი ტყემლიანი კარტოფილია,


რა გიქნეს ჩემო სავლე user.gif


Posted by: OHOI_IKA 2 Feb 2018, 02:09
jurnalistka
კონკრეტული ადამიანების გემოვნებაა, დაიკიდე


Posted by: jurnalistka 2 Feb 2018, 02:14
OHOI_IKA
QUOTE
კონკრეტული ადამიანების გემოვნებაა, დაიკიდე


ასეთ დროს არ ვეკამათები ხოლმე.
ტყემალი ვერ ავიტანე უბრალოდ givi.gif

Posted by: dionise12 2 Feb 2018, 02:32
სანდერსონი არ წამიკითხავს ჯერ, მაგრამ პირველი კანონის 3-5 წიგნი რავიცი საუკეთესოა რაც კი წამიკითხავს, ნიკომო კოსკაზე მაგარი პერსონაჟი არსებობს სადმე??

Posted by: _GHOST_ 2 Feb 2018, 08:53
მეც იგივეს დავძენ, რომ პერსონაჟებით ალბათ First Law ჯობია, მაგრამ მეფეთა გზა ბევრად ეპიკურია.
აქ შალანი მაგარი ენოინგ ტიპია და კალადინი მომენტებში(უფრო შალანთან ერთად როცა ჩითავს givi.gif). იქ კიდევ ლოგენი, გლოკტა, ბაიაზი და ლოგენის ბანდა, ნარჩევ ნარჩევი ხალხი.
ერთი რაც შევამჩნიე, რომ Oathbringer-ს რომ ვკითხულობდი, უფრო მეტი რაღაც ნიტო მომენტები მომხვდა თვალში(ეს ქალის მოშიშვლებულ ხელზე კომპლექსმა დამღალა და სპრენი ყველგან რომ ჩითავს), ვითომ ამდენი წლის შემდეგ სხვანაირად აღვიქვამ უკვე სერიას? საბოლოოდ მაინც კმაყოფილი დავრჩი, კიდევ უფრო ეპიკურია და თვისთებიც ისეთი დაიდო, პირველ წიგნს გადაუჯოკრა. კალადანი მეორეში მაგარია, მაგრამ აქ რაღაც თითქოს დაიკლო, სამაგიეროდ სხვები ამოიწია, თითქოს შალანიც. (Szeth up.gif) აი, პერსონაჟები მარკ ლოურენსს რაც ჰყავს კი მირჩევნია აბერკრომბისაც(თუმცა, ათი წლის წინ წავიკითხე და შეიძლება დროის ფაქტორიც იყოს) და სანდერსონსაც. :დ

jurnalistka
ტყემალს რას უწუნებ? mad.gif

Posted by: Joiner 6 Feb 2018, 17:04
https://screenrant.com/conan-barbarian-tv-series-amazon/


Henyd0r1
საშენო თემაა.
* * *
ჩვენიანი ყოფილა.
user posted image

Posted by: away 6 Feb 2018, 22:28
სალამი აქაურობას. გამიხარდა სანდერსონის/ აბერკრომბის ფანების აღმოჩენა

Posted by: 4L3X 7 Feb 2018, 11:23
აბა ფანტასტებო შესანიშნავი ამბავი მაქვს ელონ მასკმა წარმატებით გაიყვანა Falcon Heavy ორბიტაზე და პირველი საფეხურის ამაჩქარებლები უკან წარმატებით დაბრუნდნენ. ელონმა ერთი ნაბიჯით მოაახლოვა ის ერა რომელსაც ალბათ ყველა ჩვენგანი შევნატრით მაგრამ არ გვიწერია მასში ცხოვრება.




Posted by: Joiner 7 Feb 2018, 16:58
user posted image

Posted by: Mandangus 7 Feb 2018, 18:41
მისთბორნის პირველ წიგნს მოვრჩი და 1 კვირა სახლში ჯდომას, ქვითინს და სმას ვაპირებ sad.gif გაზაფხულზე გეგმავს ხო ბათუმი მეორეს?

Posted by: Joiner 7 Feb 2018, 18:48
Mandangus
QUOTE
მისთბორნის პირველ წიგნს მოვრჩი და 1 კვირა სახლში ჯდომას, ქვითინს და სმას ვაპირებ

მესამეს დაელოდე.

QUOTE
გაზაფხულზე გეგმავს ხო ბათუმი მეორეს?

yes.gif

მაისის ფესტივალისთვის აპირებენ.

Posted by: Henyd0r1 7 Feb 2018, 21:55
აუ კონანი <3

კაცო, შემწვარი კარტოფილი და ტყემალი ყველას საყვარელი კერძI მგონია და biggrin.gif რავიცი

პროსტა ზუთხი მაინც ზუთხია :პ

Posted by: Eeescadaaa 7 Feb 2018, 22:45
QUOTE (Mandangus @ 7 Feb 2018, 18:41 )
მისთბორნის პირველ წიგნს მოვრჩი და 1 კვირა სახლში ჯდომას, ქვითინს და სმას ვაპირებ sad.gif გაზაფხულზე გეგმავს ხო ბათუმი მეორეს?


მაშინ მეორეს მერე გალოთდები

ჯობს ერთად წაიკითხო gigi.gif yes.gif yes.gif

Posted by: kaatinga 8 Feb 2018, 01:27
მხედვარი დავამთავრე. სასიამოვნო ფინალი ჰქონდა, ბნელი კოშკისგან განსხვავებით არ მინანია რომ თვალები დავითხარე რუსულად კითხვით.

აზიმოვის დასაბამი უნდა დავიწყო და ეს ერთი წიგნია თუ კიდევ აქვს სხვა ნაწილები რომელიც მერე ნეტში უნდა ვეძებო უცხო ენაზე ?

პ.ს. აზიმოვს პირველად ვკითხულობ და რა ქვე-ჟანრია ?

Posted by: fork 8 Feb 2018, 11:19
ბერენ-ლუთიენმა გაასწორა.
ნისლქმნილი ტრილოგიაა,არა?

Posted by: Joiner 8 Feb 2018, 11:24
kaatinga
QUOTE
აზიმოვის დასაბამი უნდა დავიწყო და ეს ერთი წიგნია თუ კიდევ აქვს სხვა ნაწილები რომელიც მერე ნეტში უნდა ვეძებო უცხო ენაზე ?

ტრილოგიაა.
QUOTE
პ.ს. აზიმოვს პირველად ვკითხულობ და რა ქვე-ჟანრია ?

სამეცნიერო ფანტასტიკა, უცხოპლანეტელების გარეშე.

fork
QUOTE
ნისლქმნილი ტრილოგიაა,არა?

yes.gif

Posted by: dionise12 8 Feb 2018, 13:22
Joiner

user posted image

ტრილოგიის შემდგომი წიგნები ცალკემდგომია ? ტრილოგიის პერსონაჟები არიან შემდეგ ? თუ სამყაროა საერთო მხოლოდ?

Posted by: Joiner 8 Feb 2018, 13:24
dionise12
QUOTE
ტრილოგიის პერსონაჟები არიან შემდეგ ?

no.gif

QUOTE
თუ სამყაროა საერთო მხოლოდ?

yes.gif

ტექნოლოგია განვითარებულია და ნაწარმოები უფრო ვესტერნის სტილშია.
300 წლის მერე ხდება მოქმედება.

Posted by: Henyd0r1 9 Feb 2018, 21:00
აუ, რობოტებზე რაც კი პატარ-პატარა მოთხრობები მოვისმინე იუთუბზე, ყველამ ძალიან იმოქმედა. რაღაცნაირად მძაფრად შეუძლია აზიმოვს რეალური გახადოს ის შორეული მომავალი, სადაც ტიპები რობოტებს რამდენიმე დღეში ქმნიან და მერე როგორც გონიერ არსებებს ისე ელაპარაკებიან.
ჰოდა რობოტებს უნდა ჩავუჯდე რა

Posted by: 4L3X 9 Feb 2018, 22:13
user posted image

იცის პარნასმა სასიამოვნოდ გაკვირვება chups.gif
* * *
არეტე

მოკლედ გვეღირსა smile.gif

დღეს, შაბათს, 10 თებერვალს, 14.00 საათიდან, პარნასში (ჭავჭავაძის 22) მივიტანთ 100 ცალს განსაკუთრებით მოუთმენელი ხალხისთვის.
ერთი კვირის განმავლობაში პარნასში ეღირება 15 ლარი, ნაცვლად ჩვეულებრივი 20 ლარისა.

დანარჩენ მსოფლიოში დაახლოებით ერთ კვირაში იქნება

user posted image

Posted by: Joiner 10 Feb 2018, 12:38
QUOTE (Henyd0r1 @ 9 Feb 2018, 21:00 )
აუ, რობოტებზე რაც კი პატარ-პატარა მოთხრობები მოვისმინე იუთუბზე, ყველამ ძალიან იმოქმედა. რაღაცნაირად მძაფრად შეუძლია აზიმოვს რეალური გახადოს ის შორეული მომავალი, სადაც ტიპები რობოტებს რამდენიმე დღეში ქმნიან და მერე როგორც გონიერ არსებებს ისე ელაპარაკებიან.
ჰოდა რობოტებს უნდა ჩავუჯდე რა

მთლიანად რობოტების სერია საკმაოდ კარგია. (The Caves of Steel, The Naked Sun, The Robots of Dawn).
ჩემი პირადი ფავორიტი სერიაა აზიმოვის დაფუძნების სამყაროდან. შეიძლება იმის ,,ბრალიცაა" რომ მოცემული სერიით დავიწყე აზიმოვის გაცნობა.

Posted by: ValenTine_Kelly 16 Feb 2018, 16:38
იუმორი და ფენტეზი ერთად ვისაც გიყვართ, გირჩევთ.

მთლად პრატჩეტი არაა, მაგრამ მაინც კარგად იცინებთ.


user posted image

Posted by: Greenwizard 21 Feb 2018, 10:50
აზომოვის დასაბამის მერე, მაგ სერიით აღარ გამოსულა რამე, თუ მე გამოვტოვე? კლარკი იყო დაანონსებული... sad.gif

Posted by: 4L3X 21 Feb 2018, 10:52
Greenwizard
არ გამოსულა ჯერ არც "ბავშვობის დასასრული" და არც "ნეურომანსერი"

Posted by: Joiner 21 Feb 2018, 10:59
Greenwizard
QUOTE
აზომოვის დასაბამის მერე, მაგ სერიით აღარ გამოსულა რამე, თუ მე გამოვტოვე? კლარკი იყო დაანონსებული...

მივწერე როდისთვის აპირებთ - მეთქი და დამსინეს mad.gif

Posted by: Greenwizard 21 Feb 2018, 11:24
შეჩერებულია დროებით სერია თუ რატომ? sad.gif

Posted by: nick_el_son 25 Feb 2018, 02:37
Iain M. Banks - Consider Phlebas (Culture, #1)

4 თავის შემდეგ ისეთი გრძნობა გამიჩნდა რომ ზოგად ფარგლებში ვიცოდი რა მოხდებოდა და როგორ დამთავრდებოდა. მივხვდი ასევე დაახლოებით რა ძირითადი აქცენტები იქნებოდა "მორალის" და პერსონაჟების განვითარების მხრივ. და ეს ყველაფერი ძალიან არ მომეწონა :დ
იმდენად, რომ დავგუგლე ფინალი და გუდრიდსზე გადავიკითხე რევიუები.
და რათქმაუნდა ინტუიციამ (თუ საღმა აზრმა, რაც არ უნდა დავარქვა) არ მიღალატა ))
რა თქმა უნდა, დავდროფე : უსერ:

თუკი ვინმეს ოდესმე მოუნდება ამის წაკითხვა, ჯერ ეს რევიუ ნახეთ: https://www.goodreads.com/review/show/48178154
და მერე, თუკი მაინც გადაწყვეტთ რომ ღირს, პრეტენზიები აღარ გქონდეთ biggrin.gif

Posted by: ValenTine_Kelly 25 Feb 2018, 11:19
გუდკაინდი რა დაპალი და სნობი ტიპია.
რომ მიხვდა, არტისტს მასზე მეტი თუ არა, ნაკლები მხარდამჭერები სულაც არ ჰყავს, სხვანაირად დაიწყო საუბარი შემდეგ პოსტში.


https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10155072800391822&id=111426611821

Posted by: _GHOST_ 25 Feb 2018, 11:21
ValenTine_Kelly
მაგარი შენძრეული ტიპია, სიკერზე ბაზრობდა ადრე, ეგ ფენტეზი არ არისო. რაღაც სერიოზული სოციალურ-ფილოსოფიური ლიტერატურა შევქმენიო. :დ

Posted by: ValenTine_Kelly 25 Feb 2018, 11:39
_GHOST_
კარგად ჩავუყევი მაგის პოსტებს და აი, უცუდესი ადამიანია. განდიდების მანიიანი სნობი.

Posted by: fork 25 Feb 2018, 16:59
ValenTine_Kelly
_GHOST_
QUOTE
გუდკაინდი რა დაპალი და სნობი ტიპია.

QUOTE
უცუდესი ადამიანია. განდიდების მანიიანი სნობი.

მგონი მაგიტომ შეაჩერა ჯადოქრის კანონები ბათუმმა... biggrin.gif

Posted by: ValenTine_Kelly 25 Feb 2018, 18:55
fork
QUOTE
მგონი მაგიტომ შეაჩერა ჯადოქრის კანონები ბათუმმა...

ეს სერიაც შეაჩერეს?

Posted by: fork 26 Feb 2018, 17:05
ValenTine_Kelly
როგორც ვიცი-დიახ,ბატონო...
არადა საბრალოდ მიდევს პირველი(ორად გაყოფილი) ნაწილი.
რა იმედი მქონდა-კაიხელა თავგადასავალი მელის მეთქი.
ორიგინალში და რუსულად წაკითხვა მეზარება,უფრო სწორედ-მირჩევნია ასი პროცენტით გავიგო შინაარსი.

Posted by: Greenwizard 3 Mar 2018, 17:18
პორტალმა ჯეფ ვანდერმეერი დაანონსა
user posted image

Posted by: _GHOST_ 3 Mar 2018, 23:18
ბარემ ამბერგრისის სამი წიგნი, ან Veniss Underground ეთარგმნათ. :დ რაღაც თითქოს ფილმის პონტში გაპოპულარულდა ანიილეიშენი.

Posted by: Henyd0r1 4 Mar 2018, 10:06
ვსო,დამღალა ამ მელანქოლიურმა დრამებმა, ვიუბრუნდები დენ სიმონსს

Posted by: bigmaster 4 Mar 2018, 10:26
რამე ფუტურისტული ფილმი ხოარ გეგულებათ ბოლოს გადაღებული? smile.gif

Posted by: Greenwizard 5 Mar 2018, 22:52
ბლეიდ რანერი 2049 smile.gif)

Oblivion - არც ისე ახალია, მაგრამ აქვს რაღაცsmile.gif

Posted by: Henyd0r1 7 Mar 2018, 09:23
ჰიპერიონის მერე ,,გრავიტაციის ფაზები" ძალიან დიდი იმედგაცრუებაა დენ სიმონსისგან sad.gif არადა რა კარგი ყდა აქვს ეჰ

Posted by: ValenTine_Kelly 8 Mar 2018, 16:46
ერთხელ წასაკითხად ნორმალური ურბან ფენტეზია, დინამიკური სიუჟეტით და საინტერესო სამყაროთი.

user posted image

user posted image

Posted by: nick_el_son 8 Mar 2018, 20:21
ValenTine_Kelly
ანუ ღირს წაკითხვა?

თუ არ ვცდები კომპში უნდა მეგდოს ორივეს ქართული ვერსია და სულ მეზარებოდა დაწყება )


რუს ავტორებს სულ ეჭვის თვალით ვუყურებ.. მითუმეტეს ახალ თაობას..

Posted by: medium 10 Mar 2018, 22:20
ბილეთი ტრანაისკენ მომეწონა smile.gif
ფილმი თუ არის ამ მოთხრობის მიხედვით? საინტერესო იქნებოდა smile.gif)

Posted by: ValenTine_Kelly 11 Mar 2018, 13:27
nick_el_son
საშინელი თარგმანებია, გრამატიკული თვალსაზრისით, ეგ ორი. თუ მაგაზე არ გაქვს გართულება, წაიკითხე მანდედან.

ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ საინტერესო სამყარო აქვს, იმჰო. საინტერესო წარმოსადგენია, ჩვენს სამყაროში მაგათი არსებობაც, რომ დაუფიქრდები.
კითხვის მანძილზე სულ ის მაინტერესებდა, მე რომელ მხარეს შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავი :დ
პირველზე მეტად, მეორე მომოეწონა, ისე.

Posted by: nick_el_son 11 Mar 2018, 14:43
ValenTine_Kelly
ჰმმ.. ცოტა დამაინტრიგე biggrin.gif

ოკ, ჩავუჯდები მაშინ როცა მოვიცლი..

თუ თარგმანი ცუდია და მაშინ ორიგინალში წავიკითხავ, არც რუსულ ენასთან მაქვს პრობლემა smile.gif


Posted by: saba77 12 Mar 2018, 23:08
სალამი, მხედვარის მეორე ტომი მინდა "მხედვარი – ბედისწერის მახვილი". ამოწურულია ტირაჟი თვეა უკვე და ვერ მიშოვია, ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ყიდვა ?

Posted by: ქაფქიანა 15 Mar 2018, 19:14
კლარკის "ბავშვობის დასასრული" ამ ზაფხულში იქნება.

Posted by: Henyd0r1 15 Mar 2018, 22:27
https://www.tor.com/2018/03/15/dinosaurs-in-the-amazon-the-lost-world-by-arthur-conan-doyle/

ძალიან კარგი სტატია სერ არტურზე და დაკარგულ სამყაროზე

Posted by: Joiner 16 Mar 2018, 20:15
ჩამოვიდნენ. bis.gif

user posted image

my precious love.gif

Posted by: dionise12 16 Mar 2018, 23:09
Joiner

My precious
user posted image

Posted by: Joiner 16 Mar 2018, 23:11
dionise12
Shattered Sea კარგია?
აღწერაში young adult უწერია და ცოტა მეშინია. user.gif

Posted by: dionise12 16 Mar 2018, 23:19
Joiner
2 დღეა დავიწყე, Half a King-ის 45% ზე ვარ ჯერ, ჯერ ჯერობით კარგად მიდის , იუმორი არ აკლია და პერსონაჟებიც გამოჩნდენ ნელ-ნელა, 2 კვირაში დავწერ შეფასებას საბოლოოდ. Half a king -ზე როტფუსს უწერია:
"Simply said, I think this is my favorite Abercrombie book yet. And that's really saying something. "
მეეჭვება The Heroes-ზე უკეთესი იყოს რომელიმე, ვნახოთ

Posted by: Henyd0r1 17 Mar 2018, 00:43
QUOTE (Joiner @ 16 Mar 2018, 20:15 )
ჩამოვიდნენ. bis.gif

user posted image

my precious love.gif

ვავა კანფეტ
მე ამერიკული გამოცემები მაქვს. მალე დავიწყებ სთორმლაითის მეორე ნაწილს იმედია ა

Posted by: ValenTine_Kelly 17 Mar 2018, 17:40
მშვენიერი იყო.

საინტერესოა, დანარჩენ ორ ტომსაც თუ თარგმნიან და ბარემ სტარშიპ ტრუპერსიც მოაყოლონ.

user posted image

Posted by: nick_el_son 22 Mar 2018, 12:51
QUOTE
ერთხელ წასაკითხად ნორმალური ურბან ფენტეზია, დინამიკური სიუჟეტით და საინტერესო სამყაროთი.

user posted image

QUOTE
რუს ავტორებს სულ ეჭვის თვალით ვუყურებ.. მითუმეტეს ახალ თაობას..

როგორც ყოველთვის მართალი აღმოვჩნდი : )

ყოველთვის ერთი და იგივე პრობლემა: რუსეთის მესიანისტური როლი (და პარალელურად, დეგრადირებული და განვითარების პოტენციალის არმქონე "დასავლეთი") რომ არ ჩატენონ ყველგან ისე არ შეუძლიათ ტიპებს drug.gif

ყოვლის მცოდნე/შემძლე ლიდერ/ბელადებზე გაფანატებაც სისხლში აქვთ. :დ

არყით დათრობის საკრალური როლი.. lol.gif

ტიპიური ავადმყოფური რუსული სამყარო..

სექსიც კი... მერე რა მოხდა თუკი შენი საყვარელი ადამიანის თვალწინ მისივე თანამშრომლებთან გრუპავუხას აწყობ, დიდი ამბავი, მოსული პონტია ეგ biggrin.gif


ეს სამყაროებს შორის გადასვლები და წინასწარ დაგეგმლი ინტრიგები ნათელ/ბნელეთის დაპირისპირებაში აშკარად ამბერის ქრონიკების გავლენით აქვს დაწერილი.


ზოგადად არ არის მაინცდამაინც ძალიან ცუდი, მაგრამ ვერ აღვფრთოვანდი no.gif

ისეთია რა, არავის რომ არ ურჩევ წასაკითხად, რომ არც გაგახსენდება..

mo.gif

Posted by: ValenTine_Kelly 22 Mar 2018, 14:05
nick_el_son
რა მოლოდინით დაიწყე ამ წიგნის კითხვა, გაფიცებ? biggrin.gif
ნამეტანი სერიოზულად განგიხილავს, არადა ისეთი წიგნია, ერთხელ რომ წაიკითხავ და დროს გაიყვან, არ მოგაწყენს.
ტიპი თავისი ქვეყნის რეალობაში წერს, რაც მისთვის ნაცნობია და ახლობელი, მაგიტომაც იგრძნობა ეგრე მძაფრად ის ყველაფერი, რაც ჩამოწერე.


სამყარო საინტერესო აქვს, ზოგადად იდეა, ბნელი/ნათელი მხარის მებრძოლებზე.



Posted by: nick_el_son 22 Mar 2018, 17:35
ValenTine_Kelly
დიდი არაფერი მოლოდინი მქონდა, მაგრამ მაინც თვალს ძაან ცუდად მოხვდა ესენი biggrin.gif

ისე კიბატონო საკმაოდ დინამიურია და სამყაროც ასე თუ ისე საინტერესო აქვს yes.gif

მეორე წიგნს ვამთავრებ ახლა და ჰო დროის გასაყვანად გამოდგება : )


* * *
წავიკითხე дневной дозор-იც.

სრული კოშმარი.. vis.gif


Posted by: 4L3X 2 Apr 2018, 20:18
დიდხანს ველოდი რომ ბათუმელები ამას იზავდნენ. რობერტ ჰაინლაინის Stranger in the Strange Land-ს თარგმნიან!

რობერტ ჰაინლაინის შემოქმედება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ქვაკუთხედად მიიჩნევა. აიზეკ აზიმოვთან და ართურ კლარკთან ერთად მან ამ ჟანრის ერთგვარი ლიტერატურული სტანდარტი შექმნა და საყოველთაო პოპულარობაც მოუტანა. Stranger in a Strange Land არა მხოლოდ მისი ყველაზე ცნობილი, კონტროვერსიული და ენობრივად დახვეწილი რომანია, არამედ პირველი წიგნია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, რომელმაც “ნიუ იორკ ტაიმსის” ბესტსელერთა სიაში დაიმკვიდრა ადგილი. ფრენკ ჰერბერტის „დიუნთან“ ერთად, Stranger in a Strange Land სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე გავლენიან წიგნადაა მიჩნეული.

ჰაინლაინის მაგნუმ ოპუსი იმ იშვიათ ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომლებიც, არათუ საკუთარი ეპოქის გამოძახილია, არამედ თანამდევი გავლენით საზოგადოების განვითარების მიმართულებასაც განსაზღვრავენ. წიგნში წარმოჩენილმა იდეებმა რელიგიის, ქონების, მონოგამიისა და სიკვდილის შესახებ დიდი გამოძახილი ჰპოვეს გასული საუკუნის კონტრკულტურულ ოაზისში - ჰიპურ მოძრაობაში. მისი გავლენა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ წიგნში აღწერილმა გამოგონილმა რელიგიამ ჩვენს სამყაროშიც გადმოინაცვლა და დღემდე Сhurch of All Worlds-ის სახელით არსებობს. ამ მიღწევათა გათვალისწინებით აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ Stranger in a Strange Land იმ წიგნების ასეულში შეიყვანა, რომლებმაც ამერიკა ჩამოაყალიბეს (Books that shaped America), 1962 წელს კი რობერტ ჰაინლაინი საუკეთესო რომანის ავტორობის გამო პრემია „ჰუგოთი“ დააჯილდოეს.

ვალენტაინ მაიკლ სმიტი, პირველი ადამიანია, რომელმაც არა მხოლოდ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა მარსზე, არამედ ამ პლანეტის მკვიდრთაც აღზრდეს. მკითხველისთვის იგი იდეალური ინსტრუმენტია, რათა ახალი კუთხით დაინახონ ის ინსტიტუციები და სოციალური ნორმები, რომელთა ფესვებიც დედამიწურ საზოგადოებაშია ჩაკირული. სმიტი მგლების მიერ აღზრდილი მაუგლის მსგავსად უბრუნდება ადამიანთა მოდგმას, თუმცა, მისგან განსხვავებით, უცხოპლანეტურმა აღზრდამ იგი დედამიწელთა უმეტესობაზე უფრო ჰუმანური და პროგრესული გახადა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ზებუნებრივ უნარებზე. როგორ მიიღებს დედამიწა უძღებ შვილს და როგორ გავლენას იქონიებს მისი იდეები კაცობრიობის განვითარებაზე - ამის შესახებ მკითხველი უკვე მაისის წიგნის ფესტივალზე შეიტყობს.

user posted image

Posted by: Joiner 2 Apr 2018, 20:23
QUOTE
დიდხანს ველოდი რომ ბათუმელები ამას იზავდნენ. რობერტ ჰაინლაინის Stranger in the Strange Land-ს თარგმნიან!

დროული იყო. yes.gif
სადღაც ორი წლის წინ წერდა OHOI_IKA მთარგმნელი არ მყავს რომ მივცეო.

Posted by: OHOI_IKA 3 Apr 2018, 00:47
Joiner
4L3X
სუპერ ამბავია ჩემი აზრით ქართულ საი-ფაის სამყაროში smile.gif
მართლა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წიგნია ჟანრში, თავისი თეოლოგიური და პოლიტიკური წიაღსვლებით <3

ამ წიგნის თარგმნამ გადამიყოლა მე smile.gif) 2015 წელს შევიძნეთ უფლებები და მას შემდეგ, მხოლოდ ახლა დასრულდა თარგმნა. ვისაც რუსულად გაქვთ(გვაქვს) ადრე წაკითხული, ის იყო შემოკლებული ვერსია, ეს კი სრულია, რომელიც ჰაინლაინის სიკვდილის შემდეგ მოიპოვა ცოლმა უფლება, რომ სრულად გამოსულიყო. თავის დროზე პოლიტიკური და რელიგიური კონტექსტების გამო შეაკვეცინეს ავტორს.
ხოდა ქართულად სადღაც "დიუნის: ზომის გამოვა ალბათ.
ჯერ ერთმა მთარგმნელმა დაიწყო და ორი წელი მომთხოვა დრო, შემდეგ ქაფქიანამ დაიწყო და მასაც ძალიან გაეწელა, შემდეგ კიდევ ორნი იყვნენ და საბოლოოდ, 4 თვის წინ გაგი გაბრიჭიძემ მომიტანა, ვთარგმნეო smile.gif)) 4 თვეა მიმდინარეობ რედაქტირება და მალე იხილავს მზის სინათლეს <3
500$ ჯარიმა გადავიხადე გამოცემის დროის გადაცილების გამო))))

Posted by: ქაფქიანა 3 Apr 2018, 11:14
OHOI_IKA

QUOTE
შემდეგ ქაფქიანამ დაიწყო და მასაც ძალიან გაეწელა,


კიბერ-სივრცეში პოლემიკას არ ვაპირებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი: რეალობა ისაა, რომ ქაფქიანას აბსოლუტურად არცერთი გამომცემლობისთვის (მათ შორის, გამომცემლობა ,,წიგნები ბათუმში") არასდროს არ დაუგვიანია (,,გასწელვია") არცერთი თარგმანი. რაც გაიწელა, იყო ქაფქიანასთან ,,უუმ“-ის შესაბამისი კონტრაქტის დადება, რომლის გარეშეც ქაფქიანა სიტყვიერი შეთანხმებიდან კონტრაქტის მოლოდინში ერთ თვეში უკვე ნათარგმნ ერთ მესამედს მეტად ვეღარ გააგრძელებდა. ამ თემაზე კომუნიკაციის შესაბამისი ჩანაწერებიც არსებობს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკონტრაქტოდ არცერთი გვერდის თარგმნის აუცილებლობას.

Posted by: ValenTine_Kelly 3 Apr 2018, 12:15
QUOTE
Stranger in a Strange Land

bis.gif

Posted by: Henyd0r1 3 Apr 2018, 21:06
OHOI_IKA

ფანტასტიკის ოქროს ბიბლიოთეკაში რომ არის გამოცემული ისიც შეკვეცილია??

აქვე, ძალიან საინტერესო ამბავი - Neil Gaiman and Akiva Goldsman Adapting Gormenghast for Television https://www.tor.com/2018/04/03/gormenghast-television-adaptation-neil-gaiman-akiva-goldsman/

Posted by: Joiner 3 Apr 2018, 21:24
QUOTE
აქვე, ძალიან საინტერესო ამბავი - Neil Gaiman and Akiva Goldsman Adapting Gormenghast for Television https://www.tor.com/2018/04/03/gormenghast-...akiva-goldsman/

ამაზე გამახსენდა AMC დენ სიმონსის ტერორის ადაპტაციას უშვებს.
http://www.imdb.com/title/tt2708480/

ჯერ სამი სერიაა გამოსული.

Posted by: Henyd0r1 4 Apr 2018, 00:14
QUOTE (Joiner @ 3 Apr 2018, 21:24 )
QUOTE
აქვე, ძალიან საინტერესო ამბავი - Neil Gaiman and Akiva Goldsman Adapting Gormenghast for Television https://www.tor.com/2018/04/03/gormenghast-...akiva-goldsman/

ამაზე გამახსენდა AMC დენ სიმონსის ტერორის ადაპტაციას უშვებს.
http://www.imdb.com/title/tt2708480/

ჯერ სამი სერიაა გამოსული.

ახლა ვკითხულბო ტერორს, შუაზე ვარ მისული და ძაალიან მომწონს

Posted by: _GHOST_ 4 Apr 2018, 09:06
Grey Sister დაიდო. bis.gif



........

Posted by: dionise12 4 Apr 2018, 23:59
ნისლქმნილის წაკითხვა უნდა დავიწყო, ელექტრონულიც მაქვს ნაყიდი და წიგნიც, რომელს მირჩევთ? თუ ბევრი სახელებია, საინტერესო ფრაზები/დიალოგები ელექტრონულს ვკითხულობ ხოლმე , მონიშვნა და ძებნა მარტივია, დანარჩენ შემთხვევაში ნაბეჭდს.

Posted by: Joiner 6 Apr 2018, 15:04
dionise12
QUOTE
ნისლქმნილის წაკითხვა უნდა დავიწყო, ელექტრონულიც მაქვს ნაყიდი და წიგნიც, რომელს მირჩევთ? თუ ბევრი სახელებია, საინტერესო ფრაზები/დიალოგები ელექტრონულს ვკითხულობ ხოლმე , მონიშვნა და ძებნა მარტივია, დანარჩენ შემთხვევაში ნაბეჭდს.

სახელები კია ბევრი, მაგრამ იმდენიც არაა რომ ვერ დაიმახსოვრო. დიალოგებს რაც შეეხება ჩვეულებრივი ადამიანური დიალოგებია, ყოველგვარი პათოსის გარეშე. ზოგიერთ მწერალს რომ ახასიათებს დიდი აზრის მატარებელი ფრაზის დაწერა და პიზდეცინტელექტუალობა, აქ არაა.
მაგაზე ერთი რევიუერი აჩმახებდა, ფენტეზია პათოსი რატომ არ არისო facepalm.gif

Posted by: dionise12 6 Apr 2018, 17:04
Joiner
მადლობა , თუ სახლები ბლომადაა ელექტრონულში წაკითხვა მირჩევნია მაშინ, ადვილად ვეძებ, თან იმხელა წიგნის ჭერა დამღლელი და მოუხერხებელია

Posted by: woman_ 6 Apr 2018, 19:54
ამერიკელი ღმერთები

აი, ამ სათაურს რომ ჰგავდეს რა წიგნი შეიძლება იყოს ასეთი?

ანუ, მე გამახსენდა მარტო ამერიკული ტრაგედია
და ამერიკული პასტორალი

და თქვენ რას იტყვით? :ს

Posted by: 4L3X 6 Apr 2018, 20:02
woman_
ამერიკელი ფსიქოპათი, ამერიკული ქორწინება, ამერიკელი ცოლი, ამერიკული ტრაგედია, ჩუმი ამერიკა, ამერიკული ომი, ამერიკის პირველი ქალიშვილი, მე ვარ ამერიკა, უცნობ ამერიკელთა წიგნი.

მგონი კმარა mo.gif

Posted by: Joiner 12 Apr 2018, 15:48
http://cinemania.adjara.com/cinema-news/tv_shows/aizek-azimovis-dafudznebis-ciklis-mikhedvit-apple-serials-gadaighebs/

დაგვენძრა yes.gif

QUOTE
სცენარისტი დევიდ ს. გოიერი

facepalm.gif

Posted by: fujita 12 Apr 2018, 21:43
ბიჭებო ადრე სერიალი გადიოდა სახელად გმირები heroes
ხოდა ამ სერიალს წიგნი აქვს? და თუ არის ქართულად არის?
მიყვარდა მაგრად ეს სერიალი და წავიკიტხავდი წიგნსაც biggrin.gif

Posted by: nick_el_son 13 Apr 2018, 00:13
fujita
QUOTE
ადრე სერიალი გადიოდა სახელად გმირები heroes
ხოდა ამ სერიალს წიგნი აქვს?

თუ ამაზე ამბობ, არა no.gif

series created by Tim Kring-ო, მეტი არაფერი წერია:
https://en.m.wikipedia.org/wiki/Heroes_(TV_series)


Posted by: 4L3X 13 Apr 2018, 00:14
Joiner
რატომ დაგვენძრა? spy.gif

Posted by: dionise12 13 Apr 2018, 01:12
Joiner
დავამთავრე ნისლქმნილი, ცოტა ურო მეტს ველოდი მაგარმ კარგი იყო მაინც , აბერკრომბის Shattered Sea-ს young adult უწერია, მაგრამ ჩემი აზრით ეს უფრო საბავშვოა ვიდრე ის.

Posted by: Joiner 13 Apr 2018, 07:49
4L3X
არაა გოიერი საიმედო.
თან ეიპლის გადაღებული არავინ იცის რა გამოვა.

Posted by: 4L3X 13 Apr 2018, 10:17
QUOTE (Joiner @ 13 Apr 2018, 07:49 )
თან ეიპლის გადაღებული არავინ იცის რა გამოვა.

უფ რა გამოცნობა უნდა. სერიის ბოლოს ეკრანი გაშავდება და დაიწერება "ფინალის სანახავად გადაიხადეთ 0.99 დოლარი" ან სერია უხმოდ ეღირება $10 და ხმა $2

Posted by: nick_el_son 13 Apr 2018, 14:28
QUOTE (4L3X @ 13 Apr 2018, 10:17 )
QUOTE (Joiner @ 13 Apr 2018, 07:49 )
თან ეიპლის გადაღებული არავინ იცის რა გამოვა.

უფ რა გამოცნობა უნდა. სერიის ბოლოს ეკრანი გაშავდება და დაიწერება "ფინალის სანახავად გადაიხადეთ 0.99 დოლარი" ან სერია უხმოდ ეღირება $10 და ხმა $2

lol.gif lol.gif



Posted by: Joiner 15 Apr 2018, 09:19



სადაა სანდერსონი? mad.gif

Posted by: JSB14BSJ 15 Apr 2018, 12:50
საერთოდ ფანტასტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ რაღაც კონკრეტულის გულისთვის ხანდახან რით აღარ დაინტერესდები ადამიანი.

ყოვლად ფანტასტებო,

ამ კაცის:
https://en.wikipedia.org/wiki/Willis_George_Emerson
აი ეს:
https://en.wikipedia.org/wiki/The_Smoky_God

სად მოვძებნო, არის თუ არა ქართულად ნათარგმნი ან თარგმნის პროექტში თუ არის?

Posted by: dionise12 15 Apr 2018, 13:22
JSB14BSJ
goodreads.com -ზე გამოცემებში ნახე, 100% იანი გარანტია არაა რომ იქნება ქართულიც, ძალიან იშვიათ შემთხვევაში აკლია ხოლმე, მით უმეტეს თუ ახალი წიგნია,

https://www.goodreads.com/work/editions/508...

Posted by: Henyd0r1 15 Apr 2018, 22:13
დენ სიმონსი ტერორს გირჩევთ ყველას
წიგნსაც და სერიალსაც
ჩვეულებრივი წამებაა, მაგრამ სასიამოვნო წამება. ძალიან მძლავრი წიგნია.

Posted by: ZGarb1 16 Apr 2018, 10:10
Henyd0r1
სერიალი დავიწყე, პირველი 2 ეპიზოდი დავაგემოვნე. როგორ მირჩევ, ჯერ წავიკითხო?!

Posted by: Henyd0r1 16 Apr 2018, 21:54
QUOTE (ZGarb1 @ 16 Apr 2018, 10:10 )
Henyd0r1
სერიალი დავიწყე, პირველი 2 ეპიზოდი დავაგემოვნე. როგორ მირჩევ, ჯერ წავიკითხო?!

იმხელაა, რა ნამუსით გითხრა ჯერ წაიკითხე თქო მაგრამ რათქმაუნდა ჯერ წაკითხვა ჯობს :დ

მომწონს სერიალი, 2 სერია დამრჩა და იმედია წიგნივით დასრულდება.

Posted by: ZGarb1 17 Apr 2018, 07:39
Henyd0r1
ესე იგი წავიკითხავ. მეზღვაური ვარ და დიდ წიგნებთან ჭიდაობა არ მაფერხებს biggrin.gif

Posted by: Henyd0r1 17 Apr 2018, 09:44
QUOTE (ZGarb1 @ 17 Apr 2018, 07:39 )
Henyd0r1
ესე იგი წავიკითხავ. მეზღვაური ვარ და დიდ წიგნებთან ჭიდაობა არ მაფერხებს biggrin.gif

მით უმეტეს, თუ მეზღვაური ხარ, ძაან მოგეწონება war.gif

Posted by: Joiner 17 Apr 2018, 12:04
user posted image

bis.gif bis.gif

Posted by: fork 17 Apr 2018, 13:26
Joiner
ძალიან მაგრად მიდის პორტალი...
ხვალ პრიზმას დავითრევ ამათსას...

Posted by: Henyd0r1 17 Apr 2018, 16:03
ხვალ მოდით უეჭველი
პრიზმა და ის 30% ფასდაკლებით იქნება
კაი ლუდსაც დალევთ

Posted by: fork 17 Apr 2018, 19:52
QUOTE
პრიზმა და ის 30% ფასდაკლებით იქნება

ამისთვის ვაპირებდი...
QUOTE
კაი ლუდსაც დალევთ

მაგრამ ამით იმენნა შემაბით!!! biggrin.gif

Posted by: 4L3X 18 Apr 2018, 20:43
ვუჰუუუ jump.gif

ჯო აბერკრომბის "პირველი კანონის" ტრილოგიის მესამე წიგნის შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

ისტორია დასასრულს უახლოვდება. ლოგენს კიდევ შემორჩა ძალა უკანასკნელი ბრძოლისთვის. ჩრდილოეთი ომის ალშია გახვეული. ცხრათითას სამშობლო უხმობს, სადაც ის თავის ძველ მეგობარსა და მთავარ მტერს უნდა დაუპირისპირდეს.

ინკვიზიტორ გლოკტას ბრძოლა სხვა ფრონტზე აქვს გაჩაღებული. ბრძოლა, სადაც დაცული არავინაა და ნდობას არავინ იმსახურებს. მისი ფარიკაობის დღეები წარსულს ჩაჰბარდა. მისთვის, საბედნიეროდ, შანტაჟი, მუქარა და წამება არანაკლებ ეფექტური იარაღია.

ჯეზალ დან ლუთარმა სამხედრო ცხოვრებასა და დიდების მოპოვების მცდელობას საყვარელ ქალთან ცხოვრება არჩია. თუმცა პირად ცხოვრებაშიც არანაკლები რისკია, დიდების ძახილი კი ზურგიდან მაშინ მოგეპარება, როცა ყველაზე ნაკლებად ელი.

სანამ კავშირის მეფეთ-მეფე მომაკვდავი იმყოფება, გლეხები აჯანყებებს აწყობენ, დიდგვაროვნები კი მისი ადგილის დაკავებისთვის იბრძვიან. ომის აჩრდილი კავშირის შუაგულში გამოჩნდა. უპირველესი მაგებს შორის, როგორც ყოველთვის, სამყაროს გადარჩენას გეგმავს, მაგრამ რისკი დიდია. იმაზე საშინელი რისკი კი არ არსებობს, ვიდრე პირველი კანონის დარღვევაა.

user posted image

Posted by: dionise12 18 Apr 2018, 21:08
ყდის დიზაინი ველოდებით old.gif
........

Posted by: kaatinga 22 Apr 2018, 16:37
Henyd0r1
QUOTE
დენ სიმონსი ტერორს გირჩევთ ყველას
წიგნსაც და სერიალსაც
ჩვეულებრივი წამებაა, მაგრამ სასიამოვნო წამება. ძალიან მძლავრი წიგნია.

ქართულად არის ნათარგმნი? სერიალი კი ვნახე, მაგრამ კომენტებში ეწერა რომ წიგნი გაცილებით მაგარია და სერიალს ის ემოცია აკლია რაც წიგნს მოაქვს

4L3X
QUOTE
ჯო აბერკრომბის "პირველი კანონის" ტრილოგიის მესამე წიგნის შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

სულ რამდენია? უკვე იმდენი ხანი გავიდა რომ დამავიწყდა sad.gif


Posted by: dionise12 22 Apr 2018, 16:42
QUOTE
სულ რამდენია? უკვე იმდენი ხანი გავიდა რომ დამავიწყდა sad.gif


არის პირველი კანონის ტრილოგია და კიდევ 3 ცალკემდგომი წიგნი და ერთიც მოთხრობების კრებული იმავე სამყაროში.

Posted by: Demetrius 22 Apr 2018, 17:59
Dune-ს კითხვა დავიწყე

სამეცნიერო ფანტასტიკა ჩემთვის ზოგადად ახალი ხილია (დიკის ნოველებს თუ არ ჩავთვლით) და იმედია კარგი სტარტი იქნება


უკვე დიუნის პლანეტაზე გადავედით
ველოდები სიუჟეტი როდის ჩამითრევს mo.gif mo.gif

Posted by: 4L3X 22 Apr 2018, 18:30
Demetrius
გირჩევ მაგას შეეშვა ჯერ და კოსმოსური ოდისეა 2001 დაიწყო. wink.gif
მერე გადაწყვიტე ფანტასტიკა შენია თუ არა.

Posted by: 4L3X 23 Apr 2018, 21:15
მაისში, წიგნის ფესტივალზე, ჩვენს დახლთან უამრავ ახალ წიგნს იხილავთ. მათ შორის სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო ურსულა ლე გუინის The Dispossessed იქნება.

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ანარქისტები მშობლიურ პლანეტა ურრასიდან წავიდნენ და მის უკაცრიელ მთვარეზე, ანარრესზე, დასახლდნენ უკეთესი საზოგადოების შექმნის მიზნით. მათი ახალი ცხოვრება მძიმეა და უამრავი გამოწვევით არის სავსე. ურრასისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ მდიდრებს შეუძლიათ ცხოვრების ყველა სიამით ტკბობა, აქ საკუთრებას უარყოფენ და თანასწორობისკენ მიისწრაფვიან. თუმცა ბიუროკრატიამ და ინდივიდუალიზმზე უარის თქმამ სისტემაში უამრავი ნაკლი და სტაგნაცია გამოიწვია.

ფიზიკოსი შევეკი ანარრესზე ცხოვრობს. მას თავისი რევოლუციური გამოგონების სრულყოფა უნდა, მაგრამ ანარრესელები მხარს არ უბამენ. გადაწყვეტს, ურრასზე გაემგზავროს. შევეკის მოგზაურობის დროს მძაფრად ჩანს ამ ორ პლანეტას შორის არსებული სხვაობა, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ნათელი ხდება, რომ უნდობლობითა და ერთმანეთის შიშით გაყოფილი სამყაროებიდან არცერთი არაა სრულყოფილი და მათ შორის ბარიერების დამსხვრევა შევეკის მიზანი ხდება.

ნებულას, ჰიუგოსა და ლოკუსის ჯილდოს მფლობელი ურსულა ლე გუინის The Dispossessed-ი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და გავლენიანი რომანია. თემატური სიმდიდრე, რომელიც ავტორის შემოქმედებას ახასიათებს, ამ ნაწარმოებში პიკს აღწევს. ანარქიზმი, რევოლუციური პროცესები, კაპიტალიზმი, ფემინიზმი, ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ლე გუინი თავის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში მოქმედება შორეულ მომავალში, სხვა მზის სისტემაში ვითარდება, ის პირდაპირ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

ურსულა ლე გუინისთვის სამეცნიერო ფანტასტიკა ყოველთვის წარმოადგენდა ერთგვარ ლაბორატორიას, სადაც ის კაცობრიობაზე ექსპერიმენტებს ატარებდა და შედეგებს მხატვრული ლიტერატურის ფორმით აწვდიდა მკითხველს. ამ შემთხვევაშიც ასეა, მკითხველს არა მხოლოდ შორეულ მომავალში მოგზაურობის საშუალება ეძლევა, არამედ იმის ნახვის ფუფუნებაც, თუ როგორი იქნებოდა ანარქისტული იდეოლოგიით შექმნილი საზოგადოება.
user posted image

Posted by: Lord_Raptor 24 Apr 2018, 22:36
გამარჯობა
დიდი ხანია ფორუმს თვალს ვადევნებ და მიხარია რომ ბევრი ადამიანი დაინტერესებული ამ ჟანრით.
weird fiction და new weird fiction როგორც ასეთი თუ გაინტერესებთ? ვანდერმერის ანიჰილაციას გამოხმაურება მოყვა მაგრამ სხვა მწერლებს თუ იცნობთ?
china mieville საკმაოდ საინტერესოა ჩემი აზრით. სოციალიზმს უკიდებს, ოქტომბრის თემითაა შეპრყობილი.
რევოლუციის გარდა თხრობის საინტერესო მანერა აქვს, მაგრამ ინგლისურად მაგის კითხვა ნამდვილი ჯვარცმაა.
The City & the City საკმაოდ ორიგინალური ურბანული რომანია, BBC ეკრანიზაციაზეც მუშაობს.

Posted by: Joiner 24 Apr 2018, 22:45
Lord_Raptor
QUOTE
weird fiction და new weird fiction როგორც ასეთი თუ გაინტერესებთ?

მარტო ჩაინა მიევილის Perdido Street Station მაქვს წაკითხული.
შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ ბნელი ატმოსფერო აქვს შექმნილი. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ნაწარმოებია, მათ შორის რაც წამიკითხავს.
სტიმპანკის და ფენტეზის ნაზავი აქამდე არ შემხვედრია.

Posted by: Lord_Raptor 24 Apr 2018, 23:07
Joiner
QUOTE
შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ ბნელი ატმოსფერო აქვს შექმნილი

გეთანხმები. მე პირველად ქალაქი და ქალაქი წავიკითხე. აღმოსავლეთ ევროპის კულტურას და სუბკულტურას კარგად ფლობს, მაგან გამაკვირვა.
მერე Perdido-ს მივადექი და ნამდვილი შოკი განვიცადე. ერთი სიტყვა რომელიც მაგ ნაწარმოებს ახასიათებს არის Totality. ყველაფერს ეხება თითქოს და ყველაფერზეა დაწერილი. Remade ასპექტის გამო განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს ჩემი აზრით. ინტერვიუ ვნახე მაგ საკითხზე, ქიმერას და ლავკრაფტის წყალობად აღიარებს.
ქართველ გამომცემლებს არ უყვართ რისკი (ყველას არა, გამგები გაიგებს), კომფორტის ზონიდან ბეჭდავენ წიგნებს თორემ მივილის შემოქმედება უნდა იძებნებოდეს ქართულად.

Posted by: 4L3X 24 Apr 2018, 23:22
QUOTE (Lord_Raptor @ 24 Apr 2018, 23:07 )
ქართველ გამომცემლებს არ უყვართ რისკი (ყველას არა, გამგები გაიგებს), კომფორტის ზონიდან ბეჭდავენ წიგნებს თორემ მივილის შემოქმედება უნდა იძებნებოდეს ქართულად.

ვიცით ერთი გამომცემლობა რომელსაც რისკები არ აშინებს როგორც დანარჩენებს, მაგრამ იმდენი წიგნი აქვს დაგროვილი გამოსაცემად რომ ალბათ ჩაინა მევილს ვერც ის მოკიდებს ხელს კიდევ კაი ხანი.

Posted by: Joiner 24 Apr 2018, 23:25
Lord_Raptor

QUOTE
მერე Perdido-ს მივადექი და ნამდვილი შოკი განვიცადე. ერთი სიტყვა რომელიც მაგ ნაწარმოებს ახასიათებს არის Totality. ყველაფერს ეხება თითქოს და ყველაფერზეა დაწერილი

yes.gif

ასევე აღსანიშნავია მიელვილის მიერ შექმნილი სოციუმი. Khepriს რასა, ლინის დამოკიდებულება თავისი რასის წარმომადგენლებისადმი. მსგავსი დეტალები კარგადაა დამუშავებული. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გარუდების რასამაც. რასა რომელიც პიროვნების თავისუფლებას ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას, და დამნაშავე მაშინ ხარ თუ პიროვნებას არჩევნის თავისუფლება წაართვი. პირველის შემდეგ მეორი წიგნის კითხვა მალევე დავიწყე, მაგრამ ვერ გავაგრძელე. საკმაოდ დამთრგუნველად იმოქმედა პირველმა.

თარგმნას რაც შეეხება არაა new weird ჟანრი ცნობილი. ჩვენთან ლავკრაფტსაც ახლა თარგმნიან. სავარაუდოდ ცოტა მოგვიანებით უფრო იქნება.

Posted by: Lord_Raptor 24 Apr 2018, 23:37
მარტო მევილზე არცაა, არის ჟანრები და მიმდინარეობები ქართველ მკითხველს არც სმენია.
სადღაც ვნახე ვიღაც წუწუნებდა ქართველები რატომ ვერ წერენ ისეთ წიგნებს ყველა ქვეყანაში რომ წაიკითხავენ და ყველა მკითხველი რომ გაიგებსო (უირის მარსელს გულისხმობდა). კი წერენ ალბათ, მაგრამ არ იბეჭდება. იგივე პერდიდო ავიღოთ, ქართველს რომ დაეწერა რამდენად დაიბეჭდებოდა? გულწრფელი პასუხი გულში ვთქვათ smile.gif
* * *
Joiner
ბევრი რამაა განსხვავებული და განსაკუთრებული. იგივე construct council. ერთი გასროლით დაიჭირა ხელოვნული ინტელექტის თემა და ასევე მონოთეისტური რელიგიის დამოკიდებულება მიმდევრების მიმართ.
კიდევ handlingers, მათი სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურა.
დემონები, პარალელური სამყაროები, კორუფცია, პოლიტიკა, კრიმინალი და ა.შ. Motley ხომ ცალკე ფენომენია.
perdido-ს მერე the scar წავიკითხე. ეგეც იგივე პლანეტაზე ვითარდება, ქრონოლოგიურად მოსდევს მაგ ამბებს, მაგრამ მიზერული შეხება აქვს. ესეც საკმაოდ ძლიერია, თუმცა მე პერდიდო უფრო მომეწონა. უცხოურ ფორუმზე უმრავლესობას მეორე ნაწილი უფრო მეტად მოეწონა. კაცია და გუნებაო მოკლედ.
მევილი ამბობს რომ ყველა ჟანრში უნდა დაწეროს ერთი ნაწარმოები მაინც. Embassytown sci-fi ჟანრია და რიგში ეგ მყავს, მაგრამ როდის დავიწყებ არ ვიცი.

Posted by: 4L3X 3 May 2018, 10:41
მოკლედ მაისი მაგარი დახუნძლული იქნება სამეცნიერო ფანტასტიკა ფენტეზი წიგნებით

https://io9.gizmodo.com/28-new-scifi-and-fantasy-books-to-add-to-your-shelves-i-1825485356

Posted by: fork 3 May 2018, 11:07
სასტავ,ნილ გეიმანის "ჩრდილოური მითოლოგიის" თარგმნას ხომ არ აპირებს რომელიმე გამომცემლობა?

Posted by: Joiner 3 May 2018, 11:09
fork
QUOTE
სასტავ,ნილ გეიმანის "ჩრდილოური მითოლოგიის" თარგმნას ხომ არ აპირებს რომელიმე გამომცემლობა?

ოფიციალურად არცერთ მათგანს არ განუცხადებია. ისე გეიმანზე უფლებები სულაკაურს აქვს.

Posted by: _GHOST_ 3 May 2018, 11:10
Lord_Raptor
მიევილისა და ვანდერმირის გარდა, სტეფ სვეისნტონი მომწონს მე. Castle-ის სერია, the year of our war-ით იწყება.

Posted by: ქაფქიანა 5 May 2018, 21:33
ნუ რა გინდა რომ ქნა კაცმა, ყდის გამო ვიყიდი.

user posted image

Posted by: Joiner 5 May 2018, 21:36
QUOTE (ქაფქიანა @ 5 May 2018, 21:33 )
ნუ რა გინდა რომ ქნა კაცმა, ყდის გამო ვიყიდი.

user posted image

ვაიმე გული love.gif
სულაკაურმა საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახერხა

Posted by: 4L3X 5 May 2018, 21:56
ძალიანაც ნუ შეაქებთ. იგივე ეს იქნება

user posted image

ვიცოდი რომ ვერ გაუძლებდნენ ცდუნებას.


Posted by: ქაფქიანა 5 May 2018, 22:12
4L3X

QUOTE
იგივე ეს იქნება


user posted image

biggrin.gif

Posted by: Lord_Raptor 6 May 2018, 22:54
გადაბეჭდავენ სოლარისს და ცოტას იცუღლუტებს სულაკაური. დიდი ამბავი. ელჯერნონი არ დაბეჭდეს ახლიდან ბათუმელებმა?

Posted by: 4L3X 6 May 2018, 23:03
Lord_Raptor
მეც დავხუჭავდი სულაკაურის ცუღლუტობაზე თვალს რომ არა ერთი მაგრამ. ბათუმელებს ბევრი ფანტასტიკა და ფენტეზი აქვთ. სულაკაურს "დასაბამი", "ბავშვობის დასასრული" და მორჩა.

Posted by: fork 7 May 2018, 08:00
ძველი გამოცემა სოლარისი არ მაქვს,ასე რომ გავიწოვ ამას.

კატალოგები იმედია მალე დაენარცხება,ვიშლისთი უნდა შევადგინო გრანდიოზული.

Posted by: Henyd0r1 7 May 2018, 12:39
QUOTE (Lord_Raptor @ 6 May 2018, 22:54 )
გადაბეჭდავენ სოლარისს და ცოტას იცუღლუტებს სულაკაური. დიდი ამბავი. ელჯერნონი არ დაბეჭდეს ახლიდან ბათუმელებმა?

შეიძლება ვცდები, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ბათუმმა იმიტომ "გადაბეჭდა", რომ პირველი ტირაჟი ამოიბეჭდა და უბრალოდ ახალი ტირაჟი ახალი ყდით გაუშვეს fig.gif

თუგინდ გადაბეჭდილი ერქვას, სოლარისის პირველი ვარიანტის ყდა ისეთი საშინელია და ეს იმდენად კარგია რომ არამგონია ვინმე უკმაყოფილო დარცეს.

Posted by: nick_el_son 7 May 2018, 12:42
QUOTE (ქაფქიანა @ 5 May 2018, 21:33 )
ნუ რა გინდა რომ ქნა კაცმა, ყდის გამო ვიყიდი.

user posted image

ძალიან ცუდი ყდაა იმჰო


საერთოდ არ ასახავს წიგნის არსს no.gif


მსგავსი წარმატებით შეეძლოთ კოსმოსური ხომალდის ნაცვლად ვთქვათ გოძილა დაეხატათ biggrin.gif mo.gif


..

Posted by: BlasTeR 7 May 2018, 14:06
Sci-Fi ყოველთვის ჩემი უსაყვარლესი ჟანრი იყო, მაგრამ აიზეკ აზიმოვს გამოვყოფდი მაინც, მისი "მე, რობოტი" და "მარადისობის აღსასრული" დღემდე ზეპირად მახსოვს იმდენჯერ გადავიკითხე მგონი user.gif

და დღემდე ვერ ვიხსენებ ავტორს ვინმეს თუ შეგხვედრიათ პატარა 50-100 გვერდიანი წიგნი იყო ალბათ სადაც აღწერილი იყო ამირანის (იალბუზის მთაზე რომ იყო მიჯაჭვული სხვა ვარიანტში smile.gif ) ისტორია რის მიხედვითაც იგი სულ პატარა ასაკში დედამისთან (დალი) ერთად, დედამიწაზე მოხვდება მათი კოსმოსური ხომალდის დაღუპვის შემდეგ... აქ გაიზრდება და 18-19 წლის ასაკში ჩამოაკითხავენ და წაიყვანენ თავისი მოძმეები...

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მისი დროით 20 წლის შემდეგ იგი ბრუნდება დედამიწაზე, ჩვენთან მრავალი საუკუნეა უკვე ჩავლილი და მის (და მისი მეგობრების) გაოგნებას გამოიწვევს, მზის სისტემის გარშემო შექმნილი ხელოვნური გრავიტაციული ველი, რომელში მოხვედრისას მათი ხომალდი კარგავს მართვას და მთლიანად მასპინძლების მართვას ემორჩილება (მათ ვერ წარმოედგინათ თუ ეს შესაძლებელი იყო smile.gif )...

თუ გეცნობათ ვინმეს, ან ავტორი ან სათაურიც კი არ მახსოვს user.gif სიამოვნებით გადაიკითხავდა კაცი baby.gif

P.S.
ჟიულ ვერნის "საიდუმლო კუნძულს" ცოტ-ცოტას ზღაპრის მაგივრად ვუკითხავდი ძმიშვილს biggrin.gif up.gif

Posted by: Arien 7 May 2018, 17:51
BlasTeR
QUOTE
თუ გეცნობათ ვინმეს, ან ავტორი ან სათაურიც კი არ მახსოვს  სიამოვნებით გადაიკითხავდა კაცი


შოთა გაგოშიძე - ცისფერი მნათობი ამირანი


Posted by: Lord_Raptor 8 May 2018, 20:58
QUOTE
შეიძლება ვცდები, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ბათუმმა იმიტომ "გადაბეჭდა", რომ პირველი ტირაჟი ამოიბეჭდა და უბრალოდ ახალი ტირაჟი ახალი ყდით გაუშვეს

რებრენდინგი. თუნდაც არ ამოეყიდათ პირველი პრინტი მერე რა. წიგნების ერთი ქოლგის ქვეშ გამოცემა იმითაა მომგებიანი რომ მკითხველმა სრული სერია შეკრას ანუ იყიდოს ის რაც შეიძლება არასდროს არ წაიკითხოს. კომერციული გათვლაა.

QUOTE
მეც დავხუჭავდი სულაკაურის ცუღლუტობაზე თვალს რომ არა ერთი მაგრამ. ბათუმელებს ბევრი ფანტასტიკა და ფენტეზი აქვთ. სულაკაურს "დასაბამი", "ბავშვობის დასასრული" და მორჩა.

განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაგაზეცაა. smile.gif
ელჯერნონის მოკლე ვერსია აზრმაც დაბეჭდა. sci-fi სერიის დასაწყისად გამოვიდა კრებული სადაც კიდევ 3 სხვა მოთხრობა იყო, ერთი ჰაინლაინის სხვათაშორის. მერე დრიონი გამოვიდა მაგ სერიით მაგრამ შეწყდა. საბჭოთა ფანტასტიკა რომ არაა მოდაში ეგ სტრუგაცკებსაც დაეტყოთ.

მე პირადად რეპრინტში ვერ ვხედავ პრობლემას, ერთის რეპრინტი მეორის რეპრინტზე უკეთესად არ მიმაჩნია. მოთხოვნაა და პროდუქტი უნდა გაჩნდეს, თორემ ლემის მკითხველმა უკვე წაიკითხა სოლარისი უხსოვარ დროს.

Posted by: Henyd0r1 14 May 2018, 09:30
კაროჩე, რობერტ ვეგნერზე იმ ხელა ამბავი ატყდა, დავიწყე მეც, ვეღარ გავუძელი ;დ

კითხულობთ აქ ვინმე მეიკჰანურ ამბებს?

Posted by: Joiner 14 May 2018, 09:52
Henyd0r1
QUOTE
კითხულობთ აქ ვინმე მეიკჰანურ ამბებს?

ჯერ მარტო პირველი მაქვს წაკითხული.
საკაიფო ბნელი ფენტეზია.

Posted by: dionise12 14 May 2018, 10:02
QUOTE (Henyd0r1 @ 14 May 2018, 09:30 )
კითხულობთ აქ ვინმე მეიკჰანურ ამბებს?

1 კვირაში დავიწყებ, წიგნებს ველოდები

Posted by: ქაფქიანა 14 May 2018, 12:17
როგორც იქნა, თავი მოვაბი და რობინსონის მარსის ტრილოგიას ჩავუჯექი. მორიგი ტექნოკრატიული, ხისტი საი-ფაი. bis.gif bis.gif bis.gif

პროსტა ამ ამერიკელებ-რუსების სიმბიოზი როდემდე უნდა ტენონ საი-ფაიში, რა პონტია.

Posted by: Henyd0r1 14 May 2018, 17:36
QUOTE (ქაფქიანა @ 14 May 2018, 12:17 )
როგორც იქნა, თავი მოვაბი და რობინსონის მარსის ტრილოგიას ჩავუჯექი. მორიგი ტექნოკრატიული, ხისტი საი-ფაი. bis.gif bis.gif bis.gif

პროსტა ამ ამერიკელებ-რუსების სიმბიოზი როდემდე უნდა ტენონ საი-ფაიში, რა პონტია.

პირველ ნაწილში როგორც მახსოვს ჩინელებიც იყვნენ ბლომად.

მაგ სიმბიოზის მერე სექსის სცენები იყო ცოტა სასაწილო წითელ მარსში

Posted by: ქაფქიანა 14 May 2018, 17:42
Henyd0r1

მაიაზე ამბობ ხო, რომ ვერ ჩამოყალიბდა, ვის მისცეს ამერიკელებიდან. მგრძნობიარე, ნატიფი სულის პუტანკა.

Posted by: Henyd0r1 14 May 2018, 23:02
QUOTE (ქაფქიანა @ 14 May 2018, 17:42 )
Henyd0r1

მაიაზე ამბობ ხო, რომ ვერ ჩამოყალიბდა, ვის მისცეს ამერიკელებიდან. მგრძნობიარე, ნატიფი სულის პუტანკა.

დიახ gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: BlasTeR 18 May 2018, 10:52
Arien
QUOTE
თუ გეცნობათ ვინმეს, ან ავტორი ან სათაურიც კი არ მახსოვს  სიამოვნებით გადაიკითხავდა კაცი


შოთა გაგოშიძე - ცისფერი მნათობი ამირანი

ვახ, მადლობა 2kiss.gif

Posted by: 4L3X 18 May 2018, 20:17
ზოგი ძალიან ლამაზია

The Art Of Sci-Fi Book Covers


Posted by: Henyd0r1 19 May 2018, 12:27
QUOTE (4L3X @ 18 May 2018, 20:17 )
ზოგი ძალიან ლამაზია

The Art Of Sci-Fi Book Covers


კაცი მაღალ კოშკში-ს რა სისულელე ახატია :დ

უმეტესობა მაინც ძალიან კარგია, აი იმ პატარა ფეფერბექებზე ცუდად ვხდები. აქვე, ფაუნდეიშენის ძველი ფეფერბექ გამოცემა ინგლისურად, მე2 ნაწილი თუ ვინმეს გაქვთ, ვიყიდი.

Posted by: dionise12 20 May 2018, 02:44
ვის გაქვთ წაკითხული აბა ? ვნახოთ თუ გაამართლებს მოლოდინს .

user posted image

Posted by: 4L3X 20 May 2018, 09:03
dionise12
აბა ახლა გვითხარი საიდან იშოვე და რა დაგიჯდა? rolleyes.gif

Posted by: dionise12 20 May 2018, 10:30
4L3X

ozon.ru -ზე ვიყიდე, 94 ლარი, 5 დღეში ჩამომიტანეს bis.gif

Posted by: 4L3X 20 May 2018, 10:56
dionise12
არაა ძვირი. მადლობა.

Posted by: Henyd0r1 21 May 2018, 07:11
QUOTE (dionise12 @ 20 May 2018, 02:44 )
ვის გაქვთ წაკითხული აბა ? ვნახოთ თუ გაამართლებს მოლოდინს .

user posted image

პირველი წიგნი წავიკითხე
ძან ხოშიანიად yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Oqrialeli 27 May 2018, 16:34
ჟიულ ვერნით დავიწყე.მენატრება ის დრო მეოთხე კლასელი ვიყავი
რეი ბრენდბერი.აიზეკ აზიმოვი.ჰერბერტ უელსი.ბოლოს კიდე ფილმის მერე მომინა წამეკითხა პირველ პირში ქეთნის ევერდინი- შიმშილის თამაშები
ნუ რობიზონ კრუზო გულივერი უფრო სათავგადასავლოა თუმცა ძაან მევასებოდა

Posted by: Greenwizard 28 May 2018, 15:41
პორტალმა ახალი წიგნი დაანონსა jump.gif

user posted image

Posted by: jurnalistka 29 May 2018, 17:08
QUOTE (dionise12 @ 20 May 2018, 02:44 )
ვის გაქვთ წაკითხული აბა ? ვნახოთ თუ გაამართლებს მოლოდინს .

user posted image

ეს ფესტივალი რომ ჩაივლის და სასწავლო სემესტრიც, ამის წაკითხვას ვაპირებ.
რუსული პდფ მგონი გამომიგზავნეს უკვე და თუ არადა ვიცი, ვინც მომცემს ))
ბიჭები აღფრთოვანებულები არიან და rolleyes.gif

Posted by: 4L3X 29 May 2018, 17:11
jurnalistka
QUOTE (jurnalistka @ 29 May 2018, 17:08 )
ეს ფესტივალი რომ ჩაივლის და სასწავლო სემესტრიც, ამის წაკითხვას ვაპირებ.
რუსული პდფ მგონი გამომიგზავნეს უკვე და თუ არადა ვიცი, ვინც მომცემს ))
ბიჭები აღფრთოვანებულები არიან და rolleyes.gif

დაასწარით თორემ პორტალი დაგცინცლავთ ამას. yes.gif

Posted by: jurnalistka 29 May 2018, 17:14
4L3X
QUOTE
დაასწარით თორემ პორტალი დაგცინცლავთ ამას. 


ჟურნალისტკა შენ გეუბნები და ოჰოი შენ გაიგონეო, ხო? givi.gif
ეგ კი არა, დრო არ მაქვს თორემ ერთი პოლონური უნდა ვისწავლო და იმენნა ორიგინალიდან ვთარგმნო ხოლმე რაღაცები rolleyes.gif

Posted by: 4L3X 29 May 2018, 17:19
jurnalistka
არა, ნამდვილათ მთელი სულით და გულით მინდა რომ ბათუმელებმა თარგმნოთ ეს სერია. გარდა ბათუმელებისადმი ჩემი დიდი პატივისცემისა მერკანტილური მიზნებიც მამოძრავებს, ნორმალურ ფასს დაადებთ წიგნებს. gigi.gif
არადა ნაღდათ დაჩალიჩდებიან ტიპები Fifth Season-ზე გაიქაჩნენ Fifth Season კარლ!!! ულტრა თანამედროვე რომ არის და ჰუგოს და ნებულას ტყაპა-ტყუპით რომ იღებს.

Posted by: jurnalistka 29 May 2018, 17:42
4L3X
დარწმუნებული ვარ შეფს ექნება ნაფიქრი ამ თემაზე givi.gif
დანარჩენი არ ვიცი user.gif

Posted by: dionise12 29 May 2018, 18:41
jurnalistka
PDF -ში როგორ კითხულობ ? ups.gif მოუხერხებელია ძალიან.

აქაა რამდენიმე ფორმატში

https://fantasy-worlds.org/author/id5083/



ეს ნისლქმნილის ტრილოგიაც იმხელაა ვერ გავედი ბოლოში, არ ენანება მელანი სანდერსონს: biggrin.gif biggrin.gif ,
იმ კვირდიან დავიწყებ მეც მეკჰანს.

Posted by: jurnalistka 29 May 2018, 18:44
dionise12

მოუხერხებელია, მაგრამ რა ვქნა, როცა მაინტერესებს სხვა გზა არაა ))
რიდერები არ მაქვს.

აუ ეგ კი არა, რამდენი ხანია მხედვარის (მეოთხე) წაკითხვა მინდა და ვერ ჩავიგდე დრო givi.gif

მადლობა ლინკისთვის up.gif

Posted by: _Pablo_ 29 May 2018, 18:47
jurnalistka
QUOTE
მოუხერხებელია, მაგრამ რა ვქნა

მერე იძახით ხალხი ფულს არ ხარჯავს წიგნებშიო.
აიტ თქვე "პირატებო" smile.gif

Posted by: jurnalistka 29 May 2018, 18:51
_Pablo_

ვეგნერი ჯერ მარტო რუსულადაა თარგმნილი, ინგლისურადაც კი არაა.
რუსულ თარგმანს კიდევ, თუ ზუსტად არ იცი, რომ კარგი თარგმანია, საჩკაობაში დამიჭერია ხშირად. ან მინახავს ერტი და იგივე წიგნის ორი რუსული თარგმანი და ერთი კარგი იყო მეორე კაპიკად არ ვარგოდა.
რუსებს კიდევ ფულს არ გადავუხდი givi.gif

Posted by: _Pablo_ 29 May 2018, 18:55
jurnalistka
QUOTE
რუსებს კიდევ ფულს არ გადავუხდი

ვსო გაპრავდა givi.gif
წინა გვერდზე რავალი აპეწიტნი წიგნები დევს, შეულოცე უმფროსობას smile.gif

Posted by: dionise12 29 May 2018, 18:56
jurnalistka


მე მაქვს კინდლი, მაგრამ ანდროიდის კინდლის აპლიკაციაში ვკითხულობ, უფრო კომფორტულია ჩემთვის, ძებნა და მონიშვნა სწრაფია ბევრად თან 500+ გვედიანი წიგნის დიდი ხნით ჭერა დამღლელია .



_Pablo_
ელექტრონულსაც ვყიდლულობთ smile.gif

Posted by: jurnalistka 29 May 2018, 19:01
dionise12

ეგ ანდროიდის კინდლის აპლიკაცია არასოდეს რომ არ მახსენდება, მგონი ვერ ვარ კარგად facepalm.gif
ვარგა, მოსახერხებელია ანუ?

Posted by: dionise12 29 May 2018, 19:09
jurnalistka
კი, ძებნა/ მონიშნვა შეგიძლია , ლექსიკონის გამოყენება, მაქვს ეს ლექსიკონი:
https://www.amazon.com/English-Georgian-Dictionary-Kindle-Ink-ebook/dp/B00BIDLQB0/ref=sr_1_sc_2?ie=UTF8&qid=1527606374&sr=8-2-spell&keywords=kindle+dicitonary+gerogian

ქართულ-რუსული ვერ ვნახე, თუ არ დამეზარა მე უნდა გავაკეთო მაშინ .

წიგნი თუ მომეწონა , note-ებს ვაკეთებ და ნაბეჭდში ფანქრით მონიშვნას და ფურცლების დებას ელექტრონულში მონიშვნა მირჩევნია.

Posted by: _GHOST_ 29 May 2018, 19:13
მე კომპიუტერში ვკითხულობ ქინდლის აპლიკაციით, რაც ქინდლი გამიფუჭდა. givi.gif

Posted by: _Pablo_ 29 May 2018, 19:17
dionise12
QUOTE
ელექტრონულსაც ვყიდლულობთ

ვინც ყიდულობს იმაზე არ მაქვს საუბარი.
აი პდფ რომ ჩაიგდებენ ხელში და მერე ტორენტზე ატვირთავენ და ყველა გზებით ავრცელებენ მაგ "პირატებზე" ვსაუბრობ smile.gif

Posted by: jurnalistka 29 May 2018, 19:22
_Pablo_
QUOTE
ვინც ყიდულობს იმაზე არ მაქვს საუბარი.


up.gif
ისე ibook.ge-ზე ყიდულობ, მაგრამ ფორმატს შენ ირჩევ.
წინა კვირაში ვიყიდე ზუსტად და პდფ გადმოვწერე )))
არაფერსაც არ გავუნაწილებ არავის, ქართულად თარგმნილი წიგნი იყო boli.gif

Posted by: dionise12 29 May 2018, 19:40
_GHOST_
მეტს აღარ გავაოფებ, კომპიუტერის აპლიკაცია სამწუხაროდ შენს მიერ ჩაწერილი და არა ამაზონზე ნაყიდი წიგნების სინქრონიზაციას არ აკეთებს sad.gif ვერც note-ებს ნახაv და მხოლოდ აპლიკაციაში შეთავაზებული ლექისკონის გამოყენება შეგიძლია, ნაყიდის არა. 2 ჯერ გავუგზავნე feedback მაგის თაობაზე და გადავცემთ დეველოპმენთის ჯგუფსო , კი გავიდა ნახევარი წელი მაგრამ დაიკიდეს biggrin.gif

Posted by: 4L3X 30 May 2018, 22:29
jurnalistka
QUOTE (jurnalistka @ 29 May 2018, 18:51 )
ვეგნერი ჯერ მარტო რუსულადაა თარგმნილი, ინგლისურადაც კი არაა.
რუსულ თარგმანს კიდევ, თუ ზუსტად არ იცი, რომ კარგი თარგმანია, საჩკაობაში დამიჭერია ხშირად. ან მინახავს ერტი და იგივე წიგნის ორი რუსული თარგმანი და ერთი კარგი იყო მეორე კაპიკად არ ვარგოდა.

ვაისბროტი იყო მაგარი მთარგმნელი პოლონურიდან, თითქმის მთელი "მხედვარის" სერია მაგისი თარგმნილია, მარტო "ქარიშხლების სეზონს" ვერ მოესწრო. გარდაიცვალა საწყალი.
აი ეგ "ქარიშხლის სეზონი" და "მეეხანური საზღვრისპირეთს" თარგმნის სერგეი ლეგეზა. "ქარიშხლის სეზონი" არ არის ცუდი, მაგრამ რეცენზიებიდან ვიცი რომ ვაისბროტივით მაგარი არ არისო.


Posted by: dionise12 31 May 2018, 12:33
4L3X

შენ უფრო ახალი წაკითხული გაქვს შტრომების სეზონი, გემახსოვრება ალაბთ, ბევრს არ აქვს sad.gif. აგუარას (, ვულპესი, ვიქსენი, მელაკუდა) ბოლო შეხვედრა გერალტთან, ამ მონაკვეთზე რას იტყვი ბოლოს რომ ეუბნება ?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


სქრინი ჩავასწორე ცუდად ჩანდა ძველზე.

Posted by: 4L3X 31 May 2018, 12:43
dionise12
მგონი ვერ მივხვდი რისი კითხვა გინდა. ანუ კითხვა რაშია ვიქსენი სინამდვილეში იენიფერი იყო თუ არა? თუ გერალტის მთელი თავგადასავალი ილუზია იყო თუ არა? მემგონი ორივეზე არაა სწორი პასუხი mo.gif

Posted by: dionise12 31 May 2018, 12:54
4L3X

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: 4L3X 31 May 2018, 12:59
dionise12
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: dionise12 31 May 2018, 13:09
4L3X

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Henyd0r1 1 Jun 2018, 23:04
ესეც ჩემი ფესტივალი givi.gif

პროსპეროში 2-2 ლარად

Posted by: Future> 1 Jun 2018, 23:09
რომელს მირჩევთ ამ ორიდან?
განპყრობილები თუ სახეცვლილი ნახშირბადი?

რაღაც ვერ გადავწყვიტე და ორივეს ვერ ვყიდულობ sleep.gif

Posted by: Eeescadaaa 1 Jun 2018, 23:11
QUOTE (Future> @ 1 Jun 2018, 23:09 )
განპყრობილები თუ სახეცვლილი ნახშირბადი?


ურსულა რა თქმა უნდა old.gif old.gif popcorn.gif

Posted by: Joiner 1 Jun 2018, 23:11
Future>
სახეცვლილი ნახშირბადი წაკითხული არ მაქვს ამაზე ვერაფერს გეტყვი.
სამაგიეროდ ვიტყვი რომ განპყრობილები სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრია. ჩემთვის ურსულას საუკეთესო ნაწარმოებია.

Posted by: Future> 1 Jun 2018, 23:14
Eeescadaaa
Joiner
bis.gif 2kiss.gif

Posted by: 4L3X 1 Jun 2018, 23:16
Future>

"განპყრობილები" ულაპარაკოდ.

Posted by: kaatinga 3 Jun 2018, 03:00
სოლარისმა გამათენებინა.
რა კარგი რამეა და ფინალით ფრიად უკმაყოფილო ვარ.
ასეთი პიზდეც ნაწარმოების ავტორებს უნდა შეეძლოთ პიზდეც ფინალების დადება რა.



Posted by: jmm75 3 Jun 2018, 03:55
kaatinga
QUOTE
ასეთი პიზდეც ნაწარმოების ავტორებს უნდა შეეძლოთ პიზდეც ფინალების დადება რა.

მაგალითად ლუკიანენკოს კითხულობ, თითქოს კარგად წერს, შეგითრევს, წაგიყვანს და ბოლოს ნიხვატკაში რჩები.
მაგ მხრივ დაილოცოს ო'ჰენრი. smile.gif))

Posted by: seeman 3 Jun 2018, 11:11
ერთი საჭირბოროტო საკითხი მაქვს გადასაწყვეტი და დამეხმარეთ

ამას რა ქვია ქართულად ბლიად biggrin.gif როგორ თარგმნიან წიგნებში ?

Posted by: Joiner 3 Jun 2018, 11:28
seeman
როგორც ვიცი მარტორქა.
ასევე როგორც ვიცი დავით ჭოჭუას თავის წიგნში ალდენორი, რქაეული აქვს გამოყენებული.

Posted by: MITIATO 3 Jun 2018, 11:43
seeman

"ცალრქა ცხენად" ნათარგმნიც შემხვედრია.

Posted by: Joiner 3 Jun 2018, 17:54
user posted image

Posted by: kaatinga 3 Jun 2018, 18:44
Joiner
მხოლოდ პოსტერი არ კმარა smile.gif

როგორია?

Posted by: seeman 3 Jun 2018, 18:52
Joiner
MITIATO

სპს

რქაეული არაა ცუდი ვარიანტი. ხშირად მხვდება ხოლმე და ბავშვს ვერ ავუხსენი ქართული დასახელება

Posted by: Joiner 3 Jun 2018, 18:53
kaatinga
ზოგადად აქებენ.
ფანტასტიკაში მნიშვნელოვანი ჯილდო ჰუგო აქვს აღებული.
ნომინირებული იყო ნებულასა და ლოკუსში.

Posted by: 4L3X 3 Jun 2018, 19:00
QUOTE (Joiner @ 3 Jun 2018, 18:53 )
ფანტასტიკაში მნიშვნელოვანი ჯილდო ჰუგო აქვს აღებული.
ნომინირებული იყო ნებულასა და ლოკუსში.

აქვე დავამატოთ რომ 2 გაგრძელება აქვს. Obelisk Gate-მა მოიგო ჰუგო და ნომინირებული იყო ნებულაზე და ლოკუსზე. The Stone Sky-მ მოიგო ნებულა და ნომინირებული იყო ჰუგოზე და ლოკუსზე. წესით რაღაც ბომბი უნდა იყოს მაგრამ სინოპსებს რომ ვკითხულობ ეგეთი შთაბეჭდილება არ მრჩება.

Posted by: mamachemi 4 Jun 2018, 19:00
მხედვარის ხელმეორედ გამოშვება არ იგეგმება? sad.gif

Posted by: Eeescadaaa 4 Jun 2018, 20:07
QUOTE (Joiner @ 3 Jun 2018, 17:54 )
user posted image


up.gif up.gif
popcorn.gif popcorn.gif


............................

Posted by: Henyd0r1 8 Jun 2018, 10:13
დრიცტის მეოთხე წიგნმაც გაასწორა <3

უსაყვარლესი რამეა რა :დ ვითომ ეპიკ ფენტეზი და ბლაბლალ და სინამდვილეში მთელი საგა მეგობრობაზეა :დ

Posted by: Brruto 8 Jun 2018, 15:29
ურსულა ლე გუინის - განპყრობილები როგორია??

წყვდიადის მარცხენა ხელის ხაზს მიყვება თუ სულ სხვა ამბებზეა?

Posted by: Joiner 8 Jun 2018, 16:01
Brruto
სხვა ამბავია. სხვა პლანეტაზე ხდება მოქმედება. და საერთოდ ჰაინის ციკლის პირველი წიგნია.


ურსულაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და სულ მინდოდა სანდერსონის და ურსულას საერთო ნაწარმოები. სანდერსონის სამყარო და ურსულას სოციუმი.

Posted by: jurnalistka 8 Jun 2018, 16:02
QUOTE
სანდერსონის სამყარო და ურსულას სოციუმი.


წარმოვიდგინე და wow.gif

Posted by: fork 8 Jun 2018, 17:36
Joiner
jurnalistka
რაც ყველაზე სამწუხაროა-ურსულა ნო მორ!

Posted by: jurnalistka 8 Jun 2018, 17:49
fork
QUOTE
რაც ყველაზე სამწუხაროა-ურსულა ნო მორ!


ბათ ვი ჰევ რაით თუ დრიმ ))

Posted by: Joiner 8 Jun 2018, 19:10
fork
ბოლო პერიოდი ეს იდეა აკვიატებული მქონდა. იქამდეც დაბალი იყო შანსი მაგრამ ურსულას სიკვდილის მერე მთლად გაქრა. sad.gif

Posted by: Brruto 10 Jun 2018, 15:58
ძალიან ხშირად შემხვედრია ტერი პრატჩეტის შესახებ ქებათა-ქება და რატო არ მოკიდებს რომელიმე გამომცემლობა მისი წიგნების თარგმანს ხელს?

სიამოვნებით გავეცნობოდი smile.gif


Posted by: Joiner 10 Jun 2018, 16:40
Brruto
ორი წიგნი გვაქვს თუ რამე.

http://laterna.ge/?cat=38&show=4205#.Wx0cP3P4nIU

http://laterna.ge/?cat=38&show=4425#.Wx0cEHP4nIU

Posted by: Brruto 10 Jun 2018, 17:02
Joiner

ერთადერთი რაც ვიცოდი სატვირთოს გამტაცებლები იყო, ესენი არ ვიცოდი...

უნდა მოვიკითხო აუცილებლად, მადლობა.

როგორი თარგმანებია ვისაც ქართულად გაქვთ წაკითხული???

Posted by: Joiner 10 Jun 2018, 17:19
Brruto
პირველი მაქვს მარტო წაკითხული და კარგია.
მაგრამ არის ერთი დეტალი. პრატჩეტზე რაც მსმენია ინგლისურად წაკითხვა ყველაზე კარგი ვარიანტიაო user.gif

Posted by: Brruto 10 Jun 2018, 17:32
Joiner

კი, ყველა რეცენზია რაც წავიკითხე, პრატჩეტის წერის სტილზე დიდი ყურადღებაა გამახვილებული... თუმცა მაინც ვცდი smile.gif

Posted by: jurnalistka 10 Jun 2018, 17:41
ორივე წაკითხული მაქვს და კითხვის პროცესში მსიამოვნებდა, მაგრამ არაფერი არ მახსოვს რომ არ მოგატყუოთ.
ალბათ არ იყო იმ დონის თარგმანი რომ პრატჩეტი როგორც მწერალი დამმახსოვრებოდა user.gif

Posted by: Brruto 10 Jun 2018, 17:51
jurnalistka

ზუსტად ეგეთი შეგრძნება მაქვს ჰოლდემენის - მარადიულ ომზე, არ ვიცი თვითონ ნაწარმოებია სუსტი ან მე ვერ დავამუღამე თუ თარგმანის ბრალია არ ვიცი...

ძლიივს გავედი ბოლომდე smile.gif

Posted by: Coach 21 Jun 2018, 11:10
დარვინის რადიო დავიწყე. ჯერჯერობით საქართველოში მიდის მოქმედება. მაგარი ასწორებს biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 27 Jun 2018, 09:59
The Expanse-ს ციკლის მეხუთე წიგნი, Nemesis Games დავამთავრე.

ვთქვა, რომ ძალიან კარგი წიგნია, კარგი სიუჟეტი აქვს და მოულოდნელი დასაწყისი და მოულოდნელი ფინალი, იგივეა, რომ არაფერი ვთქვა.

რაც თვალში მომხვდა, იმას ვიტყვი.

ამ წიგნში მეტ-ნაკლები სისრულით პირველად იხსნება მთავარი პერსონაჟები. ყველაფერი რა - შინაგანი სამყარო, წარსული, ფსიქოტიპი და ა. შ. ეს ყველაფერი მიდის ნონ-სტოპ ექშენის ფონზე, ამოუსუნთქავად და განსაკუთრებით საინტერესო ალბათ ეს არის.

ამ წიგნში პირველად მეტ-ნაკლებად უფრო მასშტაბურად შემოდის მკრ, რომელიც აქამდე მუდამ უკანა პლანზე იყო გადაწეული დედამიწის და სარტყელის ფონზე.

ამ წიგნში შემოსულმა ახალმა ანტაგონისტმა ჩემზე მაოზე უფრო მეტად მიზანთროპის შთაბეჭდილება დატოვა.

პირადად მე, მიკვირს როგორ ახერხებენ ავტორები, რომ წიგნიდან წიგნამდე ხარისხი არ დაეცეს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე და პირიქით გაიზარდოს. ერთი სული მქონდა, როდის ჩავუჯდებოდი ხელახლა, როცა ამა თუ იმ მიზეზით, კითხვას ვწყვეტდი. კარგი, მე ისედაც ფანი ვარ ამ ციკლის, მაგრამ მართლა ასეა - თამასას დაბლა არ სწევენ.

პირდაპირ ხელები მექავება დასასპოილერებლად.

P. S. ავასარალა, როგორც ყოველთვის, შეუდარებელია.

--------------------

ახლა ჩამოვქაჩე მეექვსე წიგნი Babylons Ashes. გემრიელი ლუკმა საღამოსკენ. bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: მამა 27 Jun 2018, 11:27
Coach
საქართველოში თუ ჯორჯიაში?

Posted by: Coach 28 Jun 2018, 12:03
მამა
საქართვეში. ელიავას ინსტიტუტთან უნდათ თანამშრომლობის დაწყება.
მერე გორში გვამებს პოულობენ.
ავტორი ალბათ ნამყოფია აქ ცოტა ხნით, ქართულ სუფრას კარგად იცნობს biggrin.gif

Posted by: nick_el_son 2 Jul 2018, 22:02
https://www.goodreads.com/book/show/12814594-the-drowned-cities წავიკითხე ამ რამდენიმე დღის წინ.

Ship Breaker-თან შედარებით ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯია, ყველანაირად.. :/
ძაან უინტერესოა.

5/10


მესამე წიგნის წაკითხვა აღარც მინდა, არ მაქვს იმედი რომ კარგი იქნება..

პირველის მერე მეგონა სამყაროზე გაკეთდებოდა აქცენტი, მარა ესეც და მესამეც Tool-ზეა. არადა საერთოდ არაა ეგ საინტერესო და ღირებული პერსონაჟი no.gif
ძალიან ყალბია, ისევე როგორც ფაქტიურად მთელი მეორე წიგნი.


..

Posted by: Henyd0r1 3 Jul 2018, 10:02
nick_el_son

ავტორს რა უცნაური გვარი აქვს biggrin.gif

Posted by: მერკუციო 3 Jul 2018, 15:09
The Expanse-ს ციკლის მეხუთე წიგნის, Nemesis Games რუსული ვერსია მაქვს.
უნდა ვინმეს? ეხლა ვკითხულობ, თარგმანი ნორმალურია.

Posted by: nick_el_son 3 Jul 2018, 15:52
Henyd0r1
იტალიური წარმოშობისაა ალბათ smile.gif




პ.ს.

QUOTE
The Expanse
-ზე რა ხდება რამ გადაგრიათ სასტავი?
სერიალის პონტში? biggrin.gif

Leviathan Wakes წავიკითხე და აი ვაბშე არაფერი წიგნი ეგ არაა.. ყალბი და უინტერესოა პერსონაჟებიან-იდეოლოგიან-სამყაროიანდ boli.gif

განსაკუთრებით ის ვონაბი პოლიტიკური "გენია" რასისტ-სექსისტი ###ქალა და მინდა-ვიყო იდეალისტი, ჩმო კაპიტანი down1.gif

პრინციპში სხვა არც არაფერია დასამახსოვრებელი მანდ :დ



ჰოლდემანის The Forever War-ის ადაპტაცია აჯობებდა yes.gif


_

Posted by: Joiner 3 Jul 2018, 15:56
Bacigalupi-ს The Windup Girlზე მსმენია კარგია ბიოპანკიაო.
ადრე ვკითხულობდი მაგრამ რატომღაც დამეზარა და არ გავაგრძელე user.gif
* * *
მოცემული ნაწარმოები პირველ ქართველ ფენტეზიდ ითვლება.

user posted image

მგელზე ამხედრებული დემონი ბედიების ოჯახის ბედისწერად ჯერ კიდევ იმ დროს იქცა, როცა ადამიანებს ზღაპრებისა მეტ-ნაკლებად კიდევ სჯეროდათ. თუმცა, ამ გვარის თავს დატრიალებული ყველა უბედურება და განსაცდელი ზღაპარზე მეტიცაა – ის მათ რეალობას ზუსტად იმ ელემენტარული კანონებით ანგრევს, რითაც სხვები, პირიქით, აშენებენ ცხოვრებას.

ჯემალ ქირიას რომანი „მარადი მხედარი” გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწერა, ანუ იმ დროს, როცა ფენტეზის ჟანრი არც მწერლებს და არც მკითხველებს შორის პოპულარობით არ გამოირჩეოდა. რომანი კი სწორედ ამ ჟანრს ეკუთვნის და ერთმანეთს ორი სივრცე – მწერლის თანადროული, მე-20 საუკუნე და მეგრული მითოსი უპირისპირდება..

Posted by: ქაფქიანა 4 Jul 2018, 22:01
მერკუციო

მეექვსეზე ვარ მე ახლა.


nick_el_son


რასაა რომ ჩივი აფრასიონ? biggrin.gif

ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო საი-ფაია. ჟანრის ყველანაირი ლოგიკა დაცულია. ცოტ-ცოტა ყველაფერია შიგნით ჩადებული და ,,დაჟე" სპეცეფექტებიც კი ზომიერია, რომ არ გაგიღუნავს ტვინს.

ფიზიკის კანონებს საგულდაგულოდ იცავენ და ლაზერით შეიარაღებული მფრინავი ზვიგენები და მსგავსი ###ობები რომ არ ჩითავს, ეგ უკვე დღევანდელ ფონზე დიდი პლიუსია.

უინტერესობაზე კიდევ შეიძლება თქვა რამე, ბოლოს და ბოლოს, ყველას თავისი გემოვნება აქვს, მაგრამ აი სიყალბე სად ნახე, მაინტერესებს მართლა.

QUOTE
განსაკუთრებით ის ვონაბი პოლიტიკური "გენია" რასისტ-სექსისტი ###ქალა და მინდა-ვიყო იდეალისტი, ჩმო კაპიტანი


ვისზე ამბობ?

QUOTE
ჰოლდემანის The Forever War-ის ადაპტაცია აჯობებდა


აზრის გამოთქმისგან თავს შევიკავებ.

-----------

ბათუმის ახლად გამოცემებიდან ,,უცხო უცხოთა ქვეყანაში" და ,,განპყრობილები" მოვგუდე. შესაბამისი შეფასებები 10-დან: 6 და 8.5 ახლა ,,სახეცვლილ ნახშირბადს" ვკითხულობ და თავს ძალას ვატან, რომ არ დავხურო.

Posted by: mithrandir 7 Jul 2018, 20:54
მეგობრებო ვინმეს ნისლშობილის pdf ვერსია ხომ არ გაქვთ? ქართულად ან ინგლისურად. ვეძებე და ვერ ვიპოვე.

Posted by: Joiner 7 Jul 2018, 21:04
mithrandir

http://b-ok.xyz/book/932979/76bdb8

http://b-ok.xyz/book/1341171/e6f3a6

http://b-ok.xyz/book/811001/609ef7

Posted by: mithrandir 7 Jul 2018, 21:17
დიიიდი მადლობა. არ მეგონა ვინმე თუ მიპასუხებდა biggrin.gif

Posted by: kaatinga 9 Jul 2018, 03:20
QUOTE
უცხო უცხოთა ქვეყანაში

არ მომერიდება და ვიტყვი, რომ კარგა ხანია ,,პადობნი ###ობა“ არ დამიგროკავს.

QUOTE
განპყრობილები

ესეც იმიტომ ვიყიდე რომ აქ აქებდნენ, თუმცა პირველი მცდელობის შემდეგ ვერ ავწიე და ვერ დავიწყე. ვნახოთ ხასიათზე რომ ვიქნები მეორე მისვლაზე რა გამოვა.

QUOTE
სახეცვლილი ნახშირბადი


ამან გაასწორა. ლაითი იყო, მაგრამ კოხტა.


Posted by: ქაფქიანა 10 Jul 2018, 13:13
,,ორიქსი და კრეიკი" დავამთავრე ეტვუდის. თავიდან ცოტა ძნელად ამოიქოქა, მერე წავიდა. კრეიკზე ნერვები მომეშალა. ბაზარი არა, ადამიანები იქამდეც ###ურად ცხოვრობდნენ, მაგრამ კრეიკისთანა ნაბიჭვარი განდონები მინახავს ცხოვრებაში და ძალიან საშიში ტიპები არიან. თავი მესიები ჰგონიათ და სამყაროს გარდაქმნას მისი ამოწყვეტით ცდილობენ.

ვერ ვიტყვი, რომ უტრირებული აქვს ეტვუდს მისი სამყარო. ცოტა არ იყოს და ტანში დამბურძგლა ადგილ-ადგილ. ვნახოთ, რა იქნება დანარჩენ ორ წიგნში. იმედია, ბათუმელები მათაც თარგმნიან.

Posted by: Joiner 10 Jul 2018, 13:28
kaatinga
QUOTE
ესეც იმიტომ ვიყიდე რომ აქ აქებდნენ, თუმცა პირველი მცდელობის შემდეგ ვერ ავწიე და ვერ დავიწყე. ვნახოთ ხასიათზე რომ ვიქნები მეორე მისვლაზე რა გამოვა.

თავიდან მეც მსგავსად დამემართა. პირველი ორი თავი წავიკითხე და ვერ გავაგრძელე, კარგა ხანს გადადებული მქონდა. შემდეგ ცდაზე ჩვეულებრივ წავიკითხე და ძალიანაც მომეწონა.

Posted by: პლასტმასისბურგერი 13 Jul 2018, 14:58
QUOTE
მეგობრებო ვინმეს ნისლშობილის pdf ვერსია ხომ არ გაქვთ? ქართულად ან ინგლისურად. ვეძებე და ვერ ვიპოვე.

ტორენტებზე არის



მაგარი ტრილოგიაა

Posted by: BIG-BANG 14 Jul 2018, 08:24
QUOTE (Henyd0r1 @ 15 Apr 2018, 22:13 )
დენ სიმონსი ტერორს გირჩევთ ყველას
წიგნსაც და სერიალსაც
ჩვეულებრივი წამებაა, მაგრამ სასიამოვნო წამება. ძალიან მძლავრი წიგნია.

ილიონი და ტროა ს გირჩევ ___________________________________

Posted by: _GHOST_ 14 Jul 2018, 09:56
ჰიპერიონსაც გირჩევთ, ჩემი რა მიდის. :დ

......

Spinning Silver-ს ვკითხულობ ეს დღეები, ნელი ტემპით, კარგად მიდის.

Posted by: Henyd0r1 17 Jul 2018, 09:18
QUOTE (_GHOST_ @ 14 Jul 2018, 09:56 )
ჰიპერიონსაც გირჩევთ, ჩემი რა მიდის. :დ

......

Spinning Silver-ს ვკითხულობ ეს დღეები, ნელი ტემპით, კარგად მიდის.

ჰიპერიონი საერთოდ მწვერვალია სიმონსის. აუ ენდიმიონებს როდის წავიკითხავ, რა

ვეღარ მოვითმინე, ვსო, სთორმლაითის მეორე წიგნი უნდა დავიწყო და ეს დღეები "მეფეთა გზას" ვკითხულობ, ვიხსენებ რაღაც ადგილებს. განსაკუთრები იმ თავებს, სადაც დალინარი და ადოლინი ერთმანეთში მერევა ;დ იმედია კვირის ბოლოს დავიწყებ მეორე ნაწილს popcorn.gif

Posted by: აფრედერიკ_მე 18 Jul 2018, 20:08
რამე წიგნი მირჩიეთ, რომელიც სამყაროთი და ატმოსფეროთი ახლოს იქნება dark souls (თამაშის) სერიასთან. დიდიხანია ვეძებ და ერთადერთი რამაც ცოტა მიახლოვებული შეგრძნება დატოვა იშიგუროს the buried giant-ია.

Posted by: Coach 19 Jul 2018, 23:34
აფრედერიკ_მე
the darkness that comes before
მოვაბეზრე ალბათ ხალხს თავი ყველას ამ წიგნს ვურჩევ ისე დამევასა. biggrin.gif
რაც გინდა ისაა ზუსტად მგონი, უბრალოდ ერთი წიგნი არაა რამდენიმე წიგნიანი სერიაა

Posted by: Henyd0r1 20 Jul 2018, 09:52
QUOTE (აფრედერიკ_მე @ 18 Jul 2018, 20:08 )
რამე წიგნი მირჩიეთ, რომელიც სამყაროთი და ატმოსფეროთი ახლოს იქნება dark souls (თამაშის) სერიასთან. დიდიხანია ვეძებ და ერთადერთი რამაც ცოტა მიახლოვებული შეგრძნება დატოვა იშიგუროს the buried giant-ია.

არ ვიცი ეგ თამაში მაგრამ რაც სქრინებით ვნახე დარქ ფენტეზია

აბერკრომბს გირჩევდი, ან უფრო ლაითად თუ გინდა, სალვატორეს ბნელი ელფის ტრილოგიას. დანჯენზ ენდ დრაგონზ და რამე popcorn.gif

Posted by: აფრედერიკ_მე 20 Jul 2018, 11:54
Coach
მადლობა. ვცდი ტერორს რო მოვრჩები smile.gif

Henyd0r1
დარქ ფენტეზია ხო ძაან ზოგადად. კონკრეტულად ძნელი გადმოსაცემია, უნდა ითამაშო რო მიხვდე მაგ სამყაროს უნიკალურ მუღამებს biggrin.gif

Posted by: Scharfschutze 20 Jul 2018, 12:06
QUOTE

QUOTE
უცხო უცხოთა ქვეყანაში

არ მომერიდება და ვიტყვი, რომ კარგა ხანია ,,პადობნი ###ობა“ არ დამიგროკავს.

+1.. თავიდან თითქოს კარგად დაიწყო მარა ბოლოში ძაან რელიგიური ბლაბლაბლა წამოვიდა და გავანებე თავი

Posted by: WendyD 15 Aug 2018, 17:18
ნისლქმნილის მეორე ნაწილი როდის გამოდის, ხომ არ იცით? smile.gif
ღირს დალოდება თუ ინგლისურად განვაგრძო კითხვა. დადეს აქ PDF ვერსია popcorn.gif

Posted by: mithrandir 17 Aug 2018, 15:21
WendyD
მე ვერ მოვითმინე და ინგლისურად წავიკითხე. ძალიან კარგია პირველი ტრილოგია. მე რა წიგნსაც ველოდებოდი ყველაფრის გამოცემას დიდი დრო მოანდომეს და მგონი არ ღირს ლოდინი.

Posted by: nick_el_son 17 Aug 2018, 15:25
QUOTE (kaatinga @ 9 Jul 2018, 03:20 )
QUOTE
უცხო უცხოთა ქვეყანაში

არ მომერიდება და ვიტყვი, რომ კარგა ხანია ,,პადობნი ###ობა“ არ დამიგროკავს.

ასე ნახევარი წავიკითხე მაგის..

ძაან ბორინგი იყო.

ალბათ როდისმე ბოლომდეც ჩავიკითხავ, არ მიყვარს მაინც წიგნების შუაში მიგდება : )


ჰაინლაინს ძაან ბევრი ძალიან უაზრო ნაწარმოები აქვს იმჰო yes.gif

Posted by: WendyD 17 Aug 2018, 16:39
mithrandir
მეც ვერ მოვითმენ სავარაუდოდ.
არ ვიცით თარიღი, როდის გამოვა?


ქინდლის ვერსია ხომ არ გაქვთ ვინმეს? smile.gif ნისლქმნილის, ინგლისურ ენაზე

Posted by: Joiner 17 Aug 2018, 16:46
WendyD

http://dl4.libgen.io/get.php?md5=C5EEF4609F8C3EC6493385782C9EAA89&key=TF2GN815SM2LHKNS

http://dl4.libgen.io/get.php?md5=F5618BC74127B07129FAB0EB72402612&key=G9MMZFQ8PLL3CU1W



ზაფხულისთვის აპირებდნენ გამოშვებას როგორც ვიცი user.gif

Posted by: Lowlander 18 Aug 2018, 08:27
ჰიპერიონის თარგმნას არ აპირებენ ქართულად?

Posted by: WendyD 19 Aug 2018, 03:01
Joiner
QUOTE

ზაფხულისთვის აპირებდნენ გამოშვებას როგორც ვიცი


გავიდა ზაფხული user.gif
ახლა დავასრულე პირველი წიგნის კითხვა და ვერ დაველოდები. უბრალოდ... არ შემიძლია user.gif

Posted by: Henyd0r1 1 Sep 2018, 10:01
გავაგგრძელე დრიცტის მეორე ტრილოგია (თუმცა ქრონოლოგიურად პირველი ეს დაუწერია, არ ვიცოდი)
კონან ვარვარის მერე ასეთი შეგრძნება არც ერთ გმირებზე არ მქონია. როცა იცი რომ ყოველი ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდება, მაგრამ მაინც გულმოდგინეთ გულშემატკივრობ მათ ყოველ ნაბიჯს bis.gif

Posted by: WP-Rex 1 Sep 2018, 10:42
dionise12
QUOTE
ვის გაქვთ წაკითხული აბა ? ვნახოთ თუ გაამართლებს მოლოდინს .

რობერტ ვეგნერის ეგ მეეკჰანის ციკლი დავიწყე ორი დღეა და ჯერჯერობით კარგად მიდის.
ბოლომდე ასე კარგად წავა თუ იცით ვინმემ?
4L3X
jurnalistka
?

Posted by: 4L3X 1 Sep 2018, 10:52
WP-Rex
მე არ წამიკითხავს ჯერ. მაგრამ ყველა აქებს.

Posted by: Joiner 1 Sep 2018, 10:52
QUOTE
ბოლომდე ასე კარგად წავა თუ იცით ვინმემ?



dionise12 შენთან არიან yes.gif

Posted by: dionise12 1 Sep 2018, 13:51
QUOTE (WP-Rex @ 1 Sep 2018, 10:42 )
dionise12
QUOTE
ვის გაქვთ წაკითხული აბა ? ვნახოთ თუ გაამართლებს მოლოდინს .

რობერტ ვეგნერის ეგ მეეკჰანის ციკლი დავიწყე ორი დღეა და ჯერჯერობით კარგად მიდის.
ბოლომდე ასე კარგად წავა თუ იცით ვინმემ?
4L3X
jurnalistka
?

ახლა დავიწყე მეოთხე წიგნი, ჯერ-ჯერობით სამივე ბრწყინვალე იყო. პირველი ორი წიგნი იმპერიის ოთხ საზღვარზე მყოფ პერსონაჟებზეა. თითო მხარის წერის სტილიც განსხვავდება ერთიმეორისაგან და სიუჟეტიც. მეასმე წიგნში ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის გმირების გზები იკვეთება, მეოთხეში როგორც ჩანს სამხრეთისა და დასავლეთის.მეხუთეს გვიან შემოდგომით ვეღირსებით ოღონდ პოლონურად . smile.gif. სახელებია რთული დასამახსოვრებელი. იუმირიც არიც საკმაოდ დასავლეთის ნაწილში. ჰოო კიდრ, საბრძოლო იარაღებისა და ტერმინების ცოდნა კითხვას გაგიადვილებს smile.gif

Posted by: jurnalistka 1 Sep 2018, 14:00
WP-Rex
QUOTE
ბოლომდე ასე კარგად წავა თუ იცით ვინმემ?


არ ვიცი, ზაფხულისთვის მქონდა გეგმაში, მაგრამ ისე დაღლილი ვიყავი წიგნებთან ურთიერთობისგან რომ არაფერი წამიკითხავს smile.gif
ჩემს სიაში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს ისევ და ველი ))


QUOTE
მე რა წიგნსაც ველოდებოდი ყველაფრის გამოცემას დიდი დრო მოანდომეს

კარგად ხომ უნდა დამუშავდეს user.gif

Posted by: მერკუციო 1 Sep 2018, 23:17
dionise12
QUOTE
სახელებია რთული დასამახსოვრებელი.

მეც ვკითხულობ და სახელები სერიოზული პრობლემაა.
უბრალოდ ვერ ვიმახსოვრებ, მალაზანის დაცემულთა ქრონიკის არ იყოს.

Posted by: Joiner 4 Sep 2018, 19:13
http://www.ign.com/articles/2018/09/04/netflixs-the-witcher-casts-henry-cavill-as-geralt

Posted by: Eeescadaaa 4 Sep 2018, 19:16
QUOTE (Joiner @ 4 Sep 2018, 19:13 )
http://www.ign.com/articles/2018/09/04/netflixs-the-witcher-casts-henry-cavill-as-geralt

ეჰ შეიმ შეიმ user.gif user.gif

...............................

Posted by: dionise12 4 Sep 2018, 19:23
QUOTE (Eeescadaaa @ 4 Sep 2018, 19:16 )
QUOTE (Joiner @ 4 Sep 2018, 19:13 )
http://www.ign.com/articles/2018/09/04/netflixs-the-witcher-casts-henry-cavill-as-geralt

ეჰ შეიმ შეიმ user.gif user.gif

...............................

ეს ჰენრის უნდა რო ათამაშონ თორე ქასთი არაა ჯერ-ჯერობით ცნობილი.

Posted by: Eeescadaaa 4 Sep 2018, 19:26
QUOTE (dionise12 @ 4 Sep 2018, 19:23 )
QUOTE (Eeescadaaa @ 4 Sep 2018, 19:16 )
QUOTE (Joiner @ 4 Sep 2018, 19:13 )
http://www.ign.com/articles/2018/09/04/netflixs-the-witcher-casts-henry-cavill-as-geralt

ეჰ შეიმ შეიმ user.gif user.gif

...............................

ეს ჰენრის უნდა რო ათამაშონ თორე ქასთი არაა ჯერ-ჯერობით ცნობილი.

Henry Cavill has been cast to star in Netflix's adaptation of The Witcher as lead character Geralt of Rivia, the streaming giant has announced.

Posted by: Joiner 4 Sep 2018, 19:29
ოფიციალურია.
https://www.facebook.com/netflixus/posts/10155794313248870

Posted by: dionise12 4 Sep 2018, 19:30
QUOTE (Eeescadaaa @ 4 Sep 2018, 19:26 )
QUOTE (dionise12 @ 4 Sep 2018, 19:23 )
QUOTE (Eeescadaaa @ 4 Sep 2018, 19:16 )
QUOTE (Joiner @ 4 Sep 2018, 19:13 )
http://www.ign.com/articles/2018/09/04/netflixs-the-witcher-casts-henry-cavill-as-geralt

ეჰ შეიმ შეიმ user.gif user.gif

...............................

ეს ჰენრის უნდა რო ათამაშონ თორე ქასთი არაა ჯერ-ჯერობით ცნობილი.

Henry Cavill has been cast to star in Netflix's adaptation of The Witcher as lead character Geralt of Rivia, the streaming giant has announced.

gigi.gif gigi.gif , მოითხოვე დო მოგეცემაო თუ რა პონტია ? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Henyd0r1 4 Sep 2018, 19:50
აუ ძალიან გატეხა :/ საერთოდ ვერ წარმოვიდგენ გერალტად, თან ცოტა მსახიობურ ნიჭშიც.... ეავიცი

Posted by: 4L3X 4 Sep 2018, 19:53
QUOTE (Eeescadaaa @ 4 Sep 2018, 19:16 )
ეჰ შეიმ შეიმ user.gif user.gif

რატომ? spy.gif
კარგი მოხდენილი ვაჟკაცია. წვერს და თმას შეუღებავენ და ეგაა. ფიზიკური წყობა კი აქვს გერალტის.

user posted image

მადლობა მელიტელს იდრის ელბას რომ არ მისცეს ეგ როლი და ზანგი მხედვარი რომ არ შემოგვტენეს. user.gif

Posted by: Eeescadaaa 4 Sep 2018, 19:54

ცოტა ვინმე კაცური კაცი ვერ ნახეს? biggrin.gif ასაკში, კარგი მსახიობიც რომ იყოს, არა და იქსაითიდ ვიყავი და ახლა ჰეჰ rolleyes.gif rolleyes.gif
* * *
4L3X

ნუ მე არ მომწონს ამ როლზე, ჩემი აზრით საერთოდ არ არის ეგეთი ტიპი, და ვიცი ჰო რომ მსახიობია, მაგრამ ნიჭიერი ისეთ ვერაა რომ თავისი გახადოს, ასე რომ ვთქვათ

Posted by: Adur 4 Sep 2018, 20:22
ძაან ნაშაა გერალტისთვის sad.gif
იმედია იენიფერსაც ბარბი გოგონას არ მიუასდაგებენ

Posted by: 4L3X 4 Sep 2018, 20:24
Eeescadaaa
მედს მიკელსენი მეც მინდოდა მაგრამ ჰა, იმით დავიმშვიდოთ თავი რომ შეიძლება გააააცილებით უარესი ტიპი დაენიშნათ ამ როლზე.

Posted by: dionise12 4 Sep 2018, 20:46
მე Anson Mount მინდოდა მარა, "wishing don't change nothing" ,

ისე გერალტს ბევრი საუყბარი არ უყვარდა და გრიმით და კოსტუმით დაამსგავსებენ.

Posted by: ქაფქიანა 4 Sep 2018, 20:58
როგორც უკვე დაწერეს, ისიც კარგია, რომ ზანგი გერალტი არ გვყავს.

იენიფერი და ცირი. ვნახოთ აბა. love.gif love.gif love.gif

ეს რვა სერია იმედია პირველი სეზონია და არა მთელი სერიალი.

Posted by: Eeescadaaa 4 Sep 2018, 21:02
იმედია იენიფერი მაინც იქნება ქალური ქალი biggrin.gif biggrin.gif

ეჰ cry.gif cry.gif


4L3X

შენთვის გაცილებით უარესი ტიპი როგორია?
შავკანიანი?

Posted by: _GHOST_ 4 Sep 2018, 21:15
კევილს შეუძლია კარგად მოირგოს გერალტის როლი, ცინიკური ტიპაჟი უნდა დაიჭიროს და ტიუდორების ადრეულ სეზონებში ეგეთი ყიო მასტი. :დ

Posted by: 4L3X 4 Sep 2018, 21:24
Eeescadaaa
აი მაგალითად ეშტონ კაჩერი რომ დაემტკიცებინათ ან მაგალით ბენ აფლეკი ან ჯარედ ლეტო ან ბენედიქტ კამბერბაჩი ან ტომ ჰიდელსტონი.

ისე რობერტ დოუნი ან კრის ჰემსვორტი გაქაჩავდნენ.

Posted by: Eeescadaaa 4 Sep 2018, 21:37
QUOTE (4L3X @ 4 Sep 2018, 21:24 )
Eeescadaaa
აი მაგალითად ეშტონ კაჩერი რომ დაემტკიცებინათ ან მაგალით ბენ აფლეკი ან ჯარედ ლეტო ან ბენედიქტ კამბერბაჩი ან ტომ ჰიდელსტონი.

ისე რობერტ დოუნი ან კრის ჰემსვორტი გაქაჩავდნენ.


მთლად ეგრეც არ იქნებოდა საქმე, ჩემი აზრით

რაც შეეხება ჰემსორტს და დაუნის? I'll take that as a joke?

Posted by: ქაფქიანა 4 Sep 2018, 21:39
4L3X

QUOTE
ბენედიქტ კამბერბაჩი


ბოჟე უპასი...

pop.gif pop.gif pop.gif

Posted by: WP-Rex 5 Sep 2018, 07:55
ქაფქიანა
QUOTE
ეს რვა სერია იმედია პირველი სეზონია და არა მთელი სერიალი.

როდის გამოვა?

Posted by: Henyd0r1 5 Sep 2018, 09:55
QUOTE (Eeescadaaa @ 4 Sep 2018, 21:37 )
QUOTE (4L3X @ 4 Sep 2018, 21:24 )
Eeescadaaa
აი მაგალითად ეშტონ კაჩერი რომ დაემტკიცებინათ ან მაგალით ბენ აფლეკი ან ჯარედ ლეტო ან ბენედიქტ კამბერბაჩი ან ტომ ჰიდელსტონი.

ისე რობერტ დოუნი ან კრის ჰემსვორტი გაქაჩავდნენ.


მთლად ეგრეც არ იქნებოდა საქმე, ჩემი აზრით

რაც შეეხება ჰემსორტს და დაუნის? I'll take that as a joke?

+1 gigi.gif

დაუნიმ რაც ითამაშა ისიც ზედმეტი იყო მისთვის

Posted by: ქაფქიანა 5 Sep 2018, 14:44
WP-Rex

ეგ კი აღარ წერია უკვე.

ალბათ, გაისად მაინც...

Posted by: მამა 7 Sep 2018, 17:31
აზიმოვის დასაბამი სერიის დანარჩენი წიგნების წაკითხვის გარეშეც წავა?

Posted by: fork 8 Sep 2018, 18:24
ამ ღლიცინში ცირის როლზე აპირებენ შავკანიანს!

დდშვც მე მაგათ...

Posted by: 4L3X 8 Sep 2018, 19:08
QUOTE (fork @ 8 Sep 2018, 18:24 )
ამ ღლიცინში ცირის როლზე აპირებენ შავკანიანს!

დდშვც მე მაგათ...

თფუი მაგათი ლიბერასტი მშობელი ნომერი 2 მოვტ*ან!!! mad.gif
შემაძულებენ ეს კახპა SJW-ები ლიბერალურ ღირებულებებს სხვა რასის ხალხს და ა.შ mad.gif

user posted image
ეს როგორ შეიძლება შავ ქალად აქციო facepalm.gif
თუ ცოტათი მაინც გიყვარს "მხედვარის" სამყარო, თუ უგულო ფულს დახამებული ტიპი არ ხარ როგორ უნდა შეცვალო მთავარი გმირები ასე კარდინალურად? ეს თუ ნაღდი ამბავია ბოიკოტი ამ სერიალს. არ მაინტერესებს დანარჩენი ქასთი ვინ იქნება.

არადა რა მაგარი კოსპლეიერები არიან ვინც ცირის განასახიერებს. facepalm.gif

Posted by: dionise12 8 Sep 2018, 19:38
ზანგი ელფი facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Joiner 8 Sep 2018, 19:40
მთავარი მოთხოვნა ჰქონიათ მსახიობი თეთრი არ უნდა იყოსო. facepalm.gif

თქვენი მემარცხენე იდეოლოგია #####ან.

Posted by: fork 9 Sep 2018, 23:20
საპკოვსკი ხომ ცოცხალია და იმედია ჩარევს მსახვრალ ხელს...
როგორც ტოლკინებმა ჰქმნეს.
და კინგივით არ გაბოზდება.

Posted by: Rhaegar 9 Sep 2018, 23:31
QUOTE
მთავარი მოთხოვნა ჰქონიათ მსახიობი თეთრი არ უნდა იყოსო.

facepalm.gif !

Posted by: Magicman 10 Sep 2018, 00:29
საპკოვსკ, მოიხოდე შენ მაინც

დედა მოუტYნეს საგას facepalm.gif

მართლა რასისტს გაგხდიან იმენა :@@

Posted by: kaatinga 29 Sep 2018, 23:53
Joiner
ვირუჩაი.

რამე ნორმალური ფანტასტიკის ლინკი მესროლე რა. რუსულად ალბათ, ქართულად არ იქნება. ოღონდ ისეთი ავტორი ბოლოში რომ არის გასული biggrin.gif


Posted by: Joiner 30 Sep 2018, 00:09
kaatinga
ახალი პოლონელი ავტორისაა Сказания Меекханского пограничья. თითქმის ბოლოშია გასული. თუ არ ვცდები ერთი აქვს დარჩენილი. საკმაოდ კარგი ბნელი ფენტეზია.

http://flibusta.is/b/454698

http://flibusta.is/b/464794

http://flibusta.is/b/484708

http://flibusta.is/b/520041

Posted by: IronBank 30 Sep 2018, 23:25
მხედვარის რუსული თარგმანი სჯობია თუ ინგლისური, რას მირჩევთ, თუ რუსული საიდან შეიძლება რუსული წიგნების გამოწერა ეგეც მითხარით up.gif

და რომელი ედიშენები სჯობია ეგეც რომ მირჩიოთ საერთოდ მაგარი <3

ბათუმის წიგნები გამორიცხულია

Posted by: 4L3X 30 Sep 2018, 23:33
IronBank
ინგლისურისას ვერაფერს გეტყვი მაგრამ რუსებს ყავდათ მაგარი მთარგმნელი ევგენი ვაისბროტი და მაგისი თარგმნილია საერთოდ მხედვარი რუსულად (ერთი ცალკე მდგომი წიგნის გარდა რომელიც რადმენიმე წლის წინ გამოიცა). მე წავიკითხე და კმაყოფილი დავრჩი. მე მაინც მგონია რომ სლავური მითოლოგიის პერსონაჟების სახელებს რუსები უკეთესად და უფრო ორიგინალთან მიახლოებულად თარგმნიან ვიდრე ინგლისურენოვნები. რუსულად არის რამდენიმე სერია ყველა არის ვაისბროტის თარგმანი და ერთმანეთისგან განსხვავდებიან წიგნის ხარისხით და ილუსტრაციებით.ფასებით მიხვდები. გამოწერა არ არის საჭირო იმიტომ რომ "პარნასში" და "წიგნები ვაკეში" თითქმის ყოველთვის აქვთ.

Posted by: IronBank 30 Sep 2018, 23:46
4L3X
QUOTE
მითოლოგიის პერსონაჟების სახელებს რუსები უკეთესად და უფრო ორიგინალთან მიახლოებულად თარგმნიან

ზუსტად ამიტომ ვყოყმანობდი,

მადლობა ამომწურავი პასუხისთვის up.gif

Posted by: dionise12 1 Oct 2018, 01:41
4L3X
QUOTE (4L3X @ 30 Sep 2018, 23:33 )
(ერთი ცალკე მდგომი წიგნის გარდა რომელიც რადმენიმე წლის წინ გამოიცა).

მეეკჰანიც ლეგეზას ნათარგმნია და ძალიან მომეწონა, + witcher ის უკრაინული თარგმანიც მაგას ეკუთვნის. ამჟამად საუკეთესო მთარგმნელია მგონი პოლონურის რუსულ/უკრაინიულზე

Posted by: Definitely_Maybe 1 Oct 2018, 14:00
4L3X

QUOTE
1960-1980 წლები იყო ჩემი აზრით სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ოქროს ხანა ამ წლებში დაიწყეს წერა რობერტ ჰაინლაინმა, არტურ კლარკმა, ურსულა ლე გუინმა, როჯერ ზელაზნიმ, ფრენკ ჰერბერტმა, ფილიპ დიკმა, ლარი ნივენმა, ფრედერიკ პოლმა, ჯერ ჩვენთან დაუფასებელმა კლიფორდ სიმაკმა და სამუელ დელანიმ. მათ აღწერეს კოსმის უკიდეგანობა, ხელოვნურად შექმნილი მსოფლიოები, გამოიკვლიეს საზოგადოების და ინდივიდის ადგილი შორეულ მომავალში. ამ დროში ფანტასტიკა სრულიად არაფრით არ იყო შეზღუდული არც ფანტაზიით და არც ძველი იდეების გადაღეჭვით. ყველა მხარეზე გაბედულად ფართოვდებოდა და დეტალურად იკვლევდა უმცირესსაც კი. ყველაფერი ახალი იყო მაშინ, ყველა მხარეს გამოუკვლევი ჰორიზონტები მოჩანდა.



ძალიან გამიკვირდა რომ არ ეწერა სტრუგაცკებზე სიტყვაც კი. ჩემი აზრით მაგათ ბადალი არ ყავდათ ამ ჟანრში. ისე ბრედბერიც გამოგრჩათ wink.gif smile.gif

Posted by: kaatinga 2 Oct 2018, 00:22
Joiner
დიდი მადლობა.

გავხსენი და მივხვდი რომ ვერ წავიკითხავ sad.gif

ეტყობა ჯერ ქართულად უნდა მქონდეს წაკითხული და ძაან უნდა მინდოდეს გაგრძლება მერე ნეტში რომ გავაგრძელო.

ამოვბეჭდავ მერე

Posted by: dionise12 2 Oct 2018, 02:10
QUOTE (kaatinga @ 2 Oct 2018, 00:22 )
Joiner

ამოვბეჭდავ მერე

eek.gif , ელექტრონულზე ალერგია გაქვთ შენ და 4L3X -ს ?biggrin.gif biggrin.gif
gigi.gif

Posted by: kaatinga 2 Oct 2018, 03:55
QUOTE (dionise12 @ 2 Oct 2018, 02:10 )
QUOTE (kaatinga @ 2 Oct 2018, 00:22 )
Joiner

ამოვბეჭდავ მერე

eek.gif , ელექტრონულზე ალერგია გაქვთ შენ და 4L3X -ს ?biggrin.gif biggrin.gif
gigi.gif

კი. მით უფრო თუ უცხოენოვანია ...

Posted by: პლასტმასისბურგერი 2 Oct 2018, 14:59
სანდერსონის მისტბორნის ტრილოგია მოვრჩი და ელანტრისი დავიწყე.

კარგი ტიპია.

Posted by: Rhaegar 2 Oct 2018, 15:25
ეს ნახატი ვისია, საიდანაა?

user posted image

Posted by: IronBank 2 Oct 2018, 18:46
Rhaegar
ნეტფლიქსის ვიჩერის შოურანერს უყენია ტვიტერზე ავატარად, მგონი თვითონ შოურანერია დახატული გერალტთან ერთად.
user posted image

Posted by: Rhaegar 2 Oct 2018, 21:40
IronBank
ჰაჰა biggrin.gif
კარგად მოუფიქრებია. up.gif

Posted by: IronBank 4 Oct 2018, 02:09
მისტბორნის ტრილოგია მოვრჩი და დანარჩენ cosmeres ს უნდა შევუტიო, დღეს ჩამომივიდა ზუსტად. დიდი პოტენციალი აქვს ამ სამყაროს, მომავალი კლასიკაა yes.gif

user posted image

Posted by: 4L3X 4 Oct 2018, 08:27
IronBank
გილოცავ! სერიოზული შენაძენია.

Posted by: პლასტმასისბურგერი 4 Oct 2018, 11:09
საიდან იწერთ წიგნებს
მეორადების რამე კაი საიტი არ არის შიფინგი რომ ჰქონდეთ ჯორჯიაში?

Posted by: IronBank 4 Oct 2018, 11:28
4L3X
მადლობა

პლასტმასისბურგერი
www.betterworldbooks.com ნახმარი და ახალი საქართველოში შიპინგით, არ დამიტესტავს ჯერ

bookdepository.com ბრიტანული მაღაზია ბევრ ქვეყანაში უფასო შიპინგით, ინექსის საბერძნეთ მისამართზე ვაგზავნი ხოლმე და იაფია იქიდან ჩამოტანა, ეს საიტი ხანდახან დიდი ხანი უნდება მისამართზე მიტანას და ტრეკინგიც არ აქვს. ამერიკული გამოცემები შედარებით ძვირია ამ საიტზე.

ყველაზე ხშირად მაინც ამაზონს ვიყენებ, ნახმარებიც აქვთ და ახლებიც ხშირად საკმაოდ იაფია ხოლმე.

ebay ზეც არის კარგი ფასები ხშირად, ძალიან ლაითად ნახმარი წიგნები შეგიძლია იპოვო კარგ ფასად.

Posted by: პლასტმასისბურგერი 4 Oct 2018, 11:40
IronBank
მადლობა
მეც ამაზონს ვიყენებ მხოლოდ

Posted by: Henyd0r1 5 Oct 2018, 10:05
www.thriftbooks.com
მგონი სწორად დავწერე

მე აქედან ვიწერ ხოლმე, 10$+ ზე შიპინგი უფასოა თან

Posted by: პლასტმასისბურგერი 5 Oct 2018, 10:28
Henyd0r1
პირდაპირი შიფინგია თუ გადამზიდით?

Posted by: ValenTine_Kelly 6 Oct 2018, 15:35
QUOTE
www.thriftbooks.com

რეკომენდაციას ვუწევ ამ საიტს

სულ ბოლოს 30 დოლარიანი წიგნი ვიყიდე მანდ 3 დოლარად, მეორადი, მაგრამ უკარგეს მდგომარეობაში.

ნუ, ჩამოტანა კი დამიჯდა 18 ლარი biggrin.gif

Posted by: GreenWestHam 6 Oct 2018, 20:20
QUOTE
www.thriftbooks.com

ამ საიტით მეც მაგარი კმაყოფილი ვარ., ახლაც მაქვს გამოწერილი. Henyd0r1–მა გააძრო პირველად და მადლობა ამისთვის

რეალურად ჩამოტანის ღირებულება წევს ფასს, თორემ ისე ნებისმიერ წიგნს 3–4$ ჩვეულებრივად იშოვი



Posted by: Henyd0r1 7 Oct 2018, 15:11
QUOTE (GreenWestHam @ 6 Oct 2018, 20:20 )
QUOTE
www.thriftbooks.com

ამ საიტით მეც მაგარი კმაყოფილი ვარ., ახლაც მაქვს გამოწერილი. Henyd0r1–მა გააძრო პირველად და მადლობა ამისთვის

რეალურად ჩამოტანის ღირებულება წევს ფასს, თორემ ისე ნებისმიერ წიგნს 3–4$ ჩვეულებრივად იშოვი

yes.gif
ეგრეა
ახლა კიდე 20% კუპონი მაქვს ფასდაკლების, დაბადებისდღეზე მაჩუქეს და უნდა წამოვზიდო სქელყდიანი დროის ბორბლები

Posted by: IronBank 8 Oct 2018, 10:09
user posted image

Brand new, Hardcover

ebay აუქციონზე მაგრად გამიმართლა, კარგად ნახმარის ფასია, შეიძლება უფრო იაფიც

Posted by: narmonana 13 Oct 2018, 22:12
მისტორნი როგორი ფენტეზია, მეფის მკვლელის მსგავსია თუ ოდნავ სერიოზული?

Posted by: Joiner 13 Oct 2018, 22:24
narmonana
ზოგადად მთავარი პერსონაჟის გამო უფრო შონენ ანიმეს ატმოსფერო აქვს.
ჩემი სუბიექტური აზრით მეფის მკვლელს ბევრად სჯობს. თუნდაც პირველ წიგნში იმაზე გაცილებით მეტი მოქმედება ხდება, ვიდრე მეფის მკვლელის ორივეში.
მაგიის სისტემაც უფრო დახვეწილია.

Posted by: narmonana 13 Oct 2018, 22:39
Joiner
რამე სერიოზული ფენტეზი მინდა რა,რამე პირველი კანონის მსგავსი...ბნელი,დარქ,დარქ..

ან რამე სპეის ოპერა.ნაკლებად საი-ფაი და მეტად ფენტეზი

Posted by: Joiner 13 Oct 2018, 22:41
narmonana
წინა გვერდზეც დავწერე, ახალი პოლონელი ავტორისაა Сказания Меекханского пограничья. ბნელი ფენტეზია.

Posted by: 4L3X 13 Oct 2018, 22:45
narmonana.
სერიოზული და ბნელი ფენტეზი თუ გინდა ჯინ ვულფის The Book of the New Sun 5 წიგნიანი სერია. Mlazan-ის ათწიგნეული. Broken Empire ტრილოაგია. "მეეხანური საზღვრისპირეთის " სერია, "Black Company" ათწიგნეული.

Posted by: narmonana 13 Oct 2018, 22:52
Joiner
4L3X
ვნახავ ორივეს,გმადლობთ მუხბცი

The Book of the New Sun
ამან დამაინტერესა

Posted by: narmonana 18 Oct 2018, 20:06
Joiner
QUOTE
Сказания Меекханского пограничья

შენ გაიხარე,ძაან დეზლობაა,ისეთი როგორც მინდოდა...

რა ბრძოლის სცენები,რა ტაქტიკა-შმაქტიკებიი..კაროჩე გამისწორდა...........

ესეთი კაი ბრძოლის სცენები ჯერ არ წამიკითხავს

Posted by: მერკუციო 18 Oct 2018, 20:11
4L3X
QUOTE
"Black Company" ათწიგნეული.

აუ ეს ბოლოს ძაან სირობა გახდა რა.
არაა გლენ კუკი ის დონე, რომ ბოლომდე გაქაჩოს.
მისი რაც კი წავიკითხე ყველა ასეთია - საკაიფოდ იწყებს და მერე სადღაც შუიდან რაღაცეებს ბოდავს იმენნა და ბოლოს უკვე თვითონაც იტანჯება და შენც გტანჯავს.

ფენტეზი-დეტექტივების სერია რომ აქვს, ეგეც ეგეთია. ძალიან მაგრად იწყება, შუაშ უკვე ეტყობა რომ იჭედება და ბოლოში უკვე იმენა დასაძინებლად ვკითხულობდი.

Posted by: dionise12 18 Oct 2018, 21:26
QUOTE (narmonana @ 18 Oct 2018, 20:06 )
Joiner
QUOTE
Сказания Меекханского пограничья

შენ გაიხარე,ძაან დეზლობაა,ისეთი როგორც მინდოდა...

რა ბრძოლის სცენები,რა ტაქტიკა-შმაქტიკებიი..კაროჩე გამისწორდა...........

ესეთი კაი ბრძოლის სცენები ჯერ არ წამიკითხავს

მესამე ნაწილშია კიდე დიდი ბრძოლის სცენა.
p.s. აბერკრომბის The Heroes აქვს კარგი ბრძოლის სცენა ასევე.

Posted by: narmonana 18 Oct 2018, 21:55
dionise12
აუ რავი.როგორც გავარკვიე კაი დიდი ციკლია. სამთო დაცვაზე ვკითხულობ მე....

კაი კაროჩე,აი ალალი და უბრალო ფენტეზია,მაგიაც კაია,ხმლებიც კაია,პერსონაჟებიც ასწორებს....

Posted by: John-obi 26 Oct 2018, 15:30
მისთბორნის პირველი წიგნი დავამთავრე. ძაან გამისწორდა კითხვის პროცესი, ჩემნაირმა ნელმა მკითხველმაც ძაან სწრაფად წავიკითხე 900 გვერდი,

მაგრამ...

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მთლიანობაში, მაინც ძალიან კარგი იყო.

Posted by: Joiner 26 Oct 2018, 15:31
John-obi
QUOTE
ცოტა "წაუიანგედალთებს" ეს წიგნი

yes.gif


შემდეგ წიგნებში ყველაფერი ლაგდება.

Posted by: John-obi 26 Oct 2018, 15:33
QUOTE (Joiner @ 26 Oct 2018, 15:31 )
John-obi
QUOTE
ცოტა "წაუიანგედალთებს" ეს წიგნი

yes.gif


შემდეგ წიგნებში ყველაფერი ლაგდება.

მაგის იმედი მაქვს, ძაან შემიყვარდა სანდერსონის სამყარო.

Posted by: IronBank 26 Oct 2018, 18:05
John-obi
ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, მთავარი წიგნების გარდა მოკლე მოთხრობებიც აქვს სანდერსონს, Eleventh metal, ოც გვერდიანია, ძალიან მოკლე და პირველი წიგნის დაწყებამდე ხდება, წესით პირველ წიგნამდე შეუძლება წაკითხვა, მაგრამ მისტბორნის პირველი ტრილოგია უნდა გქონდეს წაკითხული რომ ბოლომდე მიხვდე რა ხდება მაგ ოც გვერდში.

მგონი თვითონ სანდერსონს უდევს თავის ბლოგზე ელ ვერსია მაგისი.

Posted by: mamachemi 27 Oct 2018, 13:59
ზაფხულში უნდა გამოეშვათ ნისლქმნილის მეორე წიგნი და როდემდე გადაიდო ხომ არ იცით?

Posted by: John-obi 27 Oct 2018, 14:08
IronBank
QUOTE
Eleventh metal, ოც გვერდიანია, ძალიან მოკლე და პირველი წიგნის დაწყებამდე ხდება

საიტზე ვნახე, მარა გაწყდა შუაში ისტორია. Coppermind-ზე გავიგე მერე რაც მაინტერესებდა.

mamachemi
QUOTE
ზაფხულში უნდა გამოეშვათ ნისლქმნილის მეორე წიგნი და როდემდე გადაიდო ხომ არ იცით?

ამ ფესტივალზე უნდა იყოსო, როგორც ამბობენ.

Posted by: mamachemi 27 Oct 2018, 23:37
John-obi
QUOTE
ამ ფესტივალზე უნდა იყოსო, როგორც ამბობენ.



jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: Alice_In_Wonderland 4 Nov 2018, 01:39
ჰეით,

რამე ახალი, კარგი ფანტასტიკა მირჩიეთ chups.gif

Posted by: _GHOST_ 6 Nov 2018, 17:27
Alice_In_Wonderland
The Goblin Emperor , მთლად ახალი არ არის, მაგრამ მაინც. :დ

Posted by: sulo 14 Nov 2018, 16:53
4L3X
სამეცნიერო ფანტასტიკა გახლავთ ოცნება მომავალზე...
90 წლების კრიზისი ამ დარგში გამოწვეული იყო ოცნებებსა და რეალობას შორის შეუსაბამობის შედეგად...
ზუსტად ამ დროს პირველად არ გამართლდა ფანტასტების მოლოდინები..
კოსმოსის ათვისება კატასტროფიულად შეფერხდა, მოლოდინებთან შედარებით...

შესაბამისად კაცობრიობამ ბავშვურ ზღაპრებს ანუ ფენტეზის შეაფარა თავი.... smile.gif

Posted by: Lord_Raptor 20 Nov 2018, 19:10
sulo
პროვოკაციული განცხადებაა, თუმცა არა უსაფუძვლო. თან ვეთანხმები თან არა. მეორე საკითხიცაა მანდ. ფენტეზი არარეალურია სეთინგია დონეზე, მაგრამ რეალობის შეგრძნებას პერსონაჟების დონეზე ინარჩუნებს. ყველა არა ცხადია, კარგს ვგულისხმობ. აი რეალისტური შრომები, სიყვარულზე, ურთიერთობაზე, გენდერზე და ა.შ. იმდენად ბანალური, ყალბი და პრიმიტიულია რომ კითხვის დროს თავბრუ მესმხმის. ცხადია ყველა არა, მხოლოდ უმრავლესობა.
და ჩვენ როგორ ერს და ღვთისშობლის წილხვედრ ქვეყანას, რომელსაც ანტიკურ ხანამდე აქვს საფუძველი ჩაყრილი არ აქვს არც სერიოზული ფენტეზი და არც ფანტასტიკა. უფრო მეტიც ისიც არ გვაქვს ბევრი ასე რომ უყვარს ლიტ კრიტიკოსებს.

Posted by: 4L3X 20 Nov 2018, 19:58
Lord_Raptor
QUOTE (Lord_Raptor @ 20 Nov 2018, 19:10 )
ჩვენ როგორ ერს და ღვთისშობლის წილხვედრ ქვეყანას, რომელსაც ანტიკურ ხანამდე აქვს საფუძველი ჩაყრილი არ აქვს არც სერიოზული ფენტეზი და არც ფანტასტიკა.

ფენტეზი რომ ვერ განვითარდა საქართველოში მე სსრკს ვაბრალებ. როდესაც თანამედროვე ფენტეზის მამა ტოლკინი და ლიუისი XX საუკუნის შუახანებში შეფერხების გარეშე ქმნიდნენ ეპიკ ფენტეზის რომელიც დაფუძნებული იყო ძველ ჩრდილო ევროპულ თქმულებებზე და ამით ხალხური ზეპირსიტყვიერება მიუსადაგეს თავიანთ თანამედროვეობას სსრკ-ში უკვე აღმოფხვრილი იყო კულტურის ეგ ფენა როგორც "მშრომელ მასათა კომუნისტური უტოპიისაკენ მიმავალ გზაზე შემაფერხებელი არქაული აბდაუბდა". ვინ იცის იქნებ საქართველოშიც იყო ვინმე ჩვენი ტოლკინი რომელიც ჭინკებზე და ხორთლაღებზე დაწერა მშვენიერი ტრილოგია მაგრამ "ნაკადულმა" არ გამოუქვეყნა. ეს მარტო საქართველოს არ ეხება დამისახელეთ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ღირებული high fantasy ან epic fantasy მწერალიც არა ნაწარმოები. ფანტასტიკაში ვერ დაგეთანხმებით იყვნენ ქართველი ფანტასტები მაგრამ ფართო ასპარეზი არ მიეცათ რამდენიმე მიზეზის გამო. ზოგი სსრკ-ს დასაწყისში მოღვაწეობდა და დავიწყებას მიეცა, ზოგი ბოლოში და კოლაფსმა როგორც ბევრი სხვა რამ ისინიც შთანთქა. რუსულად არცერთი არ ითარგმნა როგორც ვიცი და 5 მილიონიანი ქვეყნისათვის შექმნილი ნაწარმი დიდ გამოხმაურებას ვერ პოვებდა.

Posted by: Lord_Raptor 20 Nov 2018, 22:38
4L3X
კარგი დავაბრალოთ ყველაფერი მარქსს და ლენინს იყოს ასე. დღეს? დღეს რა გვაბრკოლებს? ვიცი რომ თანამედროვეობაში გვაქვს ორივე ჟანრი და ორივეს ტაშს ვუკრავ მე პირადად მაგრამ შინაგანი წინააღმდეგობა თვითონ ნაწარმოებებში დაძლეული არაა. კლიშე, ორიგინალურობისადმი ლტოლვა, ავტორები ბევრს ფიქრობენ მკითხვლზე და ნაკლებად იმაზე რაზეც წერენ. ერთგვაროვანია ჩვენი ლიტერატურა ამ კუთხით. წელიწადში 10 ნაწარმოები იწერება პოლიტიკაზე და ერთი სხვა ნებისმიერი სახის. ეს ყველაფერი მარტო წარსულის კიარა აწმყოს ბრალიცაა. მწერლებისაც და გამომცემლობებისაც. საზოგადოებროვი დაკვეთაა მესმის და ბაზარზე დეფიციტი რომ არ შეიქმნას ვუწერთ იმას რაც უნდათ.
ფრანკფურტის მერე ინტერესი რომ ღვივდება რა შევთავაზოთ შოტლანდიელ, სამხრეთ აფრიკენ ან იაპონელ მკითხველს? პატარა ქვეყანა და კარებოი თბილისელების თბილისელობა?
კლასიკის გარდა საბლატაო არ გვაქვს არაფერი და ეგ კლასიკა სულ მაინორში იქნება, ყველა ქვეყანაში ასეა.

Posted by: 4L3X 20 Nov 2018, 23:08
Lord_Raptor
მე არ ვიცი რამდენი წლის ხარ მაგრამ ალბათ გადმოცემით მაინც გეცოდინება რა ხდებოდა 90-იან წლებში. აბსოლუტური კოლაფსი ნებისმიერ სფეროში. "ტვინის გადინება", სიდუხჭირე დღესაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 27 წლის შემდეგ. და ეხლა გინდათ რომ უცებ ჯო აბერკომბი ან ჯონ სკალცი გაჩნდეს? რის ხარჯზე? რა ფუნდამენტია სამაგისოდ? მწერლები სამეცნიერო ფანტასტიკაში მაგ დათო სამნიაშვილი, სანამ MOX დაწერდა ბევრი ფართო მასებისთვის გასაგები წიგნი წაიკითხა თანამედროვე ფიზიკაზე და მოწინავე სამეცნიერო იდეები ჩააქსოვა MOX-ში და მშვენიერი წიგნიც გამოუვიდა. ზურა ჯიშკარიანის "საღეჭ განთიადებსაც" დადებითად აფასებენ. ჯაბა ზარქუას "ბოლოს იყო სიტყვასაც".
ფენტეზიში გვყვავდა იმედის მომცემი ავტორი დავით ჩოჩუა სამწუხაროდ გარდაიცვალა მაგრამ დაგვიტოვა "ალდენორი". ნატალი დავითაშვილი წერს წიგნების სერიას ფენტეზის ჟანრში. კიბატონო ეს ჯერ არ არის უწყვეტი ხაზი მხოლოდ ეპიზოდური მოვლენებია მაგრამ ეს არის დამოუკიდებელ საქართველოში ფუნდამენტის შექმნა რომელზეც მერე დაშენდება ჟანრები.

Posted by: Lord_Raptor 20 Nov 2018, 23:26
4L3X
90-იანები მეც გამოვიარე.
და
90-იანებში ირაკლი სამსონაძემ ყურთბალიში რომ დაწერა ის უფრო დიდი მიღწევა იყო ვიდღე დღეს ფენტეზის ან ფანტასტიკის წერა.
მე არ ვამბობ რომ არ არის და არ იწერება. არის და იწერება კი ბატონო მაგრამ ამას აკლია ტემპი და ავთენტურობა, ინდივიდუალიზმი.
მე არ ვლანძღავ მწერლებს ან გამომცემლებს. ვაკრიტიკებ. და ეგეც ჩვენი კულტურის თემაა კრიტიკა რომ ყურს ჭრის და ჭუჭას კაწრავს.
პრობლემები რასაც მე ვეხები ჩემი აღმოჩენილი და გამოგონილი არაა და არც იმიტომ ვწერ რომ ეს მახარებს ან სიამოვნებას მანიჭებს. ასეა უბრალოდ, მიუხედავად იმისა თუ ვინ რას ფიქრობ პრობლემები არის.
ისაა უკეთესი არაერთი ფორუმელი ქადაგად რომ დაეცემა და ხოტბას ასხამს ამა თუ იმ ავტორს ან გამომცემლობას ყოველგვარი რაციონალური საფუძვლის გარეშე?
რამდენი ისეთი წიგნი იბეჭდება მაღალი კლასის მოსწავლეები მაგ თემას უკეთ რომ გაშლიდნენ?
რატომ არის მკითხველთა წრე ასეთი ტენდენციური. მსოფლიოს მოაზროვნე და აკადემიური ნაწილი წლებია უკვე დასცინის იმ თემებს ახლა რომ აღმოაჩინეს ახალგაზრდა ქართველმა მწერლებმა, რომლებიც საბჭოთა ჩექმის ქვეშ ცხოვრობდნენ.
და არც განათლება ტეხავს მწერლისთვის, ნამდვილი განათლება, საკითხის სიღრმისეული ცოდნა და არა დიპლომი ანდა გარანტირებული ადგილი რომელიმე თოქ შოუში.
ჟურნალისტებს რომ უთხრა ერთმა, მთავრობა კარგად მუშაობს და მაგაზე წერეთო ფორუმიც ეგეთ ყაიდაზე გადავაკეთოთ?



Posted by: 4L3X 20 Nov 2018, 23:31
Lord_Raptor
მოდი მაშინ კონკრეტულ მწერლებზე და ნაწარმოებებზე ვილაპარაკოთ ფანტასტიკის და ფენტეზის ჟანრებში რომლებიც არ მოგწონს. მე დავწერე დათო სამნიაშვილზე რომელიც მომზადებით უდგება წიგნის წერას და მის MOX და დავაკონკრეტე რატომაც არის კარგი. ახლა მოვისმინოთ შენი მოსაზრება კონკრეტულ ავტორზე და კონკრეტულ ნაწარმოებზე.

Posted by: Lord_Raptor 20 Nov 2018, 23:59
4L3X
ახლა უნდა გაყვე და სათითაოდ გაამართლო ყველა ვინ პირადად შენ მოგწონს და სხვას არ აქვს მისი არ მოწონების უფლება?
marx kicks in? biggrin.gif
გიორგი კეკელიძით და სალომე ბენიძით დაიწყე.
ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული ბიბლიოთეკა პირად კანტორად და პიარ მანქნად აქცია მაგ ადამიანმა. მწერლობამდეც არაა მისვლა საჭირო.

Posted by: Heart_of_Darkness 21 Nov 2018, 00:10
შემომეკითხა ამ თემის ბოლო პოსტები, დიდად ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ერთი კითხვა გამიჩნდა:
რა მნიშვნელობა აქვს საიდან ხარ, როცა მწერალი ხარ?
გერმანიაში, საქართველოში თუ ტაილანდში დაბადება შენს ფანტაზიას და ნიჭს რამით განასხვავებს?
user.gif
პატარა ერის კომპლექსი მგონია: ჩვენთან ლიტერატურისთვის ვის სცალია, ქვეყანა გვენგრევა თავზე,
მსოფლიო დონის შედევრი რომც დავწერო, აქ მაინც არ გაიყიდება, დიდი ტირაჟით და ა.შ. გაპრავებებით ვიმართლებთ თავს.

უელბეკს კითხეს შეხვედრაზე, მსგავსი, საფრანგეთში დაბდებამ თუ შეგიწყოთ ხელი, როგორც მსოფლიო დონის მწერალსო,
იმასაც გაუკვირდა, არა საფრანგეთი რა შუაშია, პატარა კუნძულზე დავიბადეო.

Posted by: Lord_Raptor 21 Nov 2018, 07:41
QUOTE
Heart_of_Darkness

კომუნისტების ბრალია ყველაფერი. კომუნისტები ევრივეა.
ბოროტი ძალები გვებრძვიან და კგბშნიკები და ა.შ.

Posted by: SpringtimeOfYouth 21 Nov 2018, 15:03
სტრუგაცკები მაგ საბჭოთა კავშირში არ გამოიზარდნენ?
ან თუ მაინცდამაინც ქართულ ფანტასტიკაზეა საუბარი ჯემალ ქირია fingal.gif

Posted by: 4L3X 21 Nov 2018, 15:05
SpringtimeOfYouth
მე ფენტეზიზე დავწერე და არა ფანტასტიკაზე smile.gif

Posted by: SpringtimeOfYouth 21 Nov 2018, 15:15
4L3X
ანუ ფანტასტიკა მოჟნა მაგრამ ფენტეზის განვითარებას ხელს უშლიდნენ?
რაღაც საფრთხე მოდიოდა ალბათ fingal.gif
ქირია ფენტეზის ჟანრში წერდა ისე ქართული თქმულებების პერსონაჟებით idea.gif წერდა რა შეიძლება ახლაც წერს რამეს მგონი ცოცხალია კიდევ yes.gif ფანტასტიკა დამეწერა

Posted by: sulo 23 Nov 2018, 01:30
ეგი მოქსი გამომრჩა.. მადლობთ, ჩავუჯდები....

ეხლა რაც შეეხება ქართულ ფანტასტიკას და ქართულ ფენტეზის.....

ფანტასტიკა, როგორც მოგახსენეთ,ტექნოლოგიურ განვითარებაზე ოცნება გახლავთ....
ჩვენ ქვეყანას კი, ღვინის გამოგონების შემდეგ, ტექნოლოგიურ პროგრესის წინ გაწევის ოცნებას ვერ ვატყობ...
ცალკეული ქართველები, ქართველიშვილის მსგავსი, სხვა ტექნოლოგიური ცივილიზაციის ნაწილი თუ გახდნენ, მაშინ ხვდებიან ტექნოლოგიური ცივილიზაციის მოწინავე ხაზზე..
შესაბამისად არ გვაქვს ფანტასტიკა...


რაც შეეხება ფენტეზის დეფიციტს, ვფიქრობ ქართველების ზედმეტად ცხორებისეულობიდან გამომდინარეობს. მეოცნებეები მაქსიმუმ ლექსებში პოულობენ თავშესაფარს.

Posted by: Giguli 23 Nov 2018, 20:06
ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება "Пикник на обочине"-ს ყიდვა, ორიგინალში?

Posted by: kaatinga 10 Dec 2018, 02:00
აზიმოვს ვკითხულობ და კარგი კი არის, მაგრამ ვერ აღვფრთოვანდი. ერთი მომენტი ისაა ალბათ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა იმდენად არ მიყვარს როგორც სხვა ჟანრები, მაგრამ კიდე უფრო არ მიყვარს თავიდანვე ათას უცხო ტერმინს რომ მოგაყრის ავტორი და 1 გვერდს 9-ჯერ უბრუნდები, რომ ჩაწვდე წაკითხულის არსს. კალოჩე, უფრო მარტივადაც შეიძლება, ნელ-ნელა უნდა შეჰყავდეთ რა.

Posted by: ValenTine_Kelly 10 Dec 2018, 11:39
QUOTE
ა ეგეც ჩვენი კულტურის თემაა კრიტიკა რომ ყურს ჭრის და ჭუჭას კაწრავს.
პრობლემები რასაც მე ვეხები ჩემი აღმოჩენილი და გამოგონილი არაა და არც იმიტომ ვწერ რომ ეს მახარებს ან სიამოვნებას მანიჭებს. ასეა უბრალოდ, მიუხედავად იმისა თუ ვინ რას ფიქრობ პრობლემები არის.
ისაა უკეთესი არაერთი ფორუმელი ქადაგად რომ დაეცემა და ხოტბას ასხამს ამა თუ იმ ავტორს ან გამომცემლობას ყოველგვარი რაციონალური საფუძვლის გარეშე?
რამდენი ისეთი წიგნი იბეჭდება მაღალი კლასის მოსწავლეები მაგ თემას უკეთ რომ გაშლიდნენ?

+1 ყველა ფრაზას biggrin.gif

Posted by: kaatinga 11 Dec 2018, 23:22
დღეს დავიხუნძლე ახალი წიგნებით და რას მირჩევთ, მაიკლ სალივანის ,,ხმლების ქურდობას“ მივეძალო პირველად თუ უილიამ გიბსონის ,,ნეირომანსერს“?

Posted by: Henyd0r1 12 Dec 2018, 09:50
QUOTE (kaatinga @ 11 Dec 2018, 23:22 )
დღეს დავიხუნძლე ახალი წიგნებით და რას მირჩევთ, მაიკლ სალივანის ,,ხმლების ქურდობას“ მივეძალო პირველად თუ უილიამ გიბსონის ,,ნეირომანსერს“?

ნეირომანსერს fig.gif fig.gif fig.gif

Posted by: mamachemi 25 Dec 2018, 19:38
აღზევების წყარო წავიკითხე. ცოტა იყო, მომენტებში გაწელილი და ვინის ფიქრები ხომ საერთოდ facepalm.gif

პირველ წიგნს თუ შევადრით მეჰ, ისე წავა რა. პირველი კანონის სერიებს თუ შევადარებთ ხომ საერთოდ....


პ.ს. ესეთი ტემპით თუ გააგრძელეს ეპოქათა გმირის გადათარგმნას ალბათ არც დაველოდები. ორიგინალში მოვიკითხავ.



Posted by: dionise12 25 Dec 2018, 20:59
QUOTE (mamachemi @ 25 Dec 2018, 19:38 )
აღზევების წყარო წავიკითხე. ცოტა იყო, მომენტებში გაწელილი და ვინის ფიქრები ხომ საერთოდ facepalm.gif

პირველ წიგნს თუ შევადრით მეჰ, ისე წავა რა. პირველი კანონის სერიებს თუ შევადარებთ ხომ საერთოდ....


პ.ს. ესეთი ტემპით თუ გააგრძელეს ეპოქათა გმირის გადათარგმნას ალბათ არც დაველოდები. ორიგინალში მოვიკითხავ.

პირველ კანონთან შედარებთ ეს უფრო Young Adult ჟანრში გადის და ალაბთ მაგიტომ.

Posted by: mamachemi 25 Dec 2018, 21:51
dionise12

ხო მართალია. თითქოსდა სისასტიკე არის, მაგრამ ისე ჩანს როგორც სათამაშო ბავშვისთვის.

ნეტავი აბერკრობის შემდეგ წიგნებს თუ შემოგვთავაზებენ. გლოკტა მომენატრა sad.gif

Posted by: dionise12 26 Dec 2018, 03:14
QUOTE (mamachemi @ 25 Dec 2018, 21:51 )
dionise12

ხო მართალია. თითქოსდა სისასტიკე არის, მაგრამ ისე ჩანს როგორც სათამაშო ბავშვისთვის.

ნეტავი აბერკრობის შემდეგ წიგნებს თუ შემოგვთავაზებენ. გლოკტა მომენატრა sad.gif

გლოკტას იმედი ნუღარ გექნება 1-2 გან არის ნახსენები მხოლოდ "ინვალიდის" სახით, სამაგიეროდ ნიკომო კოსკა , ქოლ შივერსი(ტრიასუჩკა/ხლად), ბრემერ დან გორსტი , ვირრანი ბლაიდან და ბატონი ლემ(ბ)ი(ბატკანა) უკეთეს შოუს დადგავენ.

Posted by: Henyd0r1 26 Dec 2018, 12:05
სანდერსონს ზოგადად უყვარს საბავშვო და იანგ ედალთ მიმართულებებში გადასვლა, მაგრამ მაგ ტრილოგიაში ბევრად მეტი სხვა რამ არის მნიშვნელოვანი და სიგიჯე <3

Posted by: mamachemi 26 Dec 2018, 12:32
QUOTE

გლოკტას იმედი ნუღარ გექნება 1-2 გან არის ნახსენები მხოლოდ "ინვალიდის" სახით, სამაგიეროდ ნიკომო კოსკა , ქოლ შივერსი(ტრიასუჩკა/ხლად), ბრემერ დან გორსტი , ვირრანი ბლაიდან და ბატონი ლემ(ბ)ი(ბატკანა)  უკეთეს შოუს დადგავენ.


ხო გლოკტაზე ვიცი რომ აღარ იქნება. აი შენი ნათქვამით კი დამაინტრიგე.


QUOTE

სანდერსონს ზოგადად უყვარს საბავშვო და იანგ ედალთ მიმართულებებში გადასვლა, მაგრამ მაგ ტრილოგიაში ბევრად მეტი სხვა რამ არის მნიშვნელოვანი და სიგიჯე <3


პირველი გაცილებით კარგი იყო კელსიერის "ხარჯზე". მესამე ვნახოთ როგორი იქნება. იმედია პირველს გადაწონის.

Posted by: kaatinga 27 Dec 2018, 22:32
mamachemi
ზაფხულში იქნებაო მესამე, სადღაც ეწერა.

რაც შეეხება მეორე ნაწილის შეფასებას.

კატეგორიულად არ გეთანხმებით biggrin.gif მე ძალიან გამისწორა. ვინის ტრაკის თამაში კი მიშლიდა ცოტა ნერვებს, მაგრამ სანამ აღშფოთებამდე მივედი ყველაფერი დალაგდა.
ჩემთვის მეორე ნაწილი პირველზე მეტად დაძაბული იყო, მეტი ,,ექშენი“ მოიტანა რა.


Posted by: mamachemi 28 Dec 2018, 00:01
kaatinga

ზაფხულში თუ იქნება მაგას რა ჯობია.

ექშენის კუთხით პირველ ნაწილში სიკვდილით დასჯის დასაწყისიდან მბრძანებლის მკვლელობამდე მარტო ეგ ნაწილი წონის მთლიანად მეორე წიგნს. ყოველშემთხვევაში ჩემთვის ესეა.

Posted by: Coach 31 Dec 2018, 22:06
მეთიუ ლუისის ბერი არის რომელიმე მაღაზიაში ? ან ვინმე ბუკინისტთან ხომ არ გეგულებათ? ნებისმიერ ენაზე წავა

Posted by: Henyd0r1 7 Jan 2019, 11:01
ავოიე words of radiance დავამთავრე!
ახლა ეჯდენსერსაც მივაბამ უცებ bis.gif

Posted by: Greenwizard 28 Feb 2019, 22:39
user posted image

ცხელ-ცხელი შენაძენი

Posted by: narmonana 1 Mar 2019, 00:01
Сказания Меекханского пограничья
აუუ გაიხარეთ ვინც ეს მირჩია,აი ჯიგრული ფენტეზია რაა.

ექშენი,ექშენი,ექშენიი.თან როგორ დეტალებში,ისიამოვნებით ბრძოლების აღწერით.

სგ,პოლონელებმა იციან ფენტეზის წერა

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%BA%D0%B0%D0%B7%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%8F_%D0%9C%D0%B5%D0%B5%D0%BA%D1%85%D0%B0%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B3%D0%BE_%D0%BF%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%87%D1%8C%D1%8F

Posted by: Henyd0r1 1 Mar 2019, 00:16
მეეკხენი კაია, 1ელი წავიკითხე, მაგრამ არაფერი მახსოვს ;დდ

ტედ უილიამსის აზერლენდი დავიწყე და მგონი მეორე წიგნს აღარ წავიკითხავ sad.gif

Posted by: dionise12 1 Mar 2019, 00:44
QUOTE (narmonana @ 1 Mar 2019, 00:01 )
Сказания Меекханского пограничья
აუუ გაიხარეთ ვინც ეს მირჩია,აი ჯიგრული ფენტეზია რაა.

ექშენი,ექშენი,ექშენიი.თან როგორ დეტალებში,ისიამოვნებით ბრძოლების აღწერით.

სგ,პოლონელებმა იციან ფენტეზის წერა

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%BA%D0%B0%D0%B7%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%8F_%D0%9C%D0%B5%D0%B5%D0%BA%D1%85%D0%B0%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B3%D0%BE_%D0%BF%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%87%D1%8C%D1%8F

წაიკითხე უკვე 4/5 ?

--------------------------------

Posted by: narmonana 1 Mar 2019, 01:24
dionise12
რკინისფერ ცაზე ვარ....მარტო ერთი არკა გამოვტოვე,ქურდზე,ძალიან მოსაწყენი იყო,დალშე საკაიფოა


აუდიოწიგნებს მივყვები

Posted by: dionise12 1 Mar 2019, 01:31
QUOTE (narmonana @ 1 Mar 2019, 01:24 )
dionise12
რკინისფერ ცაზე ვარ....მარტო ერთი არკა გამოვტოვე,ქურდზე,ძალიან მოსაწყენი იყო,დალშე საკაიფოა


აუდიოწიგნებს მივყვები

ლოოლ, ფოლადისფერი gigi.gif gigi.gif . ალტსინზე თუ გამოტოვე ვეღარაფერს გაიგებ მერე, მეოთხე წიგნის ნახევარი ალტსინზეა, მეც ძალით წავიკითხე რეაგვირის ამბები მაგრამ მეოთხეში დაგჭირდება, ასე რომ სანამ დაიწყებ მეოთხეს , დაამთავრე ალტსინ ავენდეჰის თავგადასავალი.
* * *
QUOTE (narmonana @ 1 Mar 2019, 01:24 )


აუდიოწიგნებს მივყვები

გოლოვინი კარგად კითხულობს ძალიან, რა ადგილას ხარა? ფოლადისფერი ცის მეორე ნაწილი დაიწყე უკვე?

Posted by: BVviper 1 Mar 2019, 10:32
QUOTE (narmonana @ 1 Mar 2019, 01:24 )
dionise12
რკინისფერ ცაზე ვარ....მარტო ერთი არკა გამოვტოვე,ქურდზე,ძალიან მოსაწყენი იყო,დალშე საკაიფოა


აუდიოწიგნებს მივყვები

დააგდე რა საიდან წერ აუდიო წიგნებს რუსულად

Posted by: dionise12 1 Mar 2019, 10:40
QUOTE (BVviper @ 1 Mar 2019, 10:32 )
QUOTE (narmonana @ 1 Mar 2019, 01:24 )
dionise12
რკინისფერ ცაზე ვარ....მარტო ერთი არკა გამოვტოვე,ქურდზე,ძალიან მოსაწყენი იყო,დალშე საკაიფოა


აუდიოწიგნებს მივყვები

დააგდე რა საიდან წერ აუდიო წიგნებს რუსულად

ზგოი გამოწერით ფასიანია, ზოგი უფასო

https://m.vk.com/kirgolovinclub

ტორენტზე ყველგანაა, ან დაგუგლე, თუ ფულის გადახდა გინდა
მაშინ litres.ru

Posted by: 4L3X 11 May 2019, 14:49
ეს ამბავი ყველას გამოგვეპარა ეტყობა.

პორტალი იწყებს Prince of Thorns-ის თარგმნას.

https://www.facebook.com/portal.bookseries/photos/a.244878716031271/579980059187800/?type=3&theater

Posted by: Henyd0r1 11 May 2019, 20:29
არ გამომპარვია, მაგრამ რაღც აღარ მიხარია ეგ ნიუსები, იმდენი სერიაა მიგდებული დაუსრულებლად sad.gif

Posted by: 4L3X 11 May 2019, 20:49
QUOTE (Henyd0r1 @ 11 May 2019, 20:29 )
არ გამომპარვია, მაგრამ რაღც აღარ მიხარია ეგ ნიუსები, იმდენი სერიაა მიგდებული დაუსრულებლად sad.gif

გეთანხმები. მეც მაგიტომ არ ვკიდებ პორტალის წიგნებს ხელს.

Posted by: Joiner 19 May 2019, 09:36
HBO აღარ ხუმრობს.

Posted by: dionise12 19 May 2019, 23:33
QUOTE (4L3X @ 11 May 2019, 14:49 )
ეს ამბავი ყველას გამოგვეპარა ეტყობა.

პორტალი იწყებს Prince of Thorns-ის თარგმნას.

https://www.facebook.com/portal.bookseries/photos/a.244878716031271/579980059187800/?type=3&theater

მაგარი ღლეობაა, ძალა-ძალით წავიკითხე, მეორე ნაწილიც უკეთესის მოლოდინში მაგრამ, same shit.

Posted by: Henyd0r1 20 May 2019, 11:11
აუ კლარკის პატარ=პატარ რომანები კოსმოსზე როგორ ასწორებს <3

Posted by: ქაფქიანა 20 May 2019, 11:20
მესამეჯერ ჩავუჯექი კლარკსი რამა მეორეს და ვერ ვკითხულობ. ###ობა დრამებია. როგორ ეტყობა, რომ კლარკის ნამუშევარი არცაა ფაქტობრივად. სად რამა პირველის დიდებულება და სად ეს უნიჭო ###ობა. რატომ დათანხმდა იმ ჯენტრი ლისთან თანამშრომლობას, არ მესმის.

არადა, მინდა, რომ რამას მთელი ოთხწიგნეული წავიკითხო. თავს ძალას ვატან ფაქტობრივად.

Posted by: _GHOST_ 20 May 2019, 14:27
QUOTE (Joiner @ 19 May 2019, 08:36 )
HBO აღარ ხუმრობს.

ფილმი დიდი ვერაფერი იყო, მაგრამ სერიალს იმედიანად ვუყურებ.


Posted by: Eeescadaaa 20 May 2019, 17:22
QUOTE (Joiner @ 19 May 2019, 09:36 )
HBO აღარ ხუმრობს.


ეეე რა კარგია, მიყვარს ეს წიგნი,
ალბათ კარგი იქნებააა popcorn.gif popcorn.gif old.gif

Posted by: taryel 27 May 2019, 12:29
http://www.sacred-texts.com/neu/dun/tago/index.htm
ნაწყვეტები


ნაამბობია ასევე მეფე ხანაზარისი, თუ როგორ მდაბლად იდრეკდა იგი ქედს ოდინდელ ღმერთთა წინაშე. არავინ სხვა არ იდრეკდა მეფე ხანაზარივით მდაბლად ქედს ოდინდელ ღმერთთა წინაშე.
ერთ დღეს ღმერთების ტაძარში ღმერთების თაყვანისცემისა და მათ წინაშე ქედის მოდრეკის შემდეგ დაბრუნებულმა მეფემ დაავალა ამ ღმერთთა წინასწარმეტყველებს მის წინაშე გამოცხადება, ბრძანა:
"რისამე შეტყობას ვისურვებდი ღმერთთა შესახებ."
მაშინ ეახლნენ წინასწარმეტყველები მეფე ხანაზარს, მრავალი წიგნით დატვირთულები, რომლებსაც მეფემ მიუთხრა:
"ეგ წიგნებში არ მოიპოვება."
ამაზე წინასწარმეტყველები უკან გაბრუნდნენ, თან წაიღეს წიგნებში მოფიქრებული ათასი ხერხი, რითაც კაცნი ღმერთების სიბრძნეს იგებენ. მხოლოდ ერთი დარჩა, მოძღვარი წინასწარმეტყველი, ვისაც დაეტევებინა წიგნები, და მეფემ უთხრა მას:
"ოდინდელი ღმერთები მძლენი არიან."
და უპასუხა მოძღვარმა წინასწარმეტყველმა:
"ძლევამოსილნი არიან ოდინდელი ღმერთები."
მაშინ თქვა მეფემ:
"არა არიან სხვა ღმერთები, ოდინდელი ღმერთების გარდა."
და უპასუხა წინასწარმეტყველმა:
"არავინ არის."
და სასახლეში დარჩენილ მხოლოდ ორს შორის მეფემ თქვა:
"მითხარ რაიმე ღმერთების ან კაცთა შესახებ, თუ შეიძლება სიმართლისგან რაიმეს ცოდნა."
მაშინ თქვა მოძღვარმა წინასწარმეტყველმა:
"შორით, თეთრად და სწორადაა გაწოლილი გზა ცოდნისაკენ, და მტვერსა და ხვატში მიუყვება მას მიწიერი ყველა ბრძენკაცი, ხოლო მინდვრებში, იქამდე რომაა, წვანან უბრძნესნი ანდაც კიდევ ყვავილებს წყვეტენ. ცოდნისაკენ მიმავალი გზის პირებზე კი - ო, მეფევ, ძნელია და ცხელია იგი - მრავალი ტაძარი დგას, და ყოველი ტაძრის შესასვლელში აუარება ქურუმნი დგანან, და გასძახიან გზისგან დაღლილ მოგზაურებს, მოუწოდებენ:
"ესაა დასასრული."
და ტაძრებში მუსიკის ხმაა, და ყოველი სახურავიდან შესაწირავის კვამლის სურნელი ადის; და ყველა, გრილ ტაძარს ვინც კი შეხედავს, რომელ ტაძარსაც არ უნდა შეხედოს, ან თუ მოისმენს დაფარულ მუსიკას, მიტრიალდება, რათა შეხედოს, ნამდვილად თუ ესაა დასასრული. და ისინი, რომელნიც მიხვდებიან, რომ მათი ტაძარი არაა ნამდვილად დასასრული, მტვრიან გზაზე შედგებიან ისევ, გაჩერდებიან ყოველ ტაძართან, რომ ჩაუვლიან, რადგან ეშინიათ, არ გამოტოვონ დასასრული, ანდაც პირდაპირ გაემართებიან, და მტვრის გარდა ვერას ხედავენ, სანამ სიარულს ვეღარ შეძლებენ და თავიანთი მოგზაურობისაგან დაღლილ-დაქანცულთ არ შეიყვანს რომელიმე სხვა ტაძარში გულკეთილი ქურუმი, რომელიც ეტყვის მათ, რომ ესეც დასასრულია. ვერც უმეგზურებენ ამ გზაზე ვერა კაცს თავისი თანამგზავრები, რადგან მხოლოდ ერთი რამაა მათ ნათქვამთაგან ნამდვილად სწორი, როცა იტყვიან:
"მეგობარო, ჩვენ მტვრისაგან ვერაფერს ვხედავთ."
და დიდი ნაწილი მტვრისა, ამ გზას რომ ფარავს, არის მას მერე, რაც გზა დაიწყო, და ზოგი მასზე მგზავრთა ფეხთაგან ტრიალებს, და უფრო მეტი ამოდის ტაძრების კართაგან.
და ო, მეფევ, უმჯობესია იმ გზაზე მოგზაურმა დაისვენო, როდესაც ისმენ ძახილს ვინმესას: "ესაა დასასრული," მის ზურგსუკნიდან მუსიკის ხმებით. და თუ მტვერსა და ბნელში ჩაუვლი გვერდით ლოს, და მუშს, და კაინაშის საამო ტაძარს, ან ოპალისღიმილიან შიინას, ან აქატისთვალება შუს, კვლავ შაილუ და ნაინართიტეპი, გაზო, ამარუნდი და სლიგი ჯერაც წინ იქნებიან და მათი ტაძრების ქურუმები შენს დაძახებას არ დაივიწყებენ.
და, ო, მეფევ, ნათქვამია, რომ მხოლოდ ერთმა გამოარჩია დასასრული და ჩაუარა სამ ათას ტაძარს, და უკანასკნელთა ქურუმები პირველთა ქურუმებს ჰგავდნენ, და ყველა ამბობდა, რომ მათი ტაძარი იყო გზის დასასრულში, და ამ ყველაფერს მტვრის ბნელი აწვა, და ყველა ტაძარი საამო იყო და მხოლოდ გზა იყო მძიმე. და ზოგში მრავალი ღმერთი იყო, ზოგში მხოლოდ ერთი, და ზოგში ცარიელი იყო სახატე, და ყველას მრავალი ქურუმი ჰყავდა, და ყველა მგზავრი მოხარული იყო, როდესაც იქ ისვენებდნენ. და ზოგში შესვლაზე დაყოლიებას ცდილობდნენ მისი თანამგზავრები, და როცა მან თქვა:
"უფრო წინ წავალ," უამრავმა თქვა:
"ეს კაცი ცრუობს, ვინაიდან გზა აქ მთავრდება."
და მან, ვინც იმგზავრა დასასრულამდე, თქვა, რომ როდესაც ქუხილი გაისმა გზაზე, მაშინ მოაღწია ყველა ქურუმის ხმამ, სადამდეც კი სმენა წვდებოდა, მოუწოდებდნენ:
"ყური მიუგდე შაილუს" — "მუშს მოუსმინე" — "ჰა! კაინაში" — "შუს ხმა მოისმის" — "განრისხებულია მაინართიტეპი" — "ისმინე სლიგის სიტყვები!"
და შორს, გზის გაყოლებით, დაუძახა ერთ-ერთმა მგზავრს, რომ შიინა ძილში იძვროდა.
ო, მეფევ, ნაღვლიანია ესე ამბავი. ნათქვამია, რომ საბოლოოდ მგზავრი უკიდურეს დასასრულს მიადგა, და იქ ვეება უფსკრული იყო, და უფსკრულის ძირას სიბნელეში დაძვრებოდა ერთი პატარა ღმერთი, რომელიც ზომით კურდღელს არ აღემატებოდა, რომლის ტირილი გაისმოდა სიცივეში:
"არ ვიცი."
და უფსკრულის მიღმა არარა იყო, მხოლოდ პატარა ღმერთის ტირილი.
და იგი, ვისაც ემგზავრა დასასრულამდე, უკუიქცა და ბევრი ირბინა, სანამ ისევ ტაძრებს არ მიადგა, და შესულმა ერთში, რომლიდანაც ქურუმები გაიძახოდნენ:
"ესაა დასასრული," დაისვენა და სკამლოგინზე წამოწვა. იქ იუში იჯდა მდუმარედ, ზურმუხტის ენითა და ორი დიდი საფირონის თვალით გამოკვეთილი, და იქ მრავალნი ისვენებდნენ და უხაროდათ. და მოხუცი ქურუმი, მანამდე რომ ბავშვს ამშვიდებდა, მივიდა იმ მგზავრთან, რომელსაც ენახა დასასრული და უთხრა:
"ესაა იუში და ესაა სიბრძნის დასასრული."
და მგზავრმა უპასუხა:
"იუში ძალზე მშვიდია და სწორედაც რომ ესაა დასასრული."



******************************************************
ზონუს ხალხს სჯერა, რომ იანია ღმერთი, მევახშედ რომ ზის ძვირფას თვალთა გროვის უკან და მუდამ ორივე ხელით ბღუჯავს მათ. წყლის წვეთებზე ოდნავ დიდნი არიან ლაპლაპა ქვები, იანს კლანჭებით რომ ჩაუბღუჯავს, და ყოველი ძვირფასი ქვა სიცოცხლეა. ჰყვებიან კაცნი ზონუში, რომ ცარიელი იყო მიწა, როდესაც იანი იფიქრებდა თავის განზრახვას, და არ იძვროდა სიცოცხლე მასზე. მაშინ იანმა მიიტყუა თავისკენ ჩრდილები, რომელთა სახლი კიდის გადაღმა იყო, რომელთაც ცოტა თუ უწყოდნენ სიხარულთა შესახებ და მწუხარებისა არა უწყოდნენ, რომელთა ადგილი კიდის გადაღმა იყო დროის დასაბამამდე. ისინი მიიტყუა იანმა თავისთან და ძვირფას თვალთა გროვა უჩვენა; და ამ ქვებში სინათლე იყო, და მწვანე ველები ბზინავდნენ მათში, და ლურჯი ცა და პატარა ნაკადულები გამოკრთოდნენ, და ოდნავ ილანდებოდნენ პატარა ბაღები, ხეხილნარების მიწებზე რომ ყვავილობდნენ. და ზოგიერთში ზეცის ქარები ჩანდნენ, და ზოგიერთში ცის თაღი ჩანდა, მის დაბლა გადაჭიმული მწირი ტრამალით, ქარში გახრილი ბალახითა და არასოდეს არა რაიმით, ტრამალის გარდა. ხოლო ყველაზე ცვალებად ქვებს კი მარად ცვალებადი ზღვა ჰქონდათ გულში. მაშინ ჩრდილები ჩააცქერდნენ სიცოცხლეებს და დაინახეს მწვანე ველები, ზღვა, მიწა და მიწის ბაღები. და იანმა თქვა: "მოვაქირავებ ყოველ თქვენგანს თითო სიცოცხლეს, რათა ჩანაფიქრის თანახმად რომ დაამუშავოთ, და გეყოლებათ ყოველ თქვენგანს ჩრდილი მსახურად მწვანე ველებსა და ბაღებში, ხოლო ამათ სანაცვლოდ კი სიცოცხლეებს გამოცდილებით გააპრიალებთ და მათ კუთხეებს დარდით ჩამოჭრით, და, საბოლოოდ, კვლავ მე დამიბრუნებთ."
და ამაზე ჩრდილები დათანხმდნენ, რომ ჰქონოდათ ელვარე სიცოცხლეები და ჰყოლოდათ ჩრდილები მსახურებად, და ეს დაკანონდა. ხოლო ჩრდილები, ყოველი მათგანი თავიანთი სიცოცხლით, გაემგზავრნენ და მიაშურეს ზონუს და სხვა მიწებს, და იქ აპრიალებდნენ გამოცდილებით იანის სიცოცხლეებს, და კაცთა დარდით კუთხეებს აჭრიდნენ, სანამ ახლებივით არ ააელვარეს. და მუდამ პოულობდნენ ახალ სანახავს, სიცოცხლეებში საელვარებლად, და ქალაქები და იალქნები და კაცნი კაშკაშებდნენ მათში, სადაც მანამდე მხოლოდ მწვანე ველები და ზღვა იყო, და მუდამ იან მევახშე დასძახოდათ მათ გარიგების შესახსენებლად. როდესაც კაცნი მიუმატებდნენ თავიანთ სიცოცხლეს სანახაობას, რაც იანისთვის საამო იყო, მაშინ იანი ხმას არ იღებდა, ხოლო როდესაც მიუმატებდნენ სანახაობას, რაც იანის თვალს არ ეამებოდა, მაშინ იგი მათ მწუხარების ბაჟს უმატებდა, ვინაიდან ეს კანონი იყო.
მაგრამ დაივიწყა ხალხმა მევახშე, და გამოჩნდნენ კანონში განსწავლულობის დამჩემებელნი, რომლებიც ამბობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც თავიანთ სიცოცხლეებში ნაშრომი შრომა დამთავრდებოდა, მათივე კუთვნილება უნდა გამხდარიყო მათი სიცოცხლე; ამიტომ ხალხმა თავიანთ ჯაფაში, კვეთაში და თავიანთი დარდების ჭრაში შვება იპოვა. მაგრამ, როდესაც მათი სიცოცხლე მრავალ რათა გამოცდილებით გამოანათებდა, მაშინ იანის ცერა და საჩვენებელი თითი დასწვდებოდა უცებ სიცოცხლეს, და კაცი ჩრდილი ხდებოდა. ხოლო შორს, კიდის გაღმა, ჩრდილები იტყვიან:
"დიდად ვიშრომეთ იანისათვის, სამყაროს დარდები შევაგროვეთ, და მისი სიცოცხლეები ავაკაშკაშეთ, და იანი ანგარიშს ჩვენ მაინც არ გვიწევს. ბევრად უმჯობესი იქნებოდა, დავრჩენილიყავით იქ, სადაც არაა რამეზე ზრუნვა, კიდის გადაღმა მოფარფატენი."
და იქ ჩრდილებს ეშინიათ, ოდესმე კიდევ არ იქნენ ძვირფასი დაპირებებით მიტყუებულნი, რომ კვლავაც ვახშში ჩაცვივდნენ იანის ხელთაგან, რომელსაც კანონი ზედმიწევნით შეუსწავლია. მხოლოდ იანი კი ზის და იღიმის, უცქერის საკუთარი საგანძურის ფასის მატებას, და არ ეცოდება საბრალო ჩრდილები, თავიანთი მყუდროებიდან კაცთა იერით საჯაფავად რომ გამოიტყუა.
და მუდამ იტყუებს იანი კიდევ მეტ ჩრდილებს და გზავნის, მისი სიცოცხლეების ასაბრწყინებლად, გზავნის ძველ სიცოცხლეებს, კიდევ უფრო რომ ააკაშკაშოს; და ზოგჯერ აძლევს ჩრდილს სიცოცხლეს, რომელიც ერთხელ მეფისა იყო და გაგზავნის მას დაბლა მიწაზე, რათა მათხოვრის როლი მოირგოს, ანდაც ხანდახან მათხოვრის სიცოცხლეს გზავნის, რათა მან მეფის როლი მოირგოს. იანს რად ენაღვლება?
დაჰპირდნენ ზონუს ხალხს კანონში განსწავლულობის დამჩემებელნი, რომ სიცოცხლეები, რომლებზედაც ასე იჯაფეს, სამარადისოდ მათი იქნება, და მაინც, შიშობს ზონუს ხალხი, რომ იანი უფრო დიდია, და ზედმიწევნით იცის კანონი. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ დრო ჟამს მოიტანს, როდესაც იანის ქონება გახდება სწორედ ისეთი, როგორიც სიზმრად ელანდებოდა. მაშინ დატოვებს იანი მიწას მოსვენებით და აღარ შეაწუხებს მას მერე ჩრდილებს, არამედ იჯდება და უმსგავსი სახით გაიბღინძება თავისი სიცოცხლეების საგანძურზე, ვინაიდან მისი სული მევახშის სულია. ხოლო იტყვიან სხვები, და იფიცავენ, რომ მართალს ამბობენ, რომ არიან ოდინდელი ღმერთები, რომლებიც იანზე ბევრად დიდნი არიან, რომლებმაც შექმნეს კანონი, იანს რომ ზედმიწევნით შეუსწავლია, და რომლებიც მას ერთ დღეს დაუდებენ გარიგებას, რაც იანისთვის მეტისმეტად მძიმე იქნება. მაშინ იანი გაეხეტება, დავიწყებული ქვაწვია ღმერთი, და ეგებ რომელიმე მივიწყებულ მიწაზე წვიმას ევაჭროს დასალევად წვეთი წყლისათვის, ვინაიდან მისი სული მევახშის სულია. და სიცოცხლეების შესახებ კიდევ - ან ოდინდელი ღმერთები ვინღა უწყის, ან მათი ნება?

Posted by: Joiner 1 Jul 2019, 18:40
ნეტფლიქსი სენდმენზე სერიალს გადაიღებს

https://www.comicbookmovie.com/amp/tv/dc/netflix-to-adapt-neil-gaimans-sandman-will-be-dc-entertainments-most-expensive-tv-show-yet-a169217

Posted by: Henyd0r1 4 Jul 2019, 17:45
ჩააჯვამენ ეხა
აი როგორ შეილება სენდმენი ეკრანზე გადაიტანო
შეუძლებელია

Posted by: Henyd0r1 26 Aug 2019, 08:13

ცოტა მოვწყდი ამ ბოლო დროს, მაგრამ არა უშავს
დავუბრუნდი ბნელი ელფის ისტორიას სალვატორეს ფორგოთენ რეალმის მე7 წიგნში
ჯუჯების მეფე ბრენორი შვილის ქორწილისთვის ემზადება!!!!

Posted by: Nickboy 28 Aug 2019, 17:06
მარადისობის აღსასრულს მოვრჩი ახლა... აი პროსტა აზიმოვზე მაგარი მწერლის დედაც ვატირე vik.gif

წიგნის მეორე ნახევარმა ისე მოიტანა, კაი ხანია ასეთი სიამოვნება არ განმიცდია biggrin.gif

მადლობა ბათუმს და ირაკლის ამ წიგნისთვის!


აზიმოვი კი უბრალოდ... არ წყვეტს მისი წიგნები ჩემს გაოცებას...

Posted by: Henyd0r1 3 Sep 2019, 10:58
QUOTE (Nickboy @ 28 Aug 2019, 17:06 )
მარადისობის აღსასრულს მოვრჩი ახლა... აი პროსტა აზიმოვზე მაგარი მწერლის დედაც ვატირე vik.gif

წიგნის მეორე ნახევარმა ისე მოიტანა, კაი ხანია ასეთი სიამოვნება არ განმიცდია biggrin.gif

მადლობა ბათუმს და ირაკლის ამ წიგნისთვის!


აზიმოვი კი უბრალოდ... არ წყვეტს მისი წიგნები ჩემს გაოცებას...

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Nickboy 4 Sep 2019, 18:13
Henyd0r1

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


დამაინტერესა ფილმი თუ იყო ამ წიგნზე და კომუნისტებს გადაუღიათ თურმე lol.gif

გაგიკვირდება და დასასრული შეცვალეს givi.gif

Posted by: BVviper 5 Sep 2019, 15:08
დიუნის პირველი წიგნი წავიკითხე, ესე ძააან როდის გამისწორდა ბოლოს ეს ჟანრი არ მახსოვს. და წიგნის მერე საერთოდ გამიასმაგდა ფილმის მოლოდინი jump.gif

Posted by: Joiner 7 Sep 2019, 15:16
Nickboy
თავად ღმერთები როცა გამოვა, მანდ ნახავ კიდევ ერთხელ აზიმოვის სიდიადეს.

Posted by: Henyd0r1 9 Sep 2019, 12:52
QUOTE (Joiner @ 7 Sep 2019, 15:16 )
Nickboy
თავად ღმერთები როცა გამოვა, მანდ ნახავ კიდევ ერთხელ აზიმოვის სიდიადეს.

bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: zanzaron3 22 Sep 2019, 03:49
უელსის სამყაროთა ომი მოგწონთ? შეიძლება ვიქტორიანული წერის სტილი იყო თუ რა მაგრამ სასტიკად არ მომეწონა

Posted by: 4L3X 22 Sep 2019, 19:43
Lord Grimdark-მა 17 სექტემბერს ახალი ტრილოგიის პირველი წიგნი გამოსცა.

user posted image

https://www.goodreads.com/book/show/35606041

მოვლენები ვითარდება "პირველი კანონის" სამყაროში, ოღონდაც ინდუსტრიული ეპოქა დგება.

Posted by: Henyd0r1 23 Sep 2019, 11:07
ოო, ამას კი დავიწყებ სიამოვნებით

ელექტრონულად როგორც კი გაიჩითება, მოაგდეთ ლინკები რა

Posted by: dionise12 23 Sep 2019, 13:26
ნახევარზე ვარ უკვე.
Henyd0r1 მე კი მაქვს ელექტრონული მაგრამ ყველა წიგნი თუ არ გაქვს წაკითხული არ გირჩევ დაწყებას.

Posted by: _GHOST_ 23 Sep 2019, 19:07
Henyd0r1
http://gen.lib.rus.ec/fiction/?q=A+Little+Hatred

ისე, ამაზე ვიღადავე. წინა კვირას, პარასკევი იყო, რატომღაც გამახსენდა აბერკომბი. მეთქი, ახალ ტრილოგიას ხომ არ დაადო საშველი, ამდენი ხანი გავიდა. მოვძებნე და ორი დღის წინ იყო გამოსული. givi.gif

Posted by: Henyd0r1 25 Sep 2019, 09:35
ნუ, მარტო 1ელი კანონის ტრილოგია მაქსვ წაკითხული და კაი, ჯერ დანარჩენებს მოვამთავრებ და მერე გადაავლ ამაზე

Posted by: Windmill 27 Sep 2019, 01:27
ბრატცი, ბიბლიის წაკითხვა არ გიცდიათ?!


აზიმოვის მერე პირველი ფანტასტიკაა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Henyd0r1 27 Sep 2019, 07:42
QUOTE (Windmill @ 27 Sep 2019, 01:27 )
ბრატცი, ბიბლიის წაკითხვა არ გიცდიათ?! 


აზიმოვის მერე პირველი ფანტასტიკაა  lol.gif  lol.gif  lol.gif

facepalm.gif

Posted by: Windmill 27 Sep 2019, 09:21
QUOTE (Henyd0r1 @ 27 Sep 2019, 07:42 )
QUOTE (Windmill @ 27 Sep 2019, 01:27 )
ბრატცი, ბიბლიის წაკითხვა არ გიცდიათ?! 


აზიმოვის მერე პირველი ფანტასტიკაა  lol.gif  lol.gif  lol.gif

facepalm.gif

რას შემოირტყი თავში ხელი? smile.gif

შენი ხათრით ვედები იყოს პირველ ადგილას, აჰანდე gigi.gif

Posted by: Henyd0r1 28 Sep 2019, 10:22
QUOTE (Windmill @ 27 Sep 2019, 09:21 )
QUOTE (Henyd0r1 @ 27 Sep 2019, 07:42 )
QUOTE (Windmill @ 27 Sep 2019, 01:27 )
ბრატცი, ბიბლიის წაკითხვა არ გიცდიათ?! 


აზიმოვის მერე პირველი ფანტასტიკაა  lol.gif  lol.gif  lol.gif

facepalm.gif

რას შემოირტყი თავში ხელი? smile.gif

შენი ხათრით ვედები იყოს პირველ ადგილას, აჰანდე gigi.gif

პროვოკაციული და უადგილო პოსტია და დიდი იმედი მაქვს, აღარ გააგრძელებ ღლიცინს

https://www.mirf.ru/special/luchshie-knigi-fantastika-fentezi
აბა, მირ ფანტასტიკის ტოპ200 ფენტეზის გადაავლეთ თვალი
ვის რამდენი გაქვთ გადაყლაპული?

მე სადღც 60მდე დავთავლე, ოღონდ ამათგან 5-6 ციკლია, რომელიც ჯერ არ დამიმთავრებია.

ძაან გაასწორა, რომ ამ სიაში "ის" და "უბიკიც" შეყვანილია popcorn.gif

ჰო, გასათვალისწინებელია, რომ ბევრი რუსი ავტორიც ჰყავთ შეყვანილი. ისე, რომ დავაკვირდი, მითიურ ფენტეზიში, საბავშვო ფენტეზიში და კოსმოსურ ოპერაში მაქვს ყველაზე ნაკლები წაკითხული. რუსულ ფენტეზიში - მხოლოდ სტრუგაცკები. ყველაზე მეტი კი - ჰორორში, კლასიკურ საიფაიში და ეპიკ-ფენტეზიში popcorn.gif

Posted by: Joiner 28 Sep 2019, 20:34
სადღაც 49-მდე

QUOTE
ოღონდ ამათგან 5-6 ციკლია, რომელიც ჯერ არ დამიმთავრებია.

ყველაზე მეტი ფილოსოფია სოციალური ფანტასიკა მაქვს წაკითხული. ჰორორებიდან კი არცერთი მაქვს წაკითხული.

აქვე, ტედ ჩანის შენი ცხოვრების ამბები წავიკითხე და აღმოჩნდა რომ ფილმი უფრო მომწონს. ემოციურია და ბევრად საინტერესოა.
ან შეიძლება პირველად ეგ რომ ვნახე მაგიტომ მაქვს მსგავსი დამოკიდებულება. user.gif

Posted by: Henyd0r1 30 Sep 2019, 22:16
Joiner

ეგ ფილმი თან მარტო მაგ კრებულის მიხედვით ხომ არ გადაუღიათ
აღარ მახსოვს რა ქვია იმ საგას, მაგრამ თვითონ უცხოპლანეტელების ვიზუალი სხვა წიგნიდან აქვთ აღებული და მოკლედ, ნაზავია.

აი, ჩაინა მელვილს როდის უნდა მოვაბა ნეტავ თავი რა sleep.gif

Posted by: Lord_Raptor 30 Sep 2019, 23:59
ჩაინა მევილი რუსეთში საკმაოდ ცნობილია. და დამსახურებულადაც, არ ვგულისხმობ მხოლოდ კომუნისტობას. ჭეშმარიტად გამორჩეული მწერალია. ჯორჯ მარტინი აქებდა თავის ბლოგზე ადრე, გადაკითხვა მინდოდა და ვეღარ მივაგენი კონკრეტულ პოსტს.
მე პირადად გორმეგასტი მაინტერესებს, მაგრამ დედანში ვერ ჩავუდჯები, დაე უცოდველმა მესროლოს პირველმა ქვა.
ჯორჯი ვახსენე და ეგ რომ რედაქტორობს ველური კარტების სერიას ნეტა თუ გვეღირდება ოდესმე. ისევ პალიტრა თუ წამოიკიდებს 40 ტომეულს, სხვა ვინღა დარჩა მაგის ფინანსური რესურსით. ორი სერიალის გადაღებას აპირებენ მაგ წიგნებზე, პარალელურად უნდა გაუშვან მგონი, რაღაც ახალ ფორმატს ამუშავებენ.
ისე წიგნის ბიზნესის კრიზისი მარტო პალიტრას არ ეტყობა. ბუქსეილ და რიდერსლენდი სავსეა მსხვილი კალიბრის წიგნებით და მყიდველიც არსად ჩანს.
პ.ს. ამ თემას არ ეხება მაგრამ ხარატისშვილის მერვე სიცოცხლე ტუალეტის ქაღალდზეა დაბეჭდილი. დიდი სირცხვილია ჩემი აზრით.

Posted by: narmonana 9 Oct 2019, 07:53
user posted image

რაათ მინდოდა :დ ორ-ორჯერ მაქვს წაკითხული

Posted by: dionise12 9 Oct 2019, 16:04
QUOTE (narmonana @ 9 Oct 2019, 07:53 )
user posted image

რაათ მინდოდა :დ ორ-ორჯერ მაქვს წაკითხული

შემდეგი ნაწილებიც წაიკითხე ?

Posted by: narmonana 9 Oct 2019, 17:06
QUOTE (dionise12 @ 9 Oct 2019, 16:04 )
QUOTE (narmonana @ 9 Oct 2019, 07:53 )
user posted image

რაათ მინდოდა :დ ორ-ორჯერ მაქვს წაკითხული

შემდეგი ნაწილებიც წაიკითხე ?

ეს ტრილოგია მარტო...........დანარჩენებზე გადასვლა დამეზარა

Posted by: dionise12 9 Oct 2019, 23:45
QUOTE (narmonana @ 9 Oct 2019, 17:06 )
QUOTE (dionise12 @ 9 Oct 2019, 16:04 )
QUOTE (narmonana @ 9 Oct 2019, 07:53 )
user posted image

რაათ მინდოდა :დ ორ-ორჯერ მაქვს წაკითხული

შემდეგი ნაწილებიც წაიკითხე ?

ეს ტრილოგია მარტო...........დანარჩენებზე გადასვლა დამეზარა

ტრილოგია 2-2 ჯერ წაიკთხე და დანარჩენები დაგეზარა?! biggrin.gif შემდეგი წიგნები უფრო უკეთესებია
* * *
ვიცი რამდენიმე ადამინი ელოდება აქ ამის გამოსვლას(ჩემი ჩათვლით), 25 ში გამოდის მიახლოებით.
user posted image

Posted by: Lord_Raptor 10 Oct 2019, 20:39
dionise12
ამ მეეკჰანის სერიას თბილისში სადმე ვიყიდი?

Posted by: dionise12 10 Oct 2019, 21:03
Lord_Raptor


მეეჭვება რომ პარნასში ჰქონდეთ, ან ozon.ru ზე უნდა გამოწერო, ან ესენი ჩამოგიტანენ რუსეთიდან
https://www.facebook.com/OlmaBook/

Posted by: SHANSKY 10 Oct 2019, 21:13
QUOTE (Nickboy @ 28 Aug 2019, 17:06 )
მარადისობის აღსასრულს მოვრჩი ახლა... აი პროსტა აზიმოვზე მაგარი მწერლის დედაც ვატირე vik.gif

წიგნის მეორე ნახევარმა ისე მოიტანა, კაი ხანია ასეთი სიამოვნება არ განმიცდია biggrin.gif

მადლობა ბათუმს და ირაკლის ამ წიგნისთვის!


აზიმოვი კი უბრალოდ... არ წყვეტს მისი წიგნები ჩემს გაოცებას...

ჩემი ყველაზე საყვარელი რომანი....
ერთი თვე გამოშტერებული დავდიოდი ეს წიგნი რომ წავიკითხე..
აბსოლუტურად გეთანხმები...საოცარი მწერალია და ცოტა არ იყოს მისტიურიც..
გასაოცარია მისი მომავლის ხედვა..რაღაცეების წინასწარ განჭვრეტა..

მე-რობოტი, მარადისობის აღსასრული..
10 წლის უკან წავიკითხე.. კიდე ჩავუჯდები სიამოვნებით..

Posted by: Lord_Raptor 10 Oct 2019, 22:41
dionise12
მადლობა.
არ გამომიწერია არასდროს, უცხო მიწაა ჩემთვის.
თან ფეხს ვითრევ, იქნებ თარგმნონ.
ასე ველოდები მალაზანს, უსასრულოდ უკვე, ხელს არავინ კიდებს.

Posted by: _GHOST_ 10 Oct 2019, 22:46
Lord_Raptor
მალაზანს არამგონია ხელი მოკიდონ, მით უმეტეს, ბოლომდე მიიყვანონ. biggrin.gif

Posted by: MRlurch 10 Oct 2019, 23:01
ბრადცი ozon.ru დან პირდაპირ ფოსტას მოაქვს თუ როგორ ხდება გამოწერა?

Posted by: dionise12 10 Oct 2019, 23:29
QUOTE (MRlurch @ 10 Oct 2019, 23:01 )
ბრადცი ozon.ru დან პირდაპირ ფოსტას მოაქვს თუ როგორ ხდება გამოწერა?

UPS -ის მეშვეობით აგზავნიან, ყველაზე იაფი მაგით ჯდება , DHL თან და FEDEX თან შედარებით.

Posted by: Henyd0r1 11 Oct 2019, 10:04
QUOTE (MRlurch @ 10 Oct 2019, 23:01 )
ბრადცი ozon.ru დან პირდაპირ ფოსტას მოაქვს თუ როგორ ხდება გამოწერა?

მე ერთხელ გამოვიწერე როგროც მახსოსვ ელვათი
და მომიტანეს ადგილზე
მემგონი კურიერის ხარჯიც არ გადამიხდია

Posted by: კაკანათი 11 Oct 2019, 10:06
კაი თემააuser posted image

Posted by: Lord_Raptor 11 Oct 2019, 21:25
_GHOST_
არადა არაფერი განსაკუთრებული.
პალიტრამ ხომ აითვისა კინგის ბნელი კოშკის სერია. არ მგონია კინგი უფრო იაფი ჯდებოდეს ვიდრე მალაზანი.
არეტესაც შეუძლია შეეჭიდოს. სქელი ყდით გამოუშვან და ცეცხლის ფასი დაადონ, მაინც გაყიდიან.


Posted by: Joiner 11 Oct 2019, 21:30
Lord_Raptor
აქ იმაზე უფროა დამოკიდებული რამდენად გაეყიდებათ. ბნელი კოშკი კინგის გამო უფრო იყიდება ჩვენთან, აქვს სახელი.
არეტემ მეეჭვება დაიწყოს, ASOIAFს ყავს თავისი ფანბაზა ეგეც იყიდება.
ბათუმელებმა დაიწყეს The Sword of Truth-ის თარგმნა მაგრამ არ გაიყიდა და პირველივე წიგნზე შეწყვიტეს.

Posted by: Lord_Raptor 11 Oct 2019, 22:26
აბა არ ყოფილა საშველი მაშინ.
ბათუმელებმა მაძიებლის ციკლიც ვერ დაამთავრეს მგონი. ახლა აღარც აქვთ მაგის ძალა.
მარტინის წყალობით მინიმუმ 3-4 წელი არ გვეღირსება ზამთრის ქარები ქართულად, ასე რომ დიდი დრო აქვთ.
დოლარის თემაცაა.
მოკლედ ისევ რუსებს უნდა მივაკითხო. შეიმ.

Posted by: MRlurch 11 Oct 2019, 22:39
dionise12
Henyd0r1
მადლობები. დიდი ხანია შეგულიანებული მაქვს მაქედან წიგნები

Posted by: 4L3X 11 Oct 2019, 22:51
მალაზანს ვინც ამბობთ ითარგმონოს. ეგ არის 10 წიგნიანი ეპიკური სერია. ვინ შეეჭიდება მაგხელა გარგანტუას? პალიტრამ "პორტალმა" ჯერ ორამდე დათვლა მაინც ისწავლოს მერე მაგხელა წიგნები. აფსუს "ექსპანსიასაც" ვერ ვიხილავთ ალბათ ქართულად კიდევ დიდხანს.

Posted by: Henyd0r1 20 Oct 2019, 23:04
https://www.goodreads.com/book/show/872816.The_Eyes_of_the_Overworld

ამით ვიწყებ ხვალ ჯეკ ვენსის გაცნობას და იმედია, 1-ელი ნაწილის წაკითხვა მთლად აუცილებელი არ არის.

Posted by: littlebee 29 Oct 2019, 20:56
ისმაილ აკსტონის არქანჯელები რამდენი წიგნია ხომ არ იცით? ან რამდენია ნათარგმნი? პირველი წიგნი წავიკითხე ქართულად და...
* * *

ვინაიდან არავინ მიპასუხა, გადავწყვიტე დამეგუგლა და ჰოი საოცრებავ, არც ინგლისურად და არც რუსულად არ იგუგლება არც ავტორი არც ნაწარმოები, ახლა დავხედე ყდას და არც მთარგმნელია მითითებული, დავიჯერო ასეთი მშვენიერება ქართველმა დაწერა ფსევდონიმით?
თუ ეს წიგნი უბრალოდ ჩემი პარანოიდული შიზოფრენიის ნაყოფია? rolleyes.gif

user posted image

user posted image


Posted by: littlebee 1 Nov 2019, 21:26
rolleyes.gif rolleyes.gif


Posted by: Joiner 1 Nov 2019, 21:41
littlebee
ქართველისაა. ადრე წავაწყდი ერთ ჯგუფში წერდნენ.

Posted by: Henyd0r1 7 Nov 2019, 09:10
QUOTE (Henyd0r1 @ 20 Oct 2019, 23:04 )
https://www.goodreads.com/book/show/872816.The_Eyes_of_the_Overworld

ამით ვიწყებ ხვალ ჯეკ ვენსის გაცნობას და იმედია, 1-ელი ნაწილის წაკითხვა მთლად აუცილებელი არ არის.

ცოტა იმედგაცრუებული ვარ user.gif აღარ გავაგრძელებ

Posted by: Henyd0r1 9 Nov 2019, 10:07

საინტერესო ჰორორი არარატზე :დ

https://www.goodreads.com/book/show/29939052-ararat

Posted by: littlebee 11 Nov 2019, 02:14
რამე ძალინ კარგი ფენტეზი მირჩიეთ რა, ნათარგმნი რომ არ არის ისეთი, რუსულად რომ წავიკითხო, ინტერნეტში და ბარემ პდფ-ის გადმოსაწერი ლინკიც მომეცით biggrin.gif

Posted by: Henyd0r1 11 Nov 2019, 09:01
littlebee

მხედვარი თუ არ გაქვს წაკითხული, ეგ დაიწყე

ან რამე უფრო მოშნი თუ გინდა , სანდერსონის სთორმლაითის არქივი. 3 წიგნია ჯერ გამოსული და კიდევ 7 იქნება

Posted by: littlebee 11 Nov 2019, 10:34
Henyd0r1
QUOTE
ნათარგმნი რომ არ არის ისეთი


თუ ნათარგმნია რაღაც ნაწილი მაინც, ქართულად ვიწყებ და არაქართულად ვამთავრებ, ამიტომ წაკითხული მაქვს ესენი.

ისე, ვერ დაგეთანხმები, რომ ,,ნისქლმნილნი“ ,,მხედვარზე“ უფრო მოშნია.
QUOTE
3 წიგნია ჯერ გამოსული

მესამე თარგმნეს? spy.gif

Posted by: _GHOST_ 11 Nov 2019, 10:50
littlebee
მალაზანი დაიწყე. biggrin.gif



......

Posted by: littlebee 11 Nov 2019, 11:10
_GHOST_
დავიწყებ თუ კარგია.
როგორ ჰქვია ორიგინალში, როგორ ვიპოვო?

პდფ-ის გადმოსაწერი ლინკებით (რუსულად, დიდი ყოფილა) თუ შემომეშველებით კიდე უკეთესი.

Posted by: _GHOST_ 11 Nov 2019, 17:00
littlebee
რუსულად არ ვიცი, სად შეიძლება იყოს.



.........

Posted by: dionise12 11 Nov 2019, 17:08
littlebee

QUOTE

ისე, ვერ დაგეთანხმები, რომ ,,ნისქლმნილნი“ ,,მხედვარზე“ უფრო მოშნია.
QUOTE
3 წიგნია ჯერ გამოსული

მესამე თარგმნეს? spy.gif



ეგ სადაო საკითხია ჯერ, ნისლქმნილი ჯერ -ჯერობით 7 წიგნია, მერვე გზაშია.
მაგრამ ნისლქმნილზე არაა საუბარი, სთორმლაითის არქივი სხვა ნაწრმოებებისის კრებულია.

https://www.litres.ru/serii-knig/arhiv-buresveta/

Posted by: Joiner 11 Nov 2019, 17:27
littlebee

http://flibusta.is/s/4617

PDF გარდა ყველა ფორმატითაა. თუ რამე calibre-თი შესაძლებელია გადაყვანა PDFში.


პ.ს მგონი ნორმალური ჩარტია.

https://i.kinja-img.com/gawker-media/image/upload/18lpxoghc7q3yjpg.jpg

Posted by: littlebee 11 Nov 2019, 21:48
dionise12
QUOTE

ეგ სადაო საკითხია ჯერ, ნისლქმნილი ჯერ -ჯერობით 7 წიგნია, მერვე გზაშია.
მაგრამ ნისლქმნილზე არაა საუბარი, სთორმლაითის არქივი სხვა ნაწრმოებებისის კრებულია.

ვაჰ, ეგ არც გამიგია. ჩავუჯდები.
საკამათო რატომაა. მხედვარი იმდენად კარგი მგონია, რომ მასზე წინ ასე თამამად ვერ დავაყენებ სხვა წიგნს, ეგ ვიგულისხმე, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ნისლქმნილი მგონია მასზე ნაკლები. ორივე ძალიან მომწონს.

Joiner
დიდი მადლობა.

Posted by: Henyd0r1 12 Nov 2019, 11:11
littlebee

ნისლქმნილი არ მითქვამს
სთორმლაით არქივი
პირველი წიგნი: მეფეთა გზა.

რაც შეეხება მხედვარს, მეც ძალიან მიყვარს, ახლა მეორედ ვკითხულობ მე-3 ნაწილს და ესე გემრიელად ძან იშვიათია ფენტეზი იკითხებოდეს.

პრსოტა, ნისლქმნილს ვაფშე სხვა სტრუქტურა აქვს, მხედვარს სხვა. ორივე თავის თემაში ბომბია

Posted by: littlebee 12 Nov 2019, 14:51
Henyd0r1
QUOTE
პრსოტა, ნისლქმნილს ვაფშე სხვა სტრუქტურა აქვს, მხედვარს სხვა. ორივე თავის თემაში ბომბია

yes.gif


Posted by: littlebee 13 Nov 2019, 15:47
QUOTE
მალაზანი

დავიწყე. ძალიან კარგია, უბრალოდ ცუდია რომ უცხო ენაზე მიხდება კითხვა.

Posted by: Lord_Raptor 13 Nov 2019, 20:30
littlebee
მე ვითხოვ მალაზანს ქართულად და არ მისმენს არავინ. დაუმორჩილებლობას აქვს ადგილი biggrin.gif
უნდა იყოს ქართულად, ტეხავს რომ არ არის, მართლა ტეხავს.

Posted by: littlebee 13 Nov 2019, 21:13
Lord_Raptor
ჩვენი გამომცემლობების ტემპებს თუ გავითვალისწინებთ ახლავე რომ დაიწყონ თარგნა, ჩვენი შვილიშვილები მოესწრებიან smile.gif)))

განსაკუთრებით პალიტრას ეხება

Posted by: Henyd0r1 13 Nov 2019, 21:47
ვაჰ, მცირე დროის დედ ავატირე თორე ვეძმაკი ისე იკითხება რო, ყავას ყავაზე ვსვამ ღამით რომ არ ჩამეძინოს, ამგრამ ბოლოს მაინც კისერი მწყდება ხოლმე ;დ

ვსო, არარ უნდა მივედ-მოვედო და გეგმაზომიერად ვიკითხო: დავამთავრო ვეძმაკი, დავამთავრო რაც დროის ბორბალის წიგნები მაქვს, წავიკითხო აბერკრომბის იმ ტრილოგიის მიღმა დანარჩენი და წავიკითხო სთორმლაითის მე-3. მერე ვიტყვი კაცი ვარ და ქუდი მხურავსთქო

Posted by: 4L3X 13 Nov 2019, 22:28
Henyd0r1
QUOTE (Henyd0r1 @ 13 Nov 2019, 21:47 )
ვსო, არარ უნდა მივედ-მოვედო და გეგმაზომიერად ვიკითხო: დავამთავრო ვეძმაკი, დავამთავრო რაც დროის ბორბალის წიგნები მაქვს, წავიკითხო აბერკრომბის იმ ტრილოგიის მიღმა დანარჩენი და წავიკითხო სთორმლაითის მე-3. მერე ვიტყვი კაცი ვარ და ქუდი მხურავსთქო

არა ჯიგარო. მალაზანის ათტომეულს რომ წაიკითხავ აი მაშინ ხარ კაცი და ქუდიც მაშინ გხურავს gigi.gif
არც მე არ წამიკითხავს არ იდარდო. gigi.gif

Posted by: Henyd0r1 14 Nov 2019, 12:14
4L3X

ჯერ, სახლში რაც მიდვს თაროებზე ეგენი უნდა მოვჩე, მალაზანის დროც მოვა!

Posted by: Lord_Raptor 14 Nov 2019, 20:53
littlebee
ჩვენი შვილიშვილები ხმლების ქურდობას და შავ პრიზმას თუ იხილავენ დასრულებულს.
პალიტრა ბნელ კოშკს ისე გამოსცემს მგონი გინესის რეკორდის დამყარება უნდათ.

Posted by: fork 15 Nov 2019, 12:48

QUOTE
ჩვენი შვილიშვილები ხმლების ქურდობას და შავ პრიზმას თუ იხილავენ დასრულებულს.

+1
მარტო ეგენი რომ იყოს,რა გვიჭირდა.

Posted by: casa 15 Nov 2019, 15:05
QUOTE (4L3X @ 13 Nov 2019, 22:28 )

არა ჯიგარო. მალაზანის ათტომეულს რომ წაიკითხავ აი მაშინ ხარ კაცი და ქუდიც მაშინ გხურავს gigi.gif
არც მე არ წამიკითხავს არ იდარდო. gigi.gif

მერვე წიგნზე ვარ



რა მაგარია bis.gif bis.gif

ერთი თემა არ უნდა ჰქონდეს.?

Posted by: 4L3X 15 Nov 2019, 15:29
casa
QUOTE (casa @ 15 Nov 2019, 15:05 )
მერვე წიგნზე ვარ

მალაზანას წამკითხველი კაცი გამოჩნდა? eek.gif
გვითხარი მერე ერთი-ორი რამე. რა არის როგორ არის. ვარგა არვარგა.


Posted by: casa 15 Nov 2019, 16:26
რავი მე მომეწონა მაგრად smile.gif

ეგეთი მრავალფეროვანი და გაწერილი სამყარო არ შემხვედრია არავისთან, თამამად შეიძლება ითქვას რო ,რავი ჟელაზნიდან, ტოლკინენიდან დაწყებული, კინგითა თუ მარტინით გაგრძელებული კიდე და ვინ არი კიდე დღეს პოპულარული., ყველაფერი ერთად შედუღაბებული აქ biggrin.gif
თავიდან ცოტა გამიჭირდა გარკვევა , მარა ნელნელა ლაგდება ყველაფერი.
იმედია დასრულდება ყველა ხაზი ლოგიკურადა და ერთეერთ ჟანრის კლასიკას მივიღებ smile.gif

რამე კონკრეტულს არ დავასპოილერებ აქ, მაგრამ სიამოვნებით მიმოვიხილავდი, ვისაც წაკითხული აქვს იმასთან


ჩემს გარშემო არ მოიძებნა ეგეთი და ყველას ვატენი
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: _GHOST_ 15 Nov 2019, 20:07
ძალიან ეპიკურია მალაზანი, ეპიკური ანსამბლით... სილჩას რუინი, ბრიჯბარნერები, ჩეინ ოვ დოგზ, ანომანდარისი, რუხი ხმლები, ქრიმსონ გარდი, ტრულ სენგარი(ბლია.. : /), კარსასაც ჩავაკვეხებ. gigi.gif.. დარუჯისტანის სასტავი... რომელი ერთი უნდა ჩამოთვალო.

ვფიქრობ, კიდევ წავიკითხო, გაასწორებს, მაგრამ თან დროც აღარ მაქვს.

უნდა გამოვნახო. :დ


Posted by: Henyd0r1 18 Nov 2019, 14:18
https://readcomiconline.to/Comic/A-Game-Of-Thrones/Issue-1?id=24929

აბა ვნახოთ

Posted by: littlebee 19 Nov 2019, 03:44
QUOTE
მალაზანი

ახლა დავასრულე პირველი ნაწილის კითხვა.
ცოტა რთულია, განსაკუთრებით უცხო ენაზე, იმდენი პერსონაჟია, ისეთი უცნაური სახელები, პერსონაჟი შეიძლება გზის დასახელებაში აგერიოს smile.gif)) და ხშირად მიწევდა უკან დაბრუნება, რომ ხელახლა გამეგო აზრი.
სასწაული რამეა

QUOTE
ძალიან ეპიკური


Posted by: Henyd0r1 19 Nov 2019, 09:41
კიდევ ერთი სანდერსონი გაქართულდება იქეთ თვიდან jump.gif

დეტალები არ მკითხოთ

Posted by: 4L3X 19 Nov 2019, 09:47
Henyd0r1
"მეფეთა გზა"? eek.gif

Posted by: Magicman 19 Nov 2019, 12:01
ჯო აბერკრომბის ტრილოგიაზე რას იტყვით?
გადის ''ელიტებში"? biggrin.gif

Posted by: 4L3X 19 Nov 2019, 12:33
Magicman
კი გადის yes.gif

Posted by: Henyd0r1 19 Nov 2019, 15:13
4L3X

ნწუ

ჯერ ადრეა ეგ ქართულად ;დ ___________________


Posted by: WP-Rex 19 Nov 2019, 15:33
Magicman
QUOTE
ჯო აბერკრომბის ტრილოგიაზე რას იტყვით?
გადის ''ელიტებში"?

ნამდვილად.

მალაზანის პირველ წიგნზე ვარ.
ჯერჯერობით მოაქვს კარგად.

გლენ კუკის ბლექ კომპანიზე რას იტყვით?
ჩემი აზრით, კარგად იწყებს და შემდეგ გაგრძელება უჭირს.

Posted by: 4L3X 19 Nov 2019, 16:28
Henyd0r1
ნუ მაშინ Alloy of Law.

Posted by: Joiner 19 Nov 2019, 16:31
4L3X
ჯერ პირველი ტრილოგია არ მორჩენილა. biggrin.gif

ჩემი ორი თეთრი ელანტრისზეა.

Posted by: 4L3X 19 Nov 2019, 16:33
Joiner
აუ ხო მართალი ხარ. მესამე წიგნი არ გვეღირსა.

EXPANSE დავიწყე bis.gif

პირველი წიგნი ისე თითქოს ისევ პირველ სეზონს ვუყურებდე gigi.gif

Posted by: Henyd0r1 20 Nov 2019, 11:39
4L3X

კაი ეხა, ნუ მამარჩიელებთ :დ მოითმინეთ 1-2 თვე

Posted by: Eeescadaaa 20 Nov 2019, 16:37

biggrin.gif

ან ვორბრეიქერიი, მაგრამ ალბათ უფრო ელანტრისი biggrin.gif

Posted by: sanantonio7 20 Nov 2019, 17:35
ფრენკ ჰერბერტის - დიუნი კარგია? ღიირს წაკითხვად?

Posted by: _GHOST_ 20 Nov 2019, 19:56
sanantonio7
კი. biggrin.gif



.............

Posted by: Henyd0r1 21 Nov 2019, 09:50
QUOTE (sanantonio7 @ 20 Nov 2019, 17:35 )
ფრენკ ჰერბერტის - დიუნი კარგია? ღიირს წაკითხვად?

ძან კაია
მაგრამ მივქარე მე ქართულად რომ დავიწყე
აღარაფერი მახსოვს popcorn.gif

Posted by: Bumbuka 22 Nov 2019, 11:06
ვეგნერის ახალი წიგნი გამოვიდა, მეეკჰანის სერიიდან

Каждая мёртвая мечта
Każde martwe marzenie

Posted by: littlebee 26 Nov 2019, 01:07
QUOTE
მალაზანი

მეორე ნაწილს ვამთავრებ. კოლტენის ისტორია არის სასწაული. იმედია მომდევნო ნაწილებშიც შევხვდები rolleyes.gif

Posted by: 4L3X 30 Nov 2019, 15:37
ნეტა ბათუმელები ოდესმე თუ გვაღირსებენ The Hero of Ages თარგმნას და + "ბოლო იმპერიის" ახალ პარტიას რომ ტრილოგია ვიყიდო user.gif

Posted by: narmonana 30 Nov 2019, 16:02
QUOTE (Henyd0r1 @ 21 Nov 2019, 09:50 )
QUOTE (sanantonio7 @ 20 Nov 2019, 17:35 )
ფრენკ ჰერბერტის - დიუნი კარგია? ღიირს წაკითხვად?

ძან კაია
მაგრამ მივქარე მე ქართულად რომ დავიწყე
აღარაფერი მახსოვს popcorn.gif

პირველი არ მახსოვს როგორი თარგმანია,მაგრამ მეორეს ვკითხულობ ახლა და ვიტანჯები

Posted by: Henyd0r1 2 Dec 2019, 11:35
narmonana

თარგმანზე არ ვამბობ
არც მე მახსოვს როგორია
იქ შევცდი ზოგადად რომ წავიკითხე იმის იმედად რომ შემდეგებიც გამოვიდოდა მალე sad.gif

ახლა ხელახლა მაქვს წასაკითხი

ვეძმაკზეც ეგრე დამემართა. თავიდან დავიწყე რუსულად და კი ვარ ახლა მე4ზე <3 მაგრამ არ ვნანობ
რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო, კაკ პა მასლუ

Posted by: narmonana 2 Dec 2019, 19:23
Henyd0r1
დიუნა 4ჯერ მაქვს წაკითხული,ჯერ რუსულად,მერე კიდე რუსულად,მერე ინგლისურად და მერე ქართულად

კიდე არ ვიცი კარგად რა ხდება biggrin.gif

Posted by: Magicman 2 Dec 2019, 19:27
ვეძმაკის გაგრძელებას არ აპირებენ ჰო ალბათ? sad.gif
მომიწევს რუსულად წაკითხვა მაშინ

Posted by: Henyd0r1 4 Dec 2019, 09:50
არვიცი რა
სიტყვები არ მყოფნის ისე მომწონს სოიაფის კომიქსი

https://readcomiconline.to/Comic/A-Clash-of-Kings/Issue-13?id=141230&__cf_chl_jschl_tk__=d99c1aebb88537fe46794b374a036db4a8830d95-1575400484-0-AZDUOC3849nQugeJUBWUZUK2SnghU88o-N3_D9gHMGmDbHIMqswBu0QiSA-wkhxI3sYadLpj-M_Ki8M4HuBimuUTemwTMvg8rMU846QMV_wqXFjydJ1CwSzf8nHdWVBp16VGG3BQQ1mT2Ix8zP-mWUAU0rvkQvMjSR1-rzkLxrqY_BVG1hQ9_9-O2-Rv4cvP8beNbuEoIHUeeVOFD-KhRbCUqDAsAgSNgHVrVSU5QO5FzMX8vX2vAKOcjCnlfrnOA9naLw-DJYj7KahCPgOFyVYg0CIoOjb6prAqEGQvjYFY6jDDu7rhc-JJDcpa3korlQ

მგონია რომ წიგნს ვკითხულობ ხელახლა და თან იდეალური ვიზუალიზაციით

Posted by: littlebee 4 Dec 2019, 23:10
QUOTE
მალაზანი

მესამე ნაწილი დავასრულე.
საოცარი წიგნია...
აქამდე რაც წამიკითხავს, ალბათ ყველას შთანთქავს.
ბეჭდების მბრძანებელი ამასთან შედარებით ჩვილი ბავშვივითაა.

Posted by: Joiner 11 Dec 2019, 21:51
QUOTE (Bumbuka @ 22 Nov 2019, 11:06 )
ვეგნერის ახალი წიგნი გამოვიდა, მეეკჰანის სერიიდან

Каждая мёртвая мечта
Każde martwe marzenie

ძაან დონეა jump.gif
წინა ნაწილის ფინალისკენ მეგონა სიუჟეტის ზოგად მონახაზს ვხვდებოდი, თურმე სად ხარ.

Posted by: littlebee 19 Dec 2019, 01:03
მალაზანის მეხუთე წიგნში მშვენიერი იუმორი იჩითება

user posted image

ისე დრო არაა ამ წიგნს თავისი თემა ჰქონდეს?


Posted by: casa 19 Dec 2019, 13:32
აუცილებლად ! bis.gif

მეხუთე რო დავიწყე გამიტყდა ცოტა, მექი შეჩვეული პერსონაჟები სად არიან, ეხა ტრულ სენგარების წუწუნს უსმინე biggrin.gif

საბოლოო ჯამში ყველაზე უფრო მომეწონა ეს ნაწილი და ტრულიც ერთერთი საყვარელი პერსონაჟი გახდა
რათქმაუნდა ზემოთხსენებულ დუეტთან ერთად.. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: _GHOST_ 19 Dec 2019, 13:34
ტრული ნამეტანი ტრაგიკული პერსონაჟია.


Posted by: Henyd0r1 19 Dec 2019, 13:42
ეეეე როდის მივალ მალაზანამდე რააა -__-

Posted by: casa 19 Dec 2019, 13:43
სპოილერი )

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


თემა ვგლიჯოთ რა ერთი

მე არა მაქ გამოცდილება შექმნაში და იქნებ ითაოს ვინმემ ლამაზი რო გამოვიდეს

მე სპოილერებს დაგიწერთ ვისაც დაგაინტერესებთ ))

Posted by: MRlurch 19 Dec 2019, 17:07
littlebee
ეგ რუსული ვარიანტი სად იყიდე?

Posted by: littlebee 19 Dec 2019, 17:14
MRlurch
ვბეჭდავ ხოლმე, წიგნი არსად შემხვედრია

Posted by: Inquisitor 19 Dec 2019, 19:24
QUOTE
ვბეჭდავ ხოლმე

ამაზე გამახსენდა - მეც ხშირად მიწევს ამობეჭდვა - და რომელ მოწყობილობას იყენებთ ხშირად და რომელია ყველაზე ეფექტური ?

Posted by: littlebee 19 Dec 2019, 20:40
Inquisitor
QUOTE
რომელ მოწყობილობას იყენებთ ხშირად და რომელია ყველაზე ეფექტური ?

ზინგერი რასაკვირველია.

თანამედროვე საბეჭდ მანქანებს არ ვენდობი.


Posted by: 4L3X 19 Dec 2019, 20:45
QUOTE (littlebee @ 19 Dec 2019, 20:40 )
ზინგერი რასაკვირველია.


იასნად ტო. ეგ რომ საყელოებს აკერებს ისე რომელი ტო. yes.gif

Posted by: Inquisitor 20 Dec 2019, 08:27
littlebee


რა ენამოსწრებული ხარ, ბაღაშვილი ხარ ალბათ გვარად


facepalm.gif

Posted by: littlebee 21 Dec 2019, 00:31
Inquisitor
რა ვიცი, მეგონა შენ დაიწყე და მე აგყევი rolleyes.gif

Posted by: littlebee 5 Jan 2020, 23:23
მეექვსეც დავამთავრე.

თარგმნონ რა, დარწმუნებული ვარ რუსულად კითხვის გამო ბევრ დეტალს ვმაზავ.

თან სხვადასხვა ტიპის ნათარგმნი შემხვდა, სახელებსაც სხვადასხვანაირად თარგმნიან ეს არასწორები, საერთოდ დავიკარგე

Posted by: ლეოპარდი 12 Jan 2020, 00:14
რომელი წიგნებით მირჩევდით ფანტასტიკის ჟანრის გაცნობას დასაწყისისთვის?

Posted by: ქაფქიანა 12 Jan 2020, 11:18
ლეოპარდი

ფანტასტიკა, როგორც ჟანრი, ძალიან დიდი და მრავალსახეობრივია. სჯობს ისეთით დაიწყო, რაც შენს გემოვნებასთან მეტ-ნაკლებად ახლოს დგას და შემდეგ გადახვიდე თანდათანობით სხვებზე, თორემ იმედგაცრუების ალბათობა დიდია.

რას ელოდები ფანტასტიკისგან, რა გინდა რომ წაიკითხო, რა გემოვნება გაქვს?

--------------------------------

გუდკაინდის ჯადოქრის პირველი კანონი დავიწყე.

სიუჟეტი, ფაბულა, სამყარო, ემოციები, დიალოგები - ერთი დიდი საცოდაობა და სრული ფარჩაკობა. facepalm.gif

მაინც მივყვები და თავს ვიტანჯავ. სადაც ვარ, სხვა წასაკითხი არაფერი მაქვს და თან მინდა ბოლომდე დავრწმუნდე, რომ ფარჩაკობაა.

Posted by: Inquisitor 12 Jan 2020, 12:58
ქაფქიანა
biggrin.gif

ძალიან ნაცნობი სიტუაციაა

QUOTE
მაინც მივყვები და თავს ვიტანჯავ. სადაც ვარ, სხვა წასაკითხი არაფერი მაქვს და თან მინდა ბოლომდე დავრწმუნდე, რომ ფარჩაკობაა.


Posted by: _GHOST_ 12 Jan 2020, 13:01
მაგ პიჟონ ავტორს რა გაკითხებთ. :დ

...........

Posted by: ქაფქიანა 12 Jan 2020, 13:37
_GHOST_

QUOTE
მაგ პიჟონ ავტორს რა გაკითხებთ. :დ


რა და როგორც უკვე დავწერე:

QUOTE
სადაც ვარ, სხვა წასაკითხი არაფერი მაქვს და თან მინდა ბოლომდე დავრწმუნდე, რომ ფარჩაკობაა.



ახლა უკვე გასაგებია, რატომ შეწყვიტა ბათუმმა ამის თარგმნა. სრული კატასტროფაა.


Posted by: Joiner 12 Jan 2020, 13:52
ზოგად მეეკხანის ყველაზე დიდი პიუსი იმაში მდგომარეობს რომ ცნობილი არაა და ინტერნეტში დეტალების ძებნისას ვერ დასპოილერდები.
words of radiance წავიკითხე და პროცესში დეტალებს ინტერნეტში ვეძებდი, რის გამოც ფინალის უმეტესობა ვიცოდი biggrin.gif facepalm.gif
მაინც მოიტანა sa.gif

შემდეგ ნაწილებს მოცემული დამოკიდებულებით ველოდები.

https://www.facebook.com/watch/?v=1269720279879025

Posted by: Inquisitor 12 Jan 2020, 14:25
QUOTE
https://www.facebook.com/watch/?v=1269720279879025

lol.gif

up.gif

Posted by: ლეოპარდი 12 Jan 2020, 21:46
ქაფქიანა

რასაც ვიხსენებ, ფანტასტიკის ჟანრიდან მხოლოდ ჰერბერტ უელსის შემოქმედებას ვიცნობ. მომეწონა როცა წავიკითხე წლების წინ...

აზიმოვის დაწყება რომელი ნაწარმოებით ჯობია?

Posted by: ქაფქიანა 12 Jan 2020, 22:51
ლეოპარდი

აზიმოვის ქართული თარგმანებიდან ჯერ "მე რობოტი"-თ და "მარადისობის აღსასრული"-თ დაიწყე, შემდეგ "დასაბამი"-ზე და მის გაგრძელებაზე - "დასაბამი და იმპერიაზე" გადადი.

Posted by: ლეოპარდი 12 Jan 2020, 23:57
ქაფქიანა

QUOTE
აზიმოვის ქართული თარგმანებიდან ჯერ "მე რობოტი"-თ და "მარადისობის აღსასრული"-თ დაიწყე, შემდეგ "დასაბამი"-ზე და მის გაგრძელებაზე - "დასაბამი და იმპერიაზე" გადადი.


მადლობელი.

Posted by: 4L3X 13 Jan 2020, 20:30
აბა ულტრა ექსკლუზიური ამბით მოვდივარ "წიგნები ბათუმში" გაზაფხულზე გამოუშვებს "ნისლქმნილი" მესამე წიგნს "ჟამთა გმირს" jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: ქაფქიანა 13 Jan 2020, 20:57
4L3X

საფესტივალოდ ე. ი.

თუმცა ბათუმმა ბოლო დროს ძალიან შეზღუდა თავის პროდუქციაში ფანტასტიკა.

Posted by: fork 14 Jan 2020, 00:28
4L3X
QUOTE
"წიგნები ბათუმში" გაზაფხულზე გამოუშვებს "ნისლქმნილი" მესამე წიგნს "ჟამთა გმირს"

ძაან კამფეტი,მარა ეგებ ზღვამიწეთისა და ნარნიას ქრონიკებიც დაასრულონ?
და განპყრობილების სერიის დანარჩენებიც.
შუა გზაში მიტოვებული ჭეშმარიტების მახვილი და მხედვარი კმარა მაგათი,აქვე პორტალში დაეძგერენ ტრილოგიებს და ტეტრალოგიებს და ვარ გამოკიდებული ჰაერში.

Posted by: 4L3X 14 Jan 2020, 00:49
fork
"განპყრობილების" გარდა ჰაინურ ციკლშია კიდევ "წყვდიადის მარცხენა ხელი" და მაგ სერიაში წიგნებს შორის ბმა ძალიან სუსტია. "ჯადოქრის პირველი კანონი"? ვისაც არ ეზარება ყველა მაგას აგინებს, არც უნდა დაეწყოთ ჩემი აზრით.

Posted by: fork 14 Jan 2020, 00:55
4L3X
QUOTE
"ჯადოქრის პირველი კანონი"? ვისაც არ ეზარება ყველა მაგას აგინებს, არც უნდა დაეწყოთ ჩემი აზრით.

ჰო,ძალიან დიდი ვეშია როგორც ვიცი,11 ნაწილიანი.
თან მარტო ერთი ნაწილია გამოსული,გახსნილი ორად.
კაი,ჰაინის ციკლს შევეშვათ.
ზღვამიწეთი და ნარნია მორჩნენ რა.

Posted by: 4L3X 14 Jan 2020, 01:12
fork
QUOTE (fork @ 14 Jan 2020, 00:28 )
აქვე პორტალში დაეძგერენ ტრილოგიებს და ტეტრალოგიებს და ვარ გამოკიდებული ჰაერში.

სწორედ მაგიტომ არ ვკიდებ ხელს "ეკლების პრინცს" დაეტაკებიან ამ სერიებს გამოუშვებენ მხოლოდ პირველ წიგნს და გტოვებენ გაღიმებულს.

Posted by: fork 14 Jan 2020, 01:19
4L3X
მარტო ეკლების პრინცი რომ იყოს რა უჭირდა?
ხმლების ქურდობა
შავი პრიზმა
ანიჰილაცია
მეხუთე სეზონი
ანგელოზების იმპერია
ყველას აქვს მინიმუმ დილოგია მაინც და ზოგიც ტრილოგიაზე მეტია.

ბეჭდები გამოცემული იყო მანამდე,თორე მარტო საძმო გვექნებოდა მაგ ტრილოგიის.

Posted by: ქაფქიანა 14 Jan 2020, 09:47
4L3X

QUOTE
"ჯადოქრის პირველი კანონი"? ვისაც არ ეზარება ყველა მაგას აგინებს, არც უნდა დაეწყოთ ჩემი აზრით.


საგინებელია და იმიტომ. როგორც უკვე დავწერე, სავსებით გასაგებია, რატომაც შეწყვიტა ბათუმმა ამის თარგმნა. ბათუმის ფანტასტიკური ბიბლიოთეკიდან რაც აქამდე წამიკითხავს, ყველაზე დიდი კრახია.

არაბუნებრივი სამყარო, უბანძესი ემოციები, უბანძესი დიალოგები, პერსონაჟებში კიდევ რაღაც საინტერესო იკვეთება, მაგრამ ამ მცირე დადებით მომენტს ავტორი მყისვე კლავს პერსონაჟების უბანძესი შინაგანი საუბრებით საკუთარ თავთან.

სიუჟეტის განვითარება, კვანძების შეკვრა-გახსნები, თხრობის მანერა... facepalm.gif

კლიშეებიც არის და კლიშეებიც. ბანალურობაც არის და ბანალურობაც. გულისრევამდეა დაყვანილი.

და კიდევ, ძალიან არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ უკვე იმდენჯერ შემხვდა ეს ,,ბათინკი" და ,,ბათინკები", რომ ვეღარ მოვითმინე. ამ მხრივ კიდევ არის სხვა მომენტებიც, მაგრამ...

ძალიან ვნანობ თითოეულ თეთრს, რომელიც ამ მაკულატურაში გადავყარე.

fork

,,ცეცხლი უფსკრულზე" რატომ დაგავიწყდა? biggrin.gif მეორე წიგნია თან.

Posted by: Eeescadaaa 14 Jan 2020, 13:35
ჰმ

Wheel of Time ეთარგმნათ, დამთავრებულია
თან სერიალი გამოდის


მაგაზე მიდიოდა საუბარი და ბარემ მეც დავწერ
გუდქაინდს რა წიგნიც აქვს თვითონაც ეგეთი ..ეა smile.gif

Posted by: Lord_Raptor 14 Jan 2020, 23:20
მალაზანს ვითხოვ მე კაი ხანია.
უნდა იყოს ქართულად, უნდა იყოს. რა გახდა 10 წიგნი. ეკლების პრინცის, მაძიებლის და ნარნიას დევნაში კი გამოსცემდნენ.
სულაკაურიც წაეკიდა ფანტასტიკის სერიას და ბოლო ფესტივალზე ისე ეწყოთ როგორც ჩამოწერილი და უვარგისი საქონელი.
აბერკრომბის მეორე ტრილოგიას რას უპირებენ ნეტავ. რუსულად არის ხელმისაწვდომი მაგრამ ფეხს ვითრევ.

Posted by: 4L3X 14 Jan 2020, 23:53
Lord_Raptor
10 წიგნიან სერიას არავინ არ შეეჭიდება საქართველოში. თუ 10 წიგნზე ერთბაშათ იყიდიან უფლებებს ეს ძალია, ძალია დიდი ინვესტიციაა. ვაი და არ წაგივიდა პირველი, მეორე და მესამე წიგნები? თავი გექნება მოსაკლავი. თუ ნაწილ-ნაწილ დაიწყებ წიგნებზე უფლებების ყიდვას შეიძლება ისეთი რამე მოგივიდეს რაც ბათუმელებს შეემთხვათ მხედვარის შემთვევაში, პირველ სამ წიგნზე კი იყიდეს უფლებები მაგრამ მეოთხეზე იმხელა ფასი მოუხიეს პოლონელებმა რომ შეეშვენენ. ამიტომ ვერ ვიხილავთ ქართულად თარგმნილ მალაზანს, ექსპანსიას, დროის ბორბალს და ა.შ. სულაკაურმა არასწორად დაიწყო ეგ სამქე.
აბერკომბის მეორე ტრილოგია ანუ "Shattered Sea"? მე გირჩევ პირდაპირ წაიკითხო იმიტომ რომ არაფერი არ უთქვამს არავის მაგის თარგმნაზე და თუ შეგიძლია და გინდა რატომ ახანებ?

დავამთავრე Cibola Burn-ის კითხვა. რითაც დავეწიე სერიალი EXPANSE-ს ბოლო სეზონს. უნდა ვაღიარო რომ ეკრანიზაცია არა თუ არ ჩამორჩება წიგნებს, სიუჟეტურად ხშირად ჯობია კიდეც!

Posted by: ქაფქიანა 15 Jan 2020, 09:11
4L3X

QUOTE
დავამთავრე Cibola Burn-ის კითხვა. რითაც დავეწიე სერიალი EXPANSE-ს ბოლო სეზონს. უნდა ვაღიარო რომ ეკრანიზაცია არა თუ არ ჩამორჩება წიგნებს, სიუჟეტურად ხშირად ჯობია კიდეც!


რვავე წიგნი წავიკითხე. ახლა ნოველების ჯერია.

............

Lord_Raptor

QUOTE
სულაკაურიც წაეკიდა ფანტასტიკის სერიას და ბოლო ფესტივალზე ისე ეწყოთ როგორც ჩამოწერილი და უვარგისი საქონელი.


4L3X

QUOTE
სულაკაურმა არასწორად დაიწყო ეგ სამქე.


სულაკაურზე რას გულისხმობთ?

Posted by: 4L3X 15 Jan 2020, 10:03
ქაფქიანა
რას ვგულისხმობ და მეასეჯერ გადაბეჭდა ლემის "სოლარისი" და ეგ გამოუშვა, "ნეირომანსერი" ობიექტურად მდარე ხარისხის ლიტერატურაა, "დასაბამი" მორალურად მაგარი მოძველებულია მაგას ჯობდა "თვით ღმერთები" გამოეშვათ. კლარკის "ბავშვობის დასასრული" კარგია მაგრამ მარტო მაგი ხომ ვერ გაქაჩავს? "ბნელი მატერია" არ ვიცი ამიტომ არაფერს არ ვიტყვი. ჩემი აზრით სულაკაურს რამე კარგი სერიით უნდა დაეწყო, რამე ტრილოგიით მაინც მაგ რობინ ჰობის "შორსმხედველი" (ასასინის ტრილოგია) ეხ მომახვედრა ან სულაკაურში ან პორტალში მერე მე ვიცი user.gif

Posted by: ქაფქიანა 15 Jan 2020, 11:44
4L3X

ანუ მარტო მე არ მომჩვენებია, რომ ,,ნეირომანსერი" ფარჩაკობაა.

QUOTE
ბნელი მატერია


კარგია. მაგრამ მამენტ, დეტექტივია და არა საი-ფაი.

საი-ფაის ელემენტებითაა, როგორც ბროწეულის მარცვლები ნიგვზიან ბადრიჯანზე. biggrin.gif

მომენტებში, ინსეფშენს წააგავს.

მაგათი ნაბეჭდი კატალოგი მაქვს. წელს ფანტასტიკის სერიისთვის რაიმეს შემატებას საერთოდ არ აპირებენ. ერთი დენ ბრაუნის ,,დაკარგულ სიმბოლო"-ს გეგმავენ, მაგრამ უშუალოდ ფანტასტიკის სერიაზე არაფერს ამბობენ საერთოდ.

ბათუმმაც ძალიან შეამცირა ფანტასტიკის წილი.

პალიტრა კი უშვებს ახლა პორტალით ახალ საი-ფაის, მაგრამ...



Posted by: Lord_Raptor 15 Jan 2020, 22:42
4L3X
პალიტრასაც შეუძლია და სულაკაურსაც შეებას მალაზანს.
აბერკრომბიზე A Little Hatred ვიგულისზმე. ბათუმელები თუ გაყვებიან რა ვიცი.
ქაფქიანა
წალეკია პლანეტა დედამიწა მაღალი დონის ფანტასტიკით და ლემის და აზიმოვის გარდა მაინც ვერაფერი მოტვინეს?
ცხადია ორივე ძალიან მომწონს და არ ვიწუნებ, მაგრამ განზე რჩება ბევრი ისეთი, რასაც არც მაღალი ფასი აქვს და არც წაუკითხავი დარჩება.
მარტინს აქვს ფანტასტიკური მოთხრობები ძალიან კარგი, საიმაკი ძალიან მომწონს, ურსულას ანარქისტული ნოველები ძალიან ძლიერია.
ანდრე ნორტონს მაღალ შეფასებას აძლევს ბევრი მაღალი დონის მწერალი, ვულფიც მაღალი დონეა.
მოკლედ კიდევ არაერთი.


Posted by: WP-Rex 15 Jan 2020, 23:24
4L3X
QUOTE
"წყვდიადის მარცხენა ხელი"

როგორ მიყვარს <3

Eeescadaaa
QUOTE
Wheel of Time ეთარგმნათ, დამთავრებულია
თან სერიალი გამოდის

ვა სერიალს ვინ იღებს და როდის გამოდის?

Lord_Raptor
QUOTE
მარტინს აქვს ფანტასტიკური მოთხრობები ძალიან კარგი

ვაიმე სერიოზულად წერ ამას?
მსგავსი სისულელები თუ მქონდეს წაკითხული რა... მაინც რომელი მოგეწონა?

ურსულას წყვდიადის მარცხენა ხელის არის ყველა დროის შედევრი, იმჰო.

ამ კაცის წაკითხული გაქვთ რამე?
https://saba.com.ge/books/shop#author:5217

Posted by: Lord_Raptor 15 Jan 2020, 23:49
WP-Rex
Sandkings და A Song for Lya. ორივე ძალიან მომწონს.
ეს ქართველი ვინც დალინკე პირველად გავიგე. გამომცემლობა ასტრეაც პირველად გავიგე.

Posted by: ქაფქიანა 16 Jan 2020, 09:18
Lord_Raptor

QUOTE
ფანტასტიკით და ლემის და აზიმოვის გარდა მაინც ვერაფერი მოტვინეს?


ორივე ჟანრის კლასიკაა და ნებისმიერი გამომცემელი ნებისმიერ ჟანრში კლასიკას მიაწვება ცხადია. დასაწყისში მაინც.

ესეც რომ არა, ან ერთის ან მეორის განა რამდენი ნაწარმოებია თარგმნილი?

WP-Rex

QUOTE
ამ კაცის წაკითხული გაქვთ რამე?


გამიგია, წაკითხული არ მაქვს.

თუ იცნობ ამ ავტორს, გადაეცი, შემოვიდეს აქ, გაგვეცნოს.


Posted by: Joiner 16 Jan 2020, 12:32
WP-Rex
QUOTE
ვა სერიალს ვინ იღებს და როდის გამოდის?

ამაზონი. თარიღი არ ვიცით, სავარაუდოდ 2021ში გამოვა. გადაღება სადღაც 2019-ის სექტემბერში დაიწყო.

ბარემ აქვე ვისურვებდი რომ ურსულას ჰაინის ციკლი მთლიანად ითარგმნოს. ორიოდე წიგნი მაქვს მოტოვებული ბოლოსკენ. user.gif
The Dispossessed-ის ფანი ვარ. love.gif

სულაკაურს რაც შეეხება, მანდ უფრო მარკეტინგის პრობლემა მგონია. აზიმოვის მერე ნეირომანსერის გამოშვება არ მგონია სწორი. ბევრი კარგი ავტორია. მაგ. ჟელაზნი, შეკლი , საიმაკი.
ჩაინა მიევილის ცდაც შეიძლებოდა.

Posted by: WP-Rex 16 Jan 2020, 13:02
ქაფქიანა
QUOTE

QUOTE
ამ კაცის წაკითხული გაქვთ რამე?


გამიგია, წაკითხული არ მაქვს.

თუ იცნობ ამ ავტორს, გადაეცი, შემოვიდეს აქ, გაგვეცნოს.

არ ვიცნობ. უნდა ვიყიდო და წავიკითხო.
საინტერესოა, რაც არ უნდა იყოს.

Posted by: Eeescadaaa 16 Jan 2020, 15:52
QUOTE (WP-Rex @ 15 Jan 2020, 23:24 )

Eeescadaaa
QUOTE
Wheel of Time ეთარგმნათ, დამთავრებულია
თან სერიალი გამოდის

ვა სერიალს ვინ იღებს და როდის გამოდის?


ამაზონი იღებს
სექტემბერში დაიწყეს გადაღება და ალბათ წლის ბოლოს (?) user.gif

Posted by: 4L3X 16 Jan 2020, 17:11
QUOTE (Eeescadaaa @ 16 Jan 2020, 15:52 )
ამაზონი იღებს

მაგსაც? eek.gif
მიესია წიგნებს არა და აკეთებს აკეთებს ეკრანიზაციებს რომ მერე წიგნებიც კარგათ გაყიდოს lol.gif
ნეტავ მხედვარიც მაგათ აეღოთ user.gif

Posted by: fork 17 Jan 2020, 00:09
QUOTE
ვისურვებდი რომ ურსულას ჰაინის ციკლი მთლიანად ითარგმნოს.

+1
და ზღვამიწეთიც მორჩნენ რა,პატარა წიგნებია.

Posted by: Old City 22 Jan 2020, 01:14
ქართველი ავტორი გვყავს ვინმე ფანტასტიკის ჟანრში?
თანამედროვე პროზას ვერ ვადევნებ თვალს და...

Posted by: fork 22 Jan 2020, 05:45
Old City
ნატო გელაშვილი ვიცი ერთი.
იროელის ქრონიკები და მთვარის შვილობილები აქვს,ახლა გამოვიდა კიდევ რაღაც ახალი...აღარ მახსოვს სახელი.

Posted by: Old City 22 Jan 2020, 15:09
QUOTE (fork @ 22 Jan 2020, 04:45 )
Old City
ნატო გელაშვილი ვიცი ერთი.
იროელის ქრონიკები და მთვარის შვილობილები აქვს,ახლა გამოვიდა კიდევ რაღაც ახალი...აღარ მახსოვს სახელი.

მადლობა

---------------------------------------------------

Posted by: Henyd0r1 18 Feb 2020, 12:33
შეცდომით სენდმენის მეორე ნაწილი გამიორდა, ორივე ახალივითაა და არავის გინდათ?

Posted by: mail10 26 Feb 2020, 21:15
Old City
უჩანეიშვილის "კოშკი" , ანდღულაძის "განვითარების სივრცე" ჩომახიძის "ვარსკვლავთკავშირის ქრონიკა", ნუგზარ აფხაზავას ნაწარმოებები. კილასონიას "დაე ვერ მპოვოს ურჯულომ" ესეც შეიძლება რომ წაიკითხო.

Posted by: Old City 27 Feb 2020, 03:28
QUOTE
ნუგზარ აფხაზავას ნაწარმოებები


ამათგან ნუგზარ აფხაზავა ვიცი. ბავშვობაში მაქ წაკითხული და ვფიქრობ სერიოზულად უნდა დაკავებულიყო ლიტერატურით. ფიზიკოსი იყო რამდენადაც ვიცი.

ზოგადად, ფანტასტიკის ჟანრში ისეთმა ხალხმა წეროს ჯობია, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებს, განსაკუთრებით ფიზიკას და ასტრონომიას პროფესიონალურ დონეზე ფლობენ. უფრო კარგი გამოდის ხოლმე smile.gif

Posted by: ქაფქიანა 4 Mar 2020, 17:27
სულაკაურმა ფანტასტიკური სერია დახურა.

Posted by: Inquisitor 4 Mar 2020, 18:24
QUOTE
სულაკაურმა ფანტასტიკური სერია დახურა.

საწყენია.

Posted by: Joiner 4 Mar 2020, 19:36
QUOTE
სულაკაურმა ფანტასტიკური სერია დახურა.

აზიმოვის დასაბამი მაინც დაესრულებინათ.

Posted by: 4L3X 4 Mar 2020, 20:02
QUOTE (ქაფქიანა @ 4 Mar 2020, 17:27 )
სულაკაურმა ფანტასტიკური სერია დახურა.

რა მაგის პასუხია და პორტალი რობინ ჰობის "შორსმჭვრეტის" სერიის თარგმნას იწყებს. მარტის დასაწყისში (ანუ უახლოეს დღეებში) გამოვა "ასასინის შეიგრდი"

user posted image

გამოხარდებოდა, მაგრამ ამათი ამბავი რომ ვიცი "სამეფო ასასინს" არ გვაღირსებენ. user.gif

Posted by: Krusty_the_Clown 4 Mar 2020, 21:41
ქაფქიანა
ადრე ვიყიდე მაგათთან ნახევარ ფასში ბნელი მატერია და სოლარისი, მაშინ მითხრეს, რომ ეს სერია აღარ გაგრძელდებაო, ალბათ ასე ნახევარი წლის წინ.

4L3X
ეს პორტალი გამომცემლობაა რამე ახალი? კარგია რობინ ჰობი?

Posted by: 4L3X 4 Mar 2020, 22:13
Krusty_the_Clown
https://www.facebook.com/portal.bookseries/
https://www.goodreads.com/series/41452-the-farseer-trilogy

Posted by: Krusty_the_Clown 5 Mar 2020, 00:24
4L3X
thx

Posted by: ქაფქიანა 5 Mar 2020, 12:26
4L3X

QUOTE
სერიის


დარწმუნებული ხარ, რომ სერიის?

Krusty_the_Clown

პორტალი პალიტრის სერიაა.

Posted by: Inquisitor 5 Mar 2020, 14:47
QUOTE
პორტალი პალიტრის სერიაა.

როგორი ხარისხის წიგნებია ?

ზოგადად პალიტრისეული ?

Posted by: 4L3X 5 Mar 2020, 14:56
Inquisitor
მე მაქვს მაგათი "სილმარიონი" და "ჰურინის შვილები" არაფერი საპრეტენზიო არ მაქვს.

Posted by: Inquisitor 5 Mar 2020, 16:40
4L3X
QUOTE
მე მაქვს მაგათი "სილმარიონი" და "ჰურინის შვილები" არაფერი საპრეტენზიო არ მაქვს.

ძალიან კარგი up.gif

Posted by: Krusty_the_Clown 5 Mar 2020, 16:45
QUOTE
ზოგადად პალიტრისეული ?

სამკუთხედი წიგნები აქვს პალიტრას თუ რა არ მოგწონთ? რავი, რაც წამიკითხავს, მეც ძალიან კმაყოფილი ვარ.
ქაფქიანა
მადლობაა

Posted by: Inquisitor 5 Mar 2020, 16:47
Krusty_the_Clown
QUOTE
სამკუთხედი წიგნები აქვს პალიტრას თუ რა არ მოგწონთ? რავი, რაც წამიკითხავს, მეც ძალიან კმაყოფილი ვარ.

წიგნი თუ გინდათ რომბისებრი იყოს.

ფურცლის ხარისხი, შრიფტის ზომა და რედაქტირების შედეგები - აი, რას მაინტერესებს წიგნში.

Posted by: Krusty_the_Clown 6 Mar 2020, 00:44
Inquisitor
კი, მართალი ხარ, მნიშვნელოვანი დეტალებია, რაც ჩამოთვალე up.gif
რავი, ჯერ-ჯერობით მომწონს რაც მიყიდია მაგათი წიგნი, აწი ვნახოთ)

Posted by: Eeescadaaa 6 Mar 2020, 14:43

პორტალმა რომელიმე წიგნის მეორე ნაწილი გამოუშვა? biggrin.gif თუ მხოლოდ პორველებით შემოიფარგლება ისევ?

Posted by: 4L3X 6 Mar 2020, 14:46
ქაფქიანა
QUOTE (ქაფქიანა @ 5 Mar 2020, 12:26 )
დარწმუნებული ხარ, რომ სერიის?


user posted image

Posted by: Inquisitor 6 Mar 2020, 14:49
4L3X
Eeescadaaa
ქაფქიანა
ასეთი რეპუტაცია აქვს პორტალის "სერიას" ? biggrin.gif

Posted by: Eeescadaaa 6 Mar 2020, 14:53
QUOTE (4L3X @ 4 Mar 2020, 20:02 )
QUOTE (ქაფქიანა @ 4 Mar 2020, 17:27 )
სულაკაურმა ფანტასტიკური სერია დახურა.

რა მაგის პასუხია და პორტალი რობინ ჰობის "შორსმჭვრეტის" სერიის თარგმნას იწყებს. მარტის დასაწყისში (ანუ უახლოეს დღეებში) გამოვა "ასასინის შეიგრდი"

user posted image

გამოხარდებოდა, მაგრამ ამათი ამბავი რომ ვიცი "სამეფო ასასინს" არ გვაღირსებენ. user.gif


უი ისე ძალიან მაინტერესებს სახელები როგორ თარგმნეს biggrin.gif ალბათ წავა "ჩხუბები" გამოსვლის შემდეგ givi.gif




Posted by: Joiner 6 Mar 2020, 14:54
QUOTE
დარწმუნებული ხარ, რომ სერიის?

თავიდან გამიხარდა The Realm of the Elderlings-ის 16 წიგნს უმიზნებენ-მეთქი. facepalm.gif
მერე გამახსენდა ამათი ტინგიცობა givi.gif

Posted by: Eeescadaaa 6 Mar 2020, 15:03

ვისაც რივენჯ სთორები გევასებათ
ძალიან კარგი იყო love.gif boli.gif chups.gif


user posted image

Posted by: Krusty_the_Clown 6 Mar 2020, 15:45
მარტო იმიტომ დამაინტერესა, რომ ამდენი ცინიზმი წავიკითხე მაგ სერიაზე, მადლობა ყველას)

Posted by: fork 6 Mar 2020, 21:16
Inquisitor
პორტალის წიგნებს ნამდვილად არაფერი დაეწუნება,უბრალოდ ძალიან ბევრი სერიები აკრიფეს და სანამ ბოლოში გავლენ,ჩემი დამემართება.
ესენი კიდევ ამატებენ და ამატებენ ახლებს და ძველების გაგრძელებაზე არ ფიქრობენ მგონი.
ბეჭდების ტრილოგიაც(რომელიც უმშვენიერესია) მხოლოდ იმიტომ გამოსცეს რომ არაერთგზის იყო უკვე გამოცემული.
რავი,მივესალმები რა თქმა უნდა შთამბეჭდავ და ხარისხიან საიფაი-ფენტეზი ლიტერატურას,მაგრამ შუა გზაში მიტოვება არ ვარგა ნაღდად საქმის.
ეს ბნელი კოშკის მეორე-მესამესაც ვეღარ მოაბეს თავი.

Posted by: Eeescadaaa 6 Mar 2020, 21:43
fork

QUOTE
სანამ ბოლოში გავლენ


გავლენ არაა biggrin.gif


3 წელია რაც დაიწყეს მოღვაწეობა მგონი არა? მე ასე მახსოვს და ჯერ არც ერთი მეორე ნაწილი არ გამოსულა gigi.gif gigi.gif


ბნელი კოშკი ოდესღაც ბიბლუსში რომ ვიყავი სუზანსას სიმღერა ჰქონდათ და მისულან უკვე ბოლოში

Posted by: Lord_Raptor 6 Mar 2020, 22:15
Eeescadaaa
ეს რაღაც ახალია, უცნობია ჩემთვის.
ერთი ყოფილა გამოსული და ფანტასტიკური შეფასება აქვს. ამის თარგმნის იმედი არც უნდა გვქონდეს ალბათ.
სათვალავში ჩავიყენებ......

აქვე ვიტყვი ჩემ აზრს წიგნების ხარისხზე.
ილიაუნის გამომცემლობამ ამბერის ქრონიკის პირველი ციკლი ლამის ტუალეტის ქარალდზე დაბეჭდა. მაგრამ მაინც დაბეჭდა. და ნაწარმოებიც და თარგმანის ხარისხიც მშვენიერია. მე პირადად ძალიან მომწონს ზელანზი. ასე რომ მარალი ხარისხის ფურცელი კი კარგია, მაგრამ ფურცლის გამო ვინ კითხულობს. სხვათაშორის ბათუმელები თურქულმა სტამბამ და ქაღალდმა გადაიყოლა. აქაც შეიძლება დაიბეჭდოს საშუალო ხარისხის ფურცელზე.
მეორე საკითხია პალიტრას ამოუცნობი პოლიტიკა დაწყებული სერიების არ გაგრძელების კუთხით. ასე რომ მე თავს ვიკავებ. რობინ ჰობს წავიკითხავ სიამოვნებით, მაგრამ ასე არა.
ილიაუნიმ პრატჩეტის სერია რომ გააგრძელოს ეგეც სასურველია.43 ტომი კი აქვს მაგრამ პატარებია და გადაიტანენ როგორმე. თან საგრანტო რესურსებს თუ დაიხმარენ მითუმეტეს.

Posted by: fork 6 Mar 2020, 22:35
Eeescadaaa
ნუ იწყევლები,თუ კაცი ხარ. biggrin.gif

პრეტჩეტების სიმცირე უნდა აღმოიფხვრას.

Posted by: Eeescadaaa 7 Mar 2020, 15:47
QUOTE (Lord_Raptor @ 6 Mar 2020, 22:15 )
Eeescadaaa
ეს რაღაც ახალია, უცნობია ჩემთვის.
ერთი ყოფილა გამოსული და ფანტასტიკური შეფასება აქვს. ამის თარგმნის იმედი არც უნდა გვქონდეს ალბათ.
სათვალავში ჩავიყენებ......

არა რავი ამას ვინ თარგმნის ჯერ, ამ ზაფხულს გამოდის მეორე ნაწილი




რავი მე პირადად კარგი თარგმანი მინდა პირველ რიგში და ცუდ ფურცლებს ავიტან, მითუმეტეს თუ ბევრს გამოუშვებენ


QUOTE
ნუ იწყევლები,თუ კაცი ხარ


ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობ givi.gif givi.gif

Posted by: fork 8 Mar 2020, 03:52
QUOTE
ცუდ ფურცლებს ავიტან,

ნუ,არც ისეთი ვარგა,ხელში რომ ჩაგეფშვნება.
და მაგარყდიანი წიგნები მეტად ამართლებს მაგ მხრივ,მაგრამ მაგ ყდის გამო ისეთ ფასს მოუხევენ ხოლმე რომ რა ვიცი...
თუმცა პორტალის სერიას მაგ ნაღდად არ დაეწუნება.

Posted by: RedHaired 17 Mar 2020, 05:15
ბრენტ უიქსის "შავი პრიზმა" წაკითხული გაქვთ ვინმეს? დავიწყე და აი ვერ მიდის რა, ასე გაუგებრად არცერთი წიგნი არ დამიწყია მგონი biggrin.gif თარგმანის პრობლემაა მგონია. გიორგი გომართელის თარგმანია, არადა ტოლკინის წიგნებიც მაგისი ნათარგმნია, წესით არ უნდა იყოს ცუდი. ღირს გაგრძელება?

აქვე ხომ ვერ მირჩევდით ინგლისურად კითხვა რომელი ფენტეზის ჟანრის წიგნით დავიწყო ( რაც ქართულად არ არის გამოცემული იქიდან)? აბერკრომბი ვცადე მაგრამ საკმაოდ მერთულა, ყველა წინადადებაში ახალი უცხო სიტყვა მხვდებოდა :

Posted by: Eeescadaaa 17 Mar 2020, 15:28

ასასინის შეგირდის კომენტარებს ვკითხულობდი Fეისბუქზე და biggrin.gif იმდენი ხალხი წერდა არ ვიყიდი სანამ მეორე გამოვა .......
ამათ გონიათ რომ მეორე გამოვა?? biggrin.gif biggrin.gif

ისე ყდა ლამაზია და შიგნით ნახატებიც მომეწონა

ნეტა შემდეგ რა სერიას დაიწყებენ? gigi.gif
* * *
QUOTE (RedHaired @ 17 Mar 2020, 05:15 )
ბრენტ უიქსის "შავი პრიზმა" წაკითხული გაქვთ ვინმეს? დავიწყე და აი ვერ მიდის რა, ასე გაუგებრად არცერთი წიგნი არ დამიწყია მგონი biggrin.gif თარგმანის პრობლემაა მგონია. გიორგი გომართელის თარგმანია, არადა ტოლკინის წიგნებიც მაგისი ნათარგმნია, წესით არ უნდა იყოს ცუდი. ღირს გაგრძელება?

აქვე ხომ ვერ მირჩევდით ინგლისურად კითხვა რომელი ფენტეზის ჟანრის წიგნით დავიწყო ( რაც ქართულად არ არის გამოცემული იქიდან)? აბერკრომბი ვცადე მაგრამ საკმაოდ მერთულა, ყველა წინადადებაში ახალი უცხო სიტყვა მხვდებოდა :

მე პირადად დავიწყე სანდერსონით ვერ დაველოდე ქართულად გამოსვლას და მისთბორნის მეორე და მესამე წავიითხე ინგლისურად და არ გამიჭირდა საერთოდ და შენც გორჩევ Warbreaker, Elantris ან თუ მისთბორნი წაიკითხე მის მეორე ერას - თუმცა რომელიღაცა შეიძლება გამოვიდეს კიდევაც ქართულად, ვიღაცა წერდა აქ რაღაცას biggrin.gif

აბერკრომბები სულ ქართულად მაქვს წაკითხული და არ ვიცი როგორ უწერია, მაგრამ
ესენი მახსოვს ადვილი იყო

ნუ ეს ნათარგმნია, მაგრამ მაინც - კენ ლიუს- მესამე ჯერ არ გამოსულა
user posted image

სალვატორეს დარქ ელF ტრილოგია
user posted image

ზევით დავდე სურათები The Rage of Dragons - Evan Winter ესაც ადვილი იყო

ისე Wheel of Time -იც მშვენივრად იკითხება, უბრალოდ 14 წიგნია givi.gif

Posted by: _GHOST_ 17 Mar 2020, 16:04
RedHaired
The Goblin Emperor ნახე. :დ


...........

Posted by: RedHaired 31 Mar 2020, 01:14
QUOTE (Eeescadaaa @ 17 Mar 2020, 15:28 )
ასასინის შეგირდის კომენტარებს ვკითხულობდი Fეისბუქზე და biggrin.gif იმდენი ხალხი წერდა არ ვიყიდი სანამ მეორე გამოვა .......
ამათ გონიათ რომ მეორე გამოვა?? biggrin.gif biggrin.gif

ისე ყდა ლამაზია და შიგნით ნახატებიც მომეწონა

ნეტა შემდეგ რა სერიას დაიწყებენ? gigi.gif
* * *
QUOTE (RedHaired @ 17 Mar 2020, 05:15 )
ბრენტ უიქსის "შავი პრიზმა" წაკითხული გაქვთ ვინმეს? დავიწყე და აი ვერ მიდის რა, ასე გაუგებრად არცერთი წიგნი არ დამიწყია მგონი biggrin.gif თარგმანის პრობლემაა მგონია. გიორგი გომართელის თარგმანია, არადა ტოლკინის წიგნებიც მაგისი ნათარგმნია, წესით არ უნდა იყოს ცუდი. ღირს გაგრძელება?

აქვე ხომ ვერ მირჩევდით ინგლისურად კითხვა რომელი ფენტეზის ჟანრის წიგნით დავიწყო ( რაც ქართულად არ არის გამოცემული იქიდან)? აბერკრომბი ვცადე მაგრამ საკმაოდ მერთულა, ყველა წინადადებაში ახალი უცხო სიტყვა მხვდებოდა :

მე პირადად დავიწყე სანდერსონით ვერ დაველოდე ქართულად გამოსვლას და მისთბორნის მეორე და მესამე წავიითხე ინგლისურად და არ გამიჭირდა საერთოდ და შენც გორჩევ Warbreaker, Elantris ან თუ მისთბორნი წაიკითხე მის მეორე ერას - თუმცა რომელიღაცა შეიძლება გამოვიდეს კიდევაც ქართულად, ვიღაცა წერდა აქ რაღაცას biggrin.gif

აბერკრომბები სულ ქართულად მაქვს წაკითხული და არ ვიცი როგორ უწერია, მაგრამ
ესენი მახსოვს ადვილი იყო

ნუ ეს ნათარგმნია, მაგრამ მაინც - კენ ლიუს- მესამე ჯერ არ გამოსულა
user posted image

სალვატორეს დარქ ელF ტრილოგია
user posted image

ზევით დავდე სურათები The Rage of Dragons - Evan Winter ესაც ადვილი იყო

ისე Wheel of Time -იც მშვენივრად იკითხება, უბრალოდ 14 წიგნია givi.gif

დავიწყე ნისლქმნილის მესამე მარა გადავდე გვერდზე მერე მივუბრუნდები biggrin.gif გოტი გადავწყვიტე ინგლისურად მაინც ნაცნობია, 700 სიტყვა მაქ ამოწერილი უკვე და კითხვითაც დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებ biggrin.gif თვალის სწრაფი გაყოლებით კითხვის თემაა კონტექსტი გესმის მარა სიამოვნება ნოლი biggrin.gif

ნარნიის პირველი დავამთავრე ახლა და დიდად ვერ ვისიამოვნე, ერთი საინტერესო ციტატაც არ ყოფილა, თან ზედმეტად მარტივი ენით იყო, ალბათ დამაგვიანდა ბავშვობაში უნდა წამეკითხა

Posted by: Joiner 3 Apr 2020, 20:43
https://electricliterature.com/ted-chiang-explains-the-disaster-novel-we-all-suddenly-live-in/

Posted by: 4L3X 16 Apr 2020, 23:01
პატარა გამოვაცოცხლოთ ეს თემა

https://www.youtube.com/watch?v=DnSmGFmP8qU&list=PLhyKYa0YJ_5AuEhpcGAo4ngmSDKuFgZZx

უყურეთ კარგია. დასავლურ სამეცნიერო ფანტასტიკაზე და ფენტეზიზეა მერი შელიდან გიბსონამდე.

ბევრი გეცოდინებათ ზოგი არა.

Posted by: ZGarb1 19 Apr 2020, 17:50
https://oqroscomix.com/?fbclid=IwAR2cvpRguCfV8dHxImI7Yxyt4KVDddPoboCawNPSbDi-gnf3gH45pquWqDo

ქართულ გრაფიკულ ნოველას წავაწყდი...

Posted by: Katana_ 28 Apr 2020, 13:56
ფენტეზი მინდა დავტესტო და დამწყებს რას მირჩევთ რომელი წიგნებით და ავტორებით დავიწყო mo.gif

ჰარი პოტერები და ბეჭდების მბრძანებლების გარდა თითქმის არაფერი მაქვს წაკითხული

Posted by: zanzaron3 29 Apr 2020, 20:36
QUOTE (Katana_ @ 28 Apr 2020, 13:56 )
ფენტეზი მინდა დავტესტო და დამწყებს რას მირჩევთ რომელი წიგნებით და ავტორებით დავიწყო mo.gif

ჰარი პოტერები და ბეჭდების მბრძანებლების გარდა თითქმის არაფერი მაქვს წაკითხული

ამბერის ქრონიკებს გირჩევ

yes.gif

Posted by: Ras_al_Ghul 30 Apr 2020, 09:18
zanzaron3

მეფის მკვლელის ქრონიკაც

Posted by: 4L3X 30 Apr 2020, 10:02
Katana_
ყინულისა და ცეცხლის სიმღერა, პირველი კანონი,

Posted by: Katana_ 30 Apr 2020, 12:36
4L3X
zanzaron3
მადლობა

ეს წიგნი მაჩუქეს პატრიკ როტფუსი ბრძენკაცის შიში და ღირს დაწყება ? ანუ სხვა ნაწილით უნდა დავიწყო თუ ამით ? mo.gif

Posted by: 4L3X 30 Apr 2020, 12:41
Katana_
QUOTE (Katana_ @ 30 Apr 2020, 12:36 )
ეს წიგნი მაჩუქეს პატრიკ როტფუსი  ბრძენკაცის შიში  და ღირს დაწყება ?  ანუ სხვა ნაწილით უნდა დავიწყო თუ ამით ? 

"ქარის სახელით" უნდა დაიწყო "ბრძენკაცის შიში" ორ წიგნად არის გაყოფილი და მეორე წიგნია მესამე წიგნი "ქვის კარიბჭეები" თვითონ ავტორს არ დაუწერია ჯერ sad.gif
ისე კარგია კი.

Posted by: Katana_ 30 Apr 2020, 12:48
4L3X
გასაგებია.
მადლობა up.gif

Posted by: nick_el_son 30 Apr 2020, 13:58
QUOTE (zanzaron3 @ 29 Apr 2020, 20:36 )
QUOTE (Katana_ @ 28 Apr 2020, 13:56 )
ფენტეზი მინდა დავტესტო და დამწყებს რას მირჩევთ რომელი წიგნებით და ავტორებით დავიწყო  mo.gif

ჰარი პოტერები და ბეჭდების მბრძანებლების გარდა თითქმის არაფერი მაქვს წაკითხული

ამბერის ქრონიკებს გირჩევ

yes.gif

up.gif



Posted by: 4L3X 19 May 2020, 23:58
QUOTE (4L3X @ 22 Sep 2019, 19:43 )
Lord Grimdark-მა 17 სექტემბერს ახალი ტრილოგიის პირველი წიგნი გამოსცა.

user posted image

https://www.goodreads.com/book/show/35606041

მოვლენები ვითარდება "პირველი კანონის" სამყაროში, ოღონდაც ინდუსტრიული ეპოქა დგება.

კამფეტის, კამფეტია.chups.gif
აი ეს არის წიგნი! ვისაც არ წაგიკითხავთ ყველას გირჩევთ.

Posted by: Demetrius 24 May 2020, 22:49
4L3X
QUOTE
კამფეტის, კამფეტია.
აი ეს არის წიგნი! ვისაც არ წაგიკითხავთ ყველას გირჩევთ.


იფფ, კაი ვქენი რომ შემოვიხედე აქ bis.gif bis.gif

იმედია, როტფუსივით დეკადაში 1 წიგნს არ უშვებს აბერკომიც
* * *
QUOTE

QUOTE (Katana_ @ 28 Apr 2020, 13:56 )
ფენტეზი მინდა დავტესტო და დამწყებს რას მირჩევთ რომელი წიგნებით და ავტორებით დავიწყო 

ჰარი პოტერები და ბეჭდების მბრძანებლების გარდა თითქმის არაფერი მაქვს წაკითხული

ამბერის ქრონიკებს გირჩევ




up.gif up.gif

პირველი ფენტეზი იყო რაც წავიკითხე

Posted by: 4L3X 24 May 2020, 23:09
Demetrius
QUOTE (Demetrius @ 24 May 2020, 22:49 )
იმედია, როტფუსივით დეკადაში 1 წიგნს არ უშვებს აბერკომიც 

ჯო მაგარი კაცია. სტაბილურათ უშვებს წიგნებს. ამ სერიის მეორე წიგნს 15 სექტემბერს ველოდებით. (იმედია კორონა არ შეგვიშლის ხელს)
* * *
QUOTE (4L3X @ 13 Jan 2020, 20:30 )
აბა ულტრა ექსკლუზიური ამბით მოვდივარ "წიგნები ბათუმში" გაზაფხულზე გამოუშვებს "ნისლქმნილი" მესამე წიგნს "ჟამთა გმირს" jump.gif  jump.gif  jump.gif

გვაყირავა "წიგნები ბათუმში". ეხლა ვნახე მაგათი კატალოგი და არ არის cry.gif

Posted by: Kreuztod 26 May 2020, 21:01
გამარჯობათ, ვინმეს რობერტ ჰაინლაინის სამყაროს გერები, ან/და არტურ კლარკის ქალაქი და ვარსკვლავები ხომ არ გაქვთ?

Posted by: 4L3X 27 May 2020, 19:17
აბა, დაიდოოო

user posted image

Here's the cover for The Trouble With Peace. Design by Tomás Almeida. Coming September 15th in Hardback, Ebook, and Audio read by Steven Pacey.

“In times of peace the warlike man attacks himself.” – Friedrich Nietzche

Savine dan Glokta, once Adua’s most powerful investor, finds her judgement, fortune and reputation in tatters. But she still has all her ambitions, and no scruple will be permitted to stand in her way.

For heroes like Leo dan Brock and Stour Nightfall, only happy with swords drawn, peace is an ordeal to end as soon as possible. But grievances must be nursed, power seized and allies gathered first, while Rikke must master the power of the Long Eye . . . before it kills her.

The Breakers still lurk in the shadows, plotting to free the common man from his shackles, while noblemen bicker for their own advantage. Orso struggles to find a safe path through the maze of knives that is politics, only for his enemies, and his debts, to multiply.

The old ways are swept aside, and the old leaders with them, but those who would seize the reins of power will find no alliance, no friendship, and no peace, lasts forever.”

Posted by: _GHOST_ 27 May 2020, 23:34
მეთქი, წიგნი დაიდო. :დ


......

Posted by: 4L3X 28 May 2020, 19:22
Storm Light Archive-ის პირველი წიგნი The way of Kings წავიკითხე. თავიდან ცოტა მძიმედ და გაწელილად იწყება. მაგრამ დასასრული user posted image
ბრანდონ თანამედროვე ფენტეზის მამა ხარ, ჯორჯ მატინთან ერთად.


Posted by: Henyd0r1 28 May 2020, 21:35
QUOTE (4L3X @ 28 May 2020, 19:22 )
Storm Light Archive-ის პირველი წიგნი The way of Kings წავიკითხე. თავიდან ცოტა მძიმედ და გაწელილად იწყება. მაგრამ დასასრული user posted image
ბრანდონ თანამედროვე ფენტეზის მამა ხარ, ჯორჯ მატინთან ერთად.


ველქამ თუ ზე ქლაააააბბ

Posted by: 4L3X 28 May 2020, 21:36
QUOTE (Henyd0r1 @ 28 May 2020, 21:35 )
ველქამ თუ ზე ქლაააააბბ

ბოლო ასე 100 გვერდმა სულ ქარივით მატრიალა.
ერთი რამე მითხარი ბოლო ბოლო კალადინი აიღებს ამ დასაწვავ შარდბლეიდს და შარდპლეიტს თუ ასე უნდა ირბინოს ტიტლიკანამ ბრძოლაში?

Posted by: _GHOST_ 28 May 2020, 21:41
შარდბლეიდს არ აიღებს, შარდბლეიდი მკვდარია, ცოცხალს აიღებს. :დ

Posted by: 4L3X 28 May 2020, 21:43
QUOTE (_GHOST_ @ 28 May 2020, 21:41 )
შარდბლეიდს არ აიღებს, შარდბლეიდი მკვდარია, ცოცხალს აიღებს. :დ

მადლობა მაგრამ ჯერ არ ვიცი "ცოცხალი ხმალი" რას ნიშნავს user.gif

Posted by: Joiner 28 May 2020, 21:48
4L3X
QUOTE
ერთი რამე მითხარი ბოლო ბოლო კალადინი აიღებს ამ დასაწვავ შარდბლეიდს და შარდპლეიტს თუ ასე უნდა ირბინოს ტიტლიკანამ ბრძოლაში?

მეორე წიგნის მასიური სპოილერია.

QUOTE
ველქამ თუ ზე ქლაააააბბ

წინ გელოდება დანარჩენი 7 წიგნის ლოდინი. (ნუ მალე 6)

Posted by: 4L3X 28 May 2020, 21:54
QUOTE (Joiner @ 28 May 2020, 21:48 )
წინ გელოდება დანარჩენი 7 წიგნის ლოდინი. (ნუ მალე 6)

ეს წელი (როგორც sci-fi და ფენტეზის მკითხველისთვის) კამფეტია. წელს გამოდის Expanse-ს ბოლო წიგნი, ჯო აბერკრობმის ახალი ტრილოგიის მეორე წიგნი და Rhythm of War chups.gif
ძალიან დაკავებული შემოდგომა ზამთარი მექნება ვატყობ.

Posted by: 4L3X 10 Jun 2020, 10:59
მეორე ყდა
user posted image

Posted by: Joiner 23 Jun 2020, 10:37


გოიერი რომ არ ჩაეტენათ, ისე არ შეეძლოთ.

Posted by: narmonana 23 Jun 2020, 10:40
ready player one წავიკითხე, გემრიელობა წიგნია, თან თუ ეგ პონტები გიყვარს, ძველი თამაშები, მუსიკა, ფილმები.

პროსტა ფილმში ყვეელაფერი შეცვლილია, ყველაფერი biggrin.gif

Posted by: 4L3X 23 Jun 2020, 15:34
QUOTE (Joiner @ 23 Jun 2020, 10:37 )


რა მაგის პასუხია და


Posted by: VALETA 23 Jul 2020, 15:52
აბერკრომბის ტრილოგია და + დამატებით წიგნებსაც ვასრულებ ეხლა და რამე ეგეთ სტილში რო მირჩიოთ შეგიძლიათ? სროლა და მომავალ დროზე არ მინდა ). Game of thrones ის გარდა . ქართულად თუ იქნება ინტერნეტში ხო კაი თუარადა რუსულადაც მოჟნა

Posted by: _GHOST_ 23 Jul 2020, 16:53
VALETA
რუსულად დავლინკავ მაშინ:
ეს ლოურენსი - https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5387565 fb2 ფორმატშია და გადაიყვანე რომელიმე ონლაინ კონვერტერით იმ ფორმატში, რაშიც გაწყობს(მობი თუ ქინდლს იყენებ).

ეს სვეინსტონი - https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1841571 გარეკანს თუ დავუჯერებთ, ესეც რუსულად უნდა იყოს, აბერკრომბის არ ჰგავს, ვეირდ ფიქშენია, მაგრამ მე მირჩევნია აბერკრომბის. :დ

Posted by: Joiner 23 Jul 2020, 17:09
VALETA
როგორც მივხვდი ბნელი ფენტეზი გინდა. ვეგნერის http://flibusta.is/sequence/44594 არის ძალიან კარგი.

Posted by: dionise12 23 Jul 2020, 19:12
ჩემი ხმა ვეგნერს. +1
-------------------------

Posted by: marinasilver 23 Jul 2020, 21:41
ვეცნობი დიუნის სამყაროს საფუძვლიანად, მალე აზიმოვს დავეწაფები, ეს ჟანრი პრაქტიკურად ამართლებს კითხვაზე დახარჯულ დროს, ვერ ხვდები ფამუქის და მისნაირი მოდური პეროების კითხვით ადამიანი როგორ უნდა გამდიდრდე... ჩემი ლიტერატურაა სამეცნიერო ლიტერატურა ან სამეცნიერო ფიქცია

Posted by: VALETA 23 Jul 2020, 23:41
მადლობა ყველას მივყვები ნელ ნელა მაგათაც. ვეგნერის ეგ 5 წიგნი რაცაა მანდ ერთია თუ ცალკე მდგომი წიგნებია ერთმანეთისგან?

ადრე ვიყიდე პირველი კანონი წიგნად და იმენა ვერ მოვახერხე წაკითხვა და ტელეფონში არც მეგონა ოდესმე ესე ადვილად თუ წავიკითხავდი წიგნებს. ყველგან ახერხებ კითხვას და ჩქარა იკითხება. ერთი თვალებს გტკენს პროსტა )) . რამე კარგ პროგრამასაც ხო არ ხმარონთ ტელეფონში რითიც კითხულობთ? Readera ს ვხმარობ

Posted by: Joiner 23 Jul 2020, 23:51
VALETA
Moon+ Reader ვიყენებ ტელეფონში. ვეგნერის წიგნები ერთი სერიის 5 წიგნია.
სერია ჯერ დასრულებული არაა. თან როგორც ვიცი წელსაც გამოდის ერთი.

Posted by: dionise12 24 Jul 2020, 00:01
VALETA

Kindle for Android/ios, მე ეს მირჩევნია მუნრიდერს.

Posted by: VALETA 24 Jul 2020, 00:02
QUOTE (Joiner @ 23 Jul 2020, 23:51 )
VALETA
Moon+ Reader ვიყენებ ტელეფონში. ვეგნერის წიგნები ერთი სერიის 5 წიგნია.
სერია ჯერ დასრულებული არაა. თან როგორც ვიცი წელსაც გამოდის ერთი.

ვსო გადავწყვიტე რევიუებსაც გადავხედე და მაგას წავიკითხავ შემდეგზე. მერე გჰოსტმა რაც დაწერა იმას გავყვები

Posted by: Bumbuka 3 Aug 2020, 13:17
ვეგნერი მომეწონა, გემრიელად იკითხება.
სხვა პოლონელი ავტორიც მომეწონა , იაროსლავ გჟენდოვჩი, რაც მთავარია ციკლი დამთავრებულია.
https://fantlab.ru/work365876

Moon+ Reader Pro, fb reader და alreader, ამ სამ პროგრამას ვიყენებ ხასიათის მიხედვით, სამივეს ბევრი პარამეტრი აქვს, რომ მოირგო. fb reader-ს აქვს ერთი განსხვავება, თუ გადატანები აქვს ქართულ ელექტრონულ წიგნს, აღიქვამს, დანარჩენ ორში ვერაფრით ვერ მივაღწიე.

Posted by: didi bege 4 Aug 2020, 09:15
fbreader-ზე flibusta ოპდს კატალოგი მაქვს მიბმული და პირდაპირ რიდერში ვქაჩავ წიგნებს ფლიბუსტადან

Posted by: David13 4 Aug 2020, 17:16
user posted imageარასწორად გამოვიწერე ბიბლუსიდან. ვინმეს თუ უნდა 15ად გავყიდი. 25 ღირდა


Posted by: VALETA 11 Aug 2020, 23:47
რაღაც ვერ წაიღო ვეგნერმა ( . დავიწყე კითხვა და იმენა ვერ ვქაჩავ ვერ ჩამითრია.

ლოურენს ვნახავ ეხლა

Posted by: tomhardy 12 Aug 2020, 01:45
მოკლედ ესენი მაქვს სიაში და რომლით დავიწყო?
ჯო აბერკრომბი - პირველი კანონი (ტრილოგია)
ბრენდონ სანდერსონი - ნისლქმნილი
პატრიკ რუტფუსი - ქარის სახელით

Posted by: dionise12 12 Aug 2020, 01:57
QUOTE (VALETA @ 11 Aug 2020, 23:47 )
რაღაც ვერ წაიღო ვეგნერმა ( . დავიწყე კითხვა და იმენა ვერ ვქაჩავ ვერ ჩამითრია.

ლოურენს ვნახავ ეხლა

სად ლოურენსი სად ვეგნერი, ლოურენსმა კიდევ 2 სიცოცხლე რომ წეროს მეკჰანის დონის ნაწარმოებამდე ვერ მივა. ნუ მე broken empire მაქვს წაკითხული ძალაძალით და მაგით ვსაზღვარვ, შემდეგი The Red Queen's War და"ფერადი"დების წაკითხვის სურვილიც კი არ გამიჩნდა იმდენად არ მომეწონა.
მეკჰანის პირველ 2 მოთხრობას რომ წაიკითხავ მერე ლიწინით მიდის. არის მეორე წიგნის ბოლოში რელიგიაზე ცოტა გაუგებრობები და გაწელვები მაგრამ კარგია მაინც.
* * *
QUOTE (tomhardy @ 12 Aug 2020, 01:45 )
მოკლედ ესენი მაქვს სიაში და რომლით დავიწყო?
ჯო აბერკრომბი - პირველი კანონი (ტრილოგია)
ბრენდონ სანდერსონი - ნისლქმნილი
პატრიკ რუტფუსი - ქარის სახელით

პირველი კანონი თუ მთლიანად გაქვს ეგ დაიწყე, ნისლქმნილი არაა ჯერ ბოლომდე ნათარგმნიმ მესამე ნაწილი წელს უნდა იყოსო. როტფუსი რაც გამოსულია ნათარგმნია სულ მაგრამ როგორც ჩვენ ნატოში შევდივართ ეგეც ეგრე ამთავრებს მაგ ისტორიას.

Posted by: Henyd0r1 12 Aug 2020, 09:07
tomhardy

თუ უცხო ენაზე კითხულობ ნისლქმნილი
თუ ქართულად - აბერკრომბი

როტფუსს არც ერთ ენაზე არ მიეკარო, ტყუილა ნერვები უნდა დაიგლიჯო მერე მე3 ნაწილის ლოდინში ;დ

ვეგნერის 1ელი წიგნი წავიკთხე და არ ვიცი რატომ, მაგრამ მეორის წაკითხვის სურვილი არ გამჩენია.


სამაგიეროდ, დღეს დავიწყე აბერკრომბის "გმირები" <3

Posted by: tomhardy 12 Aug 2020, 12:14
dionise12
Henyd0r1
მადლობა. აბერკრომბით დავიწყებ მაშინ

Posted by: VALETA 12 Aug 2020, 14:16
გადავხედე კომენტარებს და ნისლქმნილი დავიწყე

Posted by: _GHOST_ 12 Aug 2020, 15:20
ანუ, როტფუსი ზოგადად ცუდია, მესამე ნაწილს შემდეგ კვირასაც რომ უშვებდეს.

ლოურენსი ყველასთვის არ არის, მაგრამ ნუ მე აბერკრომბისაც მირჩევნია. :დ

ვეგნერი არ წამიკითხავს და ვერ შევადარებ.

Posted by: Excentrifuge 12 Aug 2020, 17:10
tomhardy
QUOTE
ჯო აბერკრომბი - პირველი კანონი (ტრილოგია)
ბრენდონ სანდერსონი - ნისლქმნილი
პატრიკ რუტფუსი - ქარის სახელით

აბერქრომბი უმაგრესია ჩემი აზრით. როგორც შინაარსით, ისე აზრით, ისე სტილით. ძალიან მჭიდრო ნარატივი აქვს. რაც ასწორებს. გიჟი პერსონაჟები!

ნისლქმნილი - შინაარსი კაია მაგრამ ცოტა მიედ მოედება. სტილითაც ვერ ბრწყინავს. ერთი და იგივეს ხშირად იმეორებს. რაც დამღლელია. თან ცოტა ბავშვურია აბერქრომბისთან შედარებით. მარა მაინც კარგად იკითხება.

ქარის სახელი - ეს საერთოდ რა მარაზმი იყო ვერ გავიგე. ვერ წავიკითხე. ტყუილად გავაცდინე რამოდენიმე დღე.

Posted by: babaiaro 12 Aug 2020, 17:40
marinasilver
QUOTE
ვეცნობი დიუნის სამყაროს საფუძვლიანად, მალე აზიმოვს დავეწაფები, ეს ჟანრი პრაქტიკურად ამართლებს კითხვაზე დახარჯულ დროს, ვერ ხვდები ფამუქის და მისნაირი მოდური პეროების კითხვით ადამიანი როგორ უნდა გამდიდრდე... ჩემი ლიტერატურაა სამეცნიერო ლიტერატურა ან სამეცნიერო ფიქცია


მართალი ხარ.
ალბათ ისეთვე ეფექტი აქვს ტვინზე როგოც სასუქსს მცენარეზე biggrin.gif
უგნურებს გონიათ რომ უბრალოდ ვიღაცის ფანტაზიებია და დროის გაყვანის კარგი მეთოდია ნერდებისთვის.

სინამდვილეში რა ხდება.
შენ ტვინში აწყობ არარსებულ სამყაროს თავისი კანონებით.
რამდენი ახალი ნეირონული კავშირი შეიძლება წარმოიშვას ამ დროს კაცმა არ იცის.
ჩათვალე რომ ტვინს ჯიმში ატარებ და თან კაი პონტია იქა.
ნაშებს უყურებ და ერთობი.

ხომ არის გამოთქმა რომ რაც სასიამოვნოა ან აკრძალულია ან ჯანრთელობისთვის საზიანოო.
ან ბროკოლივით უგემურია smile.gif)))

ჰოდა ხარისხიან ფანტასტიკას კითხულობდე იგივეა რომ პიცას ჭამდე და გასუქების მაგივრად პირიქით ტანზე გაყენებდეს smile.gif))


Posted by: Henyd0r1 13 Aug 2020, 08:40
QUOTE (_GHOST_ @ 12 Aug 2020, 15:20 )
ანუ, როტფუსი ზოგადად ცუდია, მესამე ნაწილს შემდეგ კვირასაც რომ უშვებდეს.

ლოურენსი ყველასთვის არ არის, მაგრამ ნუ მე აბერკრომბისაც მირჩევნია. :დ

ვეგნერი არ წამიკითხავს და ვერ შევადარებ.

რატოა როტფუსი ცუდი?

ნუ, მე მაქვს ჩემი მიზეზები რატომაც მინუსებს ვუწერ და საერთო ჰაიპს ვერ ვიზიარებ, მაგრამ ცუდი ნაღდად არ ეთქმის givi.gif
პირიქით, რაღაც პონტში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა როტფუსმა ზოგადად ფენტეზის პოპულარიზაციაში, რაც მარტინმაც კი ვერ მოახერხა (ვგულისხმობ, სერიალის გამოსვლამდე). აი, ანდერგრაუნდ ბლექ მეტალ ბენდები რომ სიმფონიური ბლექ მეტალის დამსახურებით გაიცნო მასამ, დაახლოებით ეგეთი საქმე ქნა ;დ

თან იმდენად კარგად წერს, რომ სიამოვნებაა იმის გააზრება, 1ხელ კიდევ რომ მომიწევს თავიდან ბოლომდე წაკითხვა, მე3 ნაწილის გამოსვლამდე.

მინიმუმ ერთხელ*


რაც შეეხება ნისლქმნილს - სანდერსონი არის ფენტეზის ნოლანი. მთელი მისი შემოქმედების მთავარი 'მუღამი' არის ის, რომ გაგაოცოს. შექმნის სამყაროს - ლამაზს, საინტერესოს და გამორჩეულს, თუმცა არაცვალებადს და მთელი რამდენიმე წიგნი ამ სამყაროში მიდის მოქმედება. არ გღლის, არც გბეზრდება, თუმცა პერსონაჟებიც არასაკმარისად საინტერესოები არიან. მიუხედავად ამისა, შინაარსის და კვანძების დახმარებით გიტყვევებს. სანდერსონის მთავარი მინუსი მისი პოლიტკორექტულობაა - არ ვგულისხმობ თანამედროვე თემებს. ზოგადად, ლიტერატურული პოლიტკორექტულობა, უხეშად რომ ვთქვათ. ანუ, ყველა თემას ძალიან ფრთხილად უდგება, თითქოს არც ერთი პერსონაჟის განაწყენება არ სურს ბოლომდე. არც რომელიმე მათგანის ბოლომდე ანტაგონისტად გამოყვანა და ა.შ.

ამ ნაწილში რადიკალურად განსხვავებულია აბერკრომბი, რომელსაც ყველა პერსონაჟი "ცუდი" ჰყავს ;დ შესაბამისად, გემოვნების ამბავია რა. მე პირადად, ხან ერთი მომწონს უფრო მეტად, ხან მეორე. ამ ბოლო პერიოდში უფრო აბერკრომბზე გადავერთე

Posted by: 4L3X 13 Aug 2020, 09:31
Henyd0r1
QUOTE (Henyd0r1 @ 13 Aug 2020, 08:40 )
თუმცა პერსონაჟებიც არასაკმარისად საინტერესოები არიან.

Stormlight Archive წაიკითხე? შეგეცვლება ეგ აზრი.

Posted by: _GHOST_ 13 Aug 2020, 11:36
Henyd0r1
ჩემთვის ნაწარმოები არის ცუდი როცა - პერსონაჟები არიან ცუდი, პროზა არ არის გამორჩეული და სიუჟეტი არის ძალიან მოსაწყენი მომენტებში.

ახლა პერსონაჟები ერთ-ერთი ყველაზე ცუდია რაც კი ამ ჟანრულ ლიტერატურაში მინახავს givi.gif

პროზაც განსაკუთრებული არ არის, აი, სიუჟეტი მომენტებში რამდენად მოსაწყენია, მაგაზე არც დავიწყებ, რა უბედურება ხდება მეორე წიგნში... :დ

Posted by: Excentrifuge 13 Aug 2020, 12:55
Henyd0r1
QUOTE
პერსონაჟებიც არასაკმარისად საინტერესოები არიან. მიუხედავად ამისა, შინაარსის და კვანძების დახმარებით გიტყვევებს.

მართალია.

QUOTE
რომელსაც ყველა პერსონაჟი "ცუდი" ჰყავს ;დ

მასე ნისლქმნილის ყველა პერსონაჟი "კარგია". სამაგიეროთ რეალიზმის დონე უფრო მაღალია აბერკრომბისთან. ამიტომ მის პერსონაჟებთან ადვილია თანაგრძნობა. ნისლქმნილი უფრო ზღაპარივითაა.

ასევე იუმორის გრძნობა ძალიან სუსტად აქვს განვითარებული სანდერსონს. მაშინ როცა აბერკრომბის უყვარს და შეუძლია ოხუნჯობა. ბრიტანული იუმორი იგრძნობა. ამიტომ მიუხედავად იმისა რომ აბერკრომბი ვითომ უფრო ბნელი სიუჟეტებითაა ცნობილი, ძალიან მხიარულად იკითხება. ნისლქმნილი ნამდვილი გლოვა და თავზარია.

სტილისტურად საშუალო დონეა სანდერსონი. მარტივი თხრობა. მწირე ლექსიკონი. ერთი და იგივე ტერმინების გამეორება. და ა. შ. აბერკრომბი გამოირჩევა აფორიზმებზე ორიენტირებული თხრობით. მარტინის მაგვარად. კარგი პროზა აქვს.

ეს რა მოსატანია მაგრამ სანდერსონს ასევე მოსდის იაღლიშები. მაგალითად ერთმა პერსონაჟმა გამოიყენა ტერმინი "ჰეთთრიკი". ცოტა უხერხულა თანამედროვე სპორტული ტერმინის ნახვა ფანტასტიკაში. პლიუს არასწორად გამოიყენა. ოთხ ქმედებას უწოდა. smile.gif ცოტა მგონი უტვინოცაა ბატონი სანდერსონი.

ხო კიდე აბერკრომბისთან არის სექსი, ხოლო სანდერსონთან ამბორი. biggrin.gif

Posted by: dionise12 13 Aug 2020, 13:04
Excentrifuge

ნისლქმნილის მეორე ერაში იუმორი ბლომადაა. შეედაროს Wayne-ს ვინმე, ჰა ჰა ნიკომო კოსკა.

Posted by: Joiner 13 Aug 2020, 13:04
QUOTE
მაშინ როცა აბერკრომბის უყვარს და შეუძლია ოხუნჯობა. ბრიტანული იუმორი იგრძნობა.

user posted image

QUOTE
ხო კიდე აბერკრომბისთან არის სექსი, ხოლო სანდერსონთან ამბორი.

ზოგადად ფანტასტიკაში სექსის ნაკლებობას გავრიელ კეი ანაზღაურებს. თან ყველას ერთად.

Posted by: Excentrifuge 13 Aug 2020, 13:58
dionise12
QUOTE
ნისლქმნილის მეორე ერა

ეგ არ წამიკითხია მაგრამ პირველ ტრილოგიაში ხუმრობის ერთი ორი მცდელობაა და ნამდვილი ქრინჯებია.
QUOTE
ნიკომო კოსკა.

ჩემი აზრით აბერქრომბის ყველაზე ნატიფი იუმორით დაწერილი პერსონაჟია პრინცი ორსო.

Joiner
QUOTE
ფანტასტიკაში სექსის ნაკლებობა

აბერქრომბიმ სექსის ისეთი საზიზღარი სცენა ჩამიდო თავში რომ ვერასოდეს ამოვშვლი. ღვინო და ორალი.

Posted by: dionise12 13 Aug 2020, 15:12
QUOTE (Excentrifuge @ 13 Aug 2020, 13:58 )

ჩემი აზრით აბერქრომბის ყველაზე ნატიფი იუმორით დაწერილი პერსონაჟია პრინცი ორსო.

უფრო თვითირონიული

Posted by: _GHOST_ 13 Aug 2020, 15:40
ახალი სასტავიდან, ორსო კარგი პერსონაჟი გამოვიდა. :დ


Posted by: 4L3X 13 Aug 2020, 15:45
ყველანი კარგები გამოვიდნენ. ორსო ჯუნიორიც, სავინიც და რიკეც. ლეო და სტაური არიან ცოტა მოსაწყენები მაგრამ იმედია მეორე წიგნში ეგენიც გაიხსნებიან პოტენციალი აქვთ. საინტერესოა მორცხვს და ტაძარს თუ აჩვენებს მაგრამ არამგონია user.gif

Posted by: dionise12 13 Aug 2020, 16:30
QUOTE (4L3X @ 13 Aug 2020, 15:45 )
მორცხვს და ტაძარს

lol.gif ვერ მივხვდი თავიდან ვისზე ბაზრობდი. შენ ხო რუსულად წაიკითხე, არაა მაგათი სახელები ნათარგმნი.
მე Frienldy -ს ველოდები.
Frienldy როm ჩამოვიდეს სტირიიდანმ ორსოს ტანნის და იოლკს(გოგლიმოგლას) ჯოკერში დაემატება.

Posted by: 4L3X 13 Aug 2020, 16:37
dionise12
თვით მახვილი, სანამ მათ ჩამოახრჩობენ, მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი, Герои, Better Served Cold, Red Country, A Little Hatred აი ასე ასე წავიკითხე. smile.gif
ვიცი რომ არ არიან ნათარგმნები მაგრამ წიგნში ხუმრობებია მაგათ სახელებზე და რომ არ თარგმნო სახელები ხუმრობებიც იკარგება.

Posted by: dionise12 13 Aug 2020, 16:44
თუ სწორად მახსოვს Deep and Shallow ნათარგმნი აქვთ რუსებს ასევე, Curdnen Craw(ზობატი), Wonderful( ჩუძესნიცა) . . .
მაგრამ ქართულად ტაძარი ვერ ჯდება.

Posted by: Dodecahedron 13 Aug 2020, 16:49
dionise12
ჩუვაკ ბუბლიჯუჯები არიან მაგ ფანტასტიკებში?


Posted by: Excentrifuge 13 Aug 2020, 18:59
QUOTE
ახალი სასტავიდან, ორსო კარგი პერსონაჟი გამოვიდა. :დ

გოგოც მაგრად დამევასა, სავინი.

ბოლო წიგნი არ წამიკითხია ისე და სპოილერები არ იყოს.

აბერქრომბიმ მომავალში მეცნიერული ფანტასტიკაც რომ გააკეთოს არ იქნებოდა ცუდი.

Posted by: Joiner 18 Aug 2020, 10:01
user posted image


Posted by: _GHOST_ 18 Aug 2020, 10:26
მოგვდგომია კარს. :bolu:


................

Posted by: 4L3X 18 Aug 2020, 10:50
_GHOST_
ეს თუ კარს მოგვდგომია აბა ჯო აბერკრომბის Trouble with peace სახლში გვივარდება მაშინ 15.09.20 bis.gif

user posted image

Posted by: VALETA 18 Aug 2020, 12:43
QUOTE (4L3X @ 18 Aug 2020, 10:50 )
_GHOST_
ეს თუ კარს მოგვდგომია აბა ჯო აბერკრომბის Trouble with peace სახლში გვივარდება მაშინ 15.09.20 bis.gif

user posted image

რუსულად მალე თარგმნიან ხოლმე თუ დაკვირვებიხართ?


--------------

Posted by: Joiner 18 Aug 2020, 13:12
VALETA
წინა წიგნის ინგლისურად გამოსვლიდან 1 თვეში რუსულად თარგმნეს.

Posted by: tomhardy 18 Aug 2020, 18:14
რატო არ თარგმნიან აბერკრომბის სხვა წიგნებს facepalm.gif

Posted by: Excentrifuge 20 Aug 2020, 02:20
დაადასტურა აბერქრომბიმ. სულ ტყვნა და შიმშილი იქნება.

user posted image

Posted by: Henyd0r1 20 Aug 2020, 11:04
ისევ გამეწელა აბერკრომბის "გმირები" sad.gif გადავყევი კონანის მოთხრობებით გართობას ;დდ

სანდერსონი იმედია წინაზე უფრო საინტერესო წიგნს დადებს. ყდა საკაიფოა

Posted by: VALETA 23 Aug 2020, 00:09
მოკლედ რამე გამოუშვით რა აბერკრომბის მერე რო წაიღოს. ვაგნერი ვერ წავიკითხე არ გამისწორდა. ლოურენსიც ვცადე და რაღაც ძალიან დაბალ დონედ მომეჩვენა. მარტინს წავიკითხავ თქო და დუნკზე რო აქვს 3 წიგნი ის 1 ჩავამთავრე თითქმის და მგონი 10 წლის ასაკის ბავშვებისთვის აქვს დაწერილი.

მკიდია არ იყოს ფენტეზი თუ გინდათ პროსტა ავტომატები კოსმოსი და ეგენი არა რამე ძველ დროზე დარქ ჟანრში რამე არ იცით?(


The Black Company - Glen Cook ამას წერს უმეტესობა ღირს დაწყებად? მერე ბევრ რევიუში თითქოს ზოგ ნაწილს არ აქებდნენ და ვერ გავიგე (

Posted by: dionise12 23 Aug 2020, 12:26
VALETA

Sharp Ends რატო გამოტოვე, ეგ წაიკითხე, მოთხრობების კრებულია, First Law -ს მოვლენების სხვადასხვა პერსპექტივით თხრობაა და Javre და Shevediah, ახალი პერსონაჟები.

Posted by: VALETA 23 Aug 2020, 12:52
QUOTE (dionise12 @ 23 Aug 2020, 12:26 )
VALETA

Sharp Ends რატო გამოტოვე, ეგ წაიკითხე, მოთხრობების კრებულია, First Law -ს მოვლენების სხვადასხვა პერსპექტივით თხრობაა და Javre და Shevediah, ახალი პერსონაჟები.

გადმოვწერე წავიკითხავ. პატარა მეგონა ეგ აზალიან და ტელეფონში 500+ გვერდი კია და კარგია )

Posted by: mail10 1 Sep 2020, 00:28
VALETA
ვერნონ ვინჯის "ცეცხლი უფსკრულზე" სინჯე smile.gif ან "დიუნი".

Posted by: ქაფქიანა 1 Sep 2020, 09:01
mail10

QUOTE
ვერნონ ვინჯის "ცეცხლი უფსკრულზე"



ცუდი თარგმანი არ გამომივიდა, ხომ? იმედია, მოგეწონა. idea.gif

Posted by: Joiner 1 Sep 2020, 23:16
ცუდი ამბებია!
ბენიოფი და ვაისი ნეტფლიქსისთვის The Three-Body Problem-ის ადაპტაციას გადაიღებენ user.gif

Posted by: 4L3X 1 Sep 2020, 23:37
QUOTE (Joiner @ 1 Sep 2020, 23:16 )
ცუდი ამბებია!
ბენიოფი და ვაისი ნეტფლიქსისთვის The Three-Body Problem-ის ადაპტაციას გადაიღებენ user.gif


Posted by: Eeescadaaa 2 Sep 2020, 22:16
QUOTE (Joiner @ 1 Sep 2020, 23:16 )
ცუდი ამბებია!
ბენიოფი და ვაისი ნეტფლიქსისთვის The Three-Body Problem-ის ადაპტაციას გადაიღებენ user.gif


ჰმ, მოდი სიმართლე ვთქვათ ადაპტაცია კარგი იციან gigi.gif gigi.gif

მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მაგარი საიFაია, გმირები დისთანთ, და მაგათ რა ეშველებათ? user.gif

Posted by: _GHOST_ 3 Sep 2020, 16:42
QUOTE (Joiner @ 1 Sep 2020, 22:16 )
ცუდი ამბებია!
ბენიოფი და ვაისი ნეტფლიქსისთვის The Three-Body Problem-ის ადაპტაციას გადაიღებენ user.gif

აჰაჰაჰა, რაღაც საშინელებას დადებენ.

აი, hbo რომ ყოფილიყო, საინტერესო ადაპტაცია იქნებოდა.

Posted by: Mochiguman 10 Oct 2020, 23:03
QUOTE
The Three-Body Problem


რამდენიმე თვეა გადმოწერილი მაქვს ტელეფონში ეს და დავიწყებ ალბათ ნელნელა მალე.... ადაპტაციას ნამდვილად აღარ დაველოდები

Posted by: 4L3X 14 Nov 2020, 21:37
user posted image

ეხლა დავამთავრე ჩინელი ავტორის ლიუ ცისინის ტრილოგიის "The Remembrance of Earth's Past"-ის ტრილოგიის ბოლო წიგნი "სიკდვილის დასასრული" ხოდა ჩდემს რეცენზიას დავდენ ამ წიგნზე. არც ისე ცოტა სამეცნიერო ფანტასტიკა მაქვს წაკითხული მაგრამ ასეთი მაგარი ტრილოგია მემგონი საერთოდ არ წამიკითხავს არასდროს. ძალიან კარგათ შესრულებული მეცნიერული ნაწილი ფიზიკაზე, ასტროფიზიკაზე, კვანტური თეორია, ჰიპოტეთური პირველი კონტაქტის შედეგები, ექსტრემალურ მდგომარეობაში ჩაყენებული ინდივიდის ქცევა, სოციუმის ქცევა, სოციუმის ევოლუცია და კიდევ უამრავი საკითხი გაპრიალებული ბრწყინვალებამდე. თან რა ექსტრემალური პირობებია აქ აღწერილი რომ იცოდეთ. ხანდახან რომ ვკითხულობდი ვფიქრობდი "ეს როგორ მოიგონა?" "ეს როგორ წარმოიდგინა?"გიჟია ეს კაცი! (საუკეთესო გაგებით). ასეთი ფართო და ამავე დროს ღრმა ნაწარმოებები რომელსაც კიდევ საინტერესო 3 განზიმოლიებიანი გმირები ყავს არც ჰაინლანთაინ არ წამიკითხავს არც ურსულა ლეგიუნთან, არც აზიმოვთან არც ლემთან და მომიტევეთ მაგრამ არც კლარკთან ოდისეა 2001-იც კი ხუნდება ამ ქრესტომათიულ ნაშრომთან.
QUOTE
1990-ანებიდან მოყოლებული სამეცნიერო ფანტასტიკაში პატარა კრიზისია. არის გამონათებები აქა იქ მაგრამ მთლიანობაში ეპოქის შემქმნელი ავტორები და ნაწარმოებები არ ჩანს.
მემგონი დავძლიეთ კრიზისი! მემგონი მეორე რენესანსის მოწმენი ვხდებით! bis.gif



user posted image

Posted by: Joiner 14 Nov 2020, 21:50
QUOTE (4L3X)
მემგონი დავძლიეთ კრიზისი! მემგონი მეორე რენესანსის მოწმენი ვხდებით!

და წარმოშობით ჩინელი ავტორები ლიდერობენ.
ბოლოს კენ ლიუს მოთხრობების კრებული წავიკითხე.
ამ ნაკრებშია მოთხრობა good hunting რომლის მიხედვითაც ანიმაციაა გადაღებული (Love Death + Robots).
თვითონ კრებული ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის რაც წამიკითხავს.
ტედ ჩიანგზე არაფერს ვამბობ.

Posted by: 4L3X 14 Nov 2020, 22:01
Joiner
QUOTE (Joiner @ 14 Nov 2020, 21:50 )
ტედ ჩიანგზე არაფერს ვამბობ.

ეს კარგათ არის ქართულად ნათარგმნი? user.gif

Posted by: Joiner 14 Nov 2020, 22:10
4L3X
QUOTE
ეს კარგათ არის ქართულად ნათარგმნი?

კი, ბათუმელებმა საქმე იციან.
მაგრამ საერთო ჯამში Exhalation: Stories უფრო მომეწონა კრებულად. user.gif

Posted by: Henyd0r1 16 Nov 2020, 09:00
ვახ როგორ ჩამოვრჩი საიფაის sad.gif
ახლა ჰანიბალს ვკითხულობ (ტრილოგიის მესამე ნაწილი), მერე ეგებ აბერკრომებბს მოვრჩე და დავუბრუნდე ამათ sad.gif

Posted by: ქაფქიანა 16 Nov 2020, 11:24
4L3X

ვეღარ დავაყენე საშველი ამის წაკითხვას. ასეთი კარგია? სერიალი როდის გამოდის?

მარტინის ,,ღამეში მფრენნი" კრებული წავიკითხე, პორტალის. ყველა პატარა მოთხრობა ძალიან კარგია, ძალიან. არ მეყო, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

უშუალოდ ,,ღამეში მფრენნს" რაც შეეხება, როგორც წესი, კინოადაპტაცია შეკვეცილი ლიტერატურული ნაწარმოებია, აქ პირიქით გამოვიდა, თუმცა ეს ნაწარმოებს ღირსებას სულაც არ უკარგავს.


Posted by: 4L3X 16 Nov 2020, 11:45
ქაფქიანა
არ მიწყონო და ჩვენი "ექსპანსია" ამასთან შედარებით დიდი არაფერია. როგორ შეძლებენ ასეთი გრანდიოზული ნაწარმოების კინო ადაპტაციას ჩემთვის გაუგებარია.

Posted by: ქაფქიანა 16 Nov 2020, 13:20
4L3X

ნუ.. ნეტფლიქსმა დააანონსა, როგორც ვიცი.

.....

Posted by: 4L3X 16 Nov 2020, 13:22
ქაფქიანა
ვიცი, ბენიოფი და ვაისი :puke:

Posted by: 4L3X 19 Nov 2020, 18:37
17 ნოემბერს გამოვიდა ბრანდო სანდოს ახალი წიგნი Storm Light Archive-ის სერიიდან Rhythm of War

user posted image

ხოდა ბიჭებმა პატარა ვიდეო გააკეთეს რორშახის სამყაროზე


Posted by: Henyd0r1 20 Nov 2020, 11:52
ჯერჯერობით რა რივიუებიც წავიკითხე, მემგონი დიდად აღფრთოვანებულები ამ წიგნით არ არიან. საერტოდ, წინაც დიდად არ მომეწონა sad.gif

Posted by: 4L3X 20 Nov 2020, 11:57
QUOTE (Henyd0r1 @ 20 Nov 2020, 11:52 )
„ჯერჯერობით რა რივიუებიც წავიკითხე, მემგონი დიდად აღფრთოვანებულები ამ წიგნით არ არიან. საერტოდ, წინაც დიდად არ მომეწონა sad.gif

Stormlight Archive-ზეა საუბარი spy.gif
მხრებს ავიჩეჩავ და კითხვას გავაგრძელებ. სხვა რა დამრჩენია.

Posted by: Henyd0r1 21 Nov 2020, 10:16
QUOTE (4L3X @ 20 Nov 2020, 11:57 )
QUOTE (Henyd0r1 @ 20 Nov 2020, 11:52 )
„ჯერჯერობით რა რივიუებიც წავიკითხე, მემგონი დიდად აღფრთოვანებულები ამ წიგნით არ არიან. საერტოდ, წინაც დიდად არ მომეწონა sad.gif

Stormlight Archive-ზეა საუბარი spy.gif
მხრებს ავიჩეჩავ და კითხვას გავაგრძელებ. სხვა რა დამრჩენია.

დიახ დიახ

მესამე ნაწილმა ძალიან დამღალა
პირველი ორი კანფეტი იყო fig.gif

Posted by: 4L3X 28 Nov 2020, 15:39
ჩემი Rhythm of War აგვიანებს. ორშაბათამდე არ იქნება sad.gif
რა იმედი მქონდა რომ ამ შაბათ-კვირას კაპიტალურად წავიკითხავდი cry.gif

Posted by: foreign3r 28 Nov 2020, 20:13
გამარჯობა,ფანტასტიკის ჟანრში რა წიგნს მირჩევდით?
ჰორორიც რომ ერიოს მით უკეთესი jump.gif

Posted by: Old City 29 Nov 2020, 03:17
QUOTE (foreign3r @ 28 Nov 2020, 19:13 )
გამარჯობა,ფანტასტიკის ჟანრში რა წიგნს მირჩევდით?
ჰორორიც რომ ერიოს მით უკეთესი jump.gif

ექსპანსიას გირჩევდი, 8 წიგნია, არ მოიწყენ smile.gif

Posted by: foreign3r 29 Nov 2020, 14:24
QUOTE
ექსპანსიას გირჩევდი, 8 წიგნია, არ მოიწყენ

ვერ ვპოულობ ვერანაირ ინფორმაციას გუგლში,შეგიძლია რომ დამილინკო? love.gif

Posted by: 4L3X 29 Nov 2020, 14:26
foreign3r
https://www.goodreads.com/series/56399-the-expanse

მომავალ წელს ველოდებით IX წიგნს. .5 შეგიძლია არ მიაქციო ყურადღება, ნოველეტებია.

Posted by: Joiner 29 Nov 2020, 16:04
Oathbringer-ს ვკითხულობ და ჩემი ფავორიტი საბრედიტი გახდა. love.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: _GHOST_ 29 Nov 2020, 16:12
QUOTE (foreign3r @ 28 Nov 2020, 19:13 )
გამარჯობა,ფანტასტიკის ჟანრში რა წიგნს მირჩევდით?
ჰორორიც რომ ერიოს მით უკეთესი jump.gif

Use of weapons, თუმცა, ჰორორი არ ურევია.

Posted by: foreign3r 29 Nov 2020, 17:18
QUOTE
Use of weapons, თუმცა, ჰორორი არ ურევია.

user posted image
ესაა?
* * *
QUOTE
ფორეიგნ3რ
ჰტტპს://წწწ.გოოდრეადს.ცომ/სერიეს/56399-ტჰე-ეხპანსე

მომავალ წელს ველოდებით IX წიგნს. .5 შეგიძლია არ მიაქციო ყურადღება, ნოველეტებია.

მადლობა,კაი ხანი ესეიგი გასართობი არ მომაკლდება biggrin.gif საინტესო ჩანს.

Posted by: Old City 30 Nov 2020, 01:26
QUOTE (foreign3r @ 29 Nov 2020, 16:18 )
QUOTE
Use of weapons, თუმცა, ჰორორი არ ურევია.

user posted image
ესაა?
* * *
QUOTE
ფორეიგნ3რ
ჰტტპს://წწწ.გოოდრეადს.ცომ/სერიეს/56399-ტჰე-ეხპანსე

მომავალ წელს ველოდებით IX წიგნს. .5 შეგიძლია არ მიაქციო ყურადღება, ნოველეტებია.

მადლობა,კაი ხანი ესეიგი გასართობი არ მომაკლდება biggrin.gif საინტესო ჩანს.

სერიალიცაა მაგის მიხედვით.

არაა ცუდი სხვათაშორის, თითო წიგნი თითო სეზონია. მეხუთე სეზონი ამ წლის ბოლოს გამოვა.

Posted by: 4L3X 5 Dec 2020, 18:06
So true


Posted by: Joiner 5 Dec 2020, 18:21
QUOTE (4L3X @ 5 Dec 2020, 18:06 )
So true


ჰარი პოტერი გამახსენდა.

glock > avada kedavra yes.gif

Posted by: 4L3X 18 Dec 2020, 16:38
გუშინ დავამთავრე ბრანდონ სანდერსონის Stormlight Archive-ის IV წიგნი "Rhythm of War" ვისაც არ გაგიგიათ ან ფიქრობთ ამ სერიის წაკითხვას ყველას გირჩევთ რაც შეიძლება მალე დაიწყოთ ამ უეპიკურესი ციკლის კითხვა. მოკლედ რომ შევაფასაო XXI საუკუნის ფენტეზი ჟანრის მაგსაზღვრელად ჩაითვლება მომავალ ათწლეულებში. ფენტეზიში რამდენიმე სერია მაქვს წაკითხული რომელიც ითვლება ფენტეზის ჟანრის მიღწევებად და მინდა გითხრათ რომ ასეთი ფართო და ამავე დროს ღრმად და დეტალურად დამუშავებული სამყარო არსად არ შემხვედრია. მთავარი და მეორე ეშელონის პერსონაჟებიც საინტერესოები არიან და სანდერსონი დროს და ფანტაზიას არ იშურებს რომ სკურუპულიოზურად დაამუშავოს მთავარი პერსონაჟების ხასიათები და ფსიქოტიპები. ძალიან მოკლედ და სპოილერების გარეშე გეტყვით რომ მიდის ომი და ამ ომში ლამის ყველაფერი მოსულა. გმირები, მოღალატეები, მეამბოხეები, გადაბირებები, ომით გადაღლილები, დევნილები, შპიონაჟი, სამხედრო დანაშაულებები და კიდევ ათასი რამ რაც ნამდვილ ომებსაც ახასიათებთ. ერთადერთი რაც არ მომწონს ამ სერიაში არის ის რომ მთავარი გმირები უშველებელ plot armor-ებს ატარებენ და როგორ გამოუვალ მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ ზუსტად იცი რომ ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად დასრულდება. ამით განსხვავდება ის ASOIAF-ისგან და "პირველი კანონისგან" სადაც როდესაც სიტუაცია ძალიან იძაბებოდა გვერდის გადაშლაც კი მეშინოდა და ASOIAF-ის შემთხვევაში ფრუსტრაციაც კი მემართებოდა. მაგრამ ბევრი სხვა რამით ჯობია ამ სერიებსაც. მოკლედ 4.8/5-იდან. https://www.goodreads.com/series/49075-the-stormlight-archive

Posted by: Seek_er 19 Dec 2020, 20:21
რობერტ შეკლის ნაწარმოებები, ქართულად ან ინგლისურად, სად ვნახო ნეტში ხომ არ იცის ვინმემ?

Posted by: _GHOST_ 19 Dec 2020, 20:47
Seek_er
http://gen.lib.rus.ec/ აქ მოძებნე.



Posted by: Joiner 19 Dec 2020, 22:17
4L3X
oathbringer-თან შედარებით როგორ შეაფასებდი, სჯობს?
მესამე ნაწილში ერთი დეტალი არ მომეწონა. საკმაოდ deus ex მომენტი იყო.

Posted by: 4L3X 19 Dec 2020, 22:26
Joiner
დაახლოებით იგივეა რაც Oathbringer, რაც წინა 2 წიგნიც. მე ამას ვადარებ "მხიარულ მთებს" ჯერ იკვრება სიუჟეტი, ზევით ადის ნელნელა და მერე ქვასავით ეშვება ბოლოს aftermath, აქაც ეგრეა რაც არ მომეწონა Rhythm of War-ში არის ის რომ ვენლის და ეშონაის ფელშბეკები იყო. არადა წიგნის ვარსკვლავი უდავოდ ნავანი ხოლინია, ბარემ მაგის ფლეშბეკებიც გაეკეთებინა ბრანდოს, უფრო საინტერესო იქნებოდა. "მსმენელების" ისტორია შეეძლო შემდეგ წიგნებში გაეკეთებინა.

Posted by: Joiner 19 Dec 2020, 22:30
4L3X
სამაგიეროდ შემდეგში სზეტის იქნება.
შინოვარის დეტალებიც საინტერესო იქნება.

Posted by: 4L3X 19 Dec 2020, 22:42
QUOTE (Joiner @ 19 Dec 2020, 22:30 )
შინოვარის დეტალებიც საინტერესო იქნება.

რამდენად უცნაური პლანეტაა როშარი რომ ერთადერთი ადგილი რომელიც შეესაბამება დედამიწას იქ აბსოლუტური ეგზოტიკაა.

Posted by: Seek_er 20 Dec 2020, 11:43
_GHOST_
დიდი მადლობა. საკმაოდ ბევრი დევს, და არამარტო შეკლი chups.gif

Posted by: 4L3X 20 Dec 2020, 12:50
გაირკვა ჯო აბერკრომბის "ბრბოს სიბრძნე" 2021 წლის 16 სექტემბერს

სკოტ ლინჩის "ნაბიჭვარი ჯენტლმენების" სერიის შედეგი წიგნი "ემბერლეინის ეკალი" 2021 წლის 12 ოქტომბერს

user posted image

"ექსპანსიის" ბოლო მე-9 წიგნის "ლევიათანის დაცემის" გამოსვლის თარიღი: 2021 წლის 28 ოქტომბერი

user posted image

Posted by: Joiner 25 Dec 2020, 10:57
https://www.nationalgeographic.com/science/2020/12/alien-hunters-detect-mysterious-radio-signal-from-nearby-star/


მაგრამ ლიუ ცისინის ბნელი ტყის წაკითხვის შემდეგ, ეს ამბავი არ მომწონს yes.gif

Posted by: 4L3X 25 Dec 2020, 11:01
QUOTE (Joiner @ 25 Dec 2020, 10:57 )
მაგრამ ლიუ ცისინის ბნელი ტყის წაკითხვის შემდეგ, ეს ამბავი არ მომწონს yes.gif

up.gif up.gif up.gif

"სიკვდილის დასასრულს" რომ წაიკითხავ კიდევ უფრო ნაკლებად მოგეწონება yes.gif

Posted by: 4L3X 29 Dec 2020, 15:32
კარგი ამბებით ვარ მოსული. ირაკლიმ "ნისლქმნილის" ტრილოგიის ბოლო წიგნს "ჟამთა გმირს" დღე-დღეზე დავაანონსებთო. jump.gif

Posted by: dionise12 31 Dec 2020, 00:53
QUOTE (4L3X @ 29 Dec 2020, 15:32 )
კარგი ამბებით ვარ მოსული. ირაკლიმ "ნისლქმნილის" ტრილოგიის ბოლო წიგნს "ჟამთა გმირს" დღე-დღეზე დავაანონსებთო. jump.gif

ანუ ეგრე თარგმნეს სათაური ? ეპოქათა გმირი უფრო შეეფერება მგონი. მაინც მრავლობითშია.

Posted by: 4L3X 31 Dec 2020, 08:49
dionise12
არა არ დაუჭერიათ ჯერ. ჩემი მოსაზრებაით დავწერე სათაური

Posted by: 4L3X 1 Jan 2021, 12:20
სიშინ ლიუს მოკლე ნოველის "მოხეტიალე დედამიწის" ეკრანიზაციას ვუყურე. ვისაც სამეცნიერო ფანტასტიკა მოგწონთ, ეს ფილმიც მოგეწონებათ.

https://www.imovies.cc/ka/movies/878370221/The-Wandering-Earth
https://www.imdb.com/title/tt7605074/?ref_=fn_al_tt_1

Posted by: Ras_al_Ghul 1 Jan 2021, 13:11
4L3X
ჩავინიშნავ.

გილოცავთ ფანტასტებო ახალ წელს! ფანტასტიკურ წელს გისურვებთ ყველას! love.gif

Posted by: Oberin1 1 Jan 2021, 17:17
4L3X
ამ ზამთარს წავიკითხე კაკრაზ ორი და მესამე რო არ იყო ინგლისურად მივდექი და გაასწორა, გაწელილილია ძაან მარა ფინალი ასე თუ ისე კაია, პირველი წიგნი საუკეთესოა ამ ტრილოგიაში, ჩემი აზრით.

Posted by: 4L3X 1 Jan 2021, 17:58
Oberin1
როდესაც ვგრძნობდი რომ იწელებოდა სიუჟეტი, ავტორი ისეთ თვისთს დებდა რომ სულ მავიწყდებოდა დაღლილობა და ახალი ძალი ვშთანთქავდო ტექსტს. "ბრძოლა სიბნელეში" რა მაგარი ნაწილი იყო. არ მინდა სხვა ნაწილების თქმა და დასპოილერება. წიგნებიდან ყველა ნაკლებად პირველი მომეწონა.

Posted by: Oberin1 1 Jan 2021, 23:39
4L3X
აუ მე კიდე პირველმა ძაან მომხიბლა, კელსიერი და მაგის პერსონა ძაან კარგად ჰყავს აღწერილი და მბრძანებლის გავლენა და შიშიც წიგნის ბოლომდე საკაიფოდ აქვს შენარჩუნებული და კი თვისთები არ ეშლება და ეგ თვისთები იმედ გაცრუება არ არის, რაც მთავარია რო ხდება თავისი ახსნაც აქ რატო ხდება და ეგ კარგია

Posted by: WP-Rex 2 Jan 2021, 10:51
4L3X
QUOTE
როდესაც ვგრძნობდი რომ იწელებოდა სიუჟეტი, ავტორი ისეთ თვისთს დებდა რომ სულ მავიწყდებოდა დაღლილობა და ახალი ძალი ვშთანთქავდო ტექსტს. "ბრძოლა სიბნელეში" რა მაგარი ნაწილი იყო. არ მინდა სხვა ნაწილების თქმა და დასპოილერება. წიგნებიდან ყველა ნაკლებად პირველი მომეწონა.

მეც ეგრე ვიყავი. პირველიდან ბოლომდე სულ უფრო და უფრო მიტაცებდა. ფინალმა საერთოდ.

_GHOST_
QUOTE
Use of weapons, თუმცა, ჰორორი არ ურევია.


ეხლა ვკითხულობ ამას.
მანამდე იგივე ციკლიდან The Player of Games(ეს განსაკუთრებით მომეწონა), Consider Phlebas და A Gift from the Culture წავიკითხე.
ჯერჯერობით მთელი კულტურის ციკლი არის ძალიან კარგი.

* * *
ახალ წელს გილოცავთ ყველას.

Posted by: _GHOST_ 2 Jan 2021, 12:02
WP-Rex
კი, მთელი ციკლი კარგია.



.........

Posted by: dickinsona 14 Jan 2021, 21:44
მისთბორნი დავიწყე, სადღაც 30 პროცენტზე ვარ და ძალით ვკითხულობ უკვე :დ ღირს გაგრძელება? სანდერსონის არაფერი არ მაქვს სხვა წაკითხული

Posted by: MuSoLiN 14 Jan 2021, 22:02
dickinsona
კი წაიკითხე კარგია, მეც თავიდან რო დავიწყე არ ვიცოდი რას ვკითხულობდი და მერე მაგრა გამიტაცა სახე გამაძრო მაგ ტრილოგიამ.

რამე მირჩიეთ რა დასრულებული ნამუშევარი ოღონდ რო მომწყვიტოს სამყაროს და ბოლომდე შემითრიოს.
რაც დრო გადის სულ მოვცილდი წიგნებს და გადავედი აზიურ ვებნოველებზე,მარტივ საკითხავზე, Litprg-ზე და ბოლოს აღმოვჩნდი https://www.royalroad.com/my/follows -ზე, რომ მარტივად დამეძვრინა თავი და მუღამს პატარ პატარა უცბად საკითხავი რაღაცეებით ვიკლავ თითო თითო თავს რომ დადებენ ავტორები ;დ


Posted by: 4L3X 14 Jan 2021, 22:35
dickinsona
QUOTE (dickinsona @ 14 Jan 2021, 21:44 )
მისთბორნი დავიწყე, სადღაც 30 პროცენტზე ვარ და ძალით ვკითხულობ უკვე :დ ღირს გაგრძელება? სანდერსონის არაფერი არ მაქვს სხვა წაკითხული

მეც ეხლა ვკითხულო The Final Empire-ს. ნახევარი წავიკითხე უკვე. თავიდანვე ჩამითრია. ალომანტია, სამყაროს მოწყობა, ინკვიზიცია და ა.შ. საინტერესოა.

უნდა დავამატო რომ მაგარი თამაში გაკეთდებოდა ნისლქმნილისგან. აი რაღაც Witcher-ის და Dishonored-ის პონტში. აი პრიკველის პონტში 100 ან 200 წლით ადრე, სადაც საბოლოოდ პროტაგონისტი კი მარცხდება მაგრამ ახლოს მიდის გამარჯვებამდე. სულო და გულო ყველაფერია რომ მაგარი შეკრული RPG დაიდოს.

Posted by: dickinsona 15 Jan 2021, 21:37
MuSoLiN
4L3X

გავაგრძელებ მაშინ კითხვას :დ


QUOTE
ალომანტია, სამყაროს მოწყობა, ინკვიზიცია და ა.შ. საინტერესოა.


მე ეგ ებილითები არ გამისწორდა დიდად, აი აბერკრომბის მსგავსი სამყაროები უფრო მევასება.

QUOTE
უნდა დავამატო რომ მაგარი თამაში გაკეთდებოდა ნისლქმნილისგან. აი რაღაც Witcher-ის და Dishonored-ის პონტში.


კითხვა რო დავიწყე, ეგრევე dishonored გამახსენდა ;დ დავგუგლე და ბევრი ამსგავსებს

Posted by: Oberin1 16 Jan 2021, 04:11
+ აბერკრომბის სამყატო მეც ბევრად მირჩევნია მისთბირნს, მაგრა გირჩევ წაიკითხო წინ ბევრი თვისთ მომებნი გელოდება და ასწორებს, რო არ იცი რა დროს როგორ ტრიალდება სიუჟეტი და კიდე გირჩევ თუ შეგიძლია ორიგინალში იკითხე, ძაან სასიამოვნო ენა აქ სანდერს

აბერკრომბი თუ მოგწონს ფენტეზიში არ ვიცი, მარა ისე დიუნს გირჩევდი, აუცილებლად ცადე მისთბირბის მერე

Posted by: 4L3X 16 Jan 2021, 11:07
dickinsona
Oberin1
ბრანდო სანდოს Stromlight Archive-ის სერია წაიკთხეთ. ჯო აბერკრომბისადმი დიდი პატივისცემის მოუხედავათ, ეგეთ მაგარ სამყაროს ვერასდროს ვერ დადებს.

Posted by: WP-Rex 16 Jan 2021, 11:22
_GHOST_
QUOTE
კი, მთელი ციკლი კარგია.

კარგია, მაგრამ ბანძი ლევაკური კლიშეებით სავსე.
ალაგ-ალაგ ძალიან პრიმიტიულად პოლიტიზირებულია - იიი, სისხლისმსმელი კაპიტალისტები, ჩაგრული ხალხები, სოციალისტური სამოთხე და სხვ.
არც არის გასაკვირი, 80-იან წლებშია დაწერილი.

თუმცა, სამყარო ორიგინალურია, პეროსნაჟშებიც კარგადაა გახსნილი და ამიტომ მიმიზიდა.

Oberin1
QUOTE
აბერკრომბი თუ მოგწონს ფენტეზიში არ ვიცი,

აბერკრომბი მომწონს, მაგრამ პირველი წიგნები სწორხაზოვანია.
ალაგ-ალაგ აშკარად მიყვება მარტინის დანერგილ მოდას - რაც შეიძლება მეტი სისხლი.
ბოლოს ცოტა დაიხვეწა და გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ წაუპრიმიტიულებს.

სანდერსონი ბევრად მრავალფეროვანია და მწერალიც უკეთესია, უფრო ფართო თვალსაწიერიც აქვს.
ბოლოს და ბოლოს დროის ბორბალი დაამთავრა ტიპმა. მაგხელა და ეგეთი დეტალიზირებული სამყარო მგონი არავის დაუწერია და სხვის მოგონილ-დაწერილს წარმატებულად რომ აგრძელებ და ამთავრებ, ეს რაღაცას ნიშნავს.
ბოლო 3 ტომი ისე წავიკითხე, ვერც ვატყობდი რომ რობერტ ჯორდანის დაწერილი არ იყო.

4L3X
QUOTE
ჯო აბერკრომბისადმი დიდი პატივისცემის მოუხედავათ, ეგეთ მაგარ სამყაროს ვერასდროს ვერ დადებს.

ჯერჯერობით რაც დაუწერია იმის მიხედვით, ბევრად ვიწრო თვალსაწიერი აქვს.
კრუგაზორს რომ ეძახიან რუსულად.

Posted by: 4L3X 16 Jan 2021, 11:38
WP-Rex
QUOTE (WP-Rex @ 16 Jan 2021, 11:22 )
ჯერჯერობით რაც დაუწერია იმის მიხედვით, ბევრად ვიწრო თვალსაწიერი აქვს.
კრუგაზორს რომ ეძახიან რუსულად.

ეგ და კიდევ ის რომ სანდერსონი 0-დან ქმნის სამყაროებს. აი აბერკრომბის სულ ალუზიები აქვს. კავშირი - ბრიტანეთის იმპერია, ჩრდილოეთი - სკანდინავია და შოტლანდია. სტირია - რენესანსის დროინდელი იტალიის ქალაქსახელმწიოები. Far country - აშშ XIX საუკუნის კოლონიზაციის დროს. გურკისტანი - აფრიკა. აი ძველი იმპერია და სტარიკლანდი რა არის ჯერ არ უჩვენებია კარგად. სიუჟეტიც რეალური სამყაოდან აქვს აღებული ის რაც "სიგიჟის ხანაში" ვითარდება სუფთ ინდუსტრიალიზაციის დროინდელი ბრიტანეთია ლამის ერთი-ერთში. შეადარე ამ ყველაფერს ქვა-კლდოვანი როშარი აბსოლუტურად განსხვავებული ეკოსისტემით და თავის შადესმარით და პრიბამბასებით და თუ გინდა პოსტაპოკალპტური სკადრიალი და ამ ყველაფერს ზემოდან ეშენება ის რომ ერთ სამყაროში კოსმერეში ვითარდება ყველაფერი და პლანეტები ერთმანეთთან კავშირშია. ჯოს უბრალოდ იმდენი ფანტაზია არ ყოფნის როგორც ბრანდო სანდოს.

Posted by: Oberin1 16 Jan 2021, 22:30
4L3X
კი მაინტერესებს ეგ უბრალოდ 4 წიგნია მარტო გამოსული და კიდე ექვსი მანამ გამოვა რავი მეზარება ლოდინი :დდ

ისა და მე დროის ბორბალზე მაინტერესებდა როგორია თუ გაქვთ წაკითხული?

Posted by: 4L3X 17 Jan 2021, 00:07
Oberin1
მაშინ ელოდე 2030 წლამდე. lol.gif
რავი მე პარალელურად რამდენიმე სერიას ვკითხულობ და ამიტომ არ ვიწყენ.

Posted by: 4L3X 19 Jan 2021, 18:12

Posted by: 4L3X 20 Jan 2021, 21:02
ამერიკაში ურსულა ლე გუინს მიუძღვნეს მარკა

user posted image

მარკაზე სურათი რათქმაუნდა "წყვდიადის მარცხენა ხელი"-დან არის.

22 იანვარს 2 წლისთავი იქნება.

Posted by: Old City 21 Jan 2021, 02:59
QUOTE (4L3X @ 20 Jan 2021, 20:02 )
ამერიკაში ურსულა ლე გუინს მიუძღვნეს მარკა

user posted image

მარკაზე სურათი რათქმაუნდა "წყვდიადის მარცხენა ხელი"-დან არის.

22 იანვარს 2 წლისთავი იქნება.

love.gif


------------------------------------------------------------

Posted by: fork 22 Jan 2021, 20:55
4L3X
QUOTE
ამერიკაში ურსულა ლე გუინს მიუძღვნეს მარკა

ზღვამიწეთის ციკლზე არაფერი ისმის?
პირველი ორი და მორჩა?

ჰაინის ციკლზეც.

ნარნიაშიც გაჭედილი ვარ.

* * *
ეს უკანასკნელი ურსულასთან არაფერ შუაშია, უბრალოდ-აქაც დასასრულებელია და...

იმედია ამ ციკლებშიც საპკოვსკისთან დაკავშირებული შეუთანხმებლობის მსგავსი სიტუაცია არაა.

Posted by: WP-Rex 24 Jan 2021, 11:56
4L3X
QUOTE
ამერიკაში ურსულა ლე გუინს მიუძღვნეს მარკა

მარკა კი არა მაგათი დედა ვატირე რო ძეგლი არ დაუდგეს აქამდე.
ფანტასტიკის ჟანრს ბევრი "მეფე" ყავს, მაგრამ 'დედოფალი" ჩემთვის ერთია - ეს გენიალური ქალი <3



Posted by: Joiner 11 Feb 2021, 10:30
ნეტფლიქსი Redwall სერიის პირველ წიგნზე ანიმაციურ ფილმს გადაიღებს.
ასევე დაგეგმილია სერიის მეორე წიგნზე Martin the Warrior-ზე ანიმაციური სერიალის გადაღება.

https://www.hollywoodreporter.com/news/netflix-to-develop-redwall-animated-feature

Posted by: RedHaired 12 Feb 2021, 00:53
სალივანის ხმლების ქურდობას კითხულობთ ვინმე? ახლა ვამთავრებ პირველს, რაღაც საოცრება არაა მარა ნუ გაერთობა კაცი biggrin.gif გამოცემის თარიღი ვნახე და 3 წლის წინ აქვს პორტალს გამოშვებული და ხო არ იცით გეგმავენ თუ არა შემდეგი ნაწილების გამოცემასაც.
* * *
მგონიბარ ეყიდებათ და დაიკიდეს biggrin.gif

Posted by: 4L3X 19 Feb 2021, 17:35
პორტალმა ორამდე თვლა ისწავლა eek.gif

user posted image

როგორც იქნა სულ #მალე გამოვა ნ.კ ჯემისინის "ობელინსკის კარიბჭე", რომლის ილუსტრატორიც სანდრო სულაკაური გახლავთ!

Posted by: Eeescadaaa 19 Feb 2021, 20:32
QUOTE (4L3X @ 19 Feb 2021, 17:35 )
პორტალმა ორამდე თვლა ისწავლა eek.gif

user posted image

როგორც იქნა სულ #მალე გამოვა ნ.კ ჯემისინის "ობელინსკის კარიბჭე", რომლის ილუსტრატორიც სანდრო სულაკაური გახლავთ!

user posted image

------------------------

Posted by: dickinsona 22 Feb 2021, 00:03
QUOTE (4L3X @ 19 Jan 2021, 18:12 )

რა კარგი ჩენელი მაპოვნინე popcorn.gif popcorn.gif ;დ

მოკლედ, Final empire დავამთავრე და კი კარგია, მაგრამ რაღაც ვანილა შთაბეჭდილება დამიტოვა. სამყარო ძაან კარგია, უბრალოდ ეტყობა უფრო გორ და სისხლიანი ფენტეზი მომწონს :დ stormlight archive როგორია? რით განსხვავდება მისთბორნისგან?

Posted by: 4L3X 22 Feb 2021, 00:15
dickinsona
QUOTE (dickinsona @ 22 Feb 2021, 00:03 )
მოკლედ, Final empire დავამთავრე და კი კარგია, მაგრამ რაღაც ვანილა შთაბეჭდილება დამიტოვა. სამყარო ძაან კარგია, უბრალოდ ეტყობა უფრო გორ და სისხლიანი ფენტეზი მომწონს :დ  stormlight archive როგორია? რით განსხვავდება მისთბორნისგან?

Stormlight Archive-ში სამყარო უფრო დამუშავებულია, უფრო ღრმა და გაცილებით უფრო ფართოა. გაცილებით უფრო ეპიკურია. გმირები უფრო დამუშავებულები არიან, მთავარი გმირების უმრავლესობას რაღაც ფსიქოლოგიური პრობელემები აწუხებთ PTSD, პიროვნების გაორება, მელანქოლია და ა.შ. მოკლედ მიხვდები რომ სანდერსონმა "ნისლქმნილზე" მოთელა რომ მერე Stromlight Archive-ის აწერა დაეწყო. ნისლქმნილის მეორე წიგნში "აღმასვლის ჭაში" გაცილებით უფრო მეტი სისხლი და ნაწლავებია. gigi.gif

Posted by: dickinsona 22 Feb 2021, 00:54
4L3X

ხო, სადაც პირველი დავამთავრე, წავიკითხავ ბოლომდე :დ პერსონაჟებმა გამიტეხა ყველაზე მეტად, ელენდის კეთილი პრინცობა ძაან ნერვების მომშლელია :დ

აბერკრომბის ახალ ტრილოგიას ხომ არ კითხულობ? პირველი კანონი ძაან მომეწონა და სთენდელოუნები წავიკითხო თუ ახალი ტრილოგია, ვერ მოვიფიქრე ;დ

პ.ს. მთავარი რატომაც დიდად ვერ დავამუღამე მისთბორნი ისაა, რო მედივალ ბრძოლები მომწონს, ტაქტიკურდაც და უბრალოდ შეიარაღებაც. ხოდა ამ ალომანტურ ბრძოლებს ცალი თვალით ვკითხულობ :დ

Posted by: 4L3X 22 Feb 2021, 10:16
dickinsona
კი "პირველი კანონის" სიკველ ტრილოგიის გამოსული ორივე წიგნი წავიკითხე "A Little Hatred" და "The Trouble With Peace" ცალკემდგომი წიგნებიც კარგია, მითუმეტეს თუ შუა საუკუნოვანი ბრძოლები მოგწონს "The Heroes" გირჩევ. სამ დღიან ბრძოლაზეა ჩრდილოელებს და კავშირს შორის. "Better Served Cold"-შიც კარგი ბრძოლებია. წაიკითხე, წაიკითხე მეორე სერიოზული ჩეხვა გაიმართება ლუთადელში. ელენდი ისევ თეთრი პრინცია მაგას ვერაფერს ვერ უზავ თუმცა საინტერესო პერსონაჟი შემოდის ზეიდი. მე მომწონს ალომანტური ბრძოლები აი მეორე წინგში ნახავ ორი ნისლქმნილი ერთად რა შეუჩერებელი ძალაა თUნდაც ასეული ადამიანის წინაამღეგ smile.gif მაგარ ხოცვა-ჟლეტვას აწყობენ.

Posted by: dickinsona 24 Feb 2021, 21:55
4L3X

ჰო, აბერკრომბის ჩავუჯდები ამის მერე. მეორე წიგნი კარგად დაიწყო უკვე, ექშენი არის :დ

Posted by: dionise12 25 Feb 2021, 13:52
QUOTE (dickinsona @ 22 Feb 2021, 00:54 )


ელენდის კეთილი პრინცობა ძაან ნერვების მომშლელია :დ


The Hero Of Ages-ს რომ წაიკითხავ მერე ნახე ეს სპოილერი ელედნის კეთილ პრინცობაზე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: dickinsona 26 Feb 2021, 13:24
dionise12

აჰა, ოქეი, დავიმახსოვრებ :დ


Posted by: 4L3X 3 Mar 2021, 16:55
dionise12
QUOTE (dionise12 @ 25 Feb 2021, 13:52 )
The Hero Of Ages-ს რომ წაიკითხავ მერე ნახე ეს სპოილერი ელედნის კეთილ პრინცობაზე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ეხლა დავამთავრე The Hero of the Ages და ეგ ადგილი არც შემხვედრია drug.gif

Posted by: dionise12 3 Mar 2021, 21:01
QUOTE (4L3X @ 3 Mar 2021, 16:55 )
dionise12
QUOTE (dionise12 @ 25 Feb 2021, 13:52 )
The Hero Of Ages-ს რომ წაიკითხავ მერე ნახე ეს სპოილერი ელედნის კეთილ პრინცობაზე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ეხლა დავამთავრე The Hero of the Ages და ეგ ადგილი არც შემხვედრია drug.gif

ეგ არის The secret History-დან, მთლიანი ტრილოგიის(უფრი the hero of ages) მნიშვნელოვანი მოვლენების თხრობაა სხვა პერსპექტივიდან. ჰოდა მანდ კარგად ჩანს "უსუსური" ელენდი.

Posted by: 4L3X 3 Mar 2021, 21:03
QUOTE (dionise12 @ 3 Mar 2021, 21:01 )
ეგ არის The secret History-დან, მთლიანი ტრილოგიის(უფრი the hero of ages) მნიშვნელოვანი მოვლენების თხრობაა სხვა პერსპექტივიდან. ჰოდა მანდ კარგად ჩანს "უსუსური" ელენდი.

მადლობა. ეტყობა ეგეც უნდა წავიკითხო. ეხლა მივხდი თაიდაკარი ვინც არის. ჩემი გაკვირვება უსაზღვრო იყო.

Posted by: dionise12 3 Mar 2021, 21:06
QUOTE (4L3X @ 3 Mar 2021, 21:03 )
QUOTE (dionise12 @ 3 Mar 2021, 21:01 )
ეგ არის The secret History-დან, მთლიანი ტრილოგიის(უფრი the hero of ages)  მნიშვნელოვანი მოვლენების თხრობაა სხვა პერსპექტივიდან. ჰოდა მანდ კარგად ჩანს "უსუსური" ელენდი.

მადლობა. ეტყობა ეგეც უნდა წავიკითხო. ეხლა მივხდი თაიდაკარი ვინც არის. ჩემი გაკვირვება უსაზღვრო იყო.

უფრო მეორე ტრილოგიის მერე ჯობია წაკითხვა, მაგრამ მაგ სპოილერში ისეთი პერსონაჟი ჩანს, შენთვის უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ჯობია ახლა წაიკთხო და მერე twinborn ების ტრილოგია.

Posted by: 4L3X 25 Mar 2021, 17:46
MAGIC IS OUTDATED Pt. 2


Posted by: 4L3X 19 May 2021, 15:57
ჯო აბერკრომბის "სიგიჟის ხანის" ტრილოგიის ბოლო წიგნის "ბრბოთა სიბრძნის" ბრტინალუ ვერსიის გარეკანიც ვიცით როგორი იქნება. შეგახსენებთ რომ წიგნი ამა წლის 16 სექტემბერს გამოვა.

user posted image

Posted by: 4L3X 20 May 2021, 16:53
QUOTE (4L3X @ 19 May 2021, 15:57 )
ჯო აბერკრომბის "სიგიჟის ხანის" ტრილოგიის ბოლო წიგნის "ბრბოთა სიბრძნის" ბრტინალუ ვერსიის გარეკანიც ვიცით როგორი იქნება. შეგახსენებთ რომ წიგნი ამა წლის 16 სექტემბერს გამოვა. 

user posted image

ესეც ამერიკული

user posted image

Posted by: lepori 28 May 2021, 21:26
წავიკითე კიტ პედლერი და ჯერი დევისის
მუტანტ 99

https://www.amazon.com/Mutant-59-Plastic-Eaters-Kit-Pedler/dp/B000ZKSHGO

ნამდვილი მეცნ.ფანტასტიკის მოყვარულებს გირჩევთ
გუმანიტარული დრო-სივრცის კონტინიუმები და კვანტური აჯაფსანდალები არაა

ახლანდელი პანდემიურ გარემოშიც აქტუალურია
ქართული თარგმანი საშინელია
მაგრამ სჯობს ცუდი ვიდრე არაფერი biggrin.gif




Posted by: ქაფქიანა 29 May 2021, 13:07
lepori

ახლა წავიკითხე, თავს ძალას ვატანდი, რომ ბოლომდე გავსულიყავი. უსაზიზღრესი თარგმანია.

Posted by: lepori 29 May 2021, 13:33
ქაფქიანა
QUOTE
ახლა წავიკითხე, თავს ძალას ვატანდი, რომ ბოლომდე გავსულიყავი. უსაზიზღრესი თარგმანია.



ნამდვილად
როგორც ჩანს არც კორექტორს შეუწუხებია თავი დიდად biggrin.gif

Posted by: Joiner 10 Jun 2021, 23:46


Posted by: 4L3X 10 Jun 2021, 23:47
გილოცავთ ყველას, ყველას! bis.gif bis.gif bis.gif
არაჩვეულებრივი სიახლე თბილისის წიგნის ფესტივალზე!
ბრენდონ სანდერსონის „ნისლქმნილის“ ტრილოგიის დასკვნითი წიგნის მეორე, ბოლო ნაწილი!
ყველაფერი ცუდად და უარესადაა - ლუთადელსა და მთელ უკანასკნელ იმპერიას ფერფლი უწყვეტად ათოვს, ნისლი ცოცხალივით იქცევა. მსჯავრმდებელი მარში თავის მოკვლას ლამობს. კოლოსები ქალაქს ქალაქზე იღებენ და მათ იდუმალი, უცნობი ძალა მართავთ. უძლიერეს ხელისუფლად ქცეული, ალომანტი ელენდ ვენტური სამეფოს გადარჩენას ცდილობს. ამ ბრძოლაში მას ძველი, ერთგული მებრძოლები და ვინი უდგანან მხარში. სეიზდმა რელიგიების რწმენა დაკარგა, გადარჩენილის რელიგიის მიმდევრები კი სულ უფრო ძლიერდებიან და მრავლდებიან. ვინი, ელენდი და სეიზდი რაღაცას ეძებენ - ფაზლის ბოლო ნაჭერს, რომელმაც სრული სურათი უნდა დაგვანახვოს და ყველა კითხვას უპასუხოს.
ვინ იყო კელსიერი? ვინ იყო მბრძანებელი? რას ქადაგებდა ტერისელთა გამქრალი რელიგია? რა ძალა მართავს სინამდვილეში სამყაროს? რა გაათავისუფლა ვინმა აღზევების წყაროდან? და ბოლოს - ყველაზე მთავარი - ვინ არის ეპოქათა გმირი? გადაუღებელ ფერფვლასა და იდუმალებით მოცულ, შეცვლილ ნისლში ყველა კვანძი ერთიმეორის მიყოლებით იხსნება.
მთარგმნელი - მარიამ შენგელაია
ყდის დიზაინი - გაგა თურმანიშვილი

user posted image

Posted by: Loreley 19 Jun 2021, 17:21
ბარემ აქეთ მოვხვდი და:
ჰიჩჰაიკერი თუ ყველა წაიკითხეთ და რამე მასეთ პონტში გინდათ კიდევ + ევროვიზიის სეზონი მორჩა და მაგის მუღამზეც ხართ - ა წიგნი biggrin.gif

user posted image

Posted by: fork 21 Jun 2021, 14:36
4L3X
რა იციან ეს შუაზე გახლეჩა.... ყოფილიყო ერთი კოხტა სქელტანიანი წიგნი, შეაშინებდა ვინმეს?

Posted by: Pepper_Crowley 21 Jun 2021, 21:31
QUOTE (4L3X @ 10 Jun 2021, 23:47 )
გილოცავთ ყველას, ყველას! bis.gif bis.gif bis.gif
არაჩვეულებრივი სიახლე თბილისის წიგნის ფესტივალზე!
ბრენდონ სანდერსონის „ნისლქმნილის“ ტრილოგიის დასკვნითი წიგნის მეორე, ბოლო ნაწილი!
ყველაფერი ცუდად და უარესადაა - ლუთადელსა და მთელ უკანასკნელ იმპერიას ფერფლი უწყვეტად ათოვს, ნისლი ცოცხალივით იქცევა. მსჯავრმდებელი მარში თავის მოკვლას ლამობს. კოლოსები ქალაქს ქალაქზე იღებენ და მათ იდუმალი, უცნობი ძალა მართავთ. უძლიერეს ხელისუფლად ქცეული, ალომანტი ელენდ ვენტური სამეფოს გადარჩენას ცდილობს. ამ ბრძოლაში მას ძველი, ერთგული მებრძოლები და ვინი უდგანან მხარში. სეიზდმა რელიგიების რწმენა დაკარგა, გადარჩენილის რელიგიის მიმდევრები კი სულ უფრო ძლიერდებიან და მრავლდებიან. ვინი, ელენდი და სეიზდი რაღაცას ეძებენ - ფაზლის ბოლო ნაჭერს, რომელმაც სრული სურათი უნდა დაგვანახვოს და ყველა კითხვას უპასუხოს.
ვინ იყო კელსიერი? ვინ იყო მბრძანებელი? რას ქადაგებდა ტერისელთა გამქრალი რელიგია? რა ძალა მართავს სინამდვილეში სამყაროს? რა გაათავისუფლა ვინმა აღზევების წყაროდან? და ბოლოს - ყველაზე მთავარი - ვინ არის ეპოქათა გმირი? გადაუღებელ ფერფვლასა და იდუმალებით მოცულ, შეცვლილ ნისლში ყველა კვანძი ერთიმეორის მიყოლებით იხსნება.
მთარგმნელი - მარიამ შენგელაია
ყდის დიზაინი - გაგა თურმანიშვილი

user posted image

აი საშინელი ყდაა..

ელენდის ნაცვლად კისერზეყურებიანი ლევან ვასაძე რატო დახატეს?!

Posted by: 4L3X 21 Jun 2021, 21:50
QUOTE (Pepper_Crowley @ 21 Jun 2021, 21:31 )
ელენდის ნაცვლად კისერზეყურებიანი ლევან ვასაძე რატო დახატეს?!

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

კარგი იყო up.gif

Posted by: didi bege 26 Jun 2021, 19:49
QUOTE (lepori @ 28 May 2021, 20:26 )
წავიკითე კიტ პედლერი და ჯერი დევისის
მუტანტ 99

https://www.amazon.com/Mutant-59-Plastic-Eaters-Kit-Pedler/dp/B000ZKSHGO

ნამდვილი მეცნ.ფანტასტიკის მოყვარულებს გირჩევთ
გუმანიტარული დრო-სივრცის კონტინიუმები და კვანტური აჯაფსანდალები არაა

ახლანდელი პანდემიურ გარემოშიც აქტუალურია
ქართული თარგმანი საშინელია
მაგრამ სჯობს ცუდი ვიდრე არაფერი biggrin.gif

90 იანებში მაქვს წაკითხული ქართულად მე მგონი,
პლასტმას რომ ნთქავს, ის არ არიის ???

Posted by: lepori 26 Jun 2021, 20:30
didi bege
QUOTE
90 იანებში მაქვს წაკითხული ქართულად მე მგონი,
პლასტმას რომ ნთქავს, ის არ არიის ???

კი ეგაა
ორიგინალში ჰქვია Mutant 59: The Plastic Eater
ქართულად მხოლოდ "მუტანტ 59" smile.gif


Posted by: FullbackAce 9 Jul 2021, 20:29
Wheel of Time იმდენჯერ მირჩიეს ვიფიქრე ბოლოს და ბოლოს წავიკითხავ თქო. 3 წიგნი დავამთავრე და მე ესეთი უაზრობა ცხოვრებაში არ წამიკითხავს help.gif კვირის პალიტრის დონეა.

საპკოვსკის ანთოლოგიები(პირველი 2 წიგნი) დავამთავრე, კარგი საკითხავი იყო, დანარჩენები ჯერ არ დამიწყია, ამ Wheel of Times ალბათ მალე გადავდებ გვერძე და მივუბრუნდები საპკოვსკის.

LOTR ის და SOIAF-ის მერე რთულია ფენტეზის წაკითხვა, იმათთან შედარებით უმეტესობა ისეთი დაბალი დონეა მაშინვე ეტყობა plot hole-ბი და ნაკლოვანებები user.gif

Posted by: 4L3X 9 Jul 2021, 20:46
FullbackAce
https://forum.ge/?f=18&showtopic=35192697 სცადე yes.gif

Posted by: FullbackAce 9 Jul 2021, 20:55
QUOTE (4L3X @ 9 Jul 2021, 20:46 )
FullbackAce
https://forum.ge/?f=18&showtopic=35192697 სცადე yes.gif

ვიჩერს რო დავამთავრებ მერე ავარჩევ ახალს.

არ გადამიწყვეტია ჯერ რა იქნება.

სენდერსონიც ბევრმა მირჩია მაგრამ დუნიც წასაკითხი მაქვს და რავი ვნახავ. ადრე თუ გვიან ყველას წავიკითხავ.

Posted by: 4L3X 9 Jul 2021, 21:06
FullbackAce
მე, როგორც "დუნას", "მხედვარის" და ბრანდონ სანდერსონი ორი სერიის წამკითხველმა გირჩევ რომ გადადო, ანჟეი საპკოვსკიც და ფრენკ ჰერბერტიც და "ნისლქმნილი" ან კიდევ უკეთესი "Stormlight Archive" წაიკითხო. ჩემი რჩევაა, აწი შენ იცი.

Posted by: FullbackAce 9 Jul 2021, 21:17
QUOTE (4L3X @ 9 Jul 2021, 21:06 )
FullbackAce
მე, როგორც "დუნას", "მხედვარის" და ბრანდონ სანდერსონი ორი სერიის წამკითხველმა გირჩევ რომ გადადო, ანჟეი საპკოვსკიც და ფრენკ ჰერბერტიც და "ნისლქმნილი" ან კიდევ უკეთესი "Stormlight Archive" წაიკითხო. ჩემი რჩევაა, აწი შენ იცი.

რომელი გადავდო, ბორბალი ? კი 5 წიგნი მაქვს ნაყიდი უკვე და რო მოვრჩები დანარჩენების ყიდვას აღარ ვაპირებ, ულოგიკო და უგზოუკლოდ დაკარგული სცენარი აქვს. მანამდე ვარჩევ ახალს.

მხედვარს მივიყვან ბოლომდე ალბათ და მერე სანდერსონს დავიწყებ მაგრამ ამდენი გადაბმული ხმალაობის შემდეგ შეიძლება ცოტა პაუზის აღება და საიფაის ჩაკვეტება შუაში.


Posted by: 4L3X 9 Jul 2021, 21:34
FullbackAce
QUOTE (FullbackAce @ 9 Jul 2021, 21:17 )
საიფაის ჩაკვეტება შუაში.

Liu Cixin-ის Remembrance of Earth's Past ტრილოგია. მერე მეტყვი მადლობას gigi.gif

Posted by: Henyd0r1 14 Jul 2021, 08:45
დროის ბორბლის წაკითხვა არაა იოლი sad.gif თავისი ბევრი მინუსი აქვს, კი, მაგრამ თუ დაუმუღამებ, ვერ მოეშვები

Posted by: fork 15 Jul 2021, 20:35
მარტინის ახალი ვარგა რამედ?
პორტალში როა.
კაი ფასი კი ადევს, მარა ლამაზია და ილუსტრირებულიც იქვე.

Posted by: _GHOST_ 13 Aug 2021, 10:26
ვიფიქრე, the witness of the dead-ამდე the goblin emperor-ს( პირველ ნაწილს) გადავიკითხავ მეთქი, მეორე ჯერზეც კარგად იკითხება. :დ up.gif

Posted by: didi bege 18 Aug 2021, 16:09
ამ ბოლო დროს ისევ ამერიკულ ოქროს ხანას და მოკლე ნოველებს დავუბრუნდი, აი მართლა სხვა დონეა რა

Posted by: 4L3X 18 Aug 2021, 16:45
didi bege
QUOTE (didi bege @ 18 Aug 2021, 16:09 )
ამ ბოლო დროს ისევ  ამერიკულ ოქროს ხანას და მოკლე ნოველებს დავუბრუნდი, აი მართლა  სხვა დონეა რა

რომელია თქვენთვის "ამერიკული ოქროს ხანა"?

Posted by: didi bege 18 Aug 2021, 16:50
QUOTE (4L3X @ 18 Aug 2021, 15:45 )
didi bege
QUOTE (didi bege @ 18 Aug 2021, 16:09 )
ამ ბოლო დროს ისევ  ამერიკულ ოქროს ხანას და მოკლე ნოველებს დავუბრუნდი, აი მართლა  სხვა დონეა რა

რომელია თქვენთვის "ამერიკული ოქროს ხანა"?

მარტო ჩემთვის არა smile.gif
30 იანი წლებიდან 50 -ების ჩათვლით ეძახიან ამერიკული ფანტასტიკის ოქროს ხანა

საიმაკი, ბრედბერი, ვან ვოგტი, ჰენრი კატნერი, ჯეკ ვენსი და რავი ბევრია კიდე
ბრაუნი

Posted by: 4L3X 18 Aug 2021, 19:49
didi bege
ჩემთვის 60-70-იანები. კლარკი, ურსულა, კურტ ვონეგუტი, ჰაინლაინი, ლარი ნივენი, ზელაზნი etc

Posted by: Henyd0r1 19 Aug 2021, 11:44
ჰაინლაინს ვკითხულბო ახლა „მთვარე - მკაცრი მასპინძელია" და აი
ძალიან საინტერესო და რამე
მაგრამ მაინც ცივია რაღაცნაირად. უხეში წერის მანერა აქვს ამ კაცს

Posted by: didi bege 2 Sep 2021, 13:45
კიდევ ერთ ძალიან მაგარ მწერალს გავიხსენებ,
Lloyd Biggle, Jr.
პირველად, რაღაც რუსულ ჟურნალში წავიკითხე მე მგონი 90იანებში.
ჩემთვის ერთერთი ფავორიტი მწერალია
უცბად ეს ორი გამახსენდა
"Monument"
"The Tunesmith"

Posted by: Eeescadaaa 2 Sep 2021, 21:43

ხალხო თუ უყურეთ The Wheel of Time-ს ტრეილერს და რას ფიქრობთ???

user posted image

Posted by: G_saxva 8 Sep 2021, 11:05
მეგობრებო კარგი ფენტეზი მირჩიეთ რომლის წაკითხვაც ქართულ ენაზე შესაძლებელია. პორტალის გამოშვებული წიგნები ყველა მაქვს წაკითხული და მსგავს სტილში თუ რაიმე იქნება და მირჩევთ მადლობელი ვიქნები.

Posted by: 4L3X 8 Sep 2021, 11:33
QUOTE (G_saxva @ 8 Sep 2021, 11:05 )
მეგობრებო კარგი ფენტეზი მირჩიეთ რომლის წაკითხვაც ქართულ ენაზე შესაძლებელია. პორტალის გამოშვებული წიგნები ყველა მაქვს წაკითხული და მსგავს სტილში თუ რაიმე იქნება და მირჩევთ მადლობელი ვიქნები.

ბრანდონ სანდერსონი "ნისლქმნილი" - "წიგნები ბათუმში"
ჯო აბერკრომბი "პირველი კანონი" - "წიგნები ბათუმში"
პატრიკ როტფუსი "მეფისმკვლელის ქრონიკები" - "წიგნები ბათუმში"
ჯორჯ მარტინი "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა" - "არეტე"

Posted by: mepar 8 Sep 2021, 11:51
შემოიხედეთ ჩემს გვერდზე მაქვს წიგნების ვიდეო რეცენზიები

https://www.youtube.com/watch?v=0MQgEnf8NFo&t=1s
https://www.youtube.com/watch?v=JDQcSj1qVq8&t=935s
https://www.youtube.com/watch?v=cn-rPmIC3U0&t=475s





Posted by: G_saxva 9 Sep 2021, 09:56
4L3X
QUOTE
ბრანდონ სანდერსონი "ნისლქმნილი" - "წიგნები ბათუმში"
ჯო აბერკრომბი "პირველი კანონი" - "წიგნები ბათუმში"
პატრიკ როტფუსი "მეფისმკვლელის ქრონიკები" - "წიგნები ბათუმში"
ჯორჯ მარტინი "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა" - "არეტე"

მადლობა დიდი ამ თანმიმდევრობით წავიკითხავ smile.gif

Posted by: ქაფქიანა 13 Sep 2021, 12:58
mepar

იუთუბზეც დაგიკომენტარე და აქაც მოგწერ, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ვუყურე ,,ცეცხლი უფსკრულზე"-ს განხილვას. ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო. როდესაც მთარგმნელი ხარ ამ ნაწარმოების, ლამის ავტორივით გიყვარდება, გული შეგტკივა და სადაც თვალს მოჰკრავ, გული გიფანცქალებს. მე ვერავითარ შეფასებას ვერ დავდებ, რადგან ა პრიორი სუბიექტური და მიკერძოებული ვიქნები, მაგრამ გავიმეორებ, რომ როგორც მთარგმნელმა, ძალიან ვისიამოვნე.

რაც შეეხება პრიქველ-სიქველს, ტრილოგიაა. თვითონ ,,ცეცხლი უფსკრულზე" მიუხედავად იმისა, რომ ქრონოლოგიურად პირველი დაიწერა, ამ ტრილოგიაში მეორე ადგილს იკავებს. თუ შემიკვეთენ კვლავ, უდიდესი სიამოვნებით ვთარგმნიდი დანარჩენ ორსაც.

და ჰო, კიდევ. ,,პორტალი" არ არის გამომცემლობა. გამომცემლობა არის ,,პალიტრა ლ", ,,პორტალი" კი მისი სერიაა, - ფანტასტიკური წიგნების.

Posted by: isa_da 13 Sep 2021, 15:00
mepar

სანამ ვიდეოების ჩავუჯდებოდი გადახედე ზოგადად შენს ჩენელს, რომ მენახა თუ რა განხილვები გქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულ სხვა შინაარსის და კატეგორიის ვიდეობიც გქონდა. რჩევასავით თუ მიიღებ , ჩემი აზრით აჯობებს, რომ 1 კატეგორიის ვიდეობი გქონდეს ამ ან სხვა ჩენელში და დანარჩენი ვიდეობი კიდე სხვაგან გაუშვა. დიუნის განხილვა მინდოდა მაგალითად მე და იქვე პოლიტიკის და განათლების ვიდეოებიც გაიჩითა.

კარგად საქმეს აკეთებ და ასე გააგრძელე up.gif

Posted by: mepar 25 Sep 2021, 17:35
ქაფქიანა
მადლობა შენს კომენტარზე მეტად არაფერი გამხარებია ვირტუალურ სივრცეში
isa_da
ვცდილობ იყოს ანალიტიკური და ამიტომ ყველაფერს ერთად ვაკეთებ, სხვათაშორის კარგი კითხვა შემიძლია, ბავშვობას მხატვრულ კითხვის მიზეზით პირველ არხზეც გამოვსულვარ, მსახიობობაც მგონი შემიძლია, ვფიქრობ აუდიო წიგნები გავაკეთო. მაგრამ იქნებ დამარიგოთ რითი ჩავწერო და როგორ დავამონტაჟო რომ კარგი გამოვიდეს, კომპიუტერში პროფანი არ ვარ მაგრამ დახმარება დამჭირდება.

ეს კი სულ ახალი რევიუ ჰაინლაინის წიგნისა

Posted by: Joiner 6 Oct 2021, 10:35
https://www.tor.com/2021/10/05/ursula-k-le-guins-the-dispossessed-to-become-tv-series/



ლოცვა გავაძლიეროთ. user.gif

ჯერ სტუდია და სცენარისტები არაა დამტკიცებული.

Posted by: 4L3X 6 Oct 2021, 11:01
Joiner
Foundation-ის მერე მე ვლოცულობ რომ აღარ გაუკეთონ წიგნებს ეკრანიზაცია user.gif

Posted by: Henyd0r1 8 Oct 2021, 09:28
ჩემდა ჭირად დროის ბორბალის მე-6-ეს შევერკინე sad.gif
ადრე მქონდა დაწყებული 'ქაოსის ლორდი', მაგრამ მივაგდე მერე რაღაც, ახლა გუშინ დავიწყე ისევ თავიდან და 1%-ში იმდენი რაღაც მოხდა, ეჭვი მაქვს კარგა ხანი მომიწევს გაწელვა.

ეგაა რა, ჯორდანი რაც ა რუნდა აკრიტიკო, მისი დიდი წიგნები მართლა დიდია რა. უუამრავი რამ ხდება უამრავი პერსონაჟით და უამრავი საინტერსო პატარ-პატარა პასაჟებით. დაგტანჯავს მარტო ეს რომ იკითხო

Posted by: nick_el_son 8 Oct 2021, 15:57
QUOTE (didi bege @ 2 Sep 2021, 13:45 )
კიდევ ერთ ძალიან მაგარ მწერალს გავიხსენებ,
Lloyd Biggle, Jr.
პირველად, რაღაც რუსულ ჟურნალში წავიკითხე მე მგონი 90იანებში.
ჩემთვის ერთერთი ფავორიტი მწერალია
უცბად ეს ორი გამახსენდა
"Monument"
"The Tunesmith"

up.gif

Monument
The Still, Small Voice of Trumpets

ძაან კაია

yes.gif

Posted by: tomhardy 11 Oct 2021, 23:06
ბეჭდების მბრძანებელი, სამეფო კარის თამაშები, დასაბამი, დიუნი, მარსის ქრონიკები, პირველი კანონი (მესამე ნაწილი დამრჩა წასაკითხი) < ესენი წაკითხული მაქვს. პატრიკ რუტფუსიც მაქვს სიაში მაგრამ როგორც აქ მირჩიეს ველოდები სანამ არ გამოვა ბოლომდე და კიდე ნისლქმნილიც წასაკითხი მაქვს და რომელს მირჩევდით კიდევ ?

Posted by: 4L3X 11 Oct 2021, 23:11
tomhardy
EXPANSE ნოემბერში გამოვა ბოლო, X წიგნი.

Posted by: mail10 11 Oct 2021, 23:14
tomhardy
ვერნონ ვინჯის ცეცხლი უფსკრულზე, ძალიან საინტერესოა. ყვავების ექვსეული, ეკლების უფლისწულიც მომწონს. შუშის ტახტი, ნისლისა და მრისხანების სამეფოც კარგებია
აზიმოვის მარადისობის აღსასრული

Posted by: tomhardy 12 Oct 2021, 00:10
4L3X
mail10
მადლობა დავამატებ სიაში

Posted by: nick_el_son 12 Oct 2021, 01:11
tomhardy
როჯერ ზელაზნის "ამბერის ქრონიკები"

10 ტომია: კორვინის ხუთწიგნეული და მერლინის ხუთწიგნეული.

https://www.goodreads.com/series/40859-the-chronicles-of-amber

ქართულადაც არის ყველა თარგმნილი თუ მშობლიურ ენაზე წაკითხვა გირჩევნია yes.gif





user posted image

Posted by: fork 12 Oct 2021, 03:47
nick_el_son
QUOTE
როჯერ ზელაზნის "ამბერის ქრონიკები"

10 ტომია: კორვინის ხუთწიგნეული და მერლინის ხუთწიგნეული.

რომელი გამომცემლობისაა?
ბიჯოს, რატო არ ვიცოდი?

* * *
და რაც მთავარია-იშოვება?
ელექტროწიგნები არ მიყვარს.
ასწორებს ფურცლებს რომ ვაშრიალებ.

Posted by: Joiner 12 Oct 2021, 10:11
fork
იშოვება yes.gif

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობისაა.
მე რამოდენიმე წლის წინ ვიყიდე ფესტივალზე ყველა ერთად.

Posted by: nick_el_son 12 Oct 2021, 11:29
fork
წესით უნდა იშოვებოდეს წიგნის მაღაზიებში ან თავად ილიაუნიში.

მეც ფესტივალზე ვიყიდე ყველა ერთად კაი ხნის წინ yes.gif


Posted by: fork 13 Oct 2021, 02:18
Joiner
nick_el_son
მადლი, ჩამოვალ დედაქალაქში და დავძებნი.

Posted by: Pepper_Crowley 13 Oct 2021, 22:22
QUOTE
ბიჯოს, რატო არ ვიცოდი?

+1
დავეცე ერთი ბიბლუსს.
გაგონილი კი მქონდა მაგრამ არასდროს დავინტერესებულვარ.


Posted by: mepar 31 Oct 2021, 15:23
დიუნის ვიდეო განხილვა ქართულად (პრემიერა დღეს 18:00 საათზე)




ესეც წიგნის რევიუ (იყოს მაინც)


Posted by: Joiner 2 Nov 2021, 19:59
Warner Bros ბრედლი კუპერის პროდიუსერობით ჰიპერიონის ფილმად გადაღებას აპირებს user.gif

https://deadline.com/2021/11/bradley-cooper-set-hyperion-at-warner-bros-with-graham-king-1234865881/

Posted by: Eeescadaaa 2 Nov 2021, 20:08
QUOTE (Joiner @ 2 Nov 2021, 19:59 )
Warner Bros ბრედლი კუპერის პროდიუსერობით ჰიპერიონის ფილმად გადაღებას აპირებს user.gif

https://deadline.com/2021/11/bradley-cooper-set-hyperion-at-warner-bros-with-graham-king-1234865881/


ჰიპერიონი ფილმად როგორ უნდა გადაიღოს? spy.gif

Posted by: 4L3X 5 Nov 2021, 11:22
The WORST Fantasy Fans


I like Terry Goodkind lol.gif lol.gif lol.gif

აბა ვინ ამოიცნო თავისი თავი gigi.gif

Posted by: _GHOST_ 5 Nov 2021, 12:01
ჰიპერიონი ფილმად მართლა როგორ უნდა გადაიღოს, სამ ნაწილად თუ არ გაყოფს. :დ

Posted by: Eeescadaaa 5 Nov 2021, 15:30
QUOTE (4L3X @ 5 Nov 2021, 11:22 )
The WORST Fantasy Fans



gay people didn't exist before Freddie Mercury givi.gif

for my casting of Kaladin I just want it be Chris Pratt lol.gif lol.gif ew ესეთი ფენტეზი ფანიც არსებობს? lol.gif





Posted by: 4L3X 5 Nov 2021, 16:40
QUOTE (Eeescadaaa @ 5 Nov 2021, 15:30 )
for my casting of Kaladin I just want it be Chris Pratt lol.gif lol.gif ew ესეთი ფენტეზი ფანიც არსებობს? lol.gif

არადა Chris Pratt სერიოზული miscast იქნება კალადინის როლზე.

Posted by: Eeescadaaa 5 Nov 2021, 16:56
QUOTE (4L3X @ 5 Nov 2021, 16:40 )
QUOTE (Eeescadaaa @ 5 Nov 2021, 15:30 )
for my casting of Kaladin I just want it be Chris Pratt lol.gif  lol.gif  ew ესეთი ფენტეზი ფანიც არსებობს?  lol.gif

არადა Chris Pratt სერიოზული miscast იქნება კალადინის როლზე.


ნამდვილად worst fantasy fan -ებია gigi.gif

Posted by: Henyd0r1 16 Nov 2021, 10:26
'მეფეთა გზის' რერიდი დავიწყე. სანამ მეოთხე ნაწილზე გადავალ, მინდა კარგად გავიხსნეო წინა სამი.
ამჯერად ბეეეევრად მარტივი აღმოჩნდა შტორმლაითის კითხვა. დღეში 100 გვერდი ისე მიდის როგორც არაფერი.

თუუმცა, ემანდ ხემსი ფენტეზიც რომ არ მოვიკლოთ, ვერ მოვითმინე და 'დამსჯელების' სერიის მეორე ნაწილი დავიწყე

Меня зовут Дэвид Чарльстон.

Я убиваю людей с суперспособностями.

bis.gif

სულ რომ სანდერსონის მოყვარული არ იყოსთ, Boys ან/და Invincible თუ მოგწონთ, 'ფოლადის გული' უეჭველად უნდა წაიკითხოთ.

Posted by: Henyd0r1 22 Nov 2021, 08:42

სანდერსონის შტორმლაითი ვისაც გაქვთ წაკითხული, თუნდაც მარტო მეფეთა გზა - შემეხმიანეთ
კარგი ფბ ჯგუფი გავაკეთეთ და დაგამატებთ
ჯერჯერობით მოხლოდ პირველ ნაწილზეა სპოილერ-ფრი

Posted by: dionise12 22 Nov 2021, 14:52
QUOTE (Henyd0r1 @ 22 Nov 2021, 08:42 )
სანდერსონის შტორმლაითი ვისაც გაქვთ წაკითხული, თუნდაც მარტო მეფეთა გზა - შემეხმიანეთ
კარგი ფბ ჯგუფი გავაკეთეთ და დაგამატებთ
ჯერჯერობით მოხლოდ პირველ ნაწილზეა სპოილერ-ფრი

old.gif , სანდერსონის თემაში ხომ არ ჯობდა პოსტი ? ველოდები ინვაითს

Posted by: 4L3X 22 Nov 2021, 14:59
Henyd0r1
დადე ლინკი yes.gif

Posted by: 4L3X 23 Nov 2021, 15:08
როგორც იცით, ერთ კვირაში გამოვა THE EXPANSE სერიის უკანასკნელი წიგნი Leviathan Falls. ამასთან დაკავშირებით დაიდო წიგნის პირველი თავი
https://www.polygon.com/22796464/expanse-leviathan-falls-final-book-excerpt

Posted by: Henyd0r1 23 Nov 2021, 21:23
dionise12
4L3X

ფბ-ზე დამამატეთ, მომწერეთ და დაგამატებთ
https://www.facebook.com/isuladze/

სანდერსონის,აბერკრომბის და ცალ-ცალკე სხვა ფენტეზი ავტორების თემებს ვერ ვწყალობ, მერევა მერე სად რა იწერება ;დ ჯობს აქ იყოს გაერთიანებული. ჯამში მაინც 20 მკითხველი ჰყავს ყველას ერთად :დ


კსტასი, ვოტ-ის სერიალის პირველი 3 სერია გამოვიდა და ნახეთ? მოაყარეთ აბა ვინ რას ფიქრობთ

Posted by: Joiner 24 Nov 2021, 18:34
ამაზონი Mass Effect-ის ადაპტაციას გეგმავს.
Wheel of Time-ის წარმატების გამო სტუდია სხვა ფრენჩაიზებსაც უმიზნებს. ხმებია რომ სტუდიის პრიორიტეტი ფენტეზი პროექტები იქნება.

Posted by: Eeescadaaa 24 Nov 2021, 23:43
QUOTE (Henyd0r1 @ 23 Nov 2021, 21:23 )

კსტასი, ვოტ-ის სერიალის პირველი 3 სერია გამოვიდა და ნახეთ? მოაყარეთ აბა ვინ რას ფიქრობთ


მე მომეწონა, თუ გავითვალისწინებთ პირველ წიგნს, კარგია
იმდენად გავს ლოტრს, საკმაოდ ძნელად ადაპტირებადია, თან იმდენად ინტერნალია ყველა user.gif როგორც წიგნები გახდა თანდათან უეთესი ამასაც აქვს პოტენციალი იმჰო



რაც შეეხება ფენტეზ შოუებს კარგია, ყველა თუ არა ზოგი მაინც ჰომ გამოვა კარგი old.gif


Posted by: Joiner 24 Nov 2021, 23:55
QUOTE (Eeescadaaa)
რაც შეეხება ფენტეზ შოუებს კარგია, ყველა თუ არა ზოგი მაინც ჰომ გამოვა კარგი

იმედია ამაზონის ბნელი კოშკის ბედს არ გაიზიარებს ბევრი. ხელმძღვანელობას პილოტი ეპიზოდი არ მოეწონა და მთლიანი პროექტი დაიკიდეს. user.gif

Posted by: Eeescadaaa 25 Nov 2021, 00:12
QUOTE (Joiner @ 24 Nov 2021, 23:55 )
QUOTE (Eeescadaaa)
რაც შეეხება ფენტეზ შოუებს კარგია, ყველა თუ არა ზოგი მაინც ჰომ გამოვა კარგი

იმედია ამაზონის ბნელი კოშკის ბედს არ გაიზიარებს ბევრი. ხელმძღვანელობას პილოტი ეპიზოდი არ მოეწონა და მთლიანი პროექტი დაიკიდეს. user.gif


არ ვიცოდი თუ იღებდნენ სერიალს, ფილმი კი მახსოვს რომ არ ვარგოდა gigi.gif

Posted by: Henyd0r1 26 Nov 2021, 15:26
მე არ მომეწონა bis.gif
ჯერჯერობით 6.5/10

ისეთი დეტალები შეცვალეს ფლოთში, ვერ ვპატიობ

Posted by: RedHaired 27 Nov 2021, 17:17
ბათუმის ყველა ფენტეზი წავიკითხე, პორტალის დაუმთავრებელი სერიები დაწყებული მაქვს, ახლის დაწყება მინდა და ვერაფერი ვნახე. სხვა გამომცემლობებს აქვთ რამე ამ ჟანრში გამოცემული? ვერ ვიპოვე ვერაფერი და თუ იცით რამე ( young adult არა, არც გოტ, ლოტრ, ჰპ და ბნელი კოშკი)

Posted by: Joiner 27 Nov 2021, 17:23
RedHaired
იმპერატორო ჟელაზნის ამბერის ქრონიკებს გირჩევთ.
ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობას აქვს გამოშვებული.

Posted by: Eeescadaaa 27 Nov 2021, 17:54
QUOTE (Henyd0r1 @ 26 Nov 2021, 15:26 )
მე არ მომეწონა bis.gif
ჯერჯერობით 6.5/10

ისეთი დეტალები შეცვალეს ფლოთში, ვერ ვპატიობ


მეტი up.gif
პერინი down1.gif
ტომი სულ სხვა პერსონაჟია old.gif
* * *

რამე ახალი თუ იქნება წიგნების ფესტივალზე ჰომ არ იცით? popcorn.gif

Posted by: Henyd0r1 29 Nov 2021, 20:15
QUOTE (Eeescadaaa @ 27 Nov 2021, 17:54 )
QUOTE (Henyd0r1 @ 26 Nov 2021, 15:26 )
მე არ მომეწონა  bis.gif
ჯერჯერობით 6.5/10

ისეთი დეტალები შეცვალეს ფლოთში, ვერ ვპატიობ


მეტი up.gif
პერინი down1.gif
ტომი სულ სხვა პერსონაჟია old.gif
* * *

რამე ახალი თუ იქნება წიგნების ფესტივალზე ჰომ არ იცით? popcorn.gif

Eeescadaaa

მეტი ძალიან კარგია პროსტა კარმანშიკად რომ გამოიყვანეს არ მომოეწნა
ასევე:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


თუმცა, ვაღიარებ, მე4 სერია გაცილებით მაღლა დგას.
განსაკუთრებით, ლოგეინის პერსონაჟის ხარჯზე popcorn.gif ძაან კაია

ა, ხო, ტომ მერილინი თავიდან ის შავი მეგონა ;დ ორ მდინარეში რომ მოდის რაღაც მაიმუნობებით და კინაღამ გულმა მრეკა ;დ
განსხვავებულია ეს ტომ, თუმცა ნაღდად საინტერესოა. არ გამოვრიცხავ, აჯობოს წიგნისას.

ეს კიდევ, თამამად დადგა პოდრიკის და ბაბუაწვერას სიმღერების გვერდით <3

https://www.youtube.com/watch?v=sdBhvliENng&ab_channel=Vidl88

ვინც ვიდეოს ჩასმა იცით ჩასვით ;დ

Posted by: 4L3X 29 Nov 2021, 20:26
Henyd0r1
დაბერდი კაცი ამ ფორუმზე და ვიდეოს ჩასმა როგორ არ იცი? gigi.gif


Posted by: Eeescadaaa 30 Nov 2021, 00:21
Henyd0r1

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მე4 ში ბევრი რაღაც გვაჩვენეს და აგვიხსნეს აეს სედაებზე და რა განსხვავებულები არიან, ეგ მომეწონა, მაგათი დამოკიდებულება ერთმანეთში. + ლანი და ნაინივი და რა თქმა უნდა ლოგეინი chups.gif


Posted by: Henyd0r1 30 Nov 2021, 13:12
4L3X

;დდდდ
გესწავლებია შეკაცო ბარემ :დ

Eeescadaaa

ეგვეინის და პერინის წყვილიც არ მომწონს, აი რაღაცა თითქოს ძაფები იბმება, რომლებიც არ უხდება ამ ამბავს და ზედმეტია
+ ამათი დივერსითი შევარცხვინ ემე რა
ყველა მეორე პერსონაჟი კარტოშკას რატო გავს :@@

Posted by: 4L3X 30 Nov 2021, 13:14
Henyd0r1
QUOTE (Henyd0r1 @ 30 Nov 2021, 13:12 )
გესწავლებია შეკაცო ბარემ :დ

ციტირება გაუკეთე და ნახავ.

Posted by: G_saxva 30 Nov 2021, 22:37
მეგობრებო მაინტერესებს "ნისლქმნილ" თან დაკავშირებით. ბიბლუსში 2 ტომია რომელსაც აწერია მესამე წიგნის 1-2 ტომიო. როგორც ვხვდები მანამდე კიდევ ორი წიგნია დაწერილი და იქნებ მითხრათ იგივე სახელწოდებითაა თუ არა. ასევე თუ არის ნათარგმნი?

Posted by: fork 30 Nov 2021, 22:43
G_saxva
უკანასკნელი იმპერია და აღზევების წყარო ქვია პირველ ორ ტომს
და ზორბა ტომებია უფრო.

* * *
user posted image

აგერ ოთხივენიცა!

Posted by: G_saxva 1 Dec 2021, 12:20
fork
მადლობა. დავიტანჯე ბიბლუსის კონსულტანტების ხელში sad.gif

Posted by: Joiner 4 Dec 2021, 07:35
წიგნი კარგია და იმედია სერიალიც გაამართლებს.

Posted by: mepar 5 Dec 2021, 17:11
ართურ ს კლარკის "ბავშვობის დასასრულის" ვიდეო განხილვა

Posted by: Henyd0r1 7 Dec 2021, 17:08
ვოტის მე-5 სერია ნახეთ? ___________________

Posted by: 4L3X 7 Dec 2021, 17:37
QUOTE (Henyd0r1 @ 7 Dec 2021, 17:08 )
ვოტის მე-5 სერია ნახეთ?

ვნახე დიახ. გისმენ.

Posted by: Eeescadaaa 7 Dec 2021, 18:06
QUOTE (Henyd0r1 @ 7 Dec 2021, 17:08 )
ვოტის მე-5 სერია ნახეთ? ___________________


რაო?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


სერიალის თემაში დავწერე მე ჩემი აზრები old.gif old.gif

Posted by: 4L3X 8 Dec 2021, 11:16
The Expanse: Leviathan Falls პოლონური ვერსიის გარეკანი

user posted image

Posted by: Malotru 8 Dec 2021, 11:25
QUOTE
The Expanse: Leviathan Falls პოლონური ვერსიის გარეკანი

და იტყვიან - წიგნი ყდით არ უნდა შეაფასოო facepalm.gif

Posted by: Henyd0r1 8 Dec 2021, 17:57
ვერაფრით ვერ ჩავერთე ვოტის სერიალში რა sad.gif არ მომწონს sad.gif

Posted by: Eeescadaaa 8 Dec 2021, 18:31
QUOTE (Henyd0r1 @ 8 Dec 2021, 17:57 )
ვერაფრით ვერ ჩავერთე ვოტის სერიალში რა sad.gif არ მომწონს sad.gif


სამწუხაროა..
რავი ვნახავთ ბოლომდე... სანდერსონს წაუკითხავს მე6 ეპიზოდის სკრიპტი და ძალიან მოეწონა (მგონი თავის იუთუბზე მოვუსმინე აღარ მახსოვს.. ან ინტერვიუში)

ჩემი აზრით, დაწყება ჭირს და მერე უფრო აქვს შანსი რომ ძალიან კარგი გახდეს....

Posted by: Nickboy 11 Dec 2021, 00:20
ვოტს თავისი ანიმაციები მოყვებაო წარსულზე..

ხოდა არ იცით სად ვნახო? ამაზონის გარდა, რა თქმა უნდა :დ

Posted by: Eeescadaaa 11 Dec 2021, 00:51
QUOTE (Nickboy @ 11 Dec 2021, 00:20 )
ვოტს თავისი ანიმაციები მოყვებაო წარსულზე..

ხოდა არ იცით სად ვნახო? ამაზონის გარდა, რა თქმა უნდა :დ


იუთუბზე ვიპოვე და სერიალის გვერდზედავდე მაგრამ ვნახე და აუღიათ სამწუხაროდ, რაღაც დროის მერე შეამოწმე და შეიძლება კიდე დადონ
ან შეგიძლია რეაქციებს უყურო gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: Nickboy 11 Dec 2021, 10:08
Eeescadaaa

ჰო, რაღაც ლინკს მივაკვლიე გუგლით და ქოფირაითის გამო წაიშალაო :დ

მაი ვიდეოზე ატვირთეთ ვინმემ lol.gif

Posted by: Henyd0r1 12 Dec 2021, 23:09
სანდერსონი შეაქებდა, არ მიკვირს ;დ ეგ ყველაფერს აქებს

არ ვიცი, შეიძლება წიგნში რომ ვარ გაჭედილ-გაპაუზებული, მაგის ბრალიც არის, ან იმის, რომ პირველი ორი წიგნი ძალიან ეპიკურად აღვიქვი თავის დროზე და სერიალშიც რაღაც ეგეთს ველოდი.
არვიცი, ვნახოთ. ასეა თუ ისე, პერსონაჟები შესაძლებლობას აძლევთ, რომ კარგი გახადონ. თან ყველანი პატარები არიან და სეზონ-სეზონ თუ დაიხვეწება ყველაფერი, მშვენიერი იქნება
ამასობაში წიგნებსაც დავამთავრებ იმედია ;დ

Posted by: Eeescadaaa 13 Dec 2021, 14:31
Henyd0r1

კარგი კაცია რაც არ მოსწონს იმაზე ბევრს არ ლაპარაკობს biggrin.gif თუმცა პერინის ცოლზე დიდი უარი განუცხადებია მაგრამ არ დამიჯერესო

ჩემთვის მაგალითად ეპიკურობა უფრო მესამეთი დაიწყო და მე4 ფავორიტი წიგნია ჩემი love.gif

მე ვფიქრობ რომ უნდა უკეთესი გახდეს, თან კრიტიკას მოისმენენ, ალბათ სეზონს უფრო მეტ ფულს მისცემენ და თვითონ ამბავიც უკეთესი ხდება

ჩემი აზრით ამაზონს დიდი რწმენა არ აქვს წიგნების და კლიშეებს აკეთებს, ჩანელინგში ყველაზე მეტად ჩანს ეგ ამბავი, ჰოლივუდური კლიშე მაგიაა ვიდრე ჰარდ მეჯიქ სისტემა


რომელ წიგნზე ხარ?

Posted by: Henyd0r1 13 Dec 2021, 20:11
Eeescadaaa

ქაოსის ლორდზე ვარ გაჩერებული, თვეებია sad.gif

Posted by: Malotru 13 Dec 2021, 20:45
მეგობრებო ერთი დახმარება მჭირდება თქვენგან.

ნაწარმოებები გამახსენეთ, სადაც ხელოვნური ინტელექტი არის "ბოროტმოქმედი"
მაგრამ არა ისეთი, რომ მოდი ყველას მოვკლავ, რა აქ მეტი საქმე პროგრამას !

არამედ, ჩადებული თეზისების თვითგანვითარების შედეგად, რომ მივიდა რაღაც ლოგიკურ "დასკვნებამდე", რის შედეგადაც კლავს ადამიანებს და ლოგიკურად ამართლებს მის ქცევას.

HAL 9000-ის საძმოს ვეძებ მოკლედ biggrin.gif

Posted by: 4L3X 13 Dec 2021, 20:50
Malotru
აიზეკ აზიმოვის I Robot-ში ყველა ნაწარმოები ეხება იმას რომ რობოტები რობოტიკის 3 კანონს ასრულებენ და მაინც დევიანტურად იქცევიან.

Posted by: Malotru 13 Dec 2021, 20:52
4L3X
კი, ეგეც ვიცი, რა თქმა უნდა. და საუკეთესო მაგალითია ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ მსჯელობების უდავოდ.

ჩემი და საი ფაის ურრთიერთობბა იმ სსრკ-ს დროს გამოცემული ლურჯი წიგნით დაიწყო, სადაც მე რობოტი და მარადისობის აღსასრული იყო biggrin.gif
არ დამავიწყდება არასდროს ეგ ემოციები.

Posted by: Eeescadaaa 13 Dec 2021, 21:21
QUOTE (Henyd0r1 @ 13 Dec 2021, 20:11 )
Eeescadaaa

ქაოსის ლორდზე ვარ გაჩერებული, თვეებია sad.gif


საკმაოდ გაწელილი დასაწყისში, მაგრამ ბოლო 100-200 გვერდი უფფფფ popcorn.gif popcorn.gif

Posted by: Joiner 13 Dec 2021, 21:22
Malotru
ერთი მარტო I Have No Mouth, and I Must Scream მახსენდება.
წაკითხული თუ არ გაქვს, საკმაოდ კარგი ნაწარმოებია.

და ცოტა მეტი ინფორმაცია კარგი იქნება სხვა რა გახსოვს. პატარა დეტალიც შეიძლება გამოდგეს.

Posted by: Malotru 13 Dec 2021, 21:37
Joiner
QUOTE
ერთი მარტო I Have No Mouth, and I Must Scream მახსენდება.

არ ვიცი, წავიკითხავ. მადლობა.

QUOTE
და ცოტა მეტი ინფორმაცია კარგი იქნება სხვა რა გახსოვს. პატარა დეტალიც შეიძლება გამოდგეს.

წაკითხულს არ ვეძებ. ზოგადად მჭირდება ეგეთი ჟანრის დავიწროებული საი-ფაი ლიტერატურა კვლევისთვის.


Posted by: Henyd0r1 14 Dec 2021, 11:50
QUOTE (Eeescadaaa @ 13 Dec 2021, 21:21 )
QUOTE (Henyd0r1 @ 13 Dec 2021, 20:11 )
Eeescadaaa

ქაოსის ლორდზე ვარ გაჩერებული, თვეებია sad.gif


საკმაოდ გაწელილი დასაწყისში, მაგრამ ბოლო 100-200 გვერდი უფფფფ popcorn.gif popcorn.gif

ჰოდა მაგ დასაწყისში რომ ვარ ჯერ მაგიტომ გავიჭედე ;დდ

ნიჩიო, ჯერ ვორს ოფ რედიენსის რერიდი მაქვს წინ, მერე ოუსბრინგეირს და მერე მივუბრუნდები ჯორდანს, ალბათ
ან ჯერ რითმ ოფ ვორს

Posted by: Eeescadaaa 14 Dec 2021, 18:47
Henyd0r1

ე რა კარგია მაგათი რერიდი bis.gif
არაუშავს, მე მე5 წიგნი სექტემებრში დავიწყე და დეკემბერში დავამთავრე tongue.gif და ივნისში მთლიანი სერია ასე რომ stay strong keep reading biggrin.gif biggrin.gif



ჩემი გეგმა და თან მეზარება... user.gif
user posted image

Posted by: Henyd0r1 14 Dec 2021, 22:00
რა ვქნათ აბა, ვოტის მე6 სერია როგორ გავაპრავოთ? :დ

Posted by: Eeescadaaa 15 Dec 2021, 00:34
QUOTE (Henyd0r1 @ 14 Dec 2021, 22:00 )
რა ვქნათ აბა, ვოტის მე6 სერია როგორ გავაპრავოთ? :დ

givi.gif მე მომეწონა

მეტის უცნაური ქცევა, მსახიობის გამოთიშვის ბრალია...

პლოტჰოულები თვითონ გამოასწორონ ან ახსნაან შემდეგ სერიებში ან სეზონებში old.gif

Posted by: Henyd0r1 15 Dec 2021, 09:41
QUOTE (Eeescadaaa @ 15 Dec 2021, 00:34 )
QUOTE (Henyd0r1 @ 14 Dec 2021, 22:00 )
რა ვქნათ აბა, ვოტის მე6 სერია როგორ გავაპრავოთ? :დ

givi.gif მე მომეწონა

მეტის უცნაური ქცევა, მსახიობის გამოთიშვის ბრალია...

პლოტჰოულები თვითონ გამოასწორონ ან ახსნაან შემდეგ სერიებში ან სეზონებში old.gif

ამერლინის და მორეინის ამბავი როგორ მოგეწონა

Posted by: 4L3X 15 Dec 2021, 10:14
QUOTE (Henyd0r1 @ 15 Dec 2021, 09:41 )
ამერლინის და მორეინის ამბავი როგორ მოგეწონა

დააჭერინა მეთევზე ქალს თავისი "ორაგული" givi.gif

Posted by: Henyd0r1 15 Dec 2021, 11:22
QUOTE (4L3X @ 15 Dec 2021, 10:14 )
QUOTE (Henyd0r1 @ 15 Dec 2021, 09:41 )
ამერლინის და მორეინის ამბავი როგორ მოგეწონა

დააჭერინა მეთევზე ქალს თავისი "ორაგული" givi.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Eeescadaaa 15 Dec 2021, 15:23
QUOTE (Henyd0r1 @ 15 Dec 2021, 09:41 )
QUOTE (Eeescadaaa @ 15 Dec 2021, 00:34 )
QUOTE (Henyd0r1 @ 14 Dec 2021, 22:00 )
რა ვქნათ აბა, ვოტის მე6 სერია როგორ გავაპრავოთ? :დ

givi.gif მე მომეწონა

მეტის უცნაური ქცევა, მსახიობის გამოთიშვის ბრალია...

პლოტჰოულები თვითონ გამოასწორონ ან ახსნაან შემდეგ სერიებში ან სეზონებში old.gif

ამერლინის და მორეინის ამბავი როგორ მოგეწონა


ისე ვერ გეტყვი, რომ არ დაგასპოილერო... არც შემდეგ წიგნებზე და არც ნიუ სფრინგზე, უბრალოდ ვიტყვი popcorn.gif აი ეფრუვ

მანდ ისინი უფრო პრობლემატურია თუ რა ტარანგრიელს იყენებს? თუ სიზმრებია? თუ როგორ ხვდებიან ერთმანეთს?
თუ დარქ უანია იქ..... 5 კაცით მიდის? lol.gif
ოუს როდი რა პონტში გამოიყენა? როცა პროსტა უნდა დაპირებოდა, ტყუილს ვერ იტყვის...
ვეიგეითს ჩანელინგი თუ სჭირდება ოგიერები როგორ იყენებენ? ან შედოუსფონი?????

Posted by: Henyd0r1 15 Dec 2021, 16:00
Eeescadaaa

კაროჩე მე7 სერია უკვე პირველი წიგნის ბოლო თავი იქნება? :დ

Posted by: Eeescadaaa 15 Dec 2021, 16:17
QUOTE (Henyd0r1 @ 15 Dec 2021, 16:00 )
Eeescadaaa

კაროჩე მე7 სერია უკვე პირველი წიგნის ბოლო თავი იქნება? :დ


მე7 ალბათ ვეიში ყოფნა, მინთან შეხვედრა, Fალდარაში ჩასვლა ეგეთი პონტი იქნება, დრაკონი ვინაა ეგაც მე7 სერიაში უნდა გვითხრან
მე8 იქნება თვალზე ალბათ, რავი შეიძლება გრეით ჰანთის რამეც იყოს

ბლადსნოუ მე7ში იქნება popcorn.gif

Posted by: Joiner 16 Dec 2021, 13:29
დენის ვილნევი კლარკის Rendezvous With Rama-ს ადაპტაციას გადაიღებს.

Posted by: 4L3X 16 Dec 2021, 13:41
QUOTE (Joiner @ 16 Dec 2021, 13:29 )
დენის ვილნევი კლარკის Rendezvous With Rama-ს ადაპტაციას გადაიღებს.

სერიოზულად რთულ საქმეს მოეკიდა. კლარკი როგორი მაგარი ფანტასტიც იყო, ისევე ცუდათ ქმნიდა პერსონაჟებს. რამაში ეგ თვალნათლივ ჩანს, პერსონაჟები არიან 2 განზომილებიან კარტონის ნახატები, "დიდი ბიძიების" განხილვებია ცოტა უფრო საინტერესო. რამაა თვითონ ამ წიგნის სულიც და გულიც. სცენარისტებს დიდი ჯაფა დაადგებათ რომ კინო მაყურებელს მოეწონოთ.

Posted by: ქაფქიანა 16 Dec 2021, 13:59
QUOTE
დენის ვილნევი კლარკის Rendezvous With Rama-ს ადაპტაციას გადაიღებს.


მორიგი ჰოლივუდური ###ობა ბლმ, სჯვ და ა. შ. კაპიტანი იქნება ზანგი ლესბოსელი ინვალდი ქალი. აგერ ნახავთ.

Posted by: Eeescadaaa 16 Dec 2021, 14:11
QUOTE (Joiner @ 16 Dec 2021, 13:29 )
დენის ვილნევი კლარკის Rendezvous With Rama-ს ადაპტაციას გადაიღებს.


რამდენი რამე უნდა გადაიღოს? gigi.gif 2 დიუნის ფილმი აქვს გადასაღები
იმედია ამათ მერე user.gif

Posted by: Henyd0r1 20 Dec 2021, 09:33
მე-7 სერია ვნახე ვოტის და:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Eeescadaaa 20 Dec 2021, 18:24
Henyd0r1

შენ გინდა თქვა რომ ნაინივის და ლანის სცენებიც არ გინდა? ჰაჰ
user posted image


ლოიალი Fალ დარას ბიბლიოთეკაში დაკარგეს შენი აზრით? biggrin.gif tongue.gif

Posted by: Henyd0r1 22 Dec 2021, 10:54
Eeescadaaa

კომენტარს არ გავაკეთებ! __________________

Posted by: 4L3X 22 Dec 2021, 22:22
აბა რჩევა მინდა. ვის გაქვთ ჯონ სკალცის Old Man's War? მაინტერესებს ღირს თუ არა 6 წიგნიანი სერიის დაწყება. თუ მაგალითად Expanse მომწონს. smile.gif

Posted by: 4L3X 24 Dec 2021, 12:49
user posted image

არის, არის! როგორც იქნა ჩავუჯდები ფინალს და 2 წლიანი ლოდინის შემდეგ გავარკვევ რითი მთავრდება ეს ეპიკური საგა. bis.gif

Posted by: WP-Rex 24 Dec 2021, 13:00
4L3X
QUOTE
აბა რჩევა მინდა. ვის გაქვთ ჯონ სკალცის Old Man's War? მაინტერესებს ღირს თუ არა 6 წიგნიანი სერიის დაწყება. თუ მაგალითად Expanse მომწონს.

მარტო ის ვიცი, რომ ნეტფლიქსი იღებს.
ხო, კიდევ სადღაც ვიღაც წერდა ჰაინლაინის ვარსვლავური დესანტის მსგავსიაო.

Posted by: Henyd0r1 27 Dec 2021, 10:02
იდეალური და შესაფერისი დასასრული ჰქონდა ვოტის უბანძეს სერიალს <3

90იანების ანიმაციიის დონის ტროლოკები <3
კომიკური გადამწყვეტი ბრძოლა ჩინეთის არმიასთან <3
და თურქული სერიალიდან გადმოპორტირებული დარქ ვანი <3

Posted by: Joiner 30 Dec 2021, 12:41
QUOTE (4L3X @ 22 Dec 2021, 22:22 )
აბა რჩევა მინდა. ვის გაქვთ ჯონ სკალცის Old Man's War? მაინტერესებს ღირს თუ არა 6 წიგნიანი სერიის დაწყება. თუ მაგალითად Expanse მომწონს. smile.gif

რამდენჯერ შემოვედი ამის საპასუხოდ და სულ გადამავიწყდა. facepalm.gif

პირველი წიგნი წაკითხული მაქვს და კარგია. მაგრამ იმდენად ვერ მომხიბლა რომ სხვები გამეგრძელებინა.
ექსპანსიის პირველი 6 წიგნი წაკითხული მაქვს. ექსპანსიაში ის მომწონს რომ ავტორს უფრო რეალისტურად აქვს გაკეთებული ბევრი მომენტი ვიდრე სკალცის ნაწარმოებშია.

Posted by: 4L3X 30 Dec 2021, 12:46
Joiner
მადლობა პასუხისათვის. Expanse-ზე გეტყვი რომ ბოლო 3 წიგნში ისეთი რეალისტური აღარ არის და ძალიან უცხო და ზებუბრივი ძალები შემოდიან. თუმცა გასაგებც არის 9 წიგნი ერთი და იმავე რამეს ვერ დაღეჭავ. მთელი სერიის ჩონჩხიც ისეთია რომ მატრო დედამიცა, მარსი, გარე პლანეტების ალიანსით ვერ ამოიწურებოდა ეხლა იმედი მაქვს რომ კარგი და დამაკმაყოფილებელი დასასრული დამხვდება.

Posted by: nick_el_son 30 Dec 2021, 21:07
4L3X
QUOTE
ვის გაქვთ ჯონ სკალცის Old Man's War? მაინტერესებს ღირს თუ არა 6 წიგნიანი სერიის დაწყება.

ღირს yes.gif

QUOTE
თუ მაგალითად Expanse მომწონს.

Expanse-სგან განსხვავებით უფრო ექშენზეა ორიენტირებული და არა პოლიტიკურ ინტრიგებზე და ა.შ..

Leviathan Wakes რომ წავიკითხე მანდ დამთვარდა ჩემი და ამ სერიის (და ზოგადად მაგ ავტორ(ებ)ის) ურთიერთობა მაგალითად, ისე არ მომეწონა.

ასე რომ ძნელი სათქმელია შენთვის რამდენად "წავა" სკალცი... სცადე მაინც smile.gif


WP-Rex
QUOTE
სადღაც ვიღაც წერდა ჰაინლაინის ვარსვლავური დესანტის მსგავსიაო.

ჯო ჰოლდემენის "მარადიული ომი"-საც yes.gif


QUOTE
ნეტფლიქსი იღებს.

down1.gif

Posted by: 4L3X 30 Dec 2021, 21:46
დავამთხავრე Expanse-ს ბოლო წიგნი. საკმაოდ ლოგიკური დასასრული იყო, ბოლოს ყველა კვანძი გაიხსნა.

Posted by: Henyd0r1 31 Dec 2021, 12:46
ფანტასტიკა იქეთ იყოს და
ამდენი წელია დიკენსის ქრისმას წეროლის დაწყება მინდა. შუამდე ვარ უკვე და უუდიდესი სიამოვნებაა ასეთი წიგნების კითხვა

გილოცავთ ყველას დამდეგს! ბედნიერი ახალი წელი და ბევრად უკეთესი 2022 გქონოდეთ ყველას!

Posted by: 4L3X 31 Dec 2021, 15:24
სტანისლავ ლემის "ედემის" განხილვა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. smile.gif


Posted by: Joiner 31 Dec 2021, 16:26
QUOTE (4L3X @ 31 Dec 2021, 15:24 )
სტანისლავ ლემის "ედემის" განხილვა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. smile.gif


ამის წაკითხვა მინდა რამდენი ხანია და როგორც კი დადო მივხვდი რომ კიდევ დიდხანს გავწელავდი, ამიტომ ვიდეოს ვუყურე.
შარვალ-კოსტუმი გამოუცვლია.

მეც გილოცავთ.

Posted by: ქაფქიანა 31 Dec 2021, 17:23
4L3X

არ მათხოვებ ჰარდკოპს?

თვალისჩინივით მოვუფრთხილდები, გპირდები.

Posted by: Lord_Raptor 31 Dec 2021, 21:16
გამარჯობა
ქინდლისთვის ინგლისურენოვან წიგნებს საიდან იწერთ? რამდენიმე საიტი ვნახე მაგრამ არ მომეწონა.
https://fantasy-worlds.org/lib/- რუსულისთვის ამას ვიყენებ. მსგავსი საიტი გეცოდინებათ და მირჩიეთ.
მადლობა წინასწარ.

Posted by: Joiner 31 Dec 2021, 21:22
Lord_Raptor
რუსულენოვანი წიგნებისთვის საუკეთესო ვარიანტი http://flibusta.is არის.
ინგლისური https://libgen.is

ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა არის https://b-ok.asia
საჭირო ფორმატით თუ ვერ ნახე calibre და მისი ჯანი.
საუკეთესო კონვერტორია.

Posted by: Lord_Raptor 31 Dec 2021, 22:53
Joiner
დიდი მადლობა
რუსულ ლექსიკონს ვერ ვშოულობ, ინგლისური და ქართული მაქვს, მაგრამ რუსული ყველა ფასიანია? რა მაფიაა?
მაგაშიც ხომ ვერ დამეხმარება ვინმე?

Posted by: forumistvis 1 Jan 2022, 19:02
ფანტაასტიკის ჟანრში სრულიად უბირმა ადამაინმა ნუ ჟიულ ვერნის შემდეგ
რითი შეიძლება დაიწყოს კითხვა?

Posted by: ქაფქიანა 3 Jan 2022, 10:09
forumistvis

რთული კითხვაა. გააჩნია, რა გაინტერესებს. ისე არ მოხდეს, რომ ჟანრი შეგაძულო.

რა უფრო გიზიდავს, ფენტეზი - ანუ ზღაპარი-ფანტასტიკა დრაკონებით, ჯადოსნობით, წიპა შუა საუკუნეების ესთეტიკით თუ სამეცნიერო ფანტასტიკა?

Posted by: forumistvis 3 Jan 2022, 10:49
ქაფქიანა
სამეცნიერო ფანტასტიკა ალბათ უფრო...

Posted by: karlsoni 3 Jan 2022, 12:13
forumistvis
დაიწყე "კარიკასა და ვალიას უცნაური თავგადასავალი" - თ. . . .
ართურ კონან დოილი - დაკარგულ ქვეყანაში. . . .
ჰერბერტ უელსი - უჩინარი კაცი
დიმიტრი გლუხოვსკი - მეტრო 2033

Posted by: ქაფქიანა 3 Jan 2022, 13:44
forumistvis

თუ საი ფაი, მაშინ აზიმოვს მიეძალე. ყოველთვის კლასიკოსით სჯობს დაწყება. სხვებს მერეც მოასწრებ.

Posted by: forumistvis 3 Jan 2022, 13:58
karlsoni
ქაფქიანა
მადლობა ჩავუჯდები
მით უმეტეს გლუხოვსკის მეტრო დაწყებული მაქვს

Posted by: WP-Rex 3 Jan 2022, 14:08
forumistvis
რეი ბრედბერის "მარსის ქრონიკებით" დაიწყე.
მაგაზე უფრო ადამიანური, ჰუმანური და კაცთმოყვარე ფანტასტი მწერალი არ დაბადებულა, იმჰო.

შემდეგ აუცილებლად აზიმოვის "მარადისობის აღსასრული" და რობოტექნიკის 3 კანონის სერია.

შედევრებში ასევე დავასახელებდი ურსულა ლე გუინის "წყვდიადის მარცხენა ხელს".
და სტანისლავ ლემის "სოლარისსა" და "ვარსკლავებიდან დაბრუნებას".

კლიფორდ საიმაკისა და რობერტ შეკლის პატარა მოთხრობები - დესერტად.

Posted by: forumistvis 3 Jan 2022, 14:26
WP-Rex
ეგ სხვათა შორის გადაკითხული მაქვს და კიდევ წავიკითხავ მარსის ქრონიკები ძალიან თბილი ტექსტია მართლა უნდა მოვძებნო ეგ წიგნი
დანარჩენი არ მაქვს წაკითხული და აუცილებლად მოვიძიებ დიდი მადლობა რჩევისთვის
სოლარისი უნდა მქონდეს სახლში.

Posted by: WP-Rex 3 Jan 2022, 14:32
forumistvis
QUOTE
მარსის ქრონიკები ძალიან თბილი ტექსტია მართლა უნდა მოვძებნო ეგ წიგნი

ჩემი საყვარელი მოთრხრობაა, მამა შვილის დაბადების დღეზე მარსზე გაფრენას რომ არის დაპირებული და რაკეტას რომ აშენებს.

Posted by: tomhardy 3 Jan 2022, 14:34
................................................................

Posted by: 4L3X 5 Jan 2022, 11:01
ზამიატინის "ჩვენ"

Posted by: ქაფქიანა 5 Jan 2022, 11:07
4L3X

სავარაუდოდ, შორეჰ აღდაშლუ გაიჩითება დროის ბორბალში. bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: 4L3X 5 Jan 2022, 11:08
ქაფქიანა
მე ისიც გავიგე რომ EXPANSE შეიძლება მე-7 სეზონზეც გაგრძელდესო. რას გაიგებ.

Posted by: ქაფქიანა 5 Jan 2022, 11:13
4L3X

სად იყო ეგ ინფო?

..................................

Posted by: 4L3X 5 Jan 2022, 11:33
ქაფქიანა
https://leedaily.com/2022/01/04/the-expanse-season-7-release-date-confirmed-read-the-latest-news-here/amp/

Posted by: ქაფქიანა 5 Jan 2022, 11:43
4L3X

აბდაუბდა სისულელე. არაფერი კონკრეტული მანდ არ წერია და ჭღრ-პღრ საიტია აშკარად.

Posted by: 4L3X 8 Jan 2022, 18:15
აიზეკ აზიმოვი "დაარსება"

Posted by: narmonana 11 Jan 2022, 11:19
აჰათ, ჩემი ნათარგმნი მსოფლიო ომი ზ. სხვა რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ რახან არ გამოდის, თქვენ მიანც წაიკითხეთ... ფაქ ით...

გრამატიკული და სტილისტური უხეშობები თუ შეამჩნიოთ, არ გაგიკვირდეთ, დამეზარა ბოლომდე მიყვანა

https://docs.google.com/document/d/1pfgKi6f7u2LVGwI82DnoKeZIavytO7xQ/edit?usp=sharing&ouid=100090949685359313441&rtpof=true&sd=true

Posted by: ქაფქიანა 13 Jan 2022, 12:39
narmonana

შენი ნათარგმნია?

Posted by: narmonana 13 Jan 2022, 16:10
ქაფქიანა
იეს მან biggrin.gif შენი ნათარგმნი ჩაფარცხა სულაკაურმა,არა?

Posted by: tomhardy 13 Jan 2022, 16:17
აბერკრომბის მეფეთა უკანასკნელ არგუმენტზე ვარ უკვე რამდენიხანია გაჩერებული რაღაც გული არ მიმიწევს არადა სულ სხვა მოლოდინები მქონდა ამ ტრილოგიაზე

Posted by: ქაფქიანა 13 Jan 2022, 16:21
narmonana

QUOTE
იეს მან  შენი ნათარგმნი ჩაფარცხა სულაკაურმა,არა?


კი, ეგრე ქნა ნამდვილად.

Posted by: 4L3X 13 Jan 2022, 16:30
QUOTE (tomhardy @ 13 Jan 2022, 16:17 )
აბერკრომბის მეფეთა უკანასკნელ არგუმენტზე ვარ უკვე რამდენიხანია გაჩერებული რაღაც გული არ მიმიწევს არადა სულ სხვა მოლოდინები მქონდა ამ ტრილოგიაზე

რა ადგილზე ხარ?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: tomhardy 13 Jan 2022, 16:34

* * *
QUOTE (4L3X @ 13 Jan 2022, 16:30 )
QUOTE (tomhardy @ 13 Jan 2022, 16:17 )
აბერკრომბის მეფეთა უკანასკნელ არგუმენტზე ვარ უკვე რამდენიხანია გაჩერებული რაღაც გული არ მიმიწევს არადა სულ სხვა მოლოდინები მქონდა ამ ტრილოგიაზე

რა ადგილზე ხარ?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

უამრავი საერთო < ეს თავი მოვრჩი წეღან. ჯეზალი და არდი რო ნებივრობენ ლოგინში სადღაც მანდ ვარ biggrin.gif ახალი შეხვედრილები არიან ერთმანეთს რაც დაბრუნდა ჯეზალი... აი ეს ჯეზალის და არდის დიალოგებიც მაგრად მღლის რა biggrin.gif ყველაზე საინტერესო გლოკტას თავებია. ერთ ორი თვე მედო ეს ნაწილი გადაუშლელი

Posted by: G_saxva 16 Jan 2022, 13:49
tomhardy
QUOTE
აბერკრომბის მეფეთა უკანასკნელ არგუმენტზე ვარ უკვე რამდენიხანია გაჩერებული რაღაც გული არ მიმიწევს არადა სულ სხვა მოლოდინები მქონდა ამ ტრილოგიაზე

მე რომ წავიკითხე ვისიამოვნე, მათალია ცოტა უკმაყოფილების შეგრძნება დამიტოვა ამგრამ მესამე წიგნმა გაასწორა :დ

Posted by: 4L3X 16 Jan 2022, 14:45
ძმები სტრუგაცკების "დასახლებული კუნძული"

Posted by: WP-Rex 16 Jan 2022, 14:49
ქაფქიანა
QUOTE
შორეჰ აღდაშლუ გაიჩითება დროის ბორბალში

კადსუანეს როლში მინდა.
ყველაზე უარეს შემთხვევაში ვერინის.

Posted by: ქაფქიანა 17 Jan 2022, 16:32
WP-Rex

კი, კადსუანეს როლში.

Posted by: Lord_Raptor 20 Jan 2022, 20:08
https://www.youtube.com/watch?v=XBrn_lFT4no&ab_channel=DanielGreene
ამ პატარა ვიდეოში ჩანს ჩაინა რატომ არ არის და ვერ გახდება მეინსტრიმ ავტორი, ამ ჟანრში, ან რომელიმე სხვა მიმართულებით. მაგრამ ჩაინას შემთხვევაში ეს კარგია, საუკეთესო შეფასებად მიმაჩნია, როდესაც იმის გამო იწუნებენ, რაც სხვებისგან გამოარჩევს. მარტინის მსგავსად რომ წერდეს ალბათ სელებრითი იქნებოდა. (მარტინი ხომ მხოლოდ სელებრითი არის, მწერლობას თავი დაანება და არ ამხელს პროსტა smile.gif )

ჩაინას ლევაკობას რაც შეეხება ეგ რა არგუმენტია? უბრალოდ ავტორს ყოფნის გამბედაობა რომ წეროს ის რასაც ფიქრობს დ არა ის რასაც მარკეტინგის განყოფილება ურჩევს და ა.შ. და კაციჭამია რობოტებზე რომ წერენ რა კაციაჭამია რობოტების იდეების გამტარებლები არიან? არავალიდური არგუმენტია.

უმჯობესია ათასჯერ გავლილი ნარატივები, ცეკვა-ცეკვით გამოხმობილი მაგია, რჩეულის დაბადება, უკვე დამარცხებული ბლენეთის დაბრუნება და ა.შ. ზუსტად ასე წველიან ბეჭდების მბრძანებლის უკვე მოყოლილი ისტორიას. და კიდე ჰარი პოტერი ტრანგენდერ უცხოპლანეტელად უნდა გადაკეთდეს, რომ როულინგმა ყველა სტანდარტი დააკმაყოფილოს :დ

როლში შევიჭერი, მაგრამ ჩაინას სასიკეთოდ ვიტყვი რომ მისი ყველა რომანი წავიკიტხე, ცხადია ბას ლაგის ტრილოგიაც სრულად. ახლა რომ ვიხსნებ წლების წინ წაკითხულ ისტორიებს და პერსონაჯებს, სამყაროს და გარემოს ზუსტად იგივე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ალბათ რაღაცას ნიშნავს ეს. ჩემთვის პირადად.


Posted by: Henyd0r1 22 Jan 2022, 09:17
QUOTE (4L3X @ 16 Jan 2022, 14:45 )
ძმები სტრუგაცკების "დასახლებული კუნძული"

ადრე მაქვს ბავშვობაში წაკითხული და ბევრი არფერი მახსოვს, გარდა თუ არ ვცდები მთავარი გმირის, 'მაკსიმისა', მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ძალიან მომეწონა. სტრუგაცკებს ჰქონდათ ნიჭი, რაღაც სრულიად უინტერესო სიუჟეტი და სცენარი ძალიან საინტერესოდ და დამატყვევებლად ექციათ.

Posted by: 4L3X 22 Jan 2022, 11:43
QUOTE (Henyd0r1 @ 22 Jan 2022, 09:17 )
ადრე მაქვს ბავშვობაში წაკითხული და ბევრი არფერი მახსოვს, გარდა თუ არ ვცდები მთავარი გმირის, 'მაკსიმისა', მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ძალიან მომეწონა. სტრუგაცკებს ჰქონდათ ნიჭი, რაღაც სრულიად უინტერესო სიუჟეტი და სცენარი ძალიან საინტერესოდ და დამატყვევებლად ექციათ.

კარგი ნაწარმოებია, გადაიკითხე. კარგად აჩვენებს პროპაგანდისტული მასმედია როგორ ადებილებს ხალხს და უგნურ მოენბად აქცევს. დღევანდელი რუსეთს მაგრად ერგება.


Posted by: _GHOST_ 22 Jan 2022, 12:05
ჩაინასთან ის პრობლემა მაქვს, რომ ერთ სხვა ავტორთან მიმართებაში იყო ნაბოზარი, არასწორად მოიქცა. :დ


Posted by: 4L3X 22 Jan 2022, 12:18
_GHOST_
ჩვენ განგვანათლე რა მოხდა? user.gif

Posted by: _GHOST_ 22 Jan 2022, 12:38
ერთ-ერთ ვორლდკონზე, სტეფ სვეინსტონს რაღაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა პრეზენტაციისას და ჩაინას გერლფრენდმა შეკრებილი ფანბეისი გადაიბირია ჩაინას პრეზენტაციისკენ. ნუ გერლფრენდის თემაა, მაგრამ ჩაინას პასუხისმგებლობა. :დ ტეხავს ეგეთი სვლები, თან არც უნდა სჭირდებოდეს ჩაინას.


Posted by: Henyd0r1 23 Jan 2022, 13:45
QUOTE (_GHOST_ @ 22 Jan 2022, 12:38 )
ერთ-ერთ ვორლდკონზე, სტეფ სვეინსტონს რაღაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა პრეზენტაციისას და ჩაინას გერლფრენდმა შეკრებილი ფანბეისი გადაიბირია ჩაინას პრეზენტაციისკენ. ნუ გერლფრენდის თემაა, მაგრამ ჩაინას პასუხისმგებლობა. :დ ტეხავს ეგეთი სვლები, თან არც უნდა სჭირდებოდეს ჩაინას.

lol.gif

რანაირი საპნის ოპერა ამბავია ;დ
ისე მაგ კაცის არაფერი წამიკIთხავს და მგონი დროა დივწყო


კსტაწი, ენდი უეირის არტემისს ვკითხულობ და...
მეგონა მარსელის მერე დაღვინდებოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე popcorn.gif

Posted by: Lord_Raptor 23 Jan 2022, 23:35
QUOTE
ერთ-ერთ ვორლდკონზე, სტეფ სვეინსტონს რაღაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა პრეზენტაციისას და ჩაინას გერლფრენდმა შეკრებილი ფანბეისი გადაიბირია ჩაინას პრეზენტაციისკენ. ნუ გერლფრენდის თემაა, მაგრამ ჩაინას პასუხისმგებლობა. :დ ტეხავს ეგეთი სვლები, თან არც უნდა სჭირდებოდეს ჩაინას.


QUOTE
რანაირი საპნის ოპერა ამბავია ;დ


ტელემუნდოს სერიალია? მერამდენეღაცა სერიის დასასრული biggrin.gif

მე სამი სხეულის პრობლემას ვკითხულობ, მესამე წიგნზე ვარ. ძლიერ მომწონს. ბევრი ტექნიკური დეტალი და საკითხია, მაგრამ არ დამღალა, პირიქით, უფრო ამყარებს შთაბეჭდილებას, ცოტა ასტრონომია და ფიზიკა შემომესწავლა ამასობაში yes.gif არადა ჰოლდემენის მარადიული ომი მოსაწყენად მომეჩვენა სამუხრუჭე ძრავების და ჟ აჩქარებების გამო. აქ სიუჟეტი უფრო დინამიური და მასშტაბურია, პერსონჯათებიც უკეთ დამუშავებული. მომავლის ხედვაც არ მეჩვენება ყბადაღებულად და გაცვეთილად. კაი რამეა მოკლედ.

Posted by: ქაფქიანა 24 Jan 2022, 11:25
Lord_Raptor

QUOTE
სამი სხეულის პრობლემა


სამჯერ დავიწყე, სამჯერვე მივაგდე. ყველა მაგას აქებს და ვერა და ვერ დავუდე გული.

Posted by: WP-Rex 24 Jan 2022, 11:50
უკაცრავად და ჩაინა ვინაა?
დავბერდი კაცი ფანტასტიკის კითხვაში და ეგეთი ავტორი არ გამიგია.

პ.ს.
დავსერჩე. მემარცხენე-აქტივისტი ყოფილა. თან ტროცკისტი facepalm.gif

დავიკიდე.
ლევაკური პროპაგანდა ჰოლივუდის ფილმებშიც მყოფნის.

Posted by: 4L3X 24 Jan 2022, 12:12
QUOTE (Lord_Raptor @ 23 Jan 2022, 23:35 )
კაი რამეა მოკლედ.

კარგია კი არა შედევრია. აღარც თქვენი ჰაინლაინი მინდა, არც არტურ კლარკი და არც აიზეკ აზიმოვი. ეს ვინ ყოფილა. მზესუმზირის კვნეტაა ყველა თანამედროვე ამერიკელი sci-fi ავტორი სიშინ ლიუსთან შედარებით.

WP-Rex
The City and the City კარგი ნაწარმოებია. მე მომეწონა.

Posted by: Joiner 24 Jan 2022, 12:13
QUOTE
მე სამი სხეულის პრობლემას ვკითხულობ, მესამე წიგნზე ვარ. ძლიერ მომწონს. ბევრი ტექნიკური დეტალი და საკითხია, მაგრამ არ დამღალა, პირიქით, უფრო ამყარებს შთაბეჭდილებას, ცოტა ასტრონომია და ფიზიკა შემომესწავლა ამასობაში  არადა ჰოლდემენის მარადიული ომი მოსაწყენად მომეჩვენა სამუხრუჭე ძრავების და ჟ აჩქარებების გამო. აქ სიუჟეტი უფრო დინამიური და მასშტაბურია, პერსონჯათებიც უკეთ დამუშავებული. მომავლის ხედვაც არ მეჩვენება ყბადაღებულად და გაცვეთილად. კაი რამეა მოკლედ.

შედევრია yes.gif
(ჩემთვის მაინც)

ამის წაკითხვის მერე არ ვიცი სამეცნიერო ფანტასტიკისგან რას უნდა ველოდო რომ გამაოცოს.

Posted by: WP-Rex 24 Jan 2022, 13:03
QUOTE
სამი სხეულის პრობლემა

მეც ვთვლი, რომ შედევრია.

4L3X
QUOTE
The City and the City კარგი ნაწარმოებია. მე მომეწონა.

ეგ სერიალიცაა და ვარგა ნეტა?
https://8serialov.net/load/detektiv/gorod_i_gorod_1/6-1-0-137

Posted by: ქაფქიანა 24 Jan 2022, 13:09
ვახ, იმდენს ილაპარაკებთ, მეოთხე ჯერზე მაინც წავიკითხავ.

Posted by: 4L3X 24 Jan 2022, 13:11
ქაფქიანა
QUOTE (ქაფქიანა @ 24 Jan 2022, 13:09 )
ვახ, იმდენს ილაპარაკებთ, მეოთხე ჯერზე მაინც წავიკითხავ.



მესამე წიგნსაც რომ დაამთავრებ მადლობას გვეტყვი. yes.gif

აი ჩემი რეცენზიასავით https://forum.ge/?showtopic=34991956&view=findpost&p=57167562

Posted by: nick_el_son 24 Jan 2022, 13:52
QUOTE (Lord_Raptor @ 20 Jan 2022, 20:08 )
https://www.youtube.com/watch?v=XBrn_lFT4no&ab_channel=DanielGreene
ამ პატარა ვიდეოში ჩანს ჩაინა რატომ არ არის და ვერ გახდება მეინსტრიმ ავტორი, ამ ჟანრში, ან რომელიმე სხვა მიმართულებით. მაგრამ ჩაინას შემთხვევაში ეს კარგია, საუკეთესო შეფასებად მიმაჩნია, როდესაც იმის გამო იწუნებენ, რაც სხვებისგან გამოარჩევს. მარტინის მსგავსად რომ წერდეს ალბათ სელებრითი იქნებოდა. (მარტინი ხომ მხოლოდ სელებრითი არის, მწერლობას თავი დაანება და არ ამხელს პროსტა smile.gif )

ჩაინას ლევაკობას რაც შეეხება ეგ რა არგუმენტია? უბრალოდ ავტორს ყოფნის გამბედაობა რომ წეროს ის რასაც ფიქრობს დ არა ის რასაც მარკეტინგის განყოფილება ურჩევს და ა.შ. და კაციჭამია რობოტებზე რომ წერენ რა კაციაჭამია რობოტების იდეების გამტარებლები არიან? არავალიდური არგუმენტია.

უმჯობესია ათასჯერ გავლილი ნარატივები, ცეკვა-ცეკვით გამოხმობილი მაგია, რჩეულის დაბადება, უკვე დამარცხებული ბლენეთის დაბრუნება და ა.შ. ზუსტად ასე წველიან ბეჭდების მბრძანებლის უკვე მოყოლილი ისტორიას. და კიდე ჰარი პოტერი ტრანგენდერ უცხოპლანეტელად უნდა გადაკეთდეს, რომ როულინგმა ყველა სტანდარტი დააკმაყოფილოს :დ

როლში შევიჭერი, მაგრამ ჩაინას სასიკეთოდ ვიტყვი რომ მისი ყველა რომანი წავიკიტხე, ცხადია ბას ლაგის ტრილოგიაც სრულად. ახლა რომ ვიხსნებ წლების წინ წაკითხულ ისტორიებს და პერსონაჯებს, სამყაროს და გარემოს ზუსტად იგივე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ალბათ რაღაცას ნიშნავს ეს. ჩემთვის პირადად.

1. გემოვნება სუბიექტურია.

2. იდეოლოგიის დიდი დოზებით შეკვეხება არასდროს არაა კარგი. (ერთ ცნობილ ვლოგერს რომ დავესესხო: Politics ruins everything yes.gif )


New Crobuzon-ის პირველი წიგნი მაქვს წაკითხული და ძალიან მზეობა იყო..
მითოლოგიის, სტიმპანკის და ადრეული, პრიმიტული "მონსტრული" ფანტასტიკის უნიჭო მიქსი, გაჯერებული პოლიტიკური აჯაფსანდალით.. იმჰო :/

თუმცა, მეორე მხრივ, The Tain საკმაოდ კარგი იყო.


ასე რომ, იმედი არის biggrin.gif


* * *
QUOTE (ქაფქიანა @ 24 Jan 2022, 11:25 )
Lord_Raptor

QUOTE
სამი სხეულის პრობლემა


სამჯერ დავიწყე, სამჯერვე მივაგდე. ყველა მაგას აქებს და ვერა და ვერ დავუდე გული.

მაგ ავტორს ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებ, მის მერე რაც The Wandering Earth წავიკთხე:
ფრენსის კარსაკის Terre en fuite-ის უნიჭო პლაგიატიზმი..


user.gif




QUOTE (narmonana @ 11 Jan 2022, 11:19 )
აჰათ, ჩემი ნათარგმნი მსოფლიო ომი ზ. სხვა რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ რახან არ გამოდის, თქვენ მიანც წაიკითხეთ... ფაქ ით...

გრამატიკული და სტილისტური უხეშობები თუ შეამჩნიოთ, არ გაგიკვირდეთ, დამეზარა ბოლომდე მიყვანა

https://docs.google.com/document/d/1pfgKi6f7u2LVGwI82DnoKeZIavytO7xQ/edit?usp=sharing&ouid=100090949685359313441&rtpof=true&sd=true

up.gif up.gif

Posted by: WP-Rex 24 Jan 2022, 14:41
4L3X
user posted image

Posted by: 4L3X 24 Jan 2022, 15:17
არ მიყურებია სერიალისათვის. გვითხარი მერე როგორია. წიგნი და ეკრანიზაცია ყოველთვის ერთნაირი რომ არ არის ალბათ ყველამ ვიცით.

Posted by: _GHOST_ 24 Jan 2022, 17:15
სერიალი ადრე დავიწყე და მივაგდე, მაგრამ ქართული ანბანი რომ გამოიყენეს, მაგაზე მეც ვიღადავე. :დ

Posted by: Lord_Raptor 24 Jan 2022, 19:45
QUOTE
სერიალი ადრე დავიწყე და მივაგდე, მაგრამ ქართული ანბანი რომ გამოიყენეს, მაგაზე მეც ვიღადავე. :დ

სერიალი არ მე მინახავს, ქართულ ანბანზე ტეხავს მაგრად, ნამდვილი სიტყვები მაინც გამოყენებინათ, მაგარი ზარმაცები არიან, ეგეც დაეზარათ და არც თარჯიმანი აიყვანეს.
ჩაინას ლანძღვას რაც შეეხება გეთანხმები რომ ყველას თავისი აზრი აქვს. მე პირადად მომწონს და ბევრი არგუმენტი მაქვს, სულ მინიმუმ ის რომ თავისი სტილი აქვს, მაგის ნაწერს მე ვცნობ. ზოგადად ერთ მწერალს მეორესგან ვერ გაარჩევ დღეს, მაგარი ინდივიდუალიზმია biggrin.gif
სამი სხეულის პრობლემას გავამართლებ და ვიტყვი რომ ღმერთმა არ ქნას და მართლა გადავაწყდით უცხოებს ეგრე მოხდება ბევრი რამ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეზე. კაცების ფემინიზაცია რომ ფანტასტიკაც არაა, მაგას ფაქტები და სტატისტიკა აჩვენებს. ჰოლდემენსაც აქვს ეგ იდეა მარადიულ ომში.
ვის რა მოპარა არ ვიცი ნამდვილად, ვერაფერს ვიტყვი, მოხეტიალე დედამიწა ფილმი მაქვს ნანახი, წაკითხვას აღარ ვაპირებ. ან არის პლაგიატი ან არა, რაღაც დონეზე მთელი ხელოვნება ეგაა, ვიღაცის რაღაც სადღაც გაიგე და მერე შენი იდეა დაგებადა. ეგრე რომ გავყვეთ დიუნი არის ისტორია იესოზე, ანუ მოიპარა? შეიძლება და რა მერე? ბევრი არაფერი.


Posted by: AncientCaucasian 24 Jan 2022, 23:49
ელ- ვერსიები თუ დევს სადმე (გადმოწერა რომ შეიძლებოდეს)ქართულად ნათრგმნი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნების?

Posted by: Henyd0r1 25 Jan 2022, 13:24
ენდი უეირზე ცუდი შთაბეჭდილება მექმნება ნელ-ნელა და ბოლო წიგნი წაიკითხეთ ვინმემ?
ეს არტემისი ერთი დიდი ხუმრობაა თავიდან ბოლომდე. ნეტა მალე მოვრჩე

Posted by: Lord_Raptor 4 Feb 2022, 21:22
დავამთავრე ლიუ ცისინის ტრილოგია, ვგულისხმობ სამი სხეულის პრობლემის ტრილოგიას.
აქ ითქვა ადრე შედევრიაო და ვეთანხმები სრული მასით და მოცულობით. ნამდვილი შედევრია.
კლარკიდან და აზიმოვიდან მოყოლებული ბევრი sci-fi ნაწარმოები წამიკითხავს, მაგრამ პირველად ვიგრძენი ეს ყველაფერი როგორც ხელშესახები რეალობა. რეალობად მივიჩნევ არა მხოლოდ ამბებს და ისტორიებს, ასევე ჩვენ დამოკიდებულებას და რეაქციას ამ მოვლენების მიმართ.
საინტერესოა თვითონ ავტორის ფსიქოლოგიური პორტრეტი, რა გავლენა აქვს ჩინეთის ისტორიას, განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში მიმდინარე მოვლენებს და თანამედროვე ჩინეთის ფორმირების ეტაპებს.
ასევე საინტერესოა ავტორისეული ცივილიზაციის სათავე, ანუ საიდან იწყება ჩვენი, როგორც კაცთა მოდგმის ამბავი. ერთი ქალიდან და ერთი კაციდან. ამას დღეს დასავლეთში ვერც გაბედავდნენ :დ ზედმეტად განვითარებულები არიან და პოსტმოდერნისტული ზმანებები ღამის ძილს უფრთხობენ.
გირჩევთ წაიკითხოთ, არ ინანებთ!

Posted by: tomhardy 6 Feb 2022, 02:06
4L3X
უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები თვით მახვილზე. მეფის შემოქმედის თავს მოვრჩი ეხლა eek.gif და ვფიქრობ ამის მერე კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდება მოვლენები. ისევ დამიბრუნდა ინტერესი popcorn.gif

Posted by: Universe´ 27 Feb 2022, 10:27
QUOTE
QUOTE (fork @ 14 Jan 2020, 00:28 )
აქვე პორტალში დაეძგერენ ტრილოგიებს და ტეტრალოგიებს და ვარ გამოკიდებული ჰაერში.

QUOTE
ანიჰილაცია

ამას ვეძებდი.
ჯერაც არ უთარგმნიათ დანარჩენი 2 წიგნი?.. კი წავიკითხე, მაგრამ ქართულად მინდა

Posted by: WP-Rex 28 Feb 2022, 11:58
4L3X
QUOTE
არ მიყურებია სერიალისათვის. გვითხარი მერე როგორია. წიგნი და ეკრანიზაცია ყოველთვის ერთნაირი რომ არ არის ალბათ ყველამ ვიცით.

წიგნი არ წამიკითხავს, სერიალი ვნახე.
არა უშავდა რა, დიდი არაფერი.

Posted by: fork 19 Mar 2022, 16:23
user posted image

ჩემი პორტალური კოლექცია... ოდესმე თუ ეღირსებათ დასრულება მრავალსერიიანებს?

Posted by: 4L3X 19 Mar 2022, 16:26
QUOTE (fork @ 19 Mar 2022, 16:23 )
ჩემი პორტალური კოლექცია...

up.gif up.gif up.gif

QUOTE
ოდესმე თუ ეღირსებათ დასრულება მრავალსერიიანებს?

lol.gif lol.gif lol.gif
მაგირომ არ ვკიდებ პორტალის წიგნებს ხელს.

Posted by: fork 19 Mar 2022, 17:59
4L3X
ნუ ჩამიქოლე იმედები ჯეკ.
ეგებ გაცისკრონ?

Posted by: 4L3X 19 Mar 2022, 18:08
QUOTE (fork @ 19 Mar 2022, 17:59 )
ნუ ჩამიქოლე იმედები ჯეკ.
ეგებ გაცისკრონ?

ნეტარ არიან მორწმუნენი user.gif user.gif user.gif

Posted by: 4L3X 1 Apr 2022, 10:35
სტანისლავ ლემის "ფიასკოს" განხილვა

Posted by: 4L3X 21 May 2022, 09:52
ხო, ხო, ხო, ხო რა ამბებით ვარ მოსული რომ იცოდეთ

"წიგნები ბათუმში" უშვებს ენ ლეკის 2013 წლის გახმაურებულ წიგნს "დამხმარე მართლმსაჯულება" (ორიგინალში "Ancillary Justice") მახსოვს 2013-2014-ში ამ წიგნმა ყველა ჯილდო გაზიდა რაც არის სპეკულაციური ლიტერატურის დარგში. gigi.gif

"ფანტასტიკური ბიბლიოთეკა" განსაკუთრებული სიახლით დაბრუნდა!
„დამხმარე მართლმსაჯულება“ ენ ლეკის სადებიუტო ნაწარმოებია. ეს კოსმოსური ოპერა „იმპერიული რადჩის“ ტრილოგიის პირველი ნაწილი და ის ერთადერთი წიგნია, რომელმაც ჰუგო, ნებულა და არტურ კლარკის ჯილდოები მოიპოვა, სხვა მრავალთა შორის.
მთავარი გმირი, ბრექი, განადგურებული ხომალდის ერთადერთი გადარჩენილი და ამ ხომალდის ხელოვნური გონების მატარებელია. როგორც კოსმოსური ოპერისგან შეიძლება მოელოდეს მკითხველი, აქ ვერ შეხვდებით ბევრ კოსმოსურ ბრძოლას, ან უცხოპლანეტელებთან განსხვავებული იარაღით ომს. ამ წიგნის მთავარ გმირს სიმღერა უყვარს და უიარაღოდაც მომაკვდინებლად საშიშია. ადრე ძალიან ბევრი სხეული ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ ერთი აქვს და ნელ-ნელა სწავლობს ასე ცხოვრებას.
„თუკი რამე გიჟურის გაკეთებას აპირებ, დაიცადე, სანამ ამას აზრი მიეცემა“ - ეს აზრი მთელ ნაწარმოებს გასდევს ლაიტმოტივად და ბრექიც იცდის, ცივილიზაციის მბრძანებელზე შურის საძიებლად თავის მომენტს ელოდება.
მთარგმნელი - ანტონ სინატაშვილი
რედაქტორი - სოფი ჩერქეზიშვილი
ყდის დიზაინი - ნატალია ავალიანი

user posted image

დიდი ხნის წინ დაგვპირდა ირაკლი ამ წიგნის გამოშვებას. როგორც იქნა ვეღირსეთ! jump.gif
მადლობა ირაკლის და "წიგნები ბათუმში" 2kiss.gif

Posted by: Eeescadaaa 24 May 2022, 23:24

ამის წაკითხვა კი მინდოდა, მაგრამ შემდეგ ნაწილებს რომ არ აქებდნენ გადაინაცვლა სიის ბოლოში biggrin.gif tongue.gif
ქართულად შეიძლება უფრო წავიკითხო

Posted by: _GHOST_ 24 May 2022, 23:30
პირველი მაქვს წაკითხული ადრე, მეორე და მესამე აღარ. :thinking:

Posted by: ახალგაზრდა 25 May 2022, 15:28
ნეტა რა ხდება აზიმოვზე, დაიკიდა სულაკაურმა?
ვერც კატალოგში ვნახე და საერთოდ მეორე დასაბამზე ჩქამიც არ ისმის sad.gif

Posted by: kriketi-1985 26 May 2022, 23:23
სერიებს ვერ ვიტან, ჯერ ის უნდა არკვიო, რა რის შემდეგაა, ვთქვათ და რომელიმე ვერ იშოვე, ალბათ, ამიტომ არ მიყვარს ფანტასტიკა, არადა მეყვარებოდა.

Posted by: Malotru 27 May 2022, 00:37
ახალგაზრდა
QUOTE
ვერც კატალოგში ვნახე და საერთოდ მეორე დასაბამზე ჩქამიც არ ისმის

ნამდვილად დაიკიდა სულაკაურმა.
"ამოყიდვაზე" იყვნენ ბოლოს, თითო ტომი 4 ლარი ღირდა.
არადა... აზიმოვი, კლარკი, გიბსონი, ლემი, კრაუჩი... რა კარგი დასაწყისი ჰქონდათ.

თუმცა, მესმის მაგათი - უბრალოდ არ გაეყიდათ, არ ჰქონდა ხალხს ინტერესი და ... შეწყვიტეს.

Posted by: ახალგაზრდა 27 May 2022, 02:12
QUOTE (Malotru @ 27 May 2022, 00:37 )
ახალგაზრდა
QUOTE
ვერც კატალოგში ვნახე და საერთოდ მეორე დასაბამზე ჩქამიც არ ისმის

ნამდვილად დაიკიდა სულაკაურმა.
"ამოყიდვაზე" იყვნენ ბოლოს, თითო ტომი 4 ლარი ღირდა.
არადა... აზიმოვი, კლარკი, გიბსონი, ლემი, კრაუჩი... რა კარგი დასაწყისი ჰქონდათ.

თუმცა, მესმის მაგათი - უბრალოდ არ გაეყიდათ, არ ჰქონდა ხალხს ინტერესი და ... შეწყვიტეს.

ეჰ, ცუდია ძალიან sad.gif

მეც მესმის რომ სამეცნიერო ფანტასტიკას დიდი მკითხველი არ ყავს საქართველოში მაგრამ ეს სერიების დაწყება და მერე შუაში მიტოვება რაღაც საშინელებაა

თითქოს ჩაკეტილ წრეში ვართ. არ ითარგმნება ჟანრი რადგან ინტერესი არ არის და ინტერესი არ არის რადგან ჟანრი საკმარისად გავრცელებული არ არის

Posted by: Ezekia 4 Jun 2022, 23:44
user posted image

აბა, ეს წაკითხული გაქვთ?

როგორია??



Posted by: Old City 5 Jun 2022, 00:53
QUOTE (4L3X @ 1 Apr 2022, 09:35 )
სტანისლავ ლემის "ფიასკოს" განხილვა

ძალიან მიყვარს ლემი. დიდი მოაზროვნე მგონია და "ფიასკო" ყველაზე უცნაური რომანია ჩემი აზრით.
რაღაცის თქმა უნდოდა ამ რომანით ლემს, რამდენადაც ვიცი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი იყო, მაგრამ ან ვერ მოიტანა ჩვენამდე ან რაღაცას ვერ ვიგებთ.


აი "სოლარისი" მაგალითად ჟანრის გვირგვინი მგონია საერთოდ. არა მარტო ჟანრის, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია.

Posted by: Pepper_Crowley 5 Jun 2022, 02:11
QUOTE (4L3X @ 21 May 2022, 09:52 )
ხო, ხო, ხო, ხო რა ამბებით ვარ მოსული რომ იცოდეთ

"წიგნები ბათუმში" უშვებს ენ ლეკის 2013 წლის გახმაურებულ წიგნს "დამხმარე მართლმსაჯულება" (ორიგინალში "Ancillary Justice") მახსოვს 2013-2014-ში ამ წიგნმა ყველა ჯილდო გაზიდა რაც არის სპეკულაციური ლიტერატურის დარგში. gigi.gif

"ფანტასტიკური ბიბლიოთეკა" განსაკუთრებული სიახლით დაბრუნდა!
„დამხმარე მართლმსაჯულება“ ენ ლეკის სადებიუტო ნაწარმოებია. ეს კოსმოსური ოპერა „იმპერიული რადჩის“ ტრილოგიის პირველი ნაწილი და ის ერთადერთი წიგნია, რომელმაც ჰუგო, ნებულა და არტურ კლარკის ჯილდოები მოიპოვა, სხვა მრავალთა შორის.
მთავარი გმირი, ბრექი, განადგურებული ხომალდის ერთადერთი გადარჩენილი და ამ ხომალდის ხელოვნური გონების მატარებელია. როგორც კოსმოსური ოპერისგან შეიძლება მოელოდეს მკითხველი, აქ ვერ შეხვდებით ბევრ კოსმოსურ ბრძოლას, ან უცხოპლანეტელებთან განსხვავებული იარაღით ომს. ამ წიგნის მთავარ გმირს სიმღერა უყვარს და უიარაღოდაც მომაკვდინებლად საშიშია. ადრე ძალიან ბევრი სხეული ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ ერთი აქვს და ნელ-ნელა სწავლობს ასე ცხოვრებას.
„თუკი რამე გიჟურის გაკეთებას აპირებ, დაიცადე, სანამ ამას აზრი მიეცემა“ - ეს აზრი მთელ ნაწარმოებს გასდევს ლაიტმოტივად და ბრექიც იცდის, ცივილიზაციის მბრძანებელზე შურის საძიებლად თავის მომენტს ელოდება.
მთარგმნელი - ანტონ სინატაშვილი
რედაქტორი - სოფი ჩერქეზიშვილი
ყდის დიზაინი - ნატალია ავალიანი

user posted image

დიდი ხნის წინ დაგვპირდა ირაკლი ამ წიგნის გამოშვებას. როგორც იქნა ვეღირსეთ! jump.gif
მადლობა ირაკლის და "წიგნები ბათუმში" 2kiss.gif

დავიწყე ეს ,,განსაკუთრებული სიახლე", რამდენიმე გვერდს ვერ გავცდი და მივაგდე user.gif

კიდევ ვცდი მოგვიანებით, რა ვიცი, რა ვიცი.


Posted by: Loreley 15 Jun 2022, 11:14
მოვალ წავიწუწუნებ და წავალ biggrin.gif
ლე გუინზე რანაირად ვიტყვი დაფასებული არაა-თქო, მაგრამ წყვდიადის მარცხენა ხელის და განპყრობილების (ორივე უზომოდ მიყვარს) იქით იშვიათად მიდის ვინმე ჩემი დაკვირვებით, არადა ჰაინის ციკლში მოთხრობები/ნოველები ისეთებია ზოგი ბევრ საიფაი რომანს არ დაესიზმრება და მგონია რომ ზედმეტად ცოტა ხალხი კითხულობს sad.gif
Four Ways to Forgiveness და The Birthday of the World and Other Stories არაჩვეულებრივი კრებულებია, ან საერთოდ ეს:
user posted image

Posted by: 4L3X 15 Jun 2022, 11:33
Loreley
დავამატებ "The word for world is forest", "ზღვა-მიწეთის" სერია.

Posted by: Loreley 15 Jun 2022, 13:44
4L3X
კი, ეგენიც ნამდვილად. ზღვამიწეთი მითუმეტეს რაც უფრო მიდიხარ შორს სერიაში უფრო და უფრო უკეთესი ხდება <3

Posted by: Lord_Raptor 15 Jun 2022, 22:42
QUOTE
Loreley

QUOTE
ლე გუინზე რანაირად ვიტყვი დაფასებული არაა-თქო, მაგრამ წყვდიადის მარცხენა ხელის და განპყრობილების (ორივე უზომოდ მიყვარს) იქით იშვიათად მიდის ვინმე ჩემი დაკვირვებით, არადა ჰაინის ციკლში მოთხრობები/ნოველები ისეთებია ზოგი ბევრ საიფაი რომანს არ დაესიზმრება და მგონია რომ ზედმეტად ცოტა ხალხი კითხულობს


გეთანხმები, ერთგვარი ვალდებულებაა თავმოყვარე მკითხველს ეს ორი წიგნი წაკითხული ქონდეს და მორჩა. გეთვლება რომ ლე გუნის წაკითხული გაქვს.
ყველაფერი ცხადია არა, მაგრამ ბევრი ნოველა წავიკითხე ოდოს შესახებ, ანარქისტული მიმდინარეობის დაფუძნებაზე, რევოლუციაზე, რევოლუციის შემდეგ დროზე და ა.შ.
ისეთ თემებზე წერს, რაზეც ტრილოგიაც დაიწერება, მაგრამ მოკლედ და კონკრეტულად ყვება ამბავს, მალე ამთავრებს და რჩები არა დაუკმაყოფილებელი, არამედ შეცბუნებული. მე ასე ვარ პირადად.
არ აფასებენ ამ ქალს სათანადოდ, ზოგადად მოთხრობები და ნოველები არ ფასობს. რაღაც დროის განმავლობაში სულ მოკლე მოთხრობებს ან ნოველებს ვკითხულობდი, ისეთი ავტორები გავიცანი და ისეთი ამბების მომსწრე გავხდი ხელახლა შევიყვარე ეს ჟანრი.

Posted by: _GHOST_ 27 Jun 2022, 13:43
Sixteen ways to defend a walled city წავიკითხე და მაგრად გავერთე. :დ

ამ სერიის დანარჩენ ორსაც მივაყოლებ.

Posted by: Loreley 28 Jun 2022, 14:58
_GHOST_
აუ მაგ წიგნს ვუტრიალებ დიდი ხანია ისეთი კაი სათაური აქვს biggrin.gif შინაარსიც თუ კაია ამოვწევ პრიორიტეტებში

Lord_Raptor
ჰო, ბევრისგან მსმენია რომ მოთხრობებს არ კითხულობენ. ზოგადად კარგი მოთხრობის დაწერა უფრო რთული მგონია ვიდრე დიდი ნაწარმოების და ჭირს ცოტა მოძიება ალბათ :დ ნოველები კიდევ ჩემთვის პირადად იდეალურთან მიახლოვებული კონტენტია, არც გრდემლი წიგნის წაკითხვა გიწევს (თუმცა ეგენიც კარგია ხანდახან :დ) და მოთხრობებთან შედარებით უფრო მეტის ჩატევის საშუალებას იძლევა.
თანამედროვე ავტორები მითუმეტეს მასიურად 400+ გვერდიან წიგნებს წერენ ამ ჟანრში რასაც ვუყურებ, ინდუსტრიის სტანდარტებიც შეიცვალა. ერთი Tor-მა დაიწყო რამდენიმე წლის წინ ნოველების სერია და წარმატებულია საკმაოდ, მაგრამ მართლა უკვე იმდენადაა სტანდარტები შეცვლილი რომ 200 გვერდამდე წიგნები აქვთ გამოცემული მაგ სერიაში და ეგ ნოველა აღარაა biggrin.gif

Posted by: _GHOST_ 30 Jun 2022, 19:03
Loreley
ამ მწერლის Savages-იც მომეწონა, თავის დროზე. კიდევ უფრო ძველი ინჟინერის ტრილოგია მაქვს წაკითხული და იდეაში ეგეც მომწონს, სიუჟეტურად, მაგრამ პროზა არ არის მაინც ჩამთრევი, ბოლოსკენ დამღალა, როგორც მახსოვს, მაგრამ შემდეგ და შემდეგ ნაწარმოებებში უფრო უკეთ წავიდა ჩემთვის.




Posted by: Loreley 11 Jul 2022, 12:00
_GHOST_
Prosper's Demon წავიკითხე მე, ანოტაციამ მომხიბლა და თან პატარა იყო. ბოლომდე ვერ გაამართლა იმედები, მაგრამ კარგი მომენტებიც ჰქონდა და ავტორისთვის არ გადამისვია ხაზი ჯერ biggrin.gif

Posted by: ripsta 18 Jul 2022, 16:25
გადამაფიქრებინეთ wheel of time-ის წაკითხვა


გთხოვთ

Posted by: Eeescadaaa 18 Jul 2022, 19:24
QUOTE (ripsta @ 18 Jul 2022, 16:25 )
გადამაფიქრებინეთ wheel of time-ის წაკითხვა


გთხოვთ


lol.gif რატომ?????/

ძალიან გრძელიააა, პირველი სამი წიგნი ერთნაირი პლოტია და შუა 3-4 წიგნი თითქმის არაფერი ხდება old.gif

Posted by: 4L3X 18 Jul 2022, 20:39
QUOTE (ripsta @ 18 Jul 2022, 16:25 )
გადამაფიქრებინეთ wheel of time-ის წაკითხვა


გთხოვთ

მე ამან გადამაფიქრებინა smile.gif

Posted by: Eeescadaaa 18 Jul 2022, 21:50
QUOTE (4L3X @ 18 Jul 2022, 20:39 )
QUOTE (ripsta @ 18 Jul 2022, 16:25 )
გადამაფიქრებინეთ wheel of time-ის წაკითხვა


გთხოვთ

მე ამან გადამაფიქრებინა smile.gif


lol.gif lol.gif

მაინც კარგია user.gif წაიკითხეთ, როცა დაამთავრებ არ ინანებ gigi.gif lol.gif

Posted by: ripsta 19 Jul 2022, 12:32
QUOTE (Eeescadaaa @ 18 Jul 2022, 19:24 )
QUOTE (ripsta @ 18 Jul 2022, 16:25 )
გადამაფიქრებინეთ wheel of time-ის წაკითხვა


გთხოვთ


lol.gif რატომ?????/

ძალიან გრძელიააა, პირველი სამი წიგნი ერთნაირი პლოტია და შუა 3-4 წიგნი თითქმის არაფერი ხდება old.gif

აი თუნდაც იმიტომ რაც ჩამოწერე wound.gif
თან 15 ტომი ორი დღის საკითხავი არაა და დედიქეიშენი გჭირდება ;დ



ახლა ისინი გვითხარი რატომ ღირს წაკითხვა ;დ war.gif

4L3X
user.gif

Posted by: Eeescadaaa 19 Jul 2022, 21:07
QUOTE (ripsta @ 19 Jul 2022, 12:32 )
ახლა ისინი გვითხარი რატომ ღირს წაკითხვა ;დ war.gif


უკვე დამთავრებული ეპიკ ფენტეზია, ძალიან კარგი მეჯიქ სისტემა აქვს, სადაც მაგიის გამოყენებას თავისი ფასი აქვს..
კარგად დაწერილი ჩოუზენ ვანის ისტორიაა თავისი თვისთით, სადაც ავტორი არ კარგავს ინეტერესს მთავარ გმირში
ქამინგ ოF ეიჯია არაჩვეულებრივი, შენს წინ გაიზარდნენ ჩამოყალიბდნენ, გაგიჟდნენ
კი აღწერს კაბის ყველა დეტალს მაგრამ ეგაც გეხმარება სხვადასხვა კულტურების გარჩევაში gigi.gif ვორლდბინგი მაგიტომ აქვს ძალიან კარგი...
კარგად რეალიზებული გმირები, ანტიგმირები და ვილიანები თავიანთი მოტივაციებით, ეპიკ ბრძოლები, რომანები არ აქვს კარგი სამწუხაროდ gigi.gif მაგრამ მეგობრობაა მშვენიერი cry.gif


მოკლედ ვერ გადაწონის მინუსები ამ სერიის სიმაღლეებს ....... popcorn.gif

Posted by: Henyd0r1 21 Jul 2022, 11:18
Eeescadaaa

თითქმის შუაში ვარ და მეც მაგ აზრზე ვარ უკვე, უბარლოდ მართლა დამღლელია ;დ
იმედია ზაფუხლის მერე მოვახერხებ გაგრძელებას
მანამდე სანდროს ოუსბრინგერის რერიდი და რიტმს ოფ ვორი მაქ რიგშI sad.gif

Posted by: Eeescadaaa 22 Jul 2022, 21:47
Henyd0r1

ეგრეა, აუდიოწიგნი დაიხმარე, შეიძლება იუთუბზეც იდოს, მე სლოგი ეგრე გადავლახე biggrin.gif

Posted by: პითონი 24 Jul 2022, 13:14
სალამი
კაი ხანია არაფერი წამიკითხავს

ბოლოს მეტროს და მხედვარის სერიები წავიკითხე.

რას მირჩევთ ახალს?
კარგი იქნება თუ 1 წიგნი იქნება ან რამდენიმე და უკვე დამთავრებული.
თორე ლოდინი და ა.შ მაგარი არ მევასება biggrin.gif

Posted by: 4L3X 1 Aug 2022, 11:11
რამდენიმე საინტერესო სამეცნიერო-ფანტასტიკური წიგნის/სერიის რევიუ ინგლისურად








Posted by: Lord_Raptor 1 Aug 2022, 22:45
წავიკითხე კრებული The Paper Menagerie - ავტორი Ken Liu.
თვითონ The Paper Menagerie ძალიან კარგია, სხვებიც კარგია.
ტედ ჩანს მაგონებს ზოგჯერ. იდეები და თემები როგორც წესი არაა უცხო ამ ჟანრისთვის, მაგრამ საინტერესო სტილი და მანერა აქვს.
Love, Death & Robots ანიმაციური სერიალის პირველ სეზონში "Good Hunting" კენის მოთხრობის ეკრანიზაცია ყოფილა.

Posted by: 4L3X 1 Aug 2022, 23:01
The Cost of Evolution | Xenogenesis Trilogy

Posted by: 4L3X 2 Sep 2022, 18:30
The Horrible Truth About Consciousness | Blindsight

Posted by: ripsta 5 Sep 2022, 16:42
ჰაიპირიონის პირველი დილოგია მოვრჩი გუშინ წინ და გავლენის ქვეშ ვარ ისევ
იდეალური ნაწარმოებია - პირველიც და მეორეც
წარმოუდგენლად კარგი რამეა გატენილი იდეებით და მოწოდებული შეუდარებელი პოეტურობით

ცოტა ხანს დავაცდი და ენდიმიონის დილოგიას გავუყვები

Posted by: LOLZ 5 Sep 2022, 20:37
https://on.ge/story/108617-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98

Posted by: Malotru 5 Sep 2022, 22:58
QUOTE
პოდკასტი: სამეცნიერო ფანტასტიკა — მეცნიერება და ტექნოლოგიები ფანტასტიკაში

კარგი რამ არის, ზოგადი წარმოსადგენის მისაღებად.
ჩაღრმავების მერე, ღირებულების ნაკლებობაც გამოჩნდება და ეგაა

Posted by: ripsta 7 Sep 2022, 15:37
QUOTE
ჩაღრმავების მერე, ღირებულების ნაკლებობაც გამოჩნდება და ეგაა


lol.gif

Posted by: veliki 7 Sep 2022, 16:47
არ მიყვარს ეს ჟანრი ბავშვობიდან.....

Posted by: LOLZ 8 Sep 2022, 00:52
QUOTE
პოდკასტი: სამეცნიერო ფანტასტიკა — მეცნიერება და ტექნოლოგიები ფანტასტიკაში

რა მაგარი თემაა და რა უღიმღამო პოდკასტია. არანაირი ემოცია და ინსპირაცია არ მოაქვს. ბექა მოდრეკილაძე თითქოს ცუდად დაწერილ სფიჩს კითხულობდეს smile.gif + თავდაჯერებაც აკლია საუბარში. + მომენტებში დიდ სისულელეებსაც ამბობს, საბჭოთა პერიოდის შესახებ.

ბევრ თემას შეეხნენ, მაგრამ მეტისმეტად ზედაპირულად. ვიკიპედიაში უფრო მეტი ინფორმაციაა, გაცილებით უკეთესი სტრუქტურით და შინაარსით smile.gif შეიძლებოდა ყოფილიყო ცოცხალი, ინტერაქტიული პოდკასტი, დამთავრება რომ დაგენანება. მაგრამ გაფუჭებული ფლეიერივით ისმინება smile.gif) რელიგია და ფანტასტიკა, სამოქალაქო უფლებები ამერიკაში და ფანტასტიკა, ადამიანები და გარემო და ფანტასტიკა, რობოტიკა და ა.შ. უფრო ღრმად და საინტერესოდ შეიძლებოდა განხილულიყო. მარილი აკლდა წამყვანსაც და სტუმარსაც. smile.gif წიგნებზე და ფილმებზე ისე უნდა ესაუბრათ რომ წაკითხვა/ნახვა მოენდომებინათ ადამიანისთვის, იმისთვისაც ვისაც ამ ჟანრის წიგნები გაგონილიც არ ჰქონდა.

ეს ბავშვებისთვისაა და საკმაოდ კარგია. ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაზეც საუბრობს



Posted by: Pepper_Crowley 9 Sep 2022, 13:11
QUOTE (ripsta @ 18 Jul 2022, 16:25 )
გადამაფიქრებინეთ wheel of time-ის წაკითხვა


გთხოვთ

მე ძალიან მომეწონა, ერთ-ერთი საუკეთესოა რაც წამიკითხავს.


Posted by: Lord_Raptor 10 Sep 2022, 17:54
წავიკითხე Tuf Voyaging, ავტორი George R. R. Martin.
თემები და იდეები, რასაც წიგნი ეხება მარტინის მოგონილი და ორიგინალური არაა, მაგრამ ოსტატურად ყვება და შავი იუმორით აზავებს.
კარგი საკითხავია ნამდვილად. მოკლედ და კონკრეტული, ნათელი და გასაგები. მაგრამ არა უშინაარსო და ზედაპირული.
გირჩევთ, არ ინანებთ.

Posted by: 4L3X 10 Sep 2022, 19:28
Is Anything Real? | Do Androids Dream of Electric Sheep

Posted by: masai11 10 Sep 2022, 20:55
არსებობენ ქალი ავტორები რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკას წერენ?

Posted by: 4L3X 10 Sep 2022, 21:30
QUOTE (masai11 @ 10 Sep 2022, 20:55 )
არსებობენ ქალი ავტორები რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკას წერენ?

ურსულა ლე გუინი გამოგვაკლდა. ანა ლეკი წერს ეხლა. მეტი არ ვიცი, არ მომხვედრია თვალში.

Posted by: _GHOST_ 10 Sep 2022, 22:49
QUOTE (masai11 @ 10 Sep 2022, 19:55 )
არსებობენ ქალი ავტორები რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკას წერენ?

რამდენიც გინდა.




....................

Posted by: masai11 11 Sep 2022, 00:34
_GHOST_
4L3X

თქვენ რომელს მირჩევდით, 1-2-3 ნაწარმოები?
ა.ვ. საკულტო ნაწარმოები არის რომელიმე?

Posted by: 4L3X 11 Sep 2022, 00:42
masai11
ქალის? რა ენებზე შეგიძლია კითხვა?

Posted by: LOLZ 11 Sep 2022, 02:45
masai11
https://www.goodreads.com/list/show/6934.Science_Fiction_Books_by_Female_Authors დევს გრძელი სია და შეგიძლია ჩაუყვე

Posted by: masai11 11 Sep 2022, 07:56
4L3X
LOLZ
მადლობა(თ) smile.gif

Posted by: _GHOST_ 11 Sep 2022, 09:46
masai11
sci fi , თუ ფენტეზიც იყოს?

თუმცა, მე მაინც ფენტეზი რეკომენდაციებს დავდებ ჩემსას :დ - Katherine Addison-ის The Goblin Emperor და შემდეგი ორი რომანი, იგივე სამყაროში. Steph Swainston - The year of our war და შემდეგი რომანები ამ ციკლში.


Posted by: masai11 11 Sep 2022, 10:23
QUOTE (_GHOST_ @ 11 Sep 2022, 09:46 )
masai11
sci fi , თუ ფენტეზიც იყოს?

თუმცა, მე მაინც ფენტეზი რეკომენდაციებს დავდებ ჩემსას :დ - Katherine Addison-ის The Goblin Emperor და შემდეგი ორი რომანი, იგივე სამყაროში. Steph Swainston - The year of our war და შემდეგი რომანები ამ ციკლში.

ამ ეტაპზე კონკერტულად sci fi არის საინტერესო ჩემთვის ქალებისგან, სტერეოტიპებისგან გასთავისეუფლებლად მჭირდება smile.gif

Posted by: LOLZ 12 Sep 2022, 00:34
masai11
ჟანრის ფუძემდებელი რომ ქალია ეგეც მიათვალე შენი სტერეოტიპების ანგარიშებს

Posted by: masai11 12 Sep 2022, 01:17
QUOTE (LOLZ @ 12 Sep 2022, 00:34 )
masai11
ჟანრის ფუძემდებელი რომ ქალია ეგეც მიათვალე შენი სტერეოტიპების ანგარიშებს

ოჰ, კარგი ახლა, მთლად ყავარზე ნუ გადებთ კუდს smile.gif

Posted by: LOLZ 12 Sep 2022, 05:18
masai11
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს wink.gif

Posted by: BlasTeR 12 Sep 2022, 08:18
masai11
აიზეკ აზიმოვის "მე, რობოტი"

წაიკითხე გაგისწორდება love.gif

Posted by: masai11 12 Sep 2022, 11:44
LOLZ
QUOTE
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს

პირდაპირ ფანტასტიკაა ხო? smile.gif

BlasTeR
QUOTE
აიზეკ აზიმოვის

აიზეკი ხომ ქალი არ იყო. რამე შეიცვალა? biggrin.gif

Posted by: Melanie_Pain 12 Sep 2022, 12:20
QUOTE (BlasTeR @ 12 Sep 2022, 08:18 )
masai11
აიზეკ აზიმოვის "მე, რობოტი"

წაიკითხე გაგისწორდება love.gif

love.gif

ძაან კარგი რჩევაა, +1 რჩევა

Posted by: MasterJC 12 Sep 2022, 13:19
QUOTE
არსებობენ ქალი ავტორები რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკას წერენ?

ბევრი
საიფაიც არის და ფენტეზიც
QUOTE
აიზეკ აზიმოვის "მე, რობოტი"

წაიკითხე გაგისწორდება

ოღონდ "წიგნები ბათუმში"-მ გამოსცა უცენზურო, და ეგ წაიკითხე, საბჭოთა ვარიანტს აკლია 1 თავი, რაციდეოლოგიურად იყო მიუღებელი და ფინალი რაცაა

ისე კი
"მარადისობის აღსასრული" love.gif

Posted by: masai11 12 Sep 2022, 14:40
ქალი ფანტასტის რომელ ნაწარმოებს დაასახელებთ საკულტოს კატეგორიაში რომ გადიოდეს?

Posted by: LOLZ 12 Sep 2022, 18:16
masai11
ფანტასტიკაა სტერეოტიპების მსხვრევა ფაქტების იგნორირების ან დამცირების გზით

Posted by: MasterJC 12 Sep 2022, 23:38
QUOTE (masai11 @ 12 Sep 2022, 14:40 )
ქალი ფანტასტის რომელ ნაწარმოებს დაასახელებთ საკულტოს კატეგორიაში რომ გადიოდეს?

მარგარეტ არტვუდი - მხევლის წიგნი
სიუზან კოლინსი - შიმშილის თამაშები - არ ემვასება, ბათლ როიალი აქვს გადამღერებული უსინდისოდ
მერი შელი - ფრანკენშტეინი - ჟანრს ჩაუყარა საფუძველი
ურსულა ლე გუინი - ქალი ლეგენდა- გინდა საიფაი, გინდა ფანტასტიკა, ხელი დაადე რასაც გინდა <3

Posted by: _GHOST_ 13 Sep 2022, 08:31
masai11
მაშინ, ლოის მაკმასტერ ბუჟოლდის ვორკოსიგანის სერია.

Posted by: WP-Rex 13 Sep 2022, 09:32
masai11
QUOTE
ქალი ფანტასტის რომელ ნაწარმოებს დაასახელებთ საკულტოს კატეგორიაში რომ გადიოდეს?

ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი

Posted by: masai11 13 Sep 2022, 09:57
_GHOST_
MasterJC
WP-Rex
მადლობა.
მშსდმ ჯერ ურსულა.

Posted by: Henyd0r1 13 Sep 2022, 12:20
საკულტოების რა გითხრათ და ფენტეზიში, რომელიც მე მიყვარს, ქალისგან ყველაზე მეტად რობინ ჰობისგან მიმიღია სიამოვნება

Posted by: 4L3X 13 Sep 2022, 17:57
Футурологический конгресс. Мир под наркозом. О романе Станислава Лема (Это фантастика) [RocketMan]

Posted by: Eeescadaaa 13 Sep 2022, 19:26

სტივენ კინგის ახალ წიგნს ხომ არ კითხულობთ ვინმე?

დიდად არ მაინტერესებს ხოლმე, მაგრამ ფენტეზია და დამაინტერესა popcorn.gif

Posted by: Henyd0r1 14 Sep 2022, 13:23
Eeescadaaa

Fairy Tail?
სულ დამავიწყდა. სლიფინგ ბიუთიზიც წასაკითხი მაქვს sad.gif არადა სახლში მიდევს ჰარდქავერი

Posted by: Eeescadaaa 14 Sep 2022, 16:47
Henyd0r1

კი, ჯერჯერობით კარგი ხმები დადის

user posted image


ეგეთი წიგნიც თუ ქონდა არ ვიცოდი, სლიფინგ ბიუთი givi.gif

Posted by: Lord_Raptor 18 Sep 2022, 23:45
ჯორჯ მარტინის Fevre Dream-ს ვკითხულობ.
ძალიან ატმოსფერული რომანია ვამპირებზე, უფრო მეტად მათ არსზე და რაობაზე, ვიდრე ალესილ კბილებზე.
ზოგადად მარტინს კარგად გამოსდის სოციალური წყობის გამოგონება, მისი ლოგიკის და დაუწერელი წესების აგება. ბევრი რამ წამიკითხვას მისი და ყველგან ძლიერია worldbuilding.
Dying of the Light არის მისი პირველი რომანი. ეს ამბავი მთლიანად ეხება სხვადასხვა კულტურის და სოციუმის შეხლა-შემოხლას, მაგრამ არა ტრადიციული კოსმოსური შეტაკებების სტილში.

Posted by: misterius 20 Sep 2022, 09:00
ორივე ნაწილს ვეძევ თუ ყიდით მომწერეთ

user posted image

Posted by: Henyd0r1 20 Sep 2022, 10:53
Eeescadaaa

შვილთან (ჯო ჰილი არა, მეორე) ერთად დაწერა, მაგარმ ძალიან დიდია და მეზარება ჯერ

Lord_Raptor

ორივე წაკითხული მაქვს, უმირაიუში სვეტ რუსულად ამქვს, ფევრე დრიმ ინგლისურად და როგორც მახსოვს, ეს მეორე უფრო მომეწონა. მგონი ქრონოლოგიურადაც უფრო ახალია და ბევრად დალაგებული

Posted by: RedHaired 29 Sep 2022, 16:32
პორტალი აღარ აპირებს რომელიმე სერიის გაგრძელების თარგმნას? ხმლების ქურდობას ველოდები რახანია

ბათუმმაც დაიკიდა წლებია ფენტეზი აღარ უთარგმნიათ, სავარაუდოდ ამ პედეეფების გამო აღარ იყიდება მაგათი წიგნები და მაგიტო, ან არ ვიცი , კიდიათ, რა ნიშითაც შემოვიდნენ ბაზარზე ის დაკარგეს

მოკლედ ძაან ტეხავს ასე რო მიაგდო ყველა გამომცემლობამ ეს ჟანრი

რობინ ჰობის ასასინის შეგირდით ვერ ვისიამოვნე, ყველაზე სუსტი ფენტეზია რაც წამიკითხავს

Posted by: Lord_Raptor 29 Sep 2022, 23:08
RedHaired
ტყუილად ელოდები ქართული გამომცემლობებისგან რამე კარგს და მითუმეტეს განგრძობად კარგს.
ჯობია უცხო ენაზე წაიკითხო, ინგლისური, რუსული და ა.შ.
ბათუმელები ფაქტობრივად აღარც ფუნქციონირებენ.
პორტალს კიდია, სხვა გამომცემლობები თავს არ იწუხებენ.
სხვა ჟანრის ლიტერატურის ბეჭდვას მისდევენ, განა იმ მიმართულებით ბევრი მყიდველია, სინამდვილეში საქართველოში ძალიან ცოტა მკითხველია, მაგრამ ეს ჟანრი კომუნისტების დროიდან მოყოლებული დაბალ თანრიგად ითვლება.ცხადია უსამართლოდ და უარგუმენტოდ.

Posted by: RedHaired 2 Oct 2022, 02:35
QUOTE (Lord_Raptor @ 29 Sep 2022, 23:08 )
RedHaired
ტყუილად ელოდები ქართული გამომცემლობებისგან რამე კარგს და მითუმეტეს განგრძობად კარგს.
ჯობია უცხო ენაზე წაიკითხო, ინგლისური, რუსული და ა.შ.
ბათუმელები ფაქტობრივად აღარც ფუნქციონირებენ.
პორტალს კიდია, სხვა გამომცემლობები თავს არ იწუხებენ.
სხვა ჟანრის ლიტერატურის ბეჭდვას მისდევენ, განა იმ მიმართულებით ბევრი მყიდველია, სინამდვილეში საქართველოში ძალიან ცოტა მკითხველია, მაგრამ ეს ჟანრი კომუნისტების დროიდან მოყოლებული დაბალ თანრიგად ითვლება.ცხადია უსამართლოდ და უარგუმენტოდ.

მეც მიკვირს ბათუმს რანაირად ეყიდება ფენტეზზე მეტად ის წიგნები რასაც თარგმნიან, 2015-დან თვალს ვადევნებ მაგათ ფბ ფეიჯს და არცერთ არაფენტეზ წიგნს არ ქონია იმხელა გამოხმაურება როგორიც როტფუსს, ნისლქმნილს ან მეტროს ქონდა.
გადავედი ინგლისურზე პროსტა ქართულად სხვა მუღამი აქვს, იმის მეათედ სიამოვნებას ვიღებ ალბათ უცხო ენაზე


Posted by: Lord_Raptor 2 Oct 2022, 21:55
RedHaired
ბათუმელების გამომცემლობის აღზევება და დაცემა ცალკე ისტორიაა. პალიტრა და სულაკაური შეაჩერეს თავის დროზე და მერე უბრალოდ ჩაქრნენ.
მე დიდი ხანია შევეშვი ქართულად კითხვას, წიგნებსაც კი აღარ ვყიდულობ. ქინდლი ვიყიდე და გადავერთე ინგლისურ-რუსულ წიგნებზე ან თარგმნებზე.

Posted by: ImereTinski 16 Oct 2022, 17:25
QUOTE
ჰიპერიონის დაწყება მინდა და როგორია ვისაც წაკითხული აქვს ? რომელიმე სხვა ნაწარმოებს გავს ?


მეც ვაპირებ, ჩემი მეგობრის სიტყვებით ჰიპერიონი მეცნიერული და კოსმოსური ნირვანაა

Posted by: Old City 17 Oct 2022, 16:13
QUOTE (Eeescadaaa @ 13 Sep 2022, 18:26 )
სტივენ კინგის ახალ წიგნს ხომ არ კითხულობთ ვინმე?

დიდად არ მაინტერესებს ხოლმე, მაგრამ ფენტეზია და დამაინტერესა popcorn.gif

კინგი ყველაზე დიდი ოსტატია ცოცხალ მწერლებს შორის.


სულერთია რაზე წერს. აი ჟანრს მართლა არა აქვს მნიშვნელობა. ხანდახან რომელიღაცა გადაკარგული ამერიკული ქალაქის ჩვეულებრივ მცხოვრებლებზე კითხულობ სამას გვერდს. ხანდახან ბრაზდები, რა გაკითხებს, რაში გაინტერესებს, მაგრამ თვალს ვერ წყვიტავ smile.gif

Posted by: ripsta 16 Nov 2022, 13:48
QUOTE (Old City @ 17 Oct 2022, 16:13 )
QUOTE (Eeescadaaa @ 13 Sep 2022, 18:26 )
სტივენ კინგის ახალ წიგნს ხომ არ კითხულობთ ვინმე?

დიდად არ მაინტერესებს ხოლმე, მაგრამ ფენტეზია და დამაინტერესა  popcorn.gif

კინგი ყველაზე დიდი ოსტატია ცოცხალ მწერლებს შორის.


სულერთია რაზე წერს. აი ჟანრს მართლა არა აქვს მნიშვნელობა. ხანდახან რომელიღაცა გადაკარგული ამერიკული ქალაქის ჩვეულებრივ მცხოვრებლებზე კითხულობ სამას გვერდს. ხანდახან ბრაზდები, რა გაკითხებს, რაში გაინტერესებს, მაგრამ თვალს ვერ წყვიტავ smile.gif

up.gif up.gif up.gif up.gif
egrea





Posted by: ripsta 24 Nov 2022, 15:31
leviathan wakes დავიწყე და ძალიან საკაიფოდ მიდის yes.gif

Posted by: viblz 24 Nov 2022, 15:34
QUOTE
ჰიპერიონის დაწყება მინდა და როგორია ვისაც წაკითხული აქვს ? რომელიმე სხვა ნაწარმოებს გავს ?

ძაან კაია!

Posted by: ripsta 24 Nov 2022, 15:38
QUOTE (viblz @ 24 Nov 2022, 15:34 )
QUOTE
ჰიპერიონის დაწყება მინდა და როგორია ვისაც წაკითხული აქვს ? რომელიმე სხვა ნაწარმოებს გავს ?

ძაან კაია!

იდეალური ნაწარმოებია ნამდვილად
პირველი და მეორე ნაწილი ერთად


ენდიმიონის დილოგია არ დამიწყია ჯერ user.gif

Posted by: viblz 24 Nov 2022, 15:41
QUOTE
ენდიმიონის დილოგია არ დამიწყია ჯერ

უუუუხ, გირჩევ ორივე ხელით.

ეხ. ნეტა არ მქონდეს წაკითხული. პირველად კითხვისას ძაან გრძნობებში ვიყავი ჩავარდნილი biggrin.gif



Posted by: ripsta 25 Nov 2022, 13:05
QUOTE (viblz @ 24 Nov 2022, 15:41 )
QUOTE
ენდიმიონის დილოგია არ დამიწყია ჯერ

უუუუხ, გირჩევ ორივე ხელით.

ეხ. ნეტა არ მქონდეს წაკითხული. პირველად კითხვისას ძაან გრძნობებში ვიყავი ჩავარდნილი biggrin.gif

ძალიან გამიხარდა ახლა შენი პოსტი ;დ
ჰაიპირიონის მერე ვფიქრობდი იგივე დონეს ვერ დაიჭერდა

ანუ კაია ეგენიც???

ერთი კითხვაც და შეგეშვები
ჰაიპირიონის პერსონაჟებს და მოვლენებს ეხება ? user.gif მაგრად შემიყვარდნენ ყველა ;დ


რაის ოფ ენდიმიონი არ მაქვს, ვიპოვი სადმე და ერთიანად ჩავუჯდები war.gif

Posted by: viblz 28 Nov 2022, 11:37
QUOTE
ჰაიპირიონის პერსონაჟებს და მოვლენებს ეხება ?  მაგრად შემიყვარდნენ ყველა ;დ

ჩვეულებრივი პირდაპირი გაგრძელებაა ისტორიის უბრალოდ სადღაც 200-300 წლით მომავალში.
ზოგი პერსონაჟი იგივეა (თუ ცოცხლები არიან ჯერ კიდევ) ზოგი პერსონაჟი ჰიპერიონში ვინც არიან იმათი შვილია და ასე შემდეგ.
ძაან მოგეწონება თუ პირველი ორი გაგისწორდა.

თან რაც ყველაზე მთავარია შრაიკზე ბეეეეეეეეევრად მეტ ინფორმაციას იღებ.

Posted by: narmonana 3 Dec 2022, 10:55


როგორც იქნა, ექსკლუზივიიიიი ჩემი ბანძი ხმით biggrin.gif

Posted by: misterius 3 Dec 2022, 13:47
user posted image
user posted image

ორივეს ვცვლი თუ ვინმეს გინდათ გადაგიცვლით დრაკულაში მომწერეთ პირადში

Posted by: narmonana 6 Dec 2022, 12:36
misterius
ვაბშე გაჩუქებ დრაკულას სიმონ, პროსტა ვაზისუბანში თუ ამოხვალ biggrin.gif


Posted by: max.demian 6 Dec 2022, 15:48
narmonana
ეს ხო არ გამოსულა და ქართული თარგმანი საიდან?

Posted by: narmonana 6 Dec 2022, 16:59
max.demian
user posted image


gigi.gif

Posted by: max.demian 6 Dec 2022, 17:57
narmonana
ძაან კაი. up.gif
სულაკაური აპირებდა თარგმნას 13 სერიაში და მაგ წიგნზე გაჩერდნენ.

Posted by: narmonana 6 Dec 2022, 19:05
QUOTE (max.demian @ 6 Dec 2022, 17:57 )
narmonana
ძაან კაი. up.gif
სულაკაური აპირებდა თარგმნას 13 სერიაში და მაგ წიგნზე გაჩერდნენ.

ჰოო, ეტყობა იფიქრეს ვერ გაქაჩავსო, მარა სულელები არიან, კორონას დროს მაინც უნდა გამოეცათ, მაგრა გაიყიდებოდა

კაიფი ისაა, რომ ამ წიგნის ორი თარგმანი არსებობს ქართულად, და ორივე ფორუმელისაა lol.gif

Posted by: narmonana 9 Dec 2022, 09:32
აქ დავდებ ისევ, სხვა ადგილი არ ვიცი, სად გავამარიაჟო

Posted by: ripsta 9 Dec 2022, 16:52


imbi.gif

Posted by: Lord_Raptor 10 Dec 2022, 22:45
დავამთავრე რობერტ ვეგნერის მეეკჰანის ციკლი.
ძლიერ მომეწონა. სტრუქტურა, სამყარო, პერსონაჟები. და ყველაზე მეტად მომეწონა ის რაც ყველაზე მეტად მიყვარს ეპიკური პროპორციების ფიქტიურ სამყაროში - გეოგრაფიული, პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური კონფლიქტი.
განსხვავებულია ფინალიც, და ამ სამყაროს და ამ ისტორიას ძალიან მოუხდა ჩემი აზრით. სტანდარტული გაგებით არაა ეს ფინალი, ზუსტად ეს უნდოდა ავტორს როგორც ჩანს.


Posted by: 4L3X 11 Dec 2022, 00:11
Lord_Raptor
სად წაიკითხე? რიდერი გაქვს თუ წიგნები იშოვე? თუ კი სად?

Posted by: dionise12 11 Dec 2022, 02:26
QUOTE (Lord_Raptor @ 10 Dec 2022, 22:45 )
დავამთავრე რობერტ ვეგნერის მეეკჰანის ციკლი.
ძლიერ მომეწონა. სტრუქტურა, სამყარო, პერსონაჟები. და ყველაზე მეტად მომეწონა ის რაც ყველაზე მეტად მიყვარს ეპიკური პროპორციების ფიქტიურ სამყაროში - გეოგრაფიული, პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური კონფლიქტი.
განსხვავებულია ფინალიც, და ამ სამყაროს და ამ ისტორიას ძალიან მოუხდა ჩემი აზრით. სტანდარტული გაგებით არაა ეს ფინალი, ზუსტად ეს უნდოდა ავტორს როგორც ჩანს.

ფინალში რას გულისხმობ? 5 წიგნია ჯერ გამოსული და მეექვსე გზაშია, და ავტორის თქმით 3-4 წიგნი კიდე იქნებაო. ძალიან ცოტა არტია მაგ ციკლზე და ნახევარი ქართველი მხტვრისაა.
https://www.artstation.com/bekachipo

* * *
QUOTE (4L3X @ 11 Dec 2022, 00:11 )
Lord_Raptor
სად წაიკითხე? რიდერი გაქვს თუ წიგნები იშოვე? თუ კი სად?

ozon.ru ზე ვიყიდე მე 2018 ში. მაშინ პირდაპირ ups/dhl ით მოჰქონდათ და არ ჯდებოდა ძვირი. პანდემისს შემდეგ ძალიან გააძვრიეს საფოსტო სერვისებმა ტარიფი. ჩამოტანით რომ დააბარო https://olma.ge/ ჩამოაქვს მაგრამ თითმიქს 100%-ს უმატებენ ჩამოტანისას, რამდენიმე წიგნზე ალაბთ შეღავათს გაგიწევენ, თუმცაღა არის ის ფაქტორიც რომ ტირაჟი ამოწურილია, ახალხანს გამოუშვეს ახალი გარეკანით სხვა ტირაჟი და მგონი ისიც მიილია.

Posted by: Lord_Raptor 11 Dec 2022, 13:11
4L3X
ქინდლი მაქვს.
https://fantasy-worlds.org/author/id5083/ აქედან გადმოვწერე.
dionise12
მართლა?
რატომღაც წარმოდგენა შემექმნა რომ მეხუთეთი დაასრულა. სადღაც რუსულ ფორუმზე წერდნენ მაგაზე, ბოლოაო.
და თუ კიდე გააგრძელებს მაგას რა ჯობია. ისეთი მასშტაბური ამბები აქვს დაძრული 50 წიგნსაც დაწერს.

Posted by: dionise12 11 Dec 2022, 14:44
Lord_Raptor
რა ბოლო, 3 წელია უკვე ველოდები კენეტისა და იმპერატორის შეხვედრას, ფაქტიურად ახლა იწყება სთორი.

Posted by: 4L3X 11 Dec 2022, 14:50
dionise12
Lord_Raptor
მადლობთ

Posted by: Lord_Raptor 11 Dec 2022, 15:29
dionise12
აგაშენა ღმერთმა.
ამაზე კარგ ამბავს დღეს ვერ გავიგებდი. დაე უსასრულოდ გაგრძელდეს.

Posted by: WP-Rex 12 Dec 2022, 01:06
4L3X
dionise12
Lord_Raptor
ეს ცალკე სთორი როა Jeszcze może załopotać არ უთარგმნიათ ჯერ?
ინგლისურად ან რუსულად.
https://powergraph.pl/katalog/autorzy/robert-m-wegner

Posted by: dionise12 12 Dec 2022, 01:55
QUOTE (WP-Rex @ 12 Dec 2022, 01:06 )
4L3X
dionise12
Lord_Raptor
ეს ცალკე სთორი როა Jeszcze może załopotać არ უთარგმნიათ ჯერ?
ინგლისურად ან რუსულად.
https://powergraph.pl/katalog/autorzy/robert-m-wegner

არა, ეგაა ლასკოლნიკის ახალგაზრდობაზე რამდენადაც ვიცი, 30 წლის წინ.
https://www.goodreads.com/book/show/25642632-ka-dy-dostanie-swoj-koz
ეს თუ წაიკითხე? პატარა მოთხრობაა კენეტზე და როტაზე. თუ პირველი წიგნი ახალი გამოცემის წაკითხე მაშინ ექნებოდა ბოლოში თანდართული, თუ არა და ცალკეა ეს.

Posted by: Lord_Raptor 12 Dec 2022, 10:03
WP-Rex
dionise12
QUOTE
ეს ცალკე სთორი როა Jeszcze może załopotać არ უთარგმნიათ ჯერ?

QUOTE
არა, ეგაა ლასკოლნიკის ახალგაზრდობაზე რამდენადაც ვიცი, 30 წლის წინ.

მომთაბარეების მეეკჰანში შეჭრის ამბავია. ახალგაზრდა იავენირი, გენო, იმპერატორი და ა.შ.
რუსული თარგმანი არ არის, ვერ მოვიძიე.
QUOTE
https://www.goodreads.com/book/show/2564263...stanie-swoj-koz
ეს თუ წაიკითხე? პატარა მოთხრობაა კენეტზე და როტაზე. თუ პირველი წიგნი ახალი გამოცემის წაკითხე მაშინ ექნებოდა ბოლოში თანდართული, თუ არა და ცალკეა ეს.

ვერც ამის თარგმანი მოვიძიე.

მიკვირს აქამდე რომ არ თარგმნეს რუსებმა. სამოყვარულო დონეზე მაინც. მითუმეტეს კეტენის ამბავი მოთხრობაა.

Posted by: Joiner 12 Dec 2022, 10:22
Lord_Raptor
QUOTE
ვერც ამის თარგმანი მოვიძიე.


http://flibusta.is/b/455810

პ.ს. ალტსინი მომენატრა. user.gif

Posted by: Lord_Raptor 12 Dec 2022, 11:28
Joiner
დიდი მადლობა.


QUOTE
პ.ს. ალტსინი მომენატრა.

თავიდან ყველაზე ნაკლებად მომწონდა, ბოლოს ყველაზე მეტად.

Posted by: ripsta 15 Dec 2022, 14:00
viblz
ჩავუჯექი ენდიმიონს war.gif

Posted by: 4L3X 19 Dec 2022, 20:33
დაცემული დროშა ახალმა საგამომცემლო სახლმა აიტაცა ხელში! "მედუზა"



https://www.facebook.com/meduzabooks

Posted by: ახალგაზრდა 20 Dec 2022, 18:36
QUOTE (4L3X @ 19 Dec 2022, 20:33 )
დაცემული დროშა ახალმა საგამომცემლო სახლმა აიტაცა ხელში! "მედუზა"



https://www.facebook.com/meduzabooks

მედუზასთან კი არაფერ შუაშია მაგრამ თავიდან რომ აჩვენებენ ძველ წიგნებს, რა ლამაზი ყდა აქვს ყველას user.gif

ჰაული ძალიან გამეხარდა, გადმოწერილი მაქვს წიგნები რამდენი ხანია და ქართულ ვერსიასაც მივაყოლებ დიდი სიამოვნებით 2kiss.gif
იმედია ეს გამომცემლობა მაინც მიხედავს აზიმოვს

Posted by: _GHOST_ 28 Dec 2022, 16:17
ამბერის ქრონიკების მე4 და მე5 წიგნს ვერ ვპოულობ ვერსად, სად ვნახო? :დ საჩუქრად მინდა.
ლიგამუსში არ არის, პირველი სამი ვიყიდე. პარნასში რუსულად აქვთ.

Posted by: narmonana 3 Jan 2023, 20:54


ძლივს ჩავწერე თან ავად ვიყავი, თან ესა თან ისე, აცა-ბაცა გამოვიდა.

შემდეგი წესით უკეთესი იქნება, მიკროფონი დავითრიე


სპეშალ გესტობა არავის გინდათ?

გამოგიგზავნით თქვენ ლაინებს და ტელეფონის დიქტოფონით ჩაწერეთ. მერე მე ჩემ ლაინებს დავადებ და იუთუბზე გავიჩითებით, გაწი გამოწი სამი გვერდი იყოს ვორდში

Posted by: Henyd0r1 6 Jan 2023, 12:02
ამდენი ხანია ვუცდი და როგორც იქნა დავიწყე მელვილის ქალაქი და ქალაქი
ვნახთ აბა

Posted by: ripsta 9 Jan 2023, 16:26
მალაზანს ჩავუჯექი და საშინლად მომწონს

Posted by: Eeescadaaa 9 Jan 2023, 19:28
QUOTE (ripsta @ 9 Jan 2023, 16:26 )
მალაზანს ჩავუჯექი და საშინლად მომწონს

popcorn.gif popcorn.gif
ისიამოვნე სანამ დროააა

Posted by: dionise12 10 Jan 2023, 02:48
QUOTE (ripsta @ 9 Jan 2023, 16:26 )
მალაზანს ჩავუჯექი და საშინლად მომწონს

მე 3 თვეა ვბუქსაობ მთვარის ბაღებზე. 35% ზე ვარ. Tatersail -ის ისტორია თითქოს საინტერესო გახდა და უცებ Crokus და Kruppe გაიჩითნენ, ვისი სკრიპკა ვისაშია არ ჩანს ჯერ და მეზარება. საინტერსო თუა შემდეგ? დაგდებას ვაპირებ(დი) ამ წიგნის მერე

Posted by: Lord_Raptor 10 Jan 2023, 08:42
Henyd0r1
მე მაგით დავიწყე ჩაინას გაცნობა. კარგი წიგნია.

QUOTE
მალაზანს ჩავუჯექი და საშინლად მომწონს

დიდი ხანია მინდა მაგის წაკითხვა, და ვერ/არ მივადექი.
მეტრო არ მაქვს წაკითხული და იმის დაწყება მინდა, მაგრამ როდის მოვიცლი მაგისთვის არ ვიცი.

Posted by: _GHOST_ 10 Jan 2023, 08:53
თათერსელი არ არის მნიშვნელოვანი პერსონაჟი. biggrin.gif

ნუ მთლად სიმართლე არ არის, მაგრამ დიდ სურათში, ასეც შეიძლება ითქვას. მთვარის ბაღებში მეორე პლანზე მყოფი პერსონაჟები გადმოდიან წინ შემდეგ, ახლებიც ემატებიან. არსაიდან გაჩითავს კარსა ორლონგს რომელიღაცა წიგნიდან, აღარ მახსოვს. თავიდან იფიქრებ, რა ჯანდაბად შემოაგდო ეს ტობლაკაი, მაგრამ პერსონაჟის განვითარების საკაიფო არკა აქვს კარსას.

მე თავის დროზე მალაზანის პროზა არ მომეწონა, მაგრამ მერე მივეჩვიე და ეპიკურობით კი ყველაზე ეპიკურია. :დ

Posted by: ripsta 10 Jan 2023, 12:40
QUOTE (dionise12 @ 10 Jan 2023, 02:48 )
QUOTE (ripsta @ 9 Jan 2023, 16:26 )
მალაზანს ჩავუჯექი და საშინლად მომწონს
                               

მე 3 თვეა ვბუქსაობ მთვარის ბაღებზე. 35% ზე ვარ. Tatersail -ის ისტორია თითქოს საინტერესო გახდა და უცებ Crokus და Kruppe გაიჩითნენ, ვისი სკრიპკა ვისაშია არ ჩანს ჯერ და მეზარება. საინტერსო თუა შემდეგ? დაგდებას ვაპირებ(დი) ამ წიგნის მერე

ეგ ვისი ვისაშია დამევასა კაკრას ;დ
წარმოდგენა რომ არ გაქვს რა ხდება ვინ ვინაა ან რა უნდათ და ნელნელა რომ ალაგებ ყველაფერს თავში ;დ


_GHOST_
პროზა უფრო ენის გამო გამირთულდა მგონი
ბოლო წლებში ხშირად ვკითხულობ ინგლისურად და რავი ძალიან კარგად მიდიოდა უმეტესობა და აქ იმენა მერვე კლასელივით დავიწყე სანამ შევეჩვიე gigi.gif
ახლა მგონი დავიქოქე და აღარ მირთულდება, მარტივად მიდის ;დ ან შეიძლება ბევრი მოვლენები, პერსონაჟები და კლანები რომ მომაყარეს მაგიტომ დავაბუქსავე

მუნ სპონის გამოჩენის წინადადებები სამჯერ წავიკითხე მეთქი რამე ხო არ მეშლება lol.gif lol.gif lol.gif
* * *
QUOTE (Eeescadaaa @ 9 Jan 2023, 19:28 )
QUOTE (ripsta @ 9 Jan 2023, 16:26 )
მალაზანს ჩავუჯექი და საშინლად მომწონს
                               

popcorn.gif popcorn.gif
ისიამოვნე სანამ დროააა

სანამ დროა რატო წიგნი უნდა წამართვა??? kar.gif

Posted by: WP-Rex 10 Jan 2023, 12:56
მალაზანი არ წავიდა.
საშინლად რთული ენით არის დაწერილი.
თანაც ამდენი რამის დამახსოვრება უბრალოდ არ შემიძლია.

თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ მირჩევნია იგივე დრო სხვა რამის წაკითხვაში დავხარჯო.
* * *
ლოკი ლამორას ტრილოგია იყო მშვენიერი.

Posted by: Eeescadaaa 10 Jan 2023, 23:18
QUOTE (ripsta @ 10 Jan 2023, 12:40 )

QUOTE (Eeescadaaa @ 9 Jan 2023, 19:28 )
QUOTE (ripsta @ 9 Jan 2023, 16:26 )
მალაზანს ჩავუჯექი და საშინლად მომწონს
                                

popcorn.gif popcorn.gif
ისიამოვნე სანამ დროააა

სანამ დროა რატო წიგნი უნდა წამართვა??? kar.gif

არა არ გართმევ უბრალოდ
მე7ში წიგნი ახლახანს დავამთავრე და ერთი წელი ვკითხულობდი და მაგიტომ gigi.gif

მე7 წიგნამდე კარგი იყო old.gif რატომ იწუნებთ user.gif
ნუ დენსი ნამდვილად არის, მაგას ვერ ვუარყოფ

Posted by: პითონი 10 Jan 2023, 23:19
სალამი.
კაი ხანია არაფერი წამიკითხავს.
რას მირჩევთ?
ოღონდ ისეთი, რომ თუ რამდენიმე წიგნია ყველა იყოს ნათარგმნი ქართულად

Posted by: _GHOST_ 11 Jan 2023, 11:27
პითონი
ამბერის ქრონიკები, მაგრამ სად იშოვო, არ ვიცი. biggrin.gif


Posted by: ripsta 11 Jan 2023, 12:06
QUOTE (Eeescadaaa @ 10 Jan 2023, 23:18 )
QUOTE (ripsta @ 10 Jan 2023, 12:40 )

QUOTE (Eeescadaaa @ 9 Jan 2023, 19:28 )
QUOTE (ripsta @ 9 Jan 2023, 16:26 )
მალაზანს ჩავუჯექი და საშინლად მომწონს
                                

popcorn.gif popcorn.gif
ისიამოვნე სანამ დროააა

სანამ დროა რატო წიგნი უნდა წამართვა??? kar.gif

არა არ გართმევ უბრალოდ
მე7ში წიგნი ახლახანს დავამთავრე და ერთი წელი ვკითხულობდი და მაგიტომ gigi.gif

მე7 წიგნამდე კარგი იყო old.gif რატომ იწუნებთ user.gif
ნუ დენსი ნამდვილად არის, მაგას ვერ ვუარყოფ

ბევრი არაფერი ვიცი ამ საგაზე, თავს არ ვისპოილებ არაფრით, მაგრამ გუდრიდსის რევიუს რეიტინგებს გადავხედე და დასასრულს ძალიან კარგი შეფასებები აქვს
იმედი მაქვს კარგად წავა მეშვიდეს მერეც

არ დადროფოოოო war.gif

Posted by: Henyd0r1 11 Jan 2023, 19:08
QUOTE (Henyd0r1 @ 6 Jan 2023, 12:02 )
ამდენი ხანია ვუცდი და როგორც იქნა დავიწყე მელვილის ქალაქი და ქალაქი
ვნახთ აბა

მართლა ვიერდ ფიქშენია :დ 30%-ზე ვარ და ჯერ ბევრი რამე ვიზუალურადაც ვერ აღვიქვი :დ

Posted by: Eeescadaaa 11 Jan 2023, 22:04
QUOTE (ripsta @ 11 Jan 2023, 12:06 )
QUOTE (Eeescadaaa @ 10 Jan 2023, 23:18 )
QUOTE (ripsta @ 10 Jan 2023, 12:40 )

QUOTE (Eeescadaaa @ 9 Jan 2023, 19:28 )
QUOTE (ripsta @ 9 Jan 2023, 16:26 )
მალაზანს ჩავუჯექი და საშინლად მომწონს
                                

popcorn.gif popcorn.gif
ისიამოვნე სანამ დროააა

სანამ დროა რატო წიგნი უნდა წამართვა??? kar.gif

არა არ გართმევ უბრალოდ
მე7ში წიგნი ახლახანს დავამთავრე და ერთი წელი ვკითხულობდი და მაგიტომ gigi.gif

მე7 წიგნამდე კარგი იყო old.gif რატომ იწუნებთ user.gif
ნუ დენსი ნამდვილად არის, მაგას ვერ ვუარყოფ

ბევრი არაფერი ვიცი ამ საგაზე, თავს არ ვისპოილებ არაფრით, მაგრამ გუდრიდსის რევიუს რეიტინგებს გადავხედე და დასასრულს ძალიან კარგი შეფასებები აქვს
იმედი მაქვს კარგად წავა მეშვიდეს მერეც

არ დადროფოოოო war.gif


არა დადროფით არა, მაგრამ შეიძლება პაუზა ავიღო ...

ვერ დასპოილერდები ისეთი წიგნებია lol.gif lol.gif

Posted by: ალექსანდრა91 13 Jan 2023, 02:15
და ეს არავინ სცადა?

user posted image

Posted by: 4L3X 13 Jan 2023, 10:24
ალექსანდრა91
QUOTE (ალექსანდრა91 @ 13 Jan 2023, 02:15 )
და ეს არავინ სცადა?

მე ვცადე, ნორმალურია. არაფერი გასაგიჟებელი, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის.

Posted by: _GHOST_ 13 Jan 2023, 17:33
QUOTE
და ეს არავინ სცადა?

ripsta
ეს არ იყო, რომ გააძრე მაშინ? :დ

Posted by: ripsta 14 Jan 2023, 16:38
QUOTE (_GHOST_ @ 13 Jan 2023, 17:33 )
QUOTE
და ეს არავინ სცადა?

ripsta
ეს არ იყო, რომ გააძრე მაშინ? :დ

კი ;დდდ
ნათიასთანაა ოღონდ არ წამიკითხავს ჯერ ;დ

Posted by: Henyd0r1 18 Jan 2023, 13:22
გაასწორა მაინც მელვილმა

გადმოვიტან მიმოხილვას გუდრიდსიდან:

"ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო რამ არის, რაც ოდესმე წამიკითხავს.
მართლა weird fiction-ია, თუმცა თავისი წესებით. რაღაც მომენტში სანდერსონის დისტოპიებს ჰგავს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ქალაქ(ებ)ი აქვე, თანამედროვეობაში, სადღაც ჩვენგან სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვიდან არც ისე შორიახლოს მდებარეობს. ამ თავისი აბსურდით დიდად არავის უშლის ხელს.
მნიშვნელოვანი პერსონაჟების სიმცირე და ზედაპირულობაც უფრო მეტად უპირატესობაა, ვიდრე ნაკლი.
ერთადერთი, ბოლოში რაღაც დამაკლდა. თითქოს გაგრძელებას ითხოვს."
* * *
სერიალს ვუყურებ ახლა და მეორე სერიაში ქართული წარწერები გაიჩითა ))) ულ-კომაში არიან უკვე
წიგნშიც ხომ იყო ისე ერთი, ქართული მოტივების კაცი. ბუიძე იყო მგონი გვარად

Posted by: Lord_Raptor 18 Jan 2023, 15:10
Henyd0r1
QUOTE
სერიალს ვუყურებ ახლა და მეორე სერიაში ქართული წარწერები გაიჩითა ))) ულ-კომაში არიან უკვე
წიგნშიც ხომ იყო ისე ერთი, ქართული მოტივების კაცი. ბუიძე იყო მგონი გვარად

ფეისზე არის ჩაინას ჯგუფი და იქ დავწერე ეს ამბავი ადრე, სტალინის ენა და რამე, გამომეხმაურა ხალხი, ზოგმა დაგუგლა, ზოგმა დულოინგოზე რატომ არ არისო და ა.შ.
თვითონ სერიალი არ ვნახე, თრეილერი არ მომეწონა და შთაბეჭდილება არ გავიფუჭე.

რაც შეეხება წიგნს, ასეთი ბუნდოვანი იდეა კარგადაა რეალიზებული.
https://www.youtube.com/watch?v=nSUhGhn8vOo
ეს ინტერვიუ ნახე, თვითონ საუბრობს, დეტექტივის არსის თავისებური უცნაური ხედვა აქვს.

მეც პირველი ეს წავიკითხე, ავტორი ძლიერ მომეწონა და მერე შევყევი ბას ლაგის სერიას. და მერე ყველა დანარჩენიც წავიკითხე. ერთი წიგნი დამრჩა, ახალი პარიზი და სურეალური ამბები.

Posted by: _GHOST_ 18 Jan 2023, 20:28
https://www.imdb.com/title/tt20242042/
სერიალი გადაიღეს? :დ


.........

Posted by: Henyd0r1 18 Jan 2023, 20:44
Lord_Raptor

პერდიდო სტრიტ სთეიშენ დავიწყე მარა რაღაც ძან წვალებით მივდივარ.
მგონი აქაც მთავრაი როლში ქალაქია.

სერიალი დაიკიდე, სუსტია ძალიან.
პროსტა მაინც ვუყურებ რა, 4 სერიაა კიდევ კარგი.
რაც მინდოდა, რომ ბრიჩის ვიზუალიზაცია მომხდარიყო კარგად, ეგ მაინც არ ჩანს, დანარჩენი როგორც წარმომედგინა ისეა ყველაფერი.


ბეშელი ყველაზე მეტად ჰგავს გოთემს, რაც კი ლიტერატურაში რამე მინახავს

Posted by: 4L3X 18 Jan 2023, 22:25
QUOTE (_GHOST_ @ 18 Jan 2023, 20:28 )
https://www.imdb.com/title/tt20242042/
სერიალი გადაიღეს? :დ

კიი მაგრამ მარტო 4 სერიაა, ჩინურად და ინგლისური სუბტიტრებით



სრულად ვერსად ვერ ვნახე. sad.gif

Posted by: Lord_Raptor 20 Jan 2023, 08:48
Henyd0r1
QUOTE
ბეშელი ყველაზე მეტად ჰგავს გოთემს, რაც კი ლიტერატურაში რამე მინახავს

აღმოსავლეთ ევროპას კარგად იცნობს ავტორი, ჩვენებური საბჭოთა სოციალიზმი და ა.შ.

4L3X
ფილმი აქვთ გადაღებული ჩინელებს, მაგრამ არ ვარგაო და თაროზე შემოდეს.
ნეტფლიქსიც ხომ მუშაობს ახლა ადაპტაციაზე.
აწი რუსულად და ინგლისურად გაიჩითება სადმე ეს სერიალი.

Posted by: ალექსანდრა91 27 Jan 2023, 22:18
4L3X
QUOTE
მე ვცადე, ნორმალურია. არაფერი გასაგიჟებელი, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის.

კი ბატონო, გასაგიჟებელი არ არის, მაგრამ საკმაოდ კარგია. რაღაცნაირად გამიხარდა ქართველისგან ასეთი ფენტეზი. ნახევარს გავცდი უკვე და კი მომწონს )))

Posted by: Henyd0r1 27 Jan 2023, 22:25
პერდიდო სთეიშენმა ვერ წაიღო
ბოდიში, ჩაინა, დროებით უნდა დაგემშვიდობო, ბიძი

Posted by: Ras_al_Ghul 13 Feb 2023, 12:42
სალამი კაი ხალხს love.gif რამდენი ხანია აქ არ შემომიხედავს givi.gif

მეგობრისთვის ვეძებ წიგნს, საჩუქრად. ახალ გამოსული წიგნებიდან რომელს მირჩევდით? სალიმს-ლოტი, სტივენ კინგის - ვისაც წაკითხული გაქვთ როგორია? ან სხვა რომელ ვარიანტს მირცევდით სასაჩუქრედაც რომ გამოდგეს (ანუ სქელყდიანი)))

Posted by: Henyd0r1 13 Feb 2023, 20:39
Ras_al_Ghul

სალიმს ლოტს მიეძალე ))) სხვები არ ვიცი, ახლები არ მინახავს კაი ხანი აარაფერი

Posted by: Ras_al_Ghul 14 Feb 2023, 00:08
Henyd0r1
გავითვალისწინებ შენს რჩევას, დიდი მადლობა ^^

Posted by: BVviper 19 Feb 2023, 00:20
რამე კარგი დარქ ფენტეზი რომ მირჩიოთ? ვინმემ ბერსეკი თU იცით ძაან მიყვარს არაა აუცილებელი მსგავსი იყოს უბრალოდ აი ეგეთი დონის და ხარისხის. ვარჰამერის გარდა მადლობა წინასწარ

Posted by: _GHOST_ 19 Feb 2023, 10:50
BVviper
https://en.wikipedia.org/wiki/The_Broken_Empire_Trilogy ესა.

შემდეგ ესა https://www.goodreads.com/series/109248-the-red-queen-s-war

Posted by: BVviper 19 Feb 2023, 15:26
QUOTE (_GHOST_ @ 19 Feb 2023, 10:50 )
BVviper
https://en.wikipedia.org/wiki/The_Broken_Empire_Trilogy ესა.

შემდეგ ესა https://www.goodreads.com/series/109248-the-red-queen-s-war

მადლობა

..................................................................................

Posted by: Lord_Raptor 19 Feb 2023, 19:20
https://www.wattpad.com/story/334918225-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98
ჩემი დაწერილია.
აპოკალიფსი თბილისში.
გაგრძელება იქნება...
ან არ იქნება...

Posted by: viblz 20 Feb 2023, 16:38
wheel of times ძაან წვალებაა. აი დავიტანჯე რასაც ქვია.


Posted by: ChildeHarold 25 Feb 2023, 02:29
მე Big 2 ვიცი ედგარ ალან პო და ჰოვარდ ფილიპ ლოვკრაფტი
I Have No Mouth, and I Must Scream ძაამ კაი წიგნია ყველას გირჩევთ

Posted by: viblz 26 Feb 2023, 17:48
QUOTE
ამბერის ქრონიკები

ამან ისე არ წაიღო, wheel of times დავუბრუნდი ისევ...
იმენა ვაის გავეყარი ვუის შევეყარე დამემართა. იქ სადაც wheel of times უაზროდ გადაჭედილია დეტალებით, ამბერში პირიქით, ეგეთი ენით დაწერილი წიგნი მგონი საერთოდ პირველად ვნახე. მეგონა სადღაც რო ეჩქარება ისეთი ადამიანი მიყვებოდა რაღაც ისტორიას. აბსოლუტური სიცარიელე.


Posted by: Lord_Raptor 26 Feb 2023, 19:05
viblz
QUOTE
ამბერის ქრონიკები

QUOTE
იმენა ვაის გავეყარი ვუის შევეყარე დამემართა. იქ სადაც wheel of times უაზროდ გადაჭედილია დეტალებით, ამბერში პირიქით, ეგეთი ენით დაწერილი წიგნი მგონი საერთოდ პირველად ვნახე. მეგონა სადღაც რო ეჩქარება ისეთი ადამიანი მიყვებოდა რაღაც ისტორიას. აბსოლუტური სიცარიელე.

ამბერის ქრონიკები არ არის სტანდარტულად დაწერილი ფენტეზი. ესაა hard boiled thriller. შესაბამისად სიუჟეტი დინამიურია, მოვლენები სწრაფად ვითარდება.
სანამ არ დაამთავრებ ნუ იტყვი რომ ცარიელი ამბავია.
მე პირადად ძალიან მომწონს, განსაკუთრებით კორვინის ციკლი, ანუ პირველი 5 ტომი. მერლინის ციკლი შედარებით სუსტია.

Posted by: viblz 27 Feb 2023, 15:24
იცი როგორი უაზრობები მაქ წაკითხული ბოლომდე? აი კაპიკად რო არ ვარგა (მაგალითად ლევ გროსმენის magicians - 3ვე წიგნი), მაგრამ არასდროს არ შემიწყვეტია წიგნის (თუ სერიების) კითხვა სანამ ბოლომდე არ გავალ.

ამბერია პირველი რამაც გამაჩერა ))
არაუშავს, wheel of times შევეჭიდები ისევ.

Posted by: Lord_Raptor 27 Feb 2023, 17:00
viblz
QUOTE
არაუშავს, wheel of times შევეჭიდები ისევ.

ჩემი წარმოდგენით მაგის კითხვა იქნება ნამდვილი ტანჯვა. შესაბამისად არ ვეკარები. ამაზონის სერიალი კი ვნახე, დიდი ბანძობა იყო ჩემი აზრით.

Posted by: Eeescadaaa 28 Feb 2023, 00:27
QUOTE (viblz @ 27 Feb 2023, 15:24 )
იცი როგორი უაზრობები მაქ წაკითხული ბოლომდე? აი კაპიკად რო არ ვარგა (მაგალითად ლევ გროსმენის magicians - 3ვე წიგნი), მაგრამ არასდროს არ შემიწყვეტია წიგნის (თუ სერიების) კითხვა სანამ ბოლომდე არ გავალ.

ამბერია პირველი რამაც გამაჩერა ))
არაუშავს, wheel of times შევეჭიდები ისევ.



რომელ წიგნს კითხულობ დროის ბორბლის ასე რომ დაგტანჯა? gigi.gif

Posted by: viblz 28 Feb 2023, 12:15
QUOTE
რომელ წიგნს კითხულობ დროის ბორბლის ასე რომ დაგტანჯა?

პირველს. მგონი eye of the world ქვია. რო გადმოვწერე ყველა წიგნი ერთად წამოვიდა და იუთუბ ვიდეობს ვუყურე მითხრეს ქრონოლოგიურად არ წაიკითხო, გამოშვების მიხედვით წაიკითხეო და გადავახტი პირველი რაც იყო მგონი new spring.


wheel ცოტა გაწელილია მაგრამ ავტორშიც და ისტორიაშიც ხარისხი იგრძნობა და შევეჩვევი ნელნელა იმედია )) როგორც ვნახე წინ ათასობით გვერდი მაქ და დავუჭერ მუღამს.
ერთადერთი რაც ძაან მაბნევს არის, ერთიდაიგივე არსებას 2 და მეტი სახელი რო აქვთ, მიდრაალი, ფეიდი, აილეს, ჰალფმენ... ჯერ შეჩვეული რო არ ვარ ტერმინოლოგიებს გაჩერება და გადამოწმება მიწევს ხოლმე ))

Posted by: 4L3X 28 Feb 2023, 13:18
QUOTE (Eeescadaaa @ 28 Feb 2023, 00:27 )
რომელ წიგნს კითხულობ დროის ბორბლის ასე რომ დაგტანჯა? gigi.gif

The slog is real yes.gif

Posted by: Velibor 3 Mar 2023, 04:16
სალამი მეგობრებო, ანჯეი საპკოვსკის საგა მხედვარზე ხომ არ გეგულებათ სადმე რომ შევიძინო ?

Posted by: Pepper_Crowley 3 Mar 2023, 19:49
QUOTE (Lord_Raptor @ 27 Feb 2023, 17:00 )
viblz
QUOTE
არაუშავს, wheel of times შევეჭიდები ისევ.

ჩემი წარმოდგენით მაგის კითხვა იქნება ნამდვილი ტანჯვა. შესაბამისად არ ვეკარები. ამაზონის სერიალი კი ვნახე, დიდი ბანძობა იყო ჩემი აზრით.

ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის რაც წამიკითხავს.
ტანჯვა არა ცელი. biggrin.gif


Posted by: ChildeHarold 4 Mar 2023, 00:19
რა ცივად დამაიგნორეთ biggrin.gif მეწყინა

Posted by: 4L3X 4 Mar 2023, 10:22
ChildeHarold
რა უნდა გვეთქვა? პიცა კარგია და ლავკრაფტიც. I have no mouth and I must scream არ წამიკითხავს მაგრამ კარგიაო გამიგია მეც.

Posted by: Lord_Raptor 4 Mar 2023, 20:25
QUOTE
I have no mouth and I must scream არ წამიკითხავს მაგრამ კარგიაო გამიგია მეც.

ძალიან კარგია და ძალიან საზარელი.

Posted by: Eeescadaaa 5 Mar 2023, 13:03
QUOTE (4L3X @ 28 Feb 2023, 13:18 )
QUOTE (Eeescadaaa @ 28 Feb 2023, 00:27 )
რომელ წიგნს კითხულობ დროის ბორბლის ასე რომ დაგტანჯა?  gigi.gif

The slog is real yes.gif


ჩემი რჩევაა სლოგს მოუსმინოთ და სულ ვერ იგრშძნობთ მაგ სამ წიგნს gigi.gif

რაც შეეხება მთლიან სერიას ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო ამ სერიის კითხვა, მე7 წიგნმდე მაინც ვერ ვხვდები რატომ წუწუნებენ biggrin.gif
* * *
QUOTE (viblz @ 28 Feb 2023, 12:15 )

ერთადერთი რაც ძაან მაბნევს არის, ერთიდაიგივე არსებას 2 და მეტი სახელი რო აქვთ, მიდრაალი, ფეიდი, აილეს, ჰალფმენ... ჯერ შეჩვეული რო არ ვარ ტერმინოლოგიებს გაჩერება და გადამოწმება მიწევს ხოლმე ))


ეგეთი ბევრი არ არის, მირდრალის სახელები გისწავლია მერე დრაკონის სახელებს ისწავლი და ეგრე...... gigi.gif
შენ მერე აისედაების სახელებით გარჩევა ნახე lol.gif

Posted by: WP-Rex 6 Mar 2023, 00:13
რა მაგის პასუხია და "სამი სხეულის ამოცანა"-ს სერიალად იღებენ ჩინელები და პირველი სერია უკვე დევს რუსულ საიტებზე.

Posted by: Krusty_the_Clown 13 Apr 2023, 14:08
საკმაოდ კარგი რამეა, მადლობა და წამატებები მედუზას up.gif

user posted image

Posted by: white 16 Apr 2023, 13:35
We Are Legion (We Are Bob) წავიკითხე გუშინ, პირველი წიგნი მ,შვენიერია up.gif

Posted by: ჰაეჰა 17 Apr 2023, 13:27
ჰენრი კატნერს აქვს საინტერესო პატარა მოთხრობები, ერთი მომწონდა, 90-იან წლებში წავიკითხე, ეხლა ვერ ვპოულობ, სათაური არ მახსოვს, მექსიკელებს აქვთ დუელი და უცხოპლანეტელი გადაწყვიტავს, რომ შეარიგოს და უთხრას--მშვიდობა უფრო კარგია ომს ჯობია, ჩამოფრინდება ამათთან და არ უჯერებენ რო უცხოპლანეტელია, მთავრობამ გამოგაგზავნა, მაგათაც ჩემი მიწა უნდათო-ეუბნებიან, , სასაცილო მოტხრობაა პატარა, და კიდევ ერთი მოთხრობა- არის ლეონიდ კაგანოვის დაწერილი, эпос хищника ქვია, ძალიან საინტერესო წიგნია, კოსმოსურ ხომალდში არიან 1 ადამიანი- მეცნიერი და 1 უცხოპლანეტელი- რომელსაც კატის ან ენოტის ფორმა აქვს, ამ ხომალდში თავდება ჰაერი, გადასარჩენი კაფსულა თუ რაც ქვია აქვთ ერთი ცალი ორივე ვერ გადარცება, ელოდებიან, რომ ვინმე სხვა ხომალდმა იპოვოს და ლაპარაკობენ საინტერესო ტემებზე,

Posted by: Henyd0r1 18 Apr 2023, 09:07
მაგრად მოაქვს აზიმოვის რობოტებს
თავიდან დავიწყე და 'ფოლადის გვირაბებიც' და 'შიშველი მზეც' უკარგესია. არ გღლის, არ გაწუხებს, გაწელილი არ არის და თავის სათქმელს საკმარისად კარგად გადმოსცემს.

Posted by: ქაფქიანა 18 Apr 2023, 09:34
Henyd0r1

კლასიკა ყოველთვის კლასიკად რჩება.

აზიმოვი, ბრედბერი, კლარკი და ლემი ყოველთვის ჟანრის კლასიკოსებად დარჩებიან. მოძველებული იდეები, აწ უკვე გულუბრყვილო დაშვებები, კონკრეტულ ასპექტზე ჩაციკვლები. ყველაფერი დიახ, მაგრამ მაინც კლასიკოსები.

Posted by: Joiner 3 May 2023, 19:26
ლიტერატურა არაა მაგრამ იყოს მაინც აქ.
Dungeons & Dragons: Honor Among Thieves საკმაოდ კარგი ფენტეზი ფილმი გამოუვიდათ.
კომედიის ჟანრი აირჩიეს და მოუხდა სამყაროს.

Posted by: Lord_Raptor 4 May 2023, 08:43
Joiner
QUOTE
ლიტერატურა არაა მაგრამ იყოს მაინც აქ.
Dungeons & Dragons: Honor Among Thieves საკმაოდ კარგი ფენტეზი ფილმი გამოუვიდათ.
კომედიის ჟანრი აირჩიეს და მოუხდა სამყაროს.

მეც მომეწონა, კომედიაც მოუხდა და პერსონაჟებიც კარგად შეარჩიეს.
თანამედროვე ჰოლივუდური ტენდენციები რომ არ გაურიეს გამიკვირდა, ფილმი გადარჩა smile.gif

Posted by: _GHOST_ 4 May 2023, 18:54
ვა, ვნახავ, აბა. :დ



..........

Posted by: lepori 7 May 2023, 07:42
ცოტა ხნის წინ წავიკითხე ჰარი ჰარისონის ფანტასტიკური საგა
დიდი ვერაფერი.. მაგრამ თარგმანი იყო საოაცრი

ერთ ეპოზიდში, 11 საუკინის ვიკინგი მტერს ეკვეთა შეძახილით "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი"
"იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა" გამახსენდა დევიდ ბექჰემის შემოქმედებიდან

Posted by: Scharfschutze 23 May 2023, 00:33
QUOTE (WP-Rex @ 5 Mar 2023, 23:13 )
რა მაგის პასუხია და "სამი სხეულის ამოცანა"-ს სერიალად იღებენ ჩინელები და პირველი სერია უკვე დევს რუსულ საიტებზე.

დიდი ხანია სამეცნიერო ფანტასტიკის ესეთი დონის სერიალი არ დადებულა. არ ველოდი ჩინელებისგან ესეთი დონის დადებას, არ გამაზოთ! გადაღებაც საკაიფოა, მსახიობების თამაშიც სუპერ!
https://filmix.ac/series/drama/165156-zadacha-treh-tel-2023.html

Posted by: narmonana 25 May 2023, 10:09


მსოფლიოოო ომიიიი ზზზ

Posted by: Old City 26 May 2023, 16:38
თანამედროვე ქართულ ფანტასტიკას რომელი იცნობთ?

Posted by: Nickboy 29 May 2023, 18:06
სანდერსონის მისთბორნის მესამე წიგნი ჩამომიტანეს ისე რო არ უკითხავთ… ხოდა თუ გინდათ ვინმეს 25$-ში მოგყიდით biggrin.gif

მაგარ ყდიანია, იდეალურ მდგომარეობაში yes.gif

user posted image
user posted image

Posted by: Joiner 18 Jun 2023, 08:15
ლოცვას ვაძლიერებთ.


Posted by: Eeescadaaa 29 Jun 2023, 16:50

რეკომენდაცია ჩემგან
საკმაოდ კარგია, ვისაც დარქ აკადემია, ბრძოლა გადარჩენისთვის და კატაკლიზმა მისთერი ევასებაა bis.gif

user posted image

Posted by: Henyd0r1 2 Aug 2023, 13:20


კაი ხანია ასეთი კარგი რამ არ წამიკითხავს. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე რობოტების სერიას გავყოლოდი, პირველი ორი წიგნიც ძალიან მომეწონა, მაგრამ 'განთიადის რობოტები' იყო ტორტზე ალუბალი <3 მქონდა პატარ-პატარა პრობლემები, განსაკუთერბით პატივცემულ ელაიჯ ბეილისთან, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ძალიან მომეწონა

Posted by: _GHOST_ 2 Aug 2023, 14:19
Gideon the ninth წავიკითხე. YA ველოდი, მაგრამ არა, არ იყო ცუდი, საერთო ჯამში.

შემდეგ Harrow the ninth-ით გავაგრძელე(ახლა ვკითხულობ). აქ განსხვავებული ნარათივი სცადა ავტორმა და გაასწორა პრინციპში.

Posted by: Henyd0r1 11 Sep 2023, 20:26
ხალხებო,

ვინმეს მარტინის ასოიაფის 5ივე წიგნის სეტი ხომ არ გინდათ, ტყავის ყდიანი ფოქეთბუქებია საყვარლობა,მეგობარი ყიდის უხმარია

Posted by: 4L3X 15 Nov 2023, 21:58
ნერდებო გიორგი კვიტატიანის "ბრინჯაოს ქალაქი" ხომ არ წაგიკითხავთ როგორია?

Posted by: Lord_Raptor 16 Nov 2023, 09:52
მეეკჰანის ცილკის შემდეგი წიგნის როდის იქნება? ვინმემ ხომ არ იცით?

Posted by: 4L3X 16 Nov 2023, 10:27
QUOTE (Lord_Raptor @ 16 Nov 2023, 09:52 )
მეეკჰანის ცილკის შემდეგი წიგნის როდის იქნება? ვინმემ ხომ არ იცით?

ეგ კიდევ არ დამთავრებულა? eek.gif

Posted by: რიკოჰ 19 Nov 2023, 16:33
QUOTE (Old City)
თანამედროვე ქართულ ფანტასტიკას რომელი იცნობთ?

QUOTE (4L3X)
ნერდებო გიორგი კვიტატიანის "ბრინჯაოს ქალაქი" ხომ არ წაგიკითხავთ როგორია?

ქართული ფანტასტიკა, ვგონებ, ცალკე ფენომენია და ამიტომ მოდით გვერდს ნუ ავუვლით თემას ქართულ ფანტასტიკაზე. მართალია სახელად სამეცნიერო ფანტასტიკა ჰქვია იმ თემას, მაგრამ რეალურად ქართული ფენტეზის შესახებაც იპოსტებოდა: https://forum.ge/?showtopic=33591613

Posted by: _GHOST_ 2 Dec 2023, 09:37
Saevus Corax Deals with the Dead დავიწყე და გამახსენდა, თუ რატომ ვაფასებ K.J. Parker-ს. :დ

მოკლედ, მაგარი მწერალია. ერთი ინჟინერის ტრილოგია იყო, რომელზეც ვიფიქრე, რომ პროზა ვერ ქაჩავს, თუმცა სიუჟეტი/პერსონაჟები ძალიან კარგია.
დანარჩენები:
Sixteen ways to defend a walled city(siege1) < ეს საუკეთესოა რაც დაუწერია, ჩემი აზრით.
Savages
Folding knife
How to rule an empire and get away with it(siege 2)
A practical guide to conquering the world(siege3) < ეს ნაკლებად მომეწონა, ვიდრე დანარჩენი ორი ამ სერიაში, მაგრამ მაინც წასაკითხია.


Posted by: Joiner 2 Dec 2023, 22:46
QUOTE
Sixteen ways to defend a walled city(siege1) < ეს საუკეთესოა რაც დაუწერია, ჩემი აზრით.

საუკუნეა ამის წაკითხვა მინდა და თავი ვერ მოვაბი. სულ დადებითი გამოხმაურება მხვდება.




Posted by: Joiner 14 Dec 2023, 23:47
Apple TV სერიალს იღებს მარტა უელსის murderbot diaries-ზე.


https://deadline.com/2023/12/alexander-skarsgard-star-murderbot-apple-chris-amp-paul-weitz-1235668011/

Posted by: WP-Rex 14 Dec 2023, 23:50
Joiner
QUOTE
საუკუნეა ამის წაკითხვა მინდა და თავი ვერ მოვაბი. სულ დადებითი გამოხმაურება მხვდება.

საკმაოდ კარგია, თუმცა ფინალი არ მომეწონა.

Posted by: Old City 27 Dec 2023, 16:57
პიტერ უოთსის "ყალბი სიბრმავე" ვის გაქვთ წაკითხული?

რეკომენდუიუ smile.gif

სირთულის მიხედვით, ამასთან შედარებით "ულისე" სურათებიანი საბავშვო წიგნია. მაგრამ, თუ გაუძლებთ დიდ სიამოვნებასაც მიიღებთ.

Posted by: რიკოჰ 6 Jan 2024, 18:02
კარელ ჩაპეკის "სალამანდრებთან ომი" ქართულად არსებობს? ეჭვი მაქვს - არა, მაგრამ მაინც... წლების წინ წავიკითხე, თანაც ორჯერ, ისე მომეწონა. რუსულად მქონდა წიგნი. უბრალოდ, მხატვრული ლიტერატურის რუსულად კითხვაზე უარი ვთქვი და მოვხვეტე და ბუკინისტს მივუტანე რაც მქონდა. არა, ომის გამო არ მითქვია უარი, უბრალოდ არ მინდა უცხო ენაზე კითხვა (არც ინგლისურად).

ისადა, მარტო მე ვარ აქ ისეთი, სამეცნიერო ფანტასტიკა რომ ევასება, მაგრამ სძულს ფენტეზი?

Posted by: ქაფქიანა 8 Jan 2024, 09:47
რიკოჰ

QUOTE
ისადა, მარტო მე ვარ აქ ისეთი, სამეცნიერო ფანტასტიკა რომ ევასება, მაგრამ სძულს ფენტეზი?


როგორც ასეთი სიძულვილით არ მძულს, მაგრამ არ მაინტერესებს ფენტეზი. სამეცნიერო ფანტასტიკის ერთგული მკითხველი ვარ 13-14 წლიდან ალბათ.

Posted by: Crypto 8 Jan 2024, 10:39
ახალ წლებზე "პირველი კანონი"-ს პირველი სამი წიგნის დოზა მივიღე
და პირველად ვნახე სამ-წიგნიანი შესავალი smile.gif
მესამე წიგნის მეორე ნახევარი მპირდება, რომ მთქნარებას ბოლო მოეღება
ვნახოთ smile.gif

Posted by: Old City 9 Jan 2024, 15:56
QUOTE (რიკოჰ @ 6 Jan 2024, 17:02 )
კარელ ჩაპეკის "სალამანდრებთან ომი" ქართულად არსებობს? ეჭვი მაქვს - არა, მაგრამ მაინც... წლების წინ წავიკითხე, თანაც ორჯერ, ისე მომეწონა. რუსულად მქონდა წიგნი. უბრალოდ, მხატვრული ლიტერატურის რუსულად კითხვაზე უარი ვთქვი და მოვხვეტე და ბუკინისტს მივუტანე რაც მქონდა. არა, ომის გამო არ მითქვია უარი, უბრალოდ არ მინდა უცხო ენაზე კითხვა (არც ინგლისურად).

ისადა, მარტო მე ვარ აქ ისეთი, სამეცნიერო ფანტასტიკა რომ ევასება, მაგრამ სძულს ფენტეზი?

ისეთი საკაიფო ენითაა ეგ დაწერილი, ქართულად მაინც ვერ გადათარგმნიან. ასე რომ დაიკიდე smile.gif

Posted by: რიკოჰ 9 Jan 2024, 18:47
დაიკიდე "კაია", ჰაჰ. რა უბედურებაა, არც ჰერბერტ უელსის "დოქტორ მოროს კუნძული" არ იქნება ქართულად, არა? რა უნდა ვქნა? ჩემი საყვარელი ნაწარმოებები როგორ ვიკითხო? ისევ რუსულს უნდა დავუბრუნდე? არადა არ მინდა და თან აღარც მაქვს ეგ წიგნები. ინგლისური კი ისე არ ვიცი რომ მხატვრული ლიტერატურა ვიკითხო. ე.ი. ინგლისური სერიოზულად უნდა ვისწავლო, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა შევძლო, რამეთუ ამისათვის ენის ფორმალური ცოდნა არ კმარა - ენა უნდა გესმოდეს რასაცქვია.

Posted by: ჟეპუტიბლე 11 Jan 2024, 14:48
user posted image
კიდე ვინმეს ხოარ წაგიკითხავთ?

ფანტასტიკის პიკია ჩემი აზრით, 16,000 გვერდი ისე წავიკითხე არც კი შემიმჩნევია. მარა ერთი ეგ ტეხავს რო დაუსრულებელია და არც არასდროს დასრულდება დიდი ალბათობით.

Posted by: Hermyon 23 Mar 2024, 15:54
30+ კაცს რომელი ფანტასტიკა გაუსწორდება?
ჰარი პოტერი მაქვს წაკითხული ბავშობაში და მომეწონა
დიუნს ვკითხულობ ახლა და ისე რა მომწონს
მეტი არაფერი

Posted by: ripsta 25 Mar 2024, 14:11
QUOTE (Hermyon @ 23 Mar 2024, 15:54 )
30+ კაცს რომელი ფანტასტიკა გაუსწორდება?
ჰარი პოტერი მაქვს წაკითხული ბავშობაში და მომეწონა
დიუნს ვკითხულობ ახლა და ისე რა მომწონს
მეტი არაფერი

ჰაიპირიონი yes.gif

Posted by: Hermyon 31 Mar 2024, 01:42
QUOTE (fork @ 19 Mar 2022, 16:23 )
user posted image

ჩემი პორტალური კოლექცია... ოდესმე თუ ეღირსებათ დასრულება მრავალსერიიანებს?

ტოლკინის გარდა რომლებია კარგი?

Posted by: Hermyon 3 Apr 2024, 13:54
სადგური 11 უდიდესი იმედგაცრუება
უამრავი რივიუ ჰქონდა ამაზონზე და გუდრიდსზე მეგონა კარგი იქნებოდა და თურქულ-ვენესუელური სერიალის დონე გაიჩითა
ქალებს და ბავშვებს გაუსწორდებათ

Posted by: isa_da 8 Apr 2024, 21:22
მეტროს ტრილოგიაზე რას იტყვით, ღირს დროის და ფულის ხარჯვა?

Posted by: Hermyon 8 Apr 2024, 23:21
QUOTE
მეტროს

ეს დავიწყე და სულ ერთიდაიგივე მეორდებოდა 19 წლისამ დაწერა მგონი პირვრლი ნაწილი და ეტყობა კიდეც
მეორე და მესამე თუ კარგია მგონი ღირს

Posted by: 4L3X 8 Apr 2024, 23:27
Hermyon
მეორე ყველაზე ბანძია. მესამეს არაუშავს. საერთო ჯამში, ფული და დრო ჰაერში გავისროლე.

Posted by: isa_da 9 Apr 2024, 00:23
ოკ, მადლობა. მაშინ ჯერ სხვას ჩავუჯდები რამეს.

Posted by: Hermyon 10 Apr 2024, 01:57
ბნელ მატერიას მოვრჩი ახლა და ტიპმა ფილმის სცენარი დაწერა
რომ ვკითხულობდი მეგონა ფილმს ვუყურებდი თან ყველანაირი ჰოლივუდური კლიშით გაძეძგილს
არ მომეწონა იმიტომ რომ წინასწარ ვიცოდი რაც მოხდებოდა ვისაც დროში მოგზაურობაზე ფილმები არ უნახავს იმას გაუსწორდება მაგარი ექშენია

ნეტფლიქსი იღებს ახლა სერიალს და აქედანვე ვიცი გაწელილი ყ.ობა იქნება რადგან ფილმის სამყოფი მასალაა მხოლოდ

Posted by: Hermyon 11 Apr 2024, 13:48
სამი სხეულის პრობლემა ქართული pdf ხომ არ მოგეპოვებათ ფანტასტცი? user.gif

Posted by: 4L3X 11 Apr 2024, 13:49
QUOTE (Hermyon @ 11 Apr 2024, 13:48 )
სამი სხეულის პრობლემა ქართული pdf ხომ არ მოგეპოვებათ ფანტასტცი? user.gif

ქართულად ბუნებაში არ არსებობს არც pdf და არც წიგნი.

Posted by: IronBank 24 Apr 2024, 21:56
QUOTE
სამი სხეულის პრობლემა


იმდენი ხანი მოუნდა ჩამოსვლას რომ მუღამი დამეკარგა ცოტა drug.gif ერთი თვე გავიდა და კიდევ არ მიმიღია. user.gif
იმედია ამ დღეებში დავიწყებ და მაგრად გამიტყდება თუ დასტჯაკეტზე ნეტფლიქსის სტიკერები იქნება.

user posted image


Posted by: Hermyon 25 Apr 2024, 00:49
IronBank
უფასო პდფ-ს რატომ არ კითხულობ?

Posted by: IronBank 25 Apr 2024, 01:53
Hermyon
იმიტომ რომ მიყვარს სავსე წიგნის თაროების ყურება, და კითხვისას ხელში წიგნის ჭერა.

Posted by: IronBank 26 Apr 2024, 16:31
user posted image

არ აქვს ნეტფლიქსის სტიკერები, bis.gif

ობამა ფანი ყოფილა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)