forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უსასრულო თუ სასრული სამყარო
michael_
Beatles Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10177
წევრი No.: 24888
რეგისტრ.: 27-October 06

გამოგზავნილია: 4 Jul 2012, 04:12  #31965867      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
მოკლედ მეცნიერები ამბობენ რომ ჩვენი სამყარო ან სასრულია ან უსასრულო

ჩვენ შემოსაზღვრული ვართ ჰორიზონტით, მიკროტალღური ფონური გამოსხივებით და იმის იქეთ ვერ ვიხედებით, ასე რომ საკითხი ღიაა, მეცნიერები ამბობენ რომ ორივე შესაძლებელია, უსასრულოც და სასრული სამყაროც.
ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს:

1.ჩვენ ვიცით სამყაროს ასაკი 13.75 მილიარდი წელი, ანუ სამყარო უსასრულო ასაკის არაა.
2. ვიცით რომ სინგულარობის წერტილი, მთელი სამყაროს ენერგიის ბიუჯეტითურთ იყო პროტონზე პატარა ზომის. ანუ რაღაც ზომა განსაზღვრულია (ყოველშემთხვევაში ასე ამბობენ მეცნიერები)

ანუ ჩვენ გვაქვს სასრული დრო დასაწყისიდან დღემდე და დასაწყისშივე სასრული ზომა. სინგულარობის წერტილის.

ჰოდა უსასრულო სამყარო როგორ გახდა?


უცხოურ ფორუმზე გავხსენი ანალოგიური თემა და გარკვეულწილად მივიღე პასუხების ვარიანტები:

ზოგმა თქვა: სამყარო რადგანაც მუდამ იარსებებს და ციკლურად გარდაიქმენაო ბიგ ბენგი - დიდი შეჯახება - ბიგ ბენგი - დიდი შეჯახება და ა.შ. უსასრულოდ ეს ნიშნავს უსასრულოდ დიდსო.

ზოგმა: თქვა ბრტყელი სამყარო უსასრულოა და თავიდანვე უსასრულო იყო, მაგრამ ნულოვანი ზომისო
სხვათაშორის კარგი ანალოგია მოიყვანა ამან: წარმოიდგინე უსასრულოდ გრძელი ჯოხი, რომელზეც ნიშნებია დატანილი. დიდ აფეთქებამდე ნიშნებს შორის მანძილი იყო ნული, ეხლა წარმოიდგინე რომ სულ ცოტათი მაინც დააშორო ერთმანეთს ეს ნიშნები. მთლიანი ზომა უკვე უსასრულო გამოვა.

ზოგმა მულტი სამყაროს იდეისკენ წაიყვანა საკითხი, რომ სამყარო თუ უსასრულოა მას არ უნდა ქონდეს დასაწყისი და ბიგ ბენგი მხოლოდ ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს ანუ ჩვენი "რეგიონის" დაბადება უნდა იყოს კვანტური ფლუქტუაციებით.

აბა აქაური იდეები როგორია?


OFFTOPIC:
გადმოვბარგდე ერთი მეცნიერებაში, რელიგია ფილოსოფიისკენ გახედვა აღარ მინდა იმდენ უაზრობას ამტკიცებენ user.gif



This post has been edited by michael_ on 4 Jul 2012, 04:15


--------------------
ხანდახან როცა არავის სურს გეკამათოს, ნუ იჩქარებ იზეიმო გამარჯვება, დაფიქრდი იქნებ იმიტომ არ სურთ შენთან კამათი რომ *ლე ხარ.

"We are a way for the cosmos to know itself” Carl Sagan

michaelimages.wordpress.com
ბრტყელტუჩა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3317
წევრი No.: 120756
რეგისტრ.: 8-September 10

გამოგზავნილია: 4 Jul 2012, 04:22  #31965885      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სტივენ ჰოკინგის აზრით სამყარო შეიძლება სასრულიც იყოს და უსასრულოც და მაგალითად მოყავს შემდეგი:

წარმოვიდგინოთ რომ სამყარო დედამიწაა, სამყაროს შექმნის მომენტი არის მაგალითად ჩრდილოეთ პოლუსი და მანძილი ჩრდილოეთიდან სამხრეთ პოლუსის მიმართულებით არის დრო (სამყაროს არსებობის), თუ დაიწყებ სიარულს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით საბოლოოდ ისევ საწყის წერტილში მიხვალ, რაც ნიშნავს იმას რომ სასრულია და დასაწყისი აქვს, თუმცა შეგიძლია უსასრულოდ იარო მასე.

ტექსტის ორიგინალი თუ ვიპოვე დავდებ.


--------------------
Здесь Джими и Харон модерируют так как старики ебутся.
forum.ge-ზე ყ.ლე ფორუმის დედას შ.ევეცი
michael_
Beatles Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10177
წევრი No.: 24888
რეგისტრ.: 27-October 06

გამოგზავნილია: 4 Jul 2012, 04:29  #31965895      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
ბრტყელტუჩა

ჰო ვიცი ეგ. მეც წამიკითხავს და მინახავს კიდე, თუ არ ვცდები did god created the universe დისქავერის ფილმი რომაა მანდაც ამბობს

მაგრამ მაგ მოდელით სამყარო სასრულია, და უსასრულოდ რომ იარო ეგ სამყაროს უსასრულობას არ ნიშნავს, დედამიწაზეც შეიძლება იარო უსასრულოდ, მაგრამ დედამიწა სასრულია.

მეორე საკითხია კიდე, იგივე წერტილში დაბრუნდები როცა სამყაროს გეომეტრია ჩაკეტილია.

ბრტყელ და ღია სამყაროში კი რა მოხდება ვერ ვხვდები. ისინი მაშინ უსასრულო უნდა იყვნენ, ?? რა ვიცი biggrin.gif
ბეჟანბეჟანი
ტრამპისტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24869
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 11:38  #31984534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
michael_
QUOTE
1.ჩვენ ვიცით სამყაროს ასაკი 13.75 მილიარდი წელი, ანუ სამყარო უსასრულო ასაკის არაა.

ჩვენ არ ვიცით სამყაროს ასაკი. ეს მხოლოდ დღევანდელი მოწინავე შეხედულობაა სამყარაზე, რაც შეიძლება ხვალ შეიცვალოს.
QUOTE
2. ვიცით რომ სინგულარობის წერტილი, მთელი სამყაროს ენერგიის ბიუჯეტითურთ იყო პროტონზე პატარა ზომის. ანუ რაღაც ზომა განსაზღვრულია (ყოველშემთხვევაში ასე ამბობენ მეცნიერები)

არც ეს ვიცით, ესეც ვარაუდებია. დღეს არსებული დაკვირვებებიდან და ცოდნიდან გამომდინარე.

ჩვენ ვუშვებთ, რომ სამყარო შეიქმნა დიდი აფეთქებით და ვანვითარებთ თეორიას. ამ თეორიის დამტკიცებას კი ვცდილობთ ცერნში. ვნახოთ.


--------------------
ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს. სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს. /ციცერონი/
მტერი ან უნდა დაამარცხო, ან უნდა დაუმეგობრდე.
ცოდნის უდიდესი მტერი გაუნათლებლობა კი არა, ცოდნის ილუზიაა. /სტივენ ჰოუკინგი/
eiei1231
გაუქმებულია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2119
წევრი No.: 122298
რეგისტრ.: 9-October 10

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 14:18  #31986962      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს რომ გავიგოთ ჯერ უნდა გავცეთ კითქვა ორ კითხვას
რას ნიშნავს უსასრულობა?
და თუ სასრულია მაშინ მის იქით რაა?
სხვანაირად კამათს აზრი არ აქვს.
ბრტყელტუჩა
მაგ თეორისას ერთი დიდი მინუსი აქვს ანუ სამყარო თუმ ბირთვი ან სპირალია მაშინ ის ხომ რაღაცაში უნდა მდებარეობდეს ხოდა მაშინ ეს რაღაცა ხომ უსასრულო გამოდის და თან სამყაროს შემადგენელი ელემენტი? და თუ უსასრულოა მაშინ რას ნიშნავს უსასრულობა?
ბეჟანბეჟანი
ტრამპისტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24869
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 14:51  #31987405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
eiei1231
QUOTE
მაგ თეორისას ერთი დიდი მინუსი აქვს ანუ სამყარო თუმ ბირთვი ან სპირალია მაშინ ის ხომ რაღაცაში უნდა მდებარეობდეს ხოდა მაშინ ეს რაღაცა ხომ უსასრულო გამოდის და თან სამყაროს შემადგენელი ელემენტი?

ამ თეორიის ყველაზე დიდი მინუსია ის, რომ მიახლოებითაც ვერ პასუხობს, თუ როგორ შეიქმნა და რამ ააფეთქა ის საწყისი წერტილი. აი, აფეთქების შემდეგ კი წამის მეასედებშია თეორიულად დათვლილი სამყაროს განვითარების მიმდინარეობა.
რა იყო 17 მილიარდი წლის წინ?
eiei1231
გაუქმებულია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2119
წევრი No.: 122298
რეგისტრ.: 9-October 10

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 14:55  #31987476      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
bejanbejani
სანამდე არ გაეცემა კითხვას პასუხი რა არის უსასრულობა და რა არის სასრულობა მანამდე არამგონია სამყაროზე სრული წარმოდგენა შევიქმნათ. თუნდაც რა იყო 17 მილიარდი წლის წინ? თუ რაღაც იყო ესეგი დროც უსასრულოა და რა არის უსასრულობა? თუ არაფერი არ იყო მაშინ რას ნიშნავს ფრაზა "არაფერი არ იყო"?
michael_
Beatles Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10177
წევრი No.: 24888
რეგისტრ.: 27-October 06

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 15:15  #31987802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
bejanbejani
QUOTE
ჩვენ არ ვიცით სამყაროს ასაკი. ეს მხოლოდ დღევანდელი მოწინავე შეხედულობაა სამყარაზე, რაც შეიძლება ხვალ შეიცვალოს.


მართალია, სამყარო შეიძლება იყოს უფრო ძველიც, ან უსასრულოც

მაგრამ დიდი აფეთქებიდან დღემდე 13.75 მილიარდი წელია, ეს ცნობილია დაკვირვების შედეგად WMAP-ის ფონური მიკროტალღური რუკიდან გამომდინარე.

პრინციპში თუ სივრცე დრო დიდ აფეთქებისას წარმოიშვა მაშინ ასაკი 13.75 მილიარდი წელია.

ანუ პრობლემა ისაა რომ არ ვიცით დიდი აფეთქება სამყაროს წარმოშობაა თუ რაღაც ეტაპი, მატერიალიზება ერთი ფორმიდან მეორეში.

eiei1231
QUOTE
მაგ თეორისას ერთი დიდი მინუსი აქვს ანუ სამყარო თუმ ბირთვი ან სპირალია მაშინ ის ხომ რაღაცაში უნდა მდებარეობდეს

რა აუცილებელია რაღაცაში მდებარეობდეს?
eiei1231
გაუქმებულია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2119
წევრი No.: 122298
რეგისტრ.: 9-October 10

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 15:30  #31988055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
michael_
აბა რა არის ამ ბირთვის ან სპირალის იქით?
michael_
Beatles Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10177
წევრი No.: 24888
რეგისტრ.: 27-October 06

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 15:39  #31988238      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
eiei1231

ანუ სამყაროს ჩაკეტილ გეომეტრიას გულისხმობ?

რა არის იმის იქეთ?

საერთოდ "იმის იქეთ" -ასეთი დახასიათება მცდარია. "იმის იქეთ" არ არსებობს.

თუ წახვალ ერთი მიმართულებით ძალიან შორს, დაბრუნდები ისევ იქ სადაც დაიწყე. ნებისმიერ მიმართულებაზე ასე იქნება. არ არსებობს არც საზღვარი და არც "გარეთ"

eiei1231
გაუქმებულია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2119
წევრი No.: 122298
რეგისტრ.: 9-October 10

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 17:47  #31990214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (michael_ @ 5 Jul 2012, 15:39 )
თუ წახვალ ერთი მიმართულებით ძალიან შორს, დაბრუნდები ისევ იქ სადაც დაიწყე. ნებისმიერ მიმართულებაზე ასე იქნება. არ არსებობს არც საზღვარი და არც "გარეთ"

ვფიქრობ სამყაროს ასეთი აღქმა იმის ბრალია რომ სათანადო დონეზე არაა განვითარებული მეცნიერება რომ მსგავს კითხვას უპასუხოს. გასაგებია, ჩვენი სამყარო (რასაც ჩვენ სამყაროდ აღვიქვამთ უფრო სწორად) შესაძლოა ისეთი ფორმის იყოს, მსგავსი მოსაზრება მასთან მიმართებაში სწორი გამოდგეს (თუნდაც სპირალური ფორმის რომლის ბოლოებიც შეერთებულია), მაგრამ ის რასაც ჩვენ სამყაროდ აღვიქვამთ ჩემი აზრით მხოლოდ რეალური სამყაროს უმცირესი კომპონენტია, უბრალოდ ჩვენ სამყარო გვგონია მხოლოდ ის რასაც ჩვენი თვალთახედვის ჰორიზონტი წვდება. აი რომ ავიღოთ თუნდაც დედამიწის მაგალითი ადამიანის განვითარების ადრეულ ეტაპზე ადამიანს მთელი სამყარო დედამიწა ეგონა უფრო ადრე მისი კოტდინენტი. ანუ ადამიანთა განვითარების ზრდასთან ერთად იზრდება ის სივრცე რასაც ჩვენ სამყაროს ვეძახით.
QUOTE
საერთოდ "იმის იქეთ" -ასეთი დახასიათება მცდარია. "იმის იქეთ" არ არსებობს.

სწორედ ეგაა ის კითხვა რასაც უნდა ვუპასუხოთ, აი არ მესმის რას ნიშნავს საკითხის არასწორად დასმა? ვთქვათ შევქმენით ჰოკინგისეული სამყაროს მოდელი მას ექნება გარკვეული ფორმა ხო? ანუ ესაა ჩვენი სამყარო? რა არის ამ მოდელის კედლებს იქით? არაფერი? და რას ნიშნავს არაფერი?
michael_
Beatles Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10177
წევრი No.: 24888
რეგისტრ.: 27-October 06

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 18:11  #31990613      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
eiei1231
QUOTE
მაგრამ ის რასაც ჩვენ სამყაროდ აღვიქვამთ ჩემი აზრით მხოლოდ რეალური სამყაროს უმცირესი კომპონენტია, უბრალოდ ჩვენ სამყარო გვგონია

შესაძლოა

შესაძლოა მულტი სამყაროში ვცხოვრობთ.
QUOTE
სწორედ ეგაა ის კითხვა რასაც უნდა ვუპასუხოთ, აი არ მესმის რას ნიშნავს საკითხის არასწორად დასმა?


მაგ სასრული სამყაროს მოდელით, სამყაროს არ აქვს საზღვრები, და სამყაროა თავად ყველაფერი, ასე რომ "ყველაფრის იქეთ რა არის?" ცოტა უაზრო კითხვაა ამ შემთხვევაში.

პრობლემა რაშია იცი? ადამიანს არ შეუძლია უსასრულობის და აბსოლიტური საწყისის ან ბოლოს წარმოდგენა. პარადოქსივითაა მაგრამ ასეა ვერც უსასრულოს წარმოიდგენს და ვერც აბსოლიტური ნულიდან დაწყებას და დასრულებას, სადაც ყველაფერი მთავრდება,
აქედან მოდის ალბათ ეს პრობლემაც, როცა ფიქრობ რომ სამყარო სასრულია, წარმოიდგენ რაღაც სფეროს ან კუბს, შემდეგი კითხვა: "იმის იქეთ რა არის" ლოგიკა და წარმოადგენა გაგრძელებას ითხოვს. არადა მეორეს მხირვ ისიც პრობლემაა სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს კითხვა? უსასურლობა? თეორიულად დაუშვებ, მაგრამ გონებას არ შეუძლია წარმოიდგინოს.

სამყაროს ჩაკეტილი მოდელის მიხედვით "სამყაროს გარეთ" უბრალოდ არ არსებობს. გარეთ არაფერი არაა.

QUOTE
რა არის ამ მოდელის კედლებს იქით?

ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ საზღვრები არ აქვს, დედამიწაზე რომ დადიხარ, დედამიწის კიდე ხომ არსად გხვდება, იგივეა ჩაკეტილ სამყაროში. სამ განზომილებიანი სამყაროს სფეროსებრად ჩაკეტილ სისტემად წარმოდგენა მგონი შეუძლებელია გონებისთვის, მაგრამ მოდელი ეგაა.

QUOTE
რას ნიშნავს არაფერი?

აღწერის შეუძლებლობას. უსისტემობას. ყველაფრის აბსოლიტურ ოპოზიტს.
oscillator
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 555
წევრი No.: 133752
რეგისტრ.: 14-July 11

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 18:42  #31991116      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მგონია, რომ ციკლურია...ენტროპია რო არ უშლიდეს ხელს!
სამყარო გამუდმებით ფართოვდება და ნელ-ნელა ცივდება, ყველა საწვავი დაიწვება და ახალი აფეთქებისთვის საწვავი აღარ იქნება!(უკან დაბრუნების შანსი აღარაააა...)
eiei1231
გაუქმებულია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2119
წევრი No.: 122298
რეგისტრ.: 9-October 10

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 18:58  #31991357      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (michael_ @ 5 Jul 2012, 18:11 )
პრობლემა რაშია იცი? ადამიანს არ შეუძლია უსასრულობის და აბსოლიტური საწყისის ან ბოლოს წარმოდგენა. პარადოქსივითაა მაგრამ ასეა ვერც უსასრულოს წარმოიდგენს და ვერც აბსოლიტური ნულიდან დაწყებას და დასრულებას, სადაც ყველაფერი მთავრდება,
აქედან მოდის ალბათ ეს პრობლემაც, როცა ფიქრობ რომ სამყარო სასრულია, წარმოიდგენ რაღაც სფეროს ან კუბს, შემდეგი კითხვა: "იმის იქეთ რა არის" ლოგიკა და წარმოადგენა გაგრძელებას ითხოვს. არადა მეორეს მხირვ ისიც პრობლემაა სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს კითხვა? უსასურლობა? თეორიულად დაუშვებ, მაგრამ გონებას არ შეუძლია წარმოიდგინოს.

ნამდვილად, ჩემ გონებას არ შეუძლია წარმოიდგინოს სამყაროს სასრულობა ან უსასრულობა, სწორედ ამიტომ დავიწყე საუბარი იმაზე რომ სანამდე ამ კითხვებს არ გავცემთ პასუხს მანამდე ვერ შევძლებთ წარმოვიდგინოთ ზუსტად როგორია სამყარო.
michael_
Beatles Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10177
წევრი No.: 24888
რეგისტრ.: 27-October 06

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 19:17  #31991667      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
eiei1231
QUOTE
ნამდვილად, ჩემ გონებას არ შეუძლია წარმოიდგინოს სამყაროს სასრულობა ან უსასრულობა, სწორედ ამიტომ დავიწყე საუბარი იმაზე რომ სანამდე ამ კითხვებს არ გავცემთ პასუხს მანამდე ვერ შევძლებთ წარმოვიდგინოთ ზუსტად როგორია სამყარო


ისე რაღაც დონეზე შესაძლებელია სასრული სამყაროს წარმოდგენა. უბრალოდ პრობლემა უდიდესია როცა გინდა რომ ეს წარმოადგენა სრულყოფილი იყოს

სრულყოფილი ვერასდროს ვერ იქნება ვერაფერი - მგონი აღმოვაჩინეთ გასაღები biggrin.gif

წარმოდგენა იმდენად შესაძლებელია რამდენადაც შეგიძლია წარმოიდგინო ბურთი (ჩაკეტილი სისტემა) ბურთს ორ განზომილებიანი ზედაპირი აქვს, თუ ბურთზე მყოფი ჭიანჭველა მხოლოდ ამ ორ განზომილებას აღიქვამს და ამ ორ განზომილებაში არსებობს მხოლოდ. ის ვერასდროს დატოვებს ბურთს, ვერასდროს მივა კიდესთან და ა.შ. მიუხედავად იმისა რომ ბურთი სასრულია. წარმოიდგინო რომ ბურთის გარეთ არაფერია, ძნელი კი არა ფუნდამენტურად შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლია დაშვება გააკეთო. მარტო წარმოდგენა ხომ არაა. წარმოდგენით ბევრი რამე არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შეუძლებელია.

იგივე ბურთის მოდელი შეგვიძლია გადმოვიტანოთ სამყაროზე. ოღონდ ბურთის ზედაპირი ორ განზომილებიანია. ჩვენი სამყარო კი სამ განზომილებიანი.

მე პირადად ეს ჩაკეტილი სამყაროს მოდელი უფრო მეტად აღსაქმელი მეჩვენება ვიდრე ბრტყელი და უსასრულო სამყარო. მაგრამ მე მგონი სამყარო უფრო ბრტყელია. ან იმხელაა რომ ჩვენი დაკვირვებადი სამყაროც კი ლოკალურად ბრტყელი ჩანს.

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0184 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]