forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (7) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უსასრულო თუ სასრული სამყარო
Aqeron
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 24
წევრი No.: 237939
რეგისტრ.: 10-November 17

გამოგზავნილია: 30 Nov 2017, 16:20  #51755041      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბოლო ბოლო რა დასკვნამდე მივიდა ამ საკითხზე თანამედროვე ფიზიკა? უსასრულოში რას ვგულისხმობთ ანუ ვამბობთ,რომ სივრცე არსად არ მთავრდება? ანუ რომ ავდგეთ და ვიმოგზაუროთ კოსმოსში ერთი მიმართულებით უსასრულოდ დიდ ხანს გალაქტიკები არსად არ დამთავრდება და ვივლით და ვივლით სულ? ე.წ. საზღვარი არ გვექნება? თუ შესაძლებელია, რომ ვიაროთ ერთი მიმართულებით დიდი ხნის განმავლობაში და ბოლოს ისევ საწყის მდგომარეობაში დავბრუნდეთ? როგორც მაგალითად დედამიწაზე.თან ვამბობთ, რომ სივრცე სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ფართოვდებაო. ვერ ვხვდები რის მიმართ ფართოვდება და რა იწვევს ამას ბნელი ენერგია? ჰიგსის ველი? ადამიანის გონებისთვის რთულად წარმოსადგენია სამყაროს გეომეტრია. smile.gif

This post has been edited by Aqeron on 30 Nov 2017, 16:29
HurricaneKat.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4191
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16

გამოგზავნილია: 30 Nov 2017, 16:27  #51755072      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თუ შესაძლებელია, რომ ვიაროთ ერთი მიმართლებით დიდი ხნის განმავლობაში და ბოლოს ისევ საწყის მდგომარეობაში დავბრუნდეთ?

ვინმე ჩემნაირად თუ ფიქრობდა არ მეგონა
სხვათაშორის სქემა დამესიზმრა, თუ როგორ ხდება
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4079
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 30 Nov 2017, 23:13  #51757198      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
michael_
QUOTE
და დასაწყისშივე სასრული ზომა. სინგულარობის წერტილის.

სინგულარობის წერტილი მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაქ თუ სამყარო სასრულოა ხოლო თუ იგი უსასრულოა მაშინ აფეთქება მოხდა ყველგან ეს სინგულარობის წერტილი ყველგან იყო


მთავარი კითხვა და გაუგებრობა იმაში მდგომარეობს რომ ეს სიტყვა "ყველგან" როგორ უნდა გავიგოთ? biggrin.gif


--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.

ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10487
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 1 Dec 2017, 11:20  #51758779      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლოგიკⒶ
QUOTE
მთავარი კითხვა და გაუგებრობა იმაში მდგომარეობს რომ ეს სიტყვა "ყველგან" როგორ უნდა გავიგოთ?

ყველგან, ანუ მთელს უსარულობაში.

Aqeron
უსასრულო ნიშნავს რომ უსასრულოა, მიუხედავად იმისა თუ რამდენის დანახვა შეგვიძლია ჩვენ. ახლა რაც არის ჩვენს ჰორიზონტზე, იქ მყოფებს რომ დავუკავშირდეთ როგორმე, ისინიც გვეტყვიან რომ იმათთვისაც ისეთივეა ჰორიზონტი, როგორიც ჩვენთვის, იმის იქითებიც და ა. შ.

თუმცა ვინ იცის, იქნება სამყარო სასრულია მაგრამ უსაზღვრო?


--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
Lemarc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 358
წევრი No.: 193719
რეგისტრ.: 11-November 14

გამოგზავნილია: 1 Dec 2017, 22:24  #51762279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nforumi
QUOTE
უსასრულო ნიშნავს რომ უსასრულოა, მიუხედავად იმისა თუ რამდენის დანახვა შეგვიძლია ჩვენ. ახლა რაც არის ჩვენს ჰორიზონტზე, იქ მყოფებს რომ დავუკავშირდეთ როგორმე, ისინიც გვეტყვიან რომ იმათთვისაც ისეთივეა ჰორიზონტი, როგორიც ჩვენთვის, იმის იქითებიც და ა. შ.

იმის იქითებიც და ა. შ. რას ნიშნავს რო უსასრულოდ ბევრი გალაქტიკა არსებობს? ვერსია რომ რაღაც უსასრულოდ მცირე ნაწილაკი რომელიც არსაიდან კვანტური ფლუქტუაციების შედეგად "თავისით" გაჩნდა, მერე აფეთქდა და უსასრულო დრო-სივრცე ასე წარმოიქმნა ცოტა ფანტასტიკას ხომ არ გავს? biggrin.gif ფონურ მიკროტალღოვან გამოსხივებას ახლა ვხედავთ 46.5 მილიარდი სინათლის წლის მანძილიდან,თუმცა ესაა სურათი რაც იყო 13.8 მილირადი წლის წინ. ესეც გაუგებარია რანაირად? smile.gif წესით ხო 13,8 სინათლის წლის იქეთ უნდა იყოს. ანუ ამით მტკიცდება, რომ სივრცე სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ფართოვდება?
QUOTE
თუმცა ვინ იცის, იქნება სამყარო სასრულია მაგრამ უსაზღვრო?

ეს როგორ უნდა წარმოვიდგინოთ? smile.gif
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10487
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 1 Dec 2017, 23:25  #51762643      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Lemarc
QUOTE
იმის იქითებიც და ა. შ. რას ნიშნავს რო უსასრულოდ ბევრი გალაქტიკა არსებობს? ვერსია რომ რაღაც უსასრულოდ მცირე ნაწილაკი რომელიც არსაიდან კვანტური ფლუქტუაციების შედეგად "თავისით" გაჩნდა, მერე აფეთქდა და უსასრულო დრო-სივრცე ასე წარმოიქმნა ცოტა ფანტასტიკას ხომ არ გავს?  ფონურ მიკროტალღოვან გამოსხივებას ახლა ვხედავთ 46.5 მილიარდი სინათლის წლის მანძილიდან,თუმცა ესაა სურათი რაც იყო 13.8 მილირადი წლის წინ. ესეც გაუგებარია რანაირად?  წესით ხო 13,8 სინათლის წლის იქეთ უნდა იყოს. ანუ ამით მტკიცდება, რომ სივრცე სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ფართოვდება?

გალაქტიკა ჩვენი ჰორიზონტის შიგნითაც საკმაოდ ბევრი არსებობს, რამდენიმე ასეული მილიარდი, მაგაზე ნუ ინერვიულებ smile.gif

რაც შეეხება ზომას, 46,5 მილიარდი სინათლის წელი არის გამოთვლილი ზომა, ანუ სადაც უნდა იყოს ახლა ჩვენი სამყაროს ჰორიზონტი, სხვანაირად იქედან სინათლე ვერ იქნებოდა ჯერ მოსული.

რაც შეეხება წერტილს. წერტილი მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ სამყარო სასრულია. უსასრულო სამყაროს შემთხვევაში გამოდის რომ მის ნაწილებს შორის მანძილი იყო ძალიან მცირე, თუმცა სამყარო უსასრულო იქნებოდა მაინც.

QUOTE
ეს როგორ უნდა წარმოვიდგინოთ?

ადვილია ორგანზომილებიანში წარმოდგენა. სფეროს ზედაპირი უსაზღვროა (კიდე არა აქვს), მაგრამ სასრულია smile.gif
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7232
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 2 Dec 2017, 19:04  #51766295      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გააჩნია სამყაროს რას ეძახით.
თუ სამყარო ისეთია, როგორსაც ვხედავთ, იგულისხმება მთლიანი კოსმოსი თავისი ცნობილი და უცნობი პარამეტრებით, მაში ეს სასრულია.
ხოლო თუ ზოგადად გვაინტერესებს, "იმის იქეთ" რა არის - მაშინ უსასრულოდ არაფერი, ან ამ "არაფერში" სხვა სამყაროები.
საერთო ჯამში უსასრულოა.

ანუ, თუ დაუშვებ, რომ სამყარო შემოსაზღვრულია სივრცეში, ეგრევე იბადება კითხვა: რა არის ამ სამყაროს მიღმა?
პასუხი თუ იქნება არაფერი, მაშინ მოჰყვება კითხვა: სადამდე გრძელდება ეს არაფერი?
პასუხი: - არაფერი უსასრულოდ არაფერია.
დასკვნა: სამყარო უსასრულოა.

კონტრ კითხვა: როგორ შეიძლება უსასრულოდ რამე არსებობდეს?
პასუხი: პასუხი არაფერშია. არაფერი შეიძლება იყოს უსასრულო smile.gif

მართალია მეც ვერ გავიგე ვერაფერი რა დავწერე, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ smile.gif


--------------------
გასული ვარ ცივილიზაციის ზონიდან და არ მაქვს ინტერნეტი. შესაბამისად ვერ გიპასუხებთ პმ-ებზე.
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8235
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 2 Dec 2017, 19:31  #51766419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდო დე-დაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოვლისა,
შამქმნელო და დამბადებელო, უსასრულო სამყაროში ჩაუტეველო
და უმცირესში ჩატეულო. უწონო მანძილო, ცარიელო და სავსე,
უჟამო უძრავო წყვდიადო, ცაო სივრცეში დროში ნათლით გამოვლენილო,
ერთო და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა, დავრჩე მართალი
ჩემთა უფალთან, სამართლიანი სხვათა მიმართ, რათა დავიცვა სიწმინდე, ვიყვე
თავისუფალი ვითარცა შენ ცაო თავნებაო.
***
ეს წარმართული ლოცვა ჩაწერილია ოთხმოციან წლებში გასული საუკუნის მაშინ როცა ჯერ კიდევ ჰოკინგი ფეხზე იდგა და სამყაროს არსს უღრმავდებოდა smile.gif


--------------------
ქართული დამწერლობის შექმნის თარიღი ინაცვლებს ,ისტორია იცვლება da vin icis sad gaCerdeba :)
http://www.youtube.com/watch?v=NL4cMYXWwlM
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10487
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 2 Dec 2017, 20:36  #51766797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
გააჩნია სამყაროს რას ეძახით.
თუ სამყარო ისეთია, როგორსაც ვხედავთ, იგულისხმება მთლიანი კოსმოსი თავისი ცნობილი და უცნობი პარამეტრებით, მაში ეს სასრულია.
ხოლო თუ ზოგადად გვაინტერესებს, "იმის იქეთ" რა არის - მაშინ უსასრულოდ არაფერი, ან ამ "არაფერში" სხვა სამყაროები.
საერთო ჯამში უსასრულოა.

ანუ, თუ დაუშვებ, რომ სამყარო შემოსაზღვრულია სივრცეში, ეგრევე იბადება კითხვა: რა არის ამ სამყაროს მიღმა?
პასუხი თუ იქნება არაფერი, მაშინ მოჰყვება კითხვა: სადამდე გრძელდება ეს არაფერი?
პასუხი: - არაფერი უსასრულოდ არაფერია.
დასკვნა: სამყარო უსასრულოა.

კონტრ კითხვა: როგორ შეიძლება უსასრულოდ რამე არსებობდეს?
პასუხი: პასუხი არაფერშია. არაფერი შეიძლება იყოს უსასრულო

მართალია მეც ვერ გავიგე ვერაფერი რა დავწერე, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ

ძალიან კარგი პასუხია.
რაც შეეხება როგორ შეიძლება იყოს უსასრულოს, მაშინ როგორ შეიძლება იყოს სასრული?
იქნებ არც სასრულია და არ უსასრულო? იქნებ განუზღვრელია (კვანტური სამყაროს მსგავსად) ?
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7232
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 14:37  #51770417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
სასრულობასთან არ გვაქვს პრობლემა, არც ჩვენ, მენტალურად და არც თავად ფიზიკურ ობიექტს.
მაგალითად, ჩვენი მინი სამყარო - დედამიწა სასრულია. მზის სიტემა სასრულია, გალაქტიკა სასრულია.

მაგრამ გალაქტიკები უსასრულოდ ბევრია..?..

This post has been edited by asphurcela on 3 Dec 2017, 17:29
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10487
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 15:04  #51770576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
ასრულობასთან არ გვაქვს პრობლემა,

გვაქვს. როგორც კი ვიტყვით რომ სასრულია, ისმება კითხვა რა არის იმის იქით?
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7232
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 17:33  #51771321      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
QUOTE
გვაქვს. როგორც კი ვიტყვით რომ სასრულია, ისმება კითხვა რა არის იმის იქით?

არ აეგ არ არის პრობლემა, ეგ ლეგიტიმური და ნორმალური კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემაც უბრალოდ ტექნოლოგიური განვითარების პრეროგატივაა: დედამიწის გარეთ გასახედად ტელესკოპია საჭირო, ხომალდი - მოაჯექი, გადი.

მაგრამ, როგორც კი გააცნობიერებ, რომ რაღაც არასოდს მთავრდება - მორჩა, დარხეული აქვს ჩვენს ცობიერებას.
როგორც ზემოთაც დავწერე, სასრული რომც იყოს გალაქტიკების გროვა, მაინც ღიად რჩება კითხვა: - რა ხდება იმის იქეთ?
სიცარიელე და/ან არაფერიც კი შემზარავია ადამიანის წარმოსახვისთვის.
მულტისამყაროების იდეაც არსებობს, მაგრამ ვერც აგ აგვარებს უსასრულობის "კატასტროფას".


nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10487
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 18:43  #51771698      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
არ აეგ არ არის პრობლემა, ეგ ლეგიტიმური და ნორმალური კითხვაა

აბა რომელი კითხვაა არალეგიტიმური?

QUOTE
მაგრამ, როგორც კი გააცნობიერებ, რომ რაღაც არასოდს მთავრდება - მორჩა, დარხეული აქვს ჩვენს ცობიერებას.
როგორც ზემოთაც დავწერე, სასრული რომც იყოს გალაქტიკების გროვა, მაინც ღიად რჩება კითხვა: - რა ხდება იმის იქეთ?
სიცარიელე და/ან არაფერიც კი შემზარავია ადამიანის წარმოსახვისთვის.
მულტისამყაროების იდეაც არსებობს, მაგრამ ვერც აგ აგვარებს უსასრულობის "კატასტროფას".

რა ვიცი, ჩემი გონებისათვის სასრული უფრო წარმოუდგენელია. თუნდაც სამყაროს სრული ენერგია იყოს მოქცეული რაღაც კონკრეტულ დიამეტრიან სფეროში, მე მაინც მაქვს შეგრძნება რომ იმის იქით კიდე გრძელდება სივრცე, უენერგიოდ. ანუ ვერაფრით ვერ ვასრულებ.


oleg-i
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 675
წევრი No.: 175579
რეგისტრ.: 27-October 13

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 21:12  #51772606      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
QUOTE
გააჩნია სამყაროს რას ეძახით.
თუ სამყარო ისეთია, როგორსაც ვხედავთ, იგულისხმება მთლიანი კოსმოსი თავისი ცნობილი და უცნობი პარამეტრებით, მაში ეს სასრულია.
ხოლო თუ ზოგადად გვაინტერესებს, "იმის იქეთ" რა არის - მაშინ უსასრულოდ არაფერი, ან ამ "არაფერში" სხვა სამყაროები.
საერთო ჯამში უსასრულოა.

ანუ, თუ დაუშვებ, რომ სამყარო შემოსაზღვრულია სივრცეში, ეგრევე იბადება კითხვა: რა არის ამ სამყაროს მიღმა?
პასუხი თუ იქნება არაფერი, მაშინ მოჰყვება კითხვა: სადამდე გრძელდება ეს არაფერი?
პასუხი: - არაფერი უსასრულოდ არაფერია.
დასკვნა: სამყარო უსასრულოა.

კონტრ კითხვა: როგორ შეიძლება უსასრულოდ რამე არსებობდეს?
პასუხი: პასუხი არაფერშია. არაფერი შეიძლება იყოს უსასრულო

მართალია მეც ვერ გავიგე ვერაფერი რა დავწერე, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ
QUOTE
მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ

დიდება უფალს!... ხილვა გქონია - (სამყაროს!) გამოსავალი დაგინახავს! biggrin.gif
შენ ნამდვილად დაგეჯერება და თუ სხვა გამოსავალს ვერ ხედავ ე.ი. შესავალიც ერთი ქონია .
...''შემოსავალი რა გაქვსო და... ჭიშკარიო '' - გურულმა.
ჰოდა კარგად დააკვირდი მაგ ჭიშკარში გასვლა - გამოსვლის გრაფიკი როგორაა . განსაკუთღებით გამოხუთშაბათებული ორშაბათი მაინტერესებს. biggrin.gif

This post has been edited by oleg-i on 3 Dec 2017, 21:15
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7232
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 23:32  #51773647      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
QUOTE
აბა რომელი კითხვაა არალეგიტიმური?

ლეგიტიმურობით უმეტესობა კითხვა ლეგიტიმურია, ყოველშემთხვევაში რაც აქ დავსვით.
მაგრამ, უსასრულობა არ უყვარს ფიზიკას. რაიმე პარამეტრი თუ გარბის უსასრულობისკენ, ე.ი. თეორია მოიკოჭლებს.
ესე იყო ისტორიულადაც და ეხლაც. მაგალითად ულტრაიისფერი კატასტროფა ...რომელიც მერე ამოხსნეს.
ესევეა ჩვენი სამყაროს (იგულისხმება გალაქტიკების ერთობლიობა + მათ შორის ნებისმიერი ცნობილი თუ უცნობი სუბსტანცია).
თუ დავუშვებთ, რომ ეს "სამყარო" სასრულია, ამით კატასტროფა არ მოხდება ჩვენს გონებაში, უბრალოდ დამატებითი კითხვა გაჩნდება: იმის იქეთ რა ხდება? ამ კითხვის ერთერთი უსუსური პასუხია - არაფერი. ანუ არცერთი ნაწილაკი, არც ვაკუუმი და არც არაფერი მოკლედ. მაგრამ ეს არაფერი რაღა ჯანდაბაა, აქ ვიჭედებით. ხოლო თუ ვაკუუმი გრძელდება უსასრულოდ... მაშინ ვაკუმს აქვს თვისება დაბადოს ნაწილაკები. გამოვა, რომ იგივენაირი სამყარო გაგრძელებულა, თუნცდაც სხვანაირი თვისებით. ერთი სიტყვით უსასრულობისკენ ტენდენცია გვაქვს..


QUOTE
რა ვიცი, ჩემი გონებისათვის სასრული უფრო წარმოუდგენელია.

რაც ამავე პოსტში დავწერე, მაგ თვალსაზრისით, ხო, მაგრამ სიტყვა წარმოდგენის პირდაპირი მნიშვნელობით ხმარებისას უსასრულობაზე უფრო ვიჭედებით.

oleg-i
QUOTE
დიდება უფალს!

ამინ!
მაგრამ, სამწუხაროდ ფიზიკას მხოლოდ უფლით ვერ ავხსნით.
ძაან ბევრი ფარდაა ჩამოფარებული.
კველევებისთვისაც არალეგიტიმური არეა.

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0268 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]