forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (7) « პირველი ... 3 4 [5] 6 7   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უსასრულო თუ სასრული სამყარო
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2748
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 01:36  #51793324      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მაგრამ უფრო საინტერესოა, კითხვა: ამ ყველაფრის არსებობის აზრი რა არის...?

ერთი ვერსიით გასართობს წააგავს, ოღონდ არ მკითხო, ვინ ერთობაო?


--------------------
ბუნება საინტერესოა
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10163
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 11:32  #51794382      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Komponent
QUOTE
ერთი ვერსიით გასართობს წააგავს, ოღონდ არ მკითხო, ვინ ერთობაო?

რა კითხვა უნდა, თეთრწვერა მოხუცი ალბათ smile.gif



--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3832
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 13:59  #51795113      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vasovasia
QUOTE
რა ვარადზე ლაპარაკობთ? არსებული მოდელი მტკიცდება გაზომვებით.... და ის გვაძლევს ამ ვერსიას...

ხო მაგრამ ეგ გაზომვები სწორია როცა სამყაროს წარმოქმნაზე ვსაუბრობთ? ამ მოდელის თანახმად მაგალითად ამბობენ რომ ძლიერი და სუსსტი ურთიერთქმედების ძალები ირღვევა ძალიან მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მაგრამ ეს დასკვნა როგორ გამოაქვთ? რა გაზომვამ შეიძლება ამაზე მიუთითოს თუ შემოწმებული არარი? ან რომც უთითებდეს რამდენად სანდო იქნება ეგეთი გაზომვა?

QUOTE
სხვა ვერსია არ გაქვს ამ მოდელს რომ შEესაბამებოდეს და თქვენი ნათQვამი ზევით გამორიცხულია

სხვა მოდელის არქონა იმას არ ნიშნავს რომ ეგ მოდელი სწორია... ნებისმიერ მოდელს გააჩნია თავისი მტკიცებულებები ან ლოგიკური ჯაჭვი ხოდა სამყაროს წარმოქმნა როგორ მოხდა ამის მტკიცებულებები არარსებობს გასაგებია რომ გაფართოვდა ყველაფერი მაგრამ ეს გაფართოება ერთი წერტილიდან მოხდა უსასრულობიდან მოხდა თუ საერთოდ არაფრიდან დაიწყო ეგ არვიცით... ლოგიკურ ჯაჭვს რაც შეეხება ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ამ სამყაროს შიგნით ეხლა რასაც ვხედავთ და ამაზე ავაგოთ ლოგიკა ხოლო ეს ლოგიკა სავსებით შესაზლებელია რომ არ შეესაბამებოდეს სამყაროს წარმოქმნას... მაგალითად ტრაილერებს როცა წონიან ეგ სასწორი ჯდება ლოგიკაში და მას თავისი დასაშვები ცდომილება აქვს თუმცა იგივე სასწორით ვერ ავწონით ხილს როზა ბაზარში ვყიდულობთ იმიტომ რომ აქ სხვა სასწორი გვინდა თავისი ცდომილებით და ხილის სასწორით ვერ ავწონით ბრილიანტის თვალს იმიტომ რომ მაგ თვალს გაცილებით უფრო ზუსტი სასწორი უნდა... იგივეს ვხედავ ფიზიკაში ნიუტონისეული ფიზიკა სავსებით ლოგიკური და სწორია ოღონდ გარკვეული ზღვარი აქვს მას შემდეგ უკვე აინშტაინის ფიზიკა გვინდა რომელიც ბევრად უფრო ზუსტია თუმცა ასევე შესაძლებელია რომ სამყაროს წარმოქმნის გამოსათვლელად კიდევ განსხვავებული ფიზიკა იყოს საჭირო... ჩვენ თუ მხოლოდ ტრაილერის სასწორს ვაკვირდებით მაშინ შეიძლება ვერც მივხვდეთ რომ ბრილიანტის თვალი დევს მაგ სასწორზე ისევე როგორც დღევანდელი გამოთვლები და ლოგიკა შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს სამყაროს წარმოქმნას


--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.

ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2076
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 9 Dec 2017, 00:31  #51803726      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
ეს ხომ ძალიან ზოგადი სიტყვებია,... აქ არაფრის მომტანი. ყველას შეუძლიათქვას, რომ მაღალ ენერგიებზე რაღაც შეიცვლება,..
ეს ვიცით,... გამოვცადეთ,.. მაგრამ ეს არ ნიშნავს ძველი არასწორია,.. მისი მოქმედების საზღვრები დავადგინეთ...
მაგრამ აქ ამაზე ხომ არ არის საუბარი, საუბარია წერტილია საწყისი, სინგულარობა, თუ რაღაც სასრული,...
არავითარი დღევანდელი მოდელი თუ უკვე დასრულებული თეორია, ექსპერიმენტი არ გვაძლევს სინგულარობას და წერტილს...
პირიქით ყველგან ძველ კლასიკურ თეორიაში მოვსპეთ განშლადობები და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა თერია მისაღები...
ელექტროდინამიკას რენორმალიზაცია გავუკეთეთ, რომ სწორედ აღეწერა, გარკვეულ მანძილებამდე,... ასევე შეძლების დაგვარად ძლიერ და სუსტ ურთიერთქმედებას...
სუპერსიმეტრია მოვიგონეთ მხოლოდ იმითომ რომ განშლლადი წევრები მოგვაცილოს გამოთვლებში,,,
სიმების თეორია იმიტიმ შეიქმნა, რომ წერტილის ცნება ამოვიღოთ ფიზიკიდან,... რადგან წერტილიც და სინგულარობაც ჩვენი მატემატიკის არასწორი გამოყენების არტიფაქტია...

QUOTE
ხო მაგრამ ეგ გაზომვები სწორია როცა სამყაროს წარმოქმნაზე ვსაუბრობთ? ამ მოდელის თანახმად მაგალითად ამბობენ რომ ძლიერი და სუსსტი ურთიერთქმედების ძალები ირღვევა ძალიან მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მაგრამ ეს დასკვნა როგორ გამოაქვთ? რა გაზომვამ შეიძლება ამაზე მიუთითოს თუ შემოწმებული არარი? ან რომც უთითებდეს რამდენად სანდო იქნება ეგეთი გაზომვა?

სუსტი ურთიერტქმედების ფაზური გადასვლა იწყება 170 გევზე ტემპერატურაზე, ამის ქვევით ის სტაბილდება მასას იძენს.... ზევიტ მცირდება...
ასევე ძლიერი ურთიერტქმედება 170მევ ტემპერატურასთან აქვს ფაზური გადასვლა..
ცერნში 13 ტევამდეა ენერგია,...ეს ყველა პროცესები იქ შეისწავლება...
კვარკ გლუონური პლაზმაც ასევე ცერნში დაიკვირვება და შეისწავლება, რომელიც კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურაზეა ..
კი კიდევ უფრო ზევით 10^15 გევზე ინფლაცია უნდა იყოს ეს არ ვიცით,.. მაგრამ არაფერი მიუთითებს სინგულარობაზე და წერტილზე და საიდან მოგაქვთ ასეტი ვარიანტები...?
QUOTE
სხვა მოდელის არქონა იმას არ ნიშნავს რომ ეგ მოდელი სწორია... ნებისმიერ მოდელს გააჩნია თავისი მტკიცებულებები ან ლოგიკური ჯაჭვი ხოდა სამყაროს წარმოქმნა როგორ მოხდა ამის მტკიცებულებები არარსებობს გასაგებია რომ გაფართოვდა ყველაფერი მაგრამ ეს გაფართოება ერთი წერტილიდან მოხდა უსასრულობიდან მოხდა თუ საერთოდ არაფრიდან დაიწყო ეგ არვიცით... ლოგიკურ ჯაჭვს რაც შეეხება ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ამ სამყაროს შიგნით ეხლა რასაც ვხედავთ და ამაზე ავაგოთ ლოგიკა ხოლო ეს ლოგიკა სავსებით შესაზლებელია რომ არ შეესაბამებოდეს სამყაროს წარმოქმნას...

ეს მკითხაობას ჰგავს და არასერიოზულია....ზუსტი ფიზიკა შეიცვლება და დაკონკრეტდება, ჯობია ამაზე ვიკამატოთ, თუ რაა აქ მოსალოდნელი....
მაგრამ არაფერი გეუბნება რაიმეს სინგულარობის და წერტილის შესახებ... და თუ მომავალ სხვა მოდელებშიც ეს გამოჩნდება, ის უნდა მოვიცილოთ, რომ წინ წავიდეთ..
ესსა ა რასაც გვასწავლის ფიზიკის ბოლო 100 წლიანი განვითარება... ხოლო თუ სინგულარობა ვინმესთვის რწმენის საკითხია,... ამის უფლება ყველას აქვს...

QUOTE
მაგალითად ტრაილერებს როცა წონიან ეგ სასწორი ჯდება ლოგიკაში და მას თავისი დასაშვები ცდომილება აქვს თუმცა იგივე სასწორით ვერ ავწონით ხილს როზა ბაზარში ვყიდულობთ იმიტომ რომ აქ სხვა სასწორი გვინდა თავისი ცდომილებით და ხილის სასწორით ვერ ავწონით ბრილიანტის თვალს იმიტომ რომ მაგ თვალს გაცილებით უფრო ზუსტი სასწორი უნდა... იგივეს ვხედავ ფიზიკაში ნიუტონისეული ფიზიკა სავსებით ლოგიკური და სწორია ოღონდ გარკვეული ზღვარი აქვს მას შემდეგ უკვე აინშტაინის ფიზიკა გვინდა რომელიც ბევრად უფრო ზუსტია თუმცა ასევე შესაძლებელია რომ სამყაროს წარმოქმნის გამოსათვლელად კიდევ განსხვავებული ფიზიკა იყოს საჭირო... ჩვენ თუ მხოლოდ ტრაილერის სასწორს ვაკვირდებით მაშინ შეიძლება ვერც მივხვდეთ რომ ბრილიანტის თვალი დევს მაგ სასწორზე ისევე როგორც დღევანდელი გამოთვლები და ლოგიკა შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს სამყაროს წარმოქმნას

ასეთი ზოგადი სიტყვები რას გაძლევს, რაიმე წინსვლაში გეხმარება? ეს ხომ სიტყვებია სიტყვებისთვის,... მისი აზრი ყველასთვის ცნობილია და მას აღარ იმეორებენ ფიზიკურ წრეებში...... თუ არაფიზიკოსი ხარ, მაშინ კიდევ შეიძლება ...
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3832
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 9 Dec 2017, 22:23  #51807996      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vasovasia
ვერ გავიგე შენ რას ამტკიცებ... წინა პოსტებში არ ამბობდი ერთი წერტილიდან მოხდა აფეთქებაო? ეხლა საპირისპიროს ამბობ


საერთოდ რაზე ვკამათობთ რა პოზიცია გიკავია შენ ჯობია დაწერო მოკლედ და მე გეტყვი რაში არ გეთანხმები
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2076
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 10 Dec 2017, 15:15  #51811010      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
დაივიწყე, თუ გინდა წაიკითხავ და გაიგებ რაზეა ლაპარაკი... ახლა გამეორებებს ვერ დავიწყებ...
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7068
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 10 Dec 2017, 18:58  #51812006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლოგიკⒶ
QUOTE
საერთოდ რაზე ვკამათობთ რა პოზიცია გიკავია შენ ჯობია დაწერო მოკლედ და მე გეტყვი რაში არ გეთანხმები

givi.gif facepalm.gif
მე რომ ჩინური ენის მსაწავლებელს ვეკამათო ჩინური ენის გრამატიკაზე, ეგ პონტი გაქვს smile.gif

vasovasia
უთხარით თქვენც და ეგებ მოიღოს მოწყალება და დაგეთანხმოთ biggrin.gif


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10163
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 10 Dec 2017, 23:08  #51813629      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
მე რომ ჩინური ენის მსაწავლებელს ვეკამათო ჩინური ენის გრამატიკაზე, ეგ პონტი გაქვს

თუ ჩინურის სწავლა გინდა, მაგ დროს სწავლობ ყველაზე უკეთ.
Lemarc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 353
წევრი No.: 193719
რეგისტრ.: 11-November 14

გამოგზავნილია: 11 Dec 2017, 01:55  #51814636      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბოლო ფილმია ჰოკინგის No Boundary Proposal-ზე მსჯელობენ. https://www.youtube.com/watch?v=Ry_pILPr7B8&t რას ფიქრობთ რამდენად რეალურია ეს ვერსია? smile.gif რასაც ვუსმინე უამრავ დაშვებას აკეთებენ.ციკლური სამყაროს იდეა, მულტივერსი და ა.შ. რასაც ვუყურებ საბოლოოდ ერთ მყარ, ჩამოყალიბებულ აზრამდე ვერ მიდიან. ჰიპოთეზების დონეზე რჩება ეს ვერსიები.მოკლედ დიდი შანსია,რომ კიდევ დიდხანს ვერ გავიგოთ თუ რა იყო სამყაროს პირველმიზეზი ან შესაძლოა, რომ საერთოდ ვერც ვერსადროს გავიგოთ. smile.gif
https://en.wikipedia.org/wiki/James_Webb_Space_Telescope 2019-ში გაეშვება ჯეიმს ვების ტელესკოპი და მან იდეაში უნდა დაგვანახოს ადრეული სამყარო, პირველი გალაქტიკების ფორმირება და ა.შ. თუმცა უშუალოდ დიდ აფეთქებას ბუნებრივია ვერ დავინახავთ. https://www.nasa.gov/feature/goddard/2017/n...aureate-dr-john


This post has been edited by Lemarc on 11 Dec 2017, 01:59
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3832
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 11 Dec 2017, 04:11  #51814913      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vasovasia
არასწორად გამიგია ესეიგი შენ ამტკიცებ რომ სინგულარობა არარსებობდა და საერთოდ არაფრისგან წარმოიშვა სამყარო... პრინციპში დიდად არ ცვლის ეს ჩემ არგუმენტს

QUOTE
ყველას შეუძლიათქვას, რომ მაღალ ენერგიებზე რაღაც შეიცვლება,..
ეს ვიცით,... გამოვცადეთ,.. მაგრამ ეს არ ნიშნავს ძველი არასწორია,.. მისი მოქმედების საზღვრები დავადგინეთ...

yes.gif

QUOTE
მაგრამ აქ ამაზე ხომ არ არის საუბარი, საუბარია წერტილია საწყისი, სინგულარობა, თუ რაღაც სასრული,...

სინგულარობა (წერტილი) ისედაც სასრულია და გაუგებარია რას გულისხმობ "სინგულარობა თუ სასრულში"


QUOTE
სუსტი ურთიერტქმედების ფაზური გადასვლა იწყება 170 გევზე ტემპერატურაზე, ამის ქვევით ის სტაბილდება მასას იძენს.... ზევიტ მცირდება...
ასევე ძლიერი ურთიერტქმედება 170მევ ტემპერატურასთან აქვს ფაზური გადასვლა..

ეს არვიცოდი რომ სუსტი უერთიერთქმედების ძალა იცვლებოდა ექსპერიმენტის პირობებში



QUOTE
ზუსტი ფიზიკა შეიცვლება და დაკონკრეტდება, ჯობია ამაზე ვიკამატოთ, თუ რაა აქ მოსალოდნელი....
მაგრამ არაფერი გეუბნება რაიმეს სინგულარობის და წერტილის შესახებ... და თუ მომავალ სხვა მოდელებშიც ეს გამოჩნდება, ის უნდა მოვიცილოთ, რომ წინ წავიდეთ..
ესსა ა რასაც გვასწავლის ფიზიკის ბოლო 100 წლიანი განვითარება...

როგორ გვასწავლის ამას ბოლო 100 წელი? თუ არსებობს მრავალი სხვა მოდელი რომელიც განსხვავებულ რამეს პროგნოზირებს და დაზუსტებით უცნობია რომელი მოდელია სწორი ან რომელია მცდარი მაშინ ასე გადაჭრითი როგორ ამბობ რომ აუცილებლად არაფრისგან წარმოიქმნა სამყარო? ამ საკითხზე კონსესუსი არსებობს ფიზიკოსების უმეტეს ნაწილში?


QUOTE
მისი აზრი ყველასთვის ცნობილია და მას აღარ იმეორებენ ფიზიკურ წრეებში

ბოდიში ცნობილი თუ ყოფილა ეს აზრი smile.gif უბრალოდ სანამ არ დავრწმუნდები რომ ადამიანი განათლებულია (მრავალმხრივ) და აზროვნება შეუძლია მანამდე აპრიორი დაუნად მივიჩნევ მას გინდ ფიზიკოსი იყოს და ვინცგინდა ის იყოს
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3832
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 11 Dec 2017, 04:15  #51814918      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
ფიზიკაში და ზოგადად რაღაცის აღიარება როგორ ხდება მაგ საკითხებში ისე არ ვარ როგორც შენ ჩინურში ხარ ამიტომ არასოწრი ანალოგია მოგყავს

რაღაცას თუ ამტკიცებს ადამიანი მაშინ ამის მტკიცებულებები უნდა გააჩნდეს და მე მაინტერესებს როგორ მეტყველებს ეხლა აქ არსებული გამოთვლები იმაზე თუ სამყარო როგორ წარმოიშვა?



Lemarc
QUOTE
თუმცა უშუალოდ დიდ აფეთქებას ბუნებრივია ვერ დავინახავთ.

LISA პროექტი იგეგმება რომელმაც უნდა დაგვანახოს დიდი აფეთქების გრავიტაციული ტალღები https://en.wikipedia.org/wiki/Laser_Interfe...r_Space_Antenna

ეს არის ერთადერთი საშუალება რითიც შეგვიძლია დიდი აფეთქების დანახვა

მიმაგრებული სურათი
882955_mission_elisa.jpg
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2076
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 11 Dec 2017, 22:36  #51819682      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
ხომ გითხარით დაივიწყე მეთქი... აზრი არ აქვს ვიკიპედიას პასუხების აქ დაწერას...
ფიზიკა უნდა ისწავლო, თუ ამის სურვილი გაქვს... აიღო წიგნები და ისწავლო...
და მერე შენი აზრი წერო... და თან იფიქრო... მე მეგონა შენ ამის სურვილი გქონდა და ამიტომ გეხმარებოდი....

ვიკიპედია, ინტერნეტი, არის დავიწყებული ძველის გახსენების ტექნოლოგია და არა
სწავლის ადგილი..
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3832
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 04:07  #51821136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vasovasia
სამყაროს წარმოქმნის ფიზიკა ვიკიპედიიდან როგორ ვისწავლო და სამყაროს წარმოქმნაზე როგორ ვიმსჯელო არვიცი ნამდვილად... რატომღაც ეჭვი მაქ რომ ასეთი საკითხები ვიკიპედიიდან რთულად ისწავლება



მე მაგ დონეზე სწავლას არც ვგეგმავ, მოყვარულის დონეზე ვიცი ფიზიკა და ეხლა სამყაროს საწყისებს ნამდვილად ვერ დავადგენ... თუმცა ვინმე სხვა თუ დაადგენს სიამოვნებით მოვისმენ როგორ ქნა მან ეს (თუ შევძლებ პასუხის გაგებას რათქმაუნდა)
songulia
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 74
წევრი No.: 155173
რეგისტრ.: 15-October 12

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 19:52  #52042872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE (michael_ @ 4 Jul 2012, 04:12 )
მოკლედ მეცნიერები ამბობენ რომ ჩვენი სამყარო ან სასრულია ან უსასრულო

ჩვენ შემოსაზღვრული ვართ ჰორიზონტით, მიკროტალღური ფონური გამოსხივებით და იმის იქეთ ვერ ვიხედებით, ასე რომ საკითხი ღიაა, მეცნიერები ამბობენ რომ ორივე შესაძლებელია, უსასრულოც და სასრული სამყაროც.
ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს:

1.ჩვენ ვიცით სამყაროს ასაკი 13.75 მილიარდი წელი, ანუ სამყარო უსასრულო ასაკის არაა.
2. ვიცით რომ სინგულარობის წერტილი, მთელი სამყაროს ენერგიის ბიუჯეტითურთ იყო პროტონზე პატარა ზომის. ანუ რაღაც ზომა განსაზღვრულია (ყოველშემთხვევაში ასე ამბობენ მეცნიერები)

ანუ ჩვენ გვაქვს სასრული დრო დასაწყისიდან დღემდე და დასაწყისშივე სასრული ზომა. სინგულარობის წერტილის.

ჰოდა უსასრულო სამყარო როგორ გახდა?


უცხოურ ფორუმზე გავხსენი ანალოგიური თემა და გარკვეულწილად მივიღე პასუხების ვარიანტები:

ზოგმა თქვა: სამყარო რადგანაც მუდამ იარსებებს და ციკლურად გარდაიქმენაო ბიგ ბენგი - დიდი შეჯახება - ბიგ ბენგი - დიდი შეჯახება და ა.შ. უსასრულოდ ეს ნიშნავს უსასრულოდ დიდსო.

ზოგმა: თქვა ბრტყელი სამყარო უსასრულოა და თავიდანვე უსასრულო იყო, მაგრამ ნულოვანი ზომისო
სხვათაშორის კარგი ანალოგია მოიყვანა ამან: წარმოიდგინე უსასრულოდ გრძელი ჯოხი, რომელზეც ნიშნებია დატანილი. დიდ აფეთქებამდე ნიშნებს შორის მანძილი იყო ნული, ეხლა წარმოიდგინე რომ სულ ცოტათი მაინც დააშორო ერთმანეთს ეს ნიშნები. მთლიანი ზომა უკვე უსასრულო გამოვა.

ზოგმა მულტი სამყაროს იდეისკენ წაიყვანა საკითხი, რომ სამყარო თუ უსასრულოა მას არ უნდა ქონდეს დასაწყისი და ბიგ ბენგი მხოლოდ ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს ანუ ჩვენი "რეგიონის" დაბადება უნდა იყოს კვანტური ფლუქტუაციებით.

აბა აქაური იდეები როგორია?


OFFTOPIC:
გადმოვბარგდე ერთი მეცნიერებაში, რელიგია ფილოსოფიისკენ გახედვა აღარ მინდა იმდენ უაზრობას ამტკიცებენ user.gif


სამყარო მეტაფიზიკურად შეიძLება იყოს სასრული ანუ ერთი ბოლოდან ისევ საწყის წერტილში შეიძLება გამოხვიდე იდეალურად სწორადაც რომ იარო ანუ წრე არც შეიძლება რო იყოს რეალურად მარამინც გამოხვიდე როგორც სნეიკი როა თმაში biggrin.gif ანუ მიდიხარ მიდიხარ და უცებ უკანვე გამოდიხარ მარა ეს არაა ფრაკტალური სამყარო ეს მეტაფიზიკაა სუფთა დროითაც სამყარო სასრული შეიძLება იყოს თუ სომითაც სასრულია
* * *
QUOTE (michael_ @ 5 Jul 2012, 15:39 )
eiei1231

ანუ სამყაროს ჩაკეტილ გეომეტრიას გულისხმობ?

რა არის იმის იქეთ?

საერთოდ "იმის იქეთ" -ასეთი დახასიათება მცდარია. "იმის იქეთ" არ არსებობს.

თუ წახვალ ერთი მიმართულებით ძალიან შორს, დაბრუნდები ისევ იქ სადაც დაიწყე. ნებისმიერ მიმართულებაზე ასე იქნება. არ არსებობს არც საზღვარი და არც "გარეთ"

bis.gif ზუსტად ამას ვიძახი მეც ეგაა ყველაზე ზუსტი და დროსაც სასრული აქ გამომდინარე მაქედან
davidkutaiseli
Animus Liberum


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3992
წევრი No.: 5891
რეგისტრ.: 7-August 04

გამოგზავნილია: 23 Jan 2018, 10:58  #52045645      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით
დიდი აფეთქების თეორიით, ჩვენ რომ ვიყოთ მოწინავე პოზიციაზე, ჩვენს იქეთ ჰორიზონტი იქნებოდა და ჩვენს უკან მთელი დანარჩენი რეაქციები ხო? და ამ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით რომ აფეთქების ძალა, თანაბრად იმოქმედებდა ყველა ელემენტზე, გაფანტვა იქნებოდა ცენტრიდან ყველა მიმართულებით და ეს ელემენტები დაშორდებოდენ ერთმანეთს მით უფრო - რაც უფრო მეტი დრო გავიდოდა. და რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს უსასრულოდ დაშორებული ელემენტები, ქმნიან უკვე ცალკე სამყაროებს და თუ რომელიმეზე, რამენაირად მოხდებოდა სიცოცხლის განვითარება და ცივილიზაციის განვითარება, აუცილებლად განვითარებული გონება დაინტერესდებოდა თუ საიდან წარმოიშვა, მაგრამ როცა ტელესკოპში გაიხედავდა ამ უსასრულობაში, რაღაც საზღვრამდე მივიდოდა რადგან, უბრალოდ უსასრულო დრო დასჭირდებოდა იმისთვის, რომ დაენახა რა იყო წარსულში როგორ დაიწყო და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ისევე როგორც ჩვენ (ცივილიზაციას - მეცნიერებას), ბაირამ ფართახში გაგვედებოდა რადგან ვერასდროს გავიგებდით რა მოხდა რეალურად smile.gif


უსასრულობა ჩემი აზრით არის მანძილი A წერტილიდან B წერტილამდე, რომლის დასაფარად საჭიროა უსასრულო დრო, რა სიჩქარითაც არ უნდა ვიმოძრაოთ და თუ ეს მანძილი იზრდება, უსასრულოდ და გაუჩერებლად, მის ბოლომდე მისაღწევად დაგვჭირდება, იმაზე მეტი სიჩქარე რითაც ის ფართოვდება, რაც შეუძლებელია და რაღაც მანძილის იქეთ ბნელი ჰორიზონტი დაგვხვდება ყველგან.
ასევე ჩემი მოკრძალებული აზრით, სინათლის სიჩქარე არ არის მაქსიმალური სიჩქარე რაც სამყაროში არსებობს. უბრალოდ ჩვენი გონებისთვის (მეცნიერებისთვის) ეს ზღვარი არსებობს ამ ეტაპზე. მაპატიე აინშტაინ :~
პ.ს.
არ ჩამქოლოთ


--------------------
ANIMUS LIBERUM
მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი და შენ?

18 დეკემბერი -- 23 დეკემბერი
,,შეიარაღებულია და ძალზედ საშიში''. მშვილდოსანის სიზუსტე, ენერგიულობა,გამრავლებული თხის რქის პატივმოყვარეობაზე და შრომისუნარიანობა გვაძლევს განსაკუთრებით ნებისყოფიან და მიზანსწრაფულ პიროვნებას.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) « პირველი ... 3 4 [5] 6 7  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0322 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]