forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (14) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კვანტური თეორია, მისი ფილოსოფიური იმპლიკაციები, კრიტიკა და დაცვა
 
ალბათობითი განუსაზღვრელობა: რომელია ამათგან?
ჩვენი სამყაროს მოწყობის ფუნდამენტური პრინციპი და ფუნდამენტური თვისება. [ 12 ]  [34.29%]
დროებითი ილუზია, გამომდინარე მეცნიერების განვითარების დღევანდელი არასრულყოფილი დონიდან. [ 14 ]  [40.00%]
არ ვიცი. [ 9 ]  [25.71%]
Total Votes: 35
Guests cannot vote 
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10324
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 18:42  #34295884      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
გუშინ ვეძებდი რაღაც ინფორმაციას წიგნებში და გადავაწყდი ერთ საინტერესო ამბავს, სადც მოკლედ წერია თუ როგორ და საიდან მოდის ჰეიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი და მოკლედ არის გამოყვანილი. დავდებ მერე სადმე იმ პროცესს. საინტერესოა. თან ადრე ვიღაცამ იკითხა აქ, საიდან მოდის ეგ პრინციპიო.

საინტერესოა.

QUOTE
გაზომვების ცდომილებებთან არის შუაში. ობიექტიდან არეკვლის (ინფორმაციის ამოღება) ფიზიკასთან არის შუაში.
სწორედ ელეტრომაგნიტური თეორიიდან გამოდინარეობს არეკვლის პირობები. რომ ტალღის სიგრძე უნდა იყოს ობიექტის მინიმუმ თანაზომადი.
არადა უფრო უარესადაა საქმე. რადიოფიზიკაში მაქვს ნასწავლი, რომ ობიექტის ზომა რადიო ტალღის სიგრძესთან შედარებით 10 ჯერ მეტი მაინც უნდა იყოს, რომ რადიოტალღა სრულად აირეკლოს.

ალბათ მაგ შეფარდება არის საჭირო, რომ რამდენადმე ზუსტი ინფორმაცია მიიღო. რაღაც ინფორმაციის მიღება კი საპირისპირო პროპორციისასაც შეიძლება მოგეცეს. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ბროუნის მოძრაობა.


--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2076
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 13 Dec 2012, 02:14  #34302151      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაბარნა
QUOTE
მინდა, ამ განყოფილების რესურსები მოვიშველიო ამ საკითხზე საბოლოო ვერდიქტის მისაღებად. აქვე ჩავრთავ გამოკითხვას განყოფილების სტატისტიკური აზრის გასაგებად შემდეგ საკითხზე: კვანტური თეორია გულისხმობს პრინციპულ განუსაზღვრელობას თუ განუსაზღვრელობა მეცნიერების განვითარების ამ ეტაპზე შექმნილი ილუზიაა, სინამდვილეში ყველაფრის გაზომვა, განსაზღვრა და წინასწარმეტყველება შეიძლება, თუ ზუსტი მონაცემები გვექნება?

ზუსტად განსაზღვრეთ რაზე საუბრობთ...
სუპერპოზიციის პრინციპზე?...
განუსაზღვრელობა არ ნიშნავს ვერ ვზომავთ... მაგალითად მშვენივრად ვზომავთ ნაწილაკის სპინს და მშვენივრად ვიცით ყველა ნაწილაკის სპინი..
კამათისთვის საჭიროა სუსტად დაწეროთ, რას ეხება განსახილველი საკითხი...
temart
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19781
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 13 Dec 2012, 11:45  #34303974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
QUOTE
კეთილი იყოს შენი ფეხი აქეთა განყოფილებაში. მობრძანდი, სტუმარი ღვთისაა.


მადლობა.

პლანშეტის გაკეთება მინდა რომელზეც სპეციალური ფანქრით რამეს დახატავ და ამ ხატვის დროს მუსიკა დაიწერება.ხომ ვერ მიშველი რამეს.


user posted image
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11788
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 13 Dec 2012, 14:12  #34305578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
temart,

თუ შეიძლება, თემის მიხედვით. პლანშეტების და ანდროიდების საკითხები ალბათ უფრო ტექნიკურ კონფერენციაში: http://forum.ge/?c=17

This post has been edited by ლაბარნა on 13 Dec 2012, 14:12


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10324
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 13 Dec 2012, 20:27  #34310524      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vasovasia
QUOTE
ზუსტად განსაზღვრეთ რაზე საუბრობთ...

სწორედ განუზღვრელობაზე ვსაუბრობთ, იმაზე რომ ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია smile.gif

This post has been edited by nforumi on 13 Dec 2012, 20:31
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11788
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 13 Dec 2012, 22:47  #34312589      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
vasovasia

QUOTE
ზუსტად განსაზღვრეთ რაზე საუბრობთ...
სუპერპოზიციის პრინციპზე?...
განუსაზღვრელობა არ ნიშნავს ვერ ვზომავთ... მაგალითად მშვენივრად ვზომავთ ნაწილაკის სპინს და მშვენივრად ვიცით ყველა ნაწილაკის სპინი..
კამათისთვის საჭიროა სუსტად დაწეროთ, რას ეხება განსახილველი საკითხი...


მშვენიერი ინფორმაცია იყო სპინის შესახებ.

განსახილველ საკითხში ვგულისხმობდი ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპს: ნაწილაკის კოორდინატის და იმპულსის სტანდარტული გადახრების ნამრავლი ვერ იქნება პლანკის რედუცირებული კონსტანტის ნახევარზე ნაკლები. მერე კიდევ, თუ გვინდა ამ ფარგლებში მაინც ვიწინასწარმეტყველოთ ნაწილაკის რეალური მდგომარეობა, უკვე ტალღური ფუნქცია და ალბათობები შემოდის, როგორც ვიცი. ამიტომ დავწერე, ალბათობითი განუსაზღვრელობა.


nforumi

QUOTE
სწორედ განუზღვრელობაზე ვსაუბრობთ, იმაზე რომ ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია


კარგი ხუმრობა იყო! biggrin.gif

This post has been edited by ლაბარნა on 13 Dec 2012, 22:49
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2076
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 13 Dec 2012, 22:55  #34312743      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nforumi
QUOTE
სწორედ განუზღვრელობაზე ვსაუბრობთ, იმაზე რომ ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია

განუსაზღვრელობის პრინციპი არ ნიშნავს, რომ ვერ გავზომავთ, რომელიმე სიდიდეს...
ის ამბობს, რომ ვერ გავზომავთ ერთდროულად გარკვეულ სიდიდეებს, მაგალითად დროს და ენერგიას,
იმპულს და სივრცეს, იმპულსის მომენტის სხვადასხვა კომპონენტებს....
ანუ ეს ნიშნავს რომ მატრიცულ წარმოდგენაში არსებობენ არაკომუტირებადი ოპერატორები, ანუ
მაგალითად არ არსებობს კვანტური მდგომარეობა, რომელიც იქნება საკუთარი მდგომარეობა იმპულსის და
სივრცის ოპერატორის ერთდროულად...
ანუ კოპენჰაგენურ წარმოდგენაში, ნაწილაკი აღიწერება მაგალითად სუპერპოზიციით სხვადსხვა მდგომარეობების
და გაზომვამდე არავინ იცის, რა მდგომარეობაშია ნაწილაკი. გაზომვის მომენტში კოლაფსირდება სუპერპოზიცური
მდგომარეობა ერთ საკუთარ მდგომარეობაში, რომელშიც ვზომავთ...

თუმცა აქ წარმოიშობა ცნობილი პრობლემა აინშტეინის, და მერე ბელის თეორემით განმარტებული, მაგრამ ეს სხვა საკითხია...

This post has been edited by vasovasia on 13 Dec 2012, 22:59
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11788
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 14 Dec 2012, 01:26  #34315158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
vasovasia

QUOTE
თუმცა აქ წარმოიშობა ცნობილი პრობლემა აინშტეინის, და მერე ბელის თეორემით განმარტებული, მაგრამ ეს სხვა საკითხია...


ყველა საკითხი მაინტერესებს, რაც ახლოს არის განუსაზღვრელობასთან. იქნება რომელიმემ მიმანიშნოს რაიმე. მართლა მინდა, გავიგო და ვიცოდე.

ტალღური ფუნქციის კოლაფსი გამიგონია, ანუ ვიცი, რომ გაზომვის დროს ხანდახან ქრება ტალღური ფუნქცია და ფიქსირდება ნაწილაკის კოორდინატა.

პირიქით, გაზომვის დროს კოორდინატის კოლაფსი არსებობს? ანუ რომ გაქრეს ნაწილაკი და შეცვალოს მთლიანად ტალღამ?

This post has been edited by ლაბარნა on 14 Dec 2012, 01:47
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10324
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Dec 2012, 09:11  #34316510      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vasovasia
QUOTE
განუსაზღვრელობის პრინციპი არ ნიშნავს, რომ ვერ გავზომავთ, რომელიმე სიდიდეს...

მაპატიე ხუმრობა...

QUOTE
იმპულს და სივრცეს

ალბათ იმპულსს და მდებარეობას გულისხმობ.

ერთდროულად რომ ვერ განისაზღვრება, სწორედ მაგიტომ არ ქვია განუზღვრელობა? საკამათოა ?


RexxaR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1257
წევრი No.: 98449
რეგისტრ.: 25-August 09

გამოგზავნილია: 14 Dec 2012, 09:44  #34316602      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუ რა კარგი თემაა და რა ცუდია რო ფიზიკა არ ვიცი sad.gif

ფილოსოფიურ ჭრილში თუ იტყვით სათქმელს უფრო ნათელი გახდენა ბევრი რამ.

ვეთანხმები nforumi-ის აზრს, რომ ჩვენი თითოეული საქციელი მხოლოდ გარკვეულ გარემოებათა ზემოქმედების ჯამური შედეგია, ანუ ნებელობის არ არსებობამდე მივდივართ...

სამყაროს ისტორია ჩემი ფილოსოფიური შეხედულებით ერთ წრფეზე მიედინება, ანუ ადამიანს არ გააჩნია ნებელობა. ჩვენ მხოლოდ მისი ილუზია გვაქვს და რეალურად ჩვენი ყველა ქმედება განპირობებულია მისი განმაპირობებელი მიზეზებით და სხვანაირად ვერც მოხდებოდა ესა თუ ის მოვლენა.

ანუ სამყაროს წარმოშობიდან, ანუ მისი კანონზომიერებების წარმოშობიდან უკვე ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარდება მიზეზ-შედეგობრივობის პრინციპით და შესაბამისად ალბათობით განუსაზღვრელობასაც აქვს ადგილი.

პასუხი ყველა კითხვაზე არის კანონზომიერებების ბუნების არსის სრულყოფილ წვდომასა და შეცნობაში.
მარტივი მაგალითით, როცა დავუშვათ ჭიქის აღება გვინდა, ტვინი აწვდის იმპულს კუნთს და ხელიც მოქმედებს შესაბამისად, მაგრამ აი ეს ნდომის გაჩენის შეცნობა არის ფუნდამენტური საკითხი ყველა საკითხთან მიმართებაში.

my vote 4 ჩვენი სამყაროს მოწყობის ფუნდამენტური პრინციპი და ფუნდამენტური თვისება

This post has been edited by RexxaR on 14 Dec 2012, 09:46
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10324
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Dec 2012, 11:40  #34317427      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
RexxaR
QUOTE
ვეთანხმები nforumi-ის აზრს, რომ ჩვენი თითოეული საქციელი მხოლოდ გარკვეულ გარემოებათა ზემოქმედების ჯამური შედეგია, ანუ ნებელობის არ არსებობამდე მივდივართ...


მე არ მითქვამს რომ ეს ასეა, მე გავაკეთე დაშვება, შეიძლება ასე იყოს თქო. განუზღვრელობა რომ არ არსებობდეს, ასეც იქნებოდა...
polveek
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 988
წევრი No.: 142668
რეგისტრ.: 4-February 12

გამოგზავნილია: 14 Dec 2012, 13:05  #34318323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპით, მე რამდენადაც მახსოვს
კოორდინატის და იმპულსის ცდომილების ნამრავლი უდრის მუდმივას.
ანუ რამდენდაც ზუსტად განსაძღვრავ კოორდინატს,ერთი ელექტრონის ადგილმდებარეობას,
მით უფრო არზუსტია იმპულსი, სიჩქარე, დრო.
ნაწილაკის, ადგილი ზუსტად თუ ვიცით არ ვიცით რა სიჩქარე აქვს.
თუ ვიცით სიჩქარე, პირიქით სად არის არ ვიცით.
ფორმულა ვერ დავწერე ბერძნულ ანბანს ვერ მივაგენი.

This post has been edited by polveek on 14 Dec 2012, 14:45
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7186
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 14 Dec 2012, 15:00  #34319652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ფორმულა ვერ დავწერე ბერძნულ ანბანს ვერ მივაგენი

google translate ჩართე ხოლმე და ბერძნულზე გადაიყვანე. იქ არის ვირტუალური კლავიატურა. მე იქედან ვიღებ ხოლმე.

მოკლედ გთავაზობთ განუზღვრელობის პრინციპის გამოყვანის მარტივ მეთოდს. დავასკანერე წიგნი და ავტვირთე რაღაც საიტზე.
იმის თარგმნის და ფორმულა-ნახაზების დრო სამწუხაროდ არ მაქვს, ამიტომ ინგლისურ ვერსიას გთავაზობთ.
1) ტალღური პაკეტია განხილული და შემოყვანილა განუზღვრელობა პატარა დოზით, რომელსაც მერე მიმართავენ.
(გადიდებისთვის 2 ჯერ დააწკაპუნეთ)
http://www5.picturepush.com/photo/a/116860...nymous/Wave.bmp

2) განუზღვრელობის პრინციპი:
http://www2.picturepush.com/photo/a/116861...Wave-aspect.bmp

3) შრედინგერის განტოლება:
http://www5.picturepush.com/photo/a/116860...chroedinger.bmp
წაიკითხეთ, დასვით კითხვები და განვიხილოთ.


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10324
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Dec 2012, 17:17  #34321545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
1) ტალღური პაკეტია განხილული და შემოყვანილა განუზღვრელობა პატარა დოზით, რომელსაც მერე მიმართავენ.
(გადიდებისთვის 2 ჯერ დააწკაპუნეთ)
http://www5.picturepush.com/photo/a/116860...nymous/Wave.bmp

2) განუზღვრელობის პრინციპი:
http://www2.picturepush.com/photo/a/116861...Wave-aspect.bmp

3) შრედინგერის განტოლება:
http://www5.picturepush.com/photo/a/116860...chroedinger.bmp
წაიკითხეთ, დასვით კითხვები და განვიხილოთ.


ამეების წამკითხველი ვინ გეგულება აქ?
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7186
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 14 Dec 2012, 18:19  #34322412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
QUOTE
ამეების წამკითხველი ვინ გეგულება აქ?

არადა უელემენტარულესი (მძლისვ დავწერე ეს სიტყვა biggrin.gif ) ახსნაა, რაც მე შემხვედრია ოდესმე.
მაგაზე რთულად წერენ ხოლმე წიგნებში. მითუმეტეს თუ ბრა-კეთ აღნიშვნებშია, არაფიზიკოსი საერთოდ ვერ გაიგებს.
ხოლო ეგ წესით ადვილი გასაგები უნდა იყოს არაფიზიკოსისთვის. ტალღის აღმწერი განტოლებიდან არის გამოყვანილი ყველაფერი.

აბა რაზე ვისაუბროთ ამ თემაში? smile.gif

This post has been edited by asphurcela on 14 Dec 2012, 18:24
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0331 ]   [ 15 queries used ]   [ GZIP Disabled ]