forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (9) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კვანტური თეორია, მისი ფილოსოფიური იმპლიკაციები, კრიტიკა და დაცვა
 
ალბათობითი განუსაზღვრელობა: რომელია ამათგან?
ჩვენი სამყაროს მოწყობის ფუნდამენტური პრინციპი და ფუნდამენტური თვისება. [ 11 ]  [34.38%]
დროებითი ილუზია, გამომდინარე მეცნიერების განვითარების დღევანდელი არასრულყოფილი დონიდან. [ 13 ]  [40.62%]
არ ვიცი. [ 8 ]  [25.00%]
Total Votes: 32
Guests cannot vote 
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9973
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Dec 2012, 20:20  #34323818      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
აბა რაზე ვისაუბროთ ამ თემაში? 

შედეგებზე, ისიც პოპულარულ ენაზე. ვინც არ აიჯერებს, იმან წაიკითხოს, კი არ ვუშლი ვინმეს.

თუ მოვახერხე, ვცდი მერე მე, იქნებ წავიკითხო :|


--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
oscillator
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 555
წევრი No.: 133752
რეგისტრ.: 14-July 11

გამოგზავნილია: 15 Dec 2012, 02:28  #34329279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
100ფურცელა,
ლინკზე რო ვაწკაპუნებ, რაღაც ნაწერებია იქ და ორჯერ დაწკაპუნებით დიდდება და ისევ პატარავდება ეგრევე (დანახვას ვერ ვასწრებ! :-) იქნებ ერთხელ უნდა ? biggrin.gif alk.gif

მარტლა ვიწვალე!!! :-))) ცოტა ფოკუსის გასწორება მიჭირს...

რუსული თუ უნდა ვინამეს "გეიზენბერგის ნეაპრედელიონნოსტი" გავუგზავნი... ოგონთ მტელი 500 ფურტსლის ტსაკიტხვა მოუწევს დეჟავუში. ფურცლების ატრვითვა რო შემეძლოს "ბუკიდან"
ასფურცელასავით, რამდენიმე ფურცელს ავტვირთავდი თვალსაჩინოებისათვის.

ისე ინგლისური ჯობია . ორიგინალშია მაინც!

ბრ

RexxaR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1190
წევრი No.: 98449
რეგისტრ.: 25-August 09

გამოგზავნილია: 15 Dec 2012, 10:14  #34330391      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
oscillator
QUOTE
100ფურცელა, ლინკზე  რო ვაწკაპუნებ, რაღაც ნაწერებია იქ და ორჯერ დაწკაპუნებით  დიდდება და ისევ პატარავდება ეგრევე (დანახვას ვერ ვასწრებ! :-) იქნებ ერთხელ უნდა ?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
polveek
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 988
წევრი No.: 142668
რეგისტრ.: 4-February 12

გამოგზავნილია: 15 Dec 2012, 11:35  #34330958      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
მადლობა, ჩემი ოჯახის " კონსულტანტები" სახლში არ იყვნენ .
კვანტური თეორიით, ლოგიკით ფილოსოფიის გააზრებამ ადამიანის ცოდნა უფრო მაღალ (ენერგეტიკულ) დონეზე გადასვლა უნდა გამოიწვიოს. ეს ალბათ ნიუტონის კლსიკური ფიზიკიდან, ახალ დონეზე გადასვლას დაემსგავსება.

This post has been edited by polveek on 15 Dec 2012, 11:58
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6999
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 15 Dec 2012, 18:44  #34335534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
oscillator
QUOTE
ლინკზე რო ვაწკაპუნებ, რაღაც ნაწერებია იქ და ორჯერ დაწკაპუნებით დიდდება და ისევ პატარავდება ეგრევე (დანახვას ვერ ვასწრებ! :-) იქნებ ერთხელ უნდა ?

ხო კენტ რაოდენობაჯერ უნდა კენტიიიიი biggrin.gif
alk.gif vik.gif wink.gif

polveek
QUOTE
მადლობა, ჩემი ოჯახის " კონსულტანტები" სახლში არ იყვნენ .

ეჰ შეგვპირდნენ ლატექს დაგიყენებთო ფორუმზე და აჰა, მოვიდა 2013... სად არი?
გადაედოთ მაგათაც ოცნების სიმპტომები.
ასეო, ისეო, თქვენ რო გადაკმაყოფილოთ მერე სხვებიც აყვირდებიანო.
გაგებით მოეკიდეთო.


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2052
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 15 Dec 2012, 19:02  #34335749      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაბარნა
QUOTE
ტალღური ფუნქციის კოლაფსი გამიგონია, ანუ ვიცი, რომ გაზომვის დროს ხანდახან ქრება ტალღური ფუნქცია და ფიქსირდება ნაწილაკის კოორდინატა.

ტალღური ფუნქცია არ ქრება , ის კოლაფსირდება სუპერპოზიციური მდგომარეობიდან ერთერთ საკუთარ მდგომარეობაში...
ეს სიტყვა ბევრს არ მოსწონს და მის მაგივრად დეკოჰერენტულობას ხმარობენ... ეს ალბათ უფრო სწორია, ვისაც ესმის რაშია საქმე.
გაზომვამდე ნაწილაკი აღიწერება კოჰერენტული ტალღით და გაზომვის მომენტში განიცდის რა ურთიერთქმედება ხდება კოჰერენტულობის დაკრგვა...
ბრტყელი ტალღა გადაიქცევა ჩარჩოებში მოქცეულ პაკეტად, რომელსაც გაუჩნდება ბევრი ფურიე კომპონენტები..
ეს არის ზოგადად კოჰერენტულობის დაკარგვა...
კვანტური თეორიის თანახმად ნაწილაკიც არის ტალღური პაკეტი და თუ ამ პაკეტს სივრცეში ლოკალიზებას ვუკეთებთ გასაზომად, მაშინ
მასში.ამ პაკეთში შემოსვალას იწყებს მაღალ სიხსირული, ანუ მოკლე ტალღოვანი მდგენელები, რომლებიც ცვლიან იმპულსის მნიშვნელობას...
აქ უნდა გაიტვალისწინო რომ ნაწილაკის იმპულსი უკუპროპორციულია ტალღის სიგრძის... თუ ვერ გაიგე რა დავწერე იკითხე კონკრეტულად რა?
QUOTE
პირიქით, გაზომვის დროს კოორდინატის კოლაფსი არსებობს? ანუ რომ გაქრეს ნაწილაკი და შეცვალოს მთლიანად ტალღამ?

კორდინატის კოლაფსი არ არსებობს. აზრი არ აქვს ამ წინადადებას...ზემოთქმულიდან ჩანს...
მაგრამ ნაწილაკი ცხადია შეიძლება გაქრეს....
QUOTE
ყველა საკითხი მაინტერესებს, რაც ახლოს არის განუსაზღვრელობასთან. იქნება რომელიმემ მიმანიშნოს რაიმე. მართლა მინდა, გავიგო და ვიცოდე.

კონკრეტულად რა?..
მთავარია იცოდე, რომ განუსაზღვრელობა ეხება არაკომუტირებად სიდიდეებს და არა უბრალოდ სიდიდეებს...
ანუ ვერ ზომავ არაკომუტირებადი სიდიდებიდან ერთს... თუმცა როგორც ზევით დავწერე არსებობს აინშტაინის პარადოქსი
* * *
nforumi
QUOTE
მაპატიე ხუმრობა...

საბოდიშო რა არის..
QUOTE
ერთდროულად რომ ვერ განისაზღვრება, სწორედ მაგიტომ არ ქვია განუზღვრელობა? საკამათოა ?

არა საკამათო არ არის..
თუმცა ვფიქრობ რომ პოსტებიდან გამოტანილი აზრით, ხალხი სხვა რამეს გულისხმობადა. ამიტომა, რომ ხალხი ლაპარაკობს ალბატობით განუსაზღვრელობაზე
და არა განუსაზღვრელობის პრინციპზე... შეიძლება მე ვცდები...
თუ ადამიანი ფორმულების გაერეშე დაფიქრდება და მიხვდება რატომ არის ენერგია და დრო ან იმპულსი და კორდინატი არაკომუტირებადი ...
ადვილად ვერ მიხვდები რატომ არ იზომება მომენტის ორი მდგენელი ერთდროულად...
* * *
RexxaR
QUOTE
სამყაროს ისტორია ჩემი ფილოსოფიური შეხედულებით ერთ წრფეზე მიედინება, ანუ ადამიანს არ გააჩნია ნებელობა. ჩვენ მხოლოდ მისი ილუზია გვაქვს და რეალურად ჩვენი ყველა ქმედება განპირობებულია მისი განმაპირობებელი მიზეზებით და სხვანაირად ვერც მოხდებოდა ესა თუ ის მოვლენა.

რას ნიშნავს ერთ წრფეზე მსვლელობა ისტორიის -არაფრით არ მესმის...
ჩამოვრჩი ქართულში... იქნებ განმარტოთ რას ნიშნავს სიტყვა ,ნებელობა, --- სამწუხაროდ არ მესმის ეს სიტყვა...
საიდან ჩანს, რა მაგალითებით რომ ჩვენი აღქმული სამყრო ილუზიაა?
QUOTE
ანუ სამყაროს წარმოშობიდან, ანუ მისი კანონზომიერებების წარმოშობიდან უკვე ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარდება მიზეზ-შედეგობრივობის პრინციპით და შესაბამისად ალბათობით განუსაზღვრელობასაც აქვს ადგილი.

ბოლო დასკვნის მიზეზი ან საფუძველი არ გაქვთ.... ეს უნდა დაამტკიცოთ
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9973
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 15 Dec 2012, 21:27  #34337607      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vasovasia
QUOTE
თუმცა ვფიქრობ რომ პოსტებიდან გამოტანილი აზრით, ხალხი სხვა რამეს გულისხმობადა. ამიტომა, რომ ხალხი ლაპარაკობს ალბატობით განუსაზღვრელობაზე
და არა განუსაზღვრელობის პრინციპზე... შეიძლება მე ვცდები...

მერე გიკვირს რომ ხალხი სხვადასხვანირად გებულობს ამ საკითხს? მაგ კი არა ადრე მე და თქვენაც ვერაფრით გავუგეთ ერთმანეთს ერთ მარტივ საკითხში smile.gif

QUOTE
ნებელობა

ნება. ეს სიტყვა მგონი მე ვიხმარე პირველად ამ თემაში. აქვს თუ არა ადამიანს ნება, ვაკეთებთ ჩვენ არჩევანს, თუ ჩვენი ყოველი ქმედება წინაწარვე გათვლადია?

მაგალითად, კამათელს რომ აგორებენ, ფიქრობენ რომ შემთხვევითი რიცხვი ჯდება. სინამდვილეში თუ კი ვიცით საწყისი სიჩქარე, ჰაერის სიმკვრივე, ზედაპირის ხახუნის კოეფიციენტი და სხვა ყველა საჭირო პარამეტრი, მაშინ ზუსტად შეიძლება გამოთვლილ იქნეს შედეგი.

გამიგეთ?



RexxaR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1190
წევრი No.: 98449
რეგისტრ.: 25-August 09

გამოგზავნილია: 15 Dec 2012, 23:08  #34339231      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vasovasia
QUOTE
რას ნიშნავს ერთ წრფეზე მსვლელობა ისტორიის -არაფრით არ მესმის...ჩამოვრჩი ქართულში... იქნებ განმარტოთ რას ნიშნავს სიტყვა ,ნებელობა,   --- სამწუხაროდ არ მესმის ეს სიტყვა...საიდან ჩანს, რა მაგალითებით რომ ჩვენი აღქმული სამყრო ილუზიაა?

QUOTE
ბოლო დასკვნის მიზეზი ან საფუძველი არ გაქვთ.... ეს უნდა დაამტკიცოთ

დამტკიცებად რამდენად მიიღებ არ ვიცი, მაგრამ შევეცდები უფრო გასაგებად დავწერო ჩემი აზრი.
ნფორუმის მაგალითს გამოვიყენებ
QUOTE
მაგალითად, კამათელს რომ აგორებენ, ფიქრობენ რომ შემთხვევითი რიცხვი ჯდება. სინამდვილეში თუ კი ვიცით საწყისი სიჩქარე, ჰაერის სიმკვრივე, ზედაპირის ხახუნის კოეფიციენტი და სხვა ყველა საჭირო პარამეტრი, მაშინ ზუსტად შეიძლება გამოთვლილ იქნეს შედეგი.

თავისთავად ეს ფაქტორები მოქმედებენ ობიექტის საბოლოო შედეგზე, მაგრამ ამათ გარდა აგრეთვე წარმოუდგენელი რაოდენობის ფაქტორები მოქმედებენ მასზე,
დაწყებული უბრალოდ გამგორებლის სუნთქვის რიტმით და დამთავრებული მილიარდობით წლის წინ მომხდარი აფეთქებების შედაგად წარმოქმნილი შავი ხვრელებისა და ა.შ. ზემოქმედებების მთელი ჯაჭვით.
ანუ
თეორიულად, თუ ჩვენ ვიცით სამყაროს ყველა კანონიზომიერება და ყველა განმაპირობებელი ფაქტორი ამა თუ იმ მოვლენისა, მაშინ ცხადი გახდება, რომ არსებობს მოვლენათა განვითარების მხოლოდ ერთი ვარიანტი და არ არსებობს სხვაგვარად რაიმეს მოხდენის ვარიანტი.

აი, როცა მე ამ პოსტს ვწერ, ვწერ რაღაც მიზეზის გამო, ის მიზეზი კიდევ უფრო ადრინდელი მიზეზით არის გამოწვეული და ა.შ. და ა.შ. ანუ მიზეზ-შედეგობრიობაში მიზეზი განაპირობებს შედეგს და შემდეგ შედეგი ხდება მიზეზი შემდეგი შედეგისა.
და მე რომ დღეს აქ ვზივარ და ვწერ მხოლოდ მშობლების დამსახურება არ არის, მოყოლებული სამყაროს წარმოშობიდან დღევანდელ დღემდე ყველა მოვლენა წარმოადგენდა განმაპირობებელ მიზეზს ამ პოსტის წერისა და სხვაგვარად ვერც მოხდებოდა.

ხოდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ წარმოვადგენთ ილუზიის მქონე და თავისუფლების არ მქონე მონებს.

წრფეში ვგულისხმობ მომხდარის და მოსახდენის მხოლოდ 1 ვარიანტს. იმედია გაიგებდით პოსტიდან ისედაც

მატრიცაზე ვაფანატებ ამ აზრის გამო tongue.gif

This post has been edited by RexxaR on 15 Dec 2012, 23:12
oscillator
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 555
წევრი No.: 133752
რეგისტრ.: 14-July 11

გამოგზავნილია: 16 Dec 2012, 02:41  #34342543      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ისევ alk.gif ...
და მეტი სიცხადისთვის შრედინგერის კატაზე რო ვილაპარაკოთ.

რითი ვერ განვსაზღვრეთ ეს ჰეიზლებერგის განუსაზღვრეობა რააა!!! ჩემ დალშე , ტემ სტრაშნეეე როგორც იტყვიან... ups.gif

vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2052
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 16 Dec 2012, 04:30  #34343008      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nforumi
QUOTE
ნება. ეს სიტყვა მგონი მე ვიხმარე პირველად ამ თემაში. აქვს თუ არა ადამიანს ნება, ვაკეთებთ ჩვენ არჩევანს, თუ ჩვენი ყოველი ქმედება წინაწარვე გათვლადია?

ესე იგი ნებელობა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ყოფილა და ამას კი ქვემოთ რომ დაწერე
QUOTE
მაგალითად, კამათელს რომ აგორებენ, ფიქრობენ რომ შემთხვევითი რიცხვი ჯდება. სინამდვილეში თუ კი ვიცით საწყისი სიჩქარე, ჰაერის სიმკვრივე, ზედაპირის ხახუნის კოეფიციენტი და სხვა ყველა საჭირო პარამეტრი, მაშინ ზუსტად შეიძლება გამოთვლილ იქნეს შედეგი.

ბედისწერა ჰქვია. ანუ ზუსტ კანოზომიერებას ბედისწერამდე მივყავრთ...
ანგრევს თუ არა მაკრო სამყაროში კვანტური თეორია ბედისწერას? აი ესაა საკითხავი...
* * *
RexxaR
QUOTE
თავისთავად ეს ფაქტორები მოქმედებენ ობიექტის საბოლოო შედეგზე, მაგრამ ამათ გარდა აგრეთვე წარმოუდგენელი რაოდენობის ფაქტორები მოქმედებენ მასზე,
დაწყებული უბრალოდ გამგორებლის სუნთქვის რიტმით და დამთავრებული მილიარდობით წლის წინ მომხდარი აფეთქებების შედაგად წარმოქმნილი შავი ხვრელებისა და ა.შ. ზემოქმედებების მთელი ჯაჭვით.
ანუ
თეორიულად, თუ ჩვენ ვიცით სამყაროს ყველა კანონიზომიერება და ყველა განმაპირობებელი ფაქტორი ამა თუ იმ მოვლენისა, მაშინ ცხადი გახდება, რომ არსებობს მოვლენათა განვითარების მხოლოდ ერთი ვარიანტი და არ არსებობს სხვაგვარად რაიმეს მოხდენის ვარიანტი.

როგორც ზემოთ ვთქვი ამას ბედისწერა ჰქვია...
QUOTE
ხოდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ წარმოვადგენთ ილუზიის მქონე და თავისუფლების არ მქონე მონებს.

გეთანხმებით, მაგრამ ეს მხოლოდ გლობალურად... პრაქტიკულად კი, ადამიანი, რომელიც ერთი წვეთია ოკეანეში ამ გლობალურ სურათს ვერ ხედავს და მონათაც ვერ წარმოიდგენს თავს...
QUOTE
წრფეში ვგულისხმობ მომხდარის და მოსახდენის მხოლოდ 1 ვარიანტს. იმედია გაიგებდით პოსტიდან ისედაც

ახლა მივხვდი რას ეძახით წრფივობას, თუმცა ეს უფრო ცალსახობაა...
ამას არღვევს მიკროსამყაროში კვანტური თეორია... ნაწილაკი იმყოფება სუპერპოზოციურ მდგომარეობაში,
კოჰერენტულ, არადამახინჯებულ მდგომარეობაში, ყველასთვის განუსაზღვრელ მდგომარეობაში და მხოლოდ გაზომვისას აღმოვაჩენთ მის რეალურ სტატუსს. გაზომვამდე ვერაფრით ვერ გავიგებთ რა მდგომარეობაშია ის....
დაირღვა წრფივობა თუ ცალსახობა... ბედისწერა აღარ არსებობს...
თუმცა არც ასე მარტივადაა, როგორც აინშტეინ... პარადოქსი ამბობს.
თუ გვაქვს ბმული გადაჯაჭვული ნაწილაკთა სისტემა, და ვზომავთ ერთი ნაწილაკის გარკვეულ პარამეტრს...სისტემის
მეორე ნაწილაკისთვის განუსაზღვრელობა მთავრდება და ბედისწერა წარმოიშობა...თუმცა ეს ცალკე განსახილველი საკითხია, თავისი ექსპერიმენტებით და ბელის ცნობილი უტოლობებით...

This post has been edited by vasovasia on 16 Dec 2012, 05:05
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9973
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 16 Dec 2012, 08:04  #34343241      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vasovasia
QUOTE
ბედისწერა ჰქვია. ანუ ზუსტ კანოზომიერებას ბედისწერამდე მივყავრთ...
ანგრევს თუ არა მაკრო სამყაროში კვანტური თეორია ბედისწერას? აი ესაა საკითხავი...

ხოო, ასეც შეიძლება თქმა smile.gif

QUOTE
დაირღვა წრფივობა თუ ცალსახობა... ბედისწერა აღარ არსებობს...


QUOTE
თუმცა არც ასე მარტივადაა


სწორედ ესაა მთავარი საკითხი.
RexxaR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1190
წევრი No.: 98449
რეგისტრ.: 25-August 09

გამოგზავნილია: 16 Dec 2012, 19:17  #34349175      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vasovasia
QUOTE
გეთანხმებით, მაგრამ ეს მხოლოდ გლობალურად... პრაქტიკულად  კი, ადამიანი, რომელიც ერთი წვეთია ოკეანეში ამ გლობალურ სურათს ვერ ხედავს და მონათაც ვერ წარმოიდგენს თავს...

მეც გეთანხმებით
QUOTE
ახლა მივხვდი რას ეძახით წრფივობას, თუმცა ეს უფრო ცალსახობაა...ამას არღვევს მიკროსამყაროში კვანტური თეორია... ნაწილაკი იმყოფება სუპერპოზოციურ მდგომარეობაში,კოჰერენტულ, არადამახინჯებულ მდგომარეობაში, ყველასთვის განუსაზღვრელ მდგომარეობაში და მხოლოდ გაზომვისას აღმოვაჩენთ მის რეალურ სტატუსს. გაზომვამდე ვერაფრით ვერ გავიგებთ რა მდგომარეობაშია ის....დაირღვა წრფივობა თუ ცალსახობა... ბედისწერა აღარ არსებობს...თუმცა არც ასე მარტივადაა, როგორც აინშტეინ... პარადოქსი ამბობს.თუ გვაქვს ბმული გადაჯაჭვული ნაწილაკთა სისტემა, და ვზომავთ ერთი ნაწილაკის გარკვეულ პარამეტრს...სისტემის მეორე ნაწილაკისთვის განუსაზღვრელობა მთავრდება და ბედისწერა წარმოიშობა...თუმცა ეს ცალკე განსახილველი საკითხია, თავისი ექსპერიმენტებით და ბელის ცნობილი უტოლობებით...

ძაან საინტერესო თემაა, მაგრამ კვანტურ ფიზიკაში არ ვარ ჩახედული sad.gif არადა მაგრად მაინტერესებს
* * *
vasovasia
QUOTE
ახლა მივხვდი რას ეძახით წრფივობას, თუმცა ეს უფრო ცალსახობაა...ამას არღვევს მიკროსამყაროში კვანტური თეორია... ნაწილაკი იმყოფება სუპერპოზოციურ მდგომარეობაში,კოჰერენტულ, არადამახინჯებულ მდგომარეობაში, ყველასთვის განუსაზღვრელ მდგომარეობაში და მხოლოდ გაზომვისას აღმოვაჩენთ მის რეალურ სტატუსს. გაზომვამდე ვერაფრით ვერ გავიგებთ რა მდგომარეობაშია ის....დაირღვა წრფივობა თუ ცალსახობა... ბედისწერა აღარ არსებობს...თუმცა არც ასე მარტივადაა, როგორც აინშტეინ... პარადოქსი ამბობს.თუ გვაქვს ბმული გადაჯაჭვული ნაწილაკთა სისტემა, და ვზომავთ ერთი ნაწილაკის გარკვეულ პარამეტრს...სისტემის მეორე ნაწილაკისთვის განუსაზღვრელობა მთავრდება და ბედისწერა წარმოიშობა...თუმცა ეს ცალკე განსახილველი საკითხია, თავისი ექსპერიმენტებით და ბელის ცნობილი უტოლობებით...

ამ საკითხის განვრცობა და შედარებით გასაგებ ენაზე (მაგალითად მაგალითებით biggrin.gif) დაწერა არ შეგიძლიათ?

This post has been edited by RexxaR on 16 Dec 2012, 19:17
Swan:)
Every coin has two sides


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2222
წევრი No.: 125486
რეგისტრ.: 2-January 11

გამოგზავნილია: 4 Jan 2013, 16:44  #34596189      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზოგადად, მაინტერესებს კვანტური ფიზიკის და პარა ფსიქოლოგიის (განსაკუთრებით, ტელეპატიის) ურთიერკავშირის საკითხები... ანუ, კვანტური ფიზიკის თეორიებით შეიძლება, რომ აიხსნას ე.წ. "ტელეპატიის" შემთხვევები? ვინმეს რამე ინფორმაცია ამაზე ხომ არ გაქვთ?


--------------------
https://m.youtube.com/watch?v=XFkzRNyygfk
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11781
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 4 Jan 2013, 16:50  #34596267      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
Swan:)

არსებული თეორია ისეთია, ყველაფერს ახსნის, მათ შორის, თვით არარსებულ ტელეპათიასაც biggrin.gif

ოღონდ ამ განყოფილებაში ამის დადასტურებას ტყუილად ეძებ, ვერავინ ვერ მოიყვანს რამე რეალურ ფაქტს, კვანტური ფიზიკა მაქსიმუმ ზეგამტარობაში და ზედენადობაში გამოიხატება რეალურად ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადამიანის აზროვნებაში ჯერჯერობით კვანტური ფიზიკის მონაწილეობა თეორიულადაც კი არ არის შეფასებული, რამდენადაც მე ვიცი.



--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11781
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 25 Nov 2015, 12:43  #46305808      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
აი, როჩესტერის უნივერსიტეტის ახალი ნამუშევარია, სათაურია _ ფიზიკის ახალი ფორმულა აკავშირებს კვანტურ მექანიკას წმინდა მათემატიკასთან:

http://www.iflscience.com/physics/new-phys...s-and-pure-math

ვისაც გემარჯვებათ ინგლისური, გადახედეთ, მეოთხე განზომილებაზე მიუთითებს ეს ციფრი პი თუ სხვა რამ ხდება კიდევ ნეტა?

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0249 ]   [ 15 queries used ]   [ GZIP Disabled ]