forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (102) « პირველი ... 91 92 [93] 94 95 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რამდენიმე კითხვა ფიზიკოსებს, IV ნაწილი
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7232
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 26 Dec 2017, 16:09  #51898791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Jules Winnfield
ვიკიპედიის ლინკი ეხება ზოგადად სუპერპოზიციას. სიტყვასიტყვით "ზედდება", "შეკრება" თი შეიძლება ქართულად თარგმნო.
ელექტრომაგნეტიზმში და ტალღურ მოვლენებში ტალღების ამპლიტუდები იკრიბება. უფროსწორად მათ შორის ფაზებზეა დამოკიდებული.
მაგ ვიკის ლინკზე კვანტურ სუპერპოზიიაზე არ არის საუბარი.

რაც შეეხება კვანტურ სუპერპოზიციას, ალან ადამსი კარგად ხსნის მის არსს.
მგონი ინგლისური იცი შენ და წესით არ უნდა გაგიჭირდეს მოსმენა და გაგება.
ანუ ვინაიდან ნაწილაკის მდგომარეობის ფუქციას აქვს ტალღური ხასიათი (ფსი ფუქნცია), ამიტომ ამა თუ იმ აგილას (x+dx შუალედში) მისი ყოფნის ალბათობა არის ამ ტალღური ფუნქციის მოდულის კვადრატიდან ინტეგრალი. ნუ ეს ცოტა მათემატიკური და შეიძლება ვერ გაიგო.
მოკლედ, თუ ნაწილაკს შეუძლია მიიღოს მდგომარეობა A და ასევე შეუძლია მდგომარეობა B, მაშინ სუპერპოზიციის კვანტური პრინციპი ამბობს, რომ მას თავისუფლად შეუძლია A+B მდგომარეობის მიღებაც. ვინაიდან A მდგომარეობის ტალღური ფუნქცია და B მდგომარეობის ტალღური ფუნქციები სუპერპოზიცირებენ (შეუძლიათ სუპერპოზიციით შექმნან მესამე ფუნქცია, რომლის საკუთარი მნიშვნელობა იქნება (A+B). ანუ ტალღური ფუნქციის უშუალო დამზერა არ ხდება ექსპერიმენტზე. ექსპერიმენტი გვიჩვენებს ამ ტალღური ფუნქციის საკუთარ მნისვნელობას A-ს, ან B-ს. ამავე დროს (A+B) -ს გაზმოვა არ ხერხდება. თუ ზომავ, ანუ ერევი სისტემაში, მაშინ არღვევ კვანტურ სუპერპოზიციას, ანგრევ მესამე შესაძლებელ ტალღურ ფუნქციას და შედეგად ზომავ ან A-ს ან B-ს.

შევეცადე მაქსიმალურად მარტივად ამეხსნა. თუ რამეა მკითხე, თუ ვიცი გეტყვი smile.gif

gubaz_merve
დაგუგლე, არ ვიცი ვეშაპები რა სიხშირეს ისმენენ. მახსოვს, რომ მაღალი სიხშირეა.

This post has been edited by asphurcela on 26 Dec 2017, 16:11


--------------------
გასული ვარ ცივილიზაციის ზონიდან და არ მაქვს ინტერნეტი. შესაბამისად ვერ გიპასუხებთ პმ-ებზე.
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8188
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 26 Dec 2017, 16:17  #51898831      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
155 დეციბელი ,როგორ ხდება smile.gif სქემა ხომ არ გეგულება ამ სიხშირეზე დინამიკი რომ მივუერთო?

This post has been edited by gubaz_merve on 26 Dec 2017, 16:32


--------------------
ქართული დამწერლობის შექმნის თარიღი ინაცვლებს ,ისტორია იცვლება da vin icis sad gaCerdeba :)
http://www.youtube.com/watch?v=NL4cMYXWwlM
Jules Winnfield
ბნელი მატერია


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8729
წევრი No.: 113880
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 26 Dec 2017, 16:18  #51898839      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
QUOTE
მოკლედ, თუ ნაწილაკს შეუძლია მიიღოს მდგომარეობა A და ასევე შეუძლია მდგომარეობა B, მაშინ სუპერპოზიციის კვანტური პრინციპი ამბობს, რომ მას თავისუფლად შეუძლია A+B მდგომარეობის მიღებაც. ვინაიდან A მდგომარეობის ტალღური ფუნქცია და B მდგომარეობის ტალღური ფუნქციები სუპერპოზიცირებენ (შეუძლიათ სუპერპოზიციით შექმნან მესამე ფუნქცია, რომლის საკუთარი მნიშვნელობა იქნება (A+B). ანუ ტალღური ფუნქციის უშუალო დამზერა არ ხდება ექსპერიმენტზე. ექსპერიმენტი გვიჩვენებს ამ ტალღური ფუნქციის საკუთარ მნისვნელობას A-ს, ან B-ს. ამავე დროს (A+B) -ს გაზმოვა არ ხერხდება. თუ ზომავ, ანუ ერევი სისტემაში, მაშინ არღვევ კვანტურ სუპერპოზიციას, ანგრევ მესამე შესაძლებელ ტალღურ ფუნქციას და შედეგად ზომავ ან A-ს ან B-ს.

ამით მეტნაკლებად გავიგე. სამწუხაროდ მათემატიკას სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც მაგალიტების ამოხსნისთვის უფრო გვასწავლიდნენ, ვიდრე არსის გაგებისთვის. ამიტომ ბევრი მათემატიკური ტერმინი დღემდე გაუგებარია ჩემთვის sad.gif მაგალითად რას ნიშნავს "ფუნქცია", ინტეგრალი, დეტერმინანტი და ა.შ. გასაუბრებაზე მკითხა ალგორითმი რა არისო, რას გამოხატავსო. biggrin.gif რაც აქ დავწერე ის ვუთხარი იქაც. მაგალითი მომცა და ამოვუხსენი და არსი ნაღდად არ ვიცოდი.

ეგ ვიდეო სადღაც სამჯერ მაქვს ნანახი. უკვე დიქციაც დავამუღამე ლექტორის. მარა კიდე უნდა გადავხედო.

მადლობა გამოხმაურებისთვის


--------------------
Straight, No Chaser!
----------------------
ისე კარგად ხუმრობ, რომ მინდა სახეში აგური ჩაგარტყა და მერე ვუყურო სისხლისგან როგორ დაიცლები. :)
------------------
[img]P6iEiEisYz[/img]
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7232
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 26 Dec 2017, 16:49  #51898979      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gubaz_merve
დეციბელი არ არის სიხშირე. სიხშირე მოძებნე ვეშაპის.

Jules Winnfield
ზოგადად, რაიმეს განმარტებისთვის, იძულებული ხარ გამოიყენო სხვა განმარტებები. ანუ პირამიდასავითაა. ერთ განმარტებას აგებ მეორე განმარტებით. სამწუხაროდ ამას გვერდს ვერ აუვლი.
ფუნქცია და არგუმენტი.. შეგიძლია წარმოიდგინო, როგორც შედეგი - მიზეზი დამოკიდებულება.
მაგალითად ვბერავთ ბუშტს. ბუშტის ზომა (მოცულობა) დამოკიდებულია მასში ჩაბერილი ჰაერის რაოდენობაზე.
ჰაერი - არის არგუმენტი; ბუშტის ზომა არის ფუნქცია.

კიდევ, ელექტრომაგნეტიზმის (ან ზოგადად ტალღების) სუპერპოზიციის პარამეტრები გაზმოვადი სიდიდეებია. შეგვიძლია მიღებული მესამე მდგომარეობა (რომელიც არის ჯამი, ანუ სუპერპოზიცია ორი ტალღის) გავზომოთ, დამზერა გავაკეთოთ ხელსაწყოზე. ამ დროს მესამე, სუპერპოზიციური მდგომარეობა, ჩVეულებროვ ახალი ტალღის სახით გვევლინება ოსცილოგრაფზე, ან უშუალოდ თვალით (ტბის ტალღები).
ხოლო კვანტური სუპერპოზიცია არის მდგომარეობა, რომელსაც ანგრევს გაზომვა. გაზომვისას იშლება/ირღვევა სუპერპოზიცია და გვრჩება ორი შესაძლებლობიდან ერთერთი. ესაა კვანტური სუპერპოზიციის თავისებურება და უცნაურობა.
Jules Winnfield
ბნელი მატერია


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8729
წევრი No.: 113880
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 28 Dec 2017, 11:06  #51908135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
აქ აღარ გვინდა მათემატიკაზე საუბარი. ისე კიდე ერთ ვიდეოს ვუყურე ფუნქციაზე და იქ ფუნქცია აპარატს შეადარეს, რომელშიც რაღაცას შეიტან და მერე შედეგს მიიღებ. Input-->functi0n-->Output. ცოტა უკეთესად გავიგე.

QUOTE
ხოლო კვანტური სუპერპოზიცია არის მდგომარეობა, რომელსაც ანგრევს გაზომვა. გაზომვისას იშლება/ირღვევა სუპერპოზიცია და გვრჩება ორი შესაძლებლობიდან ერთერთი. ესაა კვანტური სუპერპოზიციის თავისებურება და უცნაურობა.

კიდევ ერთხელ ვუყურე ალან ადამსის ლექციას და კიდე უფრო მეტად გავიგე ახლა biggrin.gif


მაგის მერე ვალტერ ლევინის ლექციასაც ვუყურე ჰაიზენბერგის განუზღვრელობაზე. ზოგიერთი მომენტი სამწუხაროდ ვერ გავიგე ფორმულებში გამოყენებული სიდიდეების უცოდინრობის გამო. სამაგიეორდ საინტერესო წიგნის შესახებ მივიღე ინფო, რომელსაც ახლა ვკითხულობ უკვე. შეიძLება იცოდნენ აქაურებმა. ავტორი გიორგი გამოვი ან ჯორჯ გამოვი (George Gamow).
წიგნში ადამიანის გონებისთვის რთულად აღსაქმელი ფიზიკური პროცესები თუ კონცეპტები არის ახსნილი შდარებით გასაგებ ენაზე, თან ნახევრად მხატვრულად.

http://www.arvindguptatoys.com/arvindgupta/tompkins.pdf

მთავარი გმირი, მისტერ ტომპკინსი, გადადის სიზმრებში, სადაც სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობს. იქ ადამიანის გონებისთვის გაუგებარი მოვლენები ისე არის წარმოდგენილი, რომ შესაძლებელია მათი დაკვირვება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისტერ ტომპკინს ეხმარება ფიზიკის პროფესორი. იგი ცდილობს გასაგებ ენაზე აუხსნას ჩვენს გმირს ის უცნაური მოვლენები, რომელთა მომსწრე ხდებიან ფარდობიობის, კვანტურ, ატომურ თუ სხვა სამყაროში.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10486
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 28 Dec 2017, 15:44  #51909648      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Jules Winnfield
QUOTE
ერთ ვიდეოს ვუყურე ფუნქციაზე და იქ ფუნქცია აპარატს შეადარეს, რომელშიც რაღაცას შეიტან და მერე შედეგს მიიღებ. Input-->functi0n-->Output. ცოტა უკეთესად გავიგე.

ძალიან მაგარი შედარებაა, ძალიან კარგი ანალოგია.



--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
G M
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1617
წევრი No.: 181118
რეგისტრ.: 4-February 14

გამოგზავნილია: 17 Jan 2018, 16:30  #52014487      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1) განსაზღვრეთ 12კგ. მასის ბურთულას კინეტიკური ენერგია თუ იგი მოძრაობს 6მ/წმ სიჩქარით

2) იპოვეთ მათემატიკური ქანქარას სიგრძე, თუ მისი რხევის პერიოდია 1.2 წმ. და g =10 მ/წმ2


დამეხმარეთ sad.gif*
art2018
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 239828
რეგისტრ.: 17-January 18

გამოგზავნილია: 21 Jan 2018, 14:26  #52035435      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა ყველას ).
ერთი ესეთი კითხვა მაქვს და თუ ვიმემ იცით დამეხმარეთ რა.

1. დენადობის ზღვარზე სად შეიძლება ვნახო ქართულად .

2. მაქვს 1 მ. სიგძის მილი 300მმ. დიამეტრით. რა მოცულობის გაზი ჩაეტევა ამ მილში შეგიძლიათ ამიხსნათ ვინმემ ? წნევის ქვეშ არის რა თქმა ინდა 0.5 ატმოსფერო. არსებობს რამე ფირმულა ამის საანგარიშოდ ? და რაზეადამოკიდებული კიდევ გაზის მოცულობა ?
მადლობა წინასწარ ყველას !
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2804
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 21 Jan 2018, 14:34  #52035489      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
art2018
1. საიდან მოიტანე დენადობის ზღვარი?
2. რა მოცულობისაც ეგ მილია, იმ მოცულობის გაზი ჩაეტევა : )
* * *
QUOTE
რაზეადამოკიდებული კიდევ გაზის მოცულობა ?

წნევაზე და ტემპერატურაზე


--------------------
პირველად იყო სიტყვა
art2018
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 239828
რეგისტრ.: 17-January 18

გამოგზავნილია: 21 Jan 2018, 14:40  #52035516      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Komponent @ 21 Jan 2018, 14:34 )
art2018
1. საიდან მოიტანე დენადობის ზღვარი?
2. რა მოცულობისაც ეგ მილია, იმ მოცულობის გაზი ჩაეტევა : )
* * *
QUOTE
რაზეადამოკიდებული კიდევ გაზის მოცულობა ?

წნევაზე და ტემპერატურაზე

მაგდენი კი ვიცი რა მოცულობისაც იქნება მილი იმ მოცულობის გაზი ჩავა მაგრამ წნევა 0.5-1 ბარის შემთხვევაში როგორ ხდება ანგარიში წნევაზე მრავლდება თუ ოგორ ხდება არებობს რამე საანგარიშო ფორმულა ?

დენადობის ზღვარს რაც შეეხება არ ვიცი სიმართლე გიხრათ რა ხილია ესე მითხრეს დენადობის ზღვარზე მოიხიეო ინფორმაციაი და ვერაფერ ვნახე მეც არ ვიცი და მაგიტომ.ვიკითხე

This post has been edited by art2018 on 21 Jan 2018, 14:43
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2804
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 21 Jan 2018, 14:45  #52035546      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
art2018
ფორმულები როგორ არ არსებობს, მაგრამ უნდა იცოდე რა მოძებნო იმ ფორმულით, ჰოდა რას ეძებ?
პირველ შეკითხვას რატომ არ უპასუხე?
art2018
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 239828
რეგისტრ.: 17-January 18

გამოგზავნილია: 21 Jan 2018, 15:38  #52035871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Komponent @ 21 Jan 2018, 14:45 )
art2018
ფორმულები როგორ არ არსებობს, მაგრამ უნდა იცოდე რა მოძებნო იმ ფორმულით, ჰოდა რას ეძებ?
პირველ შეკითხვას რატომ არ უპასუხე?

დენადობის ზღვარზე ? ხომ დავწერე აზრზე არ ვარ რა ხილია მაგიტომ დავწერე აქ იქნებ ვინმემ იცოდეს რამე ამ დენადობის ზღვარზე .

რა მაინტერესებს ანუ მაქვს მილი 1 მეტრის სიგძის და 300მმ დიამეტრის. წნევა არის
0.5-1.5 ბარამდე და მაინტერესებს რა მოცულობის ბუნებრივი აირი ჩაეტევა . ფორმულა არსებობს რამე ? და ტემპერატურაზე თუ არის დამოკიდებული ? და თუ არის ფორმულა თუ არსებობს რამე . რომ ვიანგარიშო .
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4254
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 21 Jan 2018, 16:00  #52035982      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
art2018

QUOTE
რა მაინტერესებს ანუ მაქვს მილი 1 მეტრის სიგძის და 300მმ დიამეტრის. წნევა არის
0.5-1.5 ბარამდე და მაინტერესებს რა მოცულობის ბუნებრივი აირი ჩაეტევა . ფორმულა არსებობს რამე ? და ტემპერატურაზე თუ არის დამოკიდებული ? და თუ არის ფორმულა თუ არსებობს რამე . რომ ვიანგარიშო .

მოცულობა ყველა ვარიანტში ერთიდაიგივე იქნება
ბალონი რამხელაცაა ისაა მოცულობა
მოცემულ ტემპერატურაზე შეგიძლია დაითვალო რა მასის ჰაერი უნდა ჩატუმბო ბალონში რომ მიიღო 1 ბარი, 0.5 ბარი და ა.შ.
ან შეგიძლია დაითვალო მოცემული მასის მქონე აირი რა მოცულობის ბალონში უნდა მოათავსო რომ ჰქონდეს 1 ბარი, 0.5 ბარი და ა.შ. წნევა
მაგის გამოსათვლელი ფორმული კი წინა თემაში დაგილინკე >> აირის განტოლება ჰქვია

მაგრამ, თუ გაქვს მოცემული სიდიდის კონტენეირი,მაგალიტად მილი 1 მეტრის სიგძის და 300მმ დიამეტრის, ერთი ბარიც, 2 ბარიც, 10 ბარიც, 0.5 ბარიც და 0.1 ბარიც დაიკავებს მაგ მილის მოცულობას
კომპონენტის კითხვა კვლავ აქტუალურია:
QUOTE
ფორმულები როგორ არ არსებობს, მაგრამ უნდა იცოდე რა მოძებნო იმ ფორმულით, ჰოდა რას ეძებ?


დენადობის ზღვარზე კი ლექსიკონში წერია:
დენადობის ზღვარი
Rus. предел текучести
Ukr. межа плинності
E. yield point (strength, stress), flow strength
G. Streckgrenze f
Fr. limite f d'écoulement (d'élasticité)

რომელიმე ეგ ენა თუ იცი, შეგიძლია მოგუგლო,, მე აზრზე არა ვარ რა არის და ამიტომ მეტს ვერაფერს გეტყვი მაგაზე,
ისე, უფალი მოდერატორი ექსპერტია მაღალი წნევების, წნევის ზღვარებისა და უჯრედების გახეთქვის დარგში,
თუ მოგვაკითხა ის დაგაკვალიანებს უკეთესად


--------------------
დო'დოო
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2804
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 21 Jan 2018, 16:50  #52036244      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
art2018
QUOTE
დენადობის ზღვარზე ? ხომ დავწერე აზრზე არ ვარ რა ხილია

რომ არ იცი გასაგებია, მაგრამ შეკითხვა იყო საიდან მოიტანეო? სიზმარში გაიგონე? ქუჩიდან შემგესმა თუ საიდან?

art2018
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 239828
რეგისტრ.: 17-January 18

გამოგზავნილია: 21 Jan 2018, 18:01  #52036592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Komponent @ 21 Jan 2018, 16:50 )
art2018
QUOTE
დენადობის ზღვარზე ? ხომ დავწერე აზრზე არ ვარ რა ხილია

რომ არ იცი გასაგებია, მაგრამ შეკითხვა იყო საიდან მოიტანეო? სიზმარში გაიგონე? ქუჩიდან შემგესმა თუ საიდან?

მაგას რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოვიტანე . ამ თემაზე მაინტერესებს სად შეიძლება წავიკითხო გავარკვიო რა არის ? რას ნიშნავს და ა.შ.
* * *
QUOTE (lepori @ 21 Jan 2018, 16:00 )
art2018

QUOTE
რა მაინტერესებს ანუ მაქვს მილი 1 მეტრის სიგძის და 300მმ დიამეტრის. წნევა არის
0.5-1.5 ბარამდე და მაინტერესებს რა მოცულობის ბუნებრივი აირი ჩაეტევა . ფორმულა არსებობს რამე ? და ტემპერატურაზე თუ არის დამოკიდებული ? და თუ არის ფორმულა თუ არსებობს რამე . რომ ვიანგარიშო .

მოცულობა ყველა ვარიანტში ერთიდაიგივე იქნება
ბალონი რამხელაცაა ისაა მოცულობა
მოცემულ ტემპერატურაზე შეგიძლია დაითვალო რა მასის ჰაერი უნდა ჩატუმბო ბალონში რომ მიიღო 1 ბარი, 0.5 ბარი და ა.შ.
ან შეგიძლია დაითვალო მოცემული მასის მქონე აირი რა მოცულობის ბალონში უნდა მოათავსო რომ ჰქონდეს 1 ბარი, 0.5 ბარი და ა.შ. წნევა
მაგის გამოსათვლელი ფორმული კი წინა თემაში დაგილინკე >> აირის განტოლება ჰქვია

მაგრამ, თუ გაქვს მოცემული სიდიდის კონტენეირი,მაგალიტად მილი 1 მეტრის სიგძის და 300მმ დიამეტრის, ერთი ბარიც, 2 ბარიც, 10 ბარიც, 0.5 ბარიც და 0.1 ბარიც დაიკავებს მაგ მილის მოცულობას
კომპონენტის კითხვა კვლავ აქტუალურია:
QUOTE
ფორმულები როგორ არ არსებობს, მაგრამ უნდა იცოდე რა მოძებნო იმ ფორმულით, ჰოდა რას ეძებ?


დენადობის ზღვარზე კი ლექსიკონში წერია:
დენადობის ზღვარი
Rus. предел текучести
Ukr. межа плинності
E. yield point (strength, stress), flow strength
G. Streckgrenze f
Fr. limite f d'écoulement (d'élasticité)

რომელიმე ეგ ენა თუ იცი, შეგიძლია მოგუგლო,, მე აზრზე არა ვარ რა არის და ამიტომ მეტს ვერაფერს გეტყვი მაგაზე,
ისე, უფალი მოდერატორი ექსპერტია მაღალი წნევების, წნევის ზღვარებისა და უჯრედების გახეთქვის დარგში,
თუ მოგვაკითხა ის დაგაკვალიანებს უკეთესად

მადლობა დახმარებისთვის . რუსულად მოვძებნი თუ არსებობს ეგეთ რამე "დენადობის ზღვარი" ))
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (102) « პირველი ... 91 92 [93] 94 95 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0678 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]