forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მზის მინი ელექტრო სადგური, სახლისთვის
lemona
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6705
წევრი No.: 35915
რეგისტრ.: 4-June 07

გამოგზავნილია: 7 Oct 2010, 01:00  #21929739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა.

ძალიან მაინტერესებს მზის ელემენტის მუშაობის პრინციპი. ნუ ძირითადად გასაგებია, სითბური ენერგია გარდაიქნმება ელექტროდ. . . .თუმცა კონკრეტულად როგორ ხდება ეს?

მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს მზის ელემენტების და მზის ბატარეის შესახებ. (ელემენტის შემადგენელი ნაწილები, ის თუ როგორ ხდება გარდაქმნა. . . .) ) )

წინასწარ დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11992
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 7 Oct 2010, 04:23  #21931031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
lemona
რამდენად კარგად გესმის ნახევარგამტარების მუშაობის პრინციპი?

user posted image

ნახევარგამტარებს ენერგიის თვალსაზრისით გააჩნიათ ვალენტობის ზოლი და გამტარობის ზოლი. ვალენტობის ზოლი ავსილია ელექტრონებით, რომლებიც ატომების გარშემო მოძრაობენ, ანუ მის შრეებზე სხედან. ამ ზოლებს შორის არის ე.წ. "აკრძალული ზონა", სადაც ელეტრონები არ გვაქვს. თუ ნივთიერება ჩაყლაპავს ფოტონს, რომლის ენერგიაც ამ აკრძალული ზონის სიდიდეზე მეტია, მაშინ ელექტრონი ვალენტობის ზონიდან გადახტება გამტარობის ზოლში, მარტივად რომ ვსთქვათ, ატომს მოსწყდება და გახდება თავისუფალი. ამ დროს ნივთიერებას თუ მოვდებთ ელეტრულ ველს (პოტენციალთა სხვაობას), მაშინ ელექტონი დაიწყებს მოძრაობას ველის გასწვრივ და წარმოიქმნება დენი.


--------------------
________________________
___|____|_FORUM.Ge |___|___
_|____| ფორევა... |____|____|
___|____|___|____|____|__

Since 2001...

არ ვარ ექიმი!
lemona
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6705
წევრი No.: 35915
რეგისტრ.: 4-June 07

გამოგზავნილია: 7 Oct 2010, 23:55  #21943437      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Irakli
QUOTE
რამდენად კარგად გესმის ნახევარგამტარების მუშაობის პრინციპი?


სამწუხაროდ ბუნდოვნად, თუმცა მაინც გავიგე პრინციპი. ))

ამასთან ერთად ტექნოლოგიაც საინტერესოა ჩემთვის, ანუ კონკრეტულად რა ნაწილებისაგან შედგება მზის ელემენტი, ანუ როგორ მზადდება )))
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11992
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 8 Oct 2010, 00:28  #21944083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
lemona
პრინციპი იმაში მდგომარეობს რომ ისეთი ნახევარგამტარი გქონდეს, რომელიც მზის სხივებს უმეტესად შთანთქავს (არეკვლის კოეფიციენტი აქვს დაბალი - ანუ გლეხურად რომ ვთქვათ მუქი ფერისაა), ამასთან რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს აკრძალული ზონის სიდიდე შედარებით მცირე, რათა დაბალი ენერგიის სხივებმა წარმოქმნან თავისუფალი ელექტრონები. მე რაც ვიცი მასალად ხშირად ბრომით დაფარულ სილიციუმის კრისტალებს იყენებენ (რომელიც შედარებით იაფია), ანდა უფრო ეფექტურ გალიუმის არსენიდს (გალიუმისა და დარიშხანის ნაერთს): http://en.wikipedia.org/wiki/Gallium_arsenide
არწივი9
სამაგალითო ქართველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 46909
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 8 Oct 2010, 17:36  #21952412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
Irakli
და მზის ბატარეების მ.ქ.კ. რამდენია?


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11992
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 8 Oct 2010, 18:52  #21953507      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
არწივი9
იცვლება; 4-5%-დან დაახლეობით 40%-მდე, დამოკიდებულია მასალაზე და კონსტრუქციაზე. აგერ არის გრაფიკი სხვადასხვა მასალისა და ექსპერიმენტებისთვის რა ეფექტურობას აღწევენ.

user posted image
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6844
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 15 Oct 2010, 14:52  #22051966      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ჯერჯერობით ყველაზე მაღალი მ.ქ.კ. აქვს არა ნახევარგამტარულ, არამედ სტირლინგის ძრავაზე აგებულ გარდამქმნელს
http://www.youtube.com/watch?v=nq6iCO9KLKA&feature=related


--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
Kakha
მამა პროგრამისტი


*********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49752
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 20 Oct 2010, 11:42  #22124980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
სტირლინგის ძრავი გენიალურია მარა თავისი სფერო აქვს, თუ ტუალეტში შუქი გინდა, ეგ ვერ გიშველის smile.gif თუ მაგ ძრავს კიდე გენერატორს მიუერთებ, მერე უკვე მზის ელემენტებზე ნაკლებ მქკ-ზე დახვალ.


--------------------
არ გაბედო სიკვდილი სანამ ცოცხალი ხარ!

ყველაზე მაგარი ტროლი ღმერთია.

PM-ებით არავის ვეხმარები, არ გეწყინოთ მარა თქვენ ბევრი ხართ და მე ერთი და პენსიაზე არ გავსულვარ ჯერ.

SELECT * FROM Posts WHERE UserID NOT IN (SELECT UserID FROM Users WHERE isintriguant+isstupid+isboor+iskadji<>0)
Kakha
მამა პროგრამისტი


*********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49752
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 21 Oct 2010, 17:34  #22146134      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
თუმცა სტირლინგის ძრავი ყველაზე იაფიანი ვარიანტი.
საინტერესოა გათვლები უნდა გაკეთდეს, რა ინვესტირებას ითხოვს თითო კილოვატზე ნეტა...
Rati_Gabisonia
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 62
წევრი No.: 132970
რეგისტრ.: 26-June 11

გამოგზავნილია: 22 Dec 2011, 23:46  #28881801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ძალიან საინტერესია smile.gif. სტირლინგის მოყვარული ვარ. და მართალია, ყველაზე მაღალი მ.ქ.კ სტირლინგს აქვს მარტივ სქემაში არა. არამეტ ორმაგი კარნოტის ციკლში ყენდება (2 სტირლინგის წრედი). ერთი როგორც სითბოს გადამტანი (მაცივარი ნასოსი) მეორე როგორც გარე წვის თერმული ძრავი. რადგან სტირლინგი მაცივრის რეჟიმში ახწევს 1300% COP და ლაბორატორიის პირობებში 2100% COP, ეს ზალიან უმატებს წრედის მ.ქ.კ-ს.

მაგრამ ენერგეტიკის ინდუსტრიაში ენერგიის მ.ქ.კ იმდენათ მნიშვნელოვანი არაა როგორც ეკონომიკური მ.ქ.კ. ანუ რა ჯდება თითო ვატი, რა ჯდება დანადგარების შენარჩუნება, რამდენ წელიწადს იმოქმედებს და რამდენ ხანში აანაზღაურებს ინვესტიციას. რა თქმა უნდა, თანამედროვე სტირლინგის მექანიკა უფრო ცვდება ვიდრე ფოტოვოლტური პანელები.

რაც შეეხება ინვესტიციას: ყველაზე იაფი არის ორგანული ფოტოვოლტური მასალა, მაგრამ რადგან ორგანული მასალაა მალე ფუჭდება.
-ყველაზე მაღალი მ.ქ.კ ფოტოვოლტურ ელემენტებში აქვს KONARKA-ს მასალას, და ჯდება $30 თითო ვატი.
-ცილიზიუმის ელემენტები კი ჯდება $0.80-დან $1.80-მდე თიტო ვატი (მხოლოდ ელემენტები, შუშის, მავთულის და ჩარჩოს გარეშე).
ესე იგი, რომელი სჯობია ყველას? თუ გავითვალისწინეთ ხარისხი, მ.ქ.კ, ხანგრჩლიობა და ფასი, ყველაზე მომგებიანია CSI Canadian Solar მრავალკრისტალოვან ელემენტებში და ამორფულში კი Mitsubishi. (ცილიზიუმოს საშუალო გამძლეობა არის 20 წელიწადი)
- ბატონებო, სტირლინგი კარგია მაგრამ ეს ჯდება $6 თითო ვატი (სარკეების ჩათვლით). მხოლოდ ძალიან დიდ მაშტაბზე როგორც კალიფორნიის 200 გიგავატიან პროექტში. თანაბარ პირობებში ალბათ განხვავება ბევრად მეტია.

This post has been edited by Rati_Gabisonia on 22 Dec 2011, 23:52


--------------------
www.solener.info
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2076
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 23 Dec 2011, 02:48  #28884384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rati_Gabisonia
QUOTE
იგი, რომელი სჯობია ყველას? თუ გავითვალისწინეთ ხარისხი, მ.ქ.კ, ხანგრჩლიობა და ფასი, ყველაზე მომგებიანია CSI Canadian Solar მრავალკრისტალოვან ელემენტებში და ამორფულში კი Mitsubishi. (ცილიზიუმოს საშუალო გამძლეობა არის 20 წელიწადი)

ეს თეორიულად. რეალურად ნაკლებია. თანაც საკმაოდ ბევრი აკუმლატორები გჭირდება თუ მთელი სახლი
ელექტროენერგიაზეა, გათბობის ჩათვლით. 5-7წელში აკუმლატორები უნდა გამოცვალო...
ჩემმა ნაცნობმა იყიდა საცდელად ორი პანელი იბეი-ზე აზიური წარმოშობის. რადგან ევროპაში ძალიან ძვირია.
ორი დიდი 90 ამპერსაათიანი აკუმულატორით. თითოელი პანელი 350 ვატიანი. კმაყოფილი არ არის.
ეფექტური მუშაობისთვი ფაქტიურად კაშკაშა მზე სჭირდება. ცოტა მოღრუბლულია და სიმძლავრე ეცემა.
მთავარი პრობლემა ერთ წლის შემდეგ დაეწყო. ზედაპირი აეფურცლა.. ამიტომ მასეთ გამძლეობას არ ენდობა კაცი.
თუმცა თუ ცნობილ კარგი ფირმისას იყიდი შეიძლება 10 წელი იმუშაოს. მაგრამ ამოიღებ ათ წელში ამხელა ინვესტიციას?
მგონი არა. ჩემი დაანგარიშებით 15 წლამდე მჭირდება მე. მე მგონი ბევრია..

This post has been edited by vasovasia on 23 Dec 2011, 02:50
Rati_Gabisonia
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 62
წევრი No.: 132970
რეგისტრ.: 26-June 11

გამოგზავნილია: 23 Dec 2011, 16:27  #28889348      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
მე კერძო გამოყენებაზე არ ვგულისხმობდი, არამეტ ენერგეტიკის ინდუსტრიულ მაშტაბზე, სადაც აკუმლატორები (რაც ყველაზე ძვირია) არ ყენდებადა.

თუმცა ვიმეორებ. ცილიზიუკოს საშვალო გამძელეობა არის 20 წელიწადი. ამ სფეროში 35 წელია ვმუშაობთ და ჩვენი პირველი პროექტები დღემდე მოქმედებენ და ამ 35 წელიწადში ძალიან ბევრი გაკეთდა იმისათვის რომ გამძლეობის მონაცემი გაიზარდოს. ამაზე თეორიული მონაზემი არ არსებობს, მხოლოდ ექსპერიმენტალური. აზიური წარმოშობის ბევრი პანელი პირველი დღიდანვე არ მუშაობს. მინახავს ისეთები რომ 15 უკრედი აქვს მუყაოსი და ზედ ცილიზიუმი ახატია biggrin.gif. ბევრი აზიური პანელი 2 წელიწადში ყვითელია (პოლიკარბონატის მაგიერ პოლიეტილენს იყენებენ რაც ულტრა-ფიოლეტურს არ უძლებს) და ბევრს წყალი შედის.

ინვესტიციის ამოღების პერიოდი არის 2 წელი დიდ მინდვრებზე და საშუალოდ 5 წელი კერზო გამოყენებაში (თან კარგი ფირმების და არც მაინც-და-მაინც ყველაზე იაფი მასალით)

vasovasia
QUOTE
ეფექტური მუშაობისთვი ფაქტიურად კაშკაშა მზე სჭირდება. ცოტა მოღრუბლულია და სიმძლავრე ეცემა

შენს მეგობარს შემთხვევაში უეჭველი არასწორედ დაანგარიშებულია. ალბათ 36 უჯრედიანი პანელები აქვს, რაც კერძო გამოყენებისთვის ძალიან პრობლემატურია. კერძო გამოყენებისთვის იყენებენ 48 უჯრედიანს (ან მეტს), ზუსტად იმიტომ რომ მოღრუბლვაზე ასეთი ეფექტი არ ჰქონდეს.

აკუმლატორები კი 3-ნაირი შეიძლება დაყენდეს (რომლებიც მეტს უძლებენ თუ სრულ ციკლზე არ ამოქმედე): 2ვოლტიანი ტყვიის აკუმლატორები, AEG ან GEL. (ნიკელ-კადმიუმი და იონ-ლიტიუმი არ ვახსენე იმიტომ რომ ჯერ ჯერობით ძვირია)
ტყვიის ყუთებს ყოველძლიური მოვლა უნდათ და ეფექტურობას მალე კარგავს ეფექტურობას. ეფექტურობის ასაღდგენათ სპეციალური ალგორითმით უნდა დატენვა. ზოგი კონტროლერი მოიცავს ამ ალგორითმებს.
AEG'ს 5 წლის განმავლობაში არავითარი მოვლა არ უნდა.
GEL'ის კი საშუალოდ 15 წელიწადს უძლებს და არავითარი მოვლა არ უნდა
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2076
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 23 Dec 2011, 18:52  #28891466      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rati_Gabisonia
QUOTE
თუმცა ვიმეორებ. ცილიზიუკოს საშვალო გამძელეობა არის 20 წელიწადი. ამ სფეროში 35 წელია ვმუშაობთ და ჩვენი პირველი პროექტები დღემდე მოქმედებენ და ამ 35 წელიწადში ძალიან ბევრი გაკეთდა იმისათვის რომ გამძლეობის მონაცემი გაიზარდოს. ამაზე თეორიული მონაზემი არ არსებობს, მხოლოდ ექსპერიმენტალური. აზიური წარმოშობის ბევრი პანელი პირველი დღიდანვე არ მუშაობს. მინახავს ისეთები რომ 15 უკრედი აქვს მუყაოსი და ზედ ცილიზიუმი ახატია . ბევრი აზიური პანელი 2 წელიწადში ყვითელია (პოლიკარბონატის მაგიერ პოლიეტილენს იყენებენ რაც ულტრა-ფიოლეტურს არ უძლებს) და ბევრს წყალი შედის.

მე მაინც არ მჯერა რომ 20 წელი გაძლებს.., გარანტიის გარეშე. ეს კი დამატებითი თანხაა.
შენ ხმარობ სიტყვებს "ცილიზიუკო, ცილიზიუმი" - რა არის ეს. თუ გულისხმობ სილიციუმს?
ინვესტიციას 5 წელში ამოიღებო. არ ვიცი როგორ, დამისაბუთე.
ჩემს მეზობელ სოფელში აშენდა სახლი. ერთი მხარე სახურავი აქვს დაფარული ამ პლატებით. დაახლოებით 10* 7 მ^2 ალბათ.
მითხრეს 60 ათასი დოლარი დაჯდაო. არ ვიცი რამდენ კილოვატს იძლევა, მაგრამ მე წლიურად ვიხდი 5 ათას დოლარამდე მთელ ელქტროენერგიაში გათბობის ჩათვლით.
მინიმუმ 12 წლის შემდეგ დამეწყება მოგება. ამ დროსვე დაიწყება მისი გაფუჭება და რემონტი, რაც დამატებითი თანხაა.

This post has been edited by vasovasia on 23 Dec 2011, 18:54
Rati_Gabisonia
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 62
წევრი No.: 132970
რეგისტრ.: 26-June 11

გამოგზავნილია: 23 Dec 2011, 21:42  #28893800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
vasovasia
QUOTE
გულისხმობ სილიციუმს?

დიალ smile.gif სილიციუმს ვგულისხმობდი. მადლობა შესწორებისთვის wink.gif.

ელემენტალურია: ან შენი მეზობელი მოატყუეს ან შენი მეზობელი გატყუებს. 60 ათასად ატომურ ელექტეოსადგურს იყიდი biggrin.gif tongue.gif.

სხვა ფირმები არ ვიცი მაგრამ ჩვენ ასეთი პირობები გვაქვს:
-8 X 130ვატიანი 48 უჯრედიანი პანელი (თითო დაახლოებით 1მ^2 არის), თითო 335€ = 2680€
http://www.solener.info/index.php?pag&REF=31
-აკუმლატორების რაოდენობა დამოკიდებული ღამის საათებში გამოყენების ხარჯზე და იმაზე თუ რამდენ ღრუბლიან დღეზე გინდა უზრუნველყო
(მაგ პანელების რაოდენობაზე, საშუალო ბინაში მე 4 გელის აკუმლატორს დავაყენებდი და მერე თუ დამჭირდა დავამატებდი კიდევ 4ს.
8 X --- http://www.solener.info/index.php?pag&REF=69 --- 234€ = 1872€ რადგან გელის აკუმლატორები უფრო საიმედოა)
მაგრამ სიიაფისთვის სტანდარტული ტყვიის აკუმლატორები:
12 X OPzS თორმეტივე ღირს = 487,50€ (735 Ah)
- 1 X 30 ამპერიანი კონტროლერი -- http://www.solener.info/index.php?pag&REF=19 = 87.75€
- 1 X 2 კილოვატიანი ინვერტერი http://www.solener.info/index.php?pag&REF=53 = 787.50€

ჯამში: 4042.75€ (ცალკეილად. კომპლექტში კი საკმაოდ უფრო იაფაი ჯდება)
OPzS აკუმლატორების გამძლეობა მოვლაზეა დამოკიდებული მაგრამ გელის აკუმლატორების გარანტია იყო 12 წელი და პანელების კი 7. მაგრამ ევროკავშირის ახალი კანონებით მაქსიმუმ 2 წლის გარანტია შეიძლება ელექტრო ნაწარმზე (პროექტებზე მეტიც შეიძლება)

გათბობა გამოიცხე. გამისთვის თერმული პანელები აჯობებს.

შენი გათბობით თუ 60 ათასს 12 წელიწადში ანაზღაურებ. მაშინ 30/12 = 5 ათასს 1 წელიწადში აანაზღაურებ tongue.gif. ნუ ვიქნებით ასეთი ოფტიმისტები. 1 წელიწადში არა მაგრამ 5-ში კი wink.gif.
* * *
ბოდიში, 48 კი არა 40 უჯრედიანი (48 ვოლტიან სისტემაზე ვფიქრობდი და შემეშალა)
* * *
QUOTE
შენი გათბობით თუ 60 ათასს 12
უფრო სწორად: შენი გამოთვლით XD..

This post has been edited by Rati_Gabisonia on 23 Dec 2011, 21:44
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22496
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 02:02  #28897924      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (lemona @ 7 Oct 2010, 01:00 )
ძალიან მაინტერესებს მზის ელემენტის მუშაობის პრინციპი. ნუ ძირითადად გასაგებია, სითბური ენერგია გარდაიქნმება ელექტროდ. . . .

არაა სწორი, სითბური ენერგიის ელექტრო ენერგიად გარდაქმნისთვის გამოიყენება თერმოელემენტები
ხოლო მზის ელემენტებში ელექტროენერგიის მიღება ხდება ფოტონების ენერგიის მეშვეობით
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0189 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]