forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (6) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მზის მინი ელექტრო სადგური, სახლისთვის
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2076
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 04:54  #28898905      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rati_Gabisonia
QUOTE
ელემენტალურია: ან შენი მეზობელი მოატყუეს ან შენი მეზობელი გატყუებს. 60 ათასად ატომურ ელექტეოსადგურს იყიდი  .

არა აქ ასეთი ფასებია. 60 ათასად აქ ერთი მანქანის გარაჟს ააშენებ.
QUOTE
მაგრამ სიიაფისთვის სტანდარტული ტყვიის აკუმლატორები:
12 X OPzS თორმეტივე ღირს = 487,50€ (735 Ah)

ჩემს მანქანას აქვს 95 ამპერსაათიანი აკუმლატორი. შარშან გამოვცვალე და გადავიხადე 300 ევრომდე. ჩვეულებრივ მაღაზიაში.
ზოგ მაღაზიაში უფრო ძვირია.
QUOTE
სხვა ფირმები არ ვიცი მაგრამ ჩვენ ასეთი პირობები გვაქვს:

ვნახავ შევისწავლი ამ გვერდს. ესპანური არ ვიცი. ინგლისური ან გერმანული არა ქვთ?
QUOTE
გათბობა გამოიცხე. გამისთვის თერმული პანელები აჯობებს.

მთელი ფული გათბობას მიაქვს. როგორ გამოვრიცხო. რომელ თერმულ პანელებს გულისხმობ?
თუ მზის თერმულ პანელებს გულისხმობ. ის ზამთარში არ მუშაობს
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6946
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 14:21  #28901455      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
თუ მზის თერმულ პანელებს გულისხმობ. ის ზამთარში არ მუშაობს

ვაკუუმური მილაკები ზამთარშიც მუშაობს თუ მზეა


--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7232
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 17:02  #28903134      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ვაკუუმური მილაკები ზამთარშიც მუშაობს თუ მზეა

რა ვაკუუმური მილაკი?
სახლის გათბობაზეა ლაპარაკი.

თერმული პანელები არის ასე ვთქვათ შავი ფერის რეზერვუარები, მზე პირდაპირ აცხელებს წყალს ამ რეზერვუარში და მერე ცხელ წყალს იყენებ,
რომელიც ზამთარში კვდება.


--------------------
გასული ვარ ცივილიზაციის ზონიდან და არ მაქვს ინტერნეტი. შესაბამისად ვერ გიპასუხებთ პმ-ებზე.
Rati_Gabisonia
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 62
წევრი No.: 132970
რეგისტრ.: 26-June 11

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 19:21  #28904800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
vasovasia
QUOTE
არა აქ ასეთი ფასებია

60 ათასად ჩამოვალ და ყველას დაგიყენებთ tongue.gif
QUOTE
ჩემს მანქანას აქვს 95 ამპერსაათიანი აკუმლატორი.

ამიტომაცაა რომ ასეთ სისტემებს ცუდი იმიჯი აქვს და ხალხი არ ენდობა.
მანქანის აკუმლატორით ვერ იმუშავებს. მხოლოდ OPz, AEG, GEL, ნიკელ-კადმიუმი და იონ-ლიტიუმი ვარგა.
რატო? იმიტომ რომ მანქანის აკუმლატორი 12V (ან 24ს) იძლევა, მძლავრი აკუმლატორეია (ბევრი ენერგია მოკლე დროში) და მუდმივ, მრავალ და სრულ ციკლებძე არ არი გათვალისწინებული, თან დატენის დროს ვოლტაჟი უცებ იმატებს და ეს დატენვის პროცესს აფერხებს. OPz აკუმლატორები 4ჯერ უფრო დიდებია და 2V-ს იძლევიან. AEG და GEL კიდევ ოდნავ უფრო დიდებია და 6V-ს.
გამოსადეგი და საიმედო მოქმედებისთვის აუცილეელია შესაბამისი მასალის და რაოდენობის შერჩევა
QUOTE
შევისწავლი ამ გვერდს. ესპანური არ ვიცი. ინგლისური ან გერმანული არა ქვთ?

ინგლისური და რუსილიც არის (მიკროსოფტის აუტომატური მთარგმელი). თუ რამე შეკითხვა გაჩნდა სიამოვნებით გიპასუხებ.
როგორც ობამა ამბობს: "განახლებად ენერგეტიკაში ესპანეთს უნდა მივბაძოთ." ესპანეთში ყველაზე ძლიერი ფირმები არიან Gamesa-Iberdrola და Solener.
QUOTE
მთელი ფული გათბობას მიაქვს. როგორ გამოვრიცხო.

ფოტოვოლტურ პანელებით გათბობა შეიძლება მხოლოდ "სითბოს ამძრავით" (კონდიციონერით). რადგან თითო ვატით შეუძლიათ 5-7 ვატი გადაადგილონ ქუჩიდან ბინაში. ნაკლი ისაა რომ თუ ყინავს, ქუჩის რადიატორებზე ყინულის ბლოკი ეფარება. ასე კი, მაგრამ სხვა ელექტრო-გათბოის სისტემების კვება არაა რეალური.
QUOTE
თუ მზის თერმულ პანელებს გულისხმობ. ის ზამთარში არ მუშაობს

asphurcela
QUOTE
რომელიც ზამთარში კვდება

მარტივი და კუსტარულები კი. მაგრამ არის ისეთები რომლებიც ზამთარშიც მუშაობენ.
ესენი პირდაპირ რეზერვუარის წყალს კი არ აცხელებენ არამეტ სპირტის წრედი აქვთ და სითბოს-აკუმლატორი. რომლებშიც პარაფინია ან ჟელატინური მასალაა (წყლის და მარილების საფუძცელით) და მარილების სტრუქტურის ცვლილების ენერგიის სახით ინახავენ სითბოს. და აცეტონის წრედით შეუძლიათ ეს ენერგია უფრი მაღალ ტემპერატურაზე ამოიღონ. ზოგს კიდევ მაცივრის ნასოსი ეხმარება.

This post has been edited by Rati_Gabisonia on 24 Dec 2011, 19:29


--------------------
www.solener.info
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7232
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 19:55  #28905232      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Rati_Gabisonia
შეიძლება წინა გვერდებზე გიწერიათ და მე გამომრჩა,
თკითხვა ასეთია:
თქვენ გაქვთ რამე კომპანია ამ მზის პანელებთან დაკავშირებით?
ანუ თუ სთავაზობთ მომხმარებლებს სრულ მონაჟს?
არც მე ვარ ამჟამად საქართველოში, მაგრამ მაინტერესებს რა ხდება ამ მხრივ და რა ფასებია.
ვთკვათ, 1 კილოვატი სიმძლავრის ელ-ენერდიის პანელი + აკუმულატორ + 220 ვ გარდამქმნელი კომპლექტში
რა თანხას მიუკაკუნებს?
Rati_Gabisonia
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 62
წევრი No.: 132970
რეგისტრ.: 26-June 11

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 20:50  #28905979      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
[B][/B]
QUOTE
თკითხვა ასეთია:
თქვენ გაქვთ რამე კომპანია ამ მზის პანელებთან დაკავშირებით?
ანუ თუ სთავაზობთ მომხმარებლებს სრულ მონაჟს?
არც მე ვარ ამჟამად საქართველოში, მაგრამ მაინტერესებს რა ხდება ამ მხრივ და რა ფასებია.
ვთკვათ, 1 კილოვატი სიმძლავრის ელ-ენერდიის პანელი + აკუმულატორ + 220 ვ გარდამქმნელი კომპლექტში
რა თანხას მიუკაკუნებს?

არა. მე პირადათ არ მაქვს. მე გამოკვლევა და განვითარების განყოფილების უფროსად ვმუშაობ ამ კომპანიაში და საქართველოსთან კავშირებსაც მე ვხელმძღვანელობ.
დიახ. სრულიად ყველა საჭირო მასალას ვაწარმოებთ (პანელებს, აკუმლატორებს, traker'ებს, ქარის ამძრავებს, ჰიდრო-ტურბინებს, მაღალი მ.ქ.კ-ს განათების სისტემებს და მზის ლამფიონებს, ტუმბოებს, ელექტრონულ დანადგარებს, და ამ ჟამად კერძო ხმარების სისტემებზე უფრო ვმუშაობთ).
საითზე სრული ინფორმაცია ჯერ არაა მაგრამ ფასების სია არის. ეს კომერციული ფასებია. ქარხნის არა-საბითუმო ფასები ~10% ნაკლებია. ინსტალატორებისთვის კიდევ უფრო ნაკლები. დისტრიბუტორებისთვის უფრო მეტად და საბითუმო premium საუკეთესო ფასებია.
კომპლექტში გამოგრჩა კონტროლერი (ეს აუცილებელია, პირდაპირ ვერ დატენი და რამე გაფუჭდება.

როგორც წინა გვერდის ბილოში ვახსენე. ეგეთი კომპლექთი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგრამ სადღაც 4050€ ღირს 1040ვატი პანელები + 30ამპერიანი კონტროლერი + 735 ამპერსაათიანი 12 OPzS აკუმლატორი + 2 კილოვატიანი წმინდა სინუსოიდურ ცვლად დენზე გარდანქნელი ინვერტერი.
ერთ-ერთი სტრუქტურა დაახლოებით ასეთია: http://solener.info/ln/index.php?ln=en&pag&REF=244

This post has been edited by Rati_Gabisonia on 24 Dec 2011, 20:58
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7232
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 21:46  #28906803      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Rati_Gabisonia
გასაგებია. დიდი მადლობა.
მიხარია თუ დაინერგება საქართველოში მზის ენერგიის და ალტერნატიული ენერგიების სისტემები.
და რაც მთავარია თუ ფასები ისეთი ასტრონომიული არ იქნება, როგორც ევროპაშია.

QUOTE
კომპლექტში გამოგრჩა კონტროლერი (ეს აუცილებელია, პირდაპირ ვერ დატენი და რამე გაფუჭდება.

ხო, გამომრჩა. ამდენი კი ვიცი, ფიზიკოსი ვარ. რადიოფიზიკოსი.
თან მაქვს 40 ვატიანი ერთი პანელი + 12 ამპერიანი კონტროლერი + აკუმულატორი+ 1500 ვატიანი და 120 ვატიანი გარდამქმნელები თითქმის სინუსოიდა 220 ვოლტზე. ეს ყველაფერი ქარხნულებია. ყველა ევროპაშია აწყობილი, გარდა 1500 ვატიანი გარდამქნმელის, ჩინურია და ცოტა ეჭვის თვალით კი ვუყურებ. ჯერჯერობით მუშაობს, თუმცა მუდმივად არ ვხმარობ ამ ყველაფერს. ეს ისე, "გასართობად" ვიყიდე და საქართველოში მომაქვს, როცა ჩამოვალ. სოფლისთვის მინდა. სადაც ჰიდრო და ქარის რესურსი ნაკლებია, მაგრამ 40 ვატი ცოტაა, ამიტომ ვფიქრობდი საქართველოში თუ იქნება შესაძლებლობა სიმძლავრეს დავამატებდი. ამიტომ გკითხეთ ზედა პოსტში.
აქ ისეთი ფასებია, აზრი არა აქვს აქ ყიდვას.

This post has been edited by asphurcela on 24 Dec 2011, 22:02
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6946
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 22:46  #28907795      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
http://ecosunny.ge/faq
არის თუ არა მზის ენერგიით წყლის გამაცხელებელი სისტემები ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ალტერნატივა? დიახ. სისტემები აპრობირებულია მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში და შედეგები საუცხოოა. მათ შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში 95% – ნი ეფექტურობით უზრუნველყონ ცხელი წყლის მოწოდება.
რა რაოდენობით შემიმცირდება ფულადი დანახარჯი წყლის გასათბობად მზის გამათბობლის შეძენის შემთხვევაში? საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით ცხელი წყლის მისაღებად დანახარჯი მთელი წლის განმავლობაში მცირდება 95 – 98 % – ით.
რამდენად უსაფრთხო და დაცულია მზის გამაცხელებელი სისტემები? ვაკუუმური მილაკები უძლებენ 2,5 სმ დიამეტრის სეტყვის პერპენდიკულარულ დაცემას. სხვა მხრივ სისტემას ფიზიკური ზემოქმედების გარეშე რაიმე საფრთხე არ ემუქრება.
რა მოხდება თუ მოხდა ვაკუუმური მილაკის დაზიანება? დაზიანებული მილაკი იცვლება მარტივად და არ საჭიროებს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს
როგორია სისტემის ექსპლუატაციის ვადა და აქვს თუ არა გარანტია? საქარხნო გარანტია 3 წელია. ექსპლოატაციის ვადა 15 – 20 წელი.

This post has been edited by ZAZAi on 24 Dec 2011, 23:21

მიმაგრებული სურათი
factory_small.jpg
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7232
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 23:46  #28908836      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ZAZAi
ეხლა გასაგებია. მილაკს რატო ეძახიან გაუგებარია.
ვაკუუმური მილია ინგლისურად.
მე უცებ რადიოელექტრონული მილაკი ვიფიქრე smile.gif
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2076
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 26 Dec 2011, 22:37  #28935895      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rati_Gabisonia
QUOTE

ინგლისური და რუსილიც არის (მიკროსოფტის აუტომატური მთარგმელი). თუ რამე შეკითხვა გაჩნდა სიამოვნებით გიპასუხებ.
როგორც ობამა ამბობს: "განახლებად ენერგეტიკაში ესპანეთს უნდა მივბაძოთ." ესპანეთში ყველაზე ძლიერი ფირმები არიან Gamesa-Iberdrola და Solener.

ვნახე ეს გვერდი. დაბალი ფასებია. მაგრამ ესპანეთს კარგი გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს. მუდმივი სითბოა, ზაფხულში ძალიან ცხელა. ჩვენთან მზე მხოლოდ ზაფხულშია, ბევრი წვიმები.
უცხო ქვეყანაში რაიმეს ყიდვა და შემოტანა ასევე დიდი გადასახადია საზღვარზე. თითქმის 50 პროცენტი.
ისე მე ზაფხულში ხშირად ჩავდივარ ხოლმე ესპანეთში. დასასვენებლად კარგი და იაფი ქვეყანაა.
მაგრამ თვითონ ესპანელებს დაბალი ხელფასიები აქვთ და უჭირთ.
QUOTE
ფოტოვოლტურ პანელებით გათბობა შეიძლება მხოლოდ "სითბოს ამძრავით" (კონდიციონერით). რადგან თითო ვატით შეუძლიათ 5-7 ვატი გადაადგილონ ქუჩიდან ბინაში. ნაკლი ისაა რომ თუ ყინავს, ქუჩის რადიატორებზე ყინულის ბლოკი ეფარება. ასე კი, მაგრამ სხვა ელექტრო-გათბოის სისტემების კვება არაა რეალური.

აქ მთლად ვერ გავიგე, მე მგონი ეს ტერმინოლოგიის პრობლემაა. სითბოს ამძრავი რა არის არ ვიცი..
მზის სითბური პანელები, როგორიც უნდა კარგი იყოს მხოლოდ ცხელი წყლისთვის გამოდგება და არა სახლის გათბობისთვის. სახლის გასათბობად ხმარობენ heat pump (გერმანულად waerme pumpe) სისტემას, რომელიც გარედან ჰაერიდან , ან მიწის წყლებიდან იღებს და აკუმულირებას უკეთებს სპეციალური დაბალ ტემპერეტურაზე (-15) აორთქლებადი სითხეების დახმარებით. ასეთ გამათბობლებს დიდი სიმძლავრე აქვთ. ჩემი მაგალითად 12-15 კილოვატია და აქვს COP -ი 300 დან 400 პროცენტამდე ტემპერატურაზე დამოკიდებულებით.
ამდენად ჩემი დახარჯული სიმძლავრე 3-4 კილოვატია. 4-6 თვე ესაც ბევრია.
თუმცა ესპანეთში თბილა და კოეფიციენტიც მაღალია და გათბობაც ცოტა ხანი გჭირდება.
Rati_Gabisonia
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 62
წევრი No.: 132970
რეგისტრ.: 26-June 11

გამოგზავნილია: 27 Dec 2011, 01:55  #28939182      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
vasovasia
QUOTE
ვნახე ეს გვერდი. დაბალი ფასებია. მაგრამ ესპანეთს კარგი გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს. მუდმივი სითბოა...

ესპანეთი და საქართველო თითქმის ერთ და იმავე პარალელზეა. სიცხე და რადიაცია კი ერთი და იგივე არ არის. დუბაის ფოტოვოლტური მინდვრები სულ ვერ მუშაობენ (არ დაგავიწყდეთ რომ ეს ელექტრო დანადგარებია და სიცხეში უარესად მუშაობენ. მთავარია მზის რადიაცია) და ქალაქ გრანადა'ს ხემოთ ესპანეთშიც ხშირი წვიმებია (ატლანტიკის კონდენსაციის ზონაა) და ზამთარში ძალიან ცივა.
QUOTE
სითბოს ამძრავი რა არის...მხოლოდ ცხელი წყლისთვის გამოდგება და არა სახლის გათბობისთვის....heat pump...აქვს COP -ი 300 დან 400 პროცენტამდე

წყლით გათბობა უფრო ცხელი სულაც არაა ვიდრე დასაბანი წყალი. თან გათბობა წრედშია და დასაბანი წყალს კი სითბო ნიაღვარში გააქვს. თერმული პანელებით გათბობა შეიძლება (რა თქმა უნდა პანელების ხარისხზე და ფართობზეა დამოკიდებული)

დიახ. "სითბოს ამძრავით" ზუსტად heat pump'ს ვგულისხმობდი. ოღონთ ერთი რამ გეშლება. 300-400% COP შეუძლებელია და ამაში კარნოტიც მეთანხმება (ესაა COP-ის და მ.ქ.კ-ს შორის განსხვავება). იმ მცოდნე ხალხს ვისაც ინდუსტრიულ თერმო-დინამიკაში არ უმუშავიათ, რასაც ვიტყვი მთვარეულის ბოდვა ჰგონიათ, მაგრამ heat pump'ის COP შეუძლებელია იყოს 100%ზე ნაკლები. ალბათ 3.000%-4.000% (ან 3-4) COP იგულისხმე. ეს იმიტომაა ასე რომ ქუჩიდან შთანთქავს სითბოს და ამას კიდევ დახარჯული ენერგია ემატება სითბოს სახით. მაგიტომაც ფოტოვოლტური პანელებით გათბობა უაზრო არ არის იმიტომ რომ 1 დახარჯულ ვატით 4ვატი სითბო შემოაქვს ბინაში. 3-4 კოპ დაბალია თუნდაც (კონდიციონერის-მაცივრის) ცივ რეჟიმზე. ცხელზე მეტი აქვთ, როგორც წესი 5-7. თერმულ პანელებთან კი ტემპერატურის გასაზრდელად იყენებენ. თანამედრობვე თერმული სისტემები (რა თქმა უნდა Daikin) აერთიანებენ პანელებს, გაზით გამაცხელებელს, კონდიციონერს და გათბობას (კონდიციონერის მიერ შთანთქულ სითბოს წყლის გასაცხელებად იყენებენ, პანელებში კი გაციებულ წლალს უშვებენ რო მეტი სითბო შთანთქონ)
ესპანეთში ზაფხულში ძალიან ცხელა, დანარჩენი კი თუ კანარები და Granada'ს სამხრეთი არაა მაშინ ძალიან ცივა. დღეს მადრიდში მზიანი ამინდი იყო მაგრამ 2ºC არ გადასცდა

This post has been edited by Rati_Gabisonia on 27 Dec 2011, 02:16
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2076
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 27 Dec 2011, 04:41  #28940051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rati_Gabisonia
QUOTE

ესპანეთი და საქართველო თითქმის ერთ და იმავე პარალელზეა. სიცხე და რადიაცია კი ერთი და იგივე არ არის. დუბაის ფოტოვოლტური მინდვრები სულ ვერ მუშაობენ (არ დაგავიწყდეთ რომ ეს ელექტრო დანადგარებია და სიცხეში უარესად მუშაობენ. მთავარია მზის რადიაცია) და ქალაქ გრანადა'ს ხემოთ ესპანეთშიც ხშირი წვიმებია (ატლანტიკის კონდენსაციის ზონაა) და ზამთარში ძალიან ცივა.

გეთანხმები მაგრამ მე მხოლოდ თერმულ მილებს ვგულსხმოდი და არა ფოტოელემეტებს.
QUOTE
წყლით გათბობა უფრო ცხელი სულაც არაა ვიდრე დასაბანი წყალი. თან გათბობა წრედშია და დასაბანი წყალს კი სითბო ნიაღვარში გააქვს. თერმული პანელებით გათბობა შეიძლება (რა თქმა უნდა პანელების ხარისხზე და ფართობზეა დამოკიდებული)

თბილი წყალი დღეში 300-400 ლიტრა გეყოფა. ამის გაცხელებას კი უფრო ცოტა ენერგია სჭირდება ვიდრე სახლის გათბობას ზამთარში. ცხადია ეს სახლის ზომაზე და იზოლაციაზეც არის დამოკიდებული.

QUOTE
დიახ. "სითბოს ამძრავით" ზუსტად heat pump'ს ვგულისხმობდი. ოღონთ ერთი რამ გეშლება. 300-400% COP შეუძლებელია და ამაში კარნოტიც მეთანხმება (ესაა COP-ის და მ.ქ.კ-ს შორის განსხვავება). იმ მცოდნე ხალხს ვისაც ინდუსტრიულ თერმო-დინამიკაში არ უმუშავიათ, რასაც ვიტყვი მთვარეულის ბოდვა ჰგონიათ, მაგრამ heat pump'ის COP შეუძლებელია იყოს 100%ზე ნაკლები. ალბათ 3.000%-4.000% (ან 3-4) COP იგულისხმე. ეს იმიტომაა ასე რომ ქუჩიდან შთანთქავს სითბოს და ამას კიდევ დახარჯული ენერგია ემატება სითბოს სახით. მაგიტომ

რატომ მეშლება? ცხადია 3-4 ვგულისხმობდი, რომელსაც პროცენტებში თუ გადაიყვან 300- 400 % გამოდის.
3-4 სულაც არ არის ცოტა. აქ იგულისხმება როცა გარეთ მინუს 2 გრადუსია. ტემპერატურის ზრდადობით ის გაიზრდება,
მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რამდენია დაბალ ტემპერატურაზე.
როცა წერ 3.000% გულისხმობ 3000 პროცენტს? ესპანეთში ათასებს წერტილით გამოყოფენ?

This post has been edited by vasovasia on 27 Dec 2011, 04:44
Rati_Gabisonia
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 62
წევრი No.: 132970
რეგისტრ.: 26-June 11

გამოგზავნილია: 27 Dec 2011, 04:42  #28940054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
ოღონთ ერთი რამ გეშლება. 300-400% COP შეუძლებელია

უი!! რა სისულელეს ვამბობ! biggrin.gif არასწორედ აღვიქვი. biggrin.gif ხო ხოო.. სწორე იყო biggrin.gif 1=100% LOL.
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2076
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 27 Dec 2011, 04:47  #28940066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rati_Gabisonia
QUOTE
უი!! რა სისულელეს ვამბობ!  არასწორედ აღვიქვი.  ხო ხოო.. სწორე იყო  1=100% LOL.

ახლა გასაგებია ყველაფერი.
მერე რა? შეცდომა ყველას მოსდის. მითუმეტეს ფორუმი კონფერენცია არ არის. სწრაფად როცა წერ რამეს, ყოველთვის ვუშვებთ შეცდომას...

This post has been edited by vasovasia on 27 Dec 2011, 04:48
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23131
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 27 Dec 2011, 05:01  #28940091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
heat pump-ი მართლაც კარგი რამაა, იმედია ტექნოლოგიების განვითარებით შედეგათ ავა COP 10მდე მაინც, რაც ძაან შეამცირებს ბინების გათბობის ხარჯებს.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0282 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]