forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (32) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ადამიანი გაჩნდა ევოლუციის შედეგად?! - II
 
ადამიანი გაჩნდა ევოლუციის შედეგად?
კი [ 93 ]  [61.18%]
არა [ 35 ]  [23.03%]
არ ვიცი [ 24 ]  [15.79%]
Total Votes: 152
Guests cannot vote 
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10485
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 22 Dec 2015, 21:22  #46547482      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
annavita
QUOTE
ვინ გითხრათ რომ "ანავიტა ამას არ ითვალისწინებს" და საერთოდ რას გადამეკიდეთ? 

რას გადამეკიდე, რას გადამეკიდე
მე ხალხში წესიერი კაცი მქვია ჯერ კიდე
smile.gif
http://www.geolyrics.com/1984

QUOTE
რა იცით თქვენ რას ითვალისწინებს ანავიტა და რას არა?

გვითხარი კაცო, რამდენი ხანია გეხვეწებით...

QUOTE
მე ვსუბრობდი ყოველგვარი ზემოქმედებისა და ძალდატანების, ყოველგვარი ფიზიოლოგიური ზეგავლენისგან (თუნდაც იყოს ეს კლინიკური სიკვდილი) თავისუფალ, განვითარებულ ცნობიერებაზე, რომელიც არა მხოლოდ იმას აღიქვამს, რომ ჩვენს ირგვლივ არსებული ფერთა და ბგერათა სამყარო მხოლოდ გარკვეული სიხშირის ტალღების ვიბრაციებია, არამედ მის მიღმა მდგომ ემპირიკასაც.

ხო, მაგრამ ვერ გავიგეთ რა არის ეს. რეალური რამეა კი?

QUOTE
როგორც 2 ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ხედავს ზუსტად ერთსა და იგივეს, როდესაც ის ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში იმყოფება (ბაღში ხეებს, ქუჩაში ადამიანებს და ა.შ) სწორედ ასევე საერთო ემპირიული გარემო წარმოდგება ცნობიერების განვითარების ყველა მომდევნო ეტაპზე ამ ცნობიერების მქონე არსებებისათვის.

მე არ მინახავს ორი ადამიანი, რომელიც ერთ მოვლენას ზუსტად ერთნაირად აღიქვამს და აფასებს.
ფერებსაც კი, საიდან ვიცით თქვენს მიერ აღქმული წითელი და ვინმე სხვა პიროვნების მიერ აღქმული იგივე წითელი ერთიდაიგივეა?
მე არ ვიცი როგორ უნდა დავადგინოთ ეს.


--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4077
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 23 Dec 2015, 10:07  #46551099      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
annavita
QUOTE
მე ვსუბრობდი ყოველგვარი ზემოქმედებისა და ძალდატანების, ყოველგვარი ფიზიოლოგიური ზეგავლენისგან (თუნდაც იყოს ეს კლინიკური სიკვდილი) თავისუფალ, განვითარებულ ცნობიერებაზე, რომელიც არა მხოლოდ იმას აღიქვამს, რომ ჩვენს ირგვლივ არსებული ფერთა და ბგერათა სამყარო მხოლოდ გარკვეული სიხშირის ტალღების ვიბრაციებია, არამედ მის მიღმა მდგომ ემპირიკასაც.

აქ არის ორი ძირითადი კითხვა რასაც უნდა გასცე პასუხი და შემდეგ შეიძლება უკვე მაგ ვერსიაზე მსჯელობა


1) როგორ გამორიცხე სხვადასხვა სახის ფსიქიკური აშლილობა ფსიქიკური ხარვეზი ან ფსიქოლოგიური ეფექტი? მაგალითად რაიცი რომ ამდაგვარი ეფექტის ქვეშ არ ხარ და რეალურია ის ყველაფერი რასაც შენ გრძნობ?
user posted image




2) როგორ ახდენს ტვინი ყოველდღიური აღქმის მიღმა მდგომი ემპირიკის შეგრძნებას? ჩვეულებრივი აღქმა ვიცით როგორ მოქმედებს ელექტრონული ან ქიმიური სიგნალები მიდის ტვინში რომელსაც ესა თუ ის ორგანი აგზავნის და მოკლედ გვესმის ამ პროცესების მიზეზ შედეგობრივი კავშირები ხოლო მიღმიერ ემპირიკასთან რა და როგორ შედის კონტაქტში?


--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.

ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
Saturnus
ელექტრონების მაყურებელი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 930
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15

გამოგზავნილია: 24 Dec 2015, 07:34  #46560177      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
annavita gagvepara gigi.gif


--------------------
Does life have some magical essence, or is it, like any
chemical reaction carried out in a
science class, the product of normal physical and chemical processes? Is there something divine at the heart of a cell that brings it to life? The double
helix answered that question with a definitive No
annavita
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13011
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07

გამოგზავნილია: 24 Dec 2015, 08:21  #46560236      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
QUOTE
1) როგორ გამორიცხე სხვადასხვა სახის ფსიქიკური აშლილობა ფსიქიკური ხარვეზი ან ფსიქოლოგიური ეფექტი? მაგალითად რაიცი რომ ამდაგვარი ეფექტის ქვეშ არ ხარ და რეალურია ის ყველაფერი რასაც შენ გრძნობ?

როგორც ხდება გამორიცხვა ნებისმიერ შემთხვევაში. რის მიხედვითაც ხდება განსხვავება ფსიკიურად ჯანმრთელ და არაჯანმრთელ ადამიანს შორის.
თქვენ ექიმი არ ხართ, მაგრამ ფსიქიურად შერყეულსა და ნორმალურს შორის შეგიძლიათ თუ არა იპოვნოთ განსხვავება? facepalm.gif
Saturn. სატურნჩიკ, ტქვენსავით ნონსტოპ მიერთებული არ ვარ ფორუმზე. მსხვილმან-წვრილმანს რავა ყველაფერს თქვენი 2დ სათვალით უყურებთ gigi.gif nforumi
QUOTE
გვითხარი კაცო, რამდენი ხანია გეხვეწებით...

რას მეხვეწები კაცო, გიპასუხე მაგაზე, ქრისტე ღმერთი არავარ მეთქი. ცნობიერების გაფართოვება, მისი საზღვრების "გადაწევა" არის ინდივიდუალური მუშაობის , ინდივიდუალური განვითარების შედეგი. სანამ ამ მუშაობით არ მოხდება ადამიანის ცნობიერების საზღვრების გაფართოება, ისე რომ მის მიერ პირადად იქნას დანახული და აღქმული მისთვის "ახლა და აქ"საზღვრული სამყაროს "საზღვარსგარეთა" მდგომარეობა და შინაარსები, მანამდე ის მუდამ აბსტრაქციად ჩათვლის ამას რასაც ვწერ > >>
QUOTE
მე ვსუბრობდი ყოველგვარი ზემოქმედებისა და ძალდატანების, ყოველგვარი ფიზიოლოგიური ზეგავლენისგან (თუნდაც იყოს ეს კლინიკური სიკვდილი) თავისუფალ, განვითარებულ ცნობიერებაზე, რომელიც არა მხოლოდ იმას აღიქვამს, რომ ჩვენს ირგვლივ არსებული ფერთა და ბგერათა სამყარო მხოლოდ გარკვეული სიხშირის ტალღების ვიბრაციებია, არამედ მის მიღმა მდგომ ემპირიკასაც.

ხოლო თუ აბსტრაქციად არ ჩათვლის, არამედ გაიგებს და გაგების დონეზე ცნობად მიიღებს, შესაძლებლად ჩათვლის ამას, რასაც ვამბობ, მაშინ ის მომდევნო გონივრულ კითხვებს დასვამს: "როგორ არის შესაძლებელი ჩვენი ცნობიერების აწ მყო საზღვრების გაფართოვება"?
თქვენი მხრიდან არ მომხდარა ცნობად (გონივრული) მიღება აზრის, როგორც აზრის. გააზრებას არ ქონია ადგილი. შესაბამისად კითხვები ისმის არა იმ მიმართულებით, გონივრულ შედეგამდე რომ მიგვიყვანს.
ამიტომ ჯობს ქვასანაყი გამოვიყენოთ დანიშნულებისამებრ.
* * *
QUOTE
მე არ მინახავს ორი ადამიანი, რომელიც ერთ მოვლენას ზუსტად ერთნაირად აღიქვამს და აფასებს.
ფერებსაც კი, საიდან ვიცით თქვენს მიერ აღქმული წითელი და ვინმე სხვა პიროვნების მიერ აღქმული იგივე წითელი ერთიდაიგივეა?
მე არ ვიცი როგორ უნდა დავადგინოთ ეს.

ზოგადად, 2 კი არა 100 და 1000000 ადამიანი ერთად ხედავს წითელს. საუბარი აქ არაა იმაზე თუ წითლის რა ელფერით ხედავს, რა ტონალური გრადაციით. ფაქტია რომ ასეულ-ათასობით და მეტი ადამიანი ცაში აშვებულ წითელ დროშას (ბუშტს) ხედავს.
ხოლო თუ წითელის მაგივრად ვინმე ხედავს მორუხო-მოიასამნისფეროს, ეს უკვე მხედველობითი აღქმის ხარვეზია. დალტონიზმი ხომ არსებობს? ეს იმიტომ რომ არსებობს ფერის სწორი (ნორმალური, რაც ნორმად მიიჩნევა დღეს) აღქმა.

თუ ჩვენს წინ წითელი ვაშლი დევს მე და თქვენ მას აღვიქვამთ როგორც წითელს. ვინმე შემოსულს ვეკიტხებით- რა ფერისაა ეს ვაშლი? და ისაც მყისიერად გვპასუხობს- "წითელი". - ესაა ცნობიერების საერთო მდგომარეობა. სწორედ ამ საერთოობის მეოხებით ვაგებინებთ ადამიანები ერთმანეთს და ასე არსებობენ მეცნიერებანიც.

ზუსტად ასევეა ცნობიერების გაფართოების შემდგომ ემპირიკაშიც. რასაც ისინი ხედავენ -საერთოა, რადგან იმ ცნობიერების შესაბამისი რეალობებია. ამიტომ ხედავენ (აღიქამენ) ერთნაირად, თუმცა განსხვავებული სხივ- ელფერით (როგორც წითელს, ზემორე მაგალითზე. მაგალითისთვის ვამბობ), რადგან როგორც თავადაც აღნიშნეთ ადამიანი ინდივიდუალურია, თუმცა ინდივიდუალობამიღწეული ადამიანი კიდევ უფრო მეტ საერთოობას ანვითარებს თავის თავში და ამის საფუძველზე განამტკიცებს თავის ინდივიდუალობას.ესაა მისი მორალური აზროვნების განსხვავება ინდივიდუალსტი ეგოსაგან.

დავასრულე.
წინასწარ ყველას გილოცავთ ახალ წელს :*



This post has been edited by annavita on 24 Dec 2015, 09:04


--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10485
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 24 Dec 2015, 12:04  #46561203      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
annavita
QUOTE
შესაბამისად კითხვები ისმის არა იმ მიმართულებით

ვცდილობ მივხვდე... რა კითხვა უნდა დამესვა პირველ რიგში?

QUOTE
ზოგადად, 2 კი არა 100 და 1000000 ადამიანი ერთად ხედავს წითელს. საუბარი აქ არაა იმაზე თუ წითლის რა ელფერით ხედავს, რა ტონალური გრადაციით. ფაქტია რომ ასეულ-ათასობით და მეტი ადამიანი ცაში აშვებულ წითელ დროშას (ბუშტს) ხედავს.
ხოლო თუ წითელის მაგივრად ვინმე ხედავს მორუხო-მოიასამნისფეროს, ეს უკვე მხედველობითი აღქმის ხარვეზია. დალტონიზმი ხომ არსებობს? ეს იმიტომ რომ არსებობს ფერის სწორი (ნორმალური, რაც ნორმად მიიჩნევა დღეს) აღქმა.

მხედველობია ხარვეზზე და დალტონიზმზე არ ვსაუბრობ.
როგორ უნდა დავადგინოთ რომ როცა შენ და შენი მეგობარი უყურებთ წითელს, მისთვის ეს წითელი არ აღიქმება ისევე, როგორც შენთვის მწვანე?
განა ფერებს ვერ არჩევს, მშვენივრად არჩევს ფერებს, მაგრამ აღქმა აქვს სხვანაირი.

QUOTE
თუ ჩვენს წინ წითელი ვაშლი დევს მე და თქვენ მას აღვიქვამთ როგორც წითელს. ვინმე შემოსულს ვეკიტხებით- რა ფერისაა ეს ვაშლი? და ისაც მყისიერად გვპასუხობს- "წითელი". - ესაა ცნობიერების საერთო მდგომარეობა. სწორედ ამ საერთოობის მეოხებით ვაგებინებთ ადამიანები ერთმანეთს და ასე არსებობენ მეცნიერებანიც.

სწორედ მაგაში ცდები.
წეღანდელი ტექსტი რომ გავაგრძელო. მის აღქმაში რაც ფიქსირდება, ის შეესაბამება იმას, რაც შენ აღქმაში იქნებოდა მწვანე. ის რა თქმა უნდა ამას დაუძახებს წითელს, რადგან მან ისწავლა ბავშვობიდან რომ ის რაც ასეთ აღქმას აძლევს, არის წითელი.
ანუ აღქმები იდენტურია თუ განსხვავებული, ამის დადგენა ვერ ხერხდება.

შეეცადე მიყვე ჩემს ლოგიკას, რომ მიხვდე რასაც გეუბნები. ვინმე უგუნურს შეიძლება რაღაც სისულელედ მოეჩვენოს, როგორც იყო უკვე ზემოთ.

თუ ამ ლოგიკას მიმიხვდებით, მერე შეგვიძლია გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი და ვიმსჯელოთ ცნობიერების გაფართოებაზე.

Saturnus
ელექტრონების მაყურებელი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 930
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15

გამოგზავნილია: 24 Dec 2015, 19:36  #46565118      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
annavita

dzalian kargad xvdebit ra gaparvasac vgulisxmob gigi.gif
maromar
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3065
წევრი No.: 122920
რეგისტრ.: 25-October 10

გამოგზავნილია: 24 Dec 2015, 19:57  #46565278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
annavita
QUOTE
როგორც ხდება გამორიცხვა ნებისმიერ შემთხვევაში. რის მიხედვითაც ხდება განსხვავება ფსიკიურად ჯანმრთელ და არაჯანმრთელ ადამიანს შორის.
თქვენ ექიმი არ ხართ, მაგრამ ფსიქიურად შერყეულსა და ნორმალურს შორის შეგიძლიათ თუ არა იპოვნოთ განსხვავება? 

არ არის ასე მარტივად საქმე, მე პირადად მინახავს, გავსაუბრებივარ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფ პაციენტს, რომელიც ერთი შეხედვით აბსოლუტურად ნორმალურია, სანამ არ ჰკითხავ მისი იქ მოთავსების მიზეზს. შემდეგ ის ყვება, რომ ყველა მისი წინააღმდეგია, განსაკუთრებული უნარები აქვს, საიდუმლო სამსახური უთვალთვალებს, მოსვენებას არ აძლევენ და ა.შ. ის სრულიად გულწრფელი იყო ამ ყველაფერში, მან ეს ყველაფერი ნამდვილად გამოსცადა, მისმა ტვინმა ნამდვილად ასე აღიქვა, მაგრამ მე რამდენად შემიძლია, რომ მხოლოდ მის ემპირიულ გამოცდილებას ვენდო? შიზოფრენიით დაავადებულები ხშირად აკეთებენ მსგავს განცხადებებს, მათი ჩვენებები ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რადგან ადამიანების ფსიქიკა ერთმანეთს ჰგავს, საერთო გენეტიკა გვაქვს, საერთო გარემო პირობები. სრულიად ნორმალურ ფსიქიკასაც კი ეშლება რაღაცეები ხშირად, სიბნელეში, დახურულ სივრცეში ხმაურს უფრო მეტად აღიქვამ, რადგან უფრო მეტად აქცევ ყურადღებას, ფობიები გვაქვს, რაც სრულიად არარაციონალურია, მაგრამ მაინც გვაქვს. ასე არაა - ადამიანი ან დაავადებულია ფსიქიურად ან არა, უამრავი გრადაცია არსებობს.
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4077
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 25 Dec 2015, 11:34  #46569749      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
annavita
QUOTE
რის მიხედვითაც ხდება განსხვავება ფსიკიურად ჯანმრთელ და არაჯანმრთელ ადამიანს შორის.
თქვენ ექიმი არ ხართ, მაგრამ ფსიქიურად შერყეულსა და ნორმალურს შორის შეგიძლიათ თუ არა იპოვნოთ განსხვავება?

1) ფსიქიკური აშლილობის დადგენა ხდება რეალობასთან შედარებით როდესაც ადამიანს ამბობს ისეთ რაღაცეებს რაც არ ემთხვევა ჩვენს ირგვლივ არსებულ რეალობას ამის მიხედვით ვასკვნით რომ ეგ ადამიანი არასწორია (როდესაც ეს ცდომილება გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე საზოგადოების უმეტესობაში რა ნორმაცაა ამას ვეძახით ფსიქიკურ აშლილობას)


2) თუმცა არსებობს სხვადასხვა დარღვებები და ხარვეზები რაც ნორმადაა მიჩნეული მაგალითად ის სურათი რაც ზემოთ დავდე ეგ არის ჩვენი ფსიქიკის ხარვეზი რომელიც გააჩნია ყველა ადამიანს ამიტომ არაა მიჩნეული სიგიჟედ ან ჰალუცინაციად თუმცა მაინც არ ემთხვევა რეალობას ხომ? შეიძლება შენ არ იყო ფსიქიკურად შეშლილი მაგრამ თუ ხარ ადამიანი მაშინ აუცილებლად გექნება ფქისიკური ხარვეზები და ალოგიკური აზროვნება იმიტომ რომ ყველა ჩვენგანს აქვს ეს ხარვეზები ტვინის აგებულებაში ჩადებული
annavita
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13011
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07

გამოგზავნილია: 27 Dec 2015, 10:32  #46584930      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
maromar
Saturn.
nforumi




This post has been edited by annavita on 27 Dec 2015, 10:41
oleg-i
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 675
წევრი No.: 175579
რეგისტრ.: 27-October 13

გამოგზავნილია: 27 Dec 2015, 13:58  #46585986      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოლა ნასრედინმა ჭორი დააგდო: - სოფლის ბოლოს ოქროს არიგებენო wink.gif და ... შემდეგ თვითონაც ხალხს გაყვა - იქნებ მართლა არიგებენო lol.gif

nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10485
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 27 Dec 2015, 19:25  #46588009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
annavita
ძალიან დასაფიქრებელი ვიდეოა, ყველამ უნდა ნახოს სანამ ადვილად დაიჯერებს რამეს. მითუმეტეს ტელევიზიას და მითუმეტეს რუსულს...
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4077
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 27 Dec 2015, 22:57  #46589708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (annavita @ 27 Dec 2015, 10:32 )
ლოგიკⒶ
maromar
Saturn.
nforumi



ნანახი მაქ კარგი სიუჟეტია მაგრამ შეიძლება ვინმემ თვითონ ეგ სიუჟეტიც პროპაგანდად ჩათვლოს აი ამ ვიდეოებში https://www.youtube.com/watch?v=n1A9vrsw6Hw...D9336926EF60BB0 არის თავისი კვლევებით განხილული "ზომბირების" მეთოდები უფრო სწორად კი რწმენის გამომწვევი მიზეზები... სულ 10 ნაწილია თავიდან მხოლოდ წარწერებითაა შემდეგ ახმოვანებს კიდეც


ეს ყველაფერი (და არა მხოლოდ) რომ მაქ ნანახი და გააზრებული ზუსტად მაგიტომ არ ვიჯერებ ცარიელი რწმენის საფუძველზე ყველაფერს რასაც მეუბნებიან... მათ შორის ვცდილობ ის აზრებიც არ დავიჯერო რაც მე კომფორტს მგვრის და რისი დაჯერებაც მესიამოვნებოდა იმის მიუხედავად რომ ჩემი ქვეცნობიერი ძალიან მარტივად იჯერებს ამ ყველაფერს შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე... ყოველთვის უნდა ეძებო ფაქტები და მტკიცებულებები რათა არ მოტყუვდე


რათქმაუნდა პარარელურად საჭიროა იმის გააზრება თუ რა სახის მტკიცებულება არის უფრო სანდო და რა მტკიცებულებაა ხარვეზული ან ნაკლებად სანდო
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10485
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 27 Dec 2015, 23:27  #46589983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლოგიკⒶ
QUOTE
ს ყველაფერი (და არა მხოლოდ) რომ მაქ ნანახი და გააზრებული ზუსტად მაგიტომ არ ვიჯერებ ცარიელი რწმენის საფუძველზე ყველაფერს რასაც მეუბნებიან...

და რატომ უნდა დაიჯერო ბრმად?

ეს ვიდეო რომ არ გქონდეს ნანახი, დაიჯერებდი?
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4077
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 28 Dec 2015, 02:08  #46591098      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
nforumi
QUOTE
ეს ვიდეო რომ არ გქონდეს ნანახი, დაიჯერებდი?

biggrin.gif შენ გგონია რომ მე შენ ან ვინმე სხვა ზეადამიანები ვართ? მე პირადად ერთი პერიოდი ძალიან ბრმა ვიყავი (პოლიტიკაში) იმას ვიჯერებდი რაც მსურდა და ჯიუტად არ ვხედავდი იმას რისი დანახვაც არ მინდოდა... ძალიან ლოგიკური დასკვნები ვერ გამომქონდა იმიტომ კი არა რომ ვიღაცა მაზომბირებდა არამედ ჩემი (ადამიანის) ფსიქიკაა ასე მოწყობილი... თუ გააზრებული არ გაქ ეს აზროვნების ხარვეზები მაშინ ძალიან მარტივად შეიძლება შენი ემოციების და გრძნობების გავლენის ქვეშ მოხვდე... ეხლა ყველაფერი რომ ვიცი უკვე ვეღარ წარმომიდგენია ასე რომ დავბრმავდე თუმცა სანამ არ ვიცოდი ფაქტია რომ თავს ვიბრმავებდი smile.gif



დარწმუნებული ვარ ერთი 4 წლის წინ შემეძლო თეთრ ბურთზე მეთქვა რომ შავიაო როგორც მაგ ვიდეოშია იმის მიუხედავად რომ საშუალო ადამიანზე გაცილებით უფრო ობიექტური ვარ... და დარწმუნებული ვარ პრაქტიკულად ნებისმიერ უცოდინარ ადამიანს ათქმევინებ თეთრზე შავს მთავარია სწორი გარემოს შექმნა
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10485
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 28 Dec 2015, 12:49  #46592626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლოგიკⒶ
QUOTE
შენ გგონია რომ მე შენ ან ვინმე სხვა ზეადამიანები ვართ? მე პირადად ერთი პერიოდი ძალიან ბრმა ვიყავი (პოლიტიკაში) იმას ვიჯერებდი რაც მსურდა და ჯიუტად არ ვხედავდი იმას რისი დანახვაც არ მინდოდა... ძალიან ლოგიკური დასკვნები ვერ გამომქონდა იმიტომ კი არა რომ ვიღაცა მაზომბირებდა არამედ ჩემი (ადამიანის) ფსიქიკაა ასე მოწყობილი... თუ გააზრებული არ გაქ ეს აზროვნების ხარვეზები მაშინ ძალიან მარტივად შეიძლება შენი ემოციების და გრძნობების გავლენის ქვეშ მოხვდე... ეხლა ყველაფერი რომ ვიცი უკვე ვეღარ წარმომიდგენია ასე რომ დავბრმავდე თუმცა სანამ არ ვიცოდი ფაქტია რომ თავს ვიბრმავებდი

ახლაც ცდები სინამდვილეში.
ყოველ მოცემულ მომენტში ადამიანს აქვს განცდა რომ წარსული გამოცდილებით და დაგროვილი ცოდნით უკვე მიაღწია იმდენს, რომ აღარ შეეშლება. მას არ შეეშლება.

ვფიქრობ არასოდეს უნდა იყოს ძალიან დარწმუნებული რამეში, რაც არ უნდა ზუსტ ინფორმაციას ფლობდე.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (32) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0283 ]   [ 15 queries used ]   [ GZIP Disabled ]