forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (6) « პირველი ... 4 5 [6]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მაგნიტური ძრავი - მუდმივი ენერგია
ბერმუხა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1445
წევრი No.: 188317
რეგისტრ.: 3-July 14

გამოგზავნილია: 11 Dec 2017, 10:38  #51815323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (mikheill1 @ 6 Dec 2017, 03:37 )
უაზრო კამათს, დადეთ რეალური ლინკები, სად შეიძლება შეიძინოს კაცმა იაფად მზის ბატარიები. მე მინდა მქონდეს საკუთარი ელექტრო ენერგია, რომელიც 3 კილოვატს გამოიმუშავებს. წესით საკმარისია ერთ ოჯახზე. საქართველოში 5 ათასი დოლარი ჯდება, რაც ძვირია კერძო პირისთვის. ვინმემ იცის უფრო იაფად როგორ გამოვიდე? გერმანიიდან რა ჯდება გამოწერა, აქ განბაჟება და დამონტაჟება?
* * *
როგორც ჩანს მხოლოდ ერთმანეთის პოსტების საკრიტიკებლად შემოდიხართ. რეალურად ესმის ვინმეს ეს სისტემა, რომ ჩამოაყალიბოს ზოგადი აზრი, პრინციპი, რჩევები და შემდეგ დაისვას ლოგიკური კითხვები? რამხელა სხვაობაა ქართულ და უცხოურ ფორუმებს შორის. იქ სწავლობენ ერთმანეთისგან, აქ კი ჩასაფრებულის პოზიციაშია უმეტესობა.

იკითხე რამე და არ გიპასუხეთ ???????

როგორ გამოვიმუშაოთ და გავყიდოთ (post #50267187) გადახედე.

თემაც გვესმის და პრაქტიკული გამოცდილებაც გვაქვს, მზად ვართ კონკრეტულ კითხვებზე პასუხისთვის .......
Akteon
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 232987
რეგისტრ.: 16-June 17

გამოგზავნილია: 16 Dec 2017, 20:48  #51845551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შეკითხვა ფიზიკოსებს: ვთქვათ მაგიდაზე დადებულმა მუდმივმა მაგნიტმა მიიზიდა რკინის ბურთულა, რომელიც ასევე უძრავად იდო მაგიდაზე და ბურთულამ მაგნიტთან შეჯახებამდე გაიარა რაღაც მანძილი. ბუნებრივია, რადგან მაგნიტის მაგნიტური ველის ძალამ ბურთულა აამოძრავა რაღაცა მანძილზე, შესრულდა მექანიკური მუშაობა, რომელიც ტოლია ბურთულაზე მოქმედი მიზიდულების საშუალო ძალის ნამრავლისა მანძილზე, რომელიც ბურთულამ გაიარა, ე.ი. შესრულდა მუშაობა. რადგან შესრულდა მუშაობა ეს ნიშნავს იმას, რომ მაგნიტის მაგნიტურმა ველმა დახარჯა რაღაცა ოდენობის ენერგია და ვინაიდან დახარჟული ენერგია მაგნიტს არ შეუვსია რაიმე წყაროდან, მას დარჩა უფრო ნაკლები ენერგია ვიდრე ბურთულას მიზიდვამდე ჰქონდა. მაგრამ ეს ასე არ არის, მაგნიტს სინამდვილეში აქვს ისევ იმ ოდენობის ენერგია, რაც ბურთულის მიზიდვამდე ჰქომდა და ბურთულის ასეთი მიზიდვა შეუძლია განახორციელოს პრაქტიკულად ნებისმიერი რაოდენობით. ბურთულის თითოეული მიზიდვისას იხარჯება ენერგია ეს უდაოა, მაგრამ დგება საკითხი, საიდან იხარჯება ეს ენერგია ან საიდან ივსებს მაგნიტიური ველი დახარჯულ ენერგიას. გთხოვთ მომიტევოთ ჩემი დილეტანტური კითხვა და მიპასუხეთ.
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2748
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 16 Dec 2017, 20:58  #51845616      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Akteon
მაგნიტმა სივრცე გაამრუდა, მსგავსად ამრუდებს სივრცეს დედამიწაც. აიღე ქვა შემდეგ დადე ისევ, მიზიდულობის უნარი მოაკლდება დედამიწას?


--------------------
ბუნება საინტერესოა
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7065
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 16 Dec 2017, 21:25  #51845778      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Akteon
მაგიდაზე ბურთულის და მაგნიტის დადებისას დამდებმა (შენ, მე პეტრემ, პავლემ) დახარჯა ენერგია და ეს ენერგიის ბიუჯეტი ჩაიდო სისტემაში (ბურთულა+მაგნიტი) პოტენციური ენერგიის სახით.
მაგინტმა მიიზიდა და გაზრდილი პოტენციური ენერგია შეუმცირდა სისტემას. შედეგად, ენერგიის სხვაობა წავიდა ბურთულის გადაადგილებისას (მიზიდვისას) შესრულებულ მუშაობაზე.
ციკლის გასამეორებლად, რაიმე გარე სისტემამ უნდა ჩადოს ისევ პოტენციური ენერგიის სახით (მაგნიტი+ბურთულა) სისტემაში ენერგია: დააშოროს ერთმანეთს.
თვითონ მაგნიტი, მხოლოდ მაგნიტი ენერგიას არც ხარჯავს, არც იმატებს. ეს სისტემა (მაგნიტი+ბურთულა) იმატებს ენერგიას მხოლოდ და შესაბამისად გასცემს.

თუ ფიქრობ, რომ მხოლოდ მაგნიტია აქ მთავარ როლში, ცდები. ბურთულასაც უდიდესი როლი აკისრია. აიღე ხის ბურთულა და რას მიიზიდანს დაინახავ smile.gif

Komponent
QUOTE
მიზიდულობის უნარი მოაკლდება დედამიწას?

ქვას თუ კომოსში გავისვრით, კი მოაკლდება.
თუ მხოლოდ რამოდენიმე მეტრზე ავწიეთ, მაშინ დედამიწის სიმძიმის ცენტრი წაინაცვლებს ქვის აწევის მიმართულებით, მაგრამ ძალიან ძალიან ძალიან უმნიშვნელოდ. რადგან ქვის მასა დედამიწის მასასთან ძალიან ძალიან ძალიან მცირეა.


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
Jarvis
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1007
წევრი No.: 227056
რეგისტრ.: 15-December 16

გამოგზავნილია: 17 Dec 2017, 00:22  #51846913      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
QUOTE
თუ ფიქრობ, რომ მხოლოდ მაგნიტია აქ მთავარ როლში, ცდები. ბურთულასაც უდიდესი როლი აკისრია. აიღე ხის ბურთულა და რას მიიზიდანს დაინახავ

ვაუ , რა საინტერესო აზრია, ეგ კი არ მომოსვლია აზრად არასდროს biggrin.gif
ანუ მიზიდვის დროს ლითონის ბურთულაში აკუმულირებული პოტენციური ენერგია გამოიყოფა . გამოდის , მაგნიტური ველი მხოლოდ გარემოს ქმნის შესაბამისი პროცესის " რელიზებისათვის " .ხის ბურთულის შემთხვევაში ასეთი გარემო მხოლოდ გრავტაციულ ველს შეუძლია შექმნას.
მოიცა და თუ გრავიტაციული ველი სივრცის გამროდებას იწვევს და შედეგად მატერიის მიზიდვა ხდება , ხის ბურთლის ანუ (ისა რა აი სიმძმე რო პროსტინაზე დადო და რო ჩაღუნავს biggrin.gif და მერე ბურთულა ამ ჩაღუნულში რო ჩაგორდება ) მაგნიტური ველი სივრცის დეფორმაციას იწვევს ლითონის ბურთულასთვის ? აეე გავფრინდი კოსმოსში bis.gif
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7065
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 20 Dec 2017, 00:35  #51864159      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Jarvis
QUOTE
თუ გრავიტაციული ველი სივრცის გამროდებას იწვევს

გრავიტაციული ველი არ იწვევს სივრცის გამრუდებას.
სივრცის გამრუდებაა გრავიტაციული ველი.

QUOTE
მაგნიტური ველი სივრცის დეფორმაციას იწვევს ლითონის ბურთულასთვის ?

არა

QUOTE
აეე გავფრინდი კოსმოსში

მთვარეს არ მიარტყა რაკეტის წვერი smile.gif
Jarvis
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1007
წევრი No.: 227056
რეგისტრ.: 15-December 16

გამოგზავნილია: 21 Dec 2017, 18:56  #51873927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
QUOTE
გრავიტაციული ველი არ იწვევს სივრცის გამრუდებას.
სივრცის გამრუდებაა გრავიტაციული ველი.

ააააააა , უყურე შენ რამდენი წვრილმანი ყოფილა, მე კიდე მეგონა გრავიტაცია ამრუდებდა.
ა მივხვდი , მასა ამრუდებს სივრცეს და ამ გამრუდებას გრავიტაციას ეძახიან bis.gif up.gif

QUOTE
მთვარეს არ მიარტყა რაკეტის წვერი

არ მაქვს წვერი , მფრინავი თეფშით მივფრინავ gigi.gif

This post has been edited by Jarvis on 21 Dec 2017, 19:26
Akteon
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 232987
რეგისტრ.: 16-June 17

გამოგზავნილია: 23 Dec 2017, 09:24  #51882300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაგნიტი-ბურთულა სისტემის ენერგია თავისი სიდიდით იგივეა, რაც მხოლოდ მაგნიტის მაგნიტური ველის ენერგია, რადგანაც ბურთულას თავიდან საკუთარი მაგნიტური ველი არ გააჩნდა. ბურთულამ მაგნიტური ველი (საწინააღმდეგო პოლარობის) შეიძინა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასზე იმოქმედა მაგნიტმა თავისი მაგნიტური ველით და ბურთულის მაგნიტური ველის შექმნაზე დახარჯა ენერგია (ენერგიის დაუხარჯავად ბურთულაში მაგნიტური ველი ვერ შეიქმნება) გამოდის, რომ მაგნიტის მაგნიტურ ველს დამატებით დაუხარჯავს ბურთულის ატომების ელექტრონული გარსის პოლარიზაციაზე კიდევ დამატებითი ენერგია (ამის გამო გაუჩნდა მაგნიტური ველის არმქონე რკინის ბურთულას მაგნიტური ველი) და ეს ენერგიის დანახარჯი უნდა დავუმატოთ მაგნიტის მაგნიტური ველის მიერ ბურთულის მიზიდვაზე წარმოებულ ენერგიის დანახარჯს.

* * *
რაც შეეხება შეკითხვას: რას სთავაზობთ თანამოაზრეებს, ნობელის პრეემიის წილს თუ გაყიდვებიდან ამოღებულ პროცენტს? მინდა ვუპასუხო: ტარიელ კაპანაძეს ჩემთვის რომ შემოეთავაზებინა თანამშრომლობა თავისუფალი ენერგიის გენერატორის შექმნაში მე ასეთი კითხვის მიცემა მისთვის აზრადაც არ მომივიდოდა, გაიხსენე ძველი ფილმი "ხანუმა" იქ არის ასეთი მომენტი " იყიდე გაყიდე რა ქარვასლაა !!! " მე ბედნიერი ვიქნებოდი უკვე იმით, რომ ასეთ პროექტში რომ მიმეღო მონაწილეობა. პირადად მე თანახმა ვარ ჩემთვის 1%-ზე დანარჩენი შენთვის დამითმია მეგობარო და თუ გიმდა ამ 1%-საც მოგცემ, მაგრამ თუ შენ შენი მოღვაწეობით პროექტის გადაწყვეტაში შეიტან რაიმე მნიშვნელოვან წვლილს. ისე რომ იცოდე მე თანამოაზრეებს ვეძებ, თორემ თანამოვაჭრეები ამ საქმეში ბევრია...
viqtorich
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1327
წევრი No.: 146050
რეგისტრ.: 3-April 12

გამოგზავნილია: 24 Dec 2017, 14:00  #51888052      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Akteon @ 16 Dec 2017, 20:48 )
შეკითხვა ფიზიკოსებს: ვთქვათ მაგიდაზე დადებულმა მუდმივმა მაგნიტმა მიიზიდა რკინის ბურთულა, რომელიც ასევე უძრავად იდო მაგიდაზე და ბურთულამ მაგნიტთან შეჯახებამდე გაიარა რაღაც მანძილი. ბუნებრივია, რადგან მაგნიტის მაგნიტური ველის ძალამ ბურთულა აამოძრავა რაღაცა მანძილზე, შესრულდა მექანიკური მუშაობა, რომელიც ტოლია ბურთულაზე მოქმედი მიზიდულების საშუალო ძალის ნამრავლისა მანძილზე, რომელიც ბურთულამ გაიარა, ე.ი. შესრულდა მუშაობა. რადგან შესრულდა მუშაობა ეს ნიშნავს იმას, რომ მაგნიტის მაგნიტურმა ველმა დახარჯა რაღაცა ოდენობის ენერგია და ვინაიდან დახარჟული ენერგია მაგნიტს არ შეუვსია რაიმე წყაროდან, მას დარჩა უფრო ნაკლები ენერგია ვიდრე ბურთულას მიზიდვამდე ჰქონდა. მაგრამ ეს ასე არ არის, მაგნიტს სინამდვილეში აქვს ისევ იმ ოდენობის ენერგია, რაც ბურთულის მიზიდვამდე ჰქომდა და ბურთულის ასეთი მიზიდვა შეუძლია განახორციელოს პრაქტიკულად ნებისმიერი რაოდენობით. ბურთულის თითოეული მიზიდვისას იხარჯება ენერგია ეს უდაოა, მაგრამ დგება საკითხი, საიდან იხარჯება ეს ენერგია ან საიდან ივსებს მაგნიტიური ველი დახარჯულ ენერგიას. გთხოვთ მომიტევოთ ჩემი დილეტანტური კითხვა და მიპასუხეთ.

მე ვფიქრობ, თუ ბურთულა ამ კონტაქტით დამაგნიტდება, ანუ განცალკევების შემდეგ ისიც სუსტ მაგნიტად გადაიქცევა, მაშინ მუდმივი მაგნიტი აუცილებლად დაკარგავს თავისი ძალის რაღაც ნაწილს. შესადარებლად ავიღოთ ძირ გახვრეტილი ჭიქა და ჩავდოთ წყლიან ვედროში. ჭიქა შეივსება, მაგრამ ამოღებისას ისევ დაიცლება. თუ ნახვრეტზე კლაპანს გავუკეთებთ, მაშინ ჭიქა აღარ დაიცლება და ყოველ ამოღებაზე ვედროს 100-200გრამი წყალი მოაკლდება...
GIORGI XXL
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6007
წევრი No.: 117248
რეგისტრ.: 17-June 10

გამოგზავნილია: 7 Feb 2018, 02:56  #52133637      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ა იამაყეთ!
БТГ - Ротовертер по Чапудзе В.М. Откровение и опыт.
https://www.youtube.com/watch?v=s1H-5miBfyk
აქედან აღმოვჩნდი მაგ ვიდეოსთან
https://www.youtube.com/watch?v=Z0Pqd29g7cM

იცნობთ?
viqtorich
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1327
წევრი No.: 146050
რეგისტრ.: 3-April 12

გამოგზავნილია: 7 Feb 2018, 10:47  #52134285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (GIORGI XXL @ 7 Feb 2018, 02:56 )
ა იამაყეთ!

იცნობთ?

ურევს ჩაფიძე რაღაც-რაღაცეებს. მბრუნავ მომენტს ზრდის და სიმძლავრის მატებაზე ლაპარაკობს facepalm.gif
GIORGI XXL
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6007
წევრი No.: 117248
რეგისტრ.: 17-June 10

გამოგზავნილია: 7 Feb 2018, 16:14  #52136180      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
viqtorich
რედუქტორზეც რომ უშველებელი დანაკარგი ექნება!
პერპეტუმობილე არ გამოვიდა და ფოკუსად გადააკეთა biggrin.gif
viqtorich
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1327
წევრი No.: 146050
რეგისტრ.: 3-April 12

გამოგზავნილია: 7 Feb 2018, 20:51  #52137770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (GIORGI XXL @ 7 Feb 2018, 16:14 )
viqtorich
რედუქტორზეც რომ უშველებელი დანაკარგი ექნება!
პერპეტუმობილე არ გამოვიდა და ფოკუსად გადააკეთა biggrin.gif

სამწუხაროდ ბერკეტის პრინციპით ბევრი ტყუვდება და იმის გაგონებაც არ უნდათ რომ ბერკეტით აწეული ტვირთი, ეს უბრალოდ დროში გაწელილი მუშაობაა და არა ენერგიის მატება smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) « პირველი ... 4 5 [6]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0260 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]