forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კიბერნეტიკა, გამოთვლით ტექნიკასა და ინჟინერიაში (ძირითადად)
Jarvis
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 790
წევრი No.: 227056
რეგისტრ.: 15-December 16

გამოგზავნილია: 9 May 2017, 18:39  #50529508      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სალამი ყველას. ზოგადად კიბერნეტიკა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, მაგრამ თემა ძირითადად ეხება კიბერნეტიკას გამოთვლით ტექნიკისა და ინჟინერიაში. მე პირადად რობოტოტექნიკით ვარ დაინტერესებული ამიტომ შემდგომში ჩემი პოსტები უმეტესად ამ სფეროს შეეხება.რა თქმა უნდა შეზღუდვას არ ვაწესებ და ამ თემაში კიბერნეტიკის ნებისმიერი საკითხის განხილვა შეგიძიათ, რადგან ზოგადად ყველა მისი განხრა თუ მიმართულება ერთმანეთთან კავშირშია.
აქვე მოგიყვანთ სტატიას ერთ ერთი საიტიდან რომელიც ზოგადი და მიმოხილვითია. კონკრეტული მიღწევებზე თავად შეგიძლიად ისაუბროთ და განავრცოთ თემა smile.gif
წყაროს სპოილერში ჩავსვამ საიტის რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


სიტყვა კიბერნეტიკა – κυβερνήτης, ბერძნული ეტიმოლოგიის გახლავთ (kybernētēs – მართვა, მმართველი, მესაჭე). ხოლო მისი, როგორც სამეცნიერო ტერმინის განსაზღვრება, შემდეგნაირად ჟღერს: “კიბერნეტიკა ეს არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს მანქანებისა და ცოცხალი ორგანიზმების მიერ ინფორმაციის მიღებას, შენახვასა და გადაცემას, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისათვის”.
ტერმინი კიბერნეტიკა ჯერ კიდევ პლატონის ნაშრომებში გვხვდება. მას შემდეგაც, კიბერნეტიკა, როგორც მართვის ხელოვნების ცნება, წარსული დროის ბევრი მეცნიერისა თუ საზოგადო მოღვაწის ნაწერებში შეიძლება აღმოვაჩინოთ. მაგრამ 20-ე საუკუნის ტექნოლოგიურმა რევოლუციამ, მეცნიერების სხვადასხვა დარგების განვითარებამ თავისი ზეგავლენა მოახდინა ამ ტერმინის შინაარსზე. დღეს კიბერნეტიკა ძირითადად წარმოადგენს ცოცხალი თუ არაცოცხალი სისტემების დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაციის გამოყენებას მეცნიერების სხვადასხვა დარგებში. იგი შეისწავლის იმ მეთოდებს, რომლებსაც იყენებენ ეს სიტემები ინფორმაციის დამუშავებისა და ამ ინფორმაციის მართვაში გამოყენების დროს.
როგორც იცით ცოცხალ ბიოლოგიურ სისტემებში ინფორმაციის მიღება, დმუშავება, შენახვა და შემდგომ მისი გამოყენება რთული დინამიური პროცესია. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკუკავშირის პრინციპს. სწორედ უკუკავშირის პრინციპი განაპირობებს სისტემაში ინფორმაციის მოცულობის, ხასიათისა და გადანაწილების პროცესების კოორდინაციას. რომ არა უკუკავშირი, სისტემაში ინფორმაციული ნაკადის მიმოცვლა ყოველთვის ერთი მიმართულებით მოხდებოდა და არ იქნებოდა ამ ინფორმაციით მანიპულირების საშუალება, რაც ნებისმიერ სისტემას აძლევს ადაპტაციის და გარემოსთან ინტერაქტიული ურთიერთობის საშუალებას.
მიუხედავად იმისა რომ კიბერნეტიკა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული მეცნიერებაა, 20-ე საუკუნის 40იან წლებამდე, მას ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ. მისი ხელახალი აღმოჩენის მიზეზი კი ხელოვნური ინტელექტის შექმნის მცდელობა გახლდათ.

უკუკავშირის პრინხიპი
ხელოვნური ინტელექტის იდეა, მიუხედავად მისი განსაკუთრებულობისა, არცთუ ისე ახალი გახლავთ. მასზე მუშაობა 20-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ბიოლოგიის, ნეიროფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის და გამოთვლითი ტექნიკის განვითარებამ ადამიანებს შესძინა საკმარისი ცოდნა იმისათვის რომ მათ მიზნად დაესახათ ჭკვიანი მანქანების შექმნა. ამისათვის კი საჭირო გახდა იმ გამოცდილების გამოყენება, რომელიც კიბერნეტიკას ქონდა დაგროვებული.
ნეირომეცნიერებების წინსვლამ, გარკვეულწილად ხელი უბიძგა მეცნიერებს რომ ხელოვნური ინტელექტი შეექმნათ ადამიანის თავის ტვინის სიმულირების გზით, თუმცა თანამედროვე კლევებით ნათლად ჩანს, რომ ადამიანის თავის ტვინის მოქმედება მხოლოდ მატერიალური სუბსტანციებით არ არის დეტერმინირებული და მისი სრული მოდელირება თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეუძლებელია.
მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მეცნიერებისათვის. თანამედროვე შეხედულებით სულაც არ არის საჭირო, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ინტელექტის ანალოგიურ სტრუქტურულ წყობას იმეორებდეს. ანუ იმისათვის რომ მივიღოთ მოაზროვნე მანქანა, არ არის აუცილებელი რომ მას ადამიანის თავის ტვინის ზუსტი ასლი გააჩნდეს. მთავარია მუშაობის პრინციპი. თუ ჩვენ გამოვიყენებთ ადამიანის (ასევე ნებისმიერი სხვა სისტემის) ინფორმაციის დამუშავების მართვის პრინციპებს, სავსებით შესაძლებელია შევქმნათ ე.წ. ჭკვიანი მანქანები, რთული ბიოლოგიური სტრუქტურების მსგავსი კონსტრუქციების გარეშე.
სწორედ ეს პრინციპია დაცული ხელოვნური ინტელექტის კვლევებში. კერძოდ უკუკავშირის პრინციპზე დაფუძნებული ალგორითმები, საშუალებას იძლევა პირველად (საბაზისო) და მეორეულ მატრიცებს შორის მოხდეს კორელაცია, სისტემის შიგნით ინფორმაციის გადანაწილებაზე. თვალსაჩინოებისათვის ავიღოთ ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ნიმუში Asimo. ეს ჰუმანოიდი რობოტი გახლავთ იაპონური კომპანია Honda-ს ქმნილება. მარტივად რომ ვთქვათ, მისი (ასევე ნებისმიერი სხვა “მოაზროვნე მანქანის”) მუშაობის პრინციპი ეფუძნება ზემოთნახსენები მატრიცების პრინციპს. საბაზისო მატრიცაში მოთავსებულია ყველა ის ალგორითმი, რომელიც ჭირდება Asimo-ს ისეთი ძირითადი მოქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა სიარული, თავის მოძრაობა, ხელებში ნივთების დაჭერა და სხვა მარტივი თუ რთული მოძრაობები. მეორეული მატრიცა კი ეს გახლავთ დინამიური ალგორითმების ერთობლიობა, რომელიც განუწყვეტლი აწვდის საბაზისო მატრიცას ახალ-ახალ ბრძანებებს და ამით უზრუნველყოფს Asimo-ს კოორდინაციას გარემოში. კავშრი ამ ორ მატრიცას შორის სწორედ უკუკავშირის პრინციპით ხორციელდება. ანუ ხდება ძირითადი ალგორითმების მოდიფიცირება ისე, რომ ისინი შეესაბამებოდნენ კონკრეტულ გარემოებას, რაც Asimo-ს აძლევს საშუალებას ყოველ სიტუაციას მოერგოს მეტნაკლებად და რეალურ დროში მიიღოს ადექვატური გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში მეორეული მატრიცისთვის ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს რობოტის სენსორული მოწყობილობები. კამერებით მიღებული ვიდეოგამოსახულება და ბგერითი ტალღები, წარმოადგენენ კონკრეტული გარემოს აღქმის საშუალებებს. ამ ინფორმაციის დამუშავებით Asimo იოლად ორიენტირებს გარემოში, თავს არიდებს დაბრკოლებებს, აღიქვამს ადამიანების მიერ გაცემულ ბგერით ბრძანებებს, შეუძლია ადამიანის ჟესტიკულაციისა და სახის გამომეტყველების აღქმა. ეს ყოველივე Asimo-ს გასაოცრად ამსგავსებს ადამიანს და სწორედ ამიტომ ანდროიდი Asimo მოაზროვნე მანქანების ყველაზე უფრო კარგი წარმომადგენელია.
დავუბრუნდეთ ისევ კიბერნეტიკას. გარდა ხელოვნური ინტელექტისა, კიბერნეტიკა ასევე ფართოდ გამოიყენება ბიოტექნოლოგიებში. ბიოტექნოლოგიები ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან დიდი თემაა, ამიტომ მასზე ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ. აქ კი აღვნიშნავთ მხოლოდ იმას რომ კიბერნეტიკის, ბიოინჟინერიისა მოლეკულური ბიოლოგიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, ბევრი თითქოსდა ფუტურისტული პროექტი რეალობად იქცა. ამის მაგალითია ხელოვნური გული, ხელოვნური ნეიროტრანსმიტერები, გენური ინჟინერიისა და სხვა ახალი მეცნიერებების მიღწევები.

ესეც საკმაოდ კარგი ვიდეოკლიპი, ისიამოვნეთ smile.gif


პს. თემა ვერ მოვიძიე, ამიტომაც გავხსენი.ვფიქრობ ძალიან აქტუალური სფეროა 21 საუკუნეში old.gif idea.gif . იმედია არ დავივორნები smile.gif
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6999
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 9 May 2017, 22:20  #50531073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ დაივორნები, კარგი თემაა. აქვს გავრცობის და გაზრდის პოტენციალი.


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
Jarvis
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 790
წევრი No.: 227056
რეგისტრ.: 15-December 16

გამოგზავნილია: 9 May 2017, 22:32  #50531166      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეღსი ..................................

This post has been edited by Jarvis on 9 May 2017, 22:49
M A N E R A
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7551
წევრი No.: 87331
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 9 May 2017, 22:53  #50531300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კიბერნეტიკა


იყო პერიოდი, როცა "ლჟენაუკად" მიაჩნდათ საბჭოთა კავშირში...


--------------------
არ ჩავიციკლოთ !
Jarvis
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 790
წევრი No.: 227056
რეგისტრ.: 15-December 16

გამოგზავნილია: 9 May 2017, 23:11  #50531427      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კი , ეგრეა. დასავლეტის შემოგდებულად ტვლიდნენ.დაჯე იჭერდნენ მაგისტვის მგონი :დM A N E R A
Davion
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3468
წევრი No.: 5648
რეგისტრ.: 6-July 04

გამოგზავნილია: 10 May 2017, 08:43  #50533397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Jarvis
QUOTE
მიუხედავად იმისა რომ კიბერნეტიკა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული მეცნიერებაა, 20-ე საუკუნის 40იან წლებამდე, მას ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ. მისი ხელახალი აღმოჩენის მიზეზი კი ხელოვნური ინტელექტის შექმნის მცდელობა გახლდათ.

კიბერნეტიკასთან ნორბერტ ვინერი და მისი წიგნი "კიბერნეტიკა,...." არ ახსენო-ცოდვაა smile.gif სწორედ ვინერი ითვლება ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით გამოყენების ავტორად.
https://en.wikipedia.org/wiki/Norbert_Wiener
https://en.wikipedia.org/wiki/Cybernetics:_...and_the_Machine
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%B8%...%B5%D1%80%D1%82
Gateways
The Normal One


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6440
წევრი No.: 166997
რეგისტრ.: 10-May 13

გამოგზავნილია: 10 May 2017, 09:23  #50533469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდეთ up.gif









--------------------
Liverpool FC ❤
We Won it Five Times !!!
⭐⭐⭐⭐⭐
psyxo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4954
წევრი No.: 7763
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 10 May 2017, 09:28  #50533484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
QUOTE
Jarvis

up.gif ზოგადად ძალიან მაგარი თემაა!
asphurcela
QUOTE
არ დაივორნები, კარგი თემაა. აქვს გავრცობის და გაზრდის პოტენციალი.

და რატო დაამადლე არდავორნა? user.gif

პირველად რო აღვიქვი კიბერნეტიკის არსი მივხვდი რომ ეს იყო ჩემი რელიგია, ხოლო მშობლიური ენა ორობითი კოდი .... სავარაუდოდ ორმოცი წლის წინ!
ასე რომ მსოფხედველობრივი დატვირთვა აქვს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კომპარტიის როგორც ერთადერთი ლიდერის და ხალხის მიმმართველი ძალის კონცეფციის იდეასა და იმიტომაც არ მოსწონდა საბჭოთა პარტიულ ელიტას, თორემ დარწმუნებული ვარ სტალინმა კაკრაზ სწორად გაიგო კიბერნეტიკის არსი.


--------------------
გაღმა გავალ გუთნითვინა............ ;) !
http://izvestia.ru/news/541857
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9969
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 10 May 2017, 10:11  #50533640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
საინტერესო თემაა. ველოდები საინტერესო პოსტებს.


--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6999
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 10 May 2017, 10:57  #50533873      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
psyxo
QUOTE
და რატო დაამადლე არდავორნა?

თვითონ იკითხა, ხომ არ დავივორნებიო.
დამადლება რა შუაშია smile.gif
ზოგადად, წესია, თემის გახსნამდე უნდა ნახო, ხომ არა არის უკვე ეს ან მსგავსი თემა და მერე გახსნა თემა.
თუ რათქმაუნდა ბარდაგი არ გვინდა რომ იყოს.
უძინარი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1107
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17

გამოგზავნილია: 10 May 2017, 13:15  #50534755      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
საინტერესო თემაა. ველოდები საინტერესო პოსტებს.


საიდან ელოდები, ერკვევით ვინმე კიბერნეტიკაში რო?

biggrin.gif

კაი ერთ ამოცანას დავაყენებ და თუ გადაწყვეტთ.

ვთქვათ გვინდა სრულიად შემთხვევითი რიცხვების გენერატორი 0-დან მილიონამდე, მუდმივად რომ იმუშაოს და სტატისტიკურად გამართული იყოს.

როგორ გააკეთებთ, რა ფორმულით და ალგორითმებით?


--------------------
უ ძ ი ნ ა რ ი
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9969
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 10 May 2017, 13:19  #50534788      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
უძინარი
QUOTE
ვთქვათ გვინდა სრულიად შემთხვევითი რიცხვების გენერატორი 0-დან მილიონამდე, მუდმივად რომ იმუშაოს და სტატისტიკურად გამართული იყოს.

როგორ გააკეთებთ, რა ფორმულით და ალგორითმებით?

კვანტური გენერატორით wink.gif

asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6999
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 10 May 2017, 13:20  #50534801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უძინარი
QUOTE
კაი ერთ ამოცანას დავაყენებ და თუ გადაწყვეტთ.

რა არის ეხლა ეგ?
კუტუების დატოლება რა პონტია?

მამჩემი მოერევა თუ მამაშენის პონტი გამოგდის.
არ ვიცით, გვასწავლე, ამას თუ ამოხსნით იმას თუ ამოხსნით საბავშვო ბაღი ხო არაა?

დაამატე შენი ცოდნა ამ თემას და მადლობას გეტყვის თემის ავტორი.
smile.gif

ეგ კიდევ რა პრობლემაა, ჩაწერე მატლაბში საიდან სადამდე გინდა გენერირება და ჩასვი ლუპში
უძინარი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1107
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17

გამოგზავნილია: 10 May 2017, 13:24  #50534829      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
QUOTE
მამჩემი მოერევა თუ მამაშენის პონტი გამოგდის.


ვერ ერკვევი საკითხში და არც მიკვირს.

QUOTE
ჩაწერე მატლაბში საიდან სადამდე გინდა გენერირება და ჩასვი ლუპში


კომპიუტერს რამდენჯერაც გამოათვლევინებ, იმდენჯერ ერთნაირ შედეგს მიიღებ.

მე კიდე იქნებადა ვირტუალური კაზინო მაქვს და ყოველდღე განსხვავებული შედეგები მჭირდება.

თანაც სტატისტიკა უნდა ვაჩვენო საიტზე და თუ ვინმემ რამე კანონზომიერება შენიშნა, ეგრევე გამაკოტრებს.

asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6999
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 10 May 2017, 13:28  #50534853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მერე სად ვწერ რომ კიბერნეტიკოსი ან პროგრამისტი ვარ?
მე ვიყენებ მათ პროდუქტს, და მაქვს ინსტრუქცია თუ როგორ გამოვიყენო.

პათოსი გაქვს ისეთი, თითქოს შენ იცი და სხვამ არა და დასცინი სხვას, რომ არ იცის.
ამაზე მიგითითე, მაგრამ ვერ მიხვდი.

თუ ეგ ამოცანა შენს წინაშეა და ვერ გადაგიწყვეტია ჯერ, ისე უნდა გეკითხა, რომ დახმარების სურვილი გაუჩნდეს ვინმეს, და არა ეგრე, აბა თუ ამოხსნით smile.gif

გევიგევით?

არაფერი პირადული (სხვასაც იგივეს ვეტყოდი)

This post has been edited by asphurcela on 10 May 2017, 13:29
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0262 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]