forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფიზიკოსები ორშაბათს, „უპრეცედენტო აღმოჩენის“ შესახებ ისაუბრებენ
bugler
Slightly Important Person


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2919
წევრი No.: 59933
რეგისტრ.: 2-May 08

  გამოგზავნილია: 13 Oct 2017, 22:26  #51498551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
რამდენიმე კვირის წინ, LIGO-სა და VIRGO-ს ერთობლივი მუშაობით გრავიტაციული ტალღები მეოთხედ დავაფიქსირეთ. მათ სამმა ყველაზე გამოჩენილმა ფიზიკოსმა კი ნობელის პრემია აიღო თავიანთი ნაშრომის გამო.

ორშაბათს კი, ისინი გამოაცხადებენ რაღაც ახალს. ამ დიდი აღმოჩენის შესახებ კრინტს არავინ ძრავს. ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ განაცხადა, რომ ეს „უპრეცედენტო აღმოჩენა“ იქნება, ამიტომ, დიდი ალბათობით, ყველანი უნდა გავოცდეთ. LIGO, VIRGO და 70 სხვა ობსერვატორია მსოფლიოს გარშემო ჩაატარებს პრეს-კონფერენციას ერთსა და იმავე დროს.

ამიტომ გადადეთ ყველანაირი საქმე ორშაბათს, 18:00 საათზე. დიდი ალბათობით, ვინც მუშაობთ, ამ დროს საცობში იქნებით, ამიტომ შეგიძლიათ ეს მძიმე ტვირთი ამ აღმოჩენის გამოცხადების სიხარულით გადააგოროთ. პირდაპირ ტრანსლაციას შეგიძლიათ უყუროთ National Science Foundation-ის ან ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ვებ-გვერდზე.

მანამ, სანამ ამ ტრანსლაციის დრო მოვა, შეგიძლიათ გაეცნოთ გრავიტაციულ ტალღებზე ბლოგს National Geographic საქართველოზე: რა არის გრავიტაციული ტალღა? რატომ არის მათი აღმოჩენა ასეთი მნიშვნელოვანი? რა ახალ გზას გვთავაზობს სამყაროს მათით შესწავლა? და ა.შ.


link


იმედია ეთერის არსებობას აღიარებენ.. სხვა არაფერი გამახარებს biggrin.gif
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46849
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 14 Oct 2017, 13:17  #51500879      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
bugler
QUOTE
იმედია ეთერის არსებობას აღიარებენ.. სხვა არაფერი გამახარებს

გიყვარს ეთერი? old.gif


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
eniqsi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 844
წევრი No.: 135324
რეგისტრ.: 31-August 11

გამოგზავნილია: 14 Oct 2017, 14:04  #51501111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რამდენიმე კვირის წინ, LIGO-სა და VIRGO-ს ერთობლივი მუშაობით გრავიტაციული ტალღები მეოთხედ დავაფიქსირეთ.

დაფიქსირდა გრავიტაციული შეშფოთება და არა გრავიტაციული ტალღა. დანარჩენი პიარია სანამ არ იქნება საკმარისი სტატისტიკა და არ მოხდება ერთობლივი დაკვირვება ელექტრომაგნიტურ და ნეიტრინულ არეში.
bugler
Slightly Important Person


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2919
წევრი No.: 59933
რეგისტრ.: 2-May 08

გამოგზავნილია: 15 Oct 2017, 10:55  #51505492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
არწივი9
QUOTE
გიყვარს ეთერი?


ჩემი ოცნების ქალია smile.gif
grooveco
Smurferinio


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2104
წევრი No.: 130350
რეგისტრ.: 20-April 11

გამოგზავნილია: 19 Oct 2017, 18:07  #51529896      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა რო გაიხსნა თემა არის რამე სიახლე ?


--------------------
So as I pray, "Unlimited Blade Works."

ბოვში ანგელოზია მაგრამ დეეეებილიაა
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9211
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01

გამოგზავნილია: 19 Oct 2017, 18:33  #51530050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
grooveco
QUOTE
აბა რო გაიხსნა თემა არის რამე სიახლე ?



--------------------
აფრენით ყველა ვაფრენთ შე კაცო, ასაფრენი ბილიკების მეტი რა გვაქვს, დასაფრენი ბილიკები თქვი შენ... (c) gia1970
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9961
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 21 Oct 2017, 09:15  #51538267      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (Lilith @ 19 Oct 2017, 18:33 )
grooveco
QUOTE
აბა რო გაიხსნა თემა არის რამე სიახლე ?


ვინმემ უყურა თავიდან ბოლომდე? იქნებ მოკლედ დაწეროთ რას ამბობენ გარდა იმისა თუ როგორ აღმოაჩინეს ეს ტალღები.



--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6986
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 21 Oct 2017, 11:40  #51538770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
სამსაათნახევრიანი ვიდეოა, ბოლომდე არ მინახავს.
მაგრამ ამბობენ, რომ ნეოტრონული ვარსკვლავების შერწყმის სიგნალი მიიღეს და იმავდროულად ხილული დიაპაზონის ტელესკოპები მიმართეს მოცემული მიმართულებით და სინათლის გამოსხივებაც დააფიქსირეს.
მონაცემების ანალიზით დაადგინეს, რომ 2 ნეოტრონული ვარსკვლავი გაერთიანდა და ბოლოს აფეთქდა და გამოასხივა გამა სხივები.
ასევე ამ გაერთიანებისას სპექტროსოკიული ანალიზით დაადგინეს, რომ ოქრო და პლატინა ფორმირდა ამ აფეთქებისას.
მნიშVნელოვანი მიღწევა ისაა კიდევ, რომ ზუსტად განსაზღვრეს მიმართულება, ანუ ადგილი სადაც მოხდა ეს.

ხო გამომრჩა:
საბოლოოდ დამტკიცდა, რომ გრავიტაციული ტალღების სიჩქარე და სინათლის სიჩქარე ტოლია.
რაგდან გრავიტაციული ტალღები და სინათლის ტალღები ერთდროულად მოვიდნენ რამოდენიმე მილიონი სინათლის წლით დაშორებული ობიექტიდან.

და ასე შემდეგ, ბევრ რამეს ამბობენ კიდევ.

This post has been edited by asphurcela on 21 Oct 2017, 11:42


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
Basiani1202
Paranoid


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 347
წევრი No.: 234676
რეგისტრ.: 16-August 17

გამოგზავნილია: 21 Oct 2017, 12:01  #51538878      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
asphurcela
QUOTE
გრავიტაციული ტალღები და სინათლის ტალღები ერთდროულად მოვიდნენ რამოდენიმე მილიონი სინათლის წლით დაშორებული ობიექტიდან.

ანუ ისტორიას უყურეს?


--------------------
მაშასადამე
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3754
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 21 Oct 2017, 16:00  #51540219      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ნეტა ის სასტავი რას შვრება ვინც გამწარებული უარყოფდა ფარდობითობის თეორიას? ალბათ ლოცვებს აძლიერებენ სხვა რა დარჩენიათ


p.s.



ისე ეხლა დავფიქრდი ვიდეოში რო ამბობს ვარსკვლავები ტრიალისგან ენერგიას კარგავენ გრავიტაციული ტალღების სახითო და უახლოვდებიან ერთმანეთსო... იგივე ხდება ყველა სისტემის შემთხვევაში დედამიწაც მთვარეც და მზეც გრავიტაციულ ტალღებს უშვებენ ვინაიდან წრიულად მოძრაობენ და კარგავენ ენერგიას არა? მაშინ როდისღაც ყველაფერი უნდა დაეცეს ერთმანეთს... და საინტერესოა სწორ ხაზზე მოძრავი ობიექტი თუ ასხოვებს რაღაცა სახის გრავიტაციულ ტალღებს?

This post has been edited by ლოგიკⒶ on 21 Oct 2017, 16:10


--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.

ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6986
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 21 Oct 2017, 19:41  #51541519      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Basiani1202
QUOTE
ანუ ისტორიას უყურეს?

კი, წარსულს უყურებს ყველა ასტრონომი.

ლოგიკⒶ
QUOTE
და საინტერესოა სწორ ხაზზე მოძრავი ობიექტი თუ ასხოვებს რაღაცა სახის გრავიტაციულ ტალღებს?

სწორზე იმოძრავებს თუ დაკლაკნილზე, მნიშვნელობა აქვს თუ ურთიერთქმედებს რომელიმე გარე ობიექტთან გრავიტაციულად.
ვინაიდან განმხოლოებული ობიექტი არ არსებობს და გვერდს ვერ აუვლის სხვა ობიექტს, ნიშნავს, რომ გრავიტაციულად მოქმედებს გარემოსთან.
და მაშასადამე კარგავს გარკვეულ ენერგიას.
საკითხავია ამ ურთიერთქმედების ენერგია რამხელაა.
როცა ორი მძიმე ობიექტი ახლოსაა ერთმანეთთან და ერთმანეთის ირგვლივ ბრუნავენ, ამ დროს წარმოქმნილი დრო-სივრცის შეშფოთება, ანუ გრავიტაციული ტალღების ინტენსივობა საკმარისად დიდია, რომ დააფიქსირო ხელსაწყოზე.
მოკლედ, იმის თმა მინდა, რომ ნებისმიერი ურთიერთქმედების დროს ხდება ენერგიის გაცვლა, ან გარემოში გამოსხივება. უბრალოდ ზოგი უსაშველოს მცირეა, ზოგი საკმარისად დიდი.

დედამიწაზე გრავიტაციული ტალღების მიმღები იმდენად მგრძნობიარეა, რომ გარეთ მანქანების მოძრაობაც აისახება მასზე. მაგრამ ამას ხმაურში უშვებენ და უგულეგელჰყოფენ. განსაკუთრებით ადვილია ხმაურის გაფილტვრა, როცა რამოდენიმე დეტექორი სინქრონულად აანალიზებს მონაცემებს. ხმაური ერთის მიერ დაფიქსირებული არ ემთხვევა მეორისას და ის იფილტრება. ხოლო კოსმოსიდან მოსული სიგნალი ყველა დეტექტორში ერთნაირია და დროში წანაცვლებული. ეს ინახება და მერე ანალიზდება.

This post has been edited by asphurcela on 21 Oct 2017, 19:48
eniqsi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 844
წევრი No.: 135324
რეგისტრ.: 31-August 11

გამოგზავნილია: 21 Oct 2017, 20:28  #51541965      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
QUOTE
მონაცემების ანალიზით დაადგინეს, რომ 2 ნეოტრონული ვარსკვლავი გაერთიანდა და ბოლოს აფეთქდა და გამოასხივა გამა სხივები.

ერთი პატარა პრობლემა აქვთ, გამა შეშფოთების ინტენსივობა ნაკლები აღმოჩნდა ვიდრე ვარაუდობდნენ.
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6986
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 21 Oct 2017, 20:37  #51542048      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
eniqsi
კიუ, თუმცა მაგის წინასწარი სავარაუდო ახსნა ისაა, რომ დედამიწა უბრალოდ არ მოხვსა გამა გამოსხივების მაქსიმალური ინტენსივობის არეში.
ანუ გამა გამოსხივებას სივრცეში ორი უღტიერთ საწინააღმდეგო ტოტი აქვს და მაქსიმუმი მანდ ჯდება.
ამიტომ მომავალი ანალიზი და დაკვირვებაა მაგ არეალის საჭირო.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9961
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 21 Oct 2017, 23:35  #51543488      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (asphurcela @ 21 Oct 2017, 11:40 )
nforumi
სამსაათნახევრიანი ვიდეოა, ბოლომდე არ მინახავს.
მაგრამ ამბობენ, რომ ნეოტრონული ვარსკვლავების შერწყმის სიგნალი მიიღეს და იმავდროულად ხილული დიაპაზონის ტელესკოპები მიმართეს მოცემული მიმართულებით და სინათლის გამოსხივებაც დააფიქსირეს.
მონაცემების ანალიზით დაადგინეს, რომ 2 ნეოტრონული ვარსკვლავი გაერთიანდა და ბოლოს აფეთქდა და გამოასხივა გამა სხივები.
ასევე ამ გაერთიანებისას სპექტროსოკიული ანალიზით დაადგინეს, რომ ოქრო და პლატინა ფორმირდა ამ აფეთქებისას.
მნიშVნელოვანი მიღწევა ისაა კიდევ, რომ ზუსტად განსაზღვრეს მიმართულება, ანუ ადგილი სადაც მოხდა ეს.

ხო გამომრჩა:
საბოლოოდ დამტკიცდა, რომ გრავიტაციული ტალღების სიჩქარე და სინათლის სიჩქარე ტოლია.
რაგდან გრავიტაციული ტალღები და სინათლის ტალღები ერთდროულად მოვიდნენ რამოდენიმე მილიონი სინათლის წლით დაშორებული ობიექტიდან.

და ასე შემდეგ, ბევრ რამეს ამბობენ კიდევ.

მე თავიდან ვუსმინე ცოტა და თითქმის ყველაფერი ეგ თავიდანვე ითქვა. მერე გადავიდნენ პროცესის აღწერაზე, თუ როგორ მოხდა ეგ ყველაფერი და მერე აღარ მეცალა ... smile.gif

ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3754
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 22 Oct 2017, 00:59  #51544068      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
მნიშვნელობა აქვს თუ ურთიერთქმედებს რომელიმე გარე ობიექტთან გრავიტაციულად.

ორი ობიექტის ურთიერთქმედება გასაგებია მაგრამ მე როგორც გავიგე ამ ნეიტრონულმა ვარსკვლავებმა ენერგია იმის გამო დაკარგეს რომ გრავიტაციული ტალღები წარმოიქმნა, კინეტიკური ენერგია გადავიდა გრავიტაციულ ტალღაში რის გამოც მოძრაობის სიჩქარე შეუნელდათ და შესაბამისად მიუახლოვდნენ ერთმანეთს... სამყაროში მაგ ორი ვარსკვლავის გარდა არაფერი რომ არ ყოფილიყო ყველაფერი იგივენაირად მოხდებოდა ეგ ორი ვარსკვლავი ენერგიას დაკარგავდა ამ წარმოქმნილი ტალღების სახით


საერთოდ გრავიტაციული ტალღა როგორ იქმნება უფრო ეს მაინტერესებს აუცილებელია რომ მოძრაობის მიმართულება შეიცვალოს ობიექტმა თუ სწორ ხაზზე მოძრაობისასაც წარმოიქმნება რამე ტალღა? თუ სწორად მოძრაობის დროსაც გვაქ ტალღა მაშინ სამყარო სულ ცარიელი რომ იყოს და ერთი ობეიქტი მიფრინავდეს სადმე, ადრე თუ გვიან დაკარგავს ენერგიას წარმოქმნილი ტალღის სახით და გაჩერდება არა?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0252 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]