forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ნეირომეცნიერება საქართველოში, ნეირომეცნიერების სწავლება საქართველოში
Lichtenberg140
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 239380
რეგისტრ.: 3-January 18

გამოგზავნილია: 3 Jan 2018, 15:41  #51933392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ მაინტერესებს თქვენგან ვინმე თუ სწავლობს ამ მიმართულებით საქართველოში ქართულ უნივერსიტეტებში რამდენად საფუძვლიანად და ხარისხიანად ხდება ამ მიმართულებით( სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებაა თუ არ ვცდები ) სწავლება ან რამდენად ხდება დასაქმება ამ სპეციალისტების მოკლედ ამ ფაკულტეტზე ვაპირებ ჩაბარებას
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი და რას მირჩევთ
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 59067
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 5 Jan 2018, 03:23  #51943094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lichtenberg140
QUOTE
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების

ბიოლოგიის, მარტივად რომ ითქვას.
QUOTE
რამდენად ხდება დასაქმება ამ სპეციალისტების

givi.gif
თუ სამედიცინო განათლება გაქვს და ნევროლოგი ხარ, იმუშავებ პროფილით. თუ ბიოლოგიური განათლება გაქვს და ხარ ნეიროქიმიკოსი, ნეირომორფოლოგი ან ნეიროფიზიოლოგი, შეგიძლია, რომ ასწავლო უნივერსიტეტში და ცოტას გაერთო ექსპერიმენტებით ფიზ. ინსტიტუტში
თუ არადა, წახვიდე საზღვარგარეთ და მიჰყო ხელი სრულმასშტაბიან სამეცნიერო მუშაობას (შეიძლება, პედაგოგიურ მოღვაწეობასტან შეთავსებაც).

QUOTE
მ ფაკულტეტზე ვაპირებ ჩაბარებას

მე მგონი, რომ ცალკე ნეირომეცნიერებას ვერ ისწავლი თავიდანვე. ჯერ გესაჭიროება მტკიცე თეორიულ-პრაქტიკული საფუძველი ზოგად სპეციალობებში (ანატომია, ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ბიოფიზიკა, უჯრედის დ ამოლ. ბიოლოგია) და სხვ. ამის შემდეგ შეგიძლია, რომ დასპეციალდე ნეირომეცნიერებაში მაგისტრატურაში და მერე- დოქტორანტურაში.


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
Lichtenberg140
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 239380
რეგისტრ.: 3-January 18

გამოგზავნილია: 5 Jan 2018, 17:18  #51946208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კი მესმის ეგ უკვე სპეციალობა ასე ვთქვათ ბოლო ეტაპი ფაკულტეტები პროგრამები და სხვაა საჭირო თვითონ ნეირომეცნიერის "წოდების" როგორც ვიცი შეგიძია ქიმიის ფიზიკის განხრით წახვიდე საინტერესოა რამდენად ხდება სწავლება ამ კუთხით სსაკმაოდ დიდ სახსრებს და სასწავლო ბაზას მოითხოვს ამ სპეციალობის დაუფლება რამდენად აქვთ თანამედროვე ქვეყნების უნივერსიტეტების მსგავსი პირობები და სასწავლო ბაზა და რესურსები საქართველოში ჩემი კითხვაა ესაა ლოგიკურიცაა მეცნიერების სფეროში სწავლებაც და სწავლაც სხვა სტანდარტებს მოითხოვს არის კი ეს სტანდარტი საქართველოში??
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18695
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13

გამოგზავნილია: 5 Jan 2018, 17:36  #51946338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lichtenberg140
ნეიროფსიქოლოგია არ გინდა?


--------------------
მაკონდოში წვიმს

Sometimes there is so much beauty in the world, I feel like I can't take it, and my heart is just going to cave in
Lichtenberg140
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 239380
რეგისტრ.: 3-January 18

გამოგზავნილია: 5 Jan 2018, 18:43  #51946783      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
marimari11
ზოგადად რომ დავკონკრეტდე ნეირობიოლოგია მინდა თუმცა ვერ დავმალავ ინტერესს და სიმპათიებს ნეიროფსიქოლოგიის მიმართ
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18695
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13

გამოგზავნილია: 5 Jan 2018, 18:46  #51946806      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lichtenberg140
ნეიროფსიქოლოგიაზე შემიძლია გითხრა რომ ჯერ ფსიქოლოგია უნდა ისწავლო 4 წელი და მერე მაგისტარტურა ნეიროფსიქოლოგიის 2 წელი
მაგრამ შენ უფრო ბიოლოგიის განხრით თუ გინდა არ გამოგადგება
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 59067
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 5 Jan 2018, 21:54  #51948119      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lichtenberg140
QUOTE
ქიმიის ფიზიკის განხრით

მარტო ფიზიკის საფუძვლით ძალიან გაგიჭირდება ნეირომეცნიერების ათვისება. ნერვული ქსოვილის ელექტროფიზიოლოგიურ აქტივობას ხელსაწყოებიც აღრიცხავენ. შენ ის უნდა იცოდე, რატომ, როდის და როგორ ჩართო და სად გაზომო და მაგის საცოდნელად კი ბიოლოგიური საგნები (ანატომია, ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ბიოფიზიკა და სხვ), უფრო გესაჭიროება, ვიდრე მექანიკა, ოპტიკა და მყარი სხეულის ფიზიკა.
ანალოგიურად, ქიმიკოსის საფუძვლით მარტო ნეიროქიმიაში თუ იმუშავებ და არცთუ კარგად.
გარდა ამისა, ნეირომეცნიერებაში მუშაობა გულისხმობს ცხოველური მოდელების კარგ ფლობასაც და ფიზიკა-ქიმიით ნამდვილად არ გეცოდინება ეგ.

შეჯამება: ნეირომეცნიერება ამ ეტაპზე მაინც, გულისხმობს ტვინში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების შესწავლას და ამის გაკეთება, ჩემი აზრით, შეუძლია ბიოლოგს/ექიმს/ფარმაცევტს, რომეოლსაც ქიმიისა და ფიზიკის გარკვეული ნაწილების კარგი ცოდნაც აქვს.

თუ ე.წ. Big data ანალიზი გაინტერესებს, მაგას მათემატიკოსობა ან პროგრამისტობა სჭირდება.

ნეიროფსიქოლოგიაზე კი გითხრეს უკვე..
* * *
QUOTE
არის კი ეს სტანდარტი საქართველოში??

ბაკალავრიატი გააკეთე საქართველოში. პარალელურად, ისწავლე ინგლისური კარგად. თუ ფრანგულს ან გერმანულსაც ისწავლი დამატებით-მთლად გადასარევი. შემდეგ დაიწყე სამაგისტრო პროგრამების ძიება და რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში წადი ნეირომეცნიერების მაგისტრატურაში. მაგალითად, გოტინგენის უნივერსიტეტს, გერმანიაში, საკმაოდ კარგი ცენტრი აქვს, შესაბამისი სამაგისტრო პროგრამითურთ. სხვაგანაც იქნება. შეგიძლია, დაადის ან რაიმე ასეთ სტიპენდიაზეც იჩალიჩო.
Christian Cullen
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9939
წევრი No.: 88064
რეგისტრ.: 3-April 09

გამოგზავნილია: 9 Jan 2018, 08:48  #51966238      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig

გილოცავ ყველაფერს ერთად, გზაშია ჩემი მეორე სტატიაც და დავიცავ გვიან შემოდგომას ალბათ, პარალელურად რამდენიმე აქაურ უნივერსიტეტშI დავგზავნე სვ. თუ რამეა ინდუსებთან შევალ ბიოქიმიას წავიკითხავ მეთქი და ერთ-ერთიდან შემეხმიანნენ, ოღონდ გაის ამ დროს დადებენ იმ პროგრამას რაცეზ უნდა ვასწავლო, აკრედიტაციას გადიან. ზემოთ შენი პოსტი ვნახე და პოსტ დოკზე რომ წავიდე შტატებშI თუნდაც. არის შანსი რომ პრაქტიკულ მეცადინეობებზე მაინც შემიშვან?
ფიზიოლოგიაში, რომ იცოდე, ია ჟვანიას უდგას ატომურ ძალოვანი. ოღონდ ეგაა, რამდენიც გრუხუნა ტრაილერი ჩაივლის იმდენჯერ სურათები ვერ გამოაქვს პროგრამას ნორმალურად biggrin.gif




Lichtenberg140
ნეირობიოლოგია გვაქვს სადოქტორო პროგრამა ილიაში, გვაქვს კარგი ბიოქიმიური ლაბორატორია საქართველოს და, ალბათ, ამიერკავკასიის დონეზე.
impossiblegirl
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 74
წევრი No.: 232636
რეგისტრ.: 5-June 17

გამოგზავნილია: 9 Jan 2018, 09:22  #51966270      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lichtenberg140
ჯობია საზღვარგარეთ წახვიდე რა ეხლავე, ძაან ჭაობშია ჩვენთან მსგავსი სფეროები biggrin.gif


--------------------
you can not swim for new horizons until you have courage to lose sight of the shore



William Faulkner
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 59067
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 03:15  #51971722      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Christian Cullen
QUOTE
გზაშია ჩემი მეორე სტატიაც და დავიცავ გვიან შემოდგომას ალბათ,

ყოჩაღ შენ!

QUOTE
პოსტ დოკზე რომ წავიდე შტატებშI თუნდაც. არის შანსი რომ პრაქტიკულ მეცადინეობებზე მაინც შემიშვან?

პოსტდოკობა შტატებში დაახლოებით იგივეა, რაც დოქტორანტობა ევროპაში.
ცოტა ფული, ბევრი საქმე, 0 პირადი ცხოვრება, უმადური უფროსი.
ჩემი ნაცნობებიდან არავინ გამიგია, რომ პრაქტიკულებზე შესულიყოს. გერმანიაშიც დიდად არ არის ეგ გავრცელებული. უფრო მაგისტრს ან დოქტორანტს მიაბარებენ ხოლმე პოსტდოკებს. ზოგან პრაქტიკუმებსაც ატარებენ, მაგრამ, საკმაოდ იშვიათია ეს.
* * *
QUOTE
ნეირობიოლოგია გვაქვს სადოქტორო პროგრამა ილიაში, გვაქვს კარგი ბიოქიმიური ლაბორატორია საქართველოს და, ალბათ, ამიერკავკასიის დონეზე.

ილიაში კარგი კონტიგენტია მართლაც. რეზო სოლომონია და კამპანია. ნორმალური ხალხია.
Christian Cullen
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9939
წევრი No.: 88064
რეგისტრ.: 3-April 09

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 15:07  #51973634      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ცოტა ფული, ბევრი საქმე, 0 პირადი ცხოვრება, უმადური უფროსი.


კიბატონო, მაგრამ უნდა დავიწყო მაგ ეტაპიდან აუცილებლად. მთავარია GYM ში წავსლის საათნახევარი მქონდეს და მეტს არ ვჩივი. ჰა ჰა Hellyeah და Down ის კონცერტებს დავესწრო. მაგიტომ მოვძებნი პოზიციას უფრო სამხრეთ შტატებში :დ
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 59067
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 11 Jan 2018, 01:23  #51977559      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Christian Cullen


QUOTE
უნდა დავიწყო მაგ ეტაპიდან აუცილებლად.


ევროპაშიც შეგიძლია, რომ სცადო. გერმანიაში მშვენიერ დონეზეა ნეირომეცნიერება. ქართველი კოლეგებიც გეყოლება.

ტუ მაინცდამაინც ამერიკას ხარ ჩაციებული
QUOTE
სამხრეთ შტატებში

არ გირჩევ მანდ.

აღმოსავლეთ სანაპიროზე სცადე-ბოსტონი, ჩიკაგო, ნიუ-იორკი, ვაშინგტონი (NIH).
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0162 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]