forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (12) « პირველი ... 5 6 [7] 8 9 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აქვთ თუ არა ცივილიზაცია ჭიანჭველებს?, და ზოგადად ცხოველებს?
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10173
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 09:41  #51995388      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Dirac
QUOTE
იქნებ ვაიფაი აქვთ. მაგათგან ეგეც არ გამიკვირდება.

არაა, ეგ რომ ქონდეთ საკვების მპოვნელს აღარ დაჭირდებოდა სხვების მოსაყვანად წასვლა wink.gif



--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3875
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 11:52  #51995668      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nforumi
QUOTE
სინამდვილეში არც ეს არის საკმარისი. მილიონი წლის წინ რომ ვინმე დაკვირვებოდა ადამიანს (თუ რაც იყო), თუნდაც ორი ათასი წელი, რამე განვითრებას შეატყობდა ვითომ?

ჩვენ რაღაც მომენტში მოგვეცა ცნებებით აზროვნების ისეთი უნარი, რომელმაც მიგვიყვანა იქამდე, სადამდეგ ვართ დღეს მისულები (მერე იქნებ დაგვღუპოს კიდე, ვინ იცის).

ეგეც სწორი შენიშვნაა
ადრე ალბათ ძალიან ნელა ვვითარდებოდით, ახლა ავაჩქარეთ
შეიძლება ცხოველებმაც აუჩქარონ
თუ მათი გონებრივი შესაძლებლობები იზრდება ე.ი. უფრო და უფრო სწრაფად ისწავლიან/აღმოაჩენენ მნიშვნელოვან რაღაცებს


--------------------
დო'დოო
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10173
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 11:59  #51995694      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
lepori
QUOTE
ეგეც სწორი შენიშვნაა
ადრე ალბათ ძალიან ნელა ვვითარდებოდით, ახლა ავაჩქარეთ

მე მგონი აქ გეომეტრიული პროგრესიით ხდება განვითარება (იმედია არა ექსპონენციალურად wink.gif )

QUOTE
შეიძლება ცხოველებმაც აუჩქარონ
თუ მათი გონებრივი შესაძლებლობები იზრდება ე.ი. უფრო და უფრო სწრაფად ისწავლიან/აღმოაჩენენ მნიშვნელოვან რაღაცებს

შესაძლოა.
მაგრამა ასევე შესაძლებელია რომ განვითარებისთვის სადღაც საწყისში რაღაც ისეთის ჩართვა იყოს საჭირო, რაც ჩვენ გვაქვს და ცხოველებს არა. აი ამის გაგება ძალიან საინტერესო იქნებოდა.
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3875
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 12:01  #51995699      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
QUOTE
და ყველა ეს თვისება გამოწვეულია ინსტინქტებით... როგორც მაგალითად პეპელა ხის ნაგლეჯს რომ ჰგავს ეგ იმით კი არაა გამოწვეული რომ პეპელას მაგარი წარმოსახვის და ხატვის ნიჭი აქვს და ფერებს იცვლის არამედ ბრმა და გაუაზრებელი ევოლუციური პროცესის შედეგია... ზუსტად ისევე როგორც ჭიანჭველების ბაღები სკოლები და დასაქმების სამინისტროები არის ბრმა ინსტინქტები ყოველგვარი აზროვნების გარეშე

კიბატონო, შეიძლება გაუზრებლად ინსტიქტურად აკეთებენ, მაგაზე არ ვკამათობ (თუმცა საკამათო საკითხია smile.gif )
საკითხი ასე იდგა, დღევანდელი ჭინაჭველა ისეთევეა როგორიც მრავალი ათასი წლის წინანდელი თუ არა
* * *
nforumi
QUOTE
მე მგონი აქ გეომეტრიული პროგრესიით ხდება განვითარება (იმედია არა ექსპონენციალურად wink.gif )

წრფივი რომ არაა ცხადია
დღევანდელობა ძალიან ჰგავს ექსპონენციალურს, თუმცა მარტივი ფუნქციით ვერ აღიწერება ალბათ
გვაქვს აჩქარების მომენტებიი(6-3 ქჩვ.წ.აღ. საუკუნის საბერძნეთი, ტექნიკური რევოლიცია 15ს.), მაგრამ ასევე გვაქვს ბნელი საუკუნეებიც


QUOTE
საძლებელია რომ განვითარებისთვის სადღაც საწყისში რაღაც ისეთის ჩართვა იყოს საჭირო, რაც ჩვენ გვაქვს და ცხოველებს არა.

ეგებ მაგათაც ჩაურთოს მამაზეციერმა,
მთავრია ცხოველებს კარგად მოვექცეთ ახლა, რო რამე მერე შური არ იძიონ biggrin.gif
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10173
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 12:55  #51995903      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
lepori
QUOTE
წრფივი რომ არაა ცხადია
დღევანდელობა ძალიან ჰგავს ექსპონენციალურს, თუმცა მარტივი ფუნქციით ვერ აღიწერება ალბათ
გვაქვს აჩქარების მომენტებიი(6-3 ქჩვ.წ.აღ. საუკუნის საბერძნეთი, ტექნიკური რევოლიცია 15ს.), მაგრამ ასევე გვაქვს ბნელი საუკუნეებიც

მე ძირითად ხაზს ვგულისხმობ ( ანუ ტრენდს), თორემ ჩავარდნებს და გადახვევებს რა უჭირს.

QUOTE
ეგებ მაგათაც ჩაურთოს მამაზეციერმა,

ხოო, ვინ იცის.

QUOTE
მთავრია ცხოველებს კარგად მოვექცეთ ახლა, რო რამე მერე შური არ იძიონ 

biggrin.gif
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7076
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 14:00  #51996162      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
საძლებელია რომ განვითარებისთვის სადღაც საწყისში რაღაც ისეთის ჩართვა იყოს საჭირო, რაც ჩვენ გვაქვს და ცხოველებს არა.

ამ იდეას სერიოზულად განიხილავენ მკვლევარები.
ძირითადი ძებნა მიდის გენში.
ვარაუდობენ, რომ რადიაციული დასხივების სწორი დოზის შემთხვევაში გენი ივცლება და იბადება ახალი თაობა, მშობლისკან მკვეთრად განსხვავებული.
ჩაატარეს გენის ხელოვნური ცვლილები ბუზებზე და ნახეს, რომ ზოგს თვალები გაუქრა, ზოგს თავზე ამოუვიდა ფეხები.
ანუ, გარკვეული რადიაციული დოზისას, შესაძლოა ჩვენს წინაპარს აზროვნება განუვითარდა..


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22496
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 16:57  #51997055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ანუ, გარკვეული რადიაციული დოზისას, შესაძლოა ჩვენს წინაპარს აზროვნება განუვითარდა..

რადიაციით გამოწვეული მუტაციები არის ევოლუციის მამოძრავებელი ძალა
ჩვენ რადიაციულ გარემოში ვცხოვრობთ, კალიუმ 40 იზოტოპის დაშლის შედეგად გამა გამოსხივება წარმოიქმნება მთელს დედამიწაზე, ეს რადიაცია იმ ინტენსივობის არაა რომ მოგვკლას მოკლე ხანში, მაგრამ მუტაციების გამოწვევისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია
ia-viola
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1432
წევრი No.: 153003
რეგისტრ.: 15-August 12

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 19:25  #51997751      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
Dirac

QUOTE
სუბუქი ფორმით ყველაფერი დასაშვებია. ხანდახან სარკაზმითაც გამოვხატავთ აზრს, ირონიითაც


ეს შეიძლება შენთვის იყოს დასაშვები და მისაღები და არა სხვისთვის. wink.gif

****
ე.ი. რა ხდება, მარტო მე ვარ ე.წ. თეთრი ყვავი ამ თემაში, რომელსაც არ სჯერა და არ აღიარებს რაიმე სახის ცივილიზაციასა და კულტურას, არც ჭიანჭველებში და არც დანარჩენ ცოცხალ არსებებში, გარდა ადამიანებისა.


--------------------
In Vino Veritas
==============
F = (-) F
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10173
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 19:27  #51997767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
ამ იდეას სერიოზულად განიხილავენ მკვლევარები.
ძირითადი ძებნა მიდის გენში.
ვარაუდობენ, რომ რადიაციული დასხივების სწორი დოზის შემთხვევაში გენი ივცლება და იბადება ახალი თაობა, მშობლისკან მკვეთრად განსხვავებული.
ჩაატარეს გენის ხელოვნური ცვლილები ბუზებზე და ნახეს, რომ ზოგს თვალები გაუქრა, ზოგს თავზე ამოუვიდა ფეხები.
ანუ, გარკვეული რადიაციული დოზისას, შესაძლოა ჩვენს წინაპარს აზროვნება განუვითარდა..

ეგ ექსპერიმენტი ადამიანებზეც ჩატარდა 1945 წელს wink.gif

The13thFloor
QUOTE
რადიაციით გამოწვეული მუტაციები არის ევოლუციის მამოძრავებელი ძალა
ჩვენ რადიაციულ გარემოში ვცხოვრობთ, კალიუმ 40 იზოტოპის დაშლის შედეგად გამა გამოსხივება წარმოიქმნება მთელს დედამიწაზე, ეს რადიაცია იმ ინტენსივობის არაა რომ მოგვკლას მოკლე ხანში, მაგრამ მუტაციების გამოწვევისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია

მაგას რადიაციული ფონი ხომ არ ქვია შემთხვევით ?!

* * *
ia-viola
QUOTE
ე.ი. რა ხდება, მარტო მე ვარ ე.წ. თეთრი ყვავი ამ თემაში, რომელსაც არ სჯერა და არ აღიარებს რაიმე სახის ცივილიზაციასა და კულტურას, არც ჭიანჭველებში და არც დანარჩენ ცოცხალ არსებებში, გარდა ადამიანებისა.

შენ ერთ რამეში ცდები მგონი. მე ჩემს თავზე ვიტყვი, სხვამ თავად თქვას თავისი: მე არც 'მჯერა' და არც 'არ მჯერა'. ეს საერთოდ არ არის დაჯერების საკითხი, უბრალოდ გასარკვევია რა არის აზროვნება და აქვს თუ არა ის (თუნდაც ჩანასახის სახით) ცხოველებს, რა არის ცივილიზაცია და ასევე, ხომ არ შეიძლება ამ ტერმინის გამოყენება ცხოველების მიმართ.

ანუ, ეს გამოსაკვლევი საკითხია და არა დაჯერება არ დაჯერების smile.gif

ia-viola
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1432
წევრი No.: 153003
რეგისტრ.: 15-August 12

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 19:44  #51997858      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
nforumi
ხო შესაძლოა, იყოს, შესაძლოა არა.
მართლა ძალიან ბევრი რამეა გამოსაკვლევი და შესასწავლი, მარა ამ დროინდელი, არსებული მონაცემებით არ ვაღიარებ.

კი, შესაძლოა აზროვნების მარტივი ფორმებით მოქმედებენ, განვითარების ინდ. რიტმი აქვთ და გაცილებით შენელებული ადამიანებისგან განსხვავებით, მაგრამ ,,აქ და ამჟამად პრინციპის'' მიხედვით არ ვაღიარებ არცერთ ცოცხალ არსებაში ცივილიზაციას, გარდა ადამიანისა.

პ.ს. ისე ყველა რომ ერთ აზრზე იყოს ამთემაში, უფრო გაძნელდებოდა ჭეშმარიტების გზის ძიება. კარგი ლინკები და სტატიები დაიდო. wink.gif rolleyes.gif
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10173
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 20:06  #51997984      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ia-viola
QUOTE
კი, შესაძლოა აზროვნების მარტივი ფორმებით მოქმედებენ, განვითარების ინდ. რიტმი აქვთ და გაცილებით შენელებული ადამიანებისგან განსხვავებით, მაგრამ ,,აქ და ამჟამად პრინციპის'' მიხედვით არ ვაღიარებ არცერთ ცოცხალ არსებაში ცივილიზაციას, გარდა ადამიანისა.

მე მგონია უფრო საინტერესო რამ ითქვა.
ადამიანად ჩამოყალიბების მთავარი მამოძრავებელი შეიძლება არის არა აზროვნება უშუალოდ, არამედ რაღაც სხვა, რომელიც ჩვენ აღმოგვაჩნდა და რომელმაც აზროვნების უნართან და სხვა თვისებებთან ერთად მოგვცა ეს ცივილიზაცია, რაც გვაქვს.

ia-viola
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1432
წევრი No.: 153003
რეგისტრ.: 15-August 12

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 20:22  #51998082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
nforumi

QUOTE
ადამიანად ჩამოყალიბების მთავარი მამოძრავებელი შეიძლება არის არა აზროვნება უშუალოდ, არამედ რაღაც სხვა, რომელიც ჩვენ აღმოგვაჩნდა და რომელმაც აზროვნების უნართან და სხვა თვისებებთან ერთად მოგვცა ეს ცივილიზაცია, რაც გვაქვს.


ეგ ხომ თავისთავად იგულისხმება. აზროვნება ხომ განყენებული, ცალკეული პროცესი არაა და დამოუკიდელად არ მოქმედებს. უფრო მეტიც, იმისთვის, რომ ადამიანმა აზროვნების პროცესი განახორციელოს, კიდევ სხვა შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების ურთიერთქმედება არის საჭირო. ნებისმიერი ცოცხალი არსება გაცილ;ებით რთული მექანიზმია და გაცილებით მეტ პროცესს, ფუნქციას, მექანიზმს და ა.შ. მოიაზრებს ვიდრე მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულს. აზროვნება, ხომ მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითი იყო.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10173
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 20:26  #51998108      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ia-viola
QUOTE
ეგ ხომ თავისთავად იგულისხმება. აზროვნება ხომ განყენებული, ცალკეული პროცესი არაა და დამოუკიდელად არ მოქმედებს. უფრო მეტიც, იმისთვის, რომ ადამიანმა აზროვნების პროცესი განახორციელოს, კიდევ სხვა შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების ურთიერთქმედება არის საჭირო. ნებისმიერი ცოცხალი არსება გაცილ;ებით რთული მექანიზმია და გაცილებით მეტ პროცესს, ფუნქციას, მექანიზმს და ა.შ. მოიაზრებს ვიდრე მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულს. აზროვნება, ხომ მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითი იყო.

კი, მასეა, მაგრამ ჩვენ გამოვყოფთ ცალკეულ პროცესებს, რათა შევძლოთ მისი შესწავლა. შესწავლისთვის კიდე გვჭირდება სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან შედარება. ეს არ არის ხელწამოსაკრავი საკითხი. ჯერ დეფინიციაც არ გაგვიკეთებია ზუსტად, რა შემთხვევაში ვიტყვით რომ ინდივიდი აზროვნებს და რა შემთხვევაში ვერ ვიტყვით ამას.

ცალკე საკითხია სოციუმის ქცევა.
ia-viola
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1432
წევრი No.: 153003
რეგისტრ.: 15-August 12

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 20:33  #51998162      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
nforumi

სწორედ მაგიტომ მოვიყვანე აზროვნება მაგალითად. აზროვნება ყველაზე რთული პროცესია - დანარჩენი შემეცნებითი ფსიქიკური პროცესებისგან განსხვავებით.

ყოველ შემთხვევაში, აზროვნებაა, თუ ის სხვა ამოუცნობი რამ, ფაქტია რომ ის შედეგები რაც ადამიანებმა დადეს, ჯერჯერობით სხვა ცოცხალ არსებებს არ დაუდიათ.

მიზეზების და მიმდინარე პროცესების ძიება - ეს უკვე სხვა თემაა და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10173
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 20:45  #51998239      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ia-viola
მე ზუსტად მაგას ვამბობ. თუ განვითარებაში რაღაც სხვა თვისებას აქვს და არა აზროვნებას, მაშინ არ არის გამორიცხული რომელიმე სხვა არსება ადამიანზე უკეთაც კი აზროვნებდეს. იმისთვის რომ შევადაროთ, მართლა ასე ხომ არ არის, საჭირო წარმოვიდგინოთ ადამიანი და ცხოველი ერთნაირ პირობებში მოთავსების შემთხვევაში, რომელი ადრე იპოვის გამოსავალს. ოღონდ ეს გამოსავალი არ უნდა იყოს მათ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიღებადი (სხვანაირად შედარება არ გამოვა).

ჩატარებულა ასეთი ექსპერიმენტი?

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (12) « პირველი ... 5 6 [7] 8 9 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0210 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]