#52619106 · 29 Apr 2018, 18:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი აზრით, მზადების პროცესშია დაშვებული რაღაც შეცდომა და იმიტომ იყო გუნდი ასე მოთენთილი... არ გამოვრიცხავ, მიზეზი ბოლო შეკრებების ზღვაზე გავლა იყოს: ჯერ ანტალიაში ვარჯიშობდნენ კემპზე, მერე უკან დაბრუნებულები, მგონი, ურეკშიც შეჩერდნენ შეკრებაზე... ძიუდოშიც და იმ ჭიდაობებშიც მრავალი მაგალითი მაქხსოვს, როცა პირველხარისხოვანი ტურნირის წინ ბოლო შეკრების ზვაზე გავლამ ცუდი გავლენა იქონია გუნდზე. ეს მოსვლია ხაბარელსაც და მერე ამბობდა კიდეც, მეორე შეკრება კიდევ შეიძლება ზღვაზე, მაგრამ დასკვნითი - არაო... ან ათენის ოლიმპიადაზე თავისუფლების და კლასიკებნის გამოსვლა გაიხსენეთ - მაშინ ზედიზედ ბოლო ორი შეკრება გაიარეს ურეკში და ათენში კიდეც იყვნენ მოხარშულივით, ლეიბზე ვერ მოძრაობდა ვერც ერთი ნოზაძის გარდა და იმანაც იმიტომ გაუძლო, რომ ახალგაზრდა, ფიზიკურად სხვებზე უფრო გამძლე ორგანიზმის პატრონი იყო და შედარებით გადალახა ის კრიზისი. დღეს დაახლოებით იგივე მგონია თუშაზეც. * * * Egyptian
QUOTE | თუშიშვილის ხელების შლა იყო ძალიან გამაღიზიანებელი საყურებელი |
ნამდვილად გამაღიზიანებელი იყო და ეგეთები აუცილებლად უნდა მოიშალოს, თორემ დისკვალიფიკაცია ზედ აქვს, მაგრამ მაგხელა დარღვევაც რომ აპატიეს, ეგეც რაღაცას ნიშნავს, მგონი! ეტყობა, მსაჯებიც ვერ გრძნობენ თავს მთლად სუფთად და იმიტომ გაუტარეს.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|