- დედას ორი მცირეწლოვანი შვილი წაართვეს სოც. მუშაკებმა (იუვენალური იუსტიცია)
- სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, მათ ადგილზე დასჭირდათ პატრულის გამოძახება, ვინაიდან ბავშვების წაყვანის დროს დედამ და უფროსმა შვილმა წინააღმდეგობა გაწიეს. ერთ-ერთი სოციალური მუშაკი ამბობს, რომ ბავშვების დედამ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა და ადგილის დატოვება მათ პატრულის დახმარებით მოახერხეს, თან მხოლოდ ერთი ბავშვის წაყვანა შეძლეს, ხოლო მეორე მცირეწლოვანი ბავშვი იმ დროისთვის “კარიტასის” დღის ცენტრში იმყოფებოდა
- სოციალურმა მუშაკმა განუცხადა, 5, 9 და 13 წლის გოგონების მიმართ დედის მხრიდან უგულებელყოფის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რის გამოც სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა, რომლის საფუძველზეც ბავშვები უნდა გაეცალკევებინათ დედისგან.
- თბილისში, სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანის ოფისში, სოციალურ მუშაკებს იმ ოჯახის წევრები დაესხნენ თავს, ვისი სახლიდანაც სასამართლოს მიერ გაცემული დამცავი ორდერის საფუძველზე ორი ბავშვი გაიყვანეს, თუმცა მესამის გაყვანა ვეღარ მოახერხეს.
- პატრულმა დედას უთხრა, რომ დამშვიდებულიყო და ერთ საათში მისულიყო სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრში, სადაც ბავშვებს აჩვენებდნენ. მაშინ, როცა ეს ბავშვები სოციალურმა მუშაკებმა უკვე თბილისს გაარიდეს.
http://netgazeti.ge/news/218954/http://fortuna.ge/tbilisshi-socialur-musha...ad-gauswordnen/http://1tv.ge/ge/news/view/145344.htmlhttp://presa.ge/new/?m=crimes&AID=58944