#19714246 · 20 May 2010, 21:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანისაციის ჩამოყალიბებაში და\ან მუშაობთ ასეთ ორგანიზაციაში გთხოვთ გამომეხმაურეთ.
ძირითადად მაინტერესებს გარდა კანონით დადგენილი მოთხოვნებისა რეგისტრაციის და ანგარიშვალდებულების შესახებ რა სპეციფიკა აქვს საქველმოქმედო ორგანისაზიების მუშაუბას ადმინისტრაციულ-სამართლებრივ საკითხის მიმართულებით, მაგალითად:
1. შეიძლება თუ არა ორგანიზაცია დარეგისტრირდეს ე.წ. 'ფიქტიურ მისამართზე' (Post Office Box-საფოსტო ყუთზე) - ე.ი მისამართზე რომელზედაც ფოსტა\გზავნილებები იგზავნება, მაგრამ ოფისი არ არის? თუ მისამართი ფიზიკური ადგილი უნდა იყოს? 2. საჭიროა თუ არა საერთოდ რომ ორგანიზაციას ჰქონდეს ოფისი? 3. თუკი ფიზიკური ოფისი საჭიროა, არსებობს თუ არა თბილისში ორგანიზაციები რომლებიც სთავაზობენ ე.წ. 'ვირტუალური ოფისის' სამსახურს - კომპანიის რეგისტრაციას რაიმე ფიზიკურ მისამართზე და შემოსული ფოსტის გადაგზავნას ამ საქველმოქმედო ორგანიზაციის ხემძღვანელობისთვის. 4. ვის აქვს უფლება საქველმოქმედო ორგანიზაციის საბუღალტრო ანგარიშის წარმოების? საჭიროა არის თუ არა რომ ამ ადამიანს ჰქონდეს რაიმე ლიცენზია ასეთი საქმიანობის?
და ა.შ.
ფაქტიურად ერთადერთი კითხვაა - ვაპირებთ საქველმოქმედო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. რისი გაკეთება და როგორი თანმიმდევრობით არის საჭირო რომ შესაძლო პრობლემები თავიდან ავიცილოთ?
This post has been edited by invisible on 20 May 2010, 21:32
|