forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (55) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ინგმარ ბერგმანი / Ingmar Bergman, მისი შემოქმედება
mxeci
inglorious stoner


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 814
წევრი No.: 3857
რეგისტრ.: 12-December 03

გამოგზავნილია: 14 Sep 2005, 21:53  #1847297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა, ვის უყვარს ბერგმანი: ყველაფერი მის შესახებ რაც კი ვიცით: ფილმები, სურათები, მისი ცხოვრების ნაცნობი და უცნობი მხარეები, მისი მსახიობები და შემდგომში მისი ცოლები, სცენარები, ინტერვიუები, ესთეტიკა და რა ვიცი.. მოკლედ ყველაფერი მის შესახებ.


--------------------
ჩემო ქიმიურო ძმაო..

ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 14 Sep 2005, 21:55  #1847309      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მიყვარს საშინლად. "პერსონა" მომწონს მისი ფილმებიდან ყველაზე მეტად. ვინმეს ხომ არ უნახავს მისი ავტობიოგრაფია რუსულად? ან ქართულად? ძალიან მაგარიაო ამბობენ.


--------------------
obsessed...
-----------------
pirvelad saqartveloshi - pitagoras gatvlebi!
dabdura
ILG@NLO


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1210
წევრი No.: 10275
რეგისტრ.: 19-May 05

გამოგზავნილია: 15 Sep 2005, 00:36  #1848078      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
QUOTE (mxeci @ 14 Sep 2005, 20:53 )
აბა, ვის უყვარს ბერგმანი: ყველაფერი მის შესახებ რაც კი ვიცით: ფილმები, სურათები, მისი ცხოვრების ნაცნობი და უცნობი მხარეები, მისი მსახიობები და შემდგომში მისი ცოლები, სცენარები, ინტერვიუები, ესთეტიკა და რა ვიცი.. მოკლედ ყველაფერი მის შესახებ.

ყველაზე მეტად მიყვარს მისი wild strawberries 1957 წლის ფილმია, არაჩვეულბრივი, უტკბილესი, დიდი განსაკუთრებული არაფერი მაგრამ მე ძალიან მიყვარს ეგ ფილმი.
და იმავე წლის The Seventh Seal !!!!
მე ვფიქრობ 2 ასეთი ძლიერი ფილმის გადაღება რომ შეძლო ერთ წელს, ამიტომ არის ბერგმანი არაჩვეულებრივი. და რაც მთავარია სრულიად განსხვავებული ფილმები
The Seventh Seal თემატურად ასეთი მდიდარი, ვიზუალურად საოცრად ესთეტური (საერთოდ შავ-თეთრ ფილმები ძალიან მიყვარს), wild strawberries კი ერთი ჩვეულებრივი მოხუცის ძიებაა საკუთარი თავისა, თუმცა,... ორივე ფილმი ძიებაა
"My whole life has been a meaningless searc" ამბობს The Seventh Seal -ის გმირი, და აცნობიერებს, რომ ყველაფერი ამაო იყო, საბოლოოდ ვერც ვერაფერი იპოვა. იქნებ სულაც არასწორ გზაზე იდგა და ამიტომაც ვერ იპოვა? მაგრამ მაინც მოგვიწოდებს რომ ვეძებოთ, თუნდაც ის ვერ ვიპოვოთ რასაც ვეძებდით, თვითონ პროცესია მნიშვნელოვანი, მაშინ როცა wild strawberriesში ის მოხუცი პოულობს საკუთარ თავს მხოლოდ მას შემდეგ რაც ბავშვობაში ბრუნდება და კმაყოფილი ტოვებს წუთისოფელს.

და კიდევ იმიტომ მიყვარს რომ ტარკოვსკი უყვარს ბერგმანს ძააან!

This post has been edited by dabdura on 15 Sep 2005, 00:38

მიმაგრებული სურათი
wild.jpg
BEKO
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10222
წევრი No.: 6543
რეგისტრ.: 24-September 04

გამოგზავნილია: 15 Sep 2005, 00:44  #1848119      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიყვარს? არც კი ვიცი. ძალიან დიდია - ამაში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი. ოდესღაც ძალიან მიყვარდა - ესეც მახსოვს. სცენარები არანაკლები აქვს, ვიდრე ფილმები.

QUOTE
ვინმეს ხომ არ უნახავს მისი ავტობიოგრაფია რუსულად


http://magazines.russ.ru/novyi_mi/1997/1/bergman.html

აგერაა ბატონო. ისიამოვნებ smile.gif


--------------------
Кто делает, тот не понимает. Кто понимает, тот не делает. Он занимается пониманием.
А. П.
dabdura
ILG@NLO


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1210
წევრი No.: 10275
რეგისტრ.: 19-May 05

გამოგზავნილია: 15 Sep 2005, 00:47  #1848137      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
ამჯერად ტავად ბერგმანი





...........

This post has been edited by dabdura on 15 Sep 2005, 00:47

მიმაგრებული სურათი
bergman_photo.gif
ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 15 Sep 2005, 00:48  #1848146      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BEKO
ძალიან დიდი მადლობააააააა!!
შვედურად მაქვს და ძალიან მეზარებოდა ლექსიკონში ქექვა. 2kiss.gif გადამეხადოს...biggrin.gif
mxeci
inglorious stoner


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 814
წევრი No.: 3857
რეგისტრ.: 12-December 03

გამოგზავნილია: 15 Sep 2005, 01:38  #1848344      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
[
QUOTE
The Seventh Seal თემატურად ასეთი მდიდარი, ვიზუალურად საოცრად ესთეტური (საერთოდ შავ-თეთრ ფილმები ძალიან მიყვარს), wild strawberries კი ერთი ჩვეულებრივი მოხუცის ძიებაა საკუთარი თავისა, თუმცა,... ორივე ფილმი ძიებაა
"My whole life has been a meaningless searc" ამბობს The Seventh Seal -ის გმირი, და აცნობიერებს, რომ ყველაფერი ამაო იყო, საბოლოოდ ვერც ვერაფერი იპოვა. იქნებ სულაც არასწორ გზაზე იდგა და ამიტომაც ვერ იპოვა? მაგრამ მაინც მოგვიწოდებს რომ ვეძებოთ, თუნდაც ის ვერ ვიპოვოთ რასაც ვეძებდით, თვითონ პროცესია მნიშვნელოვანი, მაშინ როცა wild strawberriesში ის მოხუცი პოულობს საკუთარ თავს მხოლოდ მას შემდეგ რაც ბავშვობაში ბრუნდება და კმაყოფილი ტოვებს წუთისოფელს.

2kiss.gif
არ შეიძლება ასე, არ შეიძლება თქვა ის, რაც მე უნდა მეთქვაsmile.gif
ეს ხუმრობითsmile.gif
და კიდევ დოსტოევსკი უყვარს გაგიჟებით..
Cries and Whispers მიყვარს ძალიან..
* * *
ჰო და კიდევ: ''SARABAND'',''AUTUMN SONATA'', ''THE SERPENT'S EGG'', ''FACE TO FACE'', ''HOUR OF THE WOLF'', ''THE TOUCH'', ''THE DEVIL'S EYE'', ''BRINK OF LIFE'', ''AFTER THE REHEARSAL''.

თუ არ ვცდები ბოლო ფილმია 'SARABAND' მაგარია ძალიან. როცა ნახავ იტყვი, ბერგმანი არასოდეს დაბერდება!!!!!!!!!!!!








BEKO
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10222
წევრი No.: 6543
რეგისტრ.: 24-September 04

გამოგზავნილია: 15 Sep 2005, 10:50  #1849019      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dabdura
QUOTE
და კიდევ იმიტომ მიყვარს რომ ტარკოვსკი უყვარს ბერგმანს ძააან!


არც ვიცი, აქ ამის თქმა შეიძლება თუ არა, ანდრეი ტარკოვსკიზე, მაგრამ მაინც ვიტყვი: ამ ზაფხულს მთელი ტარკოვსკი ვნახე კიდევ ერთხელ, და .... ყველაზე მეტად , არსენი ტარკოვსკის ლექსები მომეწონა "ზერკალოდან". არ ჩამქოლოოოთbiggrin.gif არასდროს არ მიყვარდა ანდრეის ბოლო ორი ფილმი, მაგრამ "სტალკერსა" და "სოლარისს" თუ გულგრილად შევხედავდი ოდესმე, ვერ წარმომედგინა. ყველაზე მაგარი მაინც "ივანეს ბავშვობა" და ზერკალოა".

mxeci

QUOTE
და კიდევ დოსტოევსკი უყვარს გაგიჟებით..


მართლაც, დოსტოევსკურ კინოს იღებს. დოსტოევსკივით ადამიანური ბუნების ის ღრმა და სათუთი რაღაც-რაღაცეები (ვა, სხვა სიტყვა ვერ ვიპოვნე)ამოაქვს ზედაპირზე, რისიც ალბათ, გულისგულში ყველას გვეშინია. მამაცი კაცია. საფიქრალს გიტოვებს. ისე, დიდი ხანია აღარ მინახვს მისი ფილმები. ტარკოვსკის გამო მეშინია კიდეც.

QUOTE
თუ არ ვცდები ბოლო ფილმია 'SARABAND' მაგარია ძალიან. როცა ნახავ იტყვი, ბერგმანი არასოდეს დაბერდება!!!!!!!!!!!!


როდის ვნახავ? ამ გაზაფხულზე უშედეგოდ ვეძებე თბილისის მაღაზიებში. sad.gif
ხო მაგარი ფოტოა? სამი გენიოსი smile.gif

მიმაგრებული სურათი
liv_ullmann1.jpg
LilacWine
-


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4438
წევრი No.: 1750
რეგისტრ.: 3-February 03

გამოგზავნილია: 15 Sep 2005, 13:32  #1849848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dabdura
QUOTE
wild strawberries

ბერგმანის არც ისე ბევრი ფილმი მაქვს ნანახი, მაგრამ კარგად მახსოვს ამ ფილმის ბოლოს დარჩენილი შთაბეჭდილებები. თითქოს ზღაპარს გიყვება..smile.gif
BEKO
Saraband ერთ ერთი ფორუმელის ვიდეოთეკაში შევნიშნე ამასწინებზე, თუ არ ვცდები UncaS-ის, რომელიც უგზო-უკვლოდ გაქრა ბოლო დროა...
Movie Forum-ში შეიხედე, იქ ექნებათ.
mxeci
inglorious stoner


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 814
წევრი No.: 3857
რეგისტრ.: 12-December 03

გამოგზავნილია: 15 Sep 2005, 16:32  #1850848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
როდის ვნახავ? ამ გაზაფხულზე უშედეგოდ ვეძებე თბილისის მაღაზიებში. 
ხო მაგარი ფოტოა? სამი გენიოსი


ძალიან მაგარია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
დიდი მადლობა!!
უკვდავი ფოტოა, შეიძლება ითქვას ისტორიული..
blear_witch
black cat


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5563
წევრი No.: 5188
რეგისტრ.: 19-May 04

გამოგზავნილია: 15 Sep 2005, 16:45  #1850925      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
dabdura
QUOTE
wild strawberries

უზომოდ მიყვარს


--------------------
Digital Dreams Photographer
Да быть тебе узником моих воспоминании и шептать камням ненакриченное..
mxeci
inglorious stoner


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 814
წევრი No.: 3857
რეგისტრ.: 12-December 03

გამოგზავნილია: 15 Sep 2005, 16:49  #1850946      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მართლაც, დოსტოევსკურ კინოს იღებს. დოსტოევსკივით ადამიანური ბუნების ის ღრმა და სათუთი რაღაც-რაღაცეები (ვა, სხვა სიტყვა ვერ ვიპოვნე)ამოაქვს ზედაპირზე, რისიც ალბათ, გულისგულში ყველას გვეშინია. მამაცი კაცია. საფიქრალს გიტოვებს

ისე ბევრს შეიძლება მისი ფილნები ზედმეტად ლიტერატურულად მოეჩვენოს, მაგრამ მე პირიქით-ერთ-ერთ ღირსებად მიმაჩნია. რაც მთავარია, მის ფილმებში არის წმინდა ადამიანური ემოციები გაფილტრული მისეული ხედვის ჭრილში. ძალიან ძნელია იყო ასეთი ხელოვანი და იდეოლოგიას გაექცე, მაგრამ ბერგმანმა ეს შეძლო,(განსხვავებით ტარკოვსკისაგან, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ''ნოსტალგია'' მსხვერპლშეწირვა'' იგულისხმება) ის დარჩა მხატვრად რომელსაც ღმერთის ამბიცია არასდროს გასჩენია..
BEKO
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10222
წევრი No.: 6543
რეგისტრ.: 24-September 04

გამოგზავნილია: 15 Sep 2005, 17:25  #1851143      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mxeci
QUOTE
იდეოლოგიას გაექცე, მაგრამ ბერგმანმა ეს შეძლო,(განსხვავებით ტარკოვსკისაგან, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ''ნოსტალგია'' მსხვერპლშეწირვა'' იგულისხმება) ის დარჩა მხატვრად რომელსაც ღმერთის ამბიცია არასდროს გასჩენია..


რას ვიზამთ, ეს მარტო ტარკოვსკის კი არა, ზოგადად რუსების ხვედრია. არაა აქვს აზრი ამის წერას, მაგრამ, ტარკოვსკი რომ ევროპელი ყოფილიყო და ა. შ....

ერთადერთი რუსი (საბჭოთა პერიოდს ვგულისხმობ)ხელოვანი, რომელიც ამ იდეოლოგიას გაექცა, იოსიფ ბროდსკია. (და აქ მგონი არაფერ შუაშია მისი ებრაელობა)

ეუფ, სად გავუტიე...

პირველსავე სიტყვას მოვალ და ვიტყვი, რომ ბერგმანის ფილმებიდან "შემოდგომის სონატა" ყველას მირჩევნია smile.gif
mxeci
inglorious stoner


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 814
წევრი No.: 3857
რეგისტრ.: 12-December 03

გამოგზავნილია: 15 Sep 2005, 20:20  #1851838      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბროდსკი ალბათ ერთ-ერთი ის უიშვიათეს გამონაკლისია, რომელსაც არ დაჰკრავს მუქი ყავისფერიsmile.gif
ხლებნიკოვი ეს გენიალური რუსი პოეტი( რუსეთში აგერ უკე ათეული წლებია იტკეპნება პუშკინის, ლერმონტოვის, ტოლსტოის განვლილი გზა, მხოლოდ ხლებნიკოვია განუმეორებელი) მის პოეზიაშიც შეიძლება ამოიკითხო მესიანური პასაჟები.

QUOTE
"შემოდგომის სონატა" ყველას მირჩევნია

ოოო, ამ დედა-შვილზე შეგვიძლია ბერი ვიკამათოთ wink.gif შეიძლება ითქვას ქართველებისათვის, უფრო სჭორედ ქართველი ქალებისათვის , ლამის საკრალური მნიშვნელობა აქვს მათ ურთიერთობას და ხასიათა ჭიდილსsmile.gif
BEKO
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10222
წევრი No.: 6543
რეგისტრ.: 24-September 04

გამოგზავნილია: 15 Sep 2005, 23:08  #1852584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mxeci

QUOTE
ლამის საკრალური მნიშვნელობა აქვს მათ ურთიერთობას და ხასიათა ჭიდილს


ხო, და მეც ქართველი ქალი ვარ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ამ ფილმში არა ჭიდილია, არამედ ფინალი.


QUOTE
მხოლოდ ხლებნიკოვია განუმეორებელი)


არა მხოლოდ, მაგრამ აქ ამ თემაზე კამათი არ გამოგვივა smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (55) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 1.4155 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]