forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (55) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ინგმარ ბერგმანი / Ingmar Bergman, მისი შემოქმედება
karlsoni
ズラじゃない。桂だ。


********
ჯგუფი: Members
წერილები: 38907
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 16 Sep 2005, 01:48  #1853356      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ერთი ფილმი მაქვს მარტო ბერგმანისა ნანახი, რაინდი და სიკვდილი, უძლიერესი კინოა.


--------------------
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.

Et facta est lux!

無名天地之始,
有名萬物之母。

http://iaponia.ge/
mxeci
inglorious stoner


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 814
წევრი No.: 3857
რეგისტრ.: 12-December 03

გამოგზავნილია: 16 Sep 2005, 18:12  #1856303      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
karlsoni
აუცილებლად ნახე მისი ფილმები, არ ინანებ smile.gif
* * *
QUOTE
არა მხოლოდ, მაგრამ აქ ამ თემაზე კამათი არ გამოგვივა


He who believes in the Son of God and in His words and has made them come to life within himself, thus carrying them within him in their true interpretation and acting accordingly, naturally need not wait for the promised Son of Man because the Son of Man has nothing else to bring than the Son of God has already brought! It is a condition, however, that such a person has really understood the words of the Son of God, and does not stubbornly cling to erroneous transmissions. If somewhere he has bound himself to errors he will not be able to complete his ascent until he has received enlightenment. It was reserved for the Son of Man to bring this because the limited human spirit is unable to free itself from the dense undergrowth which now obscures the Truth!


* * *
"Eternal night,
when willst thou flee?
When will mine eyes
The daylight see?"

INGMAR BERGMAN, PART ONE:

The Darkness Before the Dawn:
"Why must we live?"


* * *
მე მგონი მიხვდები რისი თქმაც მინდოდა...

და მოვრჩეთ კამათსsmile.gif


--------------------
ჩემო ქიმიურო ძმაო..

BEKO
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10222
წევრი No.: 6543
რეგისტრ.: 24-September 04

გამოგზავნილია: 16 Sep 2005, 22:20  #1857254      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mxeci

QUOTE
მე მგონი მიხვდები რისი თქმაც მინდოდა...

და მოვრჩეთ კამათს

yes.gif
მგონი, არც გვიკამათია!

ისე დამადუმეsmile.gif

QUOTE
Why must we live?"


ალბათ, იმისთვისაც, რომ ბერგმანისა გვესმოდეს smile.gif


--------------------
Кто делает, тот не понимает. Кто понимает, тот не делает. Он занимается пониманием.
А. П.
highway
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11692
წევრი No.: 12693
რეგისტრ.: 10-September 05

გამოგზავნილია: 18 Sep 2005, 04:27  #1862190      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან არ მიყვარს. თუმცა დიდი მოვლენაა კინოში. მისი ფილმების მერე ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები. ალბათ მისი ჩრდილო-ევროპული ცხოვრებისეული ხედვა ჩვენგან შორს დგას.
Johnnie Walker



********
ჯგუფი: Members
წერილები: 27276
წევრი No.: 4423
რეგისტრ.: 23-February 04

გამოგზავნილია: 18 Sep 2005, 10:17  #1862415      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მისი ჩრდილო-ევროპული ცხოვრებისეული ხედვა ჩვენგან შორს დგას.

? ფანი & ალექსანდერ? biggrin.gif
ცოტაა სხვა კინო, ასე ახლოს რომ დგას პირადად ჩემთან smile.gif
dabdura
ILG@NLO


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1210
წევრი No.: 10275
რეგისტრ.: 19-May 05

გამოგზავნილია: 27 Apr 2006, 00:06  #2978547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
UP რაა

აუ როდინდელი თემააააა



... მიყვარს ეს კაცი

წითელ პარასკევს გადიოდა The 7th Seal. ამ ფილმისთვის მგონი საუკეთესო დღე იყო შერჩეული!



პ.ს. არ მაქვს მისი "შემოდგომის სონატა" ნანახი და ხომ არ იცი საიდან გადმოვწერო?
sibneleSi mocekvave
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1294
წევრი No.: 18619
რეგისტრ.: 25-March 06

გამოგზავნილია: 27 Apr 2006, 00:20  #2978614      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BEKO-ს დავეთანხმები. მეც "შემოდგომის სონატა" მირჩევნია ყველას. ჩაპლინი, რომელიც ძნელად აღიარებდა ვინმეს, ერთადერთი, თურმე ბერგმანის "მარწყვის მდელო" მოსწონდა.
რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი რეჟისორია, უმაგრესი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდი სიყვარულით ვუყურებ rolleyes.gif
მაგრამ რაც ყველაზე მეტად მომწონს მისი ფსიქოანალიზია. ამ მხრივ მას კინოში ცოტა ვინმე თუ შეედრება(ბუნუელის გარდა, რა თქმა უნდა)
სცენარებიც ძალიან საინტერესო აქვს. ქართულ ენაზეც გამოვიდა მისი სცენარების წიგნი და ძალიან ვისიამოვნე. თუ კარგად მახსოვს"სცენები ცოლ-ქმრუკლი ცხოვრებიდან" ერქვა. სადღაც უნდა მქონდეს თაროზეsmile.gif
Antigone
Lady Lazarus


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16330
წევრი No.: 4189
რეგისტრ.: 26-January 04

გამოგზავნილია: 27 Apr 2006, 03:03  #2979501      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ძალიან ცუდია,რომ მხოლოდ "შემოდგომის სონატა" და "პერსონა" მაქვს ნანახი და ისიც,დიდი ხნის წინ,ბავშვობაში. და რა თქმა უნდა,როგორც ყოველთვის - მხატვრულ ნაწარმოებებსა და ფილმებს ვერ ვიმახსოვრებ.
პერსონადან მახსოვს განწყობა - შემეშინდა smile.gif)))
* * *
ახლა,როცა კინემატოგრაფიის განყოფილება გვაქვს, გადავაგდოთ ეს თემა იქ,სადაც ჯერ არს smile.gif)))


--------------------
NAOKI
Santiago


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1956
წევრი No.: 14206
რეგისტრ.: 4-November 05

გამოგზავნილია: 27 Apr 2006, 06:00  #2979737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"I want very much to tell, to talk about, the wholeness inside every human being. It's a strange thing that every human being has a sort of dignity or wholeness in him, and out of that develops relationships to other human beings, tensions, misunderstandings, tenderness, coming in contact, touching and being touched, the cutting off of a contact and what happens then." (Bergman in John Simon's book Ingmar Bergman Directs, 1972

ბერგმანის ფილმი არის როგორც ოცნება, ფილმი რომელიც ისე მოქმედებს ჩემზე, როგორც მალერის მეხუთე სიმფონია. და ხანდახან როცა მარტოობით მოწყენილს ან ხმაურიანი ფართით გაბეზრებული ჩაიხედავ სარკეში, დაინახავის ველური მარწყვის მდელოს, რომელიც არასოდეს არ დაგავიწყდება.


--------------------
ორი კაციც და.. გავდივართ!
Johnnie Walker



********
ჯგუფი: Members
წერილები: 27276
წევრი No.: 4423
რეგისტრ.: 23-February 04

გამოგზავნილია: 27 Apr 2006, 08:38  #2979783      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Laterna Magica წავიკითხე....
შედევრია. ეს კაცი მხოლოდ კინოს გენიოსი კი არ იყო, აბსოლუტურად ფანტასტიკურ ავტობიოგრაფიულ პროზასაც წერდა...

პრინციპში, როცა კაცი ამბობ "კინოხელოვნება", უპირველეს ყოვლოსა ბერგმანს და ფელინის გულისხმობ, ლენინისა და პარტიის არ იყოს....... lol.gif
NAOKI
Santiago


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1956
წევრი No.: 14206
რეგისტრ.: 4-November 05

გამოგზავნილია: 27 Apr 2006, 08:54  #2979795      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"We must live", says the pastor in Bergman's Winter Light to a man contemplating suicide. "WHY must we live?" retorts the man. This question occupies a central place in Bergman's art and life, as indeed it should in the life of every human being. In answer to this question, the pastor in Winter Light says nothing and lowers his eyes, indicating in this way the impotence of faith to supply the answer to this most important question. The insistence on asking such simple, yet disquieting questions, which demand introspection and self-examination, is arguably the most valuable quality of Bergman's filmmaking. The questions are on a child's level - Why must we live? Who are we? Is there a God? - but as grown-ups many believe that they have already found the answers to them. It is only at the approach of death that such people begin to concern themselves once more with these questions

მიმაგრებული სურათი
darkclouds.jpg
Contralto
Tove member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5813
წევრი No.: 19758
რეგისტრ.: 16-May 06

გამოგზავნილია: 22 May 2006, 16:16  #3110845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემთვის დიდი კი არა, უბრალოდ უდიდესია ბერგმანი smile.gif იმ დონემდე მიყვარდა და მიყვარს ახლაც, რომ სპეციალურად ამისთვის დავიწყე შვედურის სწვალა და ვისწვალე კიდეც smile.gif

ახლა რაც შეეხება მისი ფილმების შოვნა-არშოვნის საკითხს საქართველოში დღეს: არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა რუსეთიდან სემოსული დვდ-ები, სადაც ბერგმანის 7 ფილმია (მე ვიყიდე) მათ შორისაა "სარაბანდაც", რომელიც ჩემი აზრით, უკვე ძალიან დაბერებული ბერგმანის უსუსური მცდელობაა, ისევ გადაიღოს კინო... თუმცა, რას ვამბობ, კაცი ლამის 100 წლისაა და რა უნდა მოსთხოვო. ისედაც ეყოფა, ამდენი შედევრი რომა აქვს გადაღებული. (40-მდე ფილმი გადაიღო).
ჩემის აყვარელი ფილმების სია რომ ცამოვწერო, ადგილი არ მეყოფა smile.gif მაგრამ მაიცნ ყველაზე ყველაზე საყვარელ ფილმებს ჩამოვთვლი:
1. პერსონა (სცენა, სადაც ალმა ყვება პლაჟზე სექსის აისტორიას, ერთ-ერთი უგენიალურესია მსოფლიო კინოში)
2. სიჩუმე (ლამსი ერთადერთი ფილმი ბერგმანთან, სადაც ტექსტი ცოტააsmile.gif ინგრიდ ტულინი სასწაულად თამაშობს!)
3. ჩურჩული და ყვირილი (ულამაზესია! მსახიობების ცვენაა, ერთი მეორეს ჯობნიან)
4. ქალწულის წყარო (ეს ვინმეს თუ არა აქვს ნანახი, აუცილებლად ნახეთ! შედევრია! ერთი "ოსკარიც" კი მიიღო ამაში, საზღვარგარეთული ფილმის კატეგორიაში)
5. ფანი და ალექსანდერი (ნუ, ამას რად უნდა კომენტარი, სრულყოფილებაა biggrin.gif)
6. მეშვიდე ბეჭედი (ეგეთი "სიკვდილი" სადმე გინახავთ?)

7. ზაფხული მონიკასთან (ფრანსუა ტრიუფოს საყვარელი ფილმი, ამას რომ ნახავთ, სრულაიდ გასაგები ხდება, რატომ smile.gif
და ა.შ. და ა.შ.

This post has been edited by Contralto on 22 May 2006, 16:18


--------------------
ის, ვისი სახელიც უხერხულად ჟღერს; ფრიდა და ჰარიეტი.
romario
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 163
წევრი No.: 18301
რეგისტრ.: 18-March 06

გამოგზავნილია: 23 May 2006, 01:01  #3114266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Johnnie Walker @ 18 Sep 2005, 09:17 )
QUOTE
მისი ჩრდილო-ევროპული ცხოვრებისეული ხედვა ჩვენგან შორს დგას.

? ფანი & ალექსანდერ? biggrin.gif
ცოტაა სხვა კინო, ასე ახლოს რომ დგას პირადად ჩემთან smile.gif

გეთანხმები! yes.gif yes.gif yes.gif
კუროსავას იაპონური ხედვაც ძალიან ახლოსაა ჩემთან! war.gif


--------------------
to be, or not to be?
BEKO
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10222
წევრი No.: 6543
რეგისტრ.: 24-September 04

გამოგზავნილია: 23 May 2006, 01:39  #3114501      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Contralto
QUOTE
ჩემთვის დიდი კი არა, უბრალოდ უდიდესია ბერგმანი smile.gif იმ დონემდე მიყვარდა და მიყვარს ახლაც, რომ სპეციალურად ამისთვის დავიწყე შვედურის სწვალა და ვისწვალე კიდეც smile.gif

აი, მესმის სიყვარული და ერთგულება!!!!
Facet
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6496
წევრი No.: 8131
რეგისტრ.: 8-January 05

გამოგზავნილია: 23 May 2006, 21:50  #3118494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
სამწუხაროდ ბერგმანის ბევრი ფილმი არ მაქვს ნანახი, სულ რამდენიმე, თუმცა ამ რამდენიმეს ნახვით შემიძლია გულახდილად ვთქვათ რომ უდიდესი სიამოვნება მივიღე, რაღაც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულითაა სავსე მისი ფილმებში, მართალი იყო ტარკოვსკი როდესაც ამბობდა, რომ ბერგმანი თავისი კინოთი იმ მცირე რეჟისორების რიცხვში შედის, რომლებიც თავისი ნამუშევრებით განსაკუთრებულ სამყაროს ქმნიან, სრულიად განსხვავებულს სხვებისგან.

dabdura
QUOTE
ყველაზე მეტად მიყვარს მისი wild strawberries 1957 წლის ფილმია


up.gif up.gif up.gif

რამდენიმე დღის წინ ვნახე კინოს სახლში და უდიდესი სიამოვნება მივიღე.

ისე მე პირადად მინდა გამოვყო მისი კომედია, "ზაფხულის ღამის სამი ღიმილი", ყურებისას გავსკდი სიცილით.


P.S. დიდი სიამოვნებით შევიძენდი ბერგმანის ფილმებს დვდ-ზე, თუ მიმასწავლის ვინმე სად შეიძლება ამის გაკეთება მადლობელი დავრჩები. smile.gif

This post has been edited by Facet on 23 May 2006, 21:51

მიმაგრებული სურათი
Smiles_screen1.jpg


--------------------
http://lobzhanidze.wordpress.com
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (55) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.8380 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]