forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (12) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჟან-ლუკ გოდარი / Jean-Luc Godard , და ფრანგული "ახალი ტალღა"
მო



*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1515
წევრი No.: 89691
რეგისტრ.: 23-April 09

გამოგზავნილია: 24 Apr 2009, 00:12  #13537553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

"ქალი არის ქალი" - მისი ფილმებიდან ჩემი ერთერთი საყვარელია.ყველაზე კარგად ამ ფილმში გამომჟღავნდა გოდარის იუმორის გრძნობა.ეს უკანასკნელი მის თითქმის ყველა ფილმშია და ჩემი აზრით,ერთერთი ფაქტორია,რაც მის შემოქმედებას უნიკალურს ხდის.უნარი აქვს სერიოზულ თემებზე იცინოს ან დასცინოს იმას,რასაც ადამიანები ზედმეტად სერიოზულად ეკიდებიან.პრინციპში,ახალი ტალღაც ხომ ეგ იყო,ძველი სერიოზული ფორმების და მოტივების სასაცილოდ აგდება.კი,გამოუვიდათ ძმაკაცებს,თან დიდი წარმატებით.
* * *
ახლა გამახსენდა,რომ თემა მთლიანად ახალ ტალღაზეა და ტრიუფო შემეცოდა smile.gif მასზე არაფერია ნათქვამი,არადა გოდარს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ჩემი აზრით,საერთოდ კინემატოგრაფის ისტორიაში ერთერთი ყველაზე წარმატებული ეკრანიზაციის ავტორია."451 ფარენგეიტს" ვგულისხმობ.
ეს ფილმი ახალი ტალღის ტრადიციულ მოთხოვნებში და ტენდენციებში არ ჯდება და საერთოდ ცალკე დგას.ახალი ტალღის რეჟისორები დოკუმენტალიზმისკენ თუ იყვნენ მიდრეკილები და ცდილობდნენ ფირზე აღბეჭდილი გამოსახულება მაქსიმალურად რეალისტური და უბრალო ყოფილიყო,ეს ფილმი ფანტასტიკური ჟანრისაა,მაგრამ ახალი ტალღის იდეოლოგიას სხვა ყველა ფილმზე მეტად აფიქსირებს ჩემი აზრით,ოღონდ ეს პირდაპირ არ ჩანს.
მაგარი ფილმია და ტრიუფოც მაგარია

This post has been edited by მო on 24 Apr 2009, 00:16

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
untitled.JPG
მო



*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1515
წევრი No.: 89691
რეგისტრ.: 23-April 09

გამოგზავნილია: 24 Apr 2009, 00:26  #13537791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახლა გამახსენდა,რომ თემა მთლიანად ახალ ტალღაზეა და ტრიუფო შემეცოდა smile.gif მასზე არაფერია ნათქვამი,არადა გოდარს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ჩემი აზრით,საერთოდ კინემატოგრაფის ისტორიაში ერთერთი ყველაზე წარმატებული ეკრანიზაციის ავტორია."451 ფარენგეიტს" ვგულისხმობ.
ეს ფილმი ახალი ტალღის ტრადიციულ მოთხოვნებში და ტენდენციებში არ ჯდება და საერთოდ ცალკე დგას.ახალი ტალღის რეჟისორები დოკუმენტალიზმისკენ თუ იყვნენ მიდრეკილები და ცდილობდნენ ფირზე აღბეჭდილი გამოსახულება მაქსიმალურად რეალისტური და უბრალო ყოფილიყო,ეს ფილმი ფანტასტიკური ჟანრისაა,მაგრამ ახალი ტალღის იდეოლოგიას სხვა ყველა ფილმზე მეტად აფიქსირებს ჩემი აზრით,ოღონდ ეს პირდაპირ არ ჩანს.
მაგარი ფილმია და ტრიუფოც მაგარია

მიმაგრებული სურათი
451_farengeitit___triufo.jpg
მო



*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1515
წევრი No.: 89691
რეგისტრ.: 23-April 09

გამოგზავნილია: 24 Apr 2009, 00:35  #13537943      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რამდენიმე მსოფლიო დონის რეჟისორმა გააკეთა ფილმი "სიყვარული და მრისხანება".ერთერთი თანარეჟისორი გოდარია.ამ ფილმშია მისი მოკლე ფილმი "სიყვარული",რომლის კადრებზეც მაფანატებს.ქალის სხეული ისე ლამაზად,დახვეწილად და სათუთადაა ნაჩვენები,პირველად რომ ვნახე,ლამის ყბა ჩამომივარდა.
კანი,ტუჩები,თითები,ხერხემალი,წელი - სხეულის ყველა ნაწილი დახვეწილადაა ხაზგასმული და მიუხედავად სიშიშვლისა,კადრებში ვულგარულობის წვეთიც არ ურევია.ამათ რომ ვუყურებ, ანტიკური მოქანდაკეები და აღორძინების ხანის მხატვრები მახსენდება.

This post has been edited by მო on 24 Apr 2009, 01:12

მიმაგრებული სურათი
untitled.JPG
Miss tata
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1249
წევრი No.: 84801
რეგისტრ.: 17-February 09

გამოგზავნილია: 24 Apr 2009, 13:19  #13543982      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მო
QUOTE
"ქალი არის ქალი" - მისი ფილმებიდან ჩემი ერთერთი საყვარელია.ყველაზე კარგად ამ ფილმში გამომჟღავნდა გოდარის იუმორის გრძნობა.ეს უკანასკნელი მის თითქმის ყველა ფილმშია და ჩემი აზრით,ერთერთი ფაქტორია,რაც მის შემოქმედებას უნიკალურს ხდის.უნარი აქვს სერიოზულ თემებზე იცინოს ან დასცინოს იმას,რასაც ადამიანები ზედმეტად სერიოზულად ეკიდებიან.პრინციპში,ახალი ტალღაც ხომ ეგ იყო,ძველი სერიოზული ფორმების და მოტივების სასაცილოდ აგდება.კი,გამოუვიდათ ძმაკაცებს,თან დიდი წარმატებით. * * *

გეთანხმები...+100
.ქალის ბუნებას გადასარევად გვაჩვენებს უბრალო ხერხებით...
უნარი- დასცინოს და ამარტივებს იმ წვრილმან გრძნობიერებას რაც ადამიანებისთვის სიცოცხლეზე მეტ მნიშვნელობას იძენს....
საერთოდ ყველაფერს გაცილებით მარტივად და კარგად გვიჩვენებს,,
პატივს ვცემ ამ კაცს და მიყვარს user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

This post has been edited by Miss tata on 24 Apr 2009, 14:02


--------------------
"Laugh, and the world laughs with you:
Weep, and you weep alone;"
მო



*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1515
წევრი No.: 89691
რეგისტრ.: 23-April 09

გამოგზავნილია: 24 Apr 2009, 17:00  #13547326      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
საერთოდ ყველაფერს გაცილებით მარტივად და კარგად გვიჩვენებს

ჰო,მარტივად გიჩვენებს იმას,რაც ღრმაა. შეუძლია მნიშვნელოვანი იდეა ან თეორია ისე ხუმრობა-ხუმრობით აჩვენოს,რო თუ წინათ ამ საკითხზე სერიოზულად გქონდა ნაფიქრი, საკუთარ თავს დასცინებ იმ სერიოზულობისთვის. აი,თუნდაც "ქალი არის ქალი"-ში. ალბათ ყველა ბიჭს ან გოგოს, ვინც შეყვარებული ყოფილა, ქონია მსგავსი პრობლემები, რაც ამ ფილმშია დასმული და დარწმუნებული ვარ, დაგრუზულან კიდევაც ბევრჯერ და თავიც უტეხიათ გამოსავლის ძიებაში,მაგრამ ამ ფილმის მერე მიხვდებიან,რო ყველაფერს გაცილებით მარტივად შეიძლება შეხედო და რო ზოგიერთი ტრაგედია (sa.gif) სინამდვილეში ტრაგედია კი არა,ბავშვური თამაშია ( fig.gif )
annak
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15058
წევრი No.: 12495
რეგისტრ.: 1-September 05

გამოგზავნილია: 24 Apr 2009, 17:25  #13547663      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეს ფილმი მიყვარს ღრმა ბავშვობიდან 

მეც smile.gif

QUOTE
ტრიუფოც მაგარია

ნამდვილად smile.gif
მო



*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1515
წევრი No.: 89691
რეგისტრ.: 23-April 09

გამოგზავნილია: 25 Apr 2009, 02:25  #13555273      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
აი სხვა კადრებიც
user posted image
რომლებიც არ დამიდია
user posted image
რომლებიც ძალიან მიყვარს
user posted image
და რომლებიც გოდარის მოკლე ფილმიდან "სიყვარულიდანაა"
* * *
ჯინ სიბერგი "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" თავის როლს ფიზიკურად იდეალურად ეწყობა.
user posted image
მისი იმიჯი ამ როლში განუმეორებელი და მშვენიერია.
user posted image
მაყურებელი მისი ნახვისთანავე სიმპატიურადაა განწყობილი მისდამი და დამოკიდებულება არც ბელმონდოს გმირის ჩაშვების შემდეგ იცვლება.
user posted image
ის ხომ ნამდვილი ქალია, რომელსაც მხოლოდ სტაბილურობა უნდა.
user posted image
ის ეძებს და ძიების ამ გზაზე მისი დანაშაული გამართლებულია.
user posted image
ის ნამდვილი ქალია - უყვარს, მაგრამ არ იცის რამდენად.
user posted image
ერთდროულადაა ეჭვიანი,სევდიანი და მხიარული.
user posted image
მიყვარს ამ როლში! და არამგონია მისთვის ასეთი იმიჯი სხვა რეჟოსორს შეექმნა, თუ არა გოდარს.

This post has been edited by მო on 25 Apr 2009, 02:46
alepou
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 182
წევრი No.: 41374
რეგისტრ.: 7-September 07

გამოგზავნილია: 23 Dec 2009, 18:55  #17088514      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ghostreveries
neo-hipster


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1744
წევრი No.: 106793
რეგისტრ.: 6-December 09

გამოგზავნილია: 23 Dec 2009, 19:28  #17089025      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=9

საინტერესო სტატიაა.


--------------------
Ménage à trois

"You're fit ta learn the proper meaning of a beat down
Madness chaos in the brain"

ჩაყე და იბატონე!
Slavoj Zizek
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 11
წევრი No.: 91916
რეგისტრ.: 21-May 09

გამოგზავნილია: 24 Dec 2009, 11:52  #17098283      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჟან-ლუკ გოდარი

My man! biggrin.gif
Reckoner
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5306
წევრი No.: 66077
რეგისტრ.: 29-June 08

გამოგზავნილია: 30 Dec 2009, 06:43  #17189989      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რას შობა ნეტა აი კაცი, პიჟამოში გამოწყობილი, ჩუსტებში ფეხებ გაყრილი დაფლატუნობს და მკვახე გამონათქვამებით ეგებება ახალ წელს თუ მუშაობს 'სოციალიზმზე' სხვებთან ერთად.


--------------------
კაცმა ცხოვრებაში რამე მაინც უნდა შექმნა და მე ნიკებს ვქმნი© მუხვი
Kukuruku Lover
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 370
წევრი No.: 96976
რეგისტრ.: 1-August 09

გამოგზავნილია: 14 Jan 2010, 00:29  #17414745      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვყიდი სცენარს ფილმისა "უკანასკნელ ამოსუნთქვაზე" რუსულად
5 ლარად


--------------------
Jacob Horner, you are a fool.
the_lizard_king
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 31295
წევრი No.: 11934
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 25 Apr 2010, 21:00  #19245701      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
Kukuruku Lover
სერიოზულად? biggrin.gif მე მინდა

პ.ს. "Passion"



მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
ss.JPG


--------------------
Flowerz In My Brain

ikasso
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1970
წევრი No.: 47567
რეგისტრ.: 22-November 07

გამოგზავნილია: 26 Apr 2010, 01:31  #19251598      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იმ დღეს ეს 10 წუთიანი გოდარის ფილმი ვნახე.. უფრო სწორედ მონტაჟი თავისი და არა მხოლოდ თავისი ფილმებიდან. არც ერთ ფილმში არ მიყვარს ზედმეტი დიალოგი და პერიფრაზირება. არადა გოდართან ყოველთვის ბევრია ლაპარაკი, მაგრამ რაღაც მსუბუქად, თითქოს ხაზს უსვამს რომ სიტყვებს არ აქვს აზრი smile.gif ჟღურტულივით გესმის, სასიამოვნოდ.. გამოსახულება კიდე მოქმედებს ისე თუ ასე. აქ ერთი კადრია, იმ ტიპს რომ აწამებენ რაღაც ნომერი რომ უთხრას. თავისი სიჩუმით უფრო მეტს გამოთქვამს.. თითქოს smile.gif



This post has been edited by ikasso on 26 Apr 2010, 01:33
Reckoner
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5306
წევრი No.: 66077
რეგისტრ.: 29-June 08

გამოგზავნილია: 30 Apr 2010, 14:46  #19335424      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
the_lizard_king
სერიოზულად, ჟურნალი " კინო" 1992წ.
კიდე მაგარი რაღაცეებია იმ ჟურნალში გოდარზე და არამარტო.. ეხლა აღარ მიჭირს, ისე მოგცემ
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (12) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 1.7870 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]