forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (43) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფორუმელი, თარჯიმნები
nutsiko
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5765
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 26 Jul 2012, 14:29  #32293543      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gigajoj
მე ზოგადად მრავალმხრივი განათლება მაქვს მიღებული (არ ვხუმრობ) და სხვადასხვა სფეროში ვსაქმიანობ smile.gif როდის როგორ (ხან თარგმანები, ხან მოსწავლეები, ხან ტექსტების რედაქტირება, სამართალმცოდნეობა თავისთავად, უნიკალური სტატიების წერა სეოს მიხედვით, ახლა ინტერნეტ კომერციაში ვარ ჩართული, სხვ. რა ჩამოთვლის მთელ ჩემს გამოცდილებას).

მართალია, შეიძლება წინა ჩემი პოსტი მოსწავლეების კატეგორიასთან დაკავშირებით ცოტა ვრცელი გამომივიდა, მაგრამ ვფიქრობ, დამწყები პედაგოგებისთვის საინტერესო იქნება მათთვის, რა უნდა გაითვალსწინონ და რა - არა. თან ეს მრავალწლიანი გამოცდილების ამსახველი წერილია. ასე რომ... ვისაც არ ეზარება, წაიკითხავს,

თარგმანეს რაც შეეხება, ყველა სხვადასხვა ფასად თარგმნის, თუმცა ყველას და ყველაფერს აქვს თავისი ფასი, როგორც აქამდე მითქვამს. თან თავისუფალი ბაზარია. გაწყობს? ხომ კარგი, არადა ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც გადაიხდის იმ ფასს, რომელსაც ვაწესებ. თან კმაყოფილ დამკვეთს ყოველთვის სხვა მოჰყავს, იზრდება ცნობადობა და ხშირ შემთხვევაში ერთი დამკვეთი მუდმივ კლიენტად გადაიქცევა ხოლმე.

მთარგმნელობით ბიუროში მართლაც ძალიან მაღალია ფასები. რამდენჯერმე დამჭირდა სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანები, თან იშვიათ ენებზე, სადაც კონკურენცია დაბალია, ბევრი სპეციალისტი არაა და ისეთი ფასებია, რომ რა ვთქვა აბა?! ზოგჯერ მინატრია კიდეც, იაპონური ან რომელიმე აზიური ენა მცოდნოდა biggrin.gif საკმაოდ კარგი ფული კეთდება. ახლობელი არაბულის სპეციალისტია და არაბებთან მუშაობს რაღაც მსხვილ ბიზნესში smile.gif არაბული მაინც ვიცოდე tongue.gif

ერთი სიტყვით, მთავარია მონდომება.

პ.ს. ისევ ბევრი ვწერე. მომიტევეთ wink.gif
Unico
Night and Day couple


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17031
წევრი No.: 84428
რეგისტრ.: 11-February 09

გამოგზავნილია: 26 Jul 2012, 14:52  #32293893      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
nutsiko
QUOTE
ისევ ბევრი ვწერე. მომიტევეთ

პირიქით, ძალიან კარგია ბევრს რომ წერ..

იშვიათ ენებზე ფასი დიდია აბა რა, ჰოლანდიურზე, პოლონურზე იმხელა ფასს ადებს თარჯიმანი რომ კლიენტების სახის დანახვა გულს მიჩუყებს, ისეთი საცოდავი მზერა აქვთ biggrin.gif



nazi1982
არ ვიცი, არ გამივლია მე ეგ კურსები smile.gif


--------------------
"But I'm a creep, I'm a weirdo, what the hell am I doing here?
I don't belong here" (c) R.

People don't understand People like me

Leo Moon

Stay a child while you can be a child

ლატენტური ცუღლუტი ხარ (c) საილერი
გონება
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 160
წევრი No.: 121687
რეგისტრ.: 27-September 10

გამოგზავნილია: 26 Jul 2012, 15:03  #32294064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ ფორუმელო თარჯიმნებო..

მე მაინტერესებს დაახლოებით 100 სიტყვისგან შემდგარ წინადადებებს რამდენად თარგმნით ქართულიდან რუსულად.. წინადადებები არარი განსაკუთრებული ტერმინოლოგიის და სპეციფიკის, ჩვეუელბრივი სასაუბრო ლექსიკა გამოიყენება და მექანიკურ გრამატიკულ ცდომილებებზე არ გაგიმახვილებთ ყურადღებას.. ანუ თავისუფლად მოგიწევთ მუშაობა რა.. ერთჯერადად არ მჭირდება რათქმაუნდა..

დამიწერეთ თქვენი სავარაუდო ფასები და მერე დეტალებზე პმში დაგელაპარაკებით...
nazi1982
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 61
წევრი No.: 146966
რეგისტრ.: 17-April 12

გამოგზავნილია: 26 Jul 2012, 15:37  #32294570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Unico
შენ შეიძლება არ იცი, მაგრამ იქნებ, სხვამ იცოდეს და დადოს ინფორმაცია. მაინტერესებს, ჭავჭავაძეში უფრო კარგად ასწავლიან თუ სანგუში, სად ჯობს სინქრონის კურსების გავლა.
gigajoj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9679
წევრი No.: 126337
რეგისტრ.: 23-January 11

გამოგზავნილია: 26 Jul 2012, 16:02  #32294918      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
nazi1982
თუ გინდა ერთ კარგ კურსებზე მიგასწავლი... wink.gif wink.gif wink.gif
6-5 თვიანია...
თვე 350 ლარი...
nutsiko
ნუცა ხომ არ იცი ამ განყოფილების მოდერი ვინ არის?
მინდა ეს თემა ავაპიმინო...
და ასევე ვორნების თაობაზეც დაველაპარაკოთ...
თორემ ისევ ისეთი ვაჭრობა წავა აქ...

This post has been edited by gigajoj on 26 Jul 2012, 16:04


--------------------
ინგლისურიდან ქართულად და ქართულიდან ინგლისურად თარგმნა.
ინგლისურში მომზადება ბაკავლარიატში და მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის,
Skype: gigajojishvili
Email: jojishviligiga@yahoo.com
https://www.facebook.com/inglisurshimomzadeba?fref=ts
nazi1982
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 61
წევრი No.: 146966
რეგისტრ.: 17-April 12

გამოგზავნილია: 26 Jul 2012, 16:25  #32295335      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე არ მინდა, ახლობელს უნდა smile.gif პირადში მოგწერ
nutsiko
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5765
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 26 Jul 2012, 17:57  #32296911      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nazi1982
ვიცი, რომ ილიას უნის ჰქონდა სინქრონის ორწლიანი პროგრამა და საკმაოდ საფუძვლიანად ასწავლიდნენ. ახლა არ ვიცი, როგორაა მანდ.

gigajoj
ამ განყის მოდერია chiefangel. ბოლო მონაცემებით ის იყო, თუ არაფერი შეიცვალა დირკაბში. მაინც მიწერე, რომ აპინოს.

გონება
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 160
წევრი No.: 121687
რეგისტრ.: 27-September 10

გამოგზავნილია: 26 Jul 2012, 22:38  #32300740      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რატო არ შეიმჩინეთ ჩემი პოსტი კაცო..

==============
gigajoj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9679
წევრი No.: 126337
რეგისტრ.: 23-January 11

გამოგზავნილია: 26 Jul 2012, 23:38  #32301574      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
გონება
მოიცადე ჯერ რუსული ენის თარჯიმნებიც შემოვიდნენ biggrin.gif
ისე ნუცაც თარგმნის რუსლიდან ქართულად და პიქრიქით და აბა შეეხმიანე...
nutsiko
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5765
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 26 Jul 2012, 23:44  #32301642      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gigajoj
მადლობა რეკომენდაციისთვის smile.gif ზოგადად კი ვიცი ,,ფორუმული" ფასი რამდენიცაა, ამდენად, უკვე ნაკლებად ვიღებ აქედან შეკვეთებს (როგორც წესი, თემებში, რომლებიც იხსნება 2 და 3 ლარად თარგმნიან ან ტექსტებს კრეფენ 15 თეთრად). შესაბამისად, არ მიღირს აქედან შეკვეთების აღება. ადამიანი, რომელიც ასეთ ფასებს ნახავს, ჩემ მიერ დაწესებულ ფასს შეიძლება არ დათანხმდეს.

ზოგადად, რასაც გადავხედე ამ განყოფილებაში თემებს და იუზერებს, ერთ საინტერესო რამეს მივხვდი, ჯობია, ნაკლები ვისაუბრო და ნოუ-ჰაუ ნაკლებად გავთქვა, თორემ იდეების მოპარვას აქვს ადგილი და აუთსაიდერის როლში ყოფნა მაინც და მაინც არ მიზიდავს.

ვეკ ჟივი, ვეკ უჩის. wink.gif კიდევ ერთი ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი მივიღე.

ვურთიერთობ მხოლოდ PM-ით საქმეებთან დაკავშირებით.
nazi1982
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 61
წევრი No.: 146966
რეგისტრ.: 17-April 12

გამოგზავნილია: 26 Jul 2012, 23:57  #32301842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nutsiko
ადრე რომ კარგად ასწავლიდნენ ვიცი, ახლა რა ხდება ეგ მაინტერესებდა smile.gif

This post has been edited by nazi1982 on 26 Jul 2012, 23:57
nutsiko
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5765
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 27 Jul 2012, 00:43  #32302445      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nazi1982
ახლა ნამდვილად არ ვიცი, სამწუხაროდ sad.gif
Unico
Night and Day couple


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17031
წევრი No.: 84428
რეგისტრ.: 11-February 09

გამოგზავნილია: 27 Jul 2012, 12:17  #32306150      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
nutsiko
QUOTE
როგორც წესი, თემებში, რომლებიც იხსნება 2 და 3 ლარად თარგმნიან ან ტექსტებს კრეფენ 15 თეთრად). შესაბამისად, არ მიღირს აქედან შეკვეთების აღება

ფორუმი არასერიოზული ადგილია ბიზნესისასთვის, ჩემი აზრით.
გარდა მაგისა, ადამიანი რომელიც საკუთარ დროს და შრომას ასე იაფად აფასებს, იმისგან ხარისხიანი და ხეირიანი არაფერია, smile.gif

მე ვერ ავკრიფავ ტექსტებს გვერდს 15 თეთრად, იმიტომ რო არ მიღირს ამდენი დრო დავახარჯო გროშებს smile.gif
თარგმნაც გვერდი 2 ლარი არის სისულელე, თუ ვინმეს ჰგონია რომ ასე გამდიდრდება, ძალიან ცდება. არადა იაფ ფასებს მაგიტომაც წერენ რომ მეტი კლიენტი ჰყავდეთ, ხოდა ის კი ავიწყდებათ, რომ დროს აქვს მნიშვნელობა. გამიგია რომ ჩვეულებრივ თარჯიმანი დღეში დაახლოებით 10 გვერდზე მეტს ვერ თარგმნის.. საწინააღმდეგოს არ დავიჯერებ, იმიტომ რომ ჰა ტუალეტში გასვლა ხომ უნდა? ჭამა ხომ უნდა, მობეზრების მომენტიც ხომ არის? მართლა რობოტი კიარაა, ადამიანია smile.gif ათზე მეტი გვერდი რომ ექნება სათარგმნ/საკრეფი და ამ დროს ჩვენი კლიენტების ამბავი ხომ იცი, ყველას ეჩქარება, ყველას სწრაფად უნდა, რას მოასწრებ? მოასწრებ კიარა, დაგრჩება მასალაც და უკმაყოფილო კლიენტიც (იმჰო)

QUOTE
ერთ საინტერესო რამეს მივხვდი, ჯობია, ნაკლები ვისაუბრო და ნოუ-ჰაუ ნაკლებად გავთქვა, თორემ იდეების მოპარვას აქვს ადგილი და აუთსაიდერის როლში ყოფნა მაინც და მაინც არ მიზიდავს.

ნოუ ჰაუ არც უნდა ითქვას... მე აქ რჩევა-რეკომენდაციები და გამოცილების გაზიარების სურვილით ვარ smile.gif ცოტას მე ვისწავლი, ცოტას მე გასწავლით ^_^ ჯამში ვფიქრობ ყველა მოგებული დარჩება, არა?
nutsiko
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5765
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 27 Jul 2012, 12:29  #32306304      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Unico
რა თქმა უნდა, ფორუმზე განხილვის მიზანიც სწორედ ისაა, რომ გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს და რჩევები მივცეთ რაღაც საკითხებზე.

აი, ნოუ-ჰაუს და მსგავს რამეებს რაც შეეხება, ჩვენ ბოდიში. ვერაფრის დიდებით აქ ვერ დავწერ, რა და როგორ და სად, ა.შ.

ყველაფერი არ ითქმება.

gigajoj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9679
წევრი No.: 126337
რეგისტრ.: 23-January 11

გამოგზავნილია: 27 Jul 2012, 14:45  #32308097      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
Unico
QUOTE
გამიგია რომ ჩვეულებრივ თარჯიმანი დღეში დაახლოებით 10 გვერდზე მეტს ვერ თარგმნის..

შენ გაგიკვირდება და ერთმა 20 გვერდი გადათარგმნა 8 საათში smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (43) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0180 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]