forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (14) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დასაქმების საიტების ჰედლაინები, ერთიანი თემა
miki
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2782
წევრი No.: 18484
რეგისტრ.: 22-March 06

გამოგზავნილია: 22 Aug 2013, 15:18  #37708849      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (shavnabada92 @ 12 Aug 2013, 13:03 )
"ომეგა 2" აცხადებს ვაკანსიას თამბაქოს მაღაზიის გამყიდველის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** გამოგვეხმაურეთ სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალბატონები, 23-დან 30 წლამდე
** სასურველია: უმაღლესი განათლება ეკონომიკურ სფეროში და სამუშაო გამოცდილება
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული
** კომპიუტერული უნარები: Excel, Word
** 2 ფოტოსურათი. (ერთი - 3/4 ფერადი ფოტო და მეორე - სრული ვიზუალით)
** სასიამოვნო გარეგნობის, სიმაღლე 170 სმ. და მეტი.

სტუდენტები არ გამოგვეხმაუროთ.

http://www.jobs.ge/61258/
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

აი მე რომ მთავრობაში ვყოფილიყავი ან თუნდაც პარლამენტში, აქედან დავიწყებდი და დავფერთხავდი ამ ვითომ დამსაქმებლებს რომლებიც სინამდვილეში ერთი რომ ნაშების ძებნაში არიან და მეორე რომ უხეშად არღვევენ პოტენციური დასასაქმებლების უფლებას.

ამ ხალხს დროა ვიღაცამ ლაგამი ამოსდოს ლაყუჩებში და ჭკუა ასწავლოს

მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობა სამწუხაროდ უუნაროა და ამის სრულ უფლებას აძლევს დამსაქმებელს თავიანტი კაპრიზების და თავხედობების განხორციელებაში.



აი ამაზე უნდა გამოვიდეს ხალხი და საყოველთაო პროტესტი განაცხადოს და ბოლოსდაბოლოს საკუთარი უფლებების დაცვისათვის რაღაცა მაინც გააკეთოს

თუ არადა კი ვიმსახურებთ მაშინ ამას. სულით მონა ვერასოდეს მიხვდება თავისუფლების ფასს რეალურად.
ხორხე
ჩვენ გაკვირდებით


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 63541
წევრი No.: 9889
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 22 Aug 2013, 15:35  #37709070      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
წავედით ჰედლაინებში yes.gif


--------------------
არსად არ გარბის ის დაკარგული ტერიტორიები (c) ialoni

===
ギギ
elenelene
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 398
წევრი No.: 170915
რეგისტრ.: 26-July 13

გამოგზავნილია: 4 Sep 2013, 16:39  #37875174      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პირადი ასისტენტის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 500 ლარი
სამუშაო საათები: 10.00 - 18.00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა/თარგმნა/ადრესატამდე მიწოდება;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და ადრესატამდე მიცილება;
** თანამშორმლებისათვის სათანადო სამუშაო პირობების და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** ოფისში სისუფთავის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ცნობადობის გაზრდის პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის ვებ და FB გვერდის ადმინისტრირება;
** ოფისის ტექნიკური/სამეურნეო აღჭურვაზე ზედამხედველობა და ხარვეზების აღმოფხვრა;
** შეხვედრების ორგანიზება;
** სხვადასხვა მონაცემთა ბაზების ორგანიზება;
** საკანცელარიო მასალით მომარაგება და გადანაწილება;
** ხელმძღვანელის ვიზიტების ორგანიზება - საბუთების მოწესრიგება, სასტუმროების დაჯავშნა, და ა.შ.
** ვაკანსიების გამოცხადება, შემოსული რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრებების ორგანიზება;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია ოფისის/ადმინისტრაციულ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება
** ქართული, რუსული, ინგლისური ენების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, სიტუაციის შეფასების და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი
** დისციპლინირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება/შესაძლებლობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV სურათით ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy200013@gmail.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ კანდიდატებს, ვინც სრულად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს.

შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

მეჩვენება თუ ამათ 500 ლარად ოფისის მენეჯერი, სოციალური მედიის სპეციალისტი, დამლაგებელი და ადამიანური რესურსების სპეციალისტი ერთდროულად უნდათ? biggrin.gif
Boss Online
Web Developer


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5073
წევრი No.: 41067
რეგისტრ.: 3-September 07

გამოგზავნილია: 7 Sep 2013, 13:45  #37915208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ხელფასი: 0 - 500 GEL
მართვის მოწმობა: B კატეგორია
უნივერს ბიზნეს გრუპი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
უმაღლესი განათლება ფიზიკასა და მათემათიკაში;
ძირითადი მოვალეობები:

მომხმარებლისთვის პროდუქტების შერჩევა და კონსულტაციის გაწევა;
პროექტების შემუშავება და დამუშავება (წყლის ტუმბოები, გენერატორები);
გაყიდული პროდუქტების მონიტორინგი;
პიროვნული უნარ-ჩვევები:

დამოუკიდებლად და ასევე, გუნდურად მუშაობის უნარი;
ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
პუნქტუალურობა.

ამათ რა უნდა მიწერო წესით და რიგით :|


--------------------
საბავშვო ტანსაცმლის და აქსესუარების ონლაინ მაღაზია - www.agu.ge
იაფი ჰოსტინგი და დომეინების რეგისტრაცია - www.mhosti.com
ამერიკაში მუშაობის დაწყება მძღოლად UBER ზე. www.goubernyc.com
APHRODITE
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 90
წევრი No.: 172474
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 7 Sep 2013, 17:55  #37917666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
განცხადებები.გეზე რა ხდება?
10 გვერდია გავსებული ოფისში სამუშაოდ გვესაჭიროება კადრები ხალხთან და საბუთებთან სამუშაოდ 18 წლიდანო.
დავურეკე ერთი ხუთს და ერთიდაიგივე დროს და ერთიდაიგივე ადგილას მიბარებს ყველა.
ერთს სკაიპი ეწერა მივწერე, რა კომპანიაა მეთქი?
და ორიფლეიმიო, მენეჯერები გვჭირდება, ჩვენ თვითონ მოგამზადებთ და მერე ხელფასი 700 ლარი გექნებაო.
ჯერ ორ კვირიანი სტაჟირება იქნება და ხალხთან ჩვენი ჟურნაები უნდა ატაროო, მერე კი დაინიშნები მენეჯერად და ახალმოსულებს გააკონტროლებო.


იტყუებიან ხო? user.gif


--------------------
GODDESS OF BEAUTY
gigajoj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9681
წევრი No.: 126337
რეგისტრ.: 23-January 11

გამოგზავნილია: 7 Sep 2013, 21:37  #37920083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ასეთ მარგალიტებში ეს რომ არ დავდო არ შეიძლება biggrin.gif

უუუუთეგენათალეთ idea.gif idea.gif

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Capture.JPG


--------------------
ინგლისურიდან ქართულად და ქართულიდან ინგლისურად თარგმნა.
ინგლისურში მომზადება ბაკავლარიატში და მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის,
Skype: gigajojishvili
Email: jojishviligiga@yahoo.com
https://www.facebook.com/inglisurshimomzadeba?fref=ts
APHRODITE
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 90
წევრი No.: 172474
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 8 Sep 2013, 09:58  #37925559      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

კომპანიის დასახელება: ფრანგული ბავშვთა ტანსაცმელისა და ფეხსაცმელების მაღაზიათა ქსელი
ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
განთავსების თარიღი / ბოლო ვადა: 02 სექტემბერი / 09 სექტემბერი
მდებარეობა: თბილისი
საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@sulainternational.ge
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება / გაყიდვები
ქვეკატეგორია: გაყიდვების კონსულტანტი / კონსულტანტი / მოლარე
გადაადგილების მოთხოვნა: არა
ფრანგული ბავშვთა ტანსაცმელისა და ფეხსაცმელების მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას მოლარე კონსულტანტის თანამდებობაზე

აუცილებელი მოთხოვნები:

რუსული ენის ცოდნა აუცილებელია
20-დან 30 წლამდე ასაკის ქალბატონი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ენერგიული და მოწესრიგებული;
კომუნიკაბელური და ყურადღებიანი;
შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
პუნქტუალური და მოწესრიგებული;
მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
მოვალეობები:

გაყიდვების განხორციელება;
პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
მაღაზიაში პროდუქციის განლაგება;
სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა;
მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის;
სამუშაო საათები: დილის 11 საათიდან საღამოს 20 საათამდე
ხელფასი 315 ლარი თვეში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით) მისამართზე: info@sulainternational.ge ელ-ფოსტის დასახელებაში (subject) მიუთითეთ vacancy, რომელზეც განაცხადს აკეთებთ.

კონკურსი ჩატარდება ოთხ ეტაპად:
1. რეზიუმეების გადარჩევა
2. გასაუბრება
3. თრეინინგი
4. გამოსაცდელი ვადა


p.s: რა დავაშავე. რატომ ვცხოვრობ ამ ქვეყანაში . facepalm.gif
elenelene
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 398
წევრი No.: 170915
რეგისტრ.: 26-July 13

გამოგზავნილია: 8 Sep 2013, 12:04  #37926327      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
APHRODITE
315 ლარიიი biggrin.gif თან შერჩევის 4 ეტაპიიიი biggrin.gif ყველაზე ღადაობა ისაა, რომ ამ ბოლო დროს ყველა სახის ვაკანსიაზე ფოტოსურათს ითხოვენ biggrin.gif
HauntTheDemonAway
"Are You ok?" "No, fuck off "


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2202
წევრი No.: 87314
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 9 Sep 2013, 18:55  #37944472      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
http://hr.ge/ViewVacancy.aspx?ID=75547

კომპანიის დასახელება:
FlyNet
ვაკანსიის დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი სენაკსა და ხობში
განთავსების თარიღი / ბოლო ვადა: 09 სექტემბერი / 09 ოქტომბერი
მდებარეობა: სხვა
საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@flynet.ge
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
ქვეკატეგორია: დამხმარე (Helpdesk) / ინტერნეტი / პროგრამისტი/ინჟინერი / სხვა
გადაადგილების მოთხოვნა: არა
FlyNet-ი წარმოადგენს ჯგუფს, რომელიც ანხორციელებს დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მთელ რიგ კომპლექსურ კავშირებს და მომსახურებებს. FlyNet წარმოადგენს უკაბელო ინტერნეტ პროვაიდერს.

FlyNet-ის აცხადებს ვაკანსია IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე (2 თანამშრომელი),რომელიც მოემსახურება სენაკისა და ხობის რაიონებს.

სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომანქანა.

IT Support ძირითადი მოვალეობები:
უზრუნველყოს აბონენტის მხარეს მყოფი აპარატურის მომსახურეობა ( ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა)
კლიენტების მოზიდვა
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 100ლარი (შტატში აყვანის შემდეგ 300 ლარი) + ბონუსები.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: info@flynet.ge




QUOTE
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 100ლარი



QUOTE
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე



QUOTE
შტატში აყვანის შემდეგ 300 ლარი



QUOTE
სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომანქანა


QUOTE
IT Support ძირითადი მოვალეობები:
კლიენტების მოზიდვა



ისა და, ამათ რომ ვაგინო ხომ არ ეწყინებთ ?
APHRODITE
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 90
წევრი No.: 172474
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 9 Sep 2013, 22:02  #37947267      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ისა და, ამათ რომ ვაგინო ხომ არ ეწყინებთ ?

რა უნდა აგინო, ავადმყოფები არიან ვერ ხედავ? user.gif

საგიჟეთია ქვეყანა კი არა. drug.gif
HauntTheDemonAway
"Are You ok?" "No, fuck off "


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2202
წევრი No.: 87314
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 9 Sep 2013, 22:08  #37947397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
APHRODITE

ავადმყოფები თუ არიან მითუმეტეს არ ეწყინებათ biggrin.gif მაგრამ არც ეშველებათ sad.gif
elenelene
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 398
წევრი No.: 170915
რეგისტრ.: 26-July 13

გამოგზავნილია: 10 Sep 2013, 17:39  #37957643      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
HauntTheDemonAway
უნდა აგინოოო ჯერ მარტო იმისთვის, რომ მოვალეობებში კლიენტების მოზიდვა ჩაწერეს და ეს სტაჟირება 3 თვე რა უბედურებაა? ერთ თვეში ვერ გაარკვევენ უნდათ თუ არა ის თანამშრომელი?

ეს არის კიდევ ერთი საოცრება


dvv international Regional Office for Caucasus and Turkey /Project Office Georgia is pleased to announce a non-paid internship possibility for young motivated persons who value learning and are eager to gain experience, professional knowledge and skills by working in international organization.

The Institute for International Cooperation of the German Adult Education Association (dvv international) operates nationally and internationally. It has been cooperating for over 40 years with state, civil society and university partner organizations engaged in adult education to support information exchange and to implement concepts of adult education in numerous countries all over the world.

Adult Education has increasingly become an effective instrument for the establishment and expansion of democratic structures. It also plays an important role in engaging adults and youth fully in social, cultural and political life, at all levels from the local to the international. Particular attention is paid to the aims of combating poverty, promoting gender equality, and strengthening self-help. In respect of employment and occupational activities, the aim is raising the level of income and living standards among disadvantaged population groups, involving people in the work process.

Department: Administrative
Location: Tbilisi
Start date: immediately

Organizational relationship:

Intern will be responsible to provide administrative assistance to the dvv international Regional/Georgian office staff.

Background:

dvv international Office expects the Intern to engage in regular staff meetings, receive and provide feedback and perceive her/himself as a full time program staff. The Volunteer is supposed to assist dvv international staff on daily basis and provide needed support in the office.

Major responsibilities:

Assist Office staff in day-to-day administrative tasks
Answer phone calls, meet the visitors, flight and hotel reservations and the like
Attend regular staff meetings, review the meeting notes and make respective arrangements for planning, when applicable

Time frame:

Period: six months to one year
Work hours: 11:00 - 18:00 (with 1 hour break)
Day off: Saturday-Sunday, plus Georgian calendar days

Qualifications and experience required:

Excellent verbal and written English, Georgian;
Computer literacy (typing in English and Georgian, MS Office)
Excellent communication, interpersonal skills;
Collaborative and hospitable
Detail orientation and accurate in planning
Enthusiastic and motivated.

The internship might be attractive for young motivated persons who value learning and are eager to gain experience, professional knowledge and skills by working in international organization. Intern will be provided with a Recommendation Letter upon successful accomplishment of service as documented in the agreement.

To apply:

If you meet the requirements, please send a Letter of Interest in English to: chabukiani@dvv-international.ge or submit above mentioned required document to our office: 20 Kipshidze Street, App. 3, 0179 Tbilisi.

Closing date: September 20, 2013, 18:00.
არა ანაზღაურებადი სტაჟირებაა მთელი დღე, ინგლისური სრულყოფილად და 6 თვიანი + 1 წლამდე შეიძლება გაგრძელდესო biggrin.gif ნახეს რა მონები
HauntTheDemonAway
"Are You ok?" "No, fuck off "


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2202
წევრი No.: 87314
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 14 Sep 2013, 00:04  #38003036      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
user posted image




WTF?



არა ხელფასი 500 + გამომუშავება გასაგებია, ინგლისური ენის ცოდნაც, სამუშაო გამოცდილებაც, მაგრამ ეს


QUOTE
უძრავი ქონების და მომსახურეობის საგენტო


და ეს

QUOTE
ღამის კლუბს ესაჭიროება ბარმენი.


ერთმანეთთან რა კავშირშია? spy.gif
elenelene
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 398
წევრი No.: 170915
რეგისტრ.: 26-July 13

გამოგზავნილია: 17 Sep 2013, 10:54  #38040960      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნახეთ რაააააა

http://postimg.org/image/52fv3k4v5/
HauntTheDemonAway
"Are You ok?" "No, fuck off "


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2202
წევრი No.: 87314
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 17 Sep 2013, 13:00  #38042135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
elenelene

QUOTE
ნათურის გამოცვლა, ავეჯის გადაადგილება


facepalm.gif

VIP-ს ქოლგის დამჭერზე აღარაფერს ვამბობ lol.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4728 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]