forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> www.stepup.ge, აქ დაგეხმარებიან დასაქმებაში
TSH
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 126785
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 9 Mar 2016, 12:25  #47221403      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით მეგობრებო,

ხშირად ხდება, რომ ადამიანს აქვს ცოდნაც, ხარისხიც, გამოცდილებაც, მაგრამ ვერ საქმდება შესაბამისად.
ამის მიზეზი ისაა, რომ ქართულ უნივერსიტეტებში და ზოგადად არ ასწავლიან დასაქმების სტრატეგიებს და უნარებს, როგორ წარმოაჩინო თავი, როგორ გააანალიზო რა შეგიძლია, როგორ დააჯერო დამსაქმებელი. არა და ეს საჭირო უნარებია. შეიძლება იყო კარგი "პროდუქტი", მაგრამ თუ ამის შესახებ ვერ მიაწოდე ინფორმაცია პოტენციურ "მყიდველს" ისე, როგორც საჭიროა ის ვერ მიხვდება რა სარგებლობა შეიძლება მოუტანო მას.

მოკლედ აქედან გამომდინარე ეს კარიერული კონსულტაციის ცენტრი შეიქმნა მათთვის, ვისაც სჭირდება შესაძლებლობების სწორად წარმოჩენა,
უნდა, რომ გაიუმჯობესოს რეზიუმე,
მოემაზდოს გასაუბრებისთვის,
შეიქმნას პორტფოლიო, რომელიც ქართულ ბაზარზე იქნება ინოვაციური და დაამახსოვრებს თავს დამსაქმებელს,
შეუძლია გააკეთოს ვიზიუმეც.

გარდა ამისა ამ საიტზე იდება საინტერესო სტატიები, რომელიც ბოლო კვლევებზე და ტენდენციებზე დაყრდნობით მოგაწვდით თქვენთვის ღირებულ ინფორმაციას.

რაც მთავარია, ჯერ უკმაყოფილო კლიენტი არ გვყოლია და იმედი გვაქვს, რომ თქვენს დახმარებასაც შევძლებთ.

https://www.youtube.com/watch?v=BGvUyzveQAk
ვიზიუმე https://www.youtube.com/watch?v=V0kg3hMV38s

წარმატებებს გისურვებთ www.stepup.ge

This post has been edited by TSH on 9 Mar 2016, 13:15
norika
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13981
წევრი No.: 100579
რეგისტრ.: 22-September 09

გამოგზავნილია: 9 Mar 2016, 13:23  #47221800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ ვიცოდი ეს საიტი, მომეწონა
კარგი დიზაინი აქვს, სტატიები არ არის დიდი და ზედმეტი ინფორმაციის შემცვლელი, გსიამოვნებს კითხვა
რაც წავიკითხე ყველაფერი მომეწონა და ყველაფერში ვეთანხმები

დასაქმების მსურველებს ნადმვილად დაეხმარებათ ამ საიტის ცოდნა, გავაზიარებ აუცილებლად
მე ყველა ეს ინფორმაცია სხვადასსხვ საიტებიდან და წყაროებიდან მოვიძიე და აქ ყვეკლაფერი ერთადაა, გასაუბრება, რეზიუმე, რჩევები

დიდი მადლობა შემქმნელებს
იმედია დაამატებთ სხვადასხვა სიახლეებს, მსგავსის აიტები ბევრი ვიცი და ეს ერთ-ერთი გამორჩეულია, ერთი შეხედვით ჩანს რომ კარგი ნამუშევარია



--------------------
14 Grand Slam!!!

Australian Open-2009
French Open-2005,2006,2007,2008,2010,2011,2012,2013,2014
Wimbledon-2008,2010
US Open-2010,2013

Gold medal ( 2008 Beijing )

TSH
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 126785
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 9 Mar 2016, 14:50  #47222470      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
norika
დიდი მადლობა ასეთი დადებითი შეფასებებისთვის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი!

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ თემებზე და ბევრ საინტერესო ინფორმაციას დავდებთ კიდევ, მად შორის კარგი პროექტები გვექნება, რომელიც დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებელს უფრო დააახლოვებს და გააუმჯობესებს დასაქმების შესაძლებლობებს.

წარმატებებს გისურვებთ <3
nutsiko
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5765
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 9 Mar 2016, 19:55  #47225044      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
TSH
კარგია დასაწყისისთვის. გადავხედე და ყველა სტატია წავიკითხე, რაც საიტზე გაქვთ განთავსებული.
უცხო ენებიდან კარგად და გამართულად გადმოქართულებული სტატიებია.
ინფორმაცია რელევანტური და დროული დასაქმებით დაინტერესებული პირებისთვის.
ფონტი ძალიან ფერმკრთალი რუხია და თვალისთვის რთულად აღსაქმელი.
ფონი მქრქალი ნაცრისფერი.
დიზაინი საერთო ჯამში ცუდი არაა, მარტივი და კიდევ დასახვეწია.
მივესალმები ნებისმიერ მსგავს წამოწყებას, რაც ქართული შრომის ბაზრის განვითარებისკენაა მიმართული.
იმედია, მცირეოდენ კრიტიკულ და დასაბუთებულ შენიშვნას საწყენად არ მიიღებთ და ჩამითვლით, როგორც თქვენივე
მომსახურების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ქმედებას / რიგითი მკითხველის პოზიციიდან და გავკადნიერდები, ვიტყოდი, ამ სფეროში საკმარისზე მეტად ჩახედული ადამიანის მოკრძალებულ მოსაზრებას.

წარმატებები და ველოდებით ახალი სტატიების გამოჩენას თქვენს საიტზე !
TSH
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 126785
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 9 Mar 2016, 22:26  #47226340      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nutsiko
მადლობა რჩევებისთვის, გავითვალისწინებთ აუცილებლად.
კონსტრუქციულ კრიტიკას ყოველთვის მივესალმებით.

თუმცა ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ყველა სტატია გადმოთარგმნილია. რაც გადმოთარგმნილია იმას მითითებული აქვს წყაროც. ნაწილი ჩვენი დაწერილია გამოცდილებიდან გამომდინარე, არც ჩვენ ვართ უცხო ენების სპეციალისტები, გვაქვს გამოცდილება რეკრუტინგის სფეროში და განსაკუთრებით კარიერული კონსულტაციის მიმართულებით საქართველოში და ევროპაშიც
nutsiko
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5765
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 9 Mar 2016, 22:29  #47226378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
TSH
გადმოქართულებული პირდაპირი გაგებით არც მიგულისხმია და არც წყაროს მითითება-არმითითებაზე იყო საუბარი.
უამრავი მსგავსი სტატიაა ინტერნეტში და ძალიან კარგია, რომ თქვენ მათზე დაყრდნობით, თუნდაც თავიდან ქართულად დაწერეთ სტატიები.
ამით ბევრ ქართულენოვან მკითხველს გაუადვილეთ მასალის გაცნობა მშობლიურ ენაზე.

ველით სხვა ბევრ სტატიას. მე თქვენი მკითხველი ვიქნები. სტატიები მომეწონა შინაარსით, წერის სტილითა და ლაკონურობით. კითხვადია და არაა დამღლელი.
TSH
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 126785
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 9 Mar 2016, 23:38  #47227242      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nutsiko
მადლობა <3
საიტის დიზაინთან დაკავშირებით გეთანხმებით, ვმუშაობთ დახვეწაზე მუდმივად.

თუ გაქვთ გამოცდილება და ამ სფეროში მოღვაწეობთ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ wink.gif
nutsiko
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5765
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 10 Mar 2016, 10:15  #47229519      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
TSH
დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი თქვენთან, თუნდაც სტატიების მომზადების საქმეში (სულ მცირე).
მოგწერთ პმ-ს.
მადლობა საქმიანი წინადადებისთვის.
TSH
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 126785
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 10 Mar 2016, 14:33  #47231282      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nutsiko
მადლობა გამოხმაურებისთვის.

ახალი სტატია http://stepup.ge/GE/node/112


* * *
თუ ვინმეს რაიმე კითხვები გაქვთ, მოგვმართეთ, კონსულტაცია ფორუმზე უფასოდ smile.gif
ზარნაშო
წარმატებისთვის განწირული


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1561
წევრი No.: 101167
რეგისტრ.: 29-September 09

გამოგზავნილია: 31 Mar 2016, 01:37  #47424945      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (TSH @ 9 Mar 2016, 12:25 )
ვიზიუმე https://www.youtube.com/watch?v=dMia7HJR2l4

ასეთი სერიოზული ცოდნის და გამოცდილების პატრონისთვის ცოტა სერიოზული ვიზიუმე ხომ არ ჯობია სერიოზული ვაკანსიებზე როცა ნადირობს თან?
რაღაც ჭკუამხიარული მუსიკა და გრაფიკული ეფექტებია.


--------------------
"რაზმეულის ხელმძღვანელმა
რომ გაიგო ეს ამბავი,
თქვა "რას ცხარობთ, ყმაწვილებო,
დაანებეთ კამათს თავი!""

557403841 - ჩემი ტელეფონის ნომერი

ბეჰემოთების ცქერა მამშვიდებს
TSH
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 126785
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 1 Apr 2016, 18:07  #47439220      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზარნაშო

გამარჯობა,

თქვენ უფრო სერიოზულს გაგიკეთებთ. თუ გნებავთ ჩვეულებრივ რეზიუმეს გაგიკეთებთ. თუ გნებავთ ვაკანსიას მოგიძებნით შესაფერისს. ყველას თავისი მოთხოვნა და საჭიროებები აქვს.

თქვენ ისეთს გაგიკეთებთ თქვენ რომ მოგეწონებათ smile.gif
DIOGENA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 194
წევრი No.: 125449
რეგისტრ.: 31-December 10

გამოგზავნილია: 2 Apr 2016, 19:43  #47448536      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგი საიტი გაქვთ! ნამდვიალდ მომეწონა. შემოვედი და მგონი ყველა სტატია წავიკითხე, რაც ბლოგში გიდევთ!

ამასობაში კი, ერთი შეკითხვა გამიჩნდა. რატოა CV-ის შედგენისას დაბადების თარიღის მითითება "მიუღებელი"? გასაგებია ის პოზიცია, რაც სტატიაშია დაფიქსირებული, მაგრამ საქართველოში ნამდვილად უნდა აქცევდნენ ასაკს ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.

სხვა მხრივ კი, კარგია! ასე განაგრძეთ... up.gif
pytgon
პუარო


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 563
წევრი No.: 198995
რეგისტრ.: 3-March 15

გამოგზავნილია: 2 Apr 2016, 20:43  #47449129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ამასობაში კი, ერთი შეკითხვა გამიჩნდა. რატოა CV-ის შედგენისას დაბადების თარიღის მითითება "მიუღებელი"? გასაგებია ის პოზიცია, რაც სტატიაშია დაფიქსირებული, მაგრამ საქართველოში ნამდვილად უნდა აქცევდნენ ასაკს ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.


კი ეგ კითხვა მეც მიანტერესებს,გასაუბრებაზე შემეკითხა რამდენი წლის ხარო არდა მითითებული მაქვს რეზიუმში , ან უცებ ვერ გამოაინგარიშა რამდენის ვიყავი ან რამე იდუმალებაა :დ


--------------------
თავაზიანად გიპასუხო თუ პატიოსნად?
DIOGENA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 194
წევრი No.: 125449
რეგისტრ.: 31-December 10

გამოგზავნილია: 2 Apr 2016, 21:54  #47449921      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (pytgon @ 2 Apr 2016, 20:43 )
QUOTE
ამასობაში კი, ერთი შეკითხვა გამიჩნდა. რატოა CV-ის შედგენისას დაბადების თარიღის მითითება "მიუღებელი"? გასაგებია ის პოზიცია, რაც სტატიაშია დაფიქსირებული, მაგრამ საქართველოში ნამდვილად უნდა აქცევდნენ ასაკს ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.


კი ეგ კითხვა მეც მიანტერესებს,გასაუბრებაზე შემეკითხა რამდენი წლის ხარო არდა მითითებული მაქვს რეზიუმში , ან უცებ ვერ გამოაინგარიშა რამდენის ვიყავი ან რამე იდუმალებაა :დ

სხვათა შორის, ამ რამდენიმე დღის წინ, როცა "აფდეითს" ვუკეთებდი CV-ს, კარგა ხანს ვიყოყმანე თუ როგორ გამეკეთებინა - მიმეთითებინა პირდაპირ ასაკი თუ დაბ.თარიღი დამეწერა. ანუ:

1) ასაკი: (ამდენი წლის)
2) დაბ.თარიღი: (XX.YY.ZZZZ)


საბოლოოდ, მეორე ვარიანტი ვამჯობინე. smile.gif
mate222
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 170006
რეგისტრ.: 7-July 13

გამოგზავნილია: 16 May 2016, 20:04  #47829864      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წ წ
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0739 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]