forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (9) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შრომის ბირჟა, ვეძებ სამსახურს / მაქვს საქმიანი წინადადება
wu777ro
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 375
წევრი No.: 203419
რეგისტრ.: 8-June 15

გამოგზავნილია: 4 Apr 2016, 20:10  #47467598      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოდი დავფიქსირდეებიიიიიიიიიიიიიიი
BUFFALOBILL
არც ისე crazy member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4463
წევრი No.: 168887
რეგისტრ.: 15-June 13

გამოგზავნილია: 5 Apr 2016, 11:21  #47472323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
micxikine.me
QUOTE
სხვათაშორის ჯერ ჯერობით მარტო html/css აქვს, შენ რამდენში ააწყობდი იგივეს?


გამიჭირდება ფასის თქმა მაგრამ მსგავსი ტიპის საიტის გაკეთება რომ შემომთავაზონ

200 ლარს დავუფასებდი

მეტი არ ღირს


--------------------
უშუქობისას განათლებული, რაღაცნაირი მასტის როჟა...
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
ეს ჰიპერბოლიზირებული ფრაზეოლოგიმური ეპითეტებით გაჟღენთილი ნეოლიბერალური ფსიქო-ფსიქიკური ალფაკეტოგლუტარატდეჰიდროგენაზული წიაღსვლები მაბნევს Ⓒ კიჭარტი
იქ შემეშალა ფრაზეოლოგიზმური უნდა მეწეროს,შენ ჩაამატე მერრე
micxikine.me
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3512
წევრი No.: 204987
რეგისტრ.: 13-July 15

გამოგზავნილია: 5 Apr 2016, 12:14  #47472704      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im
QUOTE (BUFFALOBILL @ 5 Apr 2016, 11:21 )
micxikine.me
QUOTE
სხვათაშორის ჯერ ჯერობით მარტო html/css აქვს, შენ რამდენში ააწყობდი იგივეს?


გამიჭირდება ფასის თქმა მაგრამ მსგავსი ტიპის საიტის გაკეთება რომ შემომთავაზონ

200 ლარს დავუფასებდი

მეტი არ ღირს

გასაგებია
ვადაც დაწერე და საკონტაქტო მეილი/ ნომერი

ვორდპრესი ჯუმლა მაინც არა?


--------------------
www.micxikine.me

შამო აბა ერთი! ანდა შეეაფასე ჩემი სხვა ნაშრომები

https://www.behance.net/michkhikin1bc5
Rockefeller
თავისუფალი ქვისმთლელი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 169
წევრი No.: 200759
რეგისტრ.: 8-April 15

გამოგზავნილია: 7 Apr 2016, 10:10  #47490126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ, ძალიან კარგი თემაა, მეც "დავაბირჟავებ" და ჩამოვწერ მონაცემებს.

მაქვს უმაღლესი განათლება_ბაკალავრი ბიზნესის მიმართულებით.
მაგისტრატურა _ბიზნესის მიმართულება_პირველი კურსიდან შევიჩერე სტატუსი (ფინანსების ამბავია)

სამუშაო გამოცდილება: გაყიდვები, კორპორატიული გაყიდვები, პროექტების მენეჯმენტი, შესყიდვები, მარკეტინგი.

კარგად გამომდის ბიზნეს კომუნიკაცია/ზოგადად კომუნიკაციაც
* * *
კიდევ ბევრი რაღაც მეწერა მაგრმ მხოლოდ ეს დაიდო რატომღაც sad.gif


--------------------
ცხოვრებაშიც ასე ხდება, სიყვარულის მთავარი მტერი გაუგებრობაა...
Kassel2015
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 216959
რეგისტრ.: 9-April 16

  გამოგზავნილია: 9 Apr 2016, 22:02  #47513115      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით

ვარ მოქმედი ბუღალტერი,მაგრამ სექტემბერში მომიწევს სამსახურიდან წამოსვლა,რადგან არ მაძლევენ დეკრეტულ შვებულებას (ანუ თუ არ მომწონს პირობები შემიძლია დავწერო განცხადება და წავიდე),ვეძებ სამსახურს არასრული განაკვეთით smile.gif
milksidra
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 147
წევრი No.: 216147
რეგისტრ.: 22-March 16

გამოგზავნილია: 13 Apr 2016, 11:07  #47544369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ მეც დავტოვებ აქ მონაცემებს (გამოცდილება, უნარები და განათლება):

სამუშაო გამოცდილება
07.2013 - 05.2015 ფინანსური ომბუდსმენის სერვისი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
2000 წელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ დაფუძნებული დამოუკიდებელი საჯარო სტრუქტურა, რომლის ფუნქცია არის მომხმარებლების და ფინანსური ორგანიზაციების შორის ფინანსური დავების გადაჭრა.
ფინანსური მოსამართლე /არბიტრი
• ფინანსური ორგანიზაციების საქმიანობების კვლევა/მონიტორინგი და ფინანსურ დავებში ჩართულ მხარეებისთვის მედიაციური და საკონსულტაციო სამსახურის გაწევა. დავების გადაჭრა შესაბამისი მხარეებიდან ინფორმაციის შეგროვების/მოძიების, ანალიზის და რეკომენდაციების/გადაწვეტილებების შემუშავების მეშვეობით.
სადაზღვევო პროდუქტების (Payment Protection Insurance casework) დივიზია - არბიტრი
• პირველად შემოსული დავების შემფასებელი/არბიტრი (საერთო ჯამში განხილული მაქვს ფინანსურ სადაზღვეო პროდუქტებთან დაკავშირებული 1500-მდე საქმე).
• სააპელაციოდ შემოტანილი და განხილული დავების გადაწყვეტილებების ხელახლად გადახედვა: დამოწმება, გადაწყვეტილების შეცვლა და/ან გასაჩივრებული გადაწყვეტილებების საბოლოო ვერდიქტისთვის ომბუდსმენისთვის მომზადება. კომპლექტური საბანკო ანგარიშების (Packaged Bank Account casework) დივიზია - არბიტრი
• კომპლექტური საბანკო ანგარიშების პაკეტებზე ინფორმაციის მოძიება და მათი შეძენა/გაყიდვის პრაქტიკის მიზანშეწონილობის დადგენა ყველა ცალკეულ შემთხევებში.
• მომხმარებლისთვის/ბანკებისთვის სამართლიანი კომპენსაციების რეკომენდაციების შემუშავება.
სერვისის ხარისხის გამოკითხვის მენეჯერი
• მომხმარებლების კმაყოფილების გამოკითხვის პროცესის ხელმძღვანელობა. გუნდში მომხმარებლის სერვისით კმაყოფილების რეიტინგი გავზარდე 30%-დან 75%-მდე.
09.2012 - 05.2013 შპს 'ვენეტიჩი' ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
უძრავი ქონების მართვის, დაგეგმარების და მომსახურების კომპანია.
პროექტების და ადმინისტრაციული ასისტენტი
• დირექტორის/მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში, კლიენტებთან შეხვედრების წარმოება და მიმდინარე პროექტის აქტივობების ადმინისტრირება, შეხვედრების მომზადება, დაგეგმარება, რეკლამების მომზადება და განთავსება.
• ფინანსურ დაგეგმარებაში მხარდაჭერის გაწევა.
განათლება
2011 - 2012 მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მენეჯმენტში,
ოქსფორდ ბრუქსის უნივერსიტეტი ოქსფორდი, გაერთიანებული სამეფო
შესწავლილი მოდულები:
1. ფინანსირება ჯანდაცვაში და სოციალურ უზრუნველყოფაში.
2. ოპერაციების მართვა ჯანდაცვაში და სოც. უზრუნველყოფაში.
3. ადამიანური რესურსების მართვა ჯანდაცვაში და სოც. უზრუნველყოფაში.
4. კვლევის კონსტრუირება და დაგეგმარება (თვისებრივი და რაოდენობრივი).
5. ხელმძღვანელობა და მართვა.
სადისერტაციო ნაშრომი ეხებოდა სამედიცინო პერსონალის უკმარისობას ავსტრალიის სასოფლო დასახლებებში - თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზი (ლიტერატურული მიმოხილვა).
2004 - 2010 მედიცინს ფაკულტეტი, დიპლომირებული მედიკოსის დიპლომი,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო
2003 - 2004 ენ არბორის პიონერების სახელობის სკოლა ენ არბორი, მიჩიგანის შტატი, აშშ
1998 - 2003 დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი თბილისი, საქართველო

ენები და საოფისე პროგრამები
ქართული (მშობლიური), ინგლისური (თავისუფლად), რუსული (თავისუფლად)
მაიკროსოფთ ოფისის პროგრამები, ელ. მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება.
socsocsoc1
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 217177
რეგისტრ.: 14-April 16

გამოგზავნილია: 14 Apr 2016, 23:17  #47561284      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც დავტოვებ მონაცემებს,
მაქვს უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობა.
სამუშაო გამოცდილება ოფისის მენეჯერად.
ენები და საოფისე პროგრამები
ქართული ინგლისური რუსული
საოფისე პროგრამები. ინტერნეტი.
ვარ შრომისიმოყვარე,ყურადღებიანი და კრეატიული.
ზარნაშო
წარმატებისთვის განწირული


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1561
წევრი No.: 101167
რეგისტრ.: 29-September 09

გამოგზავნილია: 16 Apr 2016, 15:41  #47576273      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ვარ 1984 წელს დაბადებული. დამთავრებული მაქვს თსუ, ჰირდროლოგ-ჰიდროეკოლოგი ვარ სპეციალობით. მიმუშავია გარემოს დაცვის სამინისტროში, პოლონელების დაფინანსებულ პროექტში (ყვარელს და კაბალს ვიცავდით ღვარცოფებისგან და წყალდიდობებისგან, მოკლედ რომ ვთქვა), კერძო დაცვაში, გამყიდვლად და კიდევ ცოტახნიანი ცხვირის შეყოფები მქონდა აქა-იქ, გამოდილებას ვერ ვუწოდებ მაგას.

ვიცი კომპიუტერი მომხმარებლის დონეზე და ავითვისებ ახალ პროგრამებსაც უპრობლემოდ. ზოგადად ახალი ცოდნის ათვისება მიყვარს. ფიზიკურად ვარ კარგ ფორმაში და მუდმივად ვაუმჯობესებ ფორმას. მიმუშავია ფიზიკურადაც (მეგობრებთან, ფულის გამო არა). ვიცი რუსული კარგად, ინგლისურიც ასე თუ ისე და ინგლისურსაც ვაუმჯობესებ ამჟამად. მეხერხება წერა და ლაპარაკი. ვარ გულისყურიანი, მშრომელი, ცოცხალი და ენერგიული. ჯარი არ გამივლია (მხედველობის გამო დამიწუნეს).

ვიმუშავებ ნებისმიერ ადგილას ამ ეტაპზე, სადაც სინდისთან მწყრალად არ მომიწევს ყოფნა (სიგარეტის გაყიდვა, კაზინო-ტოტალიზატორები და მისთანები არ შემომთავაზოთ). მთავარია ხელფასის და განრიგის ოპტიმალური კომბინაციასა იყოს ჩემთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ დრო დამრჩეს თვითგანვითარებისთვის (სწავლა, ვარჯიში), რაც ჩემი სამომავლო გეგმებისთვის მჭირდება. ცხრა საათზე მეტი არ მინდა გამოდიოდეს სამუშაო დღე. განსაკუთრებით მინდა ისეთი სამუშაო, სადაც ჩხუბს შევძლებ კანონთან და სინდისთან დაპირისპირების გარეშე. "პრავას" რომ ავიღებ, რომელიმე სამსახურის დაცვის ოპერატიულში მინდა დაწყება. თეორიას ჩემით ვსწავლობ, მაგრამ პრაქტიკას და თვითონ საბუთს ფული უნდა. რესტორნის დაცვაში კიდევ დიდტანიანი ხალხი უნდათ ხოლმე და მასეთი არ ვარ.
კიდევ სიამოვნებით მოვუვლიდი სახლს სოფელში. თუნდაც მარტო კვება და ბინა იყოს ანაზღაურება. ერთი წელი კაი ჯანსაღ გარემოში ყოფნა მინდა ტერმინატორის ფორმაში რომ ჩავდგე და განმარტოების საშუალებაც მქონდეს სიმშვიდეში.

This post has been edited by ზარნაშო on 16 Apr 2016, 16:59


--------------------
"რაზმეულის ხელმძღვანელმა
რომ გაიგო ეს ამბავი,
თქვა "რას ცხარობთ, ყმაწვილებო,
დაანებეთ კამათს თავი!""

557403841 - ჩემი ტელეფონის ნომერი

ბეჰემოთების ცქერა მამშვიდებს
timshemexe
მომავალი ტაქსისტი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 628
წევრი No.: 196962
რეგისტრ.: 23-January 15

გამოგზავნილია: 17 Apr 2016, 15:58  #47585205      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაქვს საშუალო განათელბა (დავანებე თავი უნივერსიტეტს პირველ კურსზე)
მოვრჩი სავალდებულოს (ანუ მაქვს ე.წ. ვაენი ბილეთი)
ვიცი ინგისური საშუალოზე უკეთ (ეროვნულებზე 83 თუ რამე აზრი აქვს)
ტატუები არ მაქვს

შეიძლება მქონდეს რამის იმედი, ნაცნობობით მაინც? 19 წლის ვარ....

This post has been edited by timshemexe on 17 Apr 2016, 16:07
NNina
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3439
წევრი No.: 55148
რეგისტრ.: 7-March 08

გამოგზავნილია: 17 Apr 2016, 17:22  #47585924      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღამის ცვლა მაწყობს.სასწრაფოდ და უცილობლოდ.
თან თუ ოპერატორი იქნება ან რამე ოფიცერი. მენეჯერი.უკეთესი.

მომწერეთ
Nikoloz19
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 217408
რეგისტრ.: 19-April 16

გამოგზავნილია: 19 Apr 2016, 23:26  #47607604      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სალამი ყველას!
ვარ თხუთმეტი წლის და თუ არის შესაძლებელი სადმე ფლაიერების გამავრცელებლად მუშაობის დაწყება? ან რაიმე მსუბუქი სამუშაო მოზარდისთვის სად შეიძლება ვიშოვო?
წინასწარ მადლობა.
Markizian
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 216816
რეგისტრ.: 6-April 16

გამოგზავნილია: 20 Apr 2016, 00:49  #47608368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვორდპრესი ბლოგერებისათვის საუკეთესო ძრავია. მაგრამ სიმსუბუქით და სიმარტივით(არ საჭიროებს პროგრამირების ცოდნას) ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამული პროდუქტია Adobe Muse, რომელიც ამ ბოლო ხანს საკმაოდ დინამიურად ვითარდება.
have_time
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 217714
რეგისტრ.: 28-April 16

გამოგზავნილია: 28 Apr 2016, 02:44  #47677186      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით!
ვიცი მუშაობა კომპიუტერულ საოფისე პროგრამებში, ასევე ფოტოშოპში (ძალიან კარგად)
FbAccs
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 398
წევრი No.: 144141
რეგისტრ.: 10-March 12

გამოგზავნილია: 29 Apr 2016, 22:48  #47691796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nikoloz19
ორი ვარიანტი გაქვს
ა- სწავლა. მე ამას გირჩევდი, მაგრამ უნდა ისწავლო ისე რომ შენს სფეროში კონკურენციას ვერავინ გიწევდეს!
ბ- მუშაობა, მაგრამ იცოდე რომ ფლაერები ან მსგავსი მსუბუქი სამუშაო არ არსებობს.


--------------------
ჯარში როარ წავსულიყავი ჩემი 2 ძმა მოვკალი და დედისერთა გავხდი © 1imereli1

ისე 100 წლისწინანდელი პორნო რა უცნაურია. მკვდარ ხალხზე რომ ა&&რევ © Ar-Pharazôn
server-8
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 47
წევრი No.: 155853
რეგისტრ.: 7-November 12

გამოგზავნილია: 6 May 2016, 10:41  #47741458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
მოგესალმებით.

ვთარგმნი პროფესიონალურად ნებისმიერი სირთულის ტექსტს, სამედიცინო, ტექნიკურ და ასე ... შემდეგ.

1. ფრანგულიდან - ქართულად
2. რუსულიდან - ქრთულად
3. ფრანგულიდან - რუსულად
4. რუსულიდან - ფრანგულად

მჭირდება როგორც დამატებითი სამსახური, სათარგმნი მასალა შეიძლება გამომიგზავნოთ მეილზე: speak7755@gmail.com . შემდგომში ვიკონტაქტებთ მეილით და ტელეფონით.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0247 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]