დოქტორ ალი ვარდის წიგნში „ერაყის ისტორიის სოციალური ეტაპები“ ასეთი ამბავია მოთხრობილი:
1917 წელს გენერალი სტენლი მუდი, რომელიც ხელმძღვანელობდა დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო არმიას ერაყში, მეცხვარეს გადააწყდა, რომლიც ფარას აძოვებდა. მან ერაყელს, თარჯიმნის დახმარებით, შესთავაზა ერთი ფუნტი სტერლინგი, თუ კი ის თავის მეცხვარე ძაღლს მოკლავდა. ცხვარს იცავდნენ ჯიშიანი ძაღლები, რომლებიც პატრონის ერთგულები იყვნენ, ეხმარებოდნენ ფარის მწყემსვაში და აფრთხილებდნენ მას საშიშროების შემთხვევაში. მეცხვარე ცოტა ხანს ყოყმანობდა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ფულით ნახევარ ფარას იყიდიდა, ადგა და ძაღლი მოკლა.
გენერალმა უთხრა, კიდევ ერთ ფუნტს მოგცემ, თუ ტყავს გააძრობო. მეცხვარემ ძაღლი გაატყავა. შემდეგ კიდევ ერთი ფუნტი შესთავაზა თუ ნაკუწ-ნაკუწ აქცევდა. ერაყელმა ძაღლი აკუწა.
გენერალმა მუდმა გადაუხადა მეცხვარეს შეპირებული სამი ფუნტი და წასვლა დააპირა. ამ დროს მეცხვარემ უთხრა, თუ კიდევ ერთ ფუნტს მომცემ, ამ ხორცს შევჭამო.
არაო, - უთხრა გენერალმა, - მე მაინტერესებდა შენი ბუნება და უკვე გავიგე. შენ ხარ საკუთარი სურვილების მონა, რომელმაც 3 ფუნტად საუკეთესო მეგობარი მოკალი, გაატყავე და ნაკუწ-ნაკუწად აქცია. ეგეც არ იკმარე და კიდევ ერთ ფუნტად მზად ხარ, ის შეჭამო. ეს ყველაფერია, რაც შენს შესახებ მინდოდა მცოდნოდაო.
შემდეგ გენერალი თავის ჯარისკაცებს მოუბრუნდა და უთხრა: სანამ ამ ქვეყანაში ასეთი ბევრი ადამიანია, თქვენ არაფერი გაქვთ სანერვიულოო.
ასეა, სანამ საქართველოშიც იქნება ათასობით და ათი ათასობით საკუთარი სურვილის მონა, რომელიც მზადაა პირადი გამორჩენისთვის, დოლარების ან ევროების საფასურად გაყიდოს სამშობლო, ტრადიციები, მეგობრები და ოჯახი, მანამ ჩვენი საშველი არ იქნება. ნებისმიერი მტრულად განწყობილი გადამთიელი ადვილად შეძლებს ამ საზოგადოების დეზინტეგრაციას, მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის შუღლის გაღვივებას და ჩვენი მყიფე სახელმწიფოებრიობის დაზიანებას.
და კიდევ, სანამ მოსახლეობის განათლების დონე იქნება იმდენად დაბალი, რომ ადამიანები ვერ შეძლებენ განასხვავონ ერთმანეთისაგან სამშობლოს გულშემატკივარი და ფულზე სულგაყიდული, მანამ ვიქნებით ამ დღეში.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3