Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მხატვრობა > თანამედროვეობის ყველაზე გაყიდვადი ქართველი მხატვარი


Posted by: kotcio 16 May 2017, 21:54
როგორ ფიქრობთ ან რა ინფორმაცია გაქვთ

Posted by: spider77 17 May 2017, 12:20
kotcio
QUOTE
როგორ ფიქრობთ ან რა ინფორმაცია გაქვთ

ესე ძნელია ერთის დასახელება უპირობოდ.

კითხვა უფორ სწორი იქნებოდა რო ფიგურირებდეს სიტყვა "მოთხოვნადი" და არა "გაყიდვადი".
ან სულაც ორივე ერთად, მოთხოვნადი და გაყიდვადი.


ცოცხლებს შორის მე დავასახელებდი:

ხუციშვილს (თაზო), ჩაგელიშვილს (ჩაგელა), ტიმჩენკოს, თორდიას, ხერკელაძეს, აბულაძეს, ფოდიაშვილს, შეყილაძეს (ტიტე), კოლელიშვილს, ტრაპაიძეს, ცეცხლაძეს, ჩაკვეტაძეს, ჩიქოვანს, ადამიას და ა.შ.

Posted by: kotcio 17 May 2017, 22:38
spider77
და პიკო?????????

Posted by: spider77 18 May 2017, 13:59
kotcio
QUOTE
და პიკო?????????

ჰო რა თქმა უნდა ნიჟარაძე ... პიკო ... biggrin.gif
მაგ სიის თავშია ფაქტიურად yes.gif



Posted by: kotcio 18 May 2017, 20:33
სუთიძე, მატუაშვილი.........
ისე, მატაბელიც შტამპავს ბლომად

Posted by: jetBlack 18 May 2017, 20:51
ტიმჩენკო და შეყილაძე ალბათ.

30 ტიმჩენკო და 30 შეყილაძე

Posted by: kotcio 18 May 2017, 21:03
jetBlack
30 ???? თვეში (წელში ) გაყიდული ???????

Posted by: spider77 18 May 2017, 23:19
kotcio
QUOTE
სუთიძე,

მეძვირეა.


ყველაზე მეტი ალბათ ტიტე, 30 ლარად ყიდის (მაგრა მეცოდება) mo.gif
დრო მოვა ფასი დაედება მის ნახატებს. ჩუფჩიკაც ესე კაპიკებში არიგებდა სიცოცხლეში, ზოგს ჩუქნიდა საერთოდ, ეხლა კიდე ერთი ბეწო ფურცლის ნაგლეჯზე პასტელის ჩანახატები 200-300 ლარებში იყიდება.

Posted by: kotcio 19 May 2017, 13:52
spider77
ისე, ტიტეს ნახატები ამჟამინდელ ფასთან შედარებით მართლა ბევრად უკეთესია

Posted by: spider77 19 May 2017, 13:57
kotcio
QUOTE
ისე, ტიტეს ნახატები ამჟამინდელ ფასთან შედარებით მართლა ბევრად უკეთესია

გეთანხმები.
ეხლა ვეღარ ხატავს ისეთ ხარისხში, მაგრამ მიანც გამოერევა ხოლმე შიგ დ შიგ კარგი ნახატები. ბერდება საცოდავი sad.gif

ტიტეს ერთ-ერთი საყვარელი თემა, ყვავილები smile.gif

http://pix.ge/

Posted by: kotcio 19 May 2017, 22:51
up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: სენბონზაკურა 25 May 2017, 12:51
ედმონდა , ტიმჩენკო, ნიჟარაძე, 80იანელები

Posted by: spider77 31 May 2017, 21:39
ნანა ტრაპაიძე.

http://pix.ge/

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 6 Dec 2018, 04:36
QUOTE
ნანა ტრაპაიძე.

არც გამიგია rolleyes.gif

Posted by: oshi 9 Dec 2018, 23:01
აი მეინსტრიმში უფრო ტიმჩენკო-ფოდიაშვილი-პიკო-(ცოტაღაა) და ცეცხლაძე... ხერკელაძის ნამუშევრები ორ კატეგორიად იყოფა, მასებზე გაყიდვადი შედარებით დაბალი ბიუჯეტით და განსაკუთრებული ნამუშევრები მაღალბიუჯეტიანებზე, ამ შემთხვევაში მოთმინების უნარი, ფიგურები, კომპოზიცია და ტექნიკა ერთ ჰარმონიაშია...
აბულაძეც გაყიდვადია, ჩიქოვანიც და თან არც ისე ძვირი.

კუხალაშვილი ალბათ უფრო უცხოეთში- ძალიან კარგი მხატვარია.
სუთიძეს საერთოდ ვერ შეწვდები, მაგრამ კარგია. ბევრი კარგი მხატვარი გვყავს ისე... მე მირჩევნია ცოტა იყიდებოდეს და მარგალიტები იყოს, ვიდრე ბევრი და კრიტერიუმებით დიდი ვერაფერი..

გაგილაძე, კუსიანი და მსგავსი მხატვრები ვფიქრობ უფრო საზღვარგარეთ იყიდება...

Posted by: S A F O 12 Mar 2019, 15:33
oshi
QUOTE
პიკო-(ცოტაღაა)



პიკო არ არის ცოტა , უამრავია . თან დღემდე ხატავს მგონი.



Posted by: oshi 16 Mar 2019, 01:40
S A F O

პიკოს ძველი პერიოდის შემოქმედება ვიგულისხმე, რომელიც ბევრად დახვეწილია ჩემთვის, ვიდრე ახალი პერიოდის.

ახლაც ხატავს კი, მაგრამ მასიურად მაინც ვერ ნახავ საყიდლად.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)