უბანში უზარმაზარი კორპუსი ააშენეს , პატარა მიწისქვეშა პარკინგი აქვს მხოლოდ
ისიც დიდი წვიმა რომ მოვიდა დაიტბორა და ერთი კვირა იქ წყალი იდგა
იმ მიწისქვეშა პარკინგს დრენაჟი უნდა და სად წაიყვანენ წყალს , როცა კანალიზაციის მილი უფრო მაღლაა განლაგებული ... ამოსატუმბ ძრავებს არავინ დააყენებს ... რაც დასაყენებელია იმასაც არ აკეთებენ
მეორე კორპუსს საერთოდ არ აქვს არც ერთი საპარკინგე ადგილი ...
გარაჟებს წითელ ხაზებში კი მარტო გაბოროტებული ხალხი ებრძვის ...
თან გარაჟი ავტომობილს იცავს როგორც ქურდობისგან , ასევე ვანდალებისგან, და ჩემს ეზოში კიდევ ზედა ქუჩიდან ბოთლების გადმოყრის მოყვარულებისგან !!
კორპუსებს - კორპუსებზე ექსპლუატაციაში რომ იღებენ და საპარკინგე ადგილები არ აქვს საკმარისი , იმაზე იფიქრეთ და იმის გაკეთება მოითხოვეთ !!
ეზოში სულ რამდენიმე კაცია მარტო ვინც გარაჟის აღების მომხრეა ...
ერთს 4 მანქანა ჰყავს 2 ოთახიან ბინაზე და ერთმა ორმა რომ იყიდა სახლი მაშინ არ ადარდებდა პარკირების ადგილი და ეხლა უნდა რომ იპოვოს ...
რომ ყიდულობ ბინას თუ მანქანა გყავს , რატომ არ ფიქრობ მაშინ მანქანას სად გააჩერებ ??