#57477964 · 3 Feb 2021, 11:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავწეროთ გამოცდილება, ვინ როგორ ვებრძოლეთ, ვებრძვით ამ დაავადებას, როგორ შევეგუეთ სახლში გამოკეტვას, დისტანციურად მუშაობას, ან უმუშევრად დარჩენას... გეგმები, აზრები, მოკლედ, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. თემა არ ეხება ცალსახად კორონა ვირუსს მხოლოდ, ეს უფრო ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების თემაა ჯანმრთელობის, მენტალური მდგომარეობის, ყოფითი პრობლემების თანმდევი მოვლენების და ა .შ. მე პირადად, გადავიტანე ეს დაავადება. ზოგადი ფონი იყო მხოლოდ ყნოსვის დაკარგვა 100%-ით. სხვა პრინციპში, არაფერი მიგრძვნია. ახალი კვლევები ამტკიცებს, რომ კაცები რისკულ ზონაში ვართ ნაყოფიერების ჭრილში. ასევე ამბობენ, რომ კაცებში უფრო ხშირია გამოვლინება ვიდრე ქალებში, მაგრამ ქალებში გაცილებით რთულად მიმდინარეობს დაავადება, ვიდრე კაცებში. საინტერესო იქნება ადამიანების გამოცდილება ამ დაავადების თანმდევ რეალობასთან ერთად.
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
|