Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > განბაჟების გადავადება მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე


Posted by: cuore 22 Mar 2020, 12:07
2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგრძლივდა, ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში


ჩვენი თანაფორუმელი ამბობს 18 მარტის შემდეგ შემოყვანილებს ეხებათო
მაშინ მიჩნდება შეკითხვა როგორ დაითვალეს 50 მილიონი ლარის გადავადება

მოკლედ იქნებ ვინმე კომპეტენტურმა იცოდეს რამე 2kiss.gif

ლოგიკურად ეს პრობლემა დაიწყო თებერვლიდან და არა 18 მარტიდან ასე არაა?!

Posted by: sabasaba24 22 Mar 2020, 12:16
cuore
დარეკავს აზრი არ აქვს და ჯობია მეილი მიწერო info@rs.ge . მე ზუსტი თარიღი ვუთხარი მაგრამ მასე მომწერეს

Posted by: cuore 22 Mar 2020, 12:20
sabasaba24
ვნახე რაც მოგწერეს მარა მე ვერ გავიგე მანდედან რო მხოლოდ 18 მარტიდან შემოყვანილებს ეხება smile.gif

Posted by: sabasaba24 22 Mar 2020, 12:23
cuore
ბრძანება ამოქმედებულია გამოქვეყნებისთანავე (გამოქვეყნდა: 18.03.2020) და არ ვრცელდება მანამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, ამ ფრაზით გამოდის ეგ. დაწრენ სხვებიც თავის აზრს . ისე 2 აზროვნად გაავრცელეს ეგ ინფორმაცია

Posted by: cuore 22 Mar 2020, 12:33
sabasaba24
ხო რავი ან ეგრეა ან მე ვიგებ ორაზროვნად smile.gif
...................................

Posted by: vaknari 22 Mar 2020, 12:42
ბრძანება ამოქმედებულია გამოქვეყნებისთანავე (გამოქვეყნდა: 18.03.2020) და არ ვრცელდება მანამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე
Ეს თუ მოგწერეს გამოდის 18.03 დან 1.04 მდე შემოსულებს ეხება და 50 მილიონის ნამდვილად არ იქნება მაგ პერიოდში შემოსული, მოუმზადებელ ბრძანებას გავს ალბათ განმარტებას გააკეთებენ შეწუხების შემდეგ

Posted by: cuore 22 Mar 2020, 13:01
vaknari
ხო მეც ეგ 50 მილიონი მაფიქრებს გამოდის რამდენიმე ასეულ მანქანაზეა საუბარი ეგ რაღა შეღავათია
მანამდე წარმოშობილ ურთიერთობაში შეიძლება იფიქრო მანამდე დაჯარიმებულები

მოკლედ ძალიან არაერთაზროვნად წერია ნუ ჩემთვის ყოველშემთხვევაში

Posted by: georgia2009 22 Mar 2020, 13:54
QUOTE
ხო მეც ეგ 50 მილიონი მაფიქრებს გამოდის რამდენიმე ასეულ მანქანაზეა საუბარი ეგ რაღა შეღავათია

არა მგონია რამდენიმე ასეულ მანქანაზე იყოს საუბარი. საშუალოდ 5000 ლარი რომ ვიანგარიშოთ განბაჟების თანხა თითოეულზე 10000 მანქანა გამოდის. ჩემი მანქანა 29 თებერვალს გადმოიტვირთა და მეც ველოდები ზუსტ ინფორმაციას. ჩემი არხებითაც გავარკვევ და თუ რაიმე გავიგე აქ დავწერ.

Posted by: AGENT007 22 Mar 2020, 13:55
თუ გახსოვსთ ადრეც იყო იაპონიის კრიზის დროს გადავადებაზე საუბარი და დარცა საუბრად. კანონი არ მიიღეს.

Posted by: Nemiroff 22 Mar 2020, 14:04
ბრძანება დადეთ თუ ვინმეს გაქვთ და ეწერება ყველაფერი

Posted by: david_888 22 Mar 2020, 14:15
AGENT007
QUOTE
თუ გახსოვსთ ადრეც იყო იაპონიის კრიზის დროს გადავადებაზე საუბარი და დარცა საუბრად. კანონი არ მიიღეს.

იაპონიის კრიზისი და მსოფლიო კრიზისი განსხვავდება ერთმაინეთისგან

Posted by: sabasaba24 22 Mar 2020, 14:34
Nemiroff
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4825082?publication=0

Posted by: giorgi_psp3000 22 Mar 2020, 14:45
https://netgazeti.ge/news/434587/
აქ წერია სტატია
2 აპრილს შემოსულმა მანქანამ რა დააშავა?
ჩემი მანქანა თურქეთშია და 10 დღეში შემომსვლელს არ ჰგავს ჯერ user.gif

Posted by: georgia2009 22 Mar 2020, 14:54
ძალიან ორაზროვანი ბრძანებაა. უტვინოების დაწერილი. ან შეგნებულად ასე დაწერილი. შეუძლიათ 17 მარტიდან 1 აპრილამდე შემოყვანილ მანქანებზე გაავრცელონ, თუ არ დააზუსტეს.

Posted by: cuore 22 Mar 2020, 15:33
არ მგონია 13-14 დღის თემა იყოს ეს შეღავათია
მოკლედ რაც მთავრობა ის ტექსტი

Posted by: vaknari 22 Mar 2020, 16:19
უწყების ინფორმაციით, შეღავათი შეეხება დაახლოებით 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 50 მილიონ ლარს.
არ იქნება საწყისი თარიღი 18/03

Posted by: cuore 22 Mar 2020, 16:35
QUOTE (vaknari @ 22 Mar 2020, 16:19 )
უწყების ინფორმაციით, შეღავათი შეეხება დაახლოებით 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 50 მილიონ ლარს.
არ იქნება საწყისი თარიღი 18/03

მეც ასე ვფიქრობ და რავი აბა
..........................................

Posted by: Nemiroff 22 Mar 2020, 16:53
ბრძანებაში არაფერი წერია როდის უნდა იყოს შემოყვანილი მანქანა, წერია მხოლოდ 1 აპრილამდე შემოყვანილიო, ხოდა ესეიგი მთავარია აკმაყოფილებდე ამ ერთადერთ კრიტერიუმს რომელიც ბრძანებაში წერია რომ 1 აპრილამდე იყოს შემოყვანილი მანქანა.

სხვანაირად რომ ყოფილიყო ჩაწერდნენ 1 მარტიდან, ან 18 მარტიდან და ასე შემდეგ

Posted by: sabasaba24 22 Mar 2020, 17:09
Nemiroff
ეს მომწერეს მე რს-ზე რომ მივწერე ტავისი ტარიღებით და ყველაფრით

ბრძანება ამოქმედებულია გამოქვეყნებისთანავე (გამოქვეყნდა: 18.03.2020) და არ ვრცელდება მანამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე,

Posted by: AGENT007 22 Mar 2020, 17:12
ანუ 12 დღეზე ყოფილა გათვლილი. დავიშალეთ. მე 12 ში გამოვიყვანე. ნუ მე მამენტ განბაჟების დროც მკიდია.

Posted by: alligator 22 Mar 2020, 18:37
QUOTE
2 აპრილს შემოსულმა მანქანამ რა დააშავა?

აბა.., რა უაზრობაა user.gif გინდა 2ში გინდა 4ში ან უფრო გვიან, ვისაც ჩამოუვა იმან რა დააშავა, შეფერხებულია და ისე ჩქარა არ ხდება ყველაფერი, როგორც უნდა ხდებოდეს და ვინაიდან თავის დროში ვერ ეტევა, ამიტომ ამათ არ შეეხებათ ? ხო ზუსტად პანდემიის ცხელი პერიოდი იქნება მაგ დროზე და .... user.gif თან თვითონ გაიძახიან, პიკი ზუსტად მაგ დროს იქნებაო და .... facepalm.gif

Posted by: Diversity 24 Mar 2020, 07:36

"საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით განსაზღვრული საურავისაგან, თუ იგი 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევას ან მისი რეექსპორტის განხორციელებას.“

ამ ტექსტში ერთადერთი ათვლის წერტილი არის 01.04.2020 წელი. ბრძანება ამ თარიღის დადგომამდე შემოყვანილ ნებისმიერ მანქანას ეხება, ანუ იმ მანქანებსაც რომლებიც შემოყვანილია წლების წინ, განუბაჟებელია და ჯარიმაზეა.


165 - ე მუხლი

"საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა –
იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა"


171 - ე მუხლი

"1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა –
იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით."


272 -ე მუხლი

"საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ვადაგადაცილებულ დღედ ითვლება."


Posted by: SHA2 24 Mar 2020, 11:18
მაგალითად ჩემი მანქანა 26 მარტს შემოდის ფოთში და შემდეგ დღეებში გადმოიტვირთება...
იმედია ამ თვეშივე დამირეკავენ გაყვანაზე, მაგრამ თუ 2 აპრილს გამოვიყვანე ეს კანონი 2 აპრილს ითვალისწინებს თუ
26 მარტს როდესაც საქართველოს სივრცეში შემოვა კონტეინერი?

Posted by: Chikod 24 Mar 2020, 11:25
პირადად შევესწარი საბაჟოზე ამ საკითხის გასარკვევად მოსულ ადამიანებს რასაც უხსნიდნენ.
ეს ეხება ყველა ნანქანას, თუნდაც დეკემბერში იყოს შემოყვანილი.
ოღონდ ტერმინალში არ უნდა იდგესო. თუ ტერმინალშია ეს გადავადება არ ეხებაო.

Posted by: AGENT007 24 Mar 2020, 11:51
SHA2
გაყვანილი უნდა იყოს.

ანუ ტერმინალი დატოვილი ჰქონდეს

Posted by: SHA2 24 Mar 2020, 12:05
AGENT007
მადლობა

ანუ დიდი ალბათობით "ვერ" მოასწრებენ

Posted by: tornike-404 24 Mar 2020, 12:07
ტექ ინსპექტირება ისევ მუშაობს ხო?

მიწევს ამ დღეებში და გავივლი ბარემ

Posted by: achiko35 24 Mar 2020, 12:12
გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვსჩემი მანქანა პორტში 10 აპრილს შემოდის და მაინტერესებს განბაჟების გადავადება ჩემზე თუ იმოქმედებს?

Posted by: RS-FELIX 24 Mar 2020, 12:16
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №78
2020 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი



„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017229) დამტკიცებულ „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:
„მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებები გამოცხადდა პანდემიად, რაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას და აღნიშნული გარემოება კი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მიიჩნევა დაუძლეველ ძალად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით განსაზღვრული საურავისაგან, თუ იგი 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევას ან მისი რეექსპორტის განხორციელებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. (გამოქვეყნების თარიღი 18/03/2020)

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

Posted by: cuore 24 Mar 2020, 12:41
QUOTE (Chikod @ 24 Mar 2020, 11:25 )
პირადად შევესწარი საბაჟოზე ამ საკითხის გასარკვევად მოსულ ადამიანებს რასაც უხსნიდნენ.
ეს ეხება ყველა ნანქანას, თუნდაც დეკემბერში იყოს შემოყვანილი.
ოღონდ ტერმინალში არ უნდა იდგესო. თუ ტერმინალშია ეს გადავადება არ ეხებაო.

სწორედ ეს გვაინტერესებს ყველას up.gif

Posted by: wrangler7 24 Mar 2020, 13:00
შემოსავლები/მომსახურების სააგენტო თუ არ მუშაობს სად უნდა განაბაჟო? თუნდაც გქონდეს ფული და არ გინდა გადავადება

Posted by: georgia2009 24 Mar 2020, 13:08
დღეს მომწერეს:


ბატონო/ქალბატონო



თქვენს 2020 წლის 23 მარტის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით გათვალისწინებულია საქონლის ზოგადი დეკლარირების და საბაჟო პროცედურების განსაზღვრის ვადა, მათ შორის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ. კერძოდ:


- გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული, სეს ესნ 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვისას.


- ამავე სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.


ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შსს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, სეს ესნ 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ან სხვა პროცედურაში მოქცევის ვადა აითვლება ამავე რეგისტრაციის თარიღიდან.


ამდენად, ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძლება ჩაითვალოს 1 აპრილამდე შემოყვანილად, იმ შემთხვევაში თუ შსს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია განხორციელებული იქნება 1 აპრილამდე.


აქვე გაცნობებთ, რომ ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ.
ამასთან ერთად, ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, იმ შემთხვევაში, თუ ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე განხორციელდება.



გისურვებთ წარმატებებს
* * *


აქ ვინმემ თუ იცით, როდესაც მანქანა შემოდის და დროებიტი სარეგისტრაციო ნომრები გაიცემა ეს ნიშნავს თუ არა ავტომატურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვას, რადგან:


~გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული, სეს ესნ 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვისას.


- ამავე სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.~

Posted by: cuore 24 Mar 2020, 14:15
georgia2009
ამხელა წერილი მოგწერეს და მე მაინც ვერაფერი გავიგე smile.gif
........................................

Posted by: MySweetAudrina 25 Mar 2020, 00:49
georgia2009

როგორც მონაწერიდან ჩანს ავტომობილის რეგისტრაცია უნდა იყოს დაფიქსირებული ბაზაში. წესით ეგ დაფიქსირება პორტიდან რომ გამოგყავს, რომ ამოწმებენ და იწერენ მონაცემებს მაშინ ხდება.

ნომერი როცა აქვს ავტომობილს, არ აქვს მნიშვნელობა განბაჟებულია თუ არა ყველა ვარიანტში დარეგისტრირებულია ბაზაში.

Posted by: იაგანა_Godfather 25 Mar 2020, 08:37
1 აპრილამდე Შემოყვანილი განუბაᲟებელი მანქანა რო ვიყიდო ვᲗქვᲗ მაისი ბოლოს, მეც სექტემბრამდე მაქვა განვადების ვადა Თუ მალევე უნდა განვაბაᲟო რახან გაიყიდა ?

Posted by: georgia2009 25 Mar 2020, 12:53
MySweetAudrina
[quote]როგორც მონაწერიდან ჩანს ავტომობილის რეგისტრაცია უნდა იყოს დაფიქსირებული ბაზაში. წესით ეგ დაფიქსირება პორტიდან რომ გამოგყავს, რომ ამოწმებენ და იწერენ მონაცემებს მაშინ ხდება.

ნომერი როცა აქვს ავტომობილს, არ აქვს მნიშვნელობა განბაჟებულია თუ არა ყველა ვარიანტში დარეგისტრირებულია ბაზაში.[/quote

ეგრეა ნამდვილად. ერთი პრობლემაა დროებითი ნომრების საფასური რაც 60 დღის მერე 5 ლარია დღეში. ამაზე არაფერი უთქვამთ რას გახეირებენ ეს ვირიშვილები?!

Posted by: AGENT007 25 Mar 2020, 13:24
georgia2009
რეალურად ამ შეღავათსი ის წერია რომ მაგ პერიოდის გასვლის მერე დაწერილ 1000 ლარიან ჯარიმას ჩამოგაწერენ თუ 1 სექტემბრამდე განაბაჟებ. ეგ დღეში 6 ლარი ისევ ის ედაიწერება 60 დღის მერე

Posted by: georgia2009 25 Mar 2020, 13:34
[b]AGENT007[

ვერ გავიგე რა დაიწერება?

Posted by: cuore 25 Mar 2020, 16:40
AGENT007
1000 lari 3 tvis meregericxeba xo? 2 tve ro gadis unda gamocaxdde saagentoshi tu avtomaturadiwyebs 5 lariani atvlas?

Posted by: sabasaba24 25 Mar 2020, 16:55
cuore
6 ლარი გერიცხება ავტომატურად და ეგ თანხები თუ გადახდილი გაქვს 91 დღიდან იწყება 50 ლარის დარიცხვა დღეზე მაქსიმუმ 1000 ლარი.

და თუ ივლი მანქანით და პატრულმა გნახავ უფლება აქვთ კიდე ჯარიმა დაწერონ და შეილება საჯარიმოზეც გადაგიყვანონო. ესე ამიხსნეს მე

Posted by: cuore 25 Mar 2020, 17:01
sabasaba24
მადლობა
...........................................

Posted by: samtrediel90 25 Mar 2020, 22:02
QUOTE
ერთი პრობლემაა დროებითი ნომრების საფასური რაც 60 დღის მერე 5 ლარია დღეში. ამაზე არაფერი უთქვამთ რას გახეირებენ ეს ვირიშვილები?!


არა,მოხსნეს ეგეც.მეც ეგრე მეგონა მაგრამ მოუხსნიათ თურმე.
შაბათს გავყიდე მანქანა.ვინც იყიდა იმას რო ვუთხარი განბაჟების ვადა გადაწიეს 1 სექტემბრამდე მეთქი,გაუხარდა,მერე განვაბაჟებო,ოღონდ წამო სააგენტოში და გავარკვიოთ რსმე ჯარიმები ხო არ აქვსო მანქანასო,რო თუ რამეა შენ გადაიხადე და დღეის მერე მე მივხედავო.მეთქი არა ჯიგარო სუფთაა ვაბშე,ერთადერთი ხუთლარიან ჯარიმაზეა ერთი 25 დღეა უკვე და მაგისას მოგცემ ეხლავე მეთქი და არაო,წამო მაინც დავაზუსტოთო... მივედით,ნომერი ვუკარნახეთ და არაო,მოხსნილია ეგ 5 ლარიანი ჯარიმაცო და განბაჟების ვადაც 1 სექტემბრამდე გაქვთო.ერთადერთი ნომრების ფული ისევ დაგერიცხებათ სანამ არ განაბაჟებთო,დღეში 1 ლარი.
87-ე დღე იყო ტრანზიტზე ყოფნის,135 ლარი უწევდა ჯარიმა წესით,ეგეც შემრჩა lol.gif

Posted by: cuore 25 Mar 2020, 22:41
samtrediel90
ვაა რა კაი ინფო გვითხარი up.gif

პ.ს რა მაინტერესებს გადაფრომება განბაჟების გარეშე შეიძლება?
..............................................

Posted by: samtrediel90 26 Mar 2020, 00:34
ეგ არ ვიცი
მე გენ მინდობილობა დავუწერე ამას და ისე გავატანე

Posted by: cuore 26 Mar 2020, 10:48
samtrediel90
სექტემბრამდე ჯარიმები რო აიკიდოს მერე რას შვები?

Posted by: samtrediel90 26 Mar 2020, 19:28
გადაიხდის თვითონ,მე ხო არ გადავუხდი აბა

Posted by: Fiorentina 12 Apr 2020, 16:08
მეგობრებო ანუ გამოდის თუ მანქანა უკვე 1000 ლარიან ჯარიმაზეა შესაბამისად ეგ ჯარიმაც უქმდება თუ 1 აპრილამდეა შემოსული?

Posted by: cuore 12 Apr 2020, 18:09
Fiorentina
ლოგიკურად ეგრეა მარა მაგათსას რას გაიგებ ძალიან გაურკვევლად უწერიათ. ჯობია დააზუსტო დარეკო

Posted by: dato12 15 Apr 2020, 12:21
გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ.. მანქანა ჩამოვიყვანე და ვერ ვაბაჟებ,გავიგე რო გადაიტანეს სექტემრამდე,პროსტა ვერ მივხვდი (არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში.)აქ წერია მარტო რეექსოპრტზე და ჩემთვის ვიტოვებ და მე არ მეხება ანუ ეს გადავადება?

Posted by: Fiorentina 16 Apr 2020, 17:46
QUOTE (cuore @ 12 Apr 2020, 17:09 )
Fiorentina
ლოგიკურად ეგრეა მარა მაგათსას რას გაიგებ ძალიან გაურკვევლად უწერიათ. ჯობია დააზუსტო დარეკო

ეხლა კიდევ დავრეკე და მაინც ვერ იძახიან ანუ პირობითათ 1 წლის წინ ჩამოსულ მანქანაზე, რომელიც ჯარიმაზეა იმაზე თუ გავრცხელდება არ არის ზუსტად გარკვეულიო.

Posted by: giorgi_psp3000 21 Apr 2020, 19:04
ხალხო თარიღის გადაწევაზე არაფერი არ ისმის?

Posted by: AGENT007 21 Apr 2020, 19:25
Fiorentina
არ ვრცელდება მაგათზე
მხოლოდ იმ მანქანებზე რომელთაც არ ჰქოდნათ განბაჟების ვადა გასულო

Posted by: Fiorentina 22 Apr 2020, 12:20
AGENT007

სადმე დაიწერა ეს?

Posted by: GEORGEXIII 22 Apr 2020, 15:31
მანქანა ვერ გადამიფორმებია


user.gif user.gif

Posted by: cuore 22 Apr 2020, 16:01
GEORGEXIII
მეკიდე რაღაც კაი ვარიანტიი ვნახე დღეს მეგონა ვნახავდი მაგრად სად ნახავ ამ სირმა მთავრობამ სუ გამოგვკეტა სახლში. ამათი დდ...ი mad.gif

Posted by: GEORGEXIII 23 Apr 2020, 00:51
cuore
ხოო biggrin.gif


ფეხით თუ გაისეირნებ კაცი...

Posted by: giorgi_psp3000 23 May 2020, 00:31
https://www.rs.ge/6497

1 მაისამდე შემოსულები გადავადდებაო ასე წერია თუ თვალები მატყუებს boli.gif

Posted by: AGENT007 23 May 2020, 10:42
giorgi_psp3000
კი გადავადდა ეგენიც

-------------

Posted by: karlo-fan 28 May 2020, 22:26
12 მაგისტრატურა ჩამოვიდა თებერვლის დასაწყისში ნაყიდი... მაშინ კორონას ხსენება არ იყო sad.gif არ გადაავადებენ ნეტა¿

Posted by: giorgi1125 31 May 2020, 17:51
გამარჯობათ მაინტერესებს, დღევანდელი მდგომარეობით მარჯვენა საჭიანი ავტომობილის განბაჟება დაახლოებით რა ჯდება

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)