არ ვიცი თემას სწორედ ვხსნი თუ არა, მაგრამ მაინც დავწერ იქნებ ვინმე დამეხმაროს... სიმართლე გითხრათ ამ განყოფილებაში ჩემი პირველი პოსტია და იმედია აქ პოსტვის სურვილს არ გამიქრობთ და დამეხმარებით რითაც შეგეძლებათ...
მოკლედ რამოდენიმე დღის წინ FB-ზე იდო ვიდეო, სადაც "ვიღაც" (სქესი არ ვიცი)
ხატავს ულამაზეს ნახატს, სადაც გამოსახულია ულამაზესი არსება - ქალი...
დღეს გადავქექე youtube, მაგრამ უკვალოდ... ვერაფერს მივაგენი...
სპიდ პეინთინგის პონტია, ხატვით ხატავს ნელა, მაგრამ გადახვეულია და ასწრაფებული....
ნახატი არის შავ-თეთრი, მხოლოდ ფანქრით დახატული და არის იდეალური თავისი ჩრდილებით და ყველაფრით, მასეთი ნახატი არ მაქვს მე ნანახი თამამად შემიძლია ვთქვა! შეიძლება იმიტომ, რომ არც ისე ვერკვევი მხატვრობაში, მაგრამ ნახატი არის ულამაზესი....
გეხვეწებით მაპოვნინეთ ვიდეო რა