ჩემმა დამ მითხრა დღეს, უამრავი ტანსაცმელი მაქვს შენი ბაიასთვის გადანახულიო. სულ ახლები. ყველაფერი მაქვს და არაფერი იყიდოვო. ისე მაინტერესებს რა აქვს, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. მახსოვს, პირველი დისშვილი რომ დაიბადა, ჩემი დის დედამთილი წავიდა მოსკოვში და უამრავი რაღაც ჩამოუტანა. თან მაშინ ძალიან მაგარი ხარისხის ტანსაცმელი იყო. ბავშვები ხომ მალე იზრდებიან და არც ჩაუცვია ჩემს დისშვილს ნახევარი. იმის მერე მეორე ბავშვიც გაზარდა ჩემმა დამ და კიდევ დარჩა, წარმოგიდგენიათ? თან იმას ვფიქრობ, ძველმოდური ხომ არ იქნება-თქო. მაგრამ არამგონია, მახსოვს ბოდეები იყო უამრავი. უნდა გავიდე და ამოვქექო
ამ ინფომ კარგ ხასიათზე დამაყენა.