#51837531 · 15 Dec 2017, 09:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | Koshe შენ იცი როგორ უნდა ჩაჯდეს? |
თუ იმას გულისხმობ, ვიცი თუ არა, როგორ მოატყუო გუგლი - არ ვიცი და არც გირჩევ, ადრე თუ გვიან გაიგებენ და რეკლამასაც დაბლოკავენ და შემოსავალსაც გაანოლებენ. თუ იმას გულიხსხმობ, როგორ უნდა ჩასვა რეკლამა საიტზე, რამე განსაკუთრებულად ჩასმა არ სჭირდება, მაგრამ თუ სწორადაა ჩასმული და არ ჩანს, ესე იგი, გუგლმა დაადგინა რომ გვერდი არ აკმაყოფილებს ენობრივ მოთხოვნებს და ამას არაფერი არ ეშველება. შემოწმება, რამდენად სწორად ზის რეკლამა, შეგიძლია მარტივად: Google Adsense-ზე სარეკლამო ბლოკს აქვს მისათითებელი, თუ როგორ უნდა მოიქცეს, თუ რეკლამა არ მიეწოდება. იქ შეგიძლია აირჩიო რამე ფერი ან მისამართი. ამის მერე ამოწმებ საიტზე (რამდენიმე წუთის შემდეგ): თუ რეკლამის ადგილზე არჩეული ფერი ან საიტი, რომლის მისამართიც ჩასვი, გამოჩნდა, ესე იგი სწორადაა ჩასმული.
|