"ქართულზე რომ გადართავ კლავიატურაც უნდა იცვლებოდეს" - დიახ ეს ფუქნცია ჩაემატება, როცა ქართულ-ინგლისური ვერსიაც ჩაიტვირთება. თუმცა თუ ახლა ქართულ სიტყვას ჩაწერთ ინგლისურ-ქართულში, მოძებნის ქართული სიტყვის ეკვივალენტს კონტექსტში, ანუ იმ წინადადებაში, სადაც აღნიშნული სიტყვაა ნახსენები.
"პირიქით უნდა თარგმნიდეს, მაგ. ჩავწერე ASS გადათარგმნა საჯდომი. მერე ჩავწერე საჯდომი ქართულად და ინგლისურად როგორც წესი აღარ თარგმნის ხოლმე. " იქვეა მითითებული რომ ჯერჯერობით არ არის ჩატვირთული ქართულ-ინგლისური ვერსია, თუმცა ქართული სიტყვის თარგმანი კონტექსტის მიხედვით შეიძლება მოიძებნოს.
"და არ არის სიტყვის დამატება. ანუ ფუნქცია სადაც მე შემეძლება შეგატყობინოთ ახალი სიტყვის შესახებ. კარგი მოსაზრებაა, დავამატებთ თუ მსგავს აზრს სხვებიც გამოთქვამენ.
"მე ვხმარობ translate.geს მაგათ ჰქონდათ ადრე, ახალ ვერსიაზე გადავიდნენ და ის ფუნქცია გააუქმეს. ჰგონიათ რომ ყველა სიტყვა აქვთ ლექსიკონში მაგრამ ჰოოჰოიოჰოი რა სასტიკად ცდებიან! )) . თუმცა ყველაზე პოპულარული ლექსიკონია საქართველოში
თუ გინდა რომ მაგათ გაუქაჩო მაშინ უნდა დაამატო სლენგი და ახალი სიტყვები. ქუჩის ტერმინოლოგია. urban . meanwhile ისინი მიდიან ფრაზებზე, 2-3 სიტყვიანებს თარგმნიან უკვე.. "
translate.ge ცნობილია, რომ 80 % გვარჯალაძის ლექსიკონია(1975 წელს გამოცემული), რაც შეეხება მათ გადასწრებას, ჩვენს ლექიკონს სხვა მიზნობრივი აუდიტორია ეყოლება, შესაბამისად ეს საკითხი აქტუალური არ არის. მაგალითისათვის, სიტყვა Face -ის თარგმანი translate.ge-ს მიხედვით:
Face - 1) სახე 2) სახის გამომეტყველება 3) ზედაპირი 4) მოწყობილობის ეკრანი
Face - 1) noun სახე, პირისახე, პირი; სახის გამომეტყველება, გრიმასი; თავხედობა, კადნიერება; ქსოვილის პირი; ზედაპირი; საათის ციფერბლატი; წინააღმდეგ, მიუხედავად; big face - მსხვილნაკვთებიანი სახე; broad, large face - მრგვალი პირისახე; face to face - პირისპირ; to one’s face - აშკარად, პირში; full face - ანფასით, წინიდან; half face - ნახევარად შებრუნებული; a wry fase - ზიზღის გრიმასი; to pull (to wear) a long face - სევდიანი სახის ქონა; to make (o pull) faces - მანჭვა, გრიმასების გაკეთება, სახის მანჭვა; poker fase - უაზრო, გამოთაყვანებული სახე; to have the face to say - გაკადნიერება; გარეგნული შესახედაობა, გარეგნობა; on the face of (it) - ერთი შეხედვით; in black (bold) face - შავი შრიფტით; ჭ in the face of - წინაშე; to fly in the face of - გამოწვევა, არ დამორჩილება; to save one’s face - სახელის, რეპუტაციის შენარჩუნება; to loose one’s face - სახელის გატეხა; to set (to put) one’s face against - სიტყვის შებრუნება; შეკამათება; that puts a new face on the matter - ეს სხვა საქმეა; 2) verb პირისპირ დგომა, წინ დგომა; გაბედულად შეხვედრა; გაწყობა (ტანისამოსისა); მოპირკეთება, მოპრიალება; გალესვა; to face down - ჩაჩუმება; to face out - შესრულება; გაძლება, ატანა.
-----------------------------
სიტყვა Face -ის თარგმანი iword.ge-ს მიხედვით:
n 1. სახე; it’s written all over his face სახეზე აწერია; to fling (to cast, to throw) smth. in smb.’s face სახეში სროლა; 2. სალ. თავხედობა 3. პირი 4. პირი (ქსოვილისა), ფასადი (შენობისა) 5. ციფერბლატი 6. ზედაპირი 7. სახელი, რეპუტაცია, ავტორიტეტი; v 1. პასუხისგება (პასუხს აგებს) 2. გაბეულად დახვედრა 3. პირისპირ ყოფნა; face to face პირისპირ; to face the facts ფაქტების პირისპირ; to face danger საფრთხის პირისპირ; in the face of პირდაპირ; 4. ყურება (უყურებს, გადაჰყურებს) 5. ატანა, შეგუება 6. მოპირკეთება (მოაპირკეთებს);face cream n სახის კოსმეტიკური კრემი; faced a რაიმეთი მოპირკეთებული; faceless a 1. უპიროვნებო 2. უცხვირპირო; face lift n სახის კოსმეტიკური პლასტიკური ოპერაცია; 2. გარეგნული შელამაზება; face paint n ფერუმალირი; face painter n გრიმიორი (მაგ. თეატრში); facesaver n ღირსების შესანარცუნებლად გამიზნული მოქმედება; facesaving a პრესტიჟის რეპუტაციის გადამრჩენი ; facer n სალ. სახეში ჩარტყმა; face to face adv პირისპირ; face value n 1. ნომინალური ღირებულება (მაგ. აქციისა, ფულისა) 2. პირველი გარეგანი შთაბეჭდილება ◊ make a face სახის მანჭვა, დაღმანჭვა. pull a face სახის მანჭვა, დაღმანჭვა, სახის მიმიკის შეცვლა. one’s face fell on თავის ჩაღუნვა, ჩაქინდვრა. ◊ set one’s face to something პირველი ნაბიჯის გადადგმა, წასვლა, გამგზავრება; რაღაცის გაკეთების განზრახვა. ◊ turn one’s face towards something გამგზავრება, სადმე წასვლა, პირველი ნაბიჯის გადადგმა; რაიმისთვის უპირატესობის მინიჭების განზრახვა; in (to) smb.’s face ვინმეს თვალწინ; to laugh in smb’s face ღიად (პირში) დაცინვა; black (blue, red) in the face ბრაზისგან (დაღლისგან და ა. შ.) გაწითლებული; full face ანფასი (წინხედი); half face პროფილი; a straight face აუღელვებელი გამომეტყველება; to keep a straight face აუღელვებელი გამომეტყველების შენარჩუნება; a sad (long) face მწუხარე გამომეტყველება; to draw (to make) faces მიმიკა; on the face of it გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, ერთი შეხედვით; to put a new face on ახლებურად წარმოჩენა; to put a bold face on არ დაიბნა; (face of cloth წინა მხარე (ნაჭრის, მედლის და ა.შ.)); to have the face (to say) საკმარისი თავხედობა იმისათვის, რომ რაიმე თქვა; show a face გამომწვევი თავდაჭერა;right about face! მარჯვნივ წრიულად (შეტრიალდით)! before smb.’s face ვიღაცის ცხვირწინ; to save one’s face რეპუტაციის, პრესტიჟის გადარჩენა; to lose face პრესტიჟის დაკარგვა; to set one’s face against smth. რაიმეს პირისპირ მტკიცედ დგომა; to open one’s face დუმილის დარღვევა, ალაპარაკება; to travel on (to run) one’s face მიმზიდველი, მომხიბვლელი გარეგნობის გამოყენება მიზნების მიღწევისათვის; to face page 20 მე-20 სურათი (ნახატი); my windows face the sea ფანჯრები ზღვისკენ იყურება; to face reality რეალობისთვის ანგარიშის გაწევა; to face a task მოთხოვნის შესრულება; face about წრეზე შემოტრიალება (სამხ.); face down შეშინება; დაფრთხობა; face out არ შეუშინდა; face up რაიმე უსიამოვნოსთან შეგუება; to face the music კრიტიკის, უსიამოვნების მტკიცედ გადატანა; to face the knocker კართან მოწყალების თხოვნა; to accept (to take) smth. at its face value რაიმეს (იოლად) დაჯერება;
ტექ. ენერგ. face ზედაპირი, წახნაგი, გადანაჭერი, ტორსი, ტორსული ზედაპირი, ფასადი, პირის მხარე, მოპირკეთება, გამოყვანა, დადუღება air face ქვედა კიდე, ქვედა ფერდო (კაშხლისა); blade face ნიჩბის მუშა მხარე; boiler face ქვაბის კედელი; cutting face წინა წახნაგი (საჭრისისა) cylinder face ცილინდრის შიგა ზედაპირი, ცილინდრის სარკე; dam face კაშხლის კიდე; downstream face ქვედა კიდე (კაშხლისა); friction face ხახუნის ზედაპირი; front face წინა წახნაგი, პირის მხარე; grinding face ხეხვის ზედაპირი; hardened face ნაწრთობი ზედაპირი, დაცემენტებული ზედაპირი; hot face ცხელი მხარე; impact face დარტყმის ზედაპირი; isothermal face იზოთერმული ზედაპირი; join face გართვის ზედაპირი, მილტუჩის ზედაპირი; lapped face მიხეხილი ზედაპირი; lateral face გვერდის ზედაპირი; oil face ზეთის დონე; parting face გართვის ზედაპირი, მილტუჩის ზედაპირი; piston face დგუშის სამუშაო ზედაპირი; spillway face წყალგადასაშვები ზედაპირი; thrust face საყრდენი ზედაპირი; valve face სარქვლის სამუშაო ზედაპირი; water face ზედა კიდე, ზედა ფერდო (კაშხლისა) working face სამუშაო ზედაპირი; faced მოპირკეთებული, დაფარული face-harden ზედაპირული წრთობა, დაცემენტება; ტექ.ეკონ. Face value ნომინალური ღირებულება.
iword-ზე, ზოგადი მნიშვნელობების შემდეგ მეტი ყურადღება სიტყვების ტექნიკური მნიშვნელობებზეა გადატანილი: ენერგეტიკა, მშენებლობა, ეკონომეტრიკა, სტატისტიკა.
* * *
ფრაზების თარგმანი iword-ზეც არის, მაგ: Unit of account, unit of heat, Unit Root Process და ა.შ.