forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (84) « პირველი ... 82 83 [84]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Forex FAQ, part 8
daikidebebe
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 22
წევრი No.: 181704
რეგისტრ.: 14-February 14

გამოგზავნილია: 26 May 2017, 23:52  #50642447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (bes_ka888 @ 26 May 2017, 23:35 )
QUOTE (8922111 @ 26 May 2017, 22:47 )


ქართული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას მოგების დაფიქსირების შემთხვევაში გიწევს მოგების გადასახადის გადახდა

ეს დედა აფეთქებულიბი ალბათ ცხვირზე სოჩიკებს დაგვიყენებენ. იმიტომაც მიგვიდის საქმე წინ, რომელი უცხელი ინვესტორი ჩადებს ქართულ ფასიან ქაღალდებში $$$$$$$ facepalm.gif facepalm.gif ჯერ 2% გამოვიმუშავო და აქაც სახელმწიფო ჩავიზიარო ?????? user.gif

საკმაოდ ლიბერალური საგადასახადო კოდექსი გვაქვს, პრობლემა იმაში უფროა როგორ დაინტერესდნენ საქართველოთი და ჩვენი საფონდო ბირჟით.
bes_ka888
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 278
წევრი No.: 206949
რეგისტრ.: 27-August 15

  გამოგზავნილია: 26 May 2017, 23:57  #50642482      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE (daikidebebe @ 26 May 2017, 23:52 )
პრობლემა იმაში უფროა როგორ დაინტერესდნენ საქართველოთი და ჩვენი საფონდო ბირჟით.

გაქვს რაიმე გეგმა? ქვეყანას განვითარება აკლია ამ სფეროთი თანაც ძაან.
absentee
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 834
წევრი No.: 177451
რეგისტრ.: 1-December 13

გამოგზავნილია: 27 May 2017, 00:33  #50642744      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
პრობლემა იმაში უფროა როგორ დაინტერესდნენ საქართველოთი და ჩვენი საფონდო ბირჟით.

არ დაინტერესდება ინვესტორი ქართული კომპპანიების ლარში დენომინირებული აქციებით რადგან ლარის ჰეჯირების მექანიზმები არ არის განვითარებული. წარმოიდგინე რომ ის ყიდულიბს 500 ათასი დოლარით მილიონ ლარს შემდეგ ამ ფულით აქციებს და ელოდება რრთი წელი, ამ დროის განმავლობაში აქციების ფასი გაორმაგდა და უნდა რო თანხა გაიტანოს მაგრამ აღმოჩნდება რომ ლარი გაუფასურდა 70 პროცენტით, გამოდის რომ იმხელა მოგებას ვეღარ იღებს, სანამ ლარზე ფიუჩერსები არ იქნება მანამდწ აზრი არ აქვს, კიდე ბევრი მიზეზია რატომ არ იყიდის ინვესტორი ლარში დენიმინიტებულ აქვიებს, თუმცა ისიც ავღნიშნოთ რომ საქართველოს ბანკმა გაყიდა ლარში დენომინირებული ობლიგაციები ირლანდიის ბირჟაზე, ცოტა ხნის წინ.
daikidebebe
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 22
წევრი No.: 181704
რეგისტრ.: 14-February 14

გამოგზავნილია: 27 May 2017, 00:37  #50642767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (bes_ka888 @ 26 May 2017, 23:57 )
QUOTE (daikidebebe @ 26 May 2017, 23:52 )
პრობლემა იმაში უფროა როგორ დაინტერესდნენ საქართველოთი და ჩვენი საფონდო ბირჟით.

გაქვს რაიმე გეგმა? ქვეყანას განვითარება აკლია ამ სფეროთი თანაც ძაან.

ზოგადად კაპიტალის ბაზარს უნდა მეტი განვითარება და 'ახალი სისხლი' რომ, შედეგი გვქონდეს. არამარტო საფონდო ბირჟის არამედ ობლიგაციების ბაზარიც მნიშვნელოვანია და ვფიქრობ ამ ეტაპზე ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ბონდებს უფრო მეტი პერსპექტივა აქვს ვიდრე სტოკ მარკეტს.
კერძო სექტორმა და მათ შორის მთავრობამაც უნდა წაახალისოს ბიზნესმენები რომ სესხი არამარტო ბანკში შეუძლია მიიღოს არამედ თავად შეუძლია გააკეთოს (Fund Rising) აიღოს სხვადასხვა ინვესტორებისგან ბონდების გამოშვებით უკეთეს პროცენტში, რათქმა უნდა ორივეს აქვს თავისი pros & cons. დღეს ჩემი ვარაუდით +90% ბიზნეს სესხი ბანკზე მოდის როცა განვითარებულ ბაზარზე ბევრად დივერსიფიცირებულია, (ბონდები, აქციები, ფონდები, დახურული გარიგებები ა.შ). ამასთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა რეპო ტრანზაქციებიც უნდა დაუშვას კერძო ინვესტორებისთვის რაც კიდევ ერთი დიდი boost-ი იქნება მეორადი ბაზრისთვის და მოგეხსენება ლიკვიდური ბაზარი ახალი ინვესტორების დაინტერესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.
ყველაფერთან ერთად მოსახლეობის ცნობიერებაც ამაღლდება და ვიღაც ცხვარს რომ გაყიდის ბალიშის ქვეშ ან MFX-ში კი არ შეიტანს, იყიდის პირობითად სუპერმარკეტ ლიბრეს ობლიგაციებს $50,000-ს ნომინალის 10% -იანი გარანტირებული წლიური კუპონით. გლეხიც ბედნიერია და ლიბრეს ახლად გახსნილი მაღაზიაც. boli.gif
* * *
QUOTE (absentee @ 27 May 2017, 00:33 )
QUOTE
პრობლემა იმაში უფროა როგორ დაინტერესდნენ საქართველოთი და ჩვენი საფონდო ბირჟით.

არ დაინტერესდება ინვესტორი ქართული კომპპანიების ლარში დენომინირებული აქციებით რადგან ლარის ჰეჯირების მექანიზმები არ არის განვითარებული. წარმოიდგინე რომ ის ყიდულიბს 500 ათასი დოლარით მილიონ ლარს შემდეგ ამ ფულით აქციებს და ელოდება რრთი წელი, ამ დროის განმავლობაში აქციების ფასი გაორმაგდა და უნდა რო თანხა გაიტანოს მაგრამ აღმოჩნდება რომ ლარი გაუფასურდა 70 პროცენტით, გამოდის რომ იმხელა მოგებას ვეღარ იღებს, სანამ ლარზე ფიუჩერსები არ იქნება მანამდწ აზრი არ აქვს, კიდე ბევრი მიზეზია რატომ არ იყიდის ინვესტორი ლარში დენიმინიტებულ აქვიებს, თუმცა ისიც ავღნიშნოთ რომ საქართველოს ბანკმა გაყიდა ლარში დენომინირებული ობლიგაციები ირლანდიის ბირჟაზე, ცოტა ხნის წინ.

გეთანხმები სავალუტო რისკი არის, მაგრამ არის ის რაც არის. აი მაგალითად რომ ავიღოთ Emerging და Frontier ბაზრების ფონდები/ETF-ები, რომლებიც ცნობილია როგორც ძალიან ვოლატილური ბაზრები და მათ შორის მაღალი სავალუტო რისკით. მაინც ძალიან დიდი მოთხოვნაა როგორც day traderebis ise ინვესტორების მხრიდან, ასევე არის კიდევ ტაივანის, თურქეთის და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ფონდი რომელსაც ძალიან მაღალი რისკი აქვს როგორც სავალუტო ისე გეოპოლიტიკური და მაინც დიდი მოთხოვნაა მათზე.
კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ქართულ ფასიან ქაღალდებზე დიდი მოთხოვნა არის და კიდევ იქნება თუ გავზრდით მიწოდებას არის ის რომ, შედარებით ჩვენი მეზობლებისგან ჩვენი თითქმის ყველა ინდექსი მოწინავე ადგილზე დგას, სასამართლოს/მედიის/სიტყვის თავისუფლების მხრივ, ასევე ბიზნესის კეთების და ა.შ. უბრალოდ ეკონომიკა გვაქვს პატარა. რომ შეხედო ლარის დევალვაციას და შეადარო აზერების დრამს, რუბლს და ლირას ნახავ რომ რეგიონში საკმაოდ კარგად ვართ და არ არის ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, რაც თავის მხრივ დამატებით ინვესტორის დაინტერესებას და კაპიტალის მოზიდვას ნიშნავს.

ჰო და კიდე, წლის დასაწყისიდან დღემდე Blackrock-ის ყველაზე ცნობილმა Emerging Markets-ის ფონდმა დაწერა +18%, როცა S&P 500 საშუალოდ წელიწადში 6,5%-ით იზრდება.

- რაც შეეხება სავალუტო რისკის დაზღვევას, არ არის აუცილებელი ფიუჩერსი იყოს და ბირჟაზე ივაჭრებოდეს, არის ფორვარდები, ოფციონები და ა.შ. ბანკების სახაზინო განყოფილებაში ნახე დეტალები, TBC-საც აქვს da BOG-საც.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (84) « პირველი ... 82 83 [84]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0267 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]