4 თვე 40 მილიგრამს ვსვამდი, მეხუთე თვეს კი 20 მილიგრამზე გადამიყვანეს, იმიტომ რომ შედეგით კმაყოფილი დარჩნენ ქეთი და კაციტაძე.
მოკლედ, გუშინ იყო 150-ე დღე (ანუ 5 თვე) ერთ თვეში უნდა მივიდე და მეტყვიან რა და როგორ? არ გამოვრიცხავ რომ გამიგრძელონ ისევ ისე, დაბალი დოზებით. შედეგის გამყარებისთვის.
ახლა რაც შეეხება, გვერდითა ეფექტებს:
ბოლო ხანებში კომპთან უფრო მეტ დროს ვატარებ, არადა წესით არ არის კარგი, შედეგად თვალები უფრო მიწითლდება. კომპის ანტიბლიკი სათვალე ვიყიდე, და მიწყნარებს აშკარად.
წელის არეში დილას ადგომისას ვგრძნობ დისკომფორტს (ტკივილს არა) ზოგადად არამოძრავი სამსახური მაქვს და ამასაც ვაბრალებ.
სახსრებშიც იგივე დისკომფორტს ვგრძნობ, უფრო მეტად მუხლებში.
ზოგადად მოთენთილობა, განსაკუთრებით სახლში მისვლის შემდეგ აშკარაა, დივანზე თავს რომ დავდებ, ეგრევე მეძინება.
ღამე ძილის დროს, ხშირად ცხვირი მიშრება და სუნთქვა ძნელდება, ამიტომ, პიპეტკით წყალს ვიწვეთებ და რამდენიმე წუთში მეხსნება და ისევ ვაგრძელებ ძილს.
თავის ტკივილები არ მაქვს, ათასში ერთხელ.
იმუნიტეტი ისევ ისე მაქვს, არანაირად არ დამქვეითებია.
მოკლედ ამ წამლის დროს, რაც შეიძლება ბევრი წყალი უნდა დალიოს ადამიანმა, ხოდა ასეც ვიქცევი, ამიტომ კაცლიც უნდა მივიღოთ, ხაჭო და ა.შ
გამონაყრის ისტორია დამთავრდა რაც მთავარია, ათასში ერთხელ თუ რამე იოტისოდენა წიტი გამომიხტა, ისიც ხელის მოუკიდებლად თვითონვე რჩება 1 დღეში.
ანუ 10-დან 9 არის კმაყოფილების კოეფიციენტი. ის ერთი ფიზიოლოგიური დისკომფორტების ხარჯზე მოდის.
აქ არის სურათები, დღევანდელი გადაღებული დავამატე და სხვაობას ნახავთ.
მოკლედ პოსტაკნეს ლაქები გადადის ნელა, მაგრამ აშკარად.
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ წამლის!!! 100%-იანი წამალია, ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან!!! იმედს ვიტოვებ, პოსტ თერაპიიდან რამდენიმე თვეშიც იგივე აზრზე ვიქნები!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველი დღე
მეათე დღე
მეოცე დღე
ოცდამეათე დღე
მეორმოცე დღე
ორმოცდამეათე დღე
მეოთხმოცე დღე
ასორმოცდამეათე დღე
* * *
ekakoekako1011