ამ თემაში ვწეროთ wsop მეინ ივენთის და საერთოდ wsop სერიის შესახებ.
World Series of Poker იმართება ყოველწლიურად ლას ვეგასში.მოიცავს 70-მდე სხვადასხვა ღირებულების და სახეობის ტურნირს.
მთავარი ღონისძიება Event #68C: $10,000 MAIN EVENT No-Limit Hold'em Championship იწყება 11 ივლისს და გრძელდება 7 დღე,როდესაც ტურნირში დარჩება 9 მოთამაშე,რომლებიც თამაშს გააგრძელებენ 9 ნოემბერს,მინიმალური მოგება ფინალში გასული მონაწილისთვის არის მილიონი $.ამ ტურნირს არაოფიციალურად პოკერის მსოფლიო ჩემპიონატს უწოდებენ. ტურნირს არ აქვს ლაივ სტრიმი,სექტემბრიდან იდება ხოლმე ნაწილები იუთუბზე ყოველ ორშაბათს. სამაგიეროდ ლაივ სტრიმი აქვს ფინალურ მაგიდას და შესაძლებელია მისი 15 წუთიანი დაგვიანებით ყურება.
wsop-ის ყველა გამარჯვებული
https://en.wikipedia.org/wiki/List_of_World...Event_championsყველაზე მეტჯერ(სამჯერ) გამარჯვება მოიპოვა Stu Ungar და Johnny Moss-მა. ორჯერ ზედიზედ მოიგო და ზედიზედ მესამე წელსაც ფინალურ მაგიდაზე ითამაშა Johnny Chan რომელიც ჰედზაპში დამარცხდა Phil Hellmuth-თან.
პ.ს სურათების დადება არ მეხერხება და უსურათო პოსტი იყოს რა ვუყო
პ.პ.ს იმედია წელს ვინმე ფულიან ქართველს მოუნდება და დარეგისტრირდება ტურნირზე რომ ვუგულშემატკივროთ ქართველს!:D როლანდ ისრაელაშვილი თამაშობს ხოლმე რეგულარულად ამ ტურნირზე,მაგრამ ქართველია თუ არა არ ვიცი,სავარაუოდ ქართველია ალბათ
შარშან ქართული გვარის(ლობჟანიძე მგონი) რუსიც თამაშობდა,მნიშვნელოვანი შედეგი არავის დაუდია ქართველს ამ ტურნირზე არასოდეს.
This post has been edited by ვიღაც on 6 Jul 2016, 13:09