შეფასება ვნახე დაახლოებითი,
საშუალოდ 35 ნებადართული სვლაა ხოლმე მოცემულ პოზიციაზე და დაახლოებით 40 სვლაში მთავრდება თამაში საშუალოდ (რაც 80 სვლას უდრის ორივე მხრიდან ერთად), ამდენად, "რაციონალური" ჭადრაკის თამაშის შესაძლო ვარიანტების რიცხვია 35 ხარისხად 80 ანუ 10^123.
ეს, როგორც ამბობენ, ხილულ სამყაროში ატომების და ელექტრონების რიცხვს აჭარბებს, რომელიც 10^80 რიგით არის შეფასებული. ამის გამოთვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია თანამედროვე ეტაპზე. სუპერკომპიუტერული გამოთვლები ფიზიკურად გასწვდება პეტაფლოპსებს, ანუ მაქსიმუმ 10^15 მოძრავ-მძიმიანი ოპერაცია წამში, ეს გამრავლებული დეკადებში ანუ ადამიანის სიცოცხლის დროში წამების რაოდენობაზე მოგვცემს მაქსიმუმ 10^9 მამრავლს (წელიწადში უხეშად პი*10^7 წამი გვაქვს 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში), ჯამში გვექნება 10^24 ოპერაცია ჩვენი სიცოცხლის დროში კომპიუტერული ტექნიკის დახმარებით. აბსოლუტური გამოთვლის უნარით ფრიად ჩამოვრჩებით.
მაგრამ თუ ვიპოვეთ მეთოდი, წესი, პრინციპი უეჭველი მოგებისა, ეგ სხვა საქმე იქნებოდა!
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)