Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > www.stepup.ge


Posted by: TSH 9 Mar 2016, 12:25
მოგესალმებით მეგობრებო,

ხშირად ხდება, რომ ადამიანს აქვს ცოდნაც, ხარისხიც, გამოცდილებაც, მაგრამ ვერ საქმდება შესაბამისად.
ამის მიზეზი ისაა, რომ ქართულ უნივერსიტეტებში და ზოგადად არ ასწავლიან დასაქმების სტრატეგიებს და უნარებს, როგორ წარმოაჩინო თავი, როგორ გააანალიზო რა შეგიძლია, როგორ დააჯერო დამსაქმებელი. არა და ეს საჭირო უნარებია. შეიძლება იყო კარგი "პროდუქტი", მაგრამ თუ ამის შესახებ ვერ მიაწოდე ინფორმაცია პოტენციურ "მყიდველს" ისე, როგორც საჭიროა ის ვერ მიხვდება რა სარგებლობა შეიძლება მოუტანო მას.

მოკლედ აქედან გამომდინარე ეს კარიერული კონსულტაციის ცენტრი შეიქმნა მათთვის, ვისაც სჭირდება შესაძლებლობების სწორად წარმოჩენა,
უნდა, რომ გაიუმჯობესოს რეზიუმე,
მოემაზდოს გასაუბრებისთვის,
შეიქმნას პორტფოლიო, რომელიც ქართულ ბაზარზე იქნება ინოვაციური და დაამახსოვრებს თავს დამსაქმებელს,
შეუძლია გააკეთოს ვიზიუმეც.

გარდა ამისა ამ საიტზე იდება საინტერესო სტატიები, რომელიც ბოლო კვლევებზე და ტენდენციებზე დაყრდნობით მოგაწვდით თქვენთვის ღირებულ ინფორმაციას.

რაც მთავარია, ჯერ უკმაყოფილო კლიენტი არ გვყოლია და იმედი გვაქვს, რომ თქვენს დახმარებასაც შევძლებთ.

https://www.youtube.com/watch?v=BGvUyzveQAk
ვიზიუმე https://www.youtube.com/watch?v=V0kg3hMV38s

წარმატებებს გისურვებთ www.stepup.ge

Posted by: norika 9 Mar 2016, 13:23
არ ვიცოდი ეს საიტი, მომეწონა
კარგი დიზაინი აქვს, სტატიები არ არის დიდი და ზედმეტი ინფორმაციის შემცვლელი, გსიამოვნებს კითხვა
რაც წავიკითხე ყველაფერი მომეწონა და ყველაფერში ვეთანხმები

დასაქმების მსურველებს ნადმვილად დაეხმარებათ ამ საიტის ცოდნა, გავაზიარებ აუცილებლად
მე ყველა ეს ინფორმაცია სხვადასსხვ საიტებიდან და წყაროებიდან მოვიძიე და აქ ყვეკლაფერი ერთადაა, გასაუბრება, რეზიუმე, რჩევები

დიდი მადლობა შემქმნელებს
იმედია დაამატებთ სხვადასხვა სიახლეებს, მსგავსის აიტები ბევრი ვიცი და ეს ერთ-ერთი გამორჩეულია, ერთი შეხედვით ჩანს რომ კარგი ნამუშევარია


Posted by: TSH 9 Mar 2016, 14:50
norika
დიდი მადლობა ასეთი დადებითი შეფასებებისთვის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი!

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ თემებზე და ბევრ საინტერესო ინფორმაციას დავდებთ კიდევ, მად შორის კარგი პროექტები გვექნება, რომელიც დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებელს უფრო დააახლოვებს და გააუმჯობესებს დასაქმების შესაძლებლობებს.

წარმატებებს გისურვებთ <3

Posted by: nutsiko 9 Mar 2016, 19:55
TSH
კარგია დასაწყისისთვის. გადავხედე და ყველა სტატია წავიკითხე, რაც საიტზე გაქვთ განთავსებული.
უცხო ენებიდან კარგად და გამართულად გადმოქართულებული სტატიებია.
ინფორმაცია რელევანტური და დროული დასაქმებით დაინტერესებული პირებისთვის.
ფონტი ძალიან ფერმკრთალი რუხია და თვალისთვის რთულად აღსაქმელი.
ფონი მქრქალი ნაცრისფერი.
დიზაინი საერთო ჯამში ცუდი არაა, მარტივი და კიდევ დასახვეწია.
მივესალმები ნებისმიერ მსგავს წამოწყებას, რაც ქართული შრომის ბაზრის განვითარებისკენაა მიმართული.
იმედია, მცირეოდენ კრიტიკულ და დასაბუთებულ შენიშვნას საწყენად არ მიიღებთ და ჩამითვლით, როგორც თქვენივე
მომსახურების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ქმედებას / რიგითი მკითხველის პოზიციიდან და გავკადნიერდები, ვიტყოდი, ამ სფეროში საკმარისზე მეტად ჩახედული ადამიანის მოკრძალებულ მოსაზრებას.

წარმატებები და ველოდებით ახალი სტატიების გამოჩენას თქვენს საიტზე !

Posted by: TSH 9 Mar 2016, 22:26
nutsiko
მადლობა რჩევებისთვის, გავითვალისწინებთ აუცილებლად.
კონსტრუქციულ კრიტიკას ყოველთვის მივესალმებით.

თუმცა ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ყველა სტატია გადმოთარგმნილია. რაც გადმოთარგმნილია იმას მითითებული აქვს წყაროც. ნაწილი ჩვენი დაწერილია გამოცდილებიდან გამომდინარე, არც ჩვენ ვართ უცხო ენების სპეციალისტები, გვაქვს გამოცდილება რეკრუტინგის სფეროში და განსაკუთრებით კარიერული კონსულტაციის მიმართულებით საქართველოში და ევროპაშიც

Posted by: nutsiko 9 Mar 2016, 22:29
TSH
გადმოქართულებული პირდაპირი გაგებით არც მიგულისხმია და არც წყაროს მითითება-არმითითებაზე იყო საუბარი.
უამრავი მსგავსი სტატიაა ინტერნეტში და ძალიან კარგია, რომ თქვენ მათზე დაყრდნობით, თუნდაც თავიდან ქართულად დაწერეთ სტატიები.
ამით ბევრ ქართულენოვან მკითხველს გაუადვილეთ მასალის გაცნობა მშობლიურ ენაზე.

ველით სხვა ბევრ სტატიას. მე თქვენი მკითხველი ვიქნები. სტატიები მომეწონა შინაარსით, წერის სტილითა და ლაკონურობით. კითხვადია და არაა დამღლელი.

Posted by: TSH 9 Mar 2016, 23:38
nutsiko
მადლობა <3
საიტის დიზაინთან დაკავშირებით გეთანხმებით, ვმუშაობთ დახვეწაზე მუდმივად.

თუ გაქვთ გამოცდილება და ამ სფეროში მოღვაწეობთ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ wink.gif

Posted by: nutsiko 10 Mar 2016, 10:15
TSH
დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი თქვენთან, თუნდაც სტატიების მომზადების საქმეში (სულ მცირე).
მოგწერთ პმ-ს.
მადლობა საქმიანი წინადადებისთვის.

Posted by: TSH 10 Mar 2016, 14:33
nutsiko
მადლობა გამოხმაურებისთვის.

ახალი სტატია http://stepup.ge/GE/node/112


* * *
თუ ვინმეს რაიმე კითხვები გაქვთ, მოგვმართეთ, კონსულტაცია ფორუმზე უფასოდ smile.gif

Posted by: ზარნაშო 31 Mar 2016, 01:37
QUOTE (TSH @ 9 Mar 2016, 12:25 )
ვიზიუმე https://www.youtube.com/watch?v=dMia7HJR2l4

ასეთი სერიოზული ცოდნის და გამოცდილების პატრონისთვის ცოტა სერიოზული ვიზიუმე ხომ არ ჯობია სერიოზული ვაკანსიებზე როცა ნადირობს თან?
რაღაც ჭკუამხიარული მუსიკა და გრაფიკული ეფექტებია.

Posted by: TSH 1 Apr 2016, 18:07
ზარნაშო

გამარჯობა,

თქვენ უფრო სერიოზულს გაგიკეთებთ. თუ გნებავთ ჩვეულებრივ რეზიუმეს გაგიკეთებთ. თუ გნებავთ ვაკანსიას მოგიძებნით შესაფერისს. ყველას თავისი მოთხოვნა და საჭიროებები აქვს.

თქვენ ისეთს გაგიკეთებთ თქვენ რომ მოგეწონებათ smile.gif

Posted by: DIOGENA 2 Apr 2016, 19:43
კარგი საიტი გაქვთ! ნამდვიალდ მომეწონა. შემოვედი და მგონი ყველა სტატია წავიკითხე, რაც ბლოგში გიდევთ!

ამასობაში კი, ერთი შეკითხვა გამიჩნდა. რატოა CV-ის შედგენისას დაბადების თარიღის მითითება "მიუღებელი"? გასაგებია ის პოზიცია, რაც სტატიაშია დაფიქსირებული, მაგრამ საქართველოში ნამდვილად უნდა აქცევდნენ ასაკს ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.

სხვა მხრივ კი, კარგია! ასე განაგრძეთ... up.gif

Posted by: pytgon 2 Apr 2016, 20:43
QUOTE
ამასობაში კი, ერთი შეკითხვა გამიჩნდა. რატოა CV-ის შედგენისას დაბადების თარიღის მითითება "მიუღებელი"? გასაგებია ის პოზიცია, რაც სტატიაშია დაფიქსირებული, მაგრამ საქართველოში ნამდვილად უნდა აქცევდნენ ასაკს ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.


კი ეგ კითხვა მეც მიანტერესებს,გასაუბრებაზე შემეკითხა რამდენი წლის ხარო არდა მითითებული მაქვს რეზიუმში , ან უცებ ვერ გამოაინგარიშა რამდენის ვიყავი ან რამე იდუმალებაა :დ

Posted by: DIOGENA 2 Apr 2016, 21:54
QUOTE (pytgon @ 2 Apr 2016, 20:43 )
QUOTE
ამასობაში კი, ერთი შეკითხვა გამიჩნდა. რატოა CV-ის შედგენისას დაბადების თარიღის მითითება "მიუღებელი"? გასაგებია ის პოზიცია, რაც სტატიაშია დაფიქსირებული, მაგრამ საქართველოში ნამდვილად უნდა აქცევდნენ ასაკს ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.


კი ეგ კითხვა მეც მიანტერესებს,გასაუბრებაზე შემეკითხა რამდენი წლის ხარო არდა მითითებული მაქვს რეზიუმში , ან უცებ ვერ გამოაინგარიშა რამდენის ვიყავი ან რამე იდუმალებაა :დ

სხვათა შორის, ამ რამდენიმე დღის წინ, როცა "აფდეითს" ვუკეთებდი CV-ს, კარგა ხანს ვიყოყმანე თუ როგორ გამეკეთებინა - მიმეთითებინა პირდაპირ ასაკი თუ დაბ.თარიღი დამეწერა. ანუ:

1) ასაკი: (ამდენი წლის)
2) დაბ.თარიღი: (XX.YY.ZZZZ)


საბოლოოდ, მეორე ვარიანტი ვამჯობინე. smile.gif

Posted by: mate222 16 May 2016, 20:04
წ წ

Posted by: EXinvest 9 Jun 2016, 17:34
http://marketgeo.ge/ge/products/product/507/

გვესაჭიროება ბუღალტერი დისტანციურად, მარტივი ბუღალტრული საქმიანობისთვის, სასურველია სავალუტო და სალომბარდე საქმიანობის გამოცდილებაც ჰქონდეს. დაგვიკავშირდით: 557 000 933, 214 8024

გთხოვთ, cv გადმოაგზავნოთ მაილზე: Exinvest.ge@gmail.com

Posted by: leosmoke.com 15 Aug 2016, 11:29
CV-ს ნიმუშს ვერ დადებთ, არ მომწონს ჩემი ))))))

Posted by: bleff- 27 Oct 2016, 06:56
QUOTE (TSH @ 9 Mar 2016, 22:26 )
nutsiko
მადლობა რჩევებისთვის, გავითვალისწინებთ აუცილებლად.
კონსტრუქციულ კრიტიკას ყოველთვის მივესალმებით.

თუმცა ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ყველა სტატია გადმოთარგმნილია. რაც გადმოთარგმნილია იმას მითითებული აქვს წყაროც. ნაწილი ჩვენი დაწერილია გამოცდილებიდან გამომდინარე, არც ჩვენ ვართ უცხო ენების სპეციალისტები, გვაქვს გამოცდილება რეკრუტინგის სფეროში და განსაკუთრებით კარიერული კონსულტაციის მიმართულებით საქართველოში და ევროპაშიც

კაი იდეაა ესე გააგრძელეთ yes.gif old.gif

Posted by: giogio150990 31 Jan 2017, 17:09
var mebage dekorator damproeqtebeli magram samushao ver vipove da vzivar saxlshi mteli dge kompiutertan im imedit rom raime samushaos vishovi magram ushedegod, da rames xom ar mirchevdit? rogor moviqce?

Posted by: HollaiD 7 Feb 2017, 21:01

ქუთაისი ვარ სერთიფიცირებული შემდუღებელი (სვარჩიკი) lol.gif ელექტრო რკალური და ნახევრად ავტომატური იგივე კემპი შედუღება , ასევე მაღალდონეზე ვიცი სანთექნიკა წყალგაყვანილობა კანალიზაცის მილების მონტაჟი , აქსესუარების დამონტაშება სამზარეულო საბაზანო ... ბაკის ამორეცხვა ამოსუფთავება სასმელი წყლისათვის . შედუღების განხრით შემილია სხვა ქალაქში მუშაობა ანაზღაურების მიხედვით 555 75 88 15 გუგა თუვინმეს დაგჭირდეთ რაიმე დამიკავშირდით ვაკეთებ შეღავათიან ფასებში

* * *
ქუთაისი ვარ სერთიფიცირებული შემდუღებელი (სვარჩიკი) lol.gif ელექტრო რკალური და ნახევრად ავტომატური იგივე კემპი შედუღება , ასევე მაღალდონეზე ვიცი სანთექნიკა წყალგაყვანილობა კანალიზაცის მილების მონტაჟი , აქსესუარების დამონტაშება სამზარეულო საბაზანო ... ბაკის ამორეცხვა ამოსუფთავება სასმელი წყლისათვის . შედუღების განხრით შემილია სხვა ქალაქში მუშაობა ანაზღაურების მიხედვით 555 75 88 15 გუგა თუვინმეს დაგჭირდეთ რაიმე დამიკავშირდით ვაკეთებ შეღავათიან ფასებში

Posted by: Garsevanishvili 18 Jun 2017, 01:42
please wait please wait please wait please wait

Posted by: REZ121 28 Sep 2017, 21:39
გამარჯობათ მეგობრებო, ძალიან დამეხმარებით რამოდენიმე კითხვაზე თუ მიპასუხებთ, რისი საიტი გინდათ, რომ იხილოთ ახლო მომავალში? რას ისურვებთ? რა გაკლიათ ამ კუთხით?
წინასწარ მადლობა და ველოდები თქვენ პასუხებს..

Posted by: shalva_maisuradze 20 Oct 2017, 05:01
ახალი იუმორია რამე? biggrin.gif
"ხშირად ხდება, რომ ადამიანს აქვს ცოდნაც, ხარისხიც, გამოცდილებაც, მაგრამ ვერ საქმდება"

Posted by: dendo 30 Nov 2017, 12:52
მადლობა აუცილებლად ვურჩევ ყველასsmile.gif))

Posted by: mediavenus.com 15 Jan 2018, 19:57
ამ საიტზე განახკლება არ ხდება?

Posted by: zindiosama 23 Jan 2018, 12:55
http://stepup.ge/en/node/118
ეს ტრენინგი ფასიანია?

Posted by: AnatolK 6 Sep 2018, 20:16
გამარჯობა მეგობრებო! ვცხოვრობდი და თბილისში რამდენიმე წელია ვმუშაობდი და ნამდვილად მიყვარს საქართველო!
ახლა ვცხოვრობ და ვმუშაობ არაბულ საემიროებში.
ამ ფორუმს დიდი ხნის განმავლობაში ვკითხულობდი, მაგრამ ახლა მხოლოდ წერა გადაწყვიტა.

თითოეულ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში ერთხელ მაინც არსებობს კითხვა ნაწარმოების ცვლა სამუშაო / სხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში, აღიარებული ექსპერტი რჩევა შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო.

მინდა რეკომენდაცია ფანტასტიკური პიროვნება, რომელმაც იცის და შეუძლია გააკეთოს ყველაფერი დაკავშირებით დასაქმება და კარიერა როგორც, და მე ამაყი ვარ ამ მეგობრობა ჯერჯერობით.

https://www.linkedin.com/in/drvarenikova/ - ცნობილი კარიერის მრჩეველი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (სოციალური ფსიქოლოგია და კრიზისის მართვა), მრავალი სტატიის ავტორია კარიერაზე და ბიზნესის ჟურნალებისთვის რეპრეზენტაციას მთელს მსოფლიოში, ფანტასტიკურ პირს, ცნობილ ხელმძღვანელს, როგორც და 26 წლის გამოცდილებით.
აქ არის მისი ახალი სტატია (на русском языке, но очень актуальна для всех кто ищет работу):
https://www.linkedin.com/pulse/поиск-работы-2018-почему-не-нужно-откликаться-на-онлайн-mba-phd/
დოქტორი ლარისა ხელმძღვანელობს ინდივიდუალურ კონსულტაციებზე საუკეთესო მენეჯერებისთვის და ყველა იმ მსმენელებისთვის, რომელთაც სურთ მიიღონ სამუშაო საერთაშორისო კომპანიებში.
თუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში კარიერის აშენება გინდა, მაშინ თქვენ გჭირდებათ კარიერული კონსულტანტი საერთაშორისო გამოცდილებით.
კონსულტაციები ტარდება ინდივიდუალურად ტელეფონით / Viber ან WhatsApp / რუსულ ან ინგლისურ ენაზე.
მოხარული ვიქნები, რომ ინფორმაცია სასარგებლო აღმოჩნდება.

პატივისცემით,
ანატოლი
можно связаться напрямую info@drvarenikova.com
Прошу прощения за ошибки, мой грузинский язык не самый хороший.

Posted by: IONx64 27 Nov 2018, 12:09
სალამი,

მაქვს სამუშაო გამოცდილება რამოდენიმე დაწესებულებებში. IT სფეროში კი 6 წელზე მეტი წლის გამოცდილება დამიგროვდა. მაქვს CISCO Networking Academy -ის სერთიფიკატები.

ამჟამად ვმუშაობ მაგრამ მინდა სხვა სამსახურში გადავიდე, სხვა გამოცდილება, ახალი გამოწვევა, ახალი სკილების შესწავლა აიტი სფეროში, და რაც მთავარია ხელფასი რა . ძნელია იმუშაო ერთი და იგივე ადგილზე და ხელფასის მომატების პერსპექტივა არ გქონდეს, არ ვწუწუნებ და უკმაყოფილო არ ვარ პირიქით მადლობელიც ვარ რადგან ბევრი რაღაც შემძინა ამ სამსახურმა. მაგრამ ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე მინდა რაღაც შევცვალო თორემ სანამ უნდა იცხოვრო ჰაერში არაფერი რო არ გაგაჩნია კაცს საკუთარი ქონება. სახლი თუნდაც.

მოკლედ ვეძებ ისეთ რამეს სადაც შევძლებ ამ სფეროში ვიმუშაო და ცოტა მეტი შემოსავალი მქონდეს. 500-700 ლარით ერთ კაცი თავს გაიტანს მაგრამ ოჯახი? თუმცა მადლობა უფალს ყველაფრისთვის რომ შრომა შეგვიძლია და ამას არასოდეს დავზარდები, სანამ ფეხზე ვდგავარ ვიშრომებ.

მოკლედ თუ ვინმეს გაგაჩნიათ რამე გამიზიარეთ სად და როგორ დავიწყო ან ვის მივმართო.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)