აქ 1.2მ-იანი ერთI ცალი.
მოკლედ რაც რადიატორები მაქვს არ მინდა ტყუილად დავალაგო, სხვა ოთახში არ მჭIრდება, დაჟე ამ ოთახებიდან ორი შეიძლება გათიშული დავტოვო, და თვეშI 2-3 დღით ჩავრთო ეგაა და ეგ.
კარგია შენი რჩევით გათვალისწინებულზე ნაკლებები რო არ მაქვს გეგმაში, სტანდარტების დაცვით ეგრე უნდა იყოს როგორც შენ დაწერე, მაგრამ მე მეტ რაოდენობას რო ვაკეთებ ეგ წვას გამიზრდის? თU გამიზრდის მაშინ მოვაკლებ და სტანდარტებს დავემორჩილები.
ქვაბს რაც შეეხება მანდ ვიჭედები ცოტა
24-ზე ნაკლებია სამწუხაროდ რამდენიანი ისიც არ ვიცი
მოდელი ვერსად ვუპოვე, გერმანიიდან ჩამოტანილი მეორადი ქვაბია, დაზიანებული იყო, და მოისროლეს გერმანელებმა, მე კი ავდექი ერთი ცალი რელე დავწმინდე და მუშაობს იმის მერე მგელივით, ნუ მეორე ზამთარია არ ამოუკვნესია
ახლა რა შეიძლება გავაკეთო?
ახლის ყიდვის და ამის ტყუილად დადების აზრს ვერ ვხედავ და ვერც თანხას.
რა მოხდება, რას უნდა ველოდო?
წინა ზამთარში 60 კვადრატს ვეთბობდი და 3-ზე ზემოთ ვერ ვუწევდი ვიწვოდით სახში
ახლა ფაქტიურად ორჯერ მეტი მინდა.
სიტყვაზე 28-იანი რო მქონდეს რასაც ის დამიწვავს და ვთქვათ ჩემი არის 18-იანი იმაზე მეტს დამიხარჯავს გაზს?
აი მოერევა თუ ვერა გათბობას ეგ მეორე საკითხია უკვე.
ამჟამად სახლში 24-26 გრადუსია იატაკიდან 1,5 მეტრზე მიდგას თერმომეტრი და რადიატორებში მოძრავი წყალი 45 გრადუსზე დაბალია ხოლმე, მეტი რო გავუშვა (ავუწო ქვაბზე) მერე დავიწვებით მთელი ოჯახი
დამატებებს რო გავუკეთებ ანუ ფაქტიურად ორმაგს გავათბობინებ დიდი ალბათობით 70 გრადუსამდე მომიწევს წყლის ტემპერატურის აწევა. ეს ხარჯზეც შეეტყობა რათქმაუნდა, ქვაბს ხო არ დავაზიანებ ამით? ანუ მეტის გათბობას რო დავავალებ ქვაბს?
ხო კიდევ ერთიც, ამ გათბობის სისტემაში მზის კოლექტორის ჩართვაზე რა აზრის ხართ? ექნება რიმე შედეგი ხარჯებთან მიმართებაში? მე ახალი ქვაბის ყიდვას კი მირჩევნია კოლექტორი დავიხმარო და იმით შევავსო ენერგიის დანაკლისი რასაც ქვაბიზ მცირე სიმძლავრე მომცემს, თუნდაც კოლექტორის დაყენებამ თვითღირებულება დროულად ვერ ამოინაზღაუროს