forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (6) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ინტერნეტის სიჩქარეს არ მაწვდიან, როგორ მოვიქცე?
levbub
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 51379
რეგისტრ.: 13-January 08

გამოგზავნილია: 20 Jul 2017, 17:58  #51000010      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (mikheill1 @ 20 Jul 2017, 01:08 )
levbub
გადავატრიალე მთელი მენიუ, ყველგან ყველაფერი მაქსიმუმზეა, მაგრამ მომენტში მაინც აქვს წყვეტები. 27მბ-დან 23-ზე ჩამოდის. ატვირთვა კი აქვთ 28-29მბ ჩამოტვირთვაზეა პრობლემა. რაც შეეხება როუტერის იპ და ვაიფაის ემთხვევაო, მაგით ბებიაშენი მოატყუეთქო უთხარი. საერთოდ შედიხარ იმათ როუტერის მენიუში? დიდი ჩხუბის მერე მომცეს უფლება. საიტზე შესვლა, ფილმის ყურება არ არის პრობლემა, აი ჩამოტვირთვაზე ერხევა. უცხოურ სერვერებზეც აქვს პრობლემა ონლაინ თამაშს ვერ ითამაშებ ნორმალურად. ხან სწორდება პრობლემა. თუმცა რა შედარებაა, სანამ დავრეკავდი 7-8-მბ-ზე ეცემოდა.

ოპტიკურ როუტერზე უპრობლემოდ შევდიოდი ვიცოდი ლოგინი და პასი, მაგრამ როუტერის პრობლემა არ არის და სკრინი იმიტომ გთხოვე რომ მეცადა იგივე პარამეტრებით შემემოწმებინა, შევამოწმე და იგივე მივიღე - ქსელის ვარდნა, წყვეთა, და პაკეტების დანაკარგი!!!
რაც შეეხება ვაიფაის ცალკე მაქვს ტპლინკი და როდესაც ოპტიკური როუტერი შემიცვალეს პარამეტრები არ გაწერეს როუტერში პორტებზე და იყო კონფლიქტი იპ მისამართებს შორის მაგრამ ეგ ადვილად მოვაგვარე მაშინვე-ვაიპაი როუტერში შევცვალე შემავალი იპ პარამეტრები რომ აეღო ავტომატურად ოპტიკური როუტერიდან გაცემული იპ!
ვაიფაიზე არც მქონია პრობლემა, (ოპტიკა) კაბელიც კარგ მონაცემებს აჩვენებს თვითონ როუტერში ნებისმიერს შეუძლია ნახოს, პრობლემა როგორც ჩანს არის მაგთის კვანძებში (აპარატურა), ან როგორც ზემოთ ავღნიშნე იყენებს შეიპინგს ტრაფიკის შესამცირებლად!
mikheill1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2131
წევრი No.: 213558
რეგისტრ.: 1-February 16

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 17:35  #51005468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დღეს იყვნენ ჩემთან ტექნიკური ჯგუფიდან, შეამოწმეს დეციბალი, გამტარობა კაბელში და იდეალურიაო. დაშვებული იყო კაბელი და დავაჭიმინე, პლუს სიჩქარის ვარდნაზე ვესაუბრე და მართალი ხარ ყველგან მასეა, პირადად ჩემთანაც და დაახლოებით ერთ თვეში გამოსწორდებაო. აბა ეხლა ხელშეკრულებაში ნაკისრ ვალდებულებას რომ მირღვევს მაგთიკომი ამაზე უნდა გავჩუმდეთქო? რა ვიცი ძმაო მე რიგითი თანამშრომელი ვარ და რა გიშველოვო. მოკლედ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, დიდ კომპანიას აქვს უფლება დაგირღვიოს ნაკისრი ვალდებულება, შენ კი მოგთხოვოს ყველაფერი ისე როგორც აწყობთ. არ არსებობს არც მარეგულირებელი, არც კანონი და იტყნა.ვენ თავიანთ დედებს! საერთოდ რატო აქვს ერთ კომპანიას ყველაფრის ყიდვის უფლება? ამათი ვითომ დემოკრატიის დედაც! ბოლოს ალბათ სილქნეტსაც იყიდიან და იქნება მხოლოდ მაქგთი. პრინციპში რომც არ იყიდონ, ფასს მაინც მაგთი განსაზღვრავს. ევროპა 5G ინტერნეტზე გადადის სადაც ერთ გეგაბაიტს რამოდენიმე წამში ჩამოტვირთავ, აქ რაც არის ისიც გააბანძეს.


--------------------
[COLOR=blue]
narcoTOURIST
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5292
წევრი No.: 18678
რეგისტრ.: 26-March 06

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 18:06  #51005664      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
mikheill1
მე ამ დღეებში ველოდები ტექნიკურ ჯგუფს..

2 დღის წინ ხო იყვნენ და იდეალურად გაქვს ყველაფერიო, 15 აგვისტომდე გამოსწორდებაო, თუ რამეაო დარეკეო, გუშინ ისევ რომ არ იყო ინტერნეტი მეოთხედ დავრეკე, ვეკითხები როდემდე უნდა იყოს ეგრე და ვითომც არაფერი, წყნარი ხმით მეკითხება ოპერატორი - რა პრობლემა გაქვთო?..
15 აგვისტომდე რამე სამუშაოები მინდინარეობს მეთქო და არ ვიციო, სხვაგან გადამრთო, ამ ოპერატოსაც იგივეს ვეკითხები, გადაამოწმა სადღაც და არაო, დელტანეტის ყველა აბონენტი უკვე გადავიყვანეთო საერთო ქსელში და არაფერი აღარ კეთდებაო, მეთქი აბა რა ვუყო ამ ინტერნეტს, კაიო, მაშინ გამოვუშვებთ ტექნიკურ ჯგუფს, ვეუბნები რომ ამ ჯგუფის მოსვლას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იყვნენ უკვე, ყველაფერი შეამოწმეს და თან დღისით ჩვეულებრივად მუშაობს თქო, არ ვიციო, სამწუხაროდ მე აქედან ვერ გეხმარებიო და ეგეთ შემთხვევაში ტექნიკური ჯგუფი უნდა მოვიდესო..

კაროჩე კომპანია კიარა ჩვეულებრივი კანტორაა ეს დმ-ლი მაგთი!!

ეხლა მოვლენ შეამოწმებენ, აღმოჩნდება რომ ყველაფერი წესრიგშია, მეტყვიან რომ 15 აგვისტომდე გამოსწორდება, ამ დროს 15 აგვისტომდე არავინ არაფერს არ აკეთებს, და წავლენ..

გუშინ 1GB-ანი ფაილი ვერ ჩავიწერე, იმხელა წყვეტები იყო რომ გუგლდრაივიდან 1GB ვერ ჩაწერა, ხუთჯერ დავაწყებინე თავიდან და მაინც ვერა რა!
ბოლოს მობილურით ჩავიწერე 4G-ით ეს ფაილი..

რა ვქნათ მაგის დედაც ტო?!




This post has been edited by narcoTOURIST on 21 Jul 2017, 18:07


--------------------
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa
Kutalia
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 233921
რეგისტრ.: 18-July 17

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 00:51  #51007870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (narcoTOURIST @ 21 Jul 2017, 18:06 )
mikheill1
მე ამ დღეებში ველოდები ტექნიკურ ჯგუფს..

2 დღის წინ ხო იყვნენ და იდეალურად გაქვს ყველაფერიო, 15 აგვისტომდე გამოსწორდებაო, თუ რამეაო დარეკეო, გუშინ ისევ რომ არ იყო ინტერნეტი მეოთხედ დავრეკე, ვეკითხები როდემდე უნდა იყოს ეგრე და ვითომც არაფერი, წყნარი ხმით მეკითხება ოპერატორი - რა პრობლემა გაქვთო?..
15 აგვისტომდე რამე სამუშაოები მინდინარეობს მეთქო და არ ვიციო, სხვაგან გადამრთო, ამ ოპერატოსაც იგივეს ვეკითხები, გადაამოწმა სადღაც და არაო, დელტანეტის ყველა აბონენტი უკვე გადავიყვანეთო საერთო ქსელში და არაფერი აღარ კეთდებაო, მეთქი აბა რა ვუყო ამ ინტერნეტს, კაიო, მაშინ გამოვუშვებთ ტექნიკურ ჯგუფს, ვეუბნები რომ ამ ჯგუფის მოსვლას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იყვნენ უკვე, ყველაფერი შეამოწმეს და თან დღისით ჩვეულებრივად მუშაობს თქო, არ ვიციო, სამწუხაროდ მე აქედან ვერ გეხმარებიო და ეგეთ შემთხვევაში ტექნიკური ჯგუფი უნდა მოვიდესო..

კაროჩე კომპანია კიარა ჩვეულებრივი კანტორაა ეს დმ-ლი მაგთი!!

ეხლა მოვლენ შეამოწმებენ, აღმოჩნდება რომ ყველაფერი წესრიგშია, მეტყვიან რომ 15 აგვისტომდე გამოსწორდება, ამ დროს 15 აგვისტომდე არავინ არაფერს არ აკეთებს, და წავლენ..

გუშინ 1GB-ანი ფაილი ვერ ჩავიწერე, იმხელა წყვეტები იყო რომ გუგლდრაივიდან 1GB ვერ ჩაწერა, ხუთჯერ დავაწყებინე თავიდან და მაინც ვერა რა!
ბოლოს მობილურით ჩავიწერე 4G-ით ეს ფაილი..

რა ვქნათ მაგის დედაც ტო?!

დელტანეტიდან არ ვარ, კავკასუსიდან გადმომიყვანეს, მაგრამ მეც მაქვს პრობლემები. ზუსტად მასე, 3-ჯერ მოვიყვანე ტექნიკური ჯგუფი, პირველად მითხრეს, კაბელს შევცვლით თუ არ ეშველაო, მეორე დღეს კიდევ თავიანთი ლეპტოპი გამოატანეს ოფისიდან და იქ წყვეტები არ აჩვენა (დღის საათები რომ იყო ალბათ მაგიტომ). ხომ და თავი გაიმართლეს და წავიდნენ.
mikheill1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2131
წევრი No.: 213558
რეგისტრ.: 1-February 16

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 01:01  #51007917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
narcoTOURIST
ახალი აპარატურა დადგეს, დამავიწყდა სახელი, კი ახსენა გაკვრით ტექნიკური ჯგუფის თანამშრომელმა და რაღაც ვერ მუშაობს კარგად, ამიტომ არ რთავენ ახალ აბონენტებს თითქმის 2 თვეა. როგორც გავიგე საკმაოდ ძვირადღირებული ყოფილა და უცხოეთიდან ყავთ სპეციალისტები. აგვისტოს შუარიცხვებამდე გამართავენ სისტემას და მერე ახალ პაკეტსაც შესთავაზებენ ახალ აბონენტებსო. ჯანდაბას მოვითმენ ეს ერთი თვე სხვა რა გზაა. იმედია ასე არ დარჩება პრობლემა სამუდამოდ. მე ის მაინტერესებს, რატო არ არსებობს მარეგულირებელი, ვინ იცავს მომხმარებლის ინტერესს? რომ გვახდევინებენ 30 ლარს და წერია ხელშეკრულებაში 25მბ მოდის 13-14 ზოგჯერ 7-8 წესით უნდა დააჯარიმონ მაგთი.
di_onise
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7787
წევრი No.: 55913
რეგისტრ.: 16-March 08

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 01:50  #51008149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არცერთი პროვაიდერი არ აშეიპებს 7-8 მბ-ზე როცა პაკეტით 28 გეკუთვნით.

პროვაიდერისთვის სულერთია შენ 7მბ გექნება სიჩქარე თუ 27, რადგანაც ტრაფიკის მოცულობა იგივეა.

პროსტა ლინკები ევსებათ საღამოს და მაგიტომ გაქვთ პინგზეც დანაკარგი და დაბალი სიჩქარე.

ტრეისი გაუშვით რამე გლობალზე და მერე სათითაო ჰოპები გაპინგეთ და ნახეთ სად იქნება წყვეტა. აუხსენით "ტექნიკურ" სამსახურს რომ გადასცეს ეგ ინფორმაცია ზედა დონეს.


პ.ს. მაგთის საპორტი ვიცი რაცაა, პინგზე პაკეტების დანაკარგი მაქვს მეთქი ვეუბნები და რა გინდათ, 50მბ-იანი პაკეტი მოგეწოდებათო. 1300 ბაიტიან პინგებს ვუშვებ და მაგაზე უფრო ეტყობა მეთქი და ეგაო თქვენ რასაც აკეთებთ დოს ატაკაა და ისჯება კანონითო biggrin.gif


--------------------
იარე ნელა!!!!!!
narcoTOURIST
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5292
წევრი No.: 18678
რეგისტრ.: 26-March 06

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 01:57  #51008178      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Kutalia
დიდი ხანია რაც დაგეწყო პრობლემები?

mikheill1
მეც ხო მითხრეს 15 აგვისტომდე გამოსწორდებაო ანუ ერთ თვეში, მაგრამ ტელეფონით ეს ინფორმაცია არ დამიდასტურეს.
მეც მოვითმენ ერთ თვეს, მაგრამ რა გარანტიაა რომ იგივე არ დარჩება.
ორშაბათს წავალ ცენტრალურ ოფიში და გავარკვევ.
დღევანდელი პინგი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


რაც შეეხება მარეგულირებელს, 2 დღის წინ დაიწერა რომ აპირებენ ტარიფების შეცვლას - http://1tv.ge/ge/news/view/170416.html
დღესაც იყო ამ თემაზე სიუჟეტი, მარგამ მგონი რეგიონებს შეეხება, თბილისში იგივე კატასტროფული ტარიფები დარჩება და საშინელი ხარისხი sad.gif
ეს დღევანდელი - http://1tv.ge/ge/news/view/170878.html

ვერ არის ეს ბექაური, ჯერ CO-ს შეძენაზე თანხმობა მისცა, შემდეგ DeltaNet-ზე და ეხლა კონკურენციაზე ლაპარაკობს facepalm.gif
ორი პროვაიდერი დარჩა - მაგთი და სილქნეტი, უბნებიც გადანაწილებული აქვთ, სადაც მაგთია იქ სილქი აღარ ყოფს ცხვირს..
Kutalia
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 233921
რეგისტრ.: 18-July 17

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 23:09  #51012601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თქვენსავით, დაახლოებით 1-2 თვეა. ოღონდ თქვენთან შედარებით არაუშავს: როგორც ვთქვი, პინგი/სიჩქარე ნორმალურია, მაგრამ წყვეტებია.
narcoTOURIST
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5292
წევრი No.: 18678
რეგისტრ.: 26-March 06

გამოგზავნილია: 23 Jul 2017, 00:07  #51012914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Kutalia
გასაგებია.
ჩემთან სიჩქარე ცოტა დაეცა, 24.5-25.5-ზე ადის, ადრე 27-28-ეც კი ადიოდა, მაგრამ ძალიან ხშირი წყვეტებია, ყოველ 3-5 წუთში, ზოგი უმნიშვნელოა 5-10 წამი, მაგრამ ზოგი წყვეტა არის 5 წუთამდე.
თანახმა ვარ 20-მდე დაეცეს სიჩქარე, მთავარია წვეტები აღარ ქონდეს ქსელს.

ტექნიკური ჯგუფი დღესაც არ მოსულა.
levbub
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 51379
რეგისტრ.: 13-January 08

გამოგზავნილია: 23 Jul 2017, 19:43  #51016677      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (di_onise @ 22 Jul 2017, 01:50 )
არცერთი პროვაიდერი არ აშეიპებს 7-8 მბ-ზე როცა პაკეტით 28 გეკუთვნით.

პროვაიდერისთვის სულერთია შენ 7მბ გექნება სიჩქარე თუ 27, რადგანაც ტრაფიკის მოცულობა იგივეა.


ასე რომ იყოს და სულერთი რომ იყოს მაშინ არანაირი შეზღუდვა არ გექნებოდა არც ერთ პაკეტზე და ყველას ერთი და იგივე პაკეტი ექნებოდა!!!
აშეიპებს და პაკეტებსაც აჭრის თუ სჭირდება! ყველა ხაზს აქვს თავისი გამტარუნარიანობის პიკი-ნებისმიერ კანალს და ასევე აპარატურას
მაგალითისათვის ავიღოთ ხაზი (კანალი) რომელიც გათვლილია 1 გბ გამტარუნარიანობაზე და რომელზეც დაერთებულია 10 ადამიანი და ამ ადამიანებს აქვთ 25 მბ პაკეტები და საღამოს ყველა იყენებს ინტერნეტს (ტვ.კომპი. სმარტფონი და ა.შ.) (25მბX10=250მბ) ანუ კანალის პიკის მეოთხედი - ამ შემთხვევაში ამ 10 ადამიანიდან არც ერთს არ ექნება პრობლემა! მაგრამ თუ აბონენტების რაოდენობას გავზრდით 100 მდე (25მბX100=2.5 გბ) რაც ნიშნავს, რომ 1გბ კანალი გაიყოფა ამ 100 ადამიანზე და ვერ მიიღებ 10მბ მეტს! ხოდა ამ დროს იყენებს პროვაიდერი შეიპინგს და პაკეტების "ჭრას და კერვას", წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს დაცემულ ქსელს ყველა აბონენტთან!
ეხლა ვივარაუდოთ ისიც, რომ დელტას არ ჰქონდა გათვლილი თავისი ქსელი ტელევიზიაზე და შესაბამისად 2 გბ პორტებზე დაერთებული იყო 50-100 აბონენტი და თავისუფლად ერეოდა კანალის გამტარუნარიანობა. მაგთის აქციის დროს ძალიან ბევრმა აბონენტმა ჩართო ტელევიზია და ასევე ამ აქციით კიდევ ბევრი ახალი აბონენტი შეიძინა და აპარატურა კი იგივე დარჩა და მუშაობს კრიტიკულ რეჟიმში- მითუმეტეს საღამოს საათებში და უქმე დღეებში. როდესაც ყველას აქვს ტვ ჩართული!!! (ეს ის ვარიანტია მანამ ავტობანს ააშენებდნენ-თბილისიდან ბათუმამდე 8-9 საათი რომ გინდოდა დანგრეულ გზაზე. და ავტობანი რომ ამოქმედდა 5-6 საათში ჩადიხარ კაცი)
* * *
QUOTE (narcoTOURIST @ 22 Jul 2017, 01:57 )
მეც ხო მითხრეს 15 აგვისტომდე გამოსწორდებაო ანუ ერთ თვეში, მაგრამ ტელეფონით ეს ინფორმაცია არ დამიდასტურეს.
მეც მოვითმენ ერთ თვეს, მაგრამ რა გარანტიაა რომ იგივე არ დარჩება.

ეს ინფორმაცია მე დამიდასტურა ჩემმა ახლობელმა, რომელიც დელტას ტექ ჯგუფში მუშაობს. ასევე ფაქტია რომ ახალ აპარატურას აყენებენ, 3 დღის წინ ჩვენს ქუჩაზე ახალი ოპტიკა გაჭიმეს და ახალი ბოქსები დაამონტაჟეს მაგრამ ჯერ არ ჩაურთვიათ (მითხრეს რომ მაგთის ხალხი იყო). სურათზე ჩანს: დელტას ძველი ბოქსი მაღლა და 3 დღის წინ დამონტაჟებული ახალი ბოქსი და ახალი კაბელიც დაბლა!
user posted image
* * *
QUOTE (di_onise @ 22 Jul 2017, 01:50 )
ტრეისი გაუშვით რამე გლობალზე და მერე სათითაო ჰოპები გაპინგეთ და ნახეთ სად იქნება წყვეტა. აუხსენით "ტექნიკურ" სამსახურს რომ გადასცეს ეგ ინფორმაცია ზედა დონეს.

რაც შეეხება პინგს გლობალთან- პინგი არის ამა თუ იმ რესურსთან დაკავშირების დრო! (ანუ მაგალითად თამაშობ CS ევროპის სერვერზე და შენს კომპზე დააწკაპუნე სროლას - ამ მონაცემმა უნდა გაიაროს დიდი მანძილი სერვერამდე რომ სერვერმა გაიგოს რომ შენ გაისროლე, ხოდა რაც ნაკლები პინგი გაქვს მით მალე ჩავა მონაცემი და სერვერი მალე დააბრუნებს პასუხს რასაც დაინახავ შენს მონიტორზე) პინგი დამოკიდებულია როგორც რესურსის სიშორეზე ასევე მაგისტრალის ხარისხზე და კვანძების რაოდენობაზე- კარგ მაგისტრალზე - კარგი პინგია! ცუდი პინგი თამაშისას (და არა მარტო თამაშისას) ძალიან ცუდია იმით რომ ონლაინ რეჟიმში აღიქვავ ყველაფერს დაგვიანებით, მაგალითად გაქვს პინგი 1000მლ=1წ CS-ში მოწინააღმდეგე (რომელსაც კარგი პინგი აქვს 1-20) გამოდის ოთახიდან და ის მაშინვე გხედავს და გესვრის, ამ მომენტში შენ ვერ ხედავ მას რადგან შენამდე ეს მონაცემი ჯერ არ მოსულა და მოვა 1 წამის დაგვიანებით(1000 პინგის შემთხვევაში) 1 წამი=1000 მლწ!
წყვეტის შემთხვევაში კი თუნდაც წყვეტა იყოს ძალიან მცირე დროის 10 მწ, შეიძლება შენ განახორციელო რამე ინფორმაციის გაგზავნა თუნდაც ისევ CS მაგალითზე ავიღოთ და განახორციელო სროლა და ამ დროს ეს მონაცემი სერვერამდე არ მივიდა წყვეტის გამო, ამ დროს შენს კომპზე ჩანს გასროლა მაგრამ სერვერმა ვერ მიიღო ეს ინფო და
არანაირ რეაგირებას არ მოახდენს!
ტრაცერტი-ს დახმარებით შეგიძლია გაარკვიო თუ რა კვანძებს გადის მონაცემი რესურსამდე, აქედან გამომდინარე შეგიძლია გაარკვიო პრობლემატური კვანძი (სხვათაშორის სკრინები რომ დევს პინგპლოტერის მანდ ნათლად ჩანს კვანძები იგივე ტრაცერტია ოღონდ უფრო ადვილად ხედავ ყველაფერს მანამ CMD-ში), ანუ მაგთი გადის რუსეთზე ევროპის გავლით, ან თურქეთის გავლით, როდესაც შეუძლია პირდაპირ გავიდეს როგორც ამას სხვა კომპანიები ახერხებენ, ანუ ეს ის პონტია-მარჯვენა ყური მაჩვენეო და მარცხენა ხელით რომ მოკიდებ მარჯვენა ყურს, ან საქმე გქონდეს ბაქოში და ჯერ ჩაფრინდე თურქეთში მერე ევროპაში და მერე ბაქოში!!! ან რატომ უნდა მქონდეს მაგალითად აზერბაიჯანის სერვერებთან (160) მაღალი პინგი როდესაც საზღვარი აქვეა- იმიტომ რომ მაგთის მაგისტრალი გადის ჯერ თურქეთში ან ევროპაში და მერე მიდის აზერებში! ხომ პარადოქსია? მაგრამ რეალობაა!!!
მაგრამ არ გეგონოს რომ მაგთი შეწუხდეს შენი გულისათვის და სხვა მაგისტრალზე გადმოგიყვანოს!!! არადა დელტას დროს mail.ru-სთან აიწია პინგი120-140 და დავურეკე და ვთხოვე მოეწესრიგებინათ მაგ დროს დელტას ორი მაგისტრალი ჰქონდა რამდენადაც მე ვიცი (ტრაცერტის მონაცემებიდან)-ერთი გადიოდა თურქეთზე და მეორე ფრანქფურტზე, ხოდა პინგი როდესაც აიწია ვიღაცამ თურქეთის მაგისტრალზე გადამიყვანა, დარეკვის შემდეგ ისევ ფრანქფურტის მაგისტრალზე დამაბრუნეს და მქონდა 40-60 mail.ru-თან, როდესაც მაგთიმ შეისყიდა დელტა არ ვიცი რა მოხდა მაგრამ პინგი აიწია 130-160, მაგრამ მახსოვს პერიოდი (ერთი-ორი კვირა თუ არ ვცდები აპრილის თვეში) როდესაც 60-70 იყო, დავურეკე საპორტს და ცივი უარით გამისტუმრა- "ვერ შეგიცვლით მაგისტრალსო"! არადა თბილიში პატარა პროვაიდერ კომპანიებს აღნიშნულ რესურსთან აქვს პინგი 20-40, რაც იმის მანიშნებელია, რომ მაგთსაც შეუძლია მაგრამ ან არ აკეთებს ან ვერ, მე უფრო მგონია რომ არ! რადგან ნაკლებად ხარისხიანი მაგისტრალი ნაკლებად ღირებულია და ეკონომიის მიზნით ირჩევენ არახარისხიან მაგისტრალებს!
არადა საზღვარგარეთ პროვაიდერი ვალდებულია რომ კლიენტის თხოვნის საფუძველზე რესურსთან კავშირის გაუმჯობესების მიზნით კლიენტს შეურჩიოს შესაბამისი მაგისტრალი!!!
ამ შემთხვევაში მე თუ ვერ მივიღე ნორმალური პინგი აღნიშნულ რესურსთან, მაქვს ორი ვარიანტი
1. პროვაიდერის შეცვლა, ინფორმაცია მაქვს რომ დღე-დღეზე დაიწყებს აბონენტების ჩართვას ქსელი მზად აქვთ (რადგან დღევანდელ პროვაიდერს არ შეუძლია ან არ უნდა რომ სხვა მაგისტრალზე გადამიყვანოს პინგის შემცირების მიზნით)
2. თბილისში სხვა პროვაიდერისგან შევიძინო ინტერნეტ პაკეტი და კომპზე დავაყენო VPN სერვერი და უკვე აქედან ჯერ გავიდე ჩემს დაყენებულ ვპნ-ზე და შენდგომ გლობალზე!

This post has been edited by levbub on 23 Jul 2017, 21:27
mikheill1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2131
წევრი No.: 213558
რეგისტრ.: 1-February 16

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 01:15  #51018623      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აღიარა მაქთიმ ოფიციალურად, რომ ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და სმს მომწერეს. პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოსალოდნელია შეფერხებებიო. ამათი დედა შვც! 2 თვე რატო უნდა მქონდეს უხარისხო ინტერნეტი, მომხმარებელს კიდია მაგთის პროფილაქტიკა, მე ვიხდი და უნდა მივიღო ის, რაც ხელშეკრულებაში მიწერია. როდესაც მაკლებს სიჩქარეს, რაღატო მახდევინებენ იგივე ფასს? მაშინ ის 2 თვე მომცენ ერთი თვის ფასად. ასე უხეშად არღვიონ ხელშეკრულება რა პონტია? ამათი ბოდიში არ მკიდია? ერთი და ორი დღე მესმის პროფილაქტიკური სამუშაოს გამო ხარვეზი იყოს, მაგრამ 2 თვე? რო დასვეს პაკეტში იპ ტელევიზია, არ იცოდნენ ბოლოს რა მოხდებოდა? ჯერ გამოეცვალათ აპარატურა და მერე დაემატებინათ ტელევიზია. ეს ბოზ.ები ფულს შოულობენ, მე ნაგავ ინტერნეტს მაწვდიან. ეხლა უცადე როდის შეცვლიან ძველ აპარატურას ახლით. რატო არ არსებობს კონტროლი, როდესაც არღვევენ მომხმარებლის უფლებებს? 30 ლარად 25მბ ქონდა დელტას, ამათ 10მბ 27 ლარი იქნება მომავალშიო. მე კი დამრჩება ისევ 25მბ 30 ლარად, სანამ პაკეტს არ შევცვლი, მაგრამ ახალ აბონენტებს ახალი ტარიფი ექნებათ. იმის მაგივრად გააიაფონ, ან ხარისხი მოუმატონ, პირიქით უკან მიდიან. რა ენაღვლებათ, ფულს აკეთებენ, კონკურენტი არ ყავთ და არც მარეგულირებლის კანონი არ არსებობს! ასეთ უპატრონო ქვეყანაში ცხოვრება შეგზიზღდება კაცს.
levbub
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 51379
რეგისტრ.: 13-January 08

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 01:39  #51018694      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (mikheill1 @ 24 Jul 2017, 01:15 )
აღიარა მაქთიმ ოფიციალურად, რომ ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და სმს მომწერეს. პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოსალოდნელია შეფერხებებიო. ამათი დედა შვც! 2 თვე რატო უნდა მქონდეს უხარისხო ინტერნეტი, მომხმარებელს კიდია მაგთის პროფილაქტიკა, მე ვიხდი და უნდა მივიღო ის, რაც ხელშეკრულებაში მიწერია. როდესაც მაკლებს სიჩქარეს, რაღატო მახდევინებენ იგივე ფასს? მაშინ ის 2 თვე მომცენ ერთი თვის ფასად. ასე უხეშად არღვიონ ხელშეკრულება რა პონტია? ამათი ბოდიში არ მკიდია? ერთი და ორი დღე მესმის პროფილაქტიკური სამუშაოს გამო ხარვეზი იყოს, მაგრამ 2 თვე? რო დასვეს პაკეტში იპ ტელევიზია, არ იცოდნენ ბოლოს რა მოხდებოდა? ჯერ გამოეცვალათ აპარატურა და მერე დაემატებინათ ტელევიზია. ეს ბოზ.ები ფულს შოულობენ, მე ნაგავ ინტერნეტს მაწვდიან. ეხლა უცადე როდის შეცვლიან ძველ აპარატურას ახლით. რატო არ არსებობს კონტროლი, როდესაც არღვევენ მომხმარებლის უფლებებს? 30 ლარად 25მბ ქონდა დელტას, ამათ 10მბ 27 ლარი იქნება მომავალშიო. მე კი დამრჩება ისევ 25მბ 30 ლარად, სანამ პაკეტს არ შევცვლი, მაგრამ ახალ აბონენტებს ახალი ტარიფი ექნებათ. იმის მაგივრად გააიაფონ, ან ხარისხი მოუმატონ, პირიქით უკან მიდიან. რა ენაღვლებათ, ფულს აკეთებენ, კონკურენტი არ ყავთ და არც მარეგულირებლის კანონი არ არსებობს! ასეთ უპატრონო ქვეყანაში ცხოვრება შეგზიზღდება კაცს.

მოდი დაველოდოთ მოვლენებს, მე ვფიქრობ თუ აღიარეს პრობლემა (თუმცა პროფილაქტიკა არ არის აღიარება) მაშინ ალბათ კომპენსაციაზე იპიქრებენ (არ არის გამორიცხული რომ ერთი თვე საერთოდ აჩუქონ დაზარალებულ მომხმარებლებს), ნებისმიერი სერიოზული კომპანია ასე იზავდა და ამით უფრო კონკურენტუნარიანი გახდებოდა შიდა ბაზარზე, და ასევე მიიღებდა უფასო რეკლამას თავის მომხმარებლების დახმარებით, თვითონ მომხმარებელი გაუწევდა რეკლამირებას თუნდაც იმით, რომ პრობლემის გამო კომპენსაციის სახით კომპანიამ რაღაც საჩუქარი გაუკეთა! და მომხმარებლის რეკომენდაცია, ანუ ცოცხალი რეკლამა, ნებისმიერ პიარ აქციაზე და ვიდეორგოლზე ძლიერია თუმცა ჩემზე უკეთ იციან ეს!
ნუ ესენი რას იზავენ დრო გვიჩვენებს!
მესიჯი მეც მომივიდა და საინტერესო ის არის რომ სხვა თემაში ამ ფორუმზე დღეს ავღნიშნე, ციტირებას მოვახდენ -"მაგრამ ხომ შეიძლებოდა აბონენტებისათვის ეცნობათ, რომ ამ პერიოდში მოსალოდნელია პრობლემები ინტერნეტ კავშირზე????" ხოდა 6 საათში მოვიდა კიდეც მესიჯი და მაცნობეს ))). სასიამოვნოა თუქი ადევნებენ თვალს ფორუმს და კითხულობენ პოსტებს და ახდენენ რეაგირებას ეს უკვე სერიოზული კომპანიის საქციელია! თუმცა არ გამოვრიცხავ რომ იყოს დამთხვევა!
user posted image
narcoTOURIST
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5292
წევრი No.: 18678
რეგისტრ.: 26-March 06

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 01:54  #51018737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
30 ლარად 25მბ ქონდა დელტას, ამათ 10მბ 27 ლარი იქნება მომავალშიო. მე კი დამრჩება ისევ 25მბ 30 ლარად, სანამ პაკეტს არ შევცვლი

ანუ ამ ტარიფს ვერ შეგვიცვლიან?
ხელშეკრულება ხო ერთწლიანია და როცა ვადა გაუვა ახალს არ დაგვიდებენ?
mikheill1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2131
წევრი No.: 213558
რეგისტრ.: 1-February 16

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 03:56  #51018997      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
narcoTOURIST
ვინც ძველი ხელშეკრულებით სარგებლობს 30 ლარად 25მბ ვერ შეცვლიან. თუ გადახვალ სხვა ტარიფზე, უკან ვერ დაბრუნდები, რადგან მაგთის მინიმალური ტარიფი იქნება 27 ლარი 10მბ წამში. ეს 20მბ და ტელევიზია 27 ლარად აქცია იყო და გადაიბირეს დელტას ყოფილი აბონენტები ახალ პაკეტზე. ვადის გასვლის შემდეგ, 27 ლარად მხოლოდ 10მბ დარჩებათ ტელევიზიის გარეშე. ტელევიზიას დაემატება დამატებით ღირებულება. 25მბ ეღირება 37 ლარი ახალი ტარიფით ტელევიზიის გარეშე. აი ვინც დაიტოვა ძველი ხელშეკრულება და არ გადავა სხვა პაკეტზე, მუდამ 30 ლარად ექნება 25მბ.
di_onise
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7787
წევრი No.: 55913
რეგისტრ.: 16-March 08

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 12:07  #51019973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
levbub

რეებს მიხსნი smile.gif))


არ აქვს და აგიხსნი ეხლა რატომ.

შენ რო 25 მბ ტრაფიკი გაქვს. ინტერნეტს როცა იყენებ ჯამში შენი მოხმარება აღიწერება არა სიჩქარით, არამედ მოცულობით, რადგანაც როცა ფილმს უყურებ ან იწერ, შეიძლება 7მბ-თი ნელა გადმოწერო ვიდრე 25 მბ-თი მაგრამ ჯამში იგივე მოცულობას გამოიყენებ. ანუ შენ თუ გექნება 7მბ, ლინკს დატვირთავ გაცილებით უფრო დიდხანს ვიდრე 25 მბ-ს დროს. ასევე რომ აიღო ბევრი შენნაირი მომხმარებელი, იმათ თუ დაბალი სიჩქარე ექნებათ, ექნებათ უფრო დიდხანს დატვირთული არხი.

რომ გქონდეთ ყველას 100 მბ, ფილმს გადმოწერ 2 წუთში და მერე უკვე შენი არხი თავისუფალია და ის არხი ტავისუფალი იქნება სხვა ტიპისთვის და იმის ალბათობა რომ 100-მა კაცმა ერთდროულად დაიწყოს გადმოწერა არის 0.0000001%-ის ტოლი.

ესე დაწერილი შეიძლება ცოტა გაუგებარი იყოს მაგრამ გრაფიკებში კარგად ჩანს ეგ ყველაფერი. ერთს გეტყვი რომ საღამოს საათებში 1 აბონენტის საშუალო უნიკასტ ტრაფიკი 1მბ-ს არ სცდება ხოლმე, მიუხედავად იმისა რომ ყველას მინიმუმ 10მბ და ხშირ შემთხვევაში 40-50მბ აქვთ ხოლმე.


ეს პაკეტები კიდე 10მბ - 100მბ სუფთა მარკეტინგია, ოღონდ ლამაზად შეფუთული რომელიც კარგად იყიდება....



მაგისტრალის შეცვლა კიდე როგორ წარმოგიდგენია?

არ ვიცი მაგთის ქსელში რა ხდება მაგრამ ჩემი შეხედულებით მაქსიმუმ სხვა პულიდან მოგეცს იპ და ბგპ სხვანაირად მუშაობდეს მაგ პულზე....



პ.ს. პროვაიდერს რო ურეკავ ეს მაგისტრალი არ მინდა შემიცვალეთო smile.gif)))
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0307 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]