forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (13) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მაგთის ნაგავი ოპტიკა!
levbub
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 51379
რეგისტრ.: 13-January 08

გამოგზავნილია: 18 Jul 2017, 00:46  #50983998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით ყველას, ეს თემა იმიტომ გავხსენი, რომ იქნებ ყურადღება მივიქციო მაგთის მხრიდან და პასუხი გამცენ კითხვაზე რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს უვარგისი პროდუქტის მიწოდება მომხმარებლამდე რომელიც იხდის ფულს ხარისხიან პროდუქტში????!!!

დავიწყებ იქიდან, რომ ვარ ყოფილი დელტანეტის აბონენტი და არასდროს არ მქონია პრობლემა ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებით იქამდე სანამ დელტანეტის ოპტიკა არ შეიძინა მაგთიმ, დაახლოებით 1 თვის წინ ინტერნეტის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა, როგორც სისწრაფე ასევე თვითონ ხარისხიც! მაგალითად გლობალთან ადრე დელტას დროს თუ მქონდა სისწრაფე 25მბ/წ და პინგი 40-60მწ დღეს იგივე რესურსთან მაქვს 1,5მბ/წ და პინგი 120-260მწ!!! ასევე ლოკალთან თვითონ მაგთის სერვერთან სისწრაფე თამაშობს 5მბ/წ - 18მბწ!
ხშირად ხდება ინტერნეტის დაცემა რა დროსაც თუ ვუყურებ რიამე ვიდეოს ავტომატურად ვიდეო პაუზდება და აღარ აგრძელებს ასეთ რესურსებზე როგორიცაა facebook, youtube, myvideo, და ასე შემდეგ! ვერ ვიყენებ SMART-TV torrent tv-ს (არადა დელტას დროს არ ქონია პრობლემა)!!!

როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს ყველაფერი დაიწყო დაახლოებით ერთი თვის წინ, რა თქმა უნდა დავრეკე საპორტში და ვესაუბრე ტექნიკურს, ასევე მეორე დღეს მოვიდა ჯგუფი და შეამოწმეს ოპტიკური კაბელი და აღმოჩნდა რომ კაბელი წესრიგშია, მაგრამ პრობლემა დარჩა, მეორე დღეს კიდევ დავურეკე საპორტს და კიდევ მოვიდნენ და შეცვალეს როუტერი, მაგრამ ამანაც არ უშველა და უკვე ჯგუფის წევრი ესაუბრებოდა საპორტს და ცდილობდა პრობლემის მოგვარებას მაგრამ პრობლემა დარჩა, და როგორც ჩანს მიიღო გლობალური სახე რადგან საპორტთან კიდევ ერთი უშედეგო ზარის შემდეგ მე თვითონ დავუკავშირდი ჩემს ქუჩაზე მცხოვრებელ რამოდენიმე აბონენტს და მათაც დამიდასტურეს იგივე პრობლემა! (ანუ ისე გამოდის რომ მაგთის საქმეს მე ვაკეთებ და იქნებ ხელფასიც გადამიხადოთ?), რის შემდეგაც ვაცნობე საპორტს აღნიშნულის შესახებ, მაგრამ მითხრეს რომ ჩამოვიდოდა ჯგუფი 2-3 დღეში და ადგილობრივ სასერვეროში მიხედავდნენ პრობლემას- 2-3 დღეც გავიდა და 2-3 კვირაც -პრობლემა დარჩა!!!

მაგთისგან მაინტერესებს პასუხი რატომ ვიხდი თანხას ოპტიკურ ინტერნეტში როდესაც ვერ ვიღებ DSL-ის ხარისხსაც, ამ ხარისხს უფრო dial-up-ს შევადარებდი თუმცა დიალაპი უფრო სტაბილურია???
რატომ ვერ გადაჭრა არსებული პრობლემა კომპანიამ ერთი თვის განმავლობაში და რატომ მერიცხება გადასახდელი როდესაც პროდუქტი არის პრობლემატური?

ესეიგი ხელშეკრულებაში მიწერია რომ მე უნდა მომეწოდოს 25მბ ლოკალი=გლობალს 24 საათი, მართალია ხელშეკრულება მაქვს დადებული დელტასთან, მაგრამ სმს-ის სახით მახარეს რომ დელტა თურმე უკვე მაგთისაა და კომპანია იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების შესრულებაზე! მაგრამ სამწუხარდ მაგთი ვერ არსულებს ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს ან არ ასრულებს და თაღლითობს!

იუტუბეზე ავტვირთე ვიდეო სადაც ნათლად ჩანს რა ხარისხის ინტერნეტი მომეწოდება დღეს- და არ დაიწყოთ რომ ეს ნეტის ბრალი არარისო და რესურსის ან კომპის (i7-4790 3.6GHz, 16გბ, 240gb SSD, video-NVIDIA GeForce GTX 960) ბრალიაო და ასე შემდეგ-იმიტომ რომ წლებია ვარ მაგთიკომის მობილური კავშირის აბონენტიც და ასევე ვსარგებლობ მობილური ინტერნეტით და როდესაც სმარტფონს ვიყენებ როგორც 4G მოდემს აღნიშნულ რესურსზე პრობლემები ქრება და არამარტო აღნიშნულ რესურსზე!
ვიდეო სადაც ჩანს თუ როგორ ეცემა "მუდმივი კავშირი" და როგორ ჭედავს უბრალო ბრაუზერულ თამაშს ინტერნეტის არასტაბილურობის გამო!


ასევე ორი სკრინი speedtest-იდან

user posted image
user posted image

P.S. თუ ინტერნეტი არ გასწორდება მომიწევს პირადად მივაკითხო ცენტრალურ ოფისს და იქნებ იქ გამცენ პასუხი, და მერე ალბათ ვიფიქრებ სხვა პროვაიდერის შეთავაზებებზე როგორც ოპტიკურ ინტერნეტზე ასევე მობილურ კავშირზე!
narcoTOURIST
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5585
წევრი No.: 18678
რეგისტრ.: 26-March 06

  გამოგზავნილია: 18 Jul 2017, 21:54  #50988974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
levbub
ჩემთან ერთი კვირაა საშინლად მუშაობს!
როცა დავრეკე თქვენი რუტერის ბრალიაო, არადა ღამე და დილით სტაბილურად მუშაობს!
2 რუტერი მაქვს, ორივე დავარეზეტე, ადგილები შევუცვალე, მაინც ეგრეა.
გუგლს ვპინგავდი, გუგლზე პასუხს ვერ ვაგებთო, ჩვენი დნსი დაპინგეო, ეხლა მაგათ დნსს ვპინგავ სულ წყვეტაა.

ეს ეხლანდელი პინგი, 213.157.196.130
user posted image

14 თვე მეყენა დელტანეტი და ერთხელაც არ გადამიტვირთავს რუტერი.
27 მბ ეჭირა სტაბილურად! ეხლა ძლივს ადის 24.5 მბ-მდე.

სამჯერ დავრეკე ტექნიკურში, ვერაფერი, გადავტვირთავთ და გამოსწორდებაო, მაგრამ ჩემი მაგთი.
ეხლა ველოდები ტექნიკურ ჯგუფს, ჯერჯერობით არ ჩანან.

ამ ინტერნეტს როცა ვაყენებდი, დელტანეტიდან 3 სხვადასხვა ჯგუფი მოვიდა, ერთმა შეამოწმა გაქაჩავდა თუ არა გამანაწილებელი, მეორემ შეიყვანა, მესამემ შეართა
მაგთიში სავარაოდოდ ერთი უნივერსალური "ხელოსანი" მოდის, რამე რომ იყოს კაფელსაც დააგებს..

ჩემთან უეჭველი მეზობელი მიაერთეს გამანაწილებელზე და მაგიტომ დავარდა სიჩქარე და ხარისხიც.

რა ვქნა აღარ ვიცი, ფაქტიურად ერთი კვირა ინტერნეტი არ მაქვს.. არადა სხვა ოპტიკური ალტერნატივა საერთოდ არ არის, სილქის დსლი მეყენა აქამდე, სრული ნაგავი..

მაგთი თქვენი მონოპოლისტი დედები მოვ&&&&ნ!

This post has been edited by narcoTOURIST on 18 Jul 2017, 21:55


--------------------
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa
Kutalia
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 233921
რეგისტრ.: 18-July 17

გამოგზავნილია: 19 Jul 2017, 22:40  #50995549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემთანაც მსგავსი პრობლემა დაეწყო რამდენიმე კვირა/თვეა. ჩავარდნებია, განსაკუთრებით საღამოობით, 3-4%-იანი packet loss (რაც უზარმაზარია). ზოგჯერ რამდენიმე წამით ინტი საერთოდ ითიშება. სიჩქარე და პინგი ნორმალურია. 3-ჯერ გამოვიძახე ტექნიკური ჯგუფი, როუტერის გარეშე პირდაპირ კაბელით შევაერთეთ ჩემს 2 კომპზე, წყვეტები აჩვენა. მერე თავიანთი ლეპტოპი მოიტანეს უფროსის დავალებით, რომ "ტყუილად" კაბელი არ შეეცვალათ. იქ არ აჩვენა წყვეტა, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ დღის საათები იყო. აბა, საღამოს 6-მდე ვმუშაობთო. შეგიძლია შენი კეისით ოფისში მიხვიდე და იქ გატესტო შენი კომპის ბრალია თუ არაო. არადა, უეჭველია რომ ჩემი მხრიდან პრობლემა არაა. ესენი კიდევ იდეაში რისი ბრალი შეიძლება იყოს, იმასაც არ მეუბნებიან.
vito37
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 399
წევრი No.: 93532
რეგისტრ.: 13-June 09

გამოგზავნილია: 19 Jul 2017, 22:51  #50995631      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თითქმის ერთი დღე იყო გათიშული ბევრთან და ძლივს ჩაირთო დღეს საღამოს
Snes
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4512
წევრი No.: 186547
რეგისტრ.: 23-May 14

გამოგზავნილია: 19 Jul 2017, 22:53  #50995645      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეტყობა დელტანეტის მხარეს აქვს რაიმე პრობლემა მეც მაქთი მაქ ყოფილი კაუკასუსი და ვერანაირ პრობლემას ვერ ვამჩნევ.

user posted image
levbub
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 51379
რეგისტრ.: 13-January 08

გამოგზავნილია: 19 Jul 2017, 23:23  #50995831      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Snes @ 19 Jul 2017, 22:53 )
ეტყობა დელტანეტის მხარეს აქვს რაიმე პრობლემა მეც მაქთი მაქ ყოფილი კაუკასუსი და ვერანაირ პრობლემას ვერ ვამჩნევ.

user posted image

შეგიძლია სპიდტესტზე სერვერი შეცვალო Moscow-Rostelcom და ნახო რა პინგი და სიჩქარე აქვს?

ეხლახანს შევამოწმე 10 წუთის განმავობაში სკრინზე ჩანს აშკარად ქსელს აქვს ვარდნა(წყვეტა) 10 წუთში 30-ზე მეტი ვარდნა და პაკეტების კარგვა! რაც იწვევს ვიდეოს გაჭედვებს და ლაგებს ონლაინ თამაშებში. მაგრამ საინტერესო ისიც არის რომ პროგრამამ აჩვენა როუტერის კვანძსაც აქვს პაკეტის კარგვა. მთლიანობაში 2.2% პაკეტების დანაკარგია!!! რაც იმის მანიშნებელია რომ ან მაგთის ქსელი სერიოზულად ურევს ან თვითონ მაგთი აჭრის პაკეტებს ან შეიპინგს იყენებს და გვაძლევს უხარისხო მომსახურებას!!!
user posted image
narcoTOURIST
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5585
წევრი No.: 18678
რეგისტრ.: 26-March 06

გამოგზავნილია: 20 Jul 2017, 00:24  #50996257      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
levbub
ადრე თუ არ იძინებ, დაახლოებით 01:30-02:00-ზე ყველაფერი სწორდება, და შეგიძლია თვითონ შეამოწმო.
უკვე მესამე დღე ვაკვირდები და ეგრეა, დილითაც ნორმალურად მუშაობს, მერე არ ვიცი სამსახურში მივდივარ, და 18:00-დან იწყება ჭედვები, 2-3 წუთიანები!

ეხლა გადავედი მეზობელთან და იმასთანაც იგივე სიტუაციაა, მაგთის 4G-ზეც შევამოწმეთ და 20 წუთის განმავლობაში საერთოდ არ ქონდა წყვეტა!
მაგრამ იმას არ აწუხებს, მხოლოდ ფილმებს უყურებს, მე კიდე ინტერნეტ ტეელევიზია მაქვს, ონლაინ თამაშები და ა.შ.

როგორც ჩანს მაგთიმ ჩახსნა დელტანეტის კარგი აპარატურა (სავარაუდოდ გაყიდა) და თავის ნაგავზე მიგვაერთა, ან დელტანეტზე თავისი კლიენტები გადმოისროლა და ვსიო მორჩა.

მე მაინც 15 ავისტოს იმედი მაქვს, მითხრეს ამ დროისთვის უნდა გამოსწორდესო.

ესეც ჩემგან ჯოხთაბერას ოჯახს
user posted image

* * *
Kutalia
QUOTE
არადა, უეჭველია რომ ჩემი მხრიდან პრობლემა არაა

დღეს ტექნიკურმა ჯგუფმა სამჯერ მითხრა რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი წესრიგშია!! რუტერებიც, კომპიუტერიც, კაბელიც შეამოწმეს ნორმალური სიგნალი აჩვენა მაგრამ რად გინდა, წავიდნენ თუ არა ეგრევე გაითიშა!
Snes
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4512
წევრი No.: 186547
რეგისტრ.: 23-May 14

გამოგზავნილია: 20 Jul 2017, 12:36  #50998048      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
levbub
გუშინ სამწუხაროდ აღარ ვიყავი ეხლა დავდებ თუ გამოგადგება რამეში

user posted image
user posted image
levbub
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 51379
რეგისტრ.: 13-January 08

გამოგზავნილია: 20 Jul 2017, 17:39  #50999880      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Snes @ 20 Jul 2017, 12:36 )
levbub
გუშინ სამწუხაროდ აღარ ვიყავი ეხლა დავდებ თუ გამოგადგება რამეში

user posted image
user posted image

გაიხარე, როგორც ჩანს შენ გაქვს 100მბ პაკეტი, პინგი მოსკოვთან 115 ბევრია!!! იდეაში უნდა იყოს 40-60 (დელტას ასე ჰქონდა) და იდეალური მაგისტრალის შემთხვევაში 20-30!! რაც იმას ნიშნავს რომ მაგთი ეკონომიას აკეთებს პარტნიორების არჩევისას და ირჩევს არახარისხიან მაგისტრალებს სხვა ქვეყნებში გასასვლელად არადა სხვა პროვაიდერებს რომელსაც არ გააჩნია ამხელა რესურსები (ფინანსური) რეალურად უფრო კარგი მაგისტრალები აქვთ, თუნდაც ავიღოთ პროვაიდერი ახტელი რომელსაც აქვს მოსკოვთან პინგი 30-60!!! ასევე დაუნლოადი გაქვს აპლოადზე გარკვევით დაბალი, ზუსთად იგივე პრობლემა აქვს ყველა მაგთის აბონენტს, დაუნლოადი მოდის დაბალი და აპლოადი კარგი, ასევე ქსელს აქვს ვარდნა და პაკეტების დანაკარგი თვითონ მაგთის კვანძებზე, რაც იმის მანიშნებელია რომ ან მაგთის ქსელი და აპარატურა არ ვარგა, ან თვითონ მაგთი აჭრის პაკეტებს, ან შეიპინგს იყენებს ტრაფიქის შესამცირებლად!
პირადად მე და ჩემი ოჯახი ვართ კომპანია მაგთიკომის აბონენტები და ვყიდულობთ ამ კომპანიისაგან მომსახურებას როგორც მობილური კავშირი, მობილური ინტერნეტი, ოპტიკური ინტერნეტი, ასევე ვსარგებლობ როუმინგით და ასე შემდეგ (და მოგეხსენებათ თუ როგორი არასამართლიანი ფასები აქვს მაგთის)- ამ ყველაფერში ყოველთვე ჩემი ოჯახის ბიუჯეტიდან კომპანიის სასარგებლოდ ვიხდი 150-200 ლარს!!! მაგრამ მე ამ არასამართლიანად გაზრდილ თანხას იმიტომ ვიხდი რომ მივიღო ხარისხიანი მომსახურება და ამჟამად ოპტიკურ ინტერნეტზე 1 თვეა პრობლემა ფიქსირდება და ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი კეთდება, როგორც პირველ პოსტში ავღნიშნე-ვიპიქრებ სხვა კომპანიის შეთავაზებებზე, მაგალითად ჩემს რაიონში ამ ეტაპზე სხვა კომპანიას აქვს უკვე ოპტიკური ქსელი რომელიც მუშაობს და როგორც მაცნობეს დღე-დღეზე დაიწყებენ აბონენტების ჩართვას, ამ შემთხვევაში რატომ უნდა ველოდო მაგთს-როდის აწევენ ერთ ადგილებს და გამოასწორებენ პრობლემას? შევამოწმებ სხვა კომპანიის ხარისხს (არადა თბილისის მაგალითზე ვიცი რომ ბევრად სტაბილური და ხარისხიანი ოპტიკა აქვთ) და გავხდები მისი აბონენტი და გადავიხდი ნაკლებს და მივიღებ მეტად ხარისხიან მომსახურებას!
* * *
QUOTE (narcoTOURIST @ 20 Jul 2017, 00:24 )
levbub
ადრე თუ არ იძინებ, დაახლოებით 01:30-02:00-ზე ყველაფერი სწორდება, და შეგიძლია თვითონ შეამოწმო.
უკვე მესამე დღე ვაკვირდები და ეგრეა, დილითაც ნორმალურად მუშაობს, მერე არ ვიცი სამსახურში მივდივარ, და 18:00-დან იწყება ჭედვები, 2-3 წუთიანები!

ეხლა გადავედი მეზობელთან და იმასთანაც იგივე სიტუაციაა, მაგთის 4G-ზეც შევამოწმეთ და 20 წუთის განმავლობაში საერთოდ არ ქონდა წყვეტა!
მაგრამ იმას არ აწუხებს, მხოლოდ ფილმებს უყურებს, მე კიდე ინტერნეტ ტეელევიზია მაქვს, ონლაინ თამაშები და ა.შ.

როგორც ჩანს მაგთიმ ჩახსნა დელტანეტის კარგი აპარატურა (სავარაუდოდ გაყიდა) და თავის ნაგავზე მიგვაერთა, ან დელტანეტზე თავისი კლიენტები გადმოისროლა და ვსიო მორჩა.

მე მაინც 15 ავისტოს იმედი მაქვს, მითხრეს ამ დროისთვის უნდა გამოსწორდესო.

ესეც ჩემგან ჯოხთაბერას ოჯახს
user posted image

* * *
Kutalia
QUOTE
არადა, უეჭველია რომ ჩემი მხრიდან პრობლემა არაა

დღეს ტექნიკურმა ჯგუფმა სამჯერ მითხრა რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი წესრიგშია!! რუტერებიც, კომპიუტერიც, კაბელიც შეამოწმეს ნორმალური სიგნალი აჩვენა მაგრამ რად გინდა, წავიდნენ თუ არა ეგრევე გაითიშა!

ღამის საათებში მართლაც ნაკლებია წყვეტა, თუმცა მაინც რჩება თუ დღისით 10წთ 30 ჯერ იყო, ღამე 10მდე შემცირდა, მაგრამ ხარისხიანი ინტერნეტის დროს თვეში ერთხელაც არ უნდა იყოს ოპტიკაზე!
narcoTOURIST
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5585
წევრი No.: 18678
რეგისტრ.: 26-March 06

გამოგზავნილია: 20 Jul 2017, 20:00  #51000564      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
მაგრამ ხარისხიანი ინტერნეტის დროს თვეში ერთხელაც არ უნდა იყოს ოპტიკაზე!

აბა რა, რაღა ოპტიკაა მაშინ

რამეს არ ამბობენ, დღეს ძალიან ბევრ ნაცნობს ველაპარაკე და ყველგან არის ინტერნეტის პრობლემა, კაუკაზუსშიც და სილქნეტშიც.

4G-იც კი არ მქონდა დღისით.

მაგრამ ყველაზე კაიფი იცით რა არის? რომ ეხლა მაგთის აქვს აქცია ოპტიკურ ინტერნეტზე - 19 ლარად 20 მბ 6 თვის განმავლობაში, მერე გადავა 27 ლარი 10 მბ smile.gif
დელტანეტის ხარჯზე გააკეთეს ეს აქცია თუ რა ჯანდაბააა

user posted image

ისე საინტერესოა მაგთის ინტერნეტი როგორ მუშაობს?
Kutalia
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 233921
რეგისტრ.: 18-July 17

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 00:34  #51007770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე კავკასუსის მომხმარებელი ვიყავი, თუმცა მასეთი პრობლემები მეც მაწუხებს.
ზოგს დაპინგული აქვს და ეს წყვეტები არ დამართნია.
აპარატურაზე გაიჟერა და სანდო წყაროსგან მეც მსმენია მსგავსი რამ და ისიც, რომ აქამდე უნდა გამოესწორებინათ.
mikheill1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2425
წევრი No.: 213558
რეგისტრ.: 1-February 16

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 12:22  #51009329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ვინც არის დელტას ყოფილი აბონენტი, ვურჩევ დაიტოვოს ძველი ხელშეკრულება 30 ლარად 25მბ აქციის ჩართვის შემთხვევაში ვეღარ დაბრუნდებით ძველ ტარიფზე და როდესაც აქციას გაუვა ხელშეკრულების ვადა, 27 ლარად დაგრჩებათ მხოლოდ 10მბ სიჩქარე ტელევიზიის გარეშე.


--------------------
[COLOR=blue]
sonyrock
Deus Ex Machina


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 345
წევრი No.: 189928
რეგისტრ.: 11-August 14

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 12:44  #51009469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაც მაგთიმ იყიდა ინტერნეტ პროვაიდერები, ყველას საქმე ცუდადაა
კავკასუსი მქონდა, აწ უკვე მაგთი, პინგი გაორმაგდა, სიჩქარე- down/up ძალიან ხშირად იცვლება, დღეში რამდენიმე საათი მუშაობს ნორმალურად, საღამოს სიჩქარე ისე ეცემა 720p ვიდეოს ძლივს უშვებს 35მბ/წმ პაკეტი smile.gif
* * *
პ.ს 35მბ/წმ იყო კავკასუსის დროს, ახლა მაგთის 30მბ/წმ უწერია, (ამასაც ვერ უზრუნველყოფენ, მაგრამ ეგ სხვა საკითხია)
ახალი წესი აქვთ ალბათ პაკეტის ცვლილების დამალვა, მოეწერათ მაინც სიჩქარე შეგიმცირდათ და იგივეს იხდითო biggrin.gif

This post has been edited by sonyrock on 22 Jul 2017, 12:49


--------------------
Fortis Fortuna Adiuvat
Si vis vincere, disce pati
mikheill1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2425
წევრი No.: 213558
რეგისტრ.: 1-February 16

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 13:32  #51009742      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
sonyrock
არა აპარატურის ბრალია, ცვლიან ყველაფერს და გამოსწორდება პრობლემა. უბრალოდ მომხმარებლის უფლებებს აშკარად არღვევენ. რატო უნდა ველოდო 2 თვე, ვიხდი ფასს 30მბ-ში და მომეწოდება დაბალი ხარისხით. ასეთ დროს უნდა დაჯარიმდეს კომპანია. ერთი დღე, ერთი კვირა რომ იყოს პრობლემა გასაგებია, მაგრამ მთელი 2 თვე ასე უხეშად დაარღვიოს ხელშეკრულება, უკვე კანონდარღვევაა.
wilkinson
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21684
წევრი No.: 69201
რეგისტრ.: 5-August 08

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 16:16  #51010725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სანამ ეგენი რამეს გამოცვლიან ვირი ხეზე აცოცდება და არც მჯერა რომ რამეს ცვლიან smile.gif ტყუილი ლაპარაკია. სანამ გაიყიდებოდა მუშაობდა ხოშიანად,გაიყიდა პატრონი აღარ ჰყავს მაგრამ რა გასაკვირია? პატრონი ამ ქვეყანას არ ჰყავს და მოვკითხოთ ეხლა მაგთის. მარეგულირებელი რომ აგდია რა ჩემს ფეხებს აკეთებს ნეტა? თუმცა ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი ნაცნობობითაა.


--------------------
CPU:Intel® Core™ i5-4670K
Motherboard:ASUS Z87M-PLUS
GPU:Radeon™ RX 480 GAMING X 4G
RAM:Corsair Vengeance 8GB (3x8GB) DDR3 1600 MHz
PSU:Zalman Dual Forward PSU 600W
HDD: Western Digital,300 GB
CASE: Zalman Z3
http://bin.ge/dl/237931/IPv4-Subnetting--tabel-subnet.png.html
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (13) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0292 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]