forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (5) « პირველი ... 3 4 [5]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მაგთის განცხადება ფასების ზრდასთან დაკავშირბით
uchinmachini
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1087
წევრი No.: 199532
რეგისტრ.: 14-March 15

გამოგზავნილია: 9 Jan 2018, 10:17  #51966372      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუკატარ
QUOTE
უკრაინას ნუ ადარებთ, ბევრად მეტი აბონენტი ჰყავთ, მოსახლეობის გამო. 20 მილიონი აბონენტისგან რომ 5-5 ლარს ამოიღებ და 1.5 მილიონისგან 10-10ს დიდი განსხვავებაა: მაგთი წაგებული რჩება. აპარატურის ხარჯი აბონენტების რაოდენობის პირდაპირპროპორციული არაა. თანაც უკრაინა სულ ბრტყელია და ნაკლები ანძაა საჭირო დასაფარად. ინტერნეტიც იაფია, რადგან იქვეა ევროპა და ზღვისქვეშა კაბელის პატრონობა არ სჭირდება კარგი ხარისხის ინტერნეტს.

ის დაგავიწყდა, 1 წუთი საუბარი რა ღირდა საქართველოში და როგორ ჩათლახურად არეგულირებდნენ ტარიფებს 2 კომპანია?! მანდ რო მოგება ნახეს მთელ მაგათ თაობას ეყოფათ და ახლაც ნუ გეშინია, მაგრად ჭამენ.


--------------------
"მძიმე მინუსი დაუჯდება შენი ღირსების ინტერესს" ©kalekalebind

ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้__ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้ ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้
Cora
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 133
წევრი No.: 71717
რეგისტრ.: 21-October 08

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 15:10  #51973652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
„მაგთიკომს“ დღეს ყველა პირობა ჰქონდა, რომ მომხმარებელისთვის მომსახურება არ გაეძვირებინა, არც ტელევიზიაზე, არც მობილურ ინტერნეტზე:

✔️ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) 100 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო კომპანიას;
✔️ 1 იანვრიდან გაუქმებულია მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი;
✔️ კომპანია საბითუმო ინტერნეტს განახევრებული ტარიფით იღებს;
✔️ მაგთიკომის 11 თვის შემოსავალი 189 მლნ ლარია;

კარგია, რომ არჩევანის საშუალება დღესაც არსებობს .
* * *
QUOTE
სილქნეტი, როგორც ვიცი, კავკაზუსის გაჭიმული წყალქვეშა კაბელიდან იღებს სიგნალს.

4 არხით იღებს სილქნეტი - მათ შორის თურქეთიდან
gigaia55
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2265
წევრი No.: 106650
რეგისტრ.: 5-December 09

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 16:01  #51974007      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Cora
და არც სასაუბროზე. ზარის წამოწყება 12 თეთრი რა ცუდია, თან ტარიფს "ზერო" რომ ქვია არანაირად არ არის ზერო

This post has been edited by gigaia55 on 10 Jan 2018, 16:01
no_one
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25603
წევრი No.: 1250
რეგისტრ.: 15-September 02

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 16:06  #51974046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
iosebovich
QUOTE
ამათი ღორი დდშ რაა ... აი ახრჩობენ უკვე ხალხს და ესენი კიდე იიი აბა მიშა რო დაბრუნდეს ეგ გვინდაა ... ბეეე, ბეეე ბიძინეეე , ტფუი რაა .

ეგ ყველაფერი ლარის ბრალია! ჯერ სად ხარ, ეხლა ნახე ნავთობის ფასის მატების და ლარის ვარდნის შედეგად საწვავი რომ დაიწყებს კიდევ გაძვირებას...


--------------------
He who saves a single life saves the entire world
Intel
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2517
წევრი No.: 212680
რეგისტრ.: 13-January 16

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 22:46  #51976669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ინტერნეტის საბითუმო მომსახურებაზე დაწესებული ტარიფები განახევრდა
დეკემბერი 26, 2017 15:04
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის განცხადების შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებთან ხარჯზე ორიენტირებული ტარიფების დაწესების მიმართულებით, კომისია ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.

მომსახურების მიმწოდებელ პროვაიდერებთან პირველი ეტაპის სამუშაო პროცესის დასრულების შედეგად, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურებაზე არსებული ტარიფი, 32 ლარის ოდენობით, 30 დეკემბრიდან განახევრდება.

ცხრილში წარმოდგენილია ამ მომსახურების ყველაზე დიდი პროვაიდერის შპს „კავკასუს ონლაინის“ დაწესებული ტარიფების შემცირების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

სიმძლავრე მგბ/წმ-ში

2017 წლის პირველ ივნისამდე (ლარი)

2017 წლის პირველი ივნისიდან (ლარი)

2017 წლის 30 დეკემბრიდან (ლარი)

ტარიფის შემცირება, (ლარი)

ტარიფის შემცირება, %-ში

1-50

32

28

19

13

40%

51-100

32

27

18

14

44%

101-200

31

26

17

14

45%

201-500

30

25

16

14

47%

501-2000

29

23

15

14

48%

2001-10 000

29

22

14.5

14.5

50%

კომისია ასევე აგრძელებს მუშაობას ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კომპლექსური კვლევისა და ანალიზის მიმართულებით, რაც ინტერნეტის საცალო მომსახურებასთან მჭიდროდ დაკავშირებული საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების რეგულირებას ითვალისწინებს, მათ შორის: მაგისტრალურ არხებთან დაშვებას, ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებას, ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილებთან დაშვებას.

აღნიშნული მიზნების უზრუნველსაყოფად, NGA-და NGN ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საბითუმო მომსახურებების, ოპტიკური კაბელის/ძარღვის იჯარის, „Ethernet“ და “DWDM“ მონაცემების გადაცემის მომსახურების, მათ შორის, „lambda”-ს მომსახურების ტარიფების მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების „LRIC“ მოდელის შემუშავებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე კომისიამ ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, ბაზრის მონაწილეებთან და დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შედეგად, კომისია მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების LRIC მოდელს შეიმუშავებს, რომლის საშუალებითაც საბითუმო მომსახურებებზე ტარიფები ეფექტური ოპერატორის მიერ გაწეული დანახარჯების საფუძველზე დადგინდება.

კომისია უახლოეს მომავალში ასევე ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ხარისხის მონიტორინგს და ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზარზე ალტერნატიული ოპერატორებისათვის დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობების, მათ შორის მომავალი თაობის (NGA) პასიურ და აქტიურ ქსელურ საშუალებებთან დაშვების პირობების მარეგულირებელი ერთიანი წესების შესახებ კომისიის დადგენილების შემუშავებას გეგმავს.
....
გაანახევრეს იმიტომ რომ ტარიფები დაწეულიყო და ამათ პირიქით გაზარდესfacepalm.gif
სასწრაფოდ ახალი კომპანიაა შემოსაყვანი ბაზარზე!!!

This post has been edited by Intel on 10 Jan 2018, 22:53
Fortdonaldson112
QNET


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 566
წევრი No.: 228652
რეგისტრ.: 31-January 17

გამოგზავნილია: 13 Jan 2018, 23:51  #51994048      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბილაინი და იმის ჯანი, მთელი ოჯახი გადავედით 5 კაცი.
MONTY
I R L Y M ! ! !


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15019
წევრი No.: 88005
რეგისტრ.: 2-April 09

გამოგზავნილია: 21 Feb 2018, 07:51  #52224865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
2017 წელს გაიზარდა მეტროსადგურების გვირაბებში კაბელის გატარების საფასური


აი ეს ნახეთ და მაგთის უნამუსობას მიხვდებით ,
წელიწადში მაქსიმუმ 468 000 ლარს იხდის და ეგეც იმ შემთხვევაში თუკი ყველაზე სქელ ანუ 65 მმ ზე მეტი სისქის კაბელს ატარებს

მაგთის მხოლოდ მობილური ინტერნეტის აბონენტი არის 803 674
მინიმუმ 2 ლარით ზრდიდა ტარიფს და წელიწადში 19 288 176 მლნ ლარს მიიღებდა
ძველი ხარჯი 368 160 ლარი ( მაქსიმუმი წელიწადში )
ახალი ხარჯი 468 000 ლარი ( მაქსიმუმი წელიწადში )
ანუ წელიწადში 99 840 ლარის გამო , მინიმუმ 19 288 176 ლარით გაზრდიდა შემოსავალს წელიწადში 2 ლარით გაძვირების შემთხვევაში


user posted image


--------------------
ერთ მხარეს - ”ნაცების” ნაცემი კაცები, მეორე მხარეს კი- ეს ,,არაკაცები”.!

სასურსათო უსაფრთოება ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქვეყნისთვის , როგორც ენერგო უსაფრთხოება !

I R L Y M! ! !

http://www.facebook.com/IntProtest
http://www.Caucasusoffline.com
david_888
______✰✰✰______


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9115
წევრი No.: 143600
რეგისტრ.: 25-February 12

გამოგზავნილია: 16 Mar 2018, 13:54  #52362603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გადაიფიქრეს გაზვირება?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) « პირველი ... 3 4 [5]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0159 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]