ლონდონი - 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება ლონდონში 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე.
პარა-ოლიმპიურითამაშები ჩატარდება იმავე წელს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე.
რატომ ლონდონი? 2003 წელს მსოფლიოს 9 სახელმწიფომ მიმართა ოლიმპიურ კომიტეტს თავიანთ ქვეყანაში ოლიმპიადის ჩატარების სურვილის განაცხადით.
ციფრი შემდგომ შემცირდა ხუთამდე და დარჩა - ლონდონი, მადრიდი, მოსკოვი, ნიუ-იორკი და პარიზი. მიუხედავად იმისა რომ ლონდონი და პარიზი მყარ ფავორიტებოდად ითვლებოდნენ, 2005 წელს გამოცხადდა რომ ლონდონმა მცირედით ჩამოიტოვა უკან პარიზი და ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება მოიპოვა.
ეს გამარჯვება ლონდონისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან იგი გახდა პირველი ქალაქი მსოფლიოში რომელიც უკვე მესამედ უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს. ხოლო პარაოლიმპიური თამაშები რომლებიც ასევე 2012 წელს ჩატარდება, გახდება უკვე რიგით მეთოთხმეტე სპორტული შეჯიბრი რომელშიც მონაწილეობას ფიზიკურად და გონებრივად შეზღუდული სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.
ლონდონის საორგანიზაციო კომიტეტი ოლიმპიური თამაშებისთვის (LOCOG)ზედამხედველობას უწევს თამაშების გეგმარებას დაგანვითარებას.
კომიტეტს სათავეში უდგას ლორდ სებასტიან ქოი - ბრიტანეთის ერთ-ერთი პოლიტიკოსად ქცეული სპორტსმენი.
ოლიმპიადის წარმატების ორგანიზაცია - რომელიც მჭიდროთ თანამშრომლობს LOCOG -თან და პასუხისმგებელია ყველა სპორტული მოედნიsa თუ სხვა სახის ინფრასტრუქტურის სრულ მზადყოფნაზე თამაშების დაწყებისთვის.
ხელისუფლების ოლიმპიური აღმასრულებელი ორგანო - ბრიტანეთის ხელისუფლების ორგანო
პასუხს აგებს და კოორდინაციას უკეთებს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს. ეს ორგანო არის კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტთან არსებული.
დაფინანსება წინასწარი გამოთვლებით თამაშებზე დასახარჯი ბიუჯეტი აღემატება 9 ბილიონ გირვანქა სტერლინგს. ოლიმპიური მოედნების მშენებლობა და სხვა სახის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაფინანსება სახელმწიფო სახსრებიდან - ანუ გადასახადებიდან. თვითონ თამაშები დაფინანსდება ძირითადად კერძო სექტორიდან.
მოედნები თამაშების სამასპინძლოდ ლონდონი სრულ გადასხვაფერებას განიცდის.
ოლიმპიური თამაშებისთვის გამოიყენება ახალი, ძველი, ისტორიული თუ თანამედროვე შენობების და კომპლექსების ნაზავი.
ლონდონის გარეუბანი’გრეითერ ლონდონი’ სამ ’ზონად’ გაიყოფა.
ოლიმპიური ზონა -ოლიმპიური პარკი შენდება სტრეტფორდში, აღმოსავლეთ ლონდონში, ნარჩენების და ინდუსტრიის მიწებზე. პარკში განთავსდება - ოლიმპიური სტადიონი, წყლის სპორტის კომპლექსი და ოლიმპიური სოფელი (დასაბინავებელი სახლები სპორტსმენების და გუნდის წევრთათვის).
მდინარის ზონა -ხუთი ძირითადი მოედანი მდინარე ტემზის გასწვრივ, 02 არენასა და ExCel საგამოფენო ცენტრისჩათვლით.
ცენტრალური ზონა - მოედნები რომლებიც განთავსებულია ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ ლონდონში, ასე მაგალითად უემბლის სტადიონი და ჰაიდ პარკი.
მთელი რიგი სპორტული შეჯიბრებები - მაგალითად - ღია ცის ქვეშ წყლის სპორტები
- ჩატარდება ლონდონს გარეთ, დორსეტთან (ინგლისის სამხრეთ სანაპიროებზე)
ტრანსპორტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ლონდონში ისედაც საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ უფრო მეტი კეთდება იმისთვის რათა უზრუნველოყოფილი იყოს ხალხის თამაშების ადგილებზე დროული და კომფორტული ტრანსპორტირება. ლონდონის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცულობა გაიზრდება და გაძლიერდება, ლონდონის მეტროს აღმოსავლეთ ხაზსს დაემატება გაჩერებები. ასევე იქნება ცვლილებები სარკინიგზო მიმოსვლის მხრივ.
ასევე გეგმაშია სწრაფი მიმოსვლის შატლ მატარებლის შემუშავება,
სახელწოდებით -
Olympic Javelin - რომელიც წაიყვანს ხალხს ლონდონის წმ. პანკრასის საერთაშორისო სადგურიდან ოლიმპიურ პარკამდე.
ოლიმპიადის ლოგოოლიმპიადის ოფიციალური ლოგო შემუშავებული იყო ბრენდების საკონსულტაციო ფირმის უოლფ ოლინსის მიერ 2007 წელს. ლოგო რომელიც რამოდენიმე ფერში არსებობს, პირველად გამოხატავს ოლიმპიადის და პარაოლიმპიადის ერთად ჩატარებას
მწვანე ოლიმპიადა გეგმაშია 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშები იყოს გარემოსთან მეგობრული. ამისთვის შეიქმნა სპეციალური ოლიმპიური კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს თამაშების მაქსიმალურად გარემოს დაცვით ჩატარებას.
სპორტული შეჯიბრებები ოლიმპიური პროგრამა 26 სახის სპორტულ შეჯიბრს გვთავაზობს. პარაოლიმპიური 20 სახის.
......სულ ეს იყო, ყველას გისურვებთ წარმატებას და ლამაზი თამაშების ხილვას!
ოლიმპიადის თემას გახსნილად ვაცხადებ!